კურიოზები

263 posts in this topic

კარჩე ასეთი კურიოზი შევამთხვიე :D ქალს

ყვითელი ავტობუსით მივდივარ რა ხალხით იყო გავსილი უცებ ერთმა ქალმა გააჩერა ავტობუსი და ამოსვლას რო აპირებდა უიი ეს რაარისო თქვა ( ბევრი ხალხი რო იყო მაგ პონტში ) ხოდ ავტობუსი არის მეთქი უთხრიი :lol:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წელი: 1994
ლოქეიშენი: ლანჩხუთი. გვიმბალაური. ჩვენი მეზობლის ოჯახი. ღამე, პანაშვიდის წინა მზადება.
(სახელები შეცვლილია)

დედა: “მეიტანე იგიც, მაგ პალტო უყვარდა და უნდა ჩავატნიო კუბოში”

რეზო: “კაი დედა, არ გინდა ახლა, გეიტენება” (მაინც მოაქვს)

დედა: “იგი კაშნიც მეიტა… ხო, ლურჯი ჯემპრეც, ის სპორტიული შარვალი მომაწოდე ლევანა (მე) რო დგახარ მაქანე სტოლბასავით, აგი ჟაკეტი არ დამიტიოთ, ჩაუტნიე გვერდში, იგი საროჩკაც...”

რეზო: “წევედი მე!”

დედა: “სა მიხვალ ამ შუაღამისას?”

რეზო: “მეორე კუბო უნდა მევიტანო, ამაში აღარ ეტევა და დავმარხოთ ორი კუბო”

დედა: “მიუწექი მამაშენს გვერდში!!! რაია ბიჭო, რაცხა უყვარდა ამ უბედურს და რაცხას ხმარობდა თელი ცხოვრება იგი არ უნდა ჩავატნიოთ!?”

რეზო: “ხოდა ჩაგატნევ დედაჩემო შით” (აქ უკვე ავყირავდი)

დედა (სერიოზული, დაბალი ხმით, მაგრამ გურული ეშმაკური ღიმილით ტუჩის კუთხეში): “რა ვიცი… ვუყვარდი? ისე უგულოდ ხმარება კი იცოდა…. ” (აქ ჩავიკეცე)

შემოდის მეზობელი ციური, პარკში რაღაც დიდი საგანი უჭირავს

ციური: “რეზო, ნათელა, ერთი სათხუარი მაქ და არ მიკრათ წიხლი”

რეზო: “რაია?”

ციური: “აგი სკრიპკაა. ხომ იცი ალიკას (1 წლის წინ გარდაცვლილი ქმარი - ლ.ბ.) ათწლედი ქონდა დამთავრებული ოზურგეთში. ხომ იცით რამფერ უყვარდა. ჩამატნევიეთ შალვაზა, წოუღებს ალიკას”

რეზო: “რაი????”

დედა: “ხო რა იყო რა?! სულ გადაჯიშდით ეს ახალგაზდები. გოვუმართოთ მეზობელს ხელი შე უჯიშო! რაცხა რო დაგვავიწყდეს ახლა, გატნიება სხვა მეზობელს ვერ უნდა ვთხოვო?! მეიტა ციური მაგი სკრიპკა. ლევანა მაგი უჯიშო არ იზამს ახლა მაგას და შენ ჩაუტნიე შენ გენაცვალოს ნათელა დეიდა. გვერდში ჩოუტნიე. ხო იცი შენ ქორწილში ქოჩორზე ვიტრიალებ შენ გენაცვალე. მარა ისე ჩოუტნიე რომ არ გამოჩთეს, სირცხვილია მაინც”

მე: გვერდში არ ეტევა ნათელა დეიდა, რა ვქნა?

რეზო: “მაშინ ყვერებში ჩოუდე! კაი, მე გასაგებია, გადამგავენ, მარა შენ მაინც რამ გამოგაყლევა…”

მე (ჩურჩულით): “ხო, შენ თუ საღად ხარ იმიტომ გაბედე უარის თქმა!” (ჩავტენე ფეხებშუა როგორღაც).

სიჩუმე….

ციური (შეცხადებით): “ნენა!!”

დედა: “რაია, რას დაგვიხეთქე გულები?”

ციური: “სმიჩოკი დამავიწყდა!!!!!!!!”

რეზო: “ციური დეიდა, თუ ჩემი საყვარელი დეიდა ხარ არ გინდა მაგი! აღარ ეტევა აფერი. აგერ ზეგე დათიკო მოქტება და იმას რომ გავატანო არ შეიძლება? (დათიკო - მეზობელი კიბოიანი ავადმყოფი - ლ.ბ.)

კოლექტიური ფორთხვა...

