Sign in to follow this  
Followers 0

სიცოცხლის გადარჩენის ალტერნატიული გზა

11 posts in this topic

თუ ფიქრობთ, რომ დროა, საქართველოშიც შეიქმნას ისეთი სამედიცინო დაწესებულება თავისი ლაბორატორიებით, რომელიც უმკურნალებს დაავადებებს და გააკეთებს ისეთ ოპერაციებს, რომლებიც საქართველოში არ კეთდება და პაციენტებს ასტრონომიული თანხების შეგროვება უწევთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებისთვის, შეუერთდით პეტიციას და მოაწერეთ ხელი.
http://www.petitions24.com/save-life-alternative-way

ჩვენ (მე და ჩემს მეგობარს) მიგვაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ამ პრობლემის სისტემური მოგვარება, ვიდრე ფეისბუქზე სურათების და თხოვნების გაზიარება დაუსრულებლად. მით უმეტეს, როცა თავად დახმარების საშუალება არ გაქვს და სინდისი გქენჯნის, სხვას როგორღა მოვუწოდო ამ ქმედებისკენო.

მზად ვარ, გავცე კითხვებს პასუხი, თუ რამე გაუკრვეველი ან პრობლემური იქნება.
ეს პეტიცია არაა უნივერსალური და შეუცვლელი. თუ შენიშვნები გექნებათ და დავხვეწთ ტექსტს, ჩასწორება პრობლემა არ იქნება.

მთავარია, სახელმწიფო ან მისი რომელიმე სტრუქტურა (სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო) მივიყვანოთ იქამდე, რომ ამ პრობლემას მიაქციონ ყურადღება.
2

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან კარგი საქმეა გენაცვალე,,,,
აუცილებლად უნდა შეიქმნას მსგავსი დაწესებულება ჩვენს ქვეყანაშიც,,
მე თქვენთან...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ პროექტით არსებული პრობლემის 10% თუ მაინც მოგვარდება უკვე ძალიან კარგი იქნება.

წარმატებები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცოტა ხნის გასვლის შემდეგ რომ გადავხედე, რაღაც ხარვეზი აღმოვაჩინე. ტექსტი ემოციურ ფონზე დავწერეთ და ის ვეღარ გავითვალისწინეთ, რომ ვისგან მოვითხოვთ, ვის მივმართავთ.
მაგრამ მიმართვა უნდა იყოს საზოგადოებისა ზოგადად ისევ საზოგადოებისადმი და სახელმწიფოსადმი.

ჩვენ ამ საქმესთან კონტექსტში განვიხილავდით საკანონმდებლო ცვლილებასაც იმის თაობაზე, რომ საქმოსანმა ადამიანებმა თავიანთი მოგების გადასახადიდან რაღაც წილი ნებაყოფლობით ფონდებში ჩარიცხონ ნაცვლად ასი პროცენტით ბიუჯეტში ჩარიცხვისა. ამის პრაქტიკა დიდი ხანია, არსებობს დასავლეთში. იმის შიშით, რომ შეიძლება ვიღაცებმა მთელი თანხა ან ნაწილი ფონდებში ან ცრუ ფონდებში არ ჩარიცხონ, შეიძლება ლიმიტიც დაწესდეს (10% ან რ ვიცი, რაც ლოგიკური იქნება).
ხოდა, ამ საკითხთან ერთად რომ გავიხილავდით, მაშინ "მოვითხოვეთ". მერე, რადგანაც მეორე საკითხი იურისტებისა და ეკონომისტების საქმეა, პირველზე შევჩერდით მთლიანად და ტექსტი ცოტა ნაკლოვანი გამოგვივიდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' post='704848']
ძალიან კარგი საქმეა გენაცვალე,,,,
აუცილებლად უნდა შეიქმნას მსგავსი დაწესებულება ჩვენს ქვეყანაშიც,,
მე თქვენთან...

[/quote]
ჰოდა, გავრცელება და რაც შეიძლება, მეტი ხელმომწერი უნდა.

[quote name='meocnebe' post='704862']
ამ პროექტით არსებული პრობლემის 10% თუ მაინც მოგვარდება უკვე ძალიან კარგი იქნება.

წარმატებები

[/quote]
ზოგადად, ამ პრობლემის რამდენი პროცენტი მოგვარდება, არ ვიცი. მაგრამ ასეთი კლინიკა თუ დაარსდა და დაფინანსება ჰქონდა, იმაზე მეტი მოგვარდება, ვიდრე ახლა გვარდება.

მართლა დამღალა ამდენმა თხოვნებმა. მე ამ ხალხის გასაჭირი კი არ მიშლის ნერვებს, არამედ რომ ვერ ვეხმარები. დარწმუნებული ვარ, ასე ხართ თქვენც. არავის აქვს დღეს იმდენი, რომ დღეში რამდენჯერმე ვიღაცის ნომერზე დარეკოს და ამით თით ლარი ჩაურიცხოს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოვაწერე ხელი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
+1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რათქმაუნდა ბევრი ხელმოწერა და სწრაფი გავრცელება,,,
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' post='704923']
რათქმაუნდა ბევრი ხელმოწერა და სწრაფი გავრცელება,,,

[/quote]
მოაწერე შენ ხელი?

აზიარებენ ამ ლინკს დაუღალავად. არადა, ხელის მოწერაა მნიშვნელოვანი.

გაავრცელეთ რა.

არაა ეს კონკრეტულად ჩემი ან რომელიმე ორგანიზაციის იდეა. ეს თუ განხორციელდა, მთლიანად საზოგადოების მიერ გაკეთებული საქმე იქნება.
მაგიტომაც არ მივაწერეთ პეტიციის ავტორები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i017.radikal.ru/1303/97/b2f36ea121d1.jpg[/IMG][/URL]
[url="http://www.facebook.com/photo.php?fbid=544819258896623&set=a.240304299348122.63819.100001056617082&type=1&theater"]მოაწერე პეტიციას ხელი[/url]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
თბილისოელებო,

გთხოვთ, ვისაც ჯერ არ მოგიწერიათ ხელი, მოაწერეთ და მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეთ პეტიცია.

სახელმწიფო იმას აკეთებს, რასაც ხალხი ითხოვს. თუ არაფერს მოვითხოვთ, არაფერს გააკეთებს.

ეს ხომ არაა რაიმე პარტიული დავალება?! ყველას გვეხება, თითოეულ მოქალაქეს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0