Sign in to follow this  
Followers 0

ჭიდაობა "სამბო"

21 posts in this topic

[color="#FF0000"][size="5"][font="Arial Black"]სამბოს პირველი სპორტული ჯგუფი საქართველოში[/font][/size][/color]


პირველი სპორტული სამბოს ჯგუფი საქართველოში შეიქმნა 1933 წელს თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში. პირველი მასწავლებელი იყო ილო სვანელი (თომაშვილი). უნდა აღინიშნოს. რომ ძიუდოს განვითარება ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შეჩერდა. ძიუდოს დანერგვა და განვითარება განახლდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან..

[color="#0000FF"]პირველი ჩემპიონი სამბოში[/color]


1939 წლის 25-26 ნოემბერს ლენინგრადში (ახლანდელი პეტერბურგი) ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რვა წონით კატეგორიაში. 87 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ კონსტანტინე კობერიძემ. იგი არის აგრეთვე პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან ეს გამარჯვება პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) 1947 წელს მოიპოვა.
პირველი საერთაშორისო შეხვედრა


1957 წლის შემოდგომაზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქართველ სამბისტთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა საქართველოს ”დინამოს” და უნგრეთის მონათესავე სპორტსაზოგადოება ”დოჟა”ს შორის. გაიმარჯვეს ქართველმა სამბისტებმა: ბიძინა მაზიაშვილმა, გურამ სიმონიშვილმა, შოთა დაუშვილმა, ოთარ სინჯიკაშვილმა (მწვრთნელი -ქრისტეფორე ნინიაშვილი).
ქართველი სამბისტების პირველი ოლიმპიური მედლები


1964 წელს ტოკიოში გამართულ XVIII ოლიმპიურ თამაშებზე პირველად შეიტანეს პროგრამაში ძიუდო. ამ ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოასპარეზე ქართველმა სამბისტებმა ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვს.
პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში


1973 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. სხვათა შორის პირველად ჩატარდა ერთ ქალაქში სამი მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთის მიყოლებით ჭიდაობის სამ სახეობაში - კლასიკურში, თავისუფალში და სამბოში. თეირანის ფარახის სტადიონზე პირველი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გენადი გიორგაძე 48 კგ წონით კატეგორიაში და ლევან თედიაშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ლევან თედიაშვილმა მაშინ მსოლიოს ჩემპიონის წოდება თავიშუფალ ჭიდაობაშიც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ფალავანი რომელსაც ორ სხვადასხვა სახეობაში ჰქონდა მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო.
სამბოს სართაშორისო ტურნირები საქართველოში


1997 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი სამბოში. გუნდურ პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. 1997 წელი მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი 2008 წლის 28აპრილი-2მაისს ევროპის 26-ე ჩემპიონატი, თბილისი. 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, თბილისი.
პირველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული


1967 წლის 15-17 დეკემბერს რიგაში (ლატვია) ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი სამბოში, სადაც პირველი ქარტველი ჩემპიონი გახდა ანზორ მარტყოფლიშვილი (66კგ), რომელმაც ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ძიუდოში.
როდის უწოდეს სამბო?


თავისუფალი ჭიდაობისგან განსხვავების მიზნით 1947 წელს საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ხალხების ჭიდაობებზე დაფუძნებულ ამ ორთაბრძოლას სამბო უწოდეს. ეს რუსული აბრევიატურაა და თავდაცვას უიარაღოდ ნიშნავს. (Само зашита без оружия ).



[color="#0000FF"]
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი[/color]


მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი. იგი 1995-1996-1997 წლებში ზედიზედ სამჯერ ფლობდა ამ ტიტულს 74 კგ წონით კატეგორიაში. მას მოპოვებული აქვს აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ოქრო 1994 წელს და არის მსოფლიო თასის მფლობელიც. ამას გარდა არის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის პრიზიორი. ჯონდო მუზაშვილი ამჟამად საბერძნეთში მოღვაწეობს.
ლევან თედიაშვილი


ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ ლევან თედიაშვილმა თეირანში 1973 წელს 10 დღეში ორ სხვადასხვა სახის ჭიდაობაში, თავისუფალში და სამბოში, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი იყო სამბოში ჭაბუკთა შორის. ეს ტიტული მან 1966 წელს ლენინგრადში მოიპოვა 70 კგ წონით კატეგორიაში.


[color="#FF0000"][size="7"]ქართველი მსოფლიო ჩემპიონები სამბოში[/size][/color]


[color="#2E8B57"]გენადი გიორგაძე[/color]

1973 წ. 48 კგ. თეირანი.

(პირველი მსოფლიოს ჩემპიონი სამბოს ისტორიაში




[color="#2E8B57"]იოსებ მაღალაშვილი[/color]

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]ჯემალ მჭედლიშვილი[/color]


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 82 კგ (1987 წ. მილანი (იტალია), 1989წ. ვესტორანჟი (აშშ)). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987 წ. სოფია (ბულგარეთი), 1989 წ. ჰერნბეი (დიდი ბრიტანეთი)). მსოფლიო თასის მფლობელი. საქართველოს ორგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986 წწ.). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი ძიუდოში.



[color="#2E8B57"]
ვალერი პარუნაშვილი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (1991 წ. შამბერი (საფრანგეთი)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი (1993 წ. ). მსოფლიოს მესამე პრიზიორი(1995წ.). საქართველოს ფალავანი (1995წ.). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიოს ჩემპიონი.




