Sign in to follow this  
Followers 0

სწრაფი გადახდის აპარატები მომხმარებელს საკომოსიოს ჩამოაჭრიან მობილური ბალანსის შევსებისას

28 posts in this topic

სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იანი საკომისიოს დაწესებას "დანახარჯებს" უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს"
"თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ძირკველიშვილმა განუცხადა, მათი სწრაფი გადახდის კომპანიის, "თიბისი ფეის" მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევა გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
"თიბისი ფეის" შემთხვევაში საკომისიო 4 %-ით განისაზღვრება. არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ აქამდე საკომისიო არ არსებობდა და ის ახლა დაწესდა, უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში, მას იხდიდნენ მობილური კომპანიები, რადგან სურდათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი მობილურის ბალანსის სწრაფი გადახდის აპარატებით შევსების პრაქტიკა დანერგილიყო, თორემ თავისთავად ეს მომსახურება, რომელსაც სწრაფი გადახდის აპარატები უწევენ ადმიანებს, გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკომისიო, ისე როგორც ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე, აქაც არსებობს", - განაცხადა მაია ძირკველიშვილმა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოს გადახდა დღეიდან მობილური კომპანიების ნაცვლად აბონენტებს უწევთ, კომპანიას მისი შემცირება გაუჭირდება.
"ფიზიკურად, ამ მომსახურების გაწევა დანახარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, საკომისიოს რაოდენობა არის ის თანხა, რაც ფარავს იმ ხარჯებს, რასაც მომსახურების გაწევის დროს სწრაფი გადახდის აპარატები ეწევიან. რა თქმა უნდა, აბონენტებისთვის ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ მათ რჩებათ ბალანსის შევსების ალტერნატიული, უფასო საშუალებებიც", - აღნიშნა ძირკველიშვილმა.
სწრაფი გადახდის კიდევ ერთი კომპანიის, "ნოვა ტექნოლოჯის" განცხადებით, საკომისიოს აბონენტების მიერ გადახდის გადაწყვეტილება უშუალოდ მობილურმა კომპანიებმა მიიღეს.
"ცვლილება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით. მათ უარი თქვეს, რომ აბონენტებს გადაუხადონ საკომისიო და ამიტომ საკომისიო ეჭრება აბონენტებს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" "ნოვა ტექნოლოჯში".
სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება. მომხმარებლები დღეიდან თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს, რაც 4 %-ით განისაზღვრება. ამასთან, ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას (სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებ გვერდები).

http://www.interpressnews.ge/ge/politika/234802-stsrafi-gadakhdis-kompaniebi-balansis-shevsebaze-abonentebisthvis-4-iani-sakomisios-datsesebas-qdanakharjebsq-ukavshireben.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]"საქართველოს ბანკი" მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს არ ჩამოაჭრის[/b]

"საქართველოს ბანკი" მისი ინტერნეტბანკის, მობილბანკის, ბანკომატებისა და თვითმომსახურების ტერმინალებით - Express Pay მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს არ ჩამოაჭრის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული საშუალებებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიო 0%–ით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, "საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით აქვს 478 ბანკომატი – ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში და 745 თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე უახლესი თაობის მობილბანკი და ინტერნეტბანკი", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
დღეიდან, მომხმარებელი სწრაფი გადახდის აპარატებით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსების საკომისიოს გადაიხდის. თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ამ დროისთვის კი, საკომისიოს რაოდენობად 4 პროცენტი სახელდება.

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/234797-qsaqarthvelos-bankiq-mobiluri-telefonis-balansis-shevsebis-sakomisios-ar-chamoatcris.html

პ.ს. ყოჩაღ, საქართველოს ბანკს.
თან ყველა ფეხის ნაბიჯზე დგას მაგათი აპარატი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს რაღა მოიგონეს :@

აქამდე ქველმოქმედებას ეწეოდნენ და ახლა აღარ შეუძლიათ?
რა მიდგომაა ახლა ეს?

საქართველოს ბანკი კარგ პიარს იკეთებს : )))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთადერთი მობილური ოპერატორებით სარგებლობა იყო ცოტა იაფი და მაგასაც აღარ ტოვებენ,ჯერ 5 ლარზე მეტს თუ დახარჯავ თვეში 20 თეთრს გაჭრიან,ეხლა ეს საკომისიო და ფაქტიურად აღარაა უკვე იაფი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='706074']
ერთადერთი მობილური ოპერატორებით სარგებლობა იყო ცოტა იაფი და მაგასაც აღარ ტოვებენ,ჯერ 5 ლარზე მეტს თუ დახარჯავ თვეში 20 თეთრს გაჭრიან,ეხლა ეს საკომისიო და ფაქტიურად აღარაა უკვე იაფი

[/quote]
:yes:

