Sign in to follow this  
Followers 0

Michael Jackson

12 posts in this topic

[center][img]http://hairstylesarea.com/hair-pic/HLIC/b9d224aeab1e51779b606a9eed4d5b68.jpg[/img]

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი – მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. ცხრა შვილიდან მეშვიდე იყო. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, როგორც შემდეგ დედამისი იხსენებდა: „მაიკლი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა დანარჩენი დედ-მამიშვილებისგან, ის ისეთი არ იყო, როგორც ყველა“. მან მალე სიარული, ლაპარაკი დაიწყო და ძალიან მოძრავი იყო, მართალია, მომღერლის დედას არ უყვარდა ბავშვების ქება, მაგრამ ის მხოლოდ მაიკლისთვის უშვებდა გამონაკლისს: „არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ვუნდერკინდია, მაგრამ მასში არის რაღაც განსაკუთრებული“.

უსაზღვრო ენერგიის მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სახლთან მეზობელი ბავშვები იკრიბებოდნენ და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ. ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე ცნობილი იყო.

11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო პროექტის „Jackson 5“–ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდიასთან „Motown“ თანამშრომლობდნენ. ალბომებს „Off the Wall“, „Thriller“ და „Bad“, ლომის წვლილი მიუძღვით მაიკლის წარმატებაში. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, მან საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც – „Got to Be There“, „Rockin’ Robin“ და „Ben“ იყო. 1978 წელს ის გადაიღეს ფილმში - „ჯადოქარი“. იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროიუსერი გახდა.

ალბომით „Off the Wall“ მსოფლიომ ნიჭიერი, ახალი იდეებით სავსე ახალგაზრდა გაიცნო. ჩარტებში მაშინვე საუკეთესო პოზიციებზე მოხვდა „Don’t Stop ‘Til You Get Enough“ და „Rock With You“. 1982 წელს ალბომის „Thriller“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელმაც გამოაცოცხლა და სამუდამოდ შეცვალა შოუ–ბიზნესი. ალბომში შვიდი განუმეორებელი ჰიტი შედიოდა: „The Girl Is Mine“, „Billie Jean“, „Beat It“, „Wanna Be Startin’ Somethin’“, „Human Nature“, „P.Y.T. (Pretty Young Thing)“ და „Thriller“.

პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, მომღერალს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი ცხვირი და აფრო-ამერიკული გარეგნობა. ხშირად აღიზიანებდნენ ძმებიც, მამა ბავშობაში მახინჯს ეძახდა და როგორც კი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო გარეგნობის შეცვლა. არსებობს მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, მაიკლმა მიმართა ექიმს მძიმე დამწვრობით, რომელიც „პეპსის“ რეკლამის გადაღებების დროს მიიღო. ის ამბობდა: „მე მივაღწევ იმას, რომ მთელმა მსოფლიომ მცნოს და თქვან: მე მიყვარს მაიკელ ჯეკსონი და მისი მუსიკა და ჩემი კანის ფერს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება!“.

1983 წელს, ხმის ჩამწერი სტუდიის „Motown“ 25 წლის იუბილეზე, მაიკლმა მსოფლიოს სიმღერის 14 წუთიანი ვიდეორგოლი წარუდგინა. ჯექსონის რევოლიციური კლიპები მიმზიდველი იყო ახლად გახსნილი „MTV“–თვის. ალბომი „Thriller“, რვა გრემის პრემიით და შვიდი „American Music Awards“–ით (ამერიკული მუსიკალური პრემია) დაჯილდოვდა. 1985 წელს, ზემოთხსენებული ალბომი გინესის რეკორდების წიგნში, გაყიდული ეგზემპლარების რეკორდული ნიშნულით განთავსდა. 2001 წლის ივლისამდე ამერიკაში ალბომის 26, მთელ მსოფლიოში კი 51 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

1984 წელს მაიკლმა ძმებთან ერთად ალბომი „Victory“ ჩაწერა და ტურნე მოაწყო. 1987 წელს გამოშვებულმა ალბომმა „Bad“ შვიდი ჰიტი აჩუქა მსოფლიოს, რომლებიც ლიდერობდნენ ჰიტ-პარადებში: „I Just Can’t Stop Loving You“, „Bad“, „The Way You Make Me Feel“, „Man in the Mirror“ და „Dirty Diana“.