[color="#2E8B57"]ჯონდო მუზაშვილი[/color]

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]ბადრი ჯანიაშვილი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (თბილისი (საქართველო)). მსოფლიოს სამგზის პრიზიორი 1993 წ.-III, 1996 წ.-II, 2002 წ.-III. ევროპის ორგზის პრიზიორი 1996, 2003 წწ.




[color="#2E8B57"]იოსებ ახალბედაშვილი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100 კგ (1997 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის ჩემპიონი (1998 წ. შაულიაი (ლიტვა)). მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი 1995, 1998 წწ. ევროპის სამგზის პრიზიორი 1995, 1997, 1999 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]მინდია ბოდაველი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (2006 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ორგზის ჩემპიონი - 2006 წ. ბელგრადი (სერბეთი), 2007 წ. კრავეცი ბულგარეთი. მსოფლიოს მეორე პრიზიორი - 2005წ, მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2010წ. ევროპის მესამე პრიზიორი - 2005 წ. და 2009წ., ევროპის მეორე პრიზიორი - 2010 წ.




[color="#2E8B57"]მირიან პავლიაშვილი
[/color]

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). ევროპის ჩემპიონი- 2008 წ. თბილისი (საქართველო). მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი - 2002 წ.




[color="#2E8B57"]ლევან თედიაშვილი[/color]

1973 წ. 90 კგ. თეირანი

მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 1973, 1974, 1975 წწ.), ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი (XX, XXI ოლიმპიადები 1972, 1976 წწ.) ევროპის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1974, 1976, 1978 წწ.) სსრკ სპარტაკიადის და სსრკ სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი




[color="#2E8B57"]სერგეი ტერნოვიხი[/color]


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 52, 57 კგ.(1984 წ მადრიდი, 1985 წ სან-სებასტიანი (ესპანეთი)). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი 1983 წ.s




[color="#2E8B57"]მალხაზ ბერუაშვილი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში + 100კგ (1990 წ მოსკოვი (სსრკ)). სსრკ სპარტაკიადის ჩემპიონი ძიუდოში 1983 წ. საქართველოს ხუთგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989 წწ.).




[color="#2E8B57"]არჩილ ჩოხელი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1993 წ. ომსკი (რუსეთი)). მსოფლიოს ცხრა გზის პრიზიორი. მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]დავით ხახალეიშვილი[/color]


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში +100 (1996 წ. ტოკიო (იაპონია), 1997 წ. თბილისი (საქართველო)). 1992 წ. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში (ბარსელონა, ესპანეთი).




[color="#2E8B57"]მამუკა კურდღელაშვილი[/color]


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1997 წ. თბილისი (საქართველო), 1999 წ. ხიხონი (ესპანეთი)). მსოლიოს ორგზის მეორე პრიზიორი 1994,1996 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]აკაკი ხანიშვილი [/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2002 წ. პანამა (პანამა)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი 2001 წ.




[color="#2E8B57"]უშანგი კუზანაშვილი[/color]


მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 52კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). . მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2006 წ.




[color="#FF0000"][size="7"] ქართველი ევროპის ჩემპიონები სამბოში[/size][/color]



[color="#2E8B57"]მევლუდ მელაძე
[/color]

ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი - 1992, 1993 წწ.




[color="#2E8B57"]მურთაზ თურქია[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის პრიზიორი 1992, 1995 წწ.




[color="#2E8B57"]ნიკოლოზ ბიბილაშვილი[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2000 წ. მადრიდი (ესპანეთი)). ევროპის ოთხგზის პრიზიორი.




[color="#2E8B57"]გელა ბარათაშვილი[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2004 წ. შაულიაი (ლიტვა)).




[color="#2E8B57"]ნესტორ ხერგიანი [/color]

1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)

ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მინსკი (ბელორუსი)).




[color="#2E8B57"]გია ნაცვლიშვილი[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)).




[color="#2E8B57"]ვანო გამხიტაშვილი [/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (1999 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ექვსგზის პრიზიორი და მსოფლიო თასის მფლობელი.




[color="#2E8B57"]ზვიად ჩინჩალაძე[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (2003 წ. ალბენა (ბულგარეთი)). ევროპისა ორგზის პრიზიორი




[color="#2E8B57"]დავით სვიმონიშვილი[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მილანი (იტალია)). ევროპის პრიზიორი.




[color="#2E8B57"]ლევან წიკლაური[/color]


ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2008 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის პრიზიორი.




[color="#2E8B57"]უშანგი კუზანაშვილი[/color]

ევროპის ოთხგზის ჩემპიონი - 2007 წ. კრავეცი (ბულგარეთი), 2009 წ. მილანი (იტალია), 2010 წ. მინსკი (ბელარუსი), 2011 წ. სოფია (ბულგარეთი). ევროპის სამგზის მეორე პრიზიორი - 2004,2006, 2008 წწ.





