Sign in to follow this  
Followers 0

სოფელ ნიგვზიანში მუსლიმანებს მეჩეთში ლოცვას უშლიან

66 posts in this topic

ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მო. რო­გორც სა­ა­გენ­ტო ინ­ფო ცხრას სი­უ­ჟე­ტი­დან ირ­კვე­ვა, სოფ­ლის ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ხელს უშ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბის მი­ერ სა­ლო­ცავ­ში შეკ­რე­ბა­სა და ლოც­ვის აღ­სრუ­ლე­ბას. ”მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მყი­სი­ე­რად მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტუ­ტი­ცი­ით აღი­ა­რე­ბუ­ლი სინ­დი­სი­სა და რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქალ­ქე მუს­ლი­მი მრევ­ლის უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. იმედს გა­მოვ­თქვამთ მომ­ხდა­რის გა­მო და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ შე­საძ­ლო რე­ლი­გი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბას.” - ნათ­ქვა­მია ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო: http://www.tabula.ge/article-25977.html
ტაბულა © 2012
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://info9.ge/?l=G&m=1000&id=8181&fb_action_ids=10151189212979192&fb_action_types=og.likes&fb_source=aggregation&fb_aggregation_id=288381481237582"]ვიდეო[/url]


[url="http://www.facebook.com/gmuslimsunion"]ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"ტაბულას" ეტყობა ვიდეო არ უნახავს.
მე როგორც ვიდეოდან გავიგე, ეს ადამიანი აშენებს სახლს, სადაც შემდეგ წირვა-ლოცვას აღავლენენ (თუ სხვაგვარად ჰქვია, მიმითითეთ) სოფელში მაცხოვრებელი მუსულმანები. მართლაც უნდა ჰქონდეთ ამათ საერთო სივრცე, სადაც ერთობლივად ილოცებენ, როგორც ქრისტიანები ეკლესიაში, და შთამომავლებს გადასცემენ თავიანთ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობას.

მეორეს მხრივ, თვითონ კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და მასთან ურთიერთობას კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრავს, რისი პრივილეგიაც სხვა აღმსარებლობებს არ აქვთ. მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანს შეზღუდული ჰქონდეს ის უფლება, რასაც რელიგიის თავისუფლება ჰქვია. ვიღაც იტყვის, ილოცოს მერე, ვინ უშლისო. მაგრამ სალოცავად საჭიროა საერთო გახსნილი სივრცე.

იურისტ-კონსტიტუციონალისტის განმარტებაა საჭირო, როგორ უნდა გავიგოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი. ჩემთვის მაგალითად რაღაც კითხვებს აჩენს.
მოვიყვან აქვე მთელს მუხლს:

[b]მუხლი 9
1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.[/b]

ხშირ შემთხვევაში არასწორია ორივე მხარე და ორივე მხარეს აქვს ამასთან თავისი გასამართლებელი საბუთი.
მუსულმანები, ქართველი მუსულმანები, საქართველოში აღიქმებიან "არანამდვილ ქართველებად", ვისაც არ უნდა მოხვდეს ახლა გულზე. იმდენადაა გამჯდარი ისტორიული გამოცდილება, რომ ქართველი თავისი ნებით მხოლოდ ქრისტიანია (თუ ვინმე გამუსულმანდა, დაპყრობების შედეგად, ძირითადად), რომ ქვეცნობიერში ალბათ მუსულმანი ქართველები ოდინდელი დამპყრობლების შთამომავლებთან ასოცირდებიან. არადა, ძირეული ქართველები არიან ისინიც, მხოლოდ სხვა აღმსარებლობით.
მეორეს მხრივ, და აქ შემიძლია ქრისტიანების გამართლება, მეჩეთების თემა უმეტესწილად გარედან შემოსული თემაა, თურქეთის ინიცირებულია ან რაღაც კავშირშია მასთან. თუნდაც აზიზიეს მეჩეთის თემა ავიღოთ; თუ გნებავთ ეს ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მუსულმანი კაცი თურქეთის მაგალითით მსჯელობს და საკმაოდ არასწორადაც, თითქოს სადაც 5 ქართველი შეიკრიბება თურქეთში, იქ ეკლესიაც შენდება. კულტურული მემკვიდრეობა ვერ დავაცვევინეთ თურქეთს, არათუ ახალი ეკლესიები აგვიშენოს.
ის ქალბატონიც ამბობს, სახლი თურქს ეკუთვნისო.

