Sign in to follow this  
Followers 0

ეთნონიმები აფხაზი და აფსუა

5 posts in this topic

მე - 20 საუკუნის 50 წლებიდან და უფრო მეტად 80 - ანი წლების ბოლოს საქართველოში ქართულ საზოგადოებაში დაიწყო საუბარი თემაზე ძველ და ახალი აფხაზებზე რომ თითქოს ძველი აფხაზები ანუ ( აფსილ - აბაზგები ) ქართველური ტომები იყვნენ ხოლო ამჟამინდელი აფხაზები 16 - 17 საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან მოსული უცხო ტომელი აფსუეები არიან ... ქართული საზოგადოების ასეთმა გამონათქვამებმა და მოსაზრებამ დიდი გაღიზიანება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში რაც ეთნიკური შუღლის გარღვივების ერთ ერთი მიზეზი ეს დებულება იყო . ამ მოვლენამ ცუდი როლი ითამაშა ქართულ აფხაზურ ურთიერთობაში ფაქტობრივად ამ სულელულმა დებულებამ ქართველებს დაგვაკარგინა აფხაზები და აფხაზეთი .

ეხლა სინამდვილეში საქმე რაშია :

ხშირად ერთიდაიგივე წარმოშობის ხალხს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სატომო სახელები ჰქვიათ მაგალითად ავიღოთ ბერძნები მათ მარტო ჩვენ ქართველები ვუწოდებთ ’’ ბერძნებს ’’ ისინი კი საკუთარ თავს ელლინეს უწოდებენ ევროპელები კი მათ გრეციას უწოდებენ .

ასევეა აფსუა და აფხაზი ანუ აფსუა გახლავთ აფხაზების თვითწოდება ანუ საკუთარი სახელწოდება ხოლო აფხაზი ქართველების მიერ შერქმეული სახელწოდება რომელიც სხვა ხალხებში გავრცელდა აფხაზის სახით ოღონდ მათი მშობლიური ენისთვის დამახასიათებელი ფორმით აი ასე ქართულად აფხაზი , რუსულად - Абхазы , ინგლისურად - Abkhaz , გერმანულად - Abchasen , იტალიურად - Abcasi , თურქულად - Abhaz , ბერძნულად - Αβασγοί ( Avasgoi )

უფრო მარტივად რომ აგიხსნათ

მაგალითად ქართული სიტყვა სახლი სახლი რუსულად გამოითქმის дом ინგლისურად House იტალიურად casa ასევეა ხალხის ( ეთნოსების ) სახელწოდებები .

ავტოეთნონიმი ( თვითსახელწოდება ) - სახელწოდებას რომელსაც თვითონ ირქმევენ ხალხები

ეგზოეთნონიმი ( ალოეთნონიმი ანუ გარესახელწოდება ) - სახელწოდებას რომელსაც არქმევენ ხალხებს სხვა უცხო ტომის ხალხები

ბასკები - თვითსახელწოდება - Euskaldunak ; ეგზოეთნონიმი - ფრანგულად - Basques , ესპანურად - Vascos , იტალიურად - Baschi , რუსულად - Баски

ბერძნები - თვითსახელწოდება - ელლინეს ; ეგზოეთნონიმი - ფრანგულად - Grecs; რუსულად - Греки.

ფინელები - თვითსახელწოდება - Suomalaiset ; ეგზოეთნონიმი - ფრანგულად - Finlandais, ; რუსულად - Финны. , ინგლისურად - Finn , ესპანურად - Fineses

გერმანელები - თვითსახელწოდება Deutsche ; ეგზოეთნონიმი - ლათინურად - Germani , რუსულად - Немцы , ინგლისურად - German , ესპანურად - Alemanes , იტალიურად - Tedeschi

ქართველები - თვითსახელწოდება - ქართველი ; ეგზოეთნონიმი -ინგლისურად - Georgian , რუსულად Грузины , მუსლიმანურ სამყაროში გურჯისტან .

