Sign in to follow this  
Followers 0

Roxrite RED BULL BC ONE -ის ახალი ჩემპიონია

1 post in this topic

[img]http://laineigiori.ucoz.com/KD_111126_BC_One_LILG_0010.jpg[/img]
Roxrite RED BULL BC ONE -ის ახალი ჩემპიონია
26 ნოემბერს მოსკოვში, იური ნიკულინის სახელობის ცირკის არენაზე 2 500 მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული B-Boy შეჯიბრის - Red Bull BC One 2011 ფინალი გაიმართა.
2011 წლის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მსოფლიოს საუკეთესო 16 ბრეიქდანსის მოცეკვავე იბრძოდა 10 ქვეყნიდან, მათ შორის წინა წლის ჩემპიონი ბრაზილიელი Neguine, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები ამერიკელი Morris, კორეელი Hong 10 და რუსეთის წარმომადგენელი FlyingBuddha. თუმცა ნახევარფინალამდე მათ შორის მხოლოდ Neguine და Morris მივიდნენ, მაგრამ ორივემ წააგო და საბოლოო რაუნდში ერთმანეთს B-Boy Roxrite და B-Boy Lil G დაუპირისპირდნენ. ცირკის არენაზე წარმოუდგენელი ილეთებით და ენერგიით სავსე ბრძოლა გაიმართა, ორივე მოცეკვავე იმსახურებდა გამარჯვებას, თუმცა ჟიურიმ Red Bull BC One 2011-ის ჩემპიონის ტიტული ამერიკის წარმომადგენელ Roxrite-ს მიანიჭა.
Red Bull BC One ყველაზე პრესტიჟული «one-2-one» ფორმატის შეჯიბრია ბრეიქდანსში. ის პირველად 2004 წელს შვეიცარიაში გაიმართა და მას შემდეგ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 2012 წლის Red Bull BC One-ის ფინალი ბრაზილიაში ნოემბერში გაიმართება. Battle Must Go On! Edited by giorgifrangishvili
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0