მისი ყოველი ნაბიჯი მას-მედიის ინტერესის ობიექტი ხდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს მაიკლი ნევერლენდის რანჩოში ატარებდა. 1991 წლის ბოლოს გაყიდვაში გამოდის ჯექსონის ახალი ალბომი „Dangerous“. 1995 წელს კი „HIStory: Past, Present and Future - Book I“. ამ უკანასკნელში 15 სიმღერა შევიდა. მომღერალმა სადებიუტო სინგლი „Scream“ დასთან, ჯანეტთან ერთად, ჩაწერა. მაიკლი თანამშრომლობდა პროდიუსერებთან როდნეი ჯერკინსთან , თედი რილეისთან, რ.კელისთან და ფრიზთან.

1994 წელს ჯეკსონი როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარია პრესლიზე დაქორწინდა. ბევრმა ეს ქორწინება როგორც გამოჩენილი მომღერლის ფანდი ისე აღიქვა, რომლის მეშვეობითაც მაიკლს სურდა, თავისი პოპულარობა უფრო განემტკიცებინა, ეს ქორწინება 2 წელში დასრულდა. განშორების შემდეგ მარია პრესლიმ ჟურნალ „ფლეიბოისთან“ინტერვიუს დროს განაცხადა: „ეს იყო სისულელე, მაგრამ მე ამას მივხვდი ერთი წლის შემდეგ, ის საერთოდ არ არის სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცი, მასში თითქოს იყო რაღაც გამოუცნობი და მეჩვენებოდა, რომ მე შეყვარებული ვიყავი. რაც შეეხება შვილებს, ის მაძალებდა გამეჩინა, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი“.

მაიკლის მეორე ქორწინება შედარებით წარმატებული გამოდგა. 1996 წლის ბოლოს მან ცოლად დები როუ მოიყვანა. მათ ეყოლათ ვაჟიშვილი და გოგონა, 1999 წელს ისინი დაშორდნენ. ხმა ხელოვნურად განაყოფიერებაზე და ჯეკსონის მამობაში ეჭვის შეტანაზე, არ წყდებოდა. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ დები, უბრალოდ, ასრულებდა დედის როლს, მან კარგად იცოდა, რომ მაიკლს შვილების ყოლა უნდოდა, რაც ლიზა მარიასთან არ გამოუვიდა. დები როუმ დაშორების შემდეგ განაცხადა: „ჩემი შვილები მე არ მეძახიან დედას, რადგან მე ეს არ მსურდა, ისინი მაიკლის შვილები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისენი ჩემი შვილები არ არიან. მე გავაჩინე ისინი იმიტომ, რომ მაიკლი გამხდარიყო მამა, მე მჯერა, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნილნი არიან მშობლებად და სწორედ მაიკლია ერთ-ერთი მათაგანი, ის შესანიშნავი ადამიანია, საუკეთესო მეგობარი და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე იმ დღიდან, როცა გავიცანი. ხალხი ლაპარაკობს, რომ მე ჩემი შვილები მივატოვე, მე ისინი არ მიმიტოვებია, უბრალოდ, ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან“.

იმ შემთხვევის მერეც კი, როდესაც სასტუმროს აივანზე ჯეკსონი აჩვენებდა ბავშვს ჟურნალისტებს და კინაღამ ხელიდან გაუვარდა, ის მაინც კარგ მამად ითვლებოდა, მაიკლს სურდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა. 11-12 შვილზე ოცნებობდა, მაგრამ სურვილი განუხორციელებელი დარჩა.

2001 წელს მაიკლმა ალბომი „Invincible“ ჩაწერა, რომელიც მთელ მსოფლიოში ექვს მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. 2004 წლის 16 ნოემბერს მომღერალმა მსმენელს ახალი ალბომი „Michael Jackson: The Ultimate Collection’ Box Set“ წარუდგინა. კრებული შედგებოდა ხუთი დისკისგან, რომელიც 57 სიმღერას, 13 ძველ ჩანაწერს და 1992 წლის კონცერტის DVD–ვერსიას მოიცავდა.

2008 წელს გამოვიდა ჯექსონის ბოლო ალბომი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფების „Black Eyed Peas “ და „will.i.am“ სოლისტები, აგრეთვე რეპერები „Akon“ და „Kanye West“.

2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე - 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგიგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო. ოჯახის ადვოკატი - ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნება, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას.