მე ქართველი მუსულმანების პრობლემა მაინტერესებს, რატომ ვერ აშენებენ თვითონ გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად სალოცავებს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1351548220' post='693065']
"ტაბულას" ეტყობა ვიდეო არ უნახავს.
მე როგორც ვიდეოდან გავიგე, ეს ადამიანი აშენებს სახლს, სადაც შემდეგ წირვა-ლოცვას აღავლენენ (თუ სხვაგვარად ჰქვია, მიმითითეთ) სოფელში მაცხოვრებელი მუსულმანები.
[/quote]

ეგ სახლი შეისყიდეს რომლის მეჩეთად გადაკეთება სურთ, რადგან უფრო იაფი და იოლია!

[quote name='mako' timestamp='1351548220' post='693065']

ქართველი თავისი ნებით მხოლოდ ქრისტიანია
[/quote]

რაკი ისტორიაზე ჩამოაგდე საუბარი მოდი უფრო ზველი ისტორიით დავიწყოთ და ვნახავთ რამდენად თავისი ნებითაა ქრისტიანი. შეიძლება დამპყრობელს არ შემოუტანია მაგრამ არც და ტაშისცემით არ შეხვედრია თავის დროზე ქართველი ხალხი ქრისტიანობას.

[quote name='mako' timestamp='1351548220' post='693065']

მეორეს მხრივ, და აქ შემიძლია ქრისტიანების გამართლება, მეჩეთების თემა უმეტესწილად გარედან შემოსული თემაა, თურქეთის ინიცირებულია ან რაღაც კავშირშია მასთან. თუნდაც აზიზიეს მეჩეთის თემა ავიღოთ; თუ გნებავთ ეს ვიდეო,
[/quote]

იმ ქალის ნათქვამზე დაასკვენი რომ თურქეთინიცირებულია?
დავუშვათ რომ თურქეთიდან შემოწირული თანხებით შენდება, რადგან არ გააჩნია ადგილობრივ მოსახლეობას საკმარისი თანხა, ამას ქრისტიან ხალხს არავინ არ უშენებს და არც მათ უპირებს ვინმე გამუსლიმანებას. ფაქტი სახეზეა რომ ამ სოფელში და კიდე მეზობელ სხვა სოფლებსჰიც საკმარისზე მეტი მუსლიმი მრევლი ცხოვრობს, შესაბამისად მეჩეთიც მათთვის, მათივე მოთხოვნით და მათივე თანხმობით შენდება. რა არის ამაში ცუდი? რას აშავებენ? იმას აშავებენ, რომ თურმე ყოვველ პარასკეობით მოდიან და ლოცულობენ :D კაცს ხომარ კლავენ? გარყვნილებას ხომარ ჩადიან? კაცი თუ ლოცულობს ე.ი რაღაცის შეგნება აქვს რა გინდა რრას ერჩი ამ პატტიოსან ხალხს? კაზინო ან სხვა რაღაც უბედურება რომ აეშენებინა თურქს მაშინ შეწუხდებოდა ვინმე?