აფხაზები - თვითსახელწოდება - Аҧсуа ( აფსუა ) ; ეგზოეთნონიმი - ქართულად - აფხაზი , რუსულად - Абхазы , ინგლისურად - Abkhaz , გერმანულად - Abchasen , იტალიურად - Abcasi , თურქულად - Abhaz , ბერძნულად - Αβασγοί ( Avasgoi )

ჩეჩნები - თვითსახელწოდება - ნოხჩი ; ეგზოეთნონიმი - რუსულად - Чеченцы , ინგლისურად - Chechen , გერმანულად - Tschetschenen , იტალიურად - Ceceni

ხუნძები ( ავარიელები ) - თვითსახელწოდება - მაარულალ ; ეგზოეთნონიმი - რუსულად - Аварцы , ინგლისურად - Avar , გემანულად - Awaren

ანდიელები - თვითსახელწოდება - ყვანალი ; ეგზოეთნონიმი - ქართულად - ანდიელი , რუსულად - Андийцы . , ინგლისურად - Andi

ოსები - თვითსახელწოდება - ირონი და ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთში დიგორონი ; ეგზოეთნონიმი - ინგლისურად - Ossetian , გერმანულად - Osseten , ესპანურად - Osetios , რუსულად - Осетины

ასევე არაკომპენტენტური ადამიანების მხრიდან გაიგონებთ რომ აფხაზური ენა არ არსებობს რაც არასწორია და ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება Edited by F11
0

Share this post

Link to post
Share on other sites
მარიამ ლორთქიფანიძე - აფხაზები და აფხაზეთი http://www.amsi.ge/istoria/div/m.lordkiPaniZe_afx.html

ქართულ ისროტიულ წყაროებში სიტყვა აფხაზი აფსუად არსად შემხვედრია. ქართულად აფხაზეთს აფხაზეთი ქვია და აფხაზს აფხაზი.
გამსახურდიას არ ეშლებოდა რასაც ამბობდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
რაც შეეხება ეთნიკურ შუღლს, აფსუები (ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულები) არაფერს წარმოადგენდნენ და არც ჰქონდათ რეალური ძალა ომის დასაწყებად.
0

Share this post

Link to post
Share on other sites
აფსუა არის თანამედროვე აფხაზეთში მოსახლე ხალხის ერთი ნაწილის თვითსახელი. ამ ნაწილის უშუალო წინაპრები არიან ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში მობინადრე მომთაბარე)აბაზები,სახელდობრ,მათი ერთ-ერთი განაყოფი აშხარელები, რომლებსაც ლიტერატურაში შკარაუელებსაც უწოდებენ. აღსანიშნავია,რომ ყუბანის სათავეში ამჟამად მცხოვრებ აბაზებსა და აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს ერთიმეორის ენა ესმით. ერთმანეთის მსგავსი ადათ-წესები აქვთ და დღემდე ერთმანეთის ნათესავებად ითვლებიან. ისინი არც ანთროპოლოგიურად* განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

იტალიელი კარტოგრაფის ჯ. გასტრალდის მიერ 1561 წელს შედგენილი რუკის მიხედვით, „აფსუას რეგიონი“ მდებარეობდა მდ. ყუბანის შუა წელში, სადაც ერთ-ერთ პუნქტს აკვა(აყვა)ეწოდებოდა (ეს სახელი შემდეგ აფხაზეთში ჩამოსახლებულმა აფსუებმა ქ. ცხუმს ანუ სოხუმს შეარქვეს. მდ. ყუბანის სათავე ხეობაში, სადაც დღემდე სახლობენ აბაზები, ერთ-ერთ სოფელს ახლაც „აფსუა“ ჰქვია.

საიდან გაჩნდნენ აფხაზეთში აფსუები?

გამოჩენილი რუსი ისტორიკოსისა და პეტრე პირველის თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწის ვ. ტატიშჩევის ცნობით, აფხაზეთში დასახლებული ხალხის ერთი ნაწილი ყუბანისპირეთიდანაა გადმოსული XVI-XVII საუკუნეებში. ასეთივე ცნობები დაგვიტოვა რუსმა სამხედრო ისტორიკოსმა ა. დიაჩკოვ-ტარასოვმა, აგრეთვე არაერთმა უცხოელმა ისტორიკოსმა, კარტოგრაფმა, მისიონერმა და მოგზაურმა.

ა. დიაჩკოვ–ტარასოვი წერს, რომ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები აბაზები (აფსუები) ადიღე–ჩერქეზებმა აიძულეს ყუბანის სათავეებისა და სამხრეთისკენ გადმოადგილებულიყვნენ.