Levan Butkhuzi
2

Share this post


Link to post
Share on other sites
გუშინ ფბ-ზე დავწერე წინა დღის ამბავი. მეც ვიხალისე და სხვებიც ვახალისე. რომ მეგონა, ამით მორჩება ეს თემა-მეთქი, ვცდებოდი თურმე. ჯერ გუშინწინდელ ამბავს შემოგთავაზებთ და შემდეგ ახალსაც მოვაყოლებ.

[b]როგორ გავირთულოთ ცხოვრება ანუ გერმანული საშობაო ნამცხვრის ისტორია[/b]

[i]მე მოგიყვებით დაუჯერებელ ამბავს, თუ როგორ ირთულებენ ჩვენი მისაბაძი გერმანელები ცხოვრებას, როცა სხვა გასართობი უკვე აღარაფერი აქვთ (სხვა ახსნა, უბრალოდ, ვერ მომიძებნია).

გერმანული საშობაო ნამცხვარია Plätzchen, სხვადასხვა ფორმისა და ზომის, გემოსა და არომატის პატარა ნამცხვრები (ე.წ. "პეჩენიები").

გუშინდელ საღამოზე მეზობლები ვიყავით შეთანხმებული, რომ ერთად გამოვაცხობდით ნამცხვარს (-ებს). შევიკრიბეთ, მოვიტანეთ ყველამ საკუთარი მასალა საკუთარი რეცეპტისთვის და სანამ დავიწყებდეთ, დიდი დისკუსია გაიმართა: რამდენად ვარგისია ესა თუ ის ინგრედიენტი, სადაა დამზადებული, რა ხერხით, რამდენ რას შეიცავს...

მე ამდენს ვეღარ გავუძელი და დავიწყე ჩემი ნამცხვრის ცომის გაკეთება. როგორც იქნა, ამყვნენ დანარჩენებიც.

ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გაგრძელების გასაგებადაა აუცილებელი. გერმანიაში მოდაშია ვეგეტარიანელობა. ხოლო ვისაც კიდევ უფრო მეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე - ვეგანობა. ვეგეტარიანელები არ მიირთმევენ ცხოველურ პროდუქტებს. თუმცა, ყველი და თევზი, თაფლი, კვერცხი და მისთანანი საკვებ რაციონში მაინც აქვთ. ვეგანობა კი ქართულ-მართლმადიდებლური გაგებით მარხულობაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თაფლსაც კი არ მიირთმევენ. ეს ორივე კატეგორია ძლიერ განიცდის საკვებად ცხოველების მსხვერპლშეწირვას. ასევე წამებას, როგორიცაა მაგალითად ძროხისთვის რძის წართმევა მისი მოწველით, ან ფუტკრისთვის თაფლის აცინცვლა.

ახლა დავუბრუნდეთ მთავარ ისტორიას. ჩვენ შორის გუშინ ვეგანი და ფალსიფიცირებული ვეგანი იყვნენ. ფალსიფიცირებულმა თავს უფლება მისცა, სამარხვო რეცეპტი თავისებურად შეეცვალა და ისეთი მკაცრი არ ყოფილიყო თავის რწმენაში. ვეგანი კი მყარად იდგა საკუთარ პოზიციაზე. მეორეზე აღელდა კიდეც და მერე დასცინა.

შეუდგა ჩვენი ვეგანი ნამცხვრის ცხობას. რეცეპტი ინტერნეტიდან ჰქონდა გადმოწერილი. "ავიღოთ 400გრ მარგარინი" (კარაქი არ შეიძლება, ცხოველურია!). აიღო, მაგრამ რა აიღო. თავი შეიკავა, რომ გული არ შესწუხებოდა. "ჩავაყაროთ 250 გრ შაქარი" (თეთრი შაქარი ჯანმრთელობისთვის მავნებელია! ჩვენმა ვეგანმა შავი აიღო). ჩახედა ჯამს და ახლა კი ვეღარ დაიოკა ნერვები: ეს რა არაჯანსაღი რაღაც ყოფილა საშობაო ნამცხვარი! მე ამას არ შევჭამ. გამოვაცხობ და თქვენ გაინაწილეთ. ღმერთო ჩემო, აქამდე რას ვჭამდი თურმე. როგორ მეგონა, რომ სახლში ჯანსაღ ნამცხვარს აცხობდნენ. არა უშავს, პედაგოგიური დატვირთვა აქვს ნამცხვრის ცხობასაც. ამის მერე მეცოდინება, რომ აღარ უნდა გავეკარო.

ასე დაკრუნჩხულ-დარეტიანებულმა გააგრძელა ნამცხვრის ცხობა. იმედი ჰქონდა, გემრიელი მაინც გამოვიდოდა და თავს მოგვაწონებდა. თავის რწმენაშიც დაგვარწმუნებდა: ჯანსაღი უფრო გემრიელიც არის და ამიერიდან ჯანსაღად იკვებეთო.