[quote name='mako' timestamp='1351548220' post='693065']
ახალგაზრდა მუსულმანი კაცი თურქეთის მაგალითით მსჯელობს და საკმაოდ არასწორადაც, თითქოს სადაც 5 ქართველი შეიკრიბება თურქეთში, იქ ეკლესიაც შენდება. კულტურული მემკვიდრეობა ვერ დავაცვევინეთ თურქეთს, არათუ ახალი ეკლესიები აგვიშენოს.
[/quote]
ახალგაზრდა მუსლიმს თურქეთის მაგალითით დაუსვა კითხვა ოპერატორმა დათო ჩავლეიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ ქრისტიანია და პასუხიც მიიღო თურქეთის მაგალითით. ისე ამ ბიჭს არ უთქვამს ხუთი ქართველი შეიკრიბება და ეკლესიას აუშენებენო. ის ამბობს, სადაც იქნება ხუთი ქრისტიანი თურქეთის მოქალაქე და პრეტენზია ექნება სამლოცველოზე სახელმწიფო დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებასო. ხუთი კაცი არ ვიცი მაგრამ 6 წელია ვცხოვრობ ქალაქ კონიაში სადაც ქალაქის ცენტრში დგას ერთი პრესბიტერიანული ეკლესია და ჯერ მაგის ადგილობრივი მლოცველი არ მინახავს, მხოლოდ ორი იტალიელლი ქალი ცხოვრობს და ხანდახან ტურისტები თუ შეუვლიან. ისე მაგ დათო ჩავლეიშვილის ფეისბუქის გვერდი მინდოდა და ვერ დავადგინე უნდა მეკითხა თურქეთში სად არის მთელი სოფელი ქრისტიანი, რომელსაც სამლოცველო არ აქვს, ეგ თუ ჩაის საკრეფად ჩასულ მუშებს გულისხმმობს ეგც უნდა იცოდეს რომ ორი დღით ჩასულს ეკლესიას არავინ აუშენებს ეს უბრალოდ სასაცილოა. საკითხავია ისიც თუ რატომ მაინცდამაინც თურქეთის მაგალითით დაუსვა კითხვა ამ ბიჭს იქ მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ გაგვაკეთებინებენო? საკუთარ თანამოძმესთან და თანამოქალაქესთან თტურქეთი რა სახსენებელი იყო? თუ იმის თქმა უნდოდა თათრები ხართ და როგორც თურქები იქცევიან ისე გექცევითო? ალბათ დაავიწყდა რომ ეს ხალხი არსაიდან არ მოსულა ამ მიწის შვილები არიან და არა გერები და არც არავისზზე ნაკლები უფლებები არ აქვთ ამ მიწებზე.

[quote name='mako' timestamp='1351548220' post='693065']

მე ქართველი მუსულმანების პრობლემა მაინტერესებს, რატომ ვერ აშენებენ თვითონ გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად სალოცავებს?
[/quote]

არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები და არც არავის ანაღვლებს შიდა ძმებს რომ გარე ფაქტორებისკენ აღარ გაექცეთ თვალი. Edited by muvahid
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არაფხიზელ მდგომარეობაში კაცი რომ მოგივარდება ეზოში და გეტყვის არ ილოცო თორემ მკლელობა მოხდებაო. რა უნდა თქვა და რა უნდა ქნა აღარ ვიცი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს დასაწყისი არაა და სავარაუდოდ არც დასასრული იქნება.ახლობელი მყავს ბათუმელი და მისგან ვიცი რომ ერთი პერიოდი მუსულმანი პაპა-ბებია შვილებს ბავშვების ქრისტიანული წესით მონათვლას უშლიდნენ,ხდება ასეთი გაუგებრობები,ორივე მხარეს არის ასეთი გამოხტომები


[quote name='muvahid' post='693067']
თურქეთის მაგალითით დაუსვა კითხვა ამ ბიჭს იქ მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ გაგვაკეთებინებენო? საკუთარ თანამოძმესთან და თანამოქალაქესთან თტურქეთი რა სახსენებელი იყო?
[/quote]
ხო ეგ მართლა საინტერესოა,ან თუ ააშენებინებენ ეკლესიას დავიჯერო მოსახლეობას ამაზე უარყოფითი რეაქცია არ ექნება?რაღაც არამგონია ამას მშვიდად შეხვდნენ.თურქეთია სწორედ ძირითადი გამავრცელებელი მუსულმანობისა საქართველოში და რა არის გასაკვირი იმაში,რომ აქცენტი თურქეთზე კეთდება?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' timestamp='1351553762' post='693069']


ხო ეგ მართლა საინტერესოა,ან თუ ააშენებინებენ ეკლესიას დავიჯერო მოსახლეობას ამაზე უარყოფითი რეაქცია არ ექნება?რაღაც არამგონია ამას მშვიდად შეხვდნენ.
[/quote]