[img]http://s019.radikal.ru/i642/1205/30/bd2f634056e5.jpg[/img]


[img]http://s019.radikal.ru/i615/1205/77/8abced42893c.jpg[/img]


[img]http://s11.radikal.ru/i183/1205/21/d519f59116b3.jpg[/img]

წყარო: http://www.sambo.ge/index.php/ge/page/history Edited by ნუკრი
დაემატა მასალის წყარო
1

Share this post


Link to post
Share on other sites
დიდი ხანია წარმატებით გამოდის საბიელზე ქართველი სამბისტები,,,
და აი რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე,,, მოპოვებული მედლები... 2 ოქრო,,, 4 ვერცხლი და ორი ბრინჯაო,,,,

მოსკოვი
19 მაისი...2012

კაცები

57 კგ
1 უშანგი კუზანაშვილი (საქართველო)
2 ისლამ გასუმოვი (აზერბაიჯანი)
3 ივან ანიშკევიჩი (ბელარუსი)
3 ვაჰან ვარდანიანი (სომხეთი)

74 კგ
1 ალექსანდრ შაბუროვი (რუსეთი)
2 ბესარიონ ბერულავა (საქართველო)
3 ალექსეი რამანჩუკი (ბელარუსი)
3 დმიტრო ბაბიჩუკი (უკრაინა)

100 კგ
1 ვიაჩესლავ მიხაილინი (რუსეთი)
2 ვასილი კუზნეცოვი (ბელარუსი)
3 მირიან პავლიაშვილი (საქართველო)
3 მიროსლავ დებრელიევი (ბულგარეთი)

ქალები

52 კგ
1 დიანა ალიევა (რუსეთი)
2 მარინა ჟარსკაია (ბელარუსი)
3 მაგდალენა ვარბანოვა (ბულგარეთი)
3 სოსე ბალასანიანი (სომხეთი)

64 კგ
1 ირინა გრომოვა (რუსეთი)
2 ანჟელა პაიმ-კრასკოვსკაია (ბელარუსი)
3 შორენა შარაძე (საქართველო)
3 ალიონა საიკო (უკრაინა)

80 კგ
1 მარია ორიაშკოვა (ბულგარეთი)
2 ირინე ლეონიძე (საქართველო)
3 ანა სუბოტინა (რუსეთი)
3 სვეტლანა გოტფრიდი (უკრაინა) Edited by kastila
1

Share this post


Link to post
Share on other sites
პირველი პოსტის წყარო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' timestamp='1337868232' post='684068']
პირველი პოსტის წყარო?
[/quote]
წყარო,,,ზუსტად არ მახსოვს,,რომელიღაც გაზეთი,,,
===================================================================
საქართველოს სამბისტთა ნაკრები რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი სამბისტები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. მათ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტები, გულშემატკივრები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა დახვდნენ.
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ტურნირზე რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უშანგი კუზანაშვილი, ხოლო +100 კილოგრამში – ნოდარ მეტრეველი. გამოსვლა ვერცხლის მედლებით დაასრულეს გენადი ჩირგაძემ (52 კგ.), ლევან ნახუცრიშვლმა (68 კგ.) და ბესარიონ ბერულავამ (74.), ხოლო მირიან პავლიაშვილი (100 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართული დელეგაციის 8 მედლიდან ორი ქალმა სამბისტებმა მოიპოვეს – ვერცხლი ირინა ლეონიძემ (80 კგ) და ბრინჯაო – შორენა შარაძემ (64).

წყარო,,,მსოფლიო სპორტი Edited by kastila
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="kastila"][/b], [quote name='kastila' post='684081']
წყარო,,,ზუსტად არ მახსოვს,,რომელიღაც გაზეთი,,,
[/quote]
აი ამ პოსტზე http://tbiliso.ge/index.php?/topic/13189-%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9d/page__view__findpost__p__684018 ვამბობ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' timestamp='1337880063' post='684095']
[/quote]

http://www.sambo.ge/index.php/ge/page/history
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://s018.radikal.ru/i501/1209/90/24f9ac85f6f3.jpg[/img]


სამბო ერთადერთია, რომელსაც წლეულს წინ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩვენმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე უკვე მეორედ გამართეს 2012 წლის საქართველოს ჩემპიონატი. შეჯიბრება დიღომში, ძიუდოს დარბაზში გაიმართა 128 ფალავნის მონაწილეობით.

ქვეყნის ჩემპიონატის ორჯერ გამართვა წლის განმავლობაში არახალია. პირველებმა ეს პრაქტიკა ძიუდოისტებმა დანერგეს. სხვათა შორის, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სამბისტთა ჩემპიონატში ბევრი ძიუდოისტი ასპარეზობდა.

ერთი თვის შემდეგ ბელორუსის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატია. მანამდე კი საწვრთნელი შეკრებაა ქვეყნის ნაკრები გუნდის საბოლოო მომზადებისათვის და მსოფლიოზე წარმატებით გამოსასვლელად.

კვარცხლბეკი
52 კგ. ამ წონაში ფინალში ორი ფოთელი შეერკინა ერთმანეთს. კარგა ხნის შესვენების შემდეგ გამოცდილმა ნუკრი ბერაიამ 2 ქულით აჯობა ლაშა ლატარიას და ჩემპიონი გახდა. 3. დიმიტრი მულაძე და თამაზ ნოზაძე (ორივე-შიდა ქართლი).

57 კგ. ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტს, კასპელ ძიუდოისტს ამირან პაპინაშვილს, მართალია, ლონდონის ოლიმპიადაზე არ უჭიდავია, მაგრამ ახლა სამბისტთა ჩემპიონატზე საუკეთესო იყო 57 კგ-ში. ფინალში ის თელაველ ვახტანგ ჩიდრაშვილს დაუპირისპირდა და 6:5 მოუგო. ასე რომ, მას იოლი გასეირნება არ ჰქონია ოქროს მედლამდე. 3. გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი), 3. ილია ტყეშელაშვილი (იმერეთი).

62 კგ. ძალზე დაძაბული გამოდგა მცხეთელი ლევან ქოჩიევისა და კასპელი ზვიად ოდოშაშვილის ფინალი - 3:2 გაიმარჯვა ქოჩიევმა. 3. ბექა ბუცხრიკიძე (სამეგრელო - ზემო სვანეთი) და მერაბ დვალიშვილი (იმერეთი).

