Sign in to follow this  
Followers 0

ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებული მოვლენები

18 posts in this topic

როგორც იცით, გუშინ დილით, მუშაობის დაწყებამდე, ტელეკომპანია "მაესტროს" ტერიტორიაზე შემოვლითი გზით - ღობეზე გადახტომით - უცნობ პირებთან ერთად ეროსი კიწმარიშვილმა შეაღწია, რამაც გამოიწვია ტელეკომპანიის ეთერის პარალიზება.

იყო მრავალი დარღვევა, თუმცა თავისი არგუმენტები კიწმარიშვილსაც აქვს. ეს არგუმენტები, თავის მხრივ, ბათილდება კიდეც.

ორი ძირითად აზრი გამოიკვეთა:
რომ ამ ფაქტს აქვს პოლიტიკური სარჩული (საფრთხე ემუქრება დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიას. აქვე უკავშირებენ საგაზეთო ჯიხურების საქმეს და ერთ ჯაჭვად მოიაზრებენ);
და რომ ესაა მხოლოდ კიწმარიშვილისა და "მაესტროს" პრობლემა, რომელიც ძირითადად თანხებს უკავშირდება.

რა ხდება სინამდვილეში? რა ხდება ახლა, ამ დროში (აქტუალური ინფორმაცია)?
თქვენი აზრი, ვარაუდი, შეხედულება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24407904.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='662542']
თქვენი აზრი, ვარაუდი, შეხედულება.
[/quote]
გდებულიყო კიწმარიშვილი იმ თავის რუსთავი 2-ზე, რას ეპოტინება სხვისას, ვერ გავიგე :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
"დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა ეროსი კიწმარიშვილისა და მამუკა ღლონტის პირველმა ღამემ" (c) I არხის ჟურნალისტი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა ხდება და საქმე დასწრებაზე წავიდა. არც ღლონტია მთლად სუფთა. ჩემი აზრით ღლონტს და სხვა დამფუძნებლებს აღარ ჭირდებოდათ უკვე ეროსი. ასევე ჩუმი მოლაპარაკებები ქონდატ ერთმანეთთან მაესტროს და ივანიშვილს. კიწმარიშვილა ეს იყნოსა ან აყნოსინეს. მერე დაიბარეს შსს ში ან სადმე და დაავერბოვკეს მიშას სასარგებლოდ.კიწმარიშვილს შეთავაზეს ან ფული ან რავიცი რამე ან შეაშინეს და უთხრეს რომ ის გაეკეთებინა რაც გააკეთა.ამის შემდეგ რაც მოხდა ღლონტმა იხმარა ჭკუა და საჭირო დროს ზუსტად იმ მაზოლზე დაადგა ეროსის ფეხი სადაც უნდა დაედგა.ხო და ეგ იყო და ეგ რაა. ან რაღაც მსგავსი გათამაშდა.

[quote name='Serafit' post='662579']
გდებულიყო კიწმარიშვილი იმ თავის რუსთავი 2-ზე, რას ეპოტინება სხვისას, ვერ გავიგე :)
[/quote]
ნწ. კიწმარიშვილს წაართვეს ეგ ვერ მიხვდი? როგო ფიქრობ ამხელა ტელევიზიის პატრონი როგორიც რუსთავი ორია მაგის პატრონი წამოვა და მაესტროში გადავა? :D


ნწ. ეგ აახიეს ეროსის თან მწარედ. მაგიტომ გადავიდა ოპოზიციაში. მარა წასულიყო ბარემ რაა ფული გაქ შე ჩემა წადი რაა.

რაღა გინდა პოლიტიკაში
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='662627']
ნწ. კიწმარიშვილს წაართვეს ეგ ვერ მიხვდი? როგო ფიქრობ ამხელა ტელევიზიის პატრონი როგორიც რუსთავი ორია მაგის პატრონი წამოვა და მაესტროში გადავა? :D
[/quote]
ჯერ ელჩად წავიდა :D
"ერასტის ასე ეგონა, ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა,
იმდენი მამა უცხონდა, რამდენიც იმას მისცესა"

:D

მამუკას განცხადება:
[u][i][b]
ახლა როცა ეროსის “ტყვეობიდან“ გამოვედი ფეისბუქს გადავავლე თვალი, და აღმოვაჩინე რომ საზოგადოების ნაწილი, ცუდი თავალით მიყურებს ნაწილს ეჭვი ეპარება ჩემში, ჩემდა უნებლიედ ისეთი მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი რომ აღარ აღვიქმები მედიის ნაწილად, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, ამჟამად მე მაესტროს გენერალური პროდუსერი ვარ და ვგრძნობ რომ ჩემი ტვ მაესტროში ყოფნით ასევე უნებლიედ ჩრდილს მივაყენებ ჩემს კოლეგებს, ჩემთვის ერთი ადამიანის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ მე ვტოვებ ყველანაირ პოსტს მაესტროში და ვიქნები უბრალოდ მრჩეველი ისიც იმიტომ