იგი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში - „Forest Lawn Glendale“, ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. ჯექსონი ცნობილი სასაფლაოს მავზოლეუმში მერი პიკფორდის, ჰემფრი ბოგარტას, ნატ კინგ კოულის და უოლტ დისნეის გვერდით განისვენებს. „Associated Press“-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, მაკალეია კალკინა და სტივ უანდერი.

დღემდე არ არის დადგენილი, თუ რა გახდა 50 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი „პროპოფოლი“ გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა.

სხვა მონაცემებით, კი სიკვდილის მიზეზი პროპოფოლით კი არა, „პრეპარატების სასიკვდილო კომბინაციით“ იყო გამოწვეული. ჯექსონის გარდაცვალების დღეს, მისმა პირადმა ექიმმა აგანაცხადა რომ, პაციენტს „ვალიუმი“ (დიაზეპამი), „ატივანი“ (ლორაზეპამი) და „ვერსედი“ ( მიდაზოლამი) ერთდროულად მიაღებინა.


მაიკლ ჯექსონი 26 ივნისს გარდაიცვალა. უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, შეხვედროდა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს... 29 აგვისტოს პოპის მეფეს 50 წელი უსრულდებოდა...

მაიკლ ჯექსონი იყო: ჰუმანიტარული კოლეჯის საპატიო კურსდამთავრებული; ფირმის „MJJ Productions“ პრეზიდენტი; კომპანია „Mijac Music“ პრეზიდენტი; მსოფლიო კარატის ფონდის საპატიო წევრი; „Heal the World“ ფონდის დამაარსებელი; ფილოსოფიის დოქტორი და ქველმოქმედი. მაიკლ ჯექსონმა მიიღო უამრავი ჯილდო. ის მფლობელია ოცამდე „გრემის“, „World Music Awards“, „NAACP Image Awards“, „American Music Awards“, „Billboards Awards“, „Black Gold Awards“, „Crystal Globe Awards“, „Ebony Magazine Awards“, „Guinness Book of Records“, „Hollywood Star“, „MTV Awards“, „People’s Choice Awards“, „NARM“, „Bravo Magazine“, „Ebony Magazine“, „American Achievement Award“, „MTV Vanguard Awards“, „Soul Train Award“, „UNCF“, „American Dance Award“, „BET“, „British TV Industry Awards“, „British Phonographic Industry Awards“, „British Academy of Music Awards“, „Cashbox“, „Critic’s Choice Awards“, „Entertainment Tonight“, „Friday Night Video“, „Forbes“, „National Urban Coalition“, „Rolling Stone Magazine“, „U.K. TV Show“, „Vanity Fair Awards“, „Video Software Dealer Association Awards“, „Emmy Nominee“, „BMI Awards“, „Boy Scouts of America“, „Capital Children Museum“, „Music Connection“, „Sony Entertament“, „ NABOB, Operation One to One Award“, „President of U.S.“, „George Bush“, „Crenshaw Community Youth and Arts Foundation“, „Smash Hits Awards“, „Pop Rock Magazine“.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.michaeljackson.com[/center] Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფილმი: მაიქლ ჯექსონი:პოპ-ხატის ცხოვრება / Michael Jackson: The Life of an Icon

[img]http://www.picz.ge/img/s4/1111/22/2/22b64b654612.jpg[/img]

ფილმის მოკლე აღწერა: მომღერლის ცხოვრების შესახებ იდუმალ და საინტერესო ისტორიებს მოგვიყვება მისი მეგობარი, პროდიუსერი და ტვ-ვარსკვლავი დევიდ გესტი, დედა ქეტრინი, ძმა ტიტო, და რები და 50-ზე მეტი მეგობარი, კოლეგა. ვარსკვლავის ცხოვრების შესახებ ეს მომნუსხველი ფილმი ეფუძნება კადრს მიღმა დარჩენილ გამოსვლათა მასალებს და ოჯახურ ფოტოებს.

ფილმის ბმული [url="http://myhit.ge/index.php?FID=1&id=16739"]მაიქლ ჯექსონი:პოპ-ხატის ცხოვრება [/url]




[b]ფილმი: მაიკლ ჯექსონი.სასიკვდილო ნემსი / Michael Jackson. lethal injection (2011)[/b]

[img]http://srv03.motubestore.com/movies/Majkl.Dzhekson.Smertelyj.ukol/Majkl.Dzhekson.Smertelyj.ukol.jpg[/img]

ფილმის ბმული: [url="http://myhit.ge/index.php?FID=1&id=8950"]მაიკლ ჯექსონი.სასიკვდილო ნემსი[/url]



[b]ფილმი: მთვარეული / Moonwalker[/b]

[img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/thumb/0/0b/Smoothcriminal7.jpg/220px-Smoothcriminal7.jpg[/img]

ფილმის მოკლე აღწერა: მაიკლ ჯექსონის ცოცხალი კონცერტების ჩანაწერები და რიგი მხატვრული სცენები მასთან ერთად, როგორც მთავარ გმირთან. აქ შევიდა მაიკლის ზოგიერთი საუკეთესო ვიდეოკლიპი, რომლებიც გადაღებული იყო მსოფლიო ტურნეს დროს ალბომით «Bad»,და ასევე «Smooth Criminal» სიუჟეტის ხაზით სტილში ფენტეზი.

ფილმის ბმული: [url="http://myhit.ge/index.php?FID=1&id=874"]მთვარეული[/url]



[b]მაიკლ ჯექსონი: ყველაფერი დასრულდა / This Is It[/b]

[img]http://tiny.ge/wp-content/uploads/2010/04/michael-jackson-this-is-it-movie-poster.jpg[/img]

ფილმის მოკლე აღწერა: ფილმი შეიქმნა მაიკლის ოჯახის სრული მხარდაჭერით და ეფუძნება მრავალსაათიანი რეპეტიციების გადაღებებს, მასში აგრეთვე შესულია ლონდონის განუხორციელებელი კონცერტების მზადების პროცესი. ფილმი წარმოადგენს პოპის მეფის კარიერის უნიკალურ რეტროსპექტივას. [b](ფილმის ვიდეომასალა გადაღებულია Michael Jackson_ის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე)[/b]

ფილმის ბმული: [url="http://myhit.ge/index.php?FID=1&id=874"]მაიკლ ჯექსონი: ყველაფერი დასრულდა[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Michael Jackson: Thriller

[media]http://www.youtube.com/watch?v=sOnqjkJTMaA&ob=av2n[/media]


Michael Jackson: Billie Jean

[media]http://www.youtube.com/watch?v=_Bf6AST5Itw[/media] Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Michael Jackson: 2 Bad

[media]http://www.youtube.com/watch?v=HfuD8Uj5OsM[/media]

Michael Jackson: Dangerous

[media]http://www.youtube.com/watch?v=VDpGQcPx32Q&feature=fvwrel[/media] Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Michael Jackson: Smooth Criminal

[media]http://www.youtube.com/watch?v=TWucYbAp8Lk[/media]


Michael Jackson: Bad

[media]http://www.youtube.com/watch?v=dsUXAEzaC3Q&ob=av2e[/media] Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Michael Jackson: You are not alone

[media]http://www.youtube.com/watch?v=pAyKJAtDNCw&ob=av2e[/media]

Michael Jackson: Man In The Mirror

[media]http://www.youtube.com/watch?v=PivWY9wn5ps&ob=av2e[/media] Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
Top 30 Michael Jackson Songs:


30 Leave me alone-Michael Jackson
29 Can you feel it-Jacksons
28 Nothin’ (that compares 2 u)-Jacksons
27 Walk right now-Jacksons
26 One day in your life-Michael Jackson
25 Body-Jacksons
24 Farewell my summer love-Michael Jackson
23 Heartbreak hotel-Jacksons
22 Torture-Jacksons
21 Lovely one-Jacksons
20 Another part of me-Michael Jackson
19 She’s out of my life-Michael Jackson
18 P.Y.T. (pretty young thing)-Michael Jackson
17 Off the wall-Michael Jackson
16 Human nature-Michael Jackson
15 Smooth criminal-Michael Jackson
14 Wanna be startin’ somethin’-Michael Jackson
13 Thriller-Michael Jackson
12 State of shock-Jacksons with Mick Jagger
11 The girl is mine-Michael Jackson and Paul McCartney
10 Dirty Diana-Michael Jackson
9 I just can’t stop loving you-Michael Jackson and Siedah Garrett
8 The way you make me feel-Michael Jackson
7 Bad-Michael Jackson
6 Man in the mirror-Michael Jackson
5 Beat it-Michael Jackson
4 We are the world-USA for Africa
3 Rock with you-Michael Jackson
2 Say say say-Paul McCartney and Michael Jackson
1 Billie Jean-Michael Jackson
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://www.aceshowbiz.com/images/news/00025524.jpg[/img][/center]


[center][b]მაიკლ ჯექსონის თმისგან რულეტკისთვის ბურთს გააკეთებენ[/b][/center]

10 871 დოლარად აუქციონზე გაყიდულ მაიკლ ჯექსონის თმას ინტერნეტ-კაზინო Onlinegamblingpal.com სათამაშო რულეტკის ბურთისთვის გამოიყენებს.