ამიტომ express pay ახლა გამოსავალია. ასევე, საბანკო ბარათიდან თუ ჩარიცხავ, ეგეც საკომისიოს გარეშეა.
კიდევ, მაღაზიებს რომ აქვთ აპარატები, იქიდან :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა უბედურებაა,,,,,

მოკლედ არ გვასუნთქებენ ნორმალურად რა... 8)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='706077']
საბანკო ბარათიდან თუ ჩარიცხავ
[/quote]
ჩემი აზრით სწორედ მაგიტომ გააკეთეს ეგეთი რაღაც,უფრო პოპულარული რომ გახადონ საბანკო ბარათები და ნაღდი ფული ამოიღონ ხმარებიდან,ეგ ხომ დიდი ხანია გეგმაში აქვთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='706084']
ჩემი აზრით სწორედ მაგიტომ გააკეთეს ეგეთი რაღაც,უფრო პოპულარული რომ გახადონ საბანკო ბარათები და ნაღდი ფული ამოიღონ ხმარებიდან,ეგ ხომ დიდი ხანია გეგმაში აქვთ
[/quote]
მაშინ ექსპრეს ფეისაც ექნებოდა საკმოსიო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='706077']
საბანკო ბარათიდან თუ ჩარიცხავ, ეგეც საკომისიოს გარეშეა.
[/quote]
კაი რამე ეგ ისე ჩვენში დარჩეს.
მე ვსარგებლობ და მომწონს :girlsigh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუუუ, ეს რა ახალი ველოსიპედი გამოიგონეს, სულ უნდა გამაღარიბონ კაცო?...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგათი დედაც
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1364841106' post='706088']
მაშინ ექსპრეს ფეისაც ექნებოდა საკმოსიო.
[/quote]
ეგ ბანკების მოგონილი არ უნდა იყოს,ჩემი აზრით აიდი ბარათის პოპულარიზაციისთვის ხდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='706135']
ჩემი აზრით აიდი ბარათის პოპულარიზაციისთვის ხდება
[/quote]
ეგ იდეა დაიძირა. კომპში არ ერთდება ელემენტარულად. რაც გინდა დააყენო და იჩალიჩო : )) ქართველი აიტიშნიკების თავისტკივილია :(
აიდი ბარათებს გადახდის საკითხებში წარმატებით ცვლის ექპრეს ქარდი და მეტრომანი.
საქართველოს ბანკი ხდება მონოპოლისტი ამ ბაზარზე და ესაა...

პ.ს. ბალი ბარათები კიდევ იყიდება? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='706138']
ბალი ბარათები კიდევ იყიდება?
[/quote]
მონო ბარათები გახსოვს? :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
..არა და ჩემი მონო-ბარათი სამუზეუმო ექსპონანტად მქონდა აღიარებული და მოუწევს ახლა დამცავ საფარს გადაფხეკა.
ჩემთვის ის 4 თეთრია ზუსტად მნიშვნელოვანი, რასაც ლარიდან მართმევთ! უნდა გავიქცე ამ ქვეყნიდან, სადმე, ღობის იქით, მწვანე ბალახზე..
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][u] Hippie [/u][/b]

მოიცა მარტო არ წახვიდე,,,სადღაც გამოგადგები.... წამიყოლე მეც,,,
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='706140']
მონო ბარათები გახსოვს? :laugh:
[/quote]
რეკლამაც კი მახსოვს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ნუკრი"][/b], ვაიმე, წამოდი,
უცებ ჩაიცვი რამე და წამოდი, ბევრი ბარგი არ გინდა, გზაში ვიშოპინგოთ 8)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გამომივლი თუ გამოგიარო,? :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ, რავი.. რძიანი ყავა და კრუასანები მაქვს და ჯობს შენ გამომიარო :D


თემას რომ არ გადავუხვიოთ, სიზმარში ვნახე სწრაფი გადახდის აპარატთან ვიდექი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:laugh: :laugh: :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოდი გავატრაკოთ


გავატრაკოთ რო არ გვინდა.

არა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ყველა ექსპრეს ფეის მიადგება და სხვა ტერმინალებს რა ხეირი მაგით?

მხოლოდ ეგ არ აჭრის საკომისიოს ხო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='706180']
მოდი გავატრაკოთ


გავატრაკოთ რო არ გვინდა.

არა?

[/quote]
გასატრაკებელი კიდევ ბევრია :D
აზრი.. გეტყვიან ალტერნატივა არისო
[quote name='Cappuccino' post='706183']
მხოლოდ ეგ არ აჭრის საკომისიოს ხო?
[/quote]
:yes:
სხვა ტერმინალებს ერხევათ. თუმცა სხვა გადასახადებს არ აჭრიან...
თავიდან საპირველაპრილო ხუმრობა მეგონა :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ ვინმე,ჰაერისთვისაც დააწესებს გადასახადს?
რა მაგარი იქნება,ნეტა რა ეღირება? :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0