68 კგ. აქ თამაშდებოდა ერთი თვის წინ ლოპოტას ხეობაში საზღვრის შეიარაღებულ დამრღვევებთან შეტაკების დროს გმირულად დაღუპული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის სახელობის თასი.

ჩემპიონობა ამ წონაში მცხეთელმა ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვა, რომელმაც 5:1 აჯობა ფინალში მასზე ახალგაზრდა ფოთელ ბექა ტუღუშს.

ნახუცრიშვილს თასი გადასცა არჩილ ჩოხელის დიშვილმა რატი მასურიშვილმა. 3. ვანიკო თოთლაძე (შიდა ქართლი) და ზურაბ ჩადუნელი (მესხეთ-ჯავახეთი).

74 კგ. ზუგდიდელი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა დიდხანს იგებდა 3:0-ს ქარელელ ზვიად კაპანაძესთან, მაგრამ ორთაბრძოლის მიწურულს ქარელელმა შებოჭა მასზე გამოცდილი ბერულავა და 4:3 მოიგო. სხვათა შორის, ზვიად კაპანაძე ქართულ ჭიდაობაშიც გახდა წლეულს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი. 3. კახა მამულაშვილი, 3. გიორგი პაპუნაშვილი (ორივე-შიდა ქართლი).

82 კგ. ყველაზე გამოცდილ და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ფოთელ ნიკო კუციას გადამწყვეტ შეხვედრაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქვემოქართლელმა ზაზა დავაძემ, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა... 3. ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი), და ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).

90 კგ. ამ წონაში მოზრდილებში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი აჭარელი რეზო წულუკიძე. მან დაძაბულ პაექრობაში მცხეთელ გიორგი ცოციაშვილს აჯობა. 3. კახა გაზაშვილი (შიდა ქართლი) და ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი).

100 კგ. ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ კარგახანს არ უვარჯიშია მარტყოფელ ძიუდოისტსა და სამბისტს დავით ლორიაშვილს, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია სამბოში (+100 კგ). ვარჯიშის განახლების შემდეგ ლორიაშვილისთვის სამბისტთა ჩემპიონატი პირველი იყო, სადაც მან მთავარ ბრძოლაში ქარელელ გიორგი ბოლოთაშვილს აჯობა. 3. გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი) და მიხეილ ნარიმანიძე (კახეთი).

+100 კგ. მძიმე წონაში რამდენიმე ძლიერმა სამბისტმა არ იასპარეზა. ამიტომ ევროპის პრიზიორმა ვახტანგ ზოიძემ (აჭარა) შედარებით იოლად განვლო გზა ჩემპიონობამდე. ფინალში მან იმერელ გიორგი ზაქარიაძეს მოუგო. 3. მიხეილ ქოიავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. ტატო მუკვანი (ქვემო ქართლი).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
2012 წლის 27 სექტემბერს,შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიამ,სამბოში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები,რომელიც 8-11 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.


52 კგ
ნუკრი ბერაია [color="#8B0000"](ფოთი)[/color]

57 კგ
ამირან პაპინაშვილი (კასპი)

62 კგ
ლევან ქოჩიევი (თბილისი)

68 კგ
ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა)

74 კგ
ზვიად კაპანაძე (ქარელი)

82 კგ
ნიკო კუცია [color="#8B0000"](ფოთი)[/color]

90 კგ
რეზო წულუკიძე (აჭარა)

100 კგ
დავით ლორიაშვილი (მარტყოფი)

+100 კგ
ვახტანგ ზოიძე (აჭარა) Edited by kastila
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://s019.radikal.ru/i638/1211/40/03bf7f70a4e9.jpg[/img]

14 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს მინსკიდან დაბრუნებულმა სამბისტებმა, რომლებმაც ამ უქმეებზე ბელარუსში წარმატებით იჭიდავეს მსოფლიოს ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ იქ ჩვენებმა 6 მედალი მოიპოვეს - 5 ვაჟებმა და 1 - ქალებმა. ვაჟთა მონაგარი თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო, მანდილოსნებიდან კი მესამე პრიზიორი ირინა ლეონიძე (80) გახდა.

ვაჟთაგან მსოფლიოს ჩემპიონობა გიორგი ბაინდუროვმა (90) იზეიმა, ლომერ ჟორჟოლიანი (100) მეორეზე გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი ფოთელები - ნუკრი ბერაია (52), ნიკოლოზ კუცია (82) და ზუგდიდელი ბესიკ ბერულავა (74) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ რუსებისა და მასპინძლების
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაჰ, ბრინჯაო მოიპოვე? გილოცავ!
სულ წინ-წინ გევლოს, გამარჯვებების გზით!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1352971193' post='693262']
ვაჰ, ბრინჯაო მოიპოვე? გილოცავ!
სულ წინ-წინ გევლოს, გამარჯვებების გზით!
[/quote]
მადლობა გენაცვალე....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"]Чемпионат Мира по самбо- 2012 в Минске[/size]

52кг
1. Игорь Беглеров (Россия)
2. Андрей Курлыпа (Беларусь)
[color="#FF0000"]3. Нукри Берайя (Грузия) [/color]
3. Тигран Киракосян

57кг
1. Ислам Гасымов (Азербайджан)
2. Акмаллидин Каримов (Таджикистан)
3. Саян Хертек (Россия, Самбо-70)
3. Ерболат Байбатыров (Казахстан)

62кг
1. Илья Хлыбов (Россия)
2. Октавиан Наку (Молдова)
3. Нозимдин Охиров (Таджикистан)
3. Багдат Жарилгасов (Казахстан)