შენ თუ თურქეთში მუსლიმანი ხალხისთვის გინდა ეკლესია ამაზე მეც გიპასუხებ, რომ არ შეხვდებიან მშვიდად. ვიდრე ამ კითხვას დასვამდეს კაცი ჯერ უნდა დაფიქრდეს თურქეთში ამის მოსურნე მრევლი არის თუ არაო. არც ჩვენთან არ გამოუხატავს ვინმეს იმის პრეტენზია რომ მეჩეთი აშენდეს იქ სადაც მუსლიმანი მრევლი არ ცხოვრობს. სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, მთიანეთში ითხოვს ვინმე მეჩეთს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' post='693070']
შენ თუ თურქეთში მუსლიმანი ხალხისთვის გინდა ეკლესია ამაზე მეც გიპასუხებ, რომ არ შეხვდებიან მშვიდად
[/quote]
თურქეთში ერთი და ორი ქრისტიანი ცხოვრობს?შეიძლება სურვილი აქვთ მაგრამ სახსრები არ ყოფნით
რაც შეეხება საუბრის მთავარ თემას მინდა გითხრა რომ რამოდენიმე შეუგნებელი ადამიანის საქციელი ნამდვილად არ გამოხატავს საზოგადოების პოზიციას,არაერთი შემთხვევა ყოფილა,რომ მამაოსთვის შეუშლიათ ხელი ისევ ქართველებს და არა ვიღაც სხვას
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="muvahid"][/b], შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთი ემოცია მოდიოდა შენი პასუხებიდან, თითქოს გაგაღიზიანე. არადა, არ მიფიქრია და ზრახვად არ მქონია არავისი გამოწვევა. თუ კარგად გადახედავ ჩემს პოსტს, ამის საპირისპიროსაც დაინახავ. ის კითხვები კი, რაც წერია, მე გამიჩნდა, არავისგან თავს მოხვეული ან გამომწვევად დასმული კითხვები არ არის.

[quote name='muvahid' post='693067']
რაკი ისტორიაზე ჩამოაგდე საუბარი მოდი უფრო ზველი ისტორიით დავიწყოთ და ვნახავთ რამდენად თავისი ნებითაა ქრისტიანი. შეიძლება დამპყრობელს არ შემოუტანია მაგრამ არც და ტაშისცემით არ შეხვედრია თავის დროზე ქართველი ხალხი ქრისტიანობას.

[/quote]
ასე შორს ნუ გაყვები, თორემ თავდაპირველად წარმართები და კერპთაყვანისმცემლები იყვნენ ყველა. ქრისტიანობამ კი ყველა სხვა რელიგიას "შემოასწრო" დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და თავდაპირველი გართულებების მიუხედავად, რაც გაქრისტიანების პროცესს ახლდა თან, ერმა შეინარჩუნა რელიგია, როგორც იდენტობის ერთ-ერთი ნიშანი.

[quote]დავუშვათ რომ თურქეთიდან შემოწირული თანხებით შენდება, რადგან არ გააჩნია ადგილობრივ მოსახლეობას საკმარისი თანხა, ამას ქრისტიან ხალხს არავინ არ უშენებს და არც მათ უპირებს ვინმე გამუსლიმანებას. ფაქტი სახეზეა რომ ამ სოფელში და კიდე მეზობელ სხვა სოფლებსჰიც საკმარისზე მეტი მუსლიმი მრევლი ცხოვრობს, შესაბამისად მეჩეთიც მათთვის, მათივე მოთხოვნით და მათივე თანხმობით შენდება. რა არის ამაში ცუდი? რას აშავებენ? იმას აშავებენ, რომ თურმე ყოვველ პარასკეობით მოდიან და ლოცულობენ, კაცს ხომარ კლავენ? გარყვნილებას ხომარ ჩადიან? კაცი თუ ლოცულობს ე.ი რაღაცის შეგნება აქვს რა გინდა რრას ერჩი ამ პატტიოსან ხალხს?[/quote]
ხო, ეს მაინტერესებდა, რა მიზეზით არ თუ ვერ შენდებოდა ადგილობრივების მიერ მეჩეთი. დანარჩენ ნაწილზე კი უბრალოდ გეთანხმები და ეს პირველ პოსტშივე დავწერე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' timestamp='1351554647' post='693071']
თურქეთში ერთი და ორი ქრისტიანი ცხოვრობს?შეიძლება სურვილი აქვთ მაგრამ სახსრები არ ყოფნით
[/quote]