რომელი კერძი და ნუგბარი გამოსულა გემრიელი ასეთ სტრესულ მდგომარეობაში, რომ ვეგანური ნამცხვარი გამოსულიყო?! 10 წუთში ღუმელიდან გამოსაღები ჯერ საერთოდ არ იყო მზად და შემდეგ სულ დაიხრუკა და გაშავდა. იხტიბარს არ იტეხდა ჩვენი ვეგანი, გემრიელი იქნებოდა, რომ არ დამწვოდაო. გასინჯა და ჩვენ აღარ მიგვაკარა, ნაგავში გადაუძახა.

ვეგანი Plätzchen-ები არ ვარგებულაო, წერტილი დაუსვა და ჩამოჯდა.

შე მამაცხონებულო, რას ირთულებ და იმწარებ ცხოვრებას. რასაც "ბიო" აწერია, მართლა ბიო-პროდუქტი არ არის, რასაც კარაქი აწერია, ყველა ძროხის ნატურალური რძისგან არ მზადდება, თხილი ხეზე მოდის და შეწამვლისას თუ შხამ-ქიმიკატი მოხვდა, არაფერია, ნაჭუჭში მაინც ვერ შეაღწევს. სანერვიულო დაილია ქვეყანაზე?!

კარგი იყო თუ არც ისე კარგი, მე ჩემი ნამცხვარი სიამოვნებით გავაკეთე და მერე ყველაზე გემრიელიც იყო.

[/i]

ახლა გაგრძელება:

დღეს ეს ამბავი თანამშრომელს მოვუყევი: ვეგანმა მეზობლებმა გადამრიეს-მეთქი. შენ იცი, ბერლინში ვეგანური სექს-შოპი რომ გაიხსნაო?! აი, ეს იყო დაგვირგვინება!!! :laugh: :laugh: :laugh: ანუ იმ მოტივით, რომ გარკვეული სათამაშოებისთვის ცხოველები იკვლება, რათა მათი ტყავისგან შემდეგ გასართობები დაამზადონ, ვეგანები უარს ამბობენ ამ გასართობებზე და სვხა მასალით ცდილობენ ჩაანაცვლონ.

ისე ვატყობ, სექსზეც უარს იტყვიან მალე იმ მოტივით, რომ ცხოველურია :D :D :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="di tanti palpiti"][/b],
ჯერ ამ პოსტზე ავყირავდი, ახლა ვნახე :rofl:
და მერე მაკოს კურიოზის გაგრძელებაზე :rofl:
[quote name='mako' post='664645']
ისე ვატყობ, სექსზეც უარს იტყვიან მალე იმ მოტივით, რომ ცხოველურია :D :D :D
[/quote]
ან რაიმე "არაცხოველურს" მოიფიქრებენ :rofl:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][size="3"][color="#FF0000"]ქორწინებამდე:[/color]

[color="#0000FF"]ბიჭი: რახანია, ამ დღეს ველოდი!!!!!![/color]
[color="#FF00FF"]გოგო: ხომ არ წავსულიყავი?[/color]
[color="#0000FF"]ბიჭი: არა, საიდან მოგდის ასეთი აზრები???[/color]
[color="#FF00FF"]გოგო: გიყვარვარ?[/color]
[color="#0000FF"]ბიჭი: რასაკვირველია![/color]
[color="#FF00FF"]გოგო: როდესმე გიღალატია?[/color]
[color="#0000FF"]ბიჭი: ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდა?![/color]
[color="#FF00FF"]გოგო: მაკოცებ?[/color]
[color="#0000FF"]ბიჭი: რათქმაუნდა![/color]
[color="#FF00FF"]გოგო: როდესმე ხელს დამაკარებ?[/color]
[color="#0000FF"]ბიჭი: არავითარ შემთხვევაში![/color]
[color="#FF00FF"]გოგო: შემიძლია გენდო?[/color]

[color="#FF0000"]ქორწინების შემდეგ წაიკითხე ქვევიდან ზევით[/color]
[/size][/b]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
"ჩვენი ეკონომიკა გაოთხმაგებულია. დანაშაული ხუთჯერაა შემცირებული. სიღარიბის მაჩვენებელმა 17%-მდე დაიკლო. მიმდინარეობს მთელი ჯანდაცვისა და განათლების სისტემის მოდერნიზება. ავაშენეთ ახალი გზები, გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე დროში მიაღწევდა დიდ პროგრესს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
:laugh: :laugh: :laugh:
===============================================================================================
"ევროკავშირის სანდო კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა და დანაშაულის მაჩვენებელი აქ ყველაზე დაბალია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი კონკურენტი ისლანდია იყო, რომელიც რეალურად კუნძულია. მაგრამ ჩვენ ახლა მათაც გავუსწარით - ეს ისე შევძელით, რომ არ შეგვიქმნია ოკეანე ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის," - განაცხადა სააკაშვილმა.

