Sign in to follow this  
Followers 0

დილა

15 posts in this topic

[center][img]http://www.picz.ge/img/s1/1202/25/e/ef24dc0cca9f.jpg[/img][/center]

საფეხბურთო კლუბი დილა — ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1949 წელს ქალაქ გორში დაარსდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა” ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2004 წელს უმაღლეს ლიგაში დაკავებული მე–6 ადგილი, რის შემდეგაც „დილამ” ინტერ-ტოტოს თასზეც ითამაშა. 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე–5 ადგილის დაკავება შეძლო, ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ” პირველი ადგილი დაიკავა და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში გადაინაცვლა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ” პირველ ლიგაში მე–3 ადგილი დაიკავა და ფლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია” დაამარცხა ანგარიშით 2 – 0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

საქართველოს საფეხბურთო თასზე, გორის „დილას” საუკეთესო წლები 1997-98 წლებში ჰქონდა, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში, რის შედეგადაც ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

გორის „დილა” თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება.

2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ”, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.

2010-2011 წლების სეზონის მეორე წრიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელია გიორგი ცეცაძე.

წყარო: http://fcdila.ge/

[center][img]http://www.picz.ge/img/s1/1202/25/8/838c224dfb80.jpg[/img][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგარი გერბი აქვს ძაან.

ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს უეჭველი თავს ვდებ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცხინვალი- დილა 2-2

ამ ფრით საუკეთესო რვა გუნდში მოიპოვა ადგილი დილამ და სეზონის პროგრამა მინიმუმი შეასრულა, ეხლა კი უკვე მაქსიმუზეც შეიძლება ზრუნვა. გორელები 0-2 აგებდნენ, ამის შემდეგ გამოიჩინეს თავი ჯიქიამ და ილურიძემ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
16.03, 15:00. თბილისი, ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი “ბასა”.
“დილა” (გორი) - “მეტალურგი” (რუსთავი) (1:3, 3:1)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ლ. თოდრია, ლ. მიქელაძე; თ. გვანცელაძე.
თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას გადავხედავთ, წყვილის ფავორიტი “მეტალურგია”. რეალურად, სწორედ ამ გუნდისთვის აქვს 3 ქულას სატურნირო მნიშვნელობა; “დილა” კი, რომელიც მინიმუმ თასის ფინალში გასვლაზე აკეთებს საამსეზონოდ აქცენტს, ალბათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ასპარეზობებისთვის დაზოგავს რესურსს.
რუსთაველთა გუნდისთვის “ოლიმპის” დარქმევის (2006) შემდეგ, მეტოქეები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. ქვემოქართლელებმა 4 მატჩი მოიგეს, ერთხელ კი შიდაქართლელებმა იმარჯვეს. გატანილ-გაშვებული ბურთების ბალანსიც რუსთავური გუნდის მხარესაა - 12:6.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
21.03, 15:00. ზუგდიდი, “ბაიას” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
“ბაია” (ზუგდიდი) - “დილა” (გორი) (2:0, 0:0)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; გ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი; გ. დოგრაშვილი.
ესაა ორი რადიკალურად განსხვავებული დაფინანსების მქონე გუნდის მატჩი, რომელშიც სატურნირო მოტივაცია არცერთ მათგანს არ გააჩნია. გორელთა მესვეურები, როგორც ყველა სხვა საპლეიოფო მატჩს, ზუგდიდურ დაპირისპირებასაც თასისთვის ბრძოლის გენერალურ რეპეტიციად გამოიყენებენ. რაც შეეხება ”ბაიას”, ამ ახალგაზრდულ კოლექტივს ნებისმიერი ”ზომა-წონის” ქართული კლუბისთვის რომ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=32996&lang=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ბაია-დილა 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 სიხარულია (13), 1:1 ვაწაძე (15)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეტყობა განადგურებულ ბაიას ქულა აჩუქა, ისედაც ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს თემულ შალამბერიძე არ ვიცი ვინაა მაგრამ უკვე 4 ქულა აიღო დინამოსთან გასვლაზე და მერანთან შინ, პირველი 0-0 დამთავრდა,მეორეში კი გორელებმა 4-2 იმარჯვეს,აღსანიშნავია ვაწაძის ჰეთრიკი. Edited by მარკიზ რაფაელ დე ვალენტინ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
<iframe width="480" height="360" src="http://www.youtube.com/embed/mH0LEsu4p2I?rel=0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს, ევროპის ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩია

მარიტიმუ (პორტუგალია) - დილა (გორი, საქართველო)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წავაგეთ ერთით ნული,,,
იმედია აქ მოვიგებთ საურველი ანგარიშით და დავძლევთ პლეი-ოფს...
მომწონს დილა,კარგად თამაშობენ ბიჭები...
წარმატებები განმეორებით შეხვედრაში....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
“დილა” (გორი) – “სიონი” (ბოლნისი)
26. 08. 17:00. ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი “ბასა”.
დისკვალიფიცირებული: ხვიჩა ქასრაშვილი (“სიონის” მთავარი მწვრთნელი).
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, დ. კვეტენაძე, ს. სპიცინი; ა. ნონიკაშვილი
გორის “დილა” ევროპის ლიგის პლეი ოფში პორტუგალიის “მარიტიმუსთან” სტუმრად მინმალური სხვაობით დამარცხდა (0:1) და ჯგუფში გასვლის არცთუ ურიგო შანსი დაიტოვა. გორელები მთლიანად ევროტურნირზე გამოსვლაზე კი არიან ორიენტირებულნი, მაგრამ შიდა ჩემპიონატში საწყისი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ქულათა გრაფაში “0” რომ უწერიათ, მათთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. გამომდინარე იქიდან, რომ გორის სტადიონის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა, თემურ შალამბერიძის გუნდს ხან “მიხეილ მესხზე” უწევს თამაში, ხან “ბასაზე”. თუმცა, ამჯერად მნიშვნელობა არ აქვს, “სიონს” სად შეხვდებიან, რადგან 3 ქულა აუცილებლად უნდა აიღონ, რაც გუნდების დონიდან გამომდინარე, ძალიან რეალურია. “სიონს” კვლავ ვერ უხელმძღვანელებს ხვიჩა ქასრაშვილი, რომელიც პირველ ტურში ბათუმის “დინამოს” თავკაცის, გია გურულისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უნდა გავიდეთ აუცილებლად ევროპის ლიგაზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის დილამ მეოთხე ტესტმატჩში ჩეხური "მლადა ბოლესლავი" დაამარცხა 3-2
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0