არც მე ვარ თურქი და არც შენ ასე რომ თურქებზე მიბაძვით საუბარი არ მოგვიხდება არცერთს, თურქებმა რომ აიღოს დახოცოს თავის ქვეყანაში ყველა ქრისტიანი, შენ ამის მაგალითით მე მესრი ტყვიას? ან თურქი ასე შობა და მეც ასე ვშობიო იქნება გასამართლებელი საბუთი?
ამ გვერდზე მე არც შენ გეჩხუბები და არც სხვა ვინმეს ჩვენ აქ მხოლოდ საკუთარ აზრებს ვაფიქსირებთ და მეტი არაფერი, ასე რომ ჩემი აზრი თუ შენსას არ ეთანხმება ამით ნუ მიწყენ. მე აქ დიდიხანია ვწერ და ვიცი რომ არ ხართ მტრულად განწყობილი და არც მე არ მოვსულვარ სამტროდ, განსხვავებული აზრი კატასტროფა არ არის. კატასტროფაა განსხვავებულის გაუტანლობა.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],

არ გავღიზიანებულვარ უბრალოდ არ დაგეთანხმე ზოგიერთ რამეებში და ეგ იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ უნდა დაუშალო, ადამიანს ლოცვა არანაირად.
რა აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს იგი, სექტანტების გარდა. სექტა რელიგია არაა.
მე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა "სილქნეტში" მუშაობისას, დერეფნის კუთხეში, ვნახე, როგორ აღავლდენდა ლოცვას მუსლიმი თანამშრომელი და ამას არავინ არ უშლიდა, არც სამუშაოზე დაგვიანებად უთვლიდნენ.
მე არ მომცემენ ალბათ, თურქეთში, 7 გზის ლოცვის საშუალებას, მაგრამ შურისძიებით გამოვა რამე? ქრისტიანობის არსია, კეთილი მაგალითის ჩვენება და არა იმავეს გაკეთება :)
[quote name='Geo soldier' post='693071']
რამოდენიმე შეუგნებელი ადამიანის საქციელი ნამდვილად არ გამოხატავს საზოგადოების პოზიციას,არაერთი შემთხვევა ყოფილა,რომ მამაოსთვის შეუშლიათ ხელი ისევ ქართველებს და არა ვიღაც სხვას
[/quote]
+1
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1351578892' post='693075']

მე არ მომცემენ ალბათ, თურქეთში, 7 გზის ლოცვის საშუალებას

[/quote]

შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ თურქეთში არც თურქ მუსლიმანებს არ აქვთ მაგის ნება, რომ სამუშაო საათებში ილოცო. თურქეთში 2009 წლამდე თავდაბურულ მანდილოსნებს არ ჰქონდათ განათლების უფება. სახელმწიფო აფსოლიტურად იმიჯნება რელიგიისგან და კრძალავს რელიგიური სიმბოლიკის ყოველგვარ გამოვლიებას. მაგალითად ჩვენთან რომ ყველა თავის სამუშაო კუთხეს ხატებით შეამკობს თურქეთში ამას ვერ იზამს ვერც მუსლიმანი და ვერც ქრისტიანი, გეტყვიან თუ მორწმუნე ხარ სახლში ირწმუნეო. ხშირად გვესმის ქართველი მღვდელების საჩივარი რომ თურქეთის საზღვარზე გვთხოვენ განვიმოსოთო, ესეც ამათათურქისტული პოლიტიკის გამო ხდება და ბევრს ეს ანტიქრისტიანული ქმედება გონია არა და ხოჯასაც ეკრძალება რელიგიური სამოსელით სახელმწიფო დაწესებულებებში მისვლა და რამის გაკეთება.
აქვე დავსძენ რომ დღევანდელი ერდოღანის მთავრობა იბრზვის იმისთვის, რომ შეცვალოს ეს დამოკიდებულება და ბევრი რამეც შეცვალა, მაგალითად თავდაბურულ მანდილოსნებს დაუბრუნა განათლების უფლება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='muvahid' post='693079']
მაგალითად თავდაბურულ მანდილოსნებს დაუბრუნა განათლების უფლება.
[/quote]
სწორია, რადგან თუ მორწმუნეა, მისთვის გაშიშვლების ტოლფასია, თავზე მოხდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b],