ძნელი სათქმელია, პრეზიდენტი რა კვლევებით სარგებლობს, მაგრამ ფაქტია, რომ წლის ბოლოს საერთაშორისო კომპანია "მერსერმა" გამოაქვეყნა კვლევა მსოფლიოს მასშტაბით და 122 ქალაქიდან თბილისი ერთ-ერთ უკანასკნელ, 115-ე ადგილზეა უსაფრთხოებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით.

სიტყვით გამოსვლისას მან ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობაც დაახასიათა და "თრანსპარენს ინტერნეშენელის" კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი აქვს.
8) 8) Edited by kastila
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გუშინ დილით სილქნეტს ჰქონდა გლობალურ საიტებთან წვდომის პრობლემა და ატყდა რეკვა, 110 ზარი დადგა მოლოდინში 1 წუთში.
უმეტესობა რეკავდა: ინტერნეტი არ მაქვს! როცა ვამოწმებინებდით ქართულ საიტებს, შედიოდნენ და უცხოურზე ვერ შედიდოდნენ რა თქმა უნდა. აქედან დასკვნა - ქართულ საიტებს ქართველები ნაკლებად სწყალობენ. მაგრამ ეს თემას ნაკლებად ეხება ახლა.
მოკლედ, სადღაც ნახევარ საათში გაიხსნა ისევ გლობალური ინტერნეტის კარი და შემცირდა ზარების რაოდენობა ცოტა. ამ დროს რეკავს ერთი კაცი, რომელი რეგიონიდან იყო არ მახსოვს და მუბნება - ინტერნეტი არ მაქვს ისევ, წეღან დავრეკე და მითხრეს გლობალური დათბობის ბრალიაო!!! ვიფიქრე, უცებ აერია სიტყვები "გლობალური შეფერხება" და "გლობალური დათბობა" მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, აბონენტი ამაზე არ გაჩერდა და აგრძელებს წუწუნს: ყველა მეზობელთან არის ინტერნეტი, ვისაც სხვა ქსელი აქვს და მარტო ჩემთან მოქმედებს გლობალური დათბობაო????

აი აქ კი ავყირავდი და დროული იყო ასეთი ზარი, დაგლეჯილი ნერვებისათვის :D :D :D :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ორი იაჰოვას მოწმე მოდიოდა გზაში და მე რომ მიუახლოვდი ერთი ჩემკენ წამოვიდა, აუ მეთქი ახლა დაიწყება.... მერე მეორემ მოატრიალა და უთხრა, ვერ ხედავ, ეს ქართველი არაა თავი დაანებეო :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="centurion"][/b],
რაზე დაასკვნა, რომ ქართველი არ ხარ :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვიცი, სახეზე ალბათ, ჩაცმულობა ჩვეულებრივი მქონდა სამსახურში მივდიოდი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშლა და ქეიფიც გახურდა. შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა. კომპანიას დალევა თითქმის აღარ შეუძლია, სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ამ დროს ერთმა ნათურას მოჰკრა თვალი და დანარჩენებს აუწყა, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობს: "ასე არ შეიძლება. მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტეს. ექთანს დაუძახეს და პაციენტი აჩვენეს. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა მასწავლებლებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს, ტაქსიში ჩასხდნენ სასტუმროსკენ დაიძრნენ. "მაინც ვერაფერი გავიგე, - ეუბნება ერთი მასწავლებელი მეორეს, - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" მეორემ ისევ გააპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსიმ ისევ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. დაიჭირეს ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დაუჯერა. დარწმუნება დაუწყეს, ვერ დაარწმუნეს და ნათურა მისცეს. მოკლედ, ამჯერადაც მოუწიათ საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა! ტაქსის მძღოლმა ისინი სასტუმროსკენ წაიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაეღობათ, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოეჩვენა. ერთადერთმა მოლაპარაკემ, მაგრამ ნასვამმა, მოახერხა ყველაფრის ახსნა. ინსპექტორმა ზურგი აქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით ანიშნა, ჩაწეულიყვნენ. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა. ტაქსი კიდევ ერთხელ მიბრუნდა საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...
4

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="დინამო"][/b],
მაგრად ვიხალისე, გაიხარე :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:laugh: :laugh: :laugh: :laugh: :laugh:

[u][b]დინამო[/b][/u] ეს სად ნახე?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting