Sign in to follow this  
Followers 0

ფილმი „The Art of Flight“ - ფრენის ხელოვნება!

1 post in this topic

[img]http://allkino.in/IMG_0712.jpg[/img]
18 დეკემბერს სნოუბორდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრ „რუსთაველში“ Red Bull Media House-ის ახალი ფილმის “The Art of Flight” („ფრენის ხელოვნება“) დახურული პრემიერა გაიმართა.

The Art of Flight Red Bull Media House-ის და სტუდია Brain Farm-ის მიერ შექმნილი ფილმია სნოუბორდზე, რომელიც ექსპერტებმა სპორტული კინემატოგრაფის შედევრად უკვე აღიარეს.

ფილმის გადაღება 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში ასახულია რეალური სათავგადასავლო ისტორიები, ბუნების წარმოუდგენელი პეიზაჟები და მსოფლიოს ლეგენდარული სნოუბორდერების უბადლო სრიალის კადრები ალიასკაში, ჩილეში, კანადაში, პატაგონიაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში და ზოგ ისეთ ადგილას, რომელიც თანამედროვე რუქებზეც კი არ არის აღნიშნული.

ფილმში მონაწილეობენ: სნოუბორდის ლეგენდა და მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი რაიდერი - ტრევის რაისი, ასევე ჯონ ჯექსონი, ჯერემი ჯონსი, მარკ ლენდვიგი და ნიკოლას მიულერი. ფილმის რეჟისორია კურტ მორგანი.

მთები, ვერტმფრენები, ექსტრიმი, ულამაზესი ადგილები, უთოვლობა - ზედმეტი თოვლი, ადრენალინი, ბუნების სტიქია, ტრავმები, ურთულესი ილეთები და დაუვიწყარი ემოციები მსოფლიოს საუკეთესო რაიდერებთან ერთად - ეს არის „ფრენის ხელოვნება“ დიდ ეკრანზე.

პრემიერას ქართველი პროფესიონალი და მოყვარული სნოუბორდერები და მოთხილამურეებიც დაესწრნენ - დრეს-კოდის გათვალისწინებით - ზამთრის სრული ეკიპირებით.

ფილმის დამატებითი ჩვენება გაიმართება 27 და 28 დეკემბერს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

27 დეკემბერი 13:00 - თსუ-ს მე-2 კორპუსი, 1 სართული, მცირე საკონფერენციო აუდიტორია

28 დეკემბერი 17:00 - ილიაუნი-ს 1 კორპუსი, 1 სართული, აუდიტორია A 101
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0