68кг
1. Денис Давыдов (Россия)
2. Дмитрий Базалев (Беларусь)
3. Мартин Иванов (Болгария)
3. Азамат Муканов (Казахстан)

74кг
1. Уали Куржев (Россия)
2. Ассылбек Алкей (Казахстан)
[color="#FF0000"]3. Бесарион Берулава (Грузия)[/color]
3. Дмитрий Бабийчук (Украина)

82кг
1. Алексей Харитонов (Россия)
2. Виктор Савинов (Украина)
[color="#FF0000"]3. Нико Кучия (Грузия) [/color]
3. Радвилас Матукас (Литва)

90кг
[color="#FF0000"]1. Георги Баиндуров (Грузия) [/color]
2. Эдуард Кургинян (Россия)
3. Андрей Казусенок (Беларусь)
3. Эркин Дониюров (Узбекистан)

100кг
1. Альсим Черноскулов (Россия)
[color="#FF0000"]2. Леван Жоржолиани (Грузия) [/color]
3. Евгений Семочкин (Белоруссия)
3. Ярослав Рытко (Украина)

Свыше 100кг
1. Юрий Рыбак (Беларусь)
2. Василеиос Илиадис (Греция)
3. Иван Илиев (Болгария)
3. Мэтью Клемпнер (Великобритания)

-------------------------------------
[size="6"]Женщины[/size]

80кг
1. Марина Прищепа (Украина)
2. Миранда Джамбелли (Италия)
[color="#FF0000"]3. Иринэ Леонидзе (Грузия)[/color]
3. Елена Хакимова (Россия) Edited by ნუკრი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წლევანდელი სპორტული სეზონის ბო­ლო ასპარეზობაზე ქართველმა სამბის­ტებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქა­ლაქ არმავირში იჭიდავეს.

მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიო­ნის, აშოტ მარქარიანის სახელობის A კა­ტეგორიის მეცხრე საერთაშორისო ტურ­ნირზე ჩვენმა სამბისტებმა თითო ოქრო­სა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ეს შეჯიბრება იმითაც იყო გამორჩეული, რომ ქ. არმავირის ტურნირი ჭიდაობა სამ­ბოს დაარსების 50 წლის საიუბილეო თა­რიღს დაემთხვა. უცნაური იყო მხოლოდ ერთი - ათის ნაცვლად, შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.

ქართველებიდან ტურნირის გამარჯვებული გახდა ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ). ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქრომდე და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზვიად ოდოშაშვილმა (62 კგ).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გიორგი ბაინდუროვი 2012 წლის სამბისტია[size="7"][color="#FF0000"][/color][/size]


2012 წლის სპორტულ სეზონში ჩვენმა სამბისტებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე (დიდები, ახალგაზრდები, ჭაბუკები, კადეტები) ისე იასპარეზეს, რომ გუნდურ ჩათვლაში სამეულს მიღმა არ დარჩენილან. ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრებები კი სულაც ევროპის გუნდური ჩემპიონები გახდნენ...

წლეულს, სამბისტებმა ოფიციალურ შეჯიბრებებზე - 50, საერთაშორისო ტურნირებზე კი - 21 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

2012 წლის 30 მარტიდან, ფედერაციის პრეზიდენტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, სოსო ლიპარტელიანი.

2012 წელს სამბისტებს მსოფლიოს ჩემპიონი გაუხდათ გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ვიცე-ჩემპიონი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ნუკრი ბერაიამ (52 კგ), ბესარიონ ბერულავამ (74 კგ), ნიკო კუციამ (82 კგ) და ირინე ლეონიძემ (80 კგ).

- როგორ შეაფასებდით განვლილ სპორტულ სეზონს? ასეთი იყო ჩვენი პირველი შეკითხვა ფედერაციის პრეზიდენტთან.
- როდესაც გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, გუნდური პირველი ადგილები ევროპის პირველობებზე ჭაბუკებსა და კადეტებს შორის, თანაც იმ დროს, როცა სამბოს გეოგრაფია მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოპოვებული 71 მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. თუმცა კიდევ მეტია საჭირო და ამისათვის უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სამბისტები და მწვრთნელი
საუკეთესო სპორტსმენი: გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი.
საუკეთესო ახალგაზრდებს შორის: ამირან იანვარაშვილი (82 კგ) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში.
საუკეთესო ჭაბუკებს შორის: ომარ ნიაზაშვილი (70 კგ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.
საუკეთესო მწვრთნელი: ელიზბარ ბიგანიშვილი (თბილისი).


http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/sambo/43605-giorgi-baindurovi-2012-tslis-sambistia.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუკრი ბერაია შენა ხარ??? :D გიცნობ შენ შენს რამოდენიმე მათჩზეც ვესწრებოდი წარმატებები ძმაო! მაგრამ 29 წლის ხარ მალე მოდის დასასრული და მაგი ცუდია!

სხვათაშორის ნიკოლოზ კუციასაც ვიცნობ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აე თემა მიძინებულია და განვაახლებ

[color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3][b]
საქართველოს სამბოს ჩემპიონატზე წლის შედეგებიც შეჯამდა[/b][/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]

AutoSharing Option Yes No
[/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]

[color=#44723F][size=2][i][right]12:20 26-12-2014[/right][/i][/size][/color]
[/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]
[size=4]
[url="http://www.sportall.ge/images/new_photo/01/2014/QARTULI/WRESTLING/SAMBO/sambo-chempionati-gamarjvebulebi-45347.jpg"][img]http://www.sportall.ge/pictures/image31/b782dd4171ca9ee4c69c8f164e1e9134.jpg[/img][/url]შარშანდელი და წლევანდელი მსოფლიოს სამი ჩემპიონი, ევროპის წლევანდელი ერთი ჩემპიონი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის სამი პრიზიორი, ანუ ყველა უძლიერესი მონაწილეობდა ქარელში სამბოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში.

