Sign in to follow this  
Followers 0

"წითელი" ბავშვობა

11 posts in this topic

მართალია, ჩემი ასაკისა ფორუმზე იშვიათად თუ ვინმე მოიძებნება და "წითელი" ბავშვობა ექნება გამოვლილი, მაგრამ შესაძლოა, წარსულმა თქვენს მასწავლებლებზე დაამჩნია იმხელა კვალი, რომ კომუნიზმისა და საბჭოეთისგან გათავისუფლებულებს მაშინდელ მეთოდებს გახვევდნენ მაინც თავს.

რაოდენ სასაცილო ან საამური გასახსენებელიც არ უნდა იყოს, ის არა მხოლოდ ტკბილი/მწარე მოგონებებია ბავშვობიდან, არამედ ჩვენი რეალური ისტორია. ის გამოვიარეთ, ვიცხოვრეთ, განვიცადეთ. მოგვწონდა თუ არა, ვეთანხმებოდით თუ არა.

ახლა საქმეზე გადავალ.
ე.წ. შაბათობები გამახსენდა წეღან, მთელს სკოლას რომ დაგვაგვევინებდნენ და დაგვაწკრიალებინებდნენ ხოლმე. შაბათობების გახსენებას სხვა აქციებზე მოგონებებიც მოჰყვა.

ორი კლასი ვისწავლე "წითელ" სკოლაში და ის იყო, მესამედან ამაყი ოქტომბრელი უნდა გავმხდარიყავი, რომ ჩამოგვემხო თავზე იმხელა იმპერია.

მაგრამ იმ ორ წელში მაინც საკმარისი გამოცდილება (არა ის გამოცდილება, სამსახურში რომ ადგებათ ხოლმე შემდეგ, არამედ ისტორიული) დავაგროვე.

რა სიხშირით იმართებოდა, აღარ მახსოვს, მაგრამ არც ისე იშვიათი იყო ხოლმე შაბათობები. შაბათ დღეს მთელი სკოლის მობილიზება ხდებოდა სკოლის ეზოში. ვასუფთავებდით, ვგვიდით, ვრეცხავდით, ნარგავებს ვანახლებდით. ძირითადად გარე სამუშაოებით შემოვიფარგლებოდით. არ მახსოვს, საკლასო ითახები დაგველაგებინოს. შეიძლება შიდა სამუშაოებს სხვა კლასებს ავალებდნენ, არ ვიცი.
ის კი მახსოვს, როგორ მიხაროდა ხოლმე საერთო საქმეში ჩაბმა და გული მომდიოდა უფროსკლასელებზე, რომლებიც ახალტურებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პატარა "კამუნისტკა-კამსამოლკა" ვიყავი :D მაგრამ იდეოლოგიური დანიშნულება ამ საქმისა არ მესმოდა. ამიტომ პირნათლად გავიმართლებ ახლა თავს, რომ არ ვიყავი ის, რაც წეღან ვახსენე :D

თქვენ თუ გაქვთ კომკავშირულ-ოქტომბრულ-წითელი გამოცდილება? ან რა დაგრჩათ მაშინდელი ხანიდან მეხსიერებაში?
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='670732']
თქვენ თუ გაქვთ კომკავშირულ-ოქტომბრულ-წითელი გამოცდილება? ან რა დაგრჩათ მაშინდელი ხანიდან მეხსიერებაში?
[/quote]
მე რომ სკოლაში მივედი, უკვე დამხობილი იყო რეჟიმი, მაგრამ ფორმები და ასეთები მაინც იყო.
მახსოვს ჩემი ყავისფერი ფორმა, თეთრი ბანტი და თეთრი წინსაფარი... :D
ფოტო არ შემომრჩა და რა სანახავი ვიყავი ნეტავ? :D
ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ფორმა რომ მიყიდეს, ზუსტად ჩემი ზომა იყო, მაგრამ მოგეხსენებათ ბავშვები სწრაფად იზრდებიან და მე კი არ ვიცი, ეტყობა საბჭოეთისადმი პროტესტის ნიშნად, 6 თვეში ორჯერ უფრო სწრაფად გავიზარდე სიმაღლეში და ფორმა საგრძნობლად დამიმკოლდა :D ახალზე აღარ უზრუნიათ, რადგან ფორმებიც წარსულს ჩაბარდა...