დღეს იგივე პრობლემაა აზერბაიჯანშიც
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://www.liberali.ge/ge/liberali/news/113076/"]http://www.liberali.ge/ge/liberali/news/113076/[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://www.facebook.com/skendo2011/posts/3392449710409"]http://www.facebook.com/skendo2011/posts/3392449710409[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1351578892' post='693075']
არ უნდა დაუშალო, ადამიანს ლოცვა არანაირად.
რა აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს იგი, სექტანტების გარდა. სექტა რელიგია არაა.
მე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა "სილქნეტში" მუშაობისას, დერეფნის კუთხეში, ვნახე, როგორ აღავლდენდა ლოცვას მუსლიმი თანამშრომელი და ამას არავინ არ უშლიდა, არც სამუშაოზე დაგვიანებად უთვლიდნენ.
მე არ მომცემენ ალბათ, თურქეთში, 7 გზის ლოცვის საშუალებას, მაგრამ შურისძიებით გამოვა რამე? ქრისტიანობის არსია, კეთილი მაგალითის ჩვენება და არა იმავეს გაკეთება :)

+1
[/quote]
რომელი ხარ? :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი მუს­ლიმ­თა ბედ­ზე სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში[/b]


ლაჩ­ხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, ტა­ბუ­ლა ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც სა­ა­გენ­ტო INFO9.GE-ს სი­უ­ჟე­ტი­დან ირ­კვე­ვა, სო­ფელ ნიგ­ზვი­ა­ნის ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბის რე­ლი­გი­ურ მსა­ხუ­რე­ბებს ხელს უშ­ლის. ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას მო­ით­ხოვს. ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3500 აჭა­რი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მო­ცე­მულ რა­ი­ონ­ში მხო­ლოდ სო­ფე­ლი ნიგ­ვზი­ა­ნია, სა­დაც მრევ­ლმა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით კერ­ძო სახ­ლი შე­ი­ძი­ნა და იქ პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო მო­აწ­ყო. სამ­ლოც­ვე­ლო­ში პა­რას­კე­ვო­ბით 300-ზე მე­ტი მორ­წმუ­ნე ლო­ცუ­ლობს, ის უკ­ვე 6 თვეა მოქ­მე­დებს. ნიგ­ვზი­ან­ში სულ 1500-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს, აქე­დან 550-600 აჭა­რი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ეკო მიგ­რან­ტია. „ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მი მორ­წმუ­ნე­ე­ბის გად­მო­ცე­მით, 26 ოქ­ტომ­ბერს, რო­ცა ისი­ნი პა­რას­კე­ვის ლოც­ვის შე­სას­რუ­ლებ­ლად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, მათ თავს და­ეს­ხა არაფ­ხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი 20 -ზე მე­ტი სხვა აღ­მსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი. იგი­ნე­ბოდ­ნენ და შე­უ­რაც­ყო­ფებს აყე­ნებ­დნენ მო­ხუ­ცებს. მორ­წმუ­ნე­ე­ბის გად­მო­ცე­მით, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ გო­ჩა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ჯუმ­ბე­რი ტუ­ღუ­ში, ირაკ­ლი აფ­ხა­ზა­ვა და ვი­ტა­ლი ბე­რი­ძე. ისი­ნი მუს­ლი­მებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ - „გვე­ლე­ბი­ვით თა­ვებს და­გი­ჭიჭ­ყავთ, თქვე თათ­რე­ბო, თქვე ჩა­მოთ­რე­უ­ლე­ბო, გუ­რი­ა­ში მე­ჩეთს არ გა­გახ­სნე­ვი­ნებთ, აქ არ გა­ლო­ცებთ“ - და ა.შ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სო­ფელ­ში ლოც­ვა­ზე ასე­ვე და­დი­ან სუფ­სის, ლე­სი­სა და სხვა მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბის მუს­ლი­მი მრევ­ლი, რად­გან რე­გი­ონ­ში სხვა მე­ჩე­თი არ არ­სე­ბობს“ - ამ­ბობს ნა­კა­ი­ძე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გად­მო­ცე­მით, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან მუს­ლი­მი ბავ­შვე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დი მოპ­ყრო­ბაა სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, სა­დაც მათ საჭ­მლის წინ პირ­ჯვრის გა­და­წე­რას აძა­ლე­ბენ. „ავიწ­რო­ვე­ბენ და აყე­ნე­ბენ შე­უ­რაც­ხყო­ფებს, კერ­ძოდ: „თა­თა­რო“,“ძა­ლით თავ­სმოხ­ვე­უ­ლი, მოთ­რე­უ­ლი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს, ქარ­თვე­ლი“ და ა.შ“ - უთ­ხრა ტა­ბუ­ლას ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ.