ეს იყო სეზონის დასკვნითი ასპარეზობა, რომელმაც გარკვეულწილად წარმოაჩინა კიდეც ის სამბისტები, რომლებიც 2015 წლის პირველივე თვიდან ჩაებმებიან საერთაშორისო ტურნირებში, გაზაფხულზე კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა - გენადი ჩირგაძემ (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნაკრების მწვრთნელებთან შეთანხმებით, ქარელში, ზედა წონით კატეგორიებში იჭიდავეს. ჩირგაძემ აქაც იჩემპიონა, ჩიდრაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილიც (68) ზედა წონაში გამოვიდა და მესამე პრიზიორი გახდა.

გააზრებული ორთაბრძოლებით მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდა საგარეჯოელმა ირაკლი კუპატაძემ (57), რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონ გენადი ჩირგაძესთან.
გამორჩეულად დაძაბული ორთაბრძოლები იყო 62, 74 და 90 კილოგრამ წონითი კატეგორიების ფინალში.

წარმატებით დაუბრუნდა ხალიჩას ევროპის 2008 წლის ჩემპიონი, დედოფლისწყაროელი ლევან წიკლაური (82), რომელიც საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

მძიმე წონაში კი მეორე წელიწადია ზედიზედ იზეიმა ჩემპიონობა ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა.
ჩემპიონატი საუცხოოდ იყო ორგანიზებული (მთავარი მსაჯი გიორგი ბერუაშვილი).

სამბოს ფედერაციამ ქარელშივე დაასახელა და დააჯილდოვა კიდეც 2014 წლის საქართველოს საუკეთესო სამბისტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57). ახალგაზრდებს შორის საუკეთესოდ ცნო ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი თორნიკე ჭოველიძე (68), ხოლო ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ირაკლი კუპატაძე (52).

წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი.

მადლობის სიგელებითა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ სამბოს ერთგული და ღვაწლმოსილი მწვრთნელები - გივი სარდანაძე (ქუთაისი) და ზურაბ ტუღუში (ფოთი).

[b]კვარცხლბეკი[/b]
52 კგ. 1. გივი ნადარეიშვილი (ფოთი), 2. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი), 3. იმედა არაბული (ახმეტა), 3. რომან თურქაძე (ყვარელი).
57 კგ. 1. გენადი ჩირგაძე (ქუთაისი), 2. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო), 3. დავით გეჯაძე (კასპი), 3. სოლომონ თედიაშვილი (საგარეჯო).
62 კგ. 1. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა), 2. ზვიად ოდოშაშვილი, 3. ვახტანგ ჩიდრაშვილი (ორივე - კასპი), 3. ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი).
68 კგ. 1. ბექა ტუღუში (ფოთი), 2. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი), 3. კახა ცაგარელი (ყვარელი), 3. ლევან ჩუბინიძე (ზესტაფონი).
74 კგ. 1. კახა მამულაშვილი (კასპი), 2. ბესარიონ ბერულავა (ზუგდიდი), 3. ომარ ნიაზაშვილი (თბილისი), 3. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა).
82 კგ. 1. ლევან წიკლაური (დედოფლისწყარო), 2. ზაურ გაგნიძე (რუსთავი), 3. გიორგი გასიტაშვილი (გორი), 3. გიორგი გულიაშვილი (ყვარელი).
90 კგ. 1. დავით კარბელაშვილი (გორი), 2. პაატა ღვინიაშვილი (ქარელი), 3. გიორგი კობაიძე (თეთრიწყარო), 3. ნიკო კუცია (ფოთი).
100 კგ. 1. დავით ლორიაშვილი, 2. გიორგი ქავთარაძე (ორივე - გარდაბანი), 3. რეზო წულუკიძე (ბათუმი), 3. უშანგი გასიტაშვილი (გორი).
+100 კგ. 1. ბექა ბერძენიშვილი (ახალციხე), 2. გიორგი ზაქარიაძე (სამტრედია), 3. სლავა რეზესიძე (დმანისი), 3. ონისე ბუღაძე (საჩხერე).[/size][/size][/font][/color]

[color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3][b]
ქართველმა სამბისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს[/b][/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]

AutoSharing Option Yes No
[/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]

[color=#44723F][size=2][i][right]11:16 24-11-2014[/right][/i][/size][/color]
[/size][/font][/color][color=#000000][font=arial, helvetica, sans-serif][size=3]
[size=4]
[url="http://www.sportall.ge/images/new_photo/01/2014/QARTULI/WRESTLING/SAMBO/sambos-nakrebi-34664.jpg"][img]http://www.sportall.ge/pictures/image5/5da70b01afa30da085b463ca310fb6a5.jpg[/img][/url]ქართველი სამბისტები დიდი წარმატებით გამოვიდნენ იაპონურ ნარიტაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატში. 8 მედალი, აქედან 2-2 ოქრო-ვერცხლი და 4 ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი.

ამ ჯილდოებიდან ერთი ქალების ნაკრების წილად მოდის - [b]ნინო ოძელაშვილი[/b] 72 კილოგრამში მეორეზე გავიდა.

