Sign in to follow this  
Followers 0

შრომის კანონის რეფორმა

20 posts in this topic

[b]ამ თემის და ჩემი უპირველესი მოთხოვნაა, დავრჩეთ უშუალოდ თემასთან კავშირში და არ დავინახო პარტიული დებატები და ცალკეული პირების ქილიკი![/b]

როგორც სათაურიდან მიხვდით, თემა ეხება შრომის კოდექსის რეფორმას.

კაბალური, არაჰუმანური და ყოველგვარ საერთაშორისო ნორმებს მოკლებული იყო ჩვენი შრომის კოდექსი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მალევე დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა და შეიმუშავეს რეფორმირებული, სახეცვლილი პროექტი, რომელიც გაცილებით მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს დამსაქმებელ-დასაქმებულთა ურთიერთობაში. თუმცა, არსებობს ამ რეფორმირებული პროექტის შიგნითაც კითხვის ნიშნები.

ამ თემაში ვისაუბროთ შრომის კოდექსზე და არაფერზე მის გარდა. რა პრინციპებს ითვალისწინებს ახალი პროექტი და რა ნაკლოვანებები აქვს მას.

ჟურნალისტები დღემდე უძლურნი არიან, რეალურად მნიშვნელოვანი საკითხები მოაქციონ დღის წესრიგში და არსებითი განხილვა მიდიოდეს საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც თითოექულ მოქალაქეს ეხება.

სამაგიეროდ, ნინიკელამ, ნინო ბაღაშვილმა გააშუქა ეს პრობლემა თავის ბლოგ-პოსტში და ამით საშუალება მოგვცა, რაღაც ინფორმაციულ ბაზისზე მსჯელობა დავიწყოთ.
იმედი მაქვს, თავადაც ჩაერთვება ჩვენთან დისკუსიაში და მნიშვნელოვანი ინფორმაციით მოგვამარაგებს ან კომენტარებს დაურთავს ჩვენს შენიშვნებს.
გარდა ამისა, ჩვენი სხვა იურისტების იმედიც მაქვს ;)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გაეცანით ამ ბლოგ-პოსტს.
საინტერესო სტატიაა და გასაგებად ხსნის ავტორი.

[url="http://socpoldigest.blogspot.de/2013/03/blog-post.html"]შრომა ქართულად - შრომითი კანონმდებლობა ცვლილებების მოლოდინში[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ყოჩაღ, ნინო :)

[quote name='mako' post='704284']
ჟურნალისტები დღემდე უძლურნი არიან, რეალურად მნიშვნელოვანი საკითხები მოაქციონ დღის წესრიგში და არსებითი განხილვა მიდიოდეს საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც თითოექულ მოქალაქეს ეხება.
[/quote]
ეგ მართლა სერიოზული პრობლემაა დღევანდელ გარემოში და მაგაზე ცალკე თემა არ გვაწყენდა, მაგრამ მანამდე...

პროექტის განმარტებით ბარათში სოციალური პარტინიორთა შორის დიალოგის თემა ყველა ბრუნვაშია ნახსენები. იმედია, ეს ფრაზები ფრაზებადვე არ დარჩება და არა მარტო კანონში არამედ პრაქტიკაშიც პოვებს ასახვას.

მე პირადად ძალიან მომწონ ცვლილება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ძველი ვერსია მონათმფლობელური და კაბალური იყო. გათავისუფლებდა როგორც უნდოდა დასაბუთების გარეშე და + პრაქტიკულად გაფრთხილების ვადა (30 კალენდარული დღე) დაცული არ იყო. ერთია რა ეწერა კანონში და მე-2 როგორ სრულდებოდა.

[url="http://www.parliament.ge/draft_bills/shromis_kodeqsi_07.3.11.pdf"]შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე[/url]


+
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ერთი კარგი ცვლილება ასაკთან დაკავშირებით.
50-ე მუხლში ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: ,,სამსახურში ყოფნის([u]ან მიღების[/u]) ზღვრული ასაკი ([u]შტატგარეშე მოსამსახურის გარდა[/u]) განისაზღვრება 65 წლით. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენიი წესით.’’