წყარო: http://www.tabula.ge/article-25981.html
ტაბულა © 2012
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არცერთ ტრადიციულ რელიგიას ხელი არ უნდა შეეშალოს,არ შეიძლება,ვინმე ჭკვიანი კაცი უნდა გაგზავნოს მთავრობამ და დაელაპარაკონ,დააწყნარონ ეგ ხალხი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Khalid bin alWalid' post='693086']
რომელი ხარ?
[/quote]
რას ქვია რომელი ვარ?

[quote name='Geo soldier' post='693094']
არცერთ ტრადიციულ რელიგიას ხელი არ უნდა შეეშალოს,არ შეიძლება,ვინმე ჭკვიანი კაცი უნდა გაგზავნოს მთავრობამ და დაელაპარაკონ,დააწყნარონ ეგ ხალხი
[/quote]
:yes:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ნიგ­ვზი­ა­ნე­ლი მუს­ლი­მე­ბის წი­ნამ­ძღვა­რი ძა­ლა­დო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს[/b]

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვზი­ა­ნის მუს­ლიმ­თა სამ­ლოც­ვე­ლოს წი­ნამ­ძღვა­რი, გი­ორ­გი ხიმ­სი­აშ­ვი­ლი, ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, ამა­ვე სო­ფელ­ში 26 ოქ­ტომ­ბერს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი გან­მე­ორ­დეს და მუს­ლიმ მორ­წმუ­ნე­ებს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის საფ­რთხე და­ე­მუქ­როთ. ხიმ­სი­აშ­ვი­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და მუ­ქა­რი­სა, ის და მუს­ლი­მი მრევ­ლი პა­რას­კევს, 2 ნო­ემ­ბერს, კვლავ აპი­რებს სა­ლო­ცავ­ში შეკ­რე­ბა­სა და ლოც­ვას. „მე ვვა­რა­უ­დობ, რომ იქ­ნე­ბა შეხ­ლა-შე­მოხ­ლა და ვა­პი­რებ, პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვო დახ­მა­რე­ბა“, - ამ­ბობს ხიმ­სი­აშ­ვი­ლი. მუს­ლიმ­მა წი­ნამ­ძღვარ­მა ტა­ბუ­ლას უთ­ხრა, რომ მარ­თა­ლია, პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ წი­ნა ინ­ცი­დენტს, სა­დაც მუს­ლიმ მორ­წმუ­ნე­ებს ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნე­ბი სის­ხლის დაღ­ვრით ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მათ არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. „სულ ბო­ლოს, რო­ცა ყვე­ლამ დაშ­ლა და­ვიწ­ყეთ, ამ ნას­ვამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად პო­ლი­ცია იცი­ნო­და კი­დეც, მე არ ვი­ცი, უბ­რა­ლოდ ისე იცი­ნოდ­ნენ თუ ჩვენ დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, ცუ­დი სა­ნა­ხა­ვი კი იყო“, - ამ­ბობს წი­ნამ­ძღვა­რი. ხიმ­სი­აშ­ვი­ლის თქმით, ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სიმ­შვი­დის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და „ქრის­ტი­ა­ნი ძმე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ მუს­ლი­მე­ბი ცუდს არა­ფერს შვე­ბი­ან სა­ლო­ცავ­ში“, თუმ­ცა ით­ხოვს სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბას.

წყარო: http://www.tabula.ge/article-25994.html
ტაბულა © 2012
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=XHrDLmUOL2E&feature=share[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1351605233' post='693095']
რას ქვია რომელი ვარ?

[/quote]
მე ვარ ეგ რომ ლოცულობს ხოლმე და სავარაუდოდ ვიცნობთ ერთმანეთს :yes: Edited by Khalid bin alWalid
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.facebook.com/temurgorgadze/posts/10151192505654192?comment_id=23998995&ref=notif&notif_t=like
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0