ვაჟთაგან ჩემპიონები [b]გენადი ჩირგაძე[/b](52) და [b]ვახტანგ ჩიდრაშვილი[/b] (57) გახდნენ. მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული [b]ლევან ნახუცრიშვილი[/b](68) ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, [b]ბესიკ ბერულავა[/b] (74), [b]ნიკო კუცია[/b] (82), [b]დავით კარბელაშვილი[/b] (90) და [b]დავით ლორიაშვილი[/b] (100) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ვაჟთა ნაკრები მეორეზე გავიდა რუსების შემდეგ. როგორც ვხედავთ, ვაჟებმა 9-დან 7 წონაში მოიპოვეს ჯილდო.

მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი მართლაც გამორჩეული გამოდგა როგორც ორგანიზაციული, ისე - მონაწილეთა სიმრავლის მხრივ. ტურნირს საკუთარი ვებსაიტიც ჰქონდა და პირდაპირი ტრანსლაციაც მიმდინარეობდა, რაც იქნებ იაპონელთა ორგანიზებულობის დამსახურებაცაა, თუმცა რაოდენობა უკვე სხვა განზომილებაა - შეჯიბრებაში 80-მდე ქვეყნის 600 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატს ძიუდოს მასპინძელი ლეგენდა იამასიტაც დაესწრო.

ვახტანგ ჩიდრაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. თან ამჯერად ფინალში რუსი აიმერგენ ატკუნოვი დაამარცხა. მანამდე ჩვენებურმა კანადელი ადამ მაკფადინი, იტალიელი ვალტერ ბაკინელი, სომეხი არმენ ანტონიანი და ნახევარფინალში ტაჯიკი ახმალიდინ კარიმოვი დაჯაბნა.

ჩიდრაშვილმა თუ რუსთან მოგებით დაასრულა შეჯიბრება, ჩირგაძემ ამით დაიწყო - პირველ წრეში მომავალ მესამეპრიზიორ ვასილ კარაულოვს მოუგო. მერე მას ბელორუსი ჯამბულატ ახმადოვი და ყაზახი ბაიმბეტ კანზანოვიც მიაყოლა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აგასიფ სამადოვს მოუგო, ვინც მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ბოლო ადგილზე გავიდა.

ნახუცრიშვილს ზედიზედ მეორე ჩემპიონობა მონღოლმა ტუმურკულეგ დავაადორჯმა არ დაანება, ვისაც ჭიდაობის ქომაგები კარგად იცნობენ ძიუდოდან - შარშან კარგა ხანს ლიდერობდა რეიტინგს 66-ში, ახლა კი მეოთხე ადგილზეა.

დავაადორჯი იაპონიაში სამბოში მსოფლიოს მესამე პრიზიორად ჩავიდა და წლეულს შედეგი გააუმჯობესა. მასთან წაგებამდე ნახუცრიშვილმა ისევ დაამარცხა ბულგარელი მარტინ ივანოვი, ვისაც მსოფლიოს შარშანდელ ფინალში მოუგო. სომეხი მარტინ მირზოიანი, იაპონელი კოტა ეტო და უკრაინელი კირილ მელნიჩენკო - ასეთია ქართველის მიერ ძლეულ ფალავანთა სია.

ბერულავამ ერთადერთი მარცხი ნახევარფინალში იწვნია რუს ილია ლებედევთან, ვინც საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებური თავიდან ისვენებდა, მერე კი მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან ნიკარაგუელი ელვინ დანიელ ურკუო რეიესი, უკრაინელი დმიტრო ბაბიჩუკი, ხოლო ბრინჯაოს ბელორუს სტსიაპან პაპოსთან მოგების შემდეგ დაეუფლა.

ფრანგ ვალენტინ ჟორდანთან, ყაზახ ამანგალი ჟარტიბაიევთან და ამერიკელ ტოლიმურად ჯილენთან დამაჯერებელი მოგებების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა კარბელაშვილიც, თუმცა ოქროსკენ მიმავალ გზაზე დაუძლეველ ზღუდედ აღემართა ძლიერი რუსი, მომავალი ჩემპიონი ასლიმ ჩერნოსკულოვი... აღსანიშნავია, რომ რუსისთვის ეს მსოფლიოს მეექვსე ფინალი იყო, ოქრო კი მესამედ მოიპოვა. ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის პაექრობაში მასპინძლები გააწბილა და იასუკე სატო დაჯაბნა.

ჩვენი ბრინჯაოსმედალოსნებიდან ნახევარფინალამდე მხოლოდ ლორიაშვილი დამარცხდა - მეორე წრეში, რაც ტაივანელ ჩაობანკომ ჩიაოჩანთან იმარჯვა, რუსთა მომავალ ჩემპიონ დმიტრი ელისეევთან წააგო. დამამშვიდებელში ქართველმა ებრაელი ვადიმ კუზმინსკი, ბერძენი პავლოს გარაქლოვი და ბელორუსი იაუჰენ სიომაჩკინი დაჯაბნა.

ჩვენი ვაჟებისთვის ყველაზე წარუმატებელი ტურნირის ბოლო, გუშინდელი დღე აღმოჩნდა, როცა სამი მონაწილიდან ორი უმედლოდ დარჩა და მხოლოდ კუციამ მოიპოვა ბრინჯაო. ჩვენებიდან ჯილდოს გარეშე მხოლოდ შმაგი ლაგაზაური (62) და ბექა ბერძენიშვილი (+100) დარჩნენ.

ქალთა შორის 72 კილოგრამში სულ 7 მონაწილე გამოდიოდა, ოძელაშვილი კი ქვეჯგუფში მარტო იყო. ამიტომ ნახევარფინალიდან ჩაება ტურნირში, სადაც ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა - უკრაინელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ტატიანა სავენკოს აჯობა, ფინალში კი რუს დებიუტანტ ირინა ალექსეევასთან წააგო.