ჟამთა სიავის გამო ქართველთაგან ნახევრად დაცლილ აფხაზეთში ზოგი ხიზნის ზოგი დამპყრობის ზოგი მარბიელის თუ მძარცველის სახით ჩამოწვნენ, პირველ რიგში აბაზები (აფსუები) და ჩერქეზების მცირე ჯგუფები ისე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში ოსები, ლეკები და ვეინახები (ჩეჩენ–ინგუშები). აფხაზეთში ჩამოსახლებული აფსუები მთებში და გორაკებზე დასახლდნენ ნათესაურ გვარებად, ფარღალალა ფაცხები ააშენეს ჯგუფურ დასახლებას ღრმა ორმო და ღობე შემოავლეს და პრიმიტიულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისტირიკოსთა და მისიონერთა გადმოცემით, ისინი ქალაქებსა და ციხეებში არ დასახლდნენ, ეკლესია-მონასტრებს არ გაეკარნენ, არ ლოცულობდნენ, მიცვალებლს დასაფლავების ნაცვლად ხის გობში დებდნენ და ხეზე ჰკიდებდნენ, მაჰმადიანობას და წარმართობას აღიარებდნენ, ეკლესია–მონასტრები და საეკლესიო სოფლები დაარბიეს (მარტო ერთ საეკლესიო სოფელ ნაჟანეულში 60-მდე კომლი დახოცეს და დატყვევეს ან გაყიდეს).

დროთა ვითრებაში აფსუებმა თანდათან აგრესია გაააქტიურეს ადგილობრივი ქართველების წინააღმდეგ, თუმცა არც ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ (მათი რაოდენობა არასდროს 30 ათასამდე სულს არ აღემატებოდა). მათ ბრძოლას ქართველების წინააღმდეგ მხარს უმაგრებდა ერთმორწმუნე ოსმალთა იმპერია, რომელმაც XVI საუკუნეში აფხაზეთის ანექსია განახორციელა და მისი მმართველი წრე ტყვეთა სყიდვაში ჩააბა. ასეთ მძიმე ვითარებაში აფხაზეთში ქართველობას გაუჭირდა და მისი ერთი ნაწილი იძლებუღი გახდა აფსუების ადათ–ჩვევები და მაჰმადიანობა ან წარმართობა მიეღო. მაგრამ ქართული ენის დიდი კულტურის და განვითარებული ყოფა-ცხოვრების წყალობით აფხაზთა მეორე ნაწილმა ქართველობა შეინარჩუნა, ასევე გაბატონებულმა და პრივილიგირებულმა წოდებამ მაგალითად შარვაშიძეებმა ანუ შერვაშიძეებმა (აფხაზეთის მთავრებმა ანუ თავადებმა), მარღანიებმა, ჩხოტუებმა, მარშანიებმა, ანჩაბაძეებმა და ა.შ ამასთანავე, თვითონ ახლად ჩამოსახლებული აფსუებიც თანდათან ქართველთა და ქართული კულტურის გავლენაში ექცეოდნენ, რასაც მოწმობს მათი ნაწილის გაქრისტანება და გვარ–სახელების ქართულ ყაიდაზე გადაკეთება (მაგალითად, ცუშბა გახდა ცუშბაია, თარბა – თარბაია, გიცბა – გიცბაია, მუკბა - მუკბაია, არძინბა – არძინბაია და ა.შ).

აფხაზეთში ჩამოსახლებული აფსუა-აბაზების გაქართველება ეტაპობრივად მიმდინარეობდა მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს ჯერ თურქეთი აბრკოლებდა, შემდეგ კი რუსეთი, რომელმაც 1810 წელს აფხაზეთი დაიპყრო და თვითონ შეუდგა ძველი მკვიდრი აფხაზებისა და აფსუა–აფხაზების ძალდატანებით გარუსებას.

აფსუებმა თავის მოძმე და ერთმორწმუნე ჩრდილო კავკასიელ მთიელებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს (ისინი ფარულად მონაწილეობდნენ კავკასიის მაჰმადიანთა საღვთო ომში). როცა აფსუებმა 1866 წელს რუსეთის სამხედრო რაზმი დახოცეს, რუსებმა 20 ათასამდე მაჰმადიანი აფსუა გააქციეს 1867 წელს თურქეთში (ეს მოვლენა მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი).

ამის შემდეგ აფხაზეთში დარჩენილი რამდენიმე ათასი აფსუას მხრივ რუსეთს არავითარი წინააღმდეგობა არ ეღობებოდა. ამიტომ ჯერი ქართველებზე მიდგა, რადგან ახლა ისინი აბრკოლებდნენ რუსული აფხაზეთის შექმნას. უნდა ითქვას, რომ რუსმა სამხედრო მოხელეებმა და საგანგებოდ მოწვეულმა სტატისტიკოსებმა ორჯერ აღწერეს აფხაზეთის მოსახლეობა (1886 და 1897 წლებში და ორივეჯერ უწყალოდ დაამახინჯეს აფხაზეთის ეთნიკურ-ეროვნული სურათი – ხელოვნურად შეამცირეს აფხაზეთის ქართველთა რაოდენობა. ქართველთაგან ძველი გვარტომობრივი ნიშნის მიხედვით ცალკე ეროვნებად გამოჰყვეს მეგრელები, მეგრელებისგან ლაზები და „სამურზაყანოელები“, ასევე იმერლები და ა.შ.