ანუ, ეს ცვლილება შეღავათს უკეთებს ასაკოვან მოსამსახურეებს. ხშირადაა შემთხვევა, როცა ასაკის გამო უნდა გაუშვა ადამიანი სამსახურიდან. რეალურად კი მისი გამოცდილება და ცოდნა სამსახურისთვის საჭიროა. (წლებთან და გამოცდილებასთან ერთად რომ მოდის ცოდნა ეგ ხო აქსიომაა) ცვლილება გვაძლევს ალტერნატივას, რომ შტატგარეშე მოსამსახურედ იქნეს გადაყვანილი ასეთი პირი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ახალი შრომის კანონის პროექტითაც ბევრია განსაზღვრული სამუშაო საათები.
:(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემთვის ძალიან საკამათოა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის პირობა "ხელშეკრულების ვადის გასვლა".
თუ გაწერილი არ იქნება მინიმუმი, რა ვადითაც მინიმუმ უნდა დაასაქმოს დამსაქმებელმა მოქალაქე, ამას ისევ სათავისოდ გამოიყენებენ, როგორც აქამდე. გააფორმებენ მოკლევადიან კონტრაქტს და უნდა ეხვეწო ყოველ 3 ან 6 თვეში ერთხელ, გამიგრძელე ხელშეკრულებაო.

ასევე საკამათოა ეს საკითხიც: [quote name='Serafit' post='704295']
ახალი შრომის კანონის პროექტითაც ბევრია განსაზღვრული სამუშაო საათები.
:(
[/quote]
რატომ არ დაადგინეს ერთმნიშვნელოვნად, რამდენია რეგულარული სამუშაო საათი კვირაში. ისევ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული დასაქმებული, გადაუხდიან თუ არა ზედმეტ სამუშაო საათებს ან საერთოდაც, რამდენ საათს ამუშავებენ კვირის განმავლობაში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='704314']
ჩემთვის ძალიან საკამათოა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის პირობა "ხელშეკრულების ვადის გასვლა".
[/quote]
ხელშეკრულებაში თუ ვადა არაა მითითებული იგულისხმება რომ უვადოდაა დადებული.
დათხოვნისთვის თუ საფუძველის მოძებნა უნდა და აქვს ვადიანსაც კოხტად დაითხოვს და უვადოსაც.

[quote name='mako' post='704314']
რატომ არ დაადგინეს ერთმნიშვნელოვნად, რამდენია რეგულარული სამუშაო საათი კვირაში.
[/quote]
მაგას სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ვგულისხმობ რომელ საათზე დაიწყება და დამტავრდება მუშაობა სავსებით შესაძლებელია შინაგანაწესი ან დებულება ითვალისწინებდეს, რომელიც შრომის ხელშეკრულებას თან ერთვის.
და ისე
[quote]მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.
2. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. [/quote]
მაქსიმუმი მოცემულია. დანარჩენი დასაქმებულის ჭკუა-გონებაზეა და კიდე ამ ფრაზაზე: ,,თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის Gათვალისწინებული''. აქ უკვე კერძო სექტორი გულაობს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე 41 საათზე მეტი მახსოვდა, რომ ჩადეს კანონპროექტში, რომლის ზემოთაც ეკისრებოდათ დამსაქმებლებს განაკვეთურ ხელფასზე მეტი გადაეხადათ დასაქმებულისთვის. სადღაც 46 თუ 48 საათზე იყო ლაპარაკი. ისიც მახსოვს, როგორ გაამართლეს ეს მომენტი: ვითომდა დამსაქმებლების ინტერესებსაც ვითვალისწინებთო.

ჩემი პირადი აზრით, არ შეიძლება კანონი ერთის ხარჯზე ანგარიშს უწევდეს მეორე მხარეს. ზედა და ქვედა ზღვრები უნდა გაითვალისწინოს კანონმა და მერე, ვინ როდის დაიწყებს მუშაობას, დილის 9-ზე თუ შუადღის 3 საათზე, ამას კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკა განსაზღვრავს.

ისევ თუ იმის ფუფუნება მიეცათ დამსაქმებლებს, "თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებსო", საშველი არ ყოფილა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თავიდან მეტი იყო, მერე 41-მდე ჩემოვიდნენ.
ხელშეკრულებაში სხვა სპეციუფიურ რაღაცებსაც კანონი უნდა არეგულირებდეს.
თორემ რეალურად სადაა ცვლილება ვეღაც ვხვდები..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოპაააა!


[b]საჯარო სამსახურში მუშაობის ზღვრული ასაკი გაუქმებულია [/b]
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/74076-sajaro-samsakhurshi-mushaobis-zghvruli-asaki-gauqmebulia.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცვლილებებს ვამატებ გზადაგზა
რომ არ გადაგტვირთოთ მუხლობრივარ არ მოვიყვან. უბრალოდ ჩამოვთვლი.

1) სამუშაო დროს დადგინდა 40 საათი კვირაში. ამასთან
16-18 წლამდე ასაკის პირებისათვის - 36 სთ
14-16 წლამდე - 24 სთ კვირაში.

2) მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებით დასვენების დროის მიცემაზე.

3)გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია.

4) დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულს ეძლევა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.



რაც მტავარია, კანონის შესავალშივე შევიდა დამატება:
შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებენ დასაქმებულის მდგომარეობას.

კიდე შემოგამატებთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='705733']
სამუშაო დროს დადგინდა 40 საათი კვირაში
[/quote]
ანუ მე უნდა შემიმცირდეს იდეაში? მეტი არაა ჩემი მტერი :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], მაშინ ზეგანაკვეთურში უნდა ჩაგითვალოს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="meocnebe"][/b],
1 საათია შესვენება და დანარჩენი 8 სამუშაო. მაგრამ იმ 1 საათს ან ვისვენებ, ან ვერ. ხან 20 წუთი ძლივს ვისვენებ.
კანონში არ იქნება კონკრეტიკა შესვენებიანად თუ არა ეს 8სთ. ასე, რომ არ შეცვლიან :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესოა, კი.
[b][member="meocnebe"][/b] გააგრძელე აბა, კიდევ რას გვთავაზობენ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორც ვიცი, აკრძალეს დასაქმება ანაზღარურების გარეშე. სტაჟირება კი, მაგრამ დასაქმება არა.
ხოდა, თუ განსაზღვრეს მინიმალური ანაზღაურება?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მომწონს ცვლილებების შეტანა, მაგრამ რამდენად სამართლიანად აითვისებენ ეს დამსაქმებლები ეგაა მთავარი.

სტაჟირებაც უნდა ანაზღაურდეს, აბა რომ არ აიყვანონ, გამოდის ტყუილად დაკარგა დრო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Cappuccino' post='705767']
გამოდის ტყუილად დაკარგა დრო?
[/quote]
არა, გამოცდილებას ხომ შეიძენს.
სტაჟირების ვადა უნდა განისაზღვროს უბრალოდ მკაცრად. 3 თვე ან 6. მაქსიმუმია 6, მერე ან აგყავს, ან რეკომენდაციას აძლევ.
ახლა, წლობით ჰყავთ ხოლმე სტაჟირებაზე..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='705743']
კანონში არ იქნება კონკრეტიკა შესვენებიანად თუ არა ეს 8სთ
[/quote]
შესვენებიანად
გაწერილია პირდაპირ

[quote name='Cappuccino' post='705767']
სტაჟირებაც უნდა ანაზღაურდეს
[/quote]
ანაზღაურებადი ხდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='705758']
გააგრძელე აბა, კიდევ რას გვთავაზობენ.
[/quote]
ორი თავია დამატებული საერთოდ უცხო

პირდაპირ დაგიკოპებთ. შინაარსით ვერ გადმოგცემთ, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო.

[b]„თავი IX1
გაერთიანების თავისუფლება[/b]

მუხლი 401. ზოგადი დებულებანი
1. დასაქმებულსა და დამსაქმებელს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანება ან/და გაწევრიანდნენ სხვა გაერთიანებაში.
2. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს უფლება აქვთ შეიმუშავონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
3. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს უფლება აქვთ შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას, ფედერაციას და კონფედერაციას უფლება აქვს შეუერთდეს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.

მუხლი 402. დისკრიმინაციის აკრძალვა
1. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის საქმიანობის გამო ან/და სხვა ქმედება, რაც მიზნად ისახავს:
ა) სამუშაოზე დასაქმებულის მიღებას ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნებას დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;
ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ან მის სხვაგვარ შევიწროებას დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
2. სამუშაო დროს დასაქმებულთა გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა დასაშვებია დამსაქმებელთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი მოქმედებდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

მუხლი 403. გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის აკრძალვა
1. დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს დამსაქმებელთა ან დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობისათვის ფინანსური ან სხვა საშუალებებით ხელშეშლას მასზე კონტროლის განხორციელების მიზნით.“.

31. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. ზოგადი დებულებანი
1. კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ პროფესიულ კავშირს შორის.
2. კოლექტიური ხელშეკრულება:
ა) განსაზღვრავს შრომის პირობებს;
ბ) აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას;
გ) აწესრიგებს ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ პროფესიულ კავშირს შორის ურთიერთობას.
3. მხარეები თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების თაობაზე ინიციატივის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკება.
5. მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან მოლაპარაკების საკითხ(ებ)თან დაკავშირებულ ინფორმაციას. მხარეს უფლებას აქვს არ მიაწოდოს მეორე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია, ან კონფიდენციალური ან/და სხვა სახის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.
6. კოლექტიური ხელშეკრულების დადების დროს დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია.“.

32. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლების მეშვეობით.“.

33. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. კოლექტიური ხელშეკრულება
1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. კოლექტიური ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
3. განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის და ვადის გასვლის თარიღს;
4. განუსაზღვრელი ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი გადახედვის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს.
5. კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა არ ზღუდავს დამსაქმებლის ან დასაქმებულის უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, რაც არ იწვევს ამავე ხელშეკრულების მონაწილე სხვა დასაქმებულებისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
6. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ხელშეკრულების სუბიექტები.
7. კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება ხელშეკრულების მხარეებზე.
8. კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაქმებულთა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილია.
9. ბათილია კოლექტიური ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.“.

[b]„კარი IV1
თავი XII1
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია[/b]

მუხლი 521. ზოგადი დებულებები
1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომში – სამმხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძა¬ნებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამმხრივი კომისიის მხარეებს წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და პროფესიული კავშირები.
4. სამმხრივ კომისიაში თითოეული მხარე წარმოდგენილია ექვსი წევრით, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ სხვა¬დასხვა ორგანიზაციებს. ამ ორგანიზაციების წარმომად¬გე-ნელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.
5. სამმხრივ კომისიაში მხარედ წარმოდგენილი თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და პროფესიული კავში¬რი თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე სამმხრივ კომისიაში წარსადგენად.
6. სამმხრივ კომისიაში წარდგენილი უნდა იყვნენ მხარეთა წარმომომადგენლის უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ სამმხრივი კომისიის დანარჩენ ხუთ-ხუთ წევრს.
7. საქართველოს მთავრობის მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შედიან ხელმძღვანელ თანამდებობის მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის¬ტრო;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მუხლი 522. სოციალური პარტნიორობის პრინციპები
1. სოციალური პარტნიორობა არის სოციალურ პარტნიორებს − დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (პროფესიული კავშირების) და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.
2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;
ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;
გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;
დ) ინფორმირებულობა;
ე) ვალდებულებათა შესრულება;
ვ) ტრიპარტიზმი;
ზ) კონსენსუსი.
3. სოციალური პარტნიორობის განვითარება შესაძლებელია ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.

მუხლი 523. სამმხრივი კომისიის ფუნქციები
სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, ასევე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;
ბ) შრომითსა და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

მუხლი 524. სამმხრივი კომისიის უფლებამოსილება
1. თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეების მიერ დასმული საკითხები;
ბ) მოისმინოს სხდომაზე მხარეთა ინფორმაციები თავის კომ¬პეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართ¬ველობის ორგანოებისაგან, ასევე სხვა დაწესებულებებისაგან სამმხრივ კომისიაში განსახილველი საკითხების თაობაზე მუშაობისათვის საჭირო მასალები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;
ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წი¬ნადადებები.
2. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სამმხრივი კომისიის ახალი შე¬მად¬გენლობა გა¬ნისაზ¬ღვ¬რება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
3. სამმხრივი კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის და შემადგენლობის დამტკიცების წესი, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.

--------------
არის დეტალები რომლებიც დამუშავებას საჭიროებს, [u](ეს კიდევ პროექტია და არა საბოლოო სახე )[/u]მაგრამ ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ რომ გადავიკითხე ეს პროექტი გამეხარდა, რომ ასეთი ცვლილებები შედის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Cappuccino' post='705767']
სტაჟირებაც უნდა ანაზღაურდეს, აბა რომ არ აიყვანონ, გამოდის ტყუილად დაკარგა დრო?
[/quote]
ვერ დაგეთანხმები. არ შეიძლება ასეთი მიდგომა.
ერთ ინსტანციაში 6 თვიანი სტაჟირებით ვერავის გააოცებ. ეგ დასამადლი საქმე არაა. პირიქით, რასაც ისწავლი შენთვითონ გამოგადგება.

მე-2 საქმეა საქართველოში რომ 4 ადგილას ნასტაჟიორალი ხალხი კიდევ ვერ პოულობს სამუშაო ადგილს. ასეთებისთვის კანონის სიახლე კარგია. სადაც სტაჟიორად იქნება, რამდენი ხანიც უნდა იყო, ის მაინც ეცოდინება რომ რაღაც ანაზღაურება მაინც ექნება და გზის ფულს თვითნ მანც გადაიხდის.
ეს დაფინანსების საკითხი კარგი ხანია მოსაგვარებელია. ევროპას და ამერიკას რომ ვადარებთ ყველაფერში თავს, ამით უნდა დაგვეწყო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0