ქალთა ტურნირში ჩვენგან შორენა შარაძე (60), თეა სუხიტაშვილი (68) და ირინა ლეონიძეც (+80) გამოდიოდნენ, მაგრამ ადრევე დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ.[/size][/size][/font][/color]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' timestamp='1356686500' post='696659']
გიორგი ბაინდუროვი 2012 წლის სამბისტია


2012 წლის სპორტულ სეზონში ჩვენმა სამბისტებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე (დიდები, ახალგაზრდები, ჭაბუკები, კადეტები) ისე იასპარეზეს, რომ გუნდურ ჩათვლაში სამეულს მიღმა არ დარჩენილან. ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრებები კი სულაც ევროპის გუნდური ჩემპიონები გახდნენ...

წლეულს, სამბისტებმა ოფიციალურ შეჯიბრებებზე - 50, საერთაშორისო ტურნირებზე კი - 21 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

2012 წლის 30 მარტიდან, ფედერაციის პრეზიდენტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, სოსო ლიპარტელიანი.

2012 წელს სამბისტებს მსოფლიოს ჩემპიონი გაუხდათ გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ვიცე-ჩემპიონი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ნუკრი ბერაიამ (52 კგ), ბესარიონ ბერულავამ (74 კგ), ნიკო კუციამ (82 კგ) და ირინე ლეონიძემ (80 კგ).

- როგორ შეაფასებდით განვლილ სპორტულ სეზონს? ასეთი იყო ჩვენი პირველი შეკითხვა ფედერაციის პრეზიდენტთან.
- როდესაც გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, გუნდური პირველი ადგილები ევროპის პირველობებზე ჭაბუკებსა და კადეტებს შორის, თანაც იმ დროს, როცა სამბოს გეოგრაფია მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოპოვებული 71 მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. თუმცა კიდევ მეტია საჭირო და ამისათვის უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სამბისტები და მწვრთნელი
საუკეთესო სპორტსმენი: გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი.
საუკეთესო ახალგაზრდებს შორის: ამირან იანვარაშვილი (82 კგ) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში.
საუკეთესო ჭაბუკებს შორის: ომარ ნიაზაშვილი (70 კგ) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.
საუკეთესო მწვრთნელი: ელიზბარ ბიგანიშვილი (თბილისი).


[url="http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/sambo/43605-giorgi-baindurovi-2012-tslis-sambistia.html"]http://sportall.ambe...-sambistia.html[/url]
[/quote]
ნუკრი ერთ კითხვას დაგისვამ იქნებ 2020 ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოემზადო??? იმიტომ რომ ამბობენ ტოკიოს ოლიმპიადაზე შეაქვთ სამბო და იქნებ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდე ჰა მაშინ 36-ის იქნები მაგრამ ცდა ხომ ბედის მონახევრია კარგი იქნება ისევ თუ გააგრძელებ შენს კარიერას და კიდევ ერთი აპირებ მწვრთნელი გახდე და შენი გამოცდილება ახალბედებს გაუზიარო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
2013 შეკრებაზე ვიყავი და ერთ ერთ ვარჯიშზე ლავიწი დავიზიანე და საოპერაციო გავხდი და მთელი წელი რეაბილიტაციას შევალიე,მის მერე მოსამზადებელი პერიოდი დავიწყე და ვემზადებოდი ქარელში ჩასატარებელი საქართველოსთვის და ბოლო კვირისთვის მუხლის შიდა მყესი გამეჩიმა სერიოზულად,გადავრჩი რო საერთოდ არ დამიწყდა და ასე გამოვტოვე ეს ტურნირიც და ეხლაც ვმკურნალობ მყესებს,, თან ვარჯიშობ ,ჯერ მიტოებას არ ვაპირებ და ვნახოთ შემდეგში რა იქნება და როგორ...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mikautadze' timestamp='1423285244' post='717256']
ნუკრი ბერაია შენა ხარ??? :D გიცნობ შენ შენს რამოდენიმე მათჩზეც ვესწრებოდი წარმატებები ძმაო! მაგრამ 29 წლის ხარ მალე მოდის დასასრული და მაგი ცუდია!

სხვათაშორის ნიკოლოზ კუციასაც ვიცნობ
[/quote]

აბა ფოტო დადე რო მეც ამოგიცნო.?
ერთად გაზრდილები ვართ ...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ნუკრი' timestamp='1423300712' post='717263']
აბა ფოტო დადე რო მეც ამოგიცნო.?
ერთად გაზრდილები ვართ ...
[/quote]
ძაან კარგად მახსოვს შენი ჭიდაობა მსოფლიოზე მივყვები ხოლმე სამბისტებს გინდ ძიუდოისტებს წარმატებები იმედია ტოკიოს ოლიმპიადაზე გიხილავ!

[quote name='ნუკრი' timestamp='1423300712' post='717263']
აბა ფოტო დადე რო მეც ამოგიცნო.?
ერთად გაზრდილები ვართ ...
[/quote]
ჩემზე რა გითხრა ნუკრი კადეტთა ნაკრების წევრი ვარ ძიუდოში ვარ ევროპის ჩემპიონი და ვერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ ვერცხლი მოვიპოვე და არ მაქ იმედი მსოფლიოს ვერ ვტეხავ ნავს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შრომა და ნებისყოფა ფასდება სპორტში და დამიჯერე დრო ყველას დაუდგება და იზეიმებ ჩემპიონობასაც...არ გატყდე მთავარი ეგაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0