მომღერლის თმა ნიუ-იორკის სასტუმროში Carlyle გამართულ აუქციონზე გაიყიდა. „ამ სახით კიდევ ერთხელ გვინდა უკვდავყოთ ლეგენდარული მომღერლის სახელი, ოღონდ სრულიად ახალი კუთხით. ბურთულა კაზინოს უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტით დამზადდება და მისი გამოყენების უფლება ნებისმიერ ლიცენზირებულ კაზინოს ექნება“ - წერენ Onlinegamblingpal.com-ზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.


წყარო: radio.ge Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ფილმი: მაიკლ ჯექსონის მოჩვენებები / Michael Jackson's Ghosts (1997 )

[img]http://weirdthings.com/wp-content/uploads/2009/07/skitched-20090706-015622.jpg[/img]

[b]ფილმის მოკლე აღწერა[/b]: პატარა ქალაქი აღელვებულია: ბორცვზე მდებარე სახლში, რომელიც ცნობილია მობინადრე მოჩვენებებით, დასახლდა უცნაური მამაკაცი. ის თავის თავს უწოდებს "მაესტროს". ის არ ჰგავს ქალაქის მაცხოვრებლებს. მაგრამ "მაესტრო" უყვართ ბავშვებს, რომელთაც ის ართობს მაგიური ფოკუსებით. ქალაქის მერი და რამოდენიმე განრისხებული მოქალაქე გადაწყვიტავენ, რომ მაესტრო საშიშია...

ფილმის ბმული: [url="http://myhit.ge/index.php?FID=1&id=19585"]მაიკლ ჯექსონის მოჩვენებები (1997)[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][color="#9932CC"][size="5"]I love Michael Jackson [/size][/color][/b]

:girlinlove: :girlinlove:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][color="#FF00FF"]Michael Loves You Too[/color][/size] :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://s019.radikal.ru/i639/1304/28/fac1b0cc84f1.jpg[/img]

[b]სენსაცია: მაიკლ ჯექსონის სხეულში ანტინარკოტიკული იმპლანტანტი აღმოაჩინეს[/b][/center]

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მომღერალი მაიკლ ჯექსონი საიდუმლო ანტინარკოტიკულ იმპლანტანტს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო. იმის შესახებ, რომ პოპის მეფის ორგანიზმში სპეციალური მოწყობილობა იყო ჩადგმული, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.

იმპლანტანტი გვამის გაკვეთის შემდეგ აღმოაჩინეს. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი – ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოს დოკუმენტები, რომლებშიც ჯექსონის ექიმების დასკვნებია მოყვანილი.

ეს ფაქტი, შესაძლოა, მომღერლის სიკვდილის არსებით მიზეზად ჩაითვალოს - ორგანიზმში იმპლანტანტის არსებობის არცოდნა ხომ შეუთავსებელი წამლების დანიშვნას გამოიწვევდა და შესაბამისად, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასაც.

როგორც ცნობილი გახდა, მაიკლს იმპლანტანტი ჯერ კიდევ 2003 წელს ჩაუდგეს იმისათვის, რომ მომღერალი ნარკოდამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინათ.

Narcan (სავაჭრო სახელწოდება "ნალოკსონი") ჰეროინ ან მორფდამოკიდებულების დროს ინიშნება. ის თავის ტვინში სიამოვნების რეცეპტორებს ბლოკირებას უკეთებს, რაც ნარკოტიკების მოხმარებას უაზრობად ხდის.

შეგახსენებთ, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი -მომღერლის ოჯახი საკონცერტო კომპანია AEG Live-ის წინააღმდეგ იბრძვის. პოპის მეფის ნათესავები 40 მილიონ დოლარს ითხოვენ იმისათვის, რომ კონცერტის ორგანიზატორები მაიკლ ჯექსონის ჯანმრთელობას უდიერად მოექცნენ და მის მკურნალად ექიმი კონრად მიურეი აიყვანეს.

წყარო: Abezara.com Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0