შაბათობები ჩემთანაც იყო, მაგრამ ჩვენთვის უფრო ნაკლები ხალისი იყო.
კლასის "მამასახლისი" ესეც მახსოვს... საბჭოთა სკოლის გადმონაშთია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი კლასელი გოგო რომ "მამასახლისობდა", ეს მახსოვს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფორმას მე-5 კლასამდე მაძალებდნენ. მახსოვს, მე-4 კლასში ყოფნისას ძალიან ცივი და უხვთოვლიანი ზამთარი იყო. ხაშურში კი ისეც ყოველ წელს გვქონდა ზამთარი, თოვლი და ყინვა, მაგრამ ის წელი განსაკუთრებული იყო. და დირექტორმა გამონაკლისი დაუშვა: მხოლოდ ზამთრის პერიოდში უფლება მოგვეცა, შარვლით წავსულიყავით სკოლაში.
იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს, რომ ახლაც მახსოვს ის ემოცია, პირველად რომ წავედი შარვლიანი სკოლაში. ასე მეგონა, შიშველი ვიყავი :D კაბა რომ არ მიფარავდა ტრაკს (ბოდიშს მოვითხოვ :D ). გაზაფხულიდან ისევ გაგვაყავისფრეს. მე-5 კლასში უკვე ნელ-ნელა გავიხადეთ ფორმები და ბოლოს ბოლო ზარზეც კი ვეღარ მოვაბით თავი, რომ სიმბოლურად და ტრადიციულად, წინსაფარზე მიგვეჯღაბნა რაღაცები.

ასეთი ტრადიცია იყო კიდევ მაშინდელ სკოლაში, ასკილის შეგროვება. შინდის შეგროვება. მაკულატურის ჩაბარება. იყო დადგენილი მინიმალური ზღვარი, რომელიც ყველასთვის აუცილებელი იყო. ვინც მეტს მიიტანდა, მით უკეთესი კომკავშირელი იქნებოდა და მიდიოდა ასე დაუსრულებელი შეჯიბრი მოსწავლეებს შორის, აქედან - კლასებსა და დამრიგებლებს შორის, უფრო ფართო მასშტაბით - სკოლებს შორის და ბოლოს რაიონულ დონეზე.

სრული იდიოტიზმი იყო ეს ასკილისა და შინდის ჩაბარება. არასდროს დამიკრეფავს მე თვითონ. ბაბუაჩემი წავიდოდა ხოლმე და მოჰქონდა :შ მთელი ოჯახი მე მებუზღუნებოდა, მაგრამ მე რა შუაში ვიყავი. თვითონ რა, გამოვლილი არ ჰქონდათ იგივე?!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზამთარში სკოლაში ნავთი რომ მიგვქონდა რიგ-რიგობით ეგ მახსოვს :D
ფორმა მგონი პირველ კლასში იყო, მერე აღარ.
შაბათობები კი გვქონდა ხანდახან, მაგრამ ეგ ბიჭებს ნაკლებად გვეხებოდა, უფრო გოგოებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' post='670747']
ზამთარში სკოლაში ნავთი რომ მიგვქონდა რიგ-რიგობით ეგ მახსოვს
[/quote]
:D ეგ მეც მახსოვს, მაგრამ ეგ ,,წითლების'' მერე იყო

ფორმა მეც მეცვა ოღონდ მხოლოდ პირველ კლასში. ლამაზი, ლურჯი ფორმა იყო. ძალიან მომწონდა :) მთელი სკოლის პერიოდში რომ ყოფილიყო , ალბათ, სიამოვნებით ჩავიცვავდი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეჰ,,,რა დო იყო...
როგორ მახსოვს,, დამლაგებლის ფულს რომ ვაგროვებდით....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='kastila' post='670751']
დამლაგებლის ფულს რომ ვაგროვებდით.
[/quote]
[quote name='დინამო' post='670747']
შაბათობები კი გვქონდა ხანდახან, მაგრამ ეგ ბიჭებს ნაკლებად გვეხებოდა, უფრო გოგოებს.
[/quote]
[quote name='დინამო' post='670747']
ზამთარში სკოლაში ნავთი რომ მიგვქონდა რიგ-რიგობით ეგ მახსოვს :D
[/quote]


კი :D აი ეს ყველაფერი იყო :D მერე შეშისთვის ავაგროვეთ ფული. შეშა მოვიტანეთ. ზამთარში გაკვეთილები გვიცდებოდა ხოლმე იმიტო რო ცოტა მასწავლებლები და ცოტა ბავსშვები მოდიოდნენ. ეჰ რა დრო იყო

ფორმაც მოგთხოვეს ჩვენ მესამე კლასამდე. მერე დაიშალა კომუნიზმი :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რას ერჩით იმ დროს,,,,თავისებურად კარგი იყო,,,, :yahoo: :yahoo:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მგონი 90-იანი წლებიც არ განსხვავდებოდა ბევრი არაფრით იმ ეპოქისაგან,ლენინზე და რევოლუციაზე აღარ იყო ტვინის ბურღვა მაგრამ შაბათობები და დამლაგებლის ფული იცოცხლე:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' post='670747']
ზამთარში სკოლაში ნავთი რომ მიგვქონდა რიგ-რიგობით ეგ მახსოვ
[/quote]
ნავთი და შეშა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნავთი და შეშა როცა დაგვქონდა მაშინ აღარ იყო წითელი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0