Sign in to follow this  
Followers 0

მართლმადიდებლური დღესასწაულები

171 posts in this topic

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i603/1204/cb/08d74e1f523e.jpg[/IMG][/URL]

[color="#8B0000"][b]ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.[/b][/color]

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

[color="#0000FF"][size="4"]ყველას გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისმშობელი :)[/size][/color]
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
[size="3"][color="#FF0000"][b]
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყოველ რელიგიურ დღესასწაულზე ახალი თემის გახსნის მაგიერ, ჯობს ვისარგებლოთ ამ თემით და მივულოცოთ ერთმანეთს დღესასწაულები. [/b][/color]
[b]ყურადღება: [u]თემა არის მხოლოდ მილოცვებისათვის და არა განხილვებისათვის.[/u][/b][/size]
3

Share this post


Link to post
Share on other sites
მეც უერთდები მოლოცვას, გვფარავდეს დღევანდელი დღის მადლი და ღმრთისმშობლის კალთა გადაგვფარებოდეს ყველას. . .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="kapucino"][/b],
გაიხარე, მეც გილოცავ შენ და ყველას, რა თქმა უნდა :*

აქვე, თუ არ გეწყინება, ამ თემას მერე გადავაკეთებ მილოცვების თემად და ყველაფერი აქ მივულოცოთ ხოლმე.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, პირველ დღესასწაულს ველოდით.. :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ ხარების დღესასწაულს.
დღეს ასევე აღინიშნება ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღე. ხვალ კი ბზობა.

ყველას გილოცავთ! ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[u][b] Serafit[/b][/u]
კარგი, არაა პრობლემა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს


დღევანდელი დღის მადლი და ლოცვა შეგეწიოთ Edited by georgevna
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ ბზობას, მრავალს დაესწარით, გფარავდეთ უფალი :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='679076']
გილოცავთ ბზობას, მრავალს დაესწარით, გფარავდეთ უფალი :*
[/quote]
მეც გილოცავ ფიტ, თბილისოს ყველა მოქალაქეს და სრულია დაქართველოს :*
:drinks:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სრულიად საქართველოს ვულოცავ..ბზობის დღესასწაულს.......(უფალი ფარავდეს ყველას)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს. მრავალს დაესწარით კეთილისმყოფელ ადამიანებთან ერთად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოგვიანებით გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მინდა წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ უფალმა :) :)

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i604/1204/d6/44b3492d8900.jpg[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეც წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მართლაც რომ დღესასწაულს, დღესასწაულთა შორის, გფარავდეთ უფალი, მრავალს დაესწარით... :)
1

Share this post


Link to post
Share on other sites
ქრისტე აღსდგა!
გილოცავთ ხალხო!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ![/b]

[center][color="#FF0000"][size="6"]ქრისტე აღსდგა[/size][/color][/center]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ კიდევ, უდიადესი დღესასწაულია, მართლაც...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოგვიანებით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი, აწ და მარადის!!!

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s019.radikal.ru/i628/1204/95/c1c90492217c.jpg[/IMG][/URL]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ გიორგობას, მრავალს დაესწარით, გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი... :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეც გილოცავთ
განსაკუთრებით გიორგებს
მრავალ კარგ დღეებს დაესწარით
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ გიორგობას ყველას და განსაკუთრებით გიორგებს, თქვენი ანგელოზის დღეა და შეგეწიოთ :) :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='682332']
გილოცავთ გიორგობას, მრავალს დაესწარით, გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი...
[/quote]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ ყველას ანდრიაობას, შეგეწიოთ და გფარავდეთ მუდამ. :) განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ანდრიას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს. გფარავდეთ ამ დღის მადლი... ♥
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თამარობას ვულოცავ ჩემი თამადობით ყველა თამარს! გფარავდეთ ამ დღის მადლი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="vichy"][/b],
გილოცავ და ყველა თამარს ვულოცავ.... მრავალს დაესწარით, გფარავდეთ თქვენი სახელობის წმინდანი მეფე.

ისე ვარ განერვიულებული, არც გამხსენებია... :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0