რუსმა მოხელეებმა აფხაზეთში სასტიკად შეავიწროვეს და შეზღუდეს ქართველობა, აუკრძალეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, დაწესებლებებში საქმის წარმოება და ა.შ.

XX საუკუნის დამდეგს, როცა რუსეთის იმპერიამ საბოლოოდ დაძლია აფსუების წინააღმდეგობა, ახლა მათი „ინტერესების დამცველად“ მოგვეელინა (სამეფო კარმა მათ „დამნაშავე ხალხის“ ბრალდება მოუხსნა) და ქართველებს დაუპირისპირა. ეს იყო რუსული იმპერიული „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკა. თუ ადრე საქართველოში აფხაზისა და აფხაზეთის სახელი ისე აღიქმებოდა, როგორც მეგრელოს, იმერელის, აჭარელის, გურულის, სვანისა და საქართველოს სხვა კუთხისა და მაცხოვრებლის სახელი, ახლა გაჩნდა აფხაზეთის პრობლემა, განსაკუთრებით 1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, როცა ამიერკავკასია და კერძოდ საქართველო რუსეთის იმპერიას გამოეყო. საბჭოთა რუსეთმა, პირველ რიგში, აფხაზეთის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, რადგან ის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო შავ ზღვაზე და საერთოდ სამხრეთში. ამ მიზნით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არა მარტო ბოლშევიკები ებრძოდნენ, არამედ თეთრგვარდიელი გენერლები – დენიკინი, კოლჩაკი, ვრანგელი და სხვები. აფხაზეთის კოზირით საბჭოთა რუსეთი ათასგვარ პროვოკაციას იყენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ: აფხაზეთს ხან შავიზღვისპირეთის ოლქს უერთებდა, ხან ყუბანის რესპუბლიკას, ხან უშუალოდ რსფსრ-ში შეყვანა მოიწადინა. გარდა ამისა, რუსეთმა აფსუა–აფხაზების დროშით აფხაზეთში შექმნა აფსუური სახალხო საბჭო და კომისარიატი, რითაც აფხაზეთის ცალკე გამოყოფას ანუ სეპარატიზმს ჩაუყარა საფუძველი.

ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა მთელი საქართველოს ანექსია და ოკუპაცია* მოახდინა. ამასთან, აფხაზეთს 1931 წლამდე ცალკე ხელშეკრულებით რესპუბლიკის სტატუსიც მიანიჭა (რაც ფაქტობრივად ქაღალდზე დარჩა – არ განხორციელდა).

რა თქმა უნდა, რუსეთმა შემდეგაც არ აიღო ხელი აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს რუსიფიკაციაზე. ამ გარემოებამ განსაკუთრებით მახინჯი და ძალდატანებითი სახე მიიღო 1990–იანი წლებიდან, როცა აფხაზეთის ქართველობას ყოველმხრივ დევნიდნენ და ავიწროვებდნენ, რაც 1993 წელს აფხაზეთის ეთნოწმენდითა და ქართველთა გენოციდით დამთავრდა. Edited by kastila
0

Share this post

Link to post
Share on other sites
[quote name='kastila' timestamp='1328473976' post='671736']

რა თქმა უნდა, რუსეთმა შემდეგაც არ აიღო ხელი აფხაზეთის და მთლიანად საქართველოს რუსიფიკაციაზე. ამ გარემოებამ განსაკუთრებით მახინჯი და ძალდატანებითი სახე მიიღო 1990–იანი წლებიდან, როცა აფხაზეთის ქართველობას ყოველმხრივ დევნიდნენ და ავიწროვებდნენ, რაც 1993 წელს აფხაზეთის ეთნოწმენდითა და ქართველთა გენოციდით დამთავრდა.
[/quote]

[b]ლებუ[/b]

ეგ რაც თქვენ დაწერეთ არის მცდარი დებულება და არ არის სწორი :(

[b]ლებუ[/b]

არც თქვენ ხართ სწორი სამწუხაროდ :( Edited by F11
0

Share this post

Link to post
Share on other sites
[quote name='F11' timestamp='1328476878' post='671747']
არც თქვენ ხართ სწორი სამწუხაროდ :(
[/quote]
კალიგრაფიულად Edited by ლებუ
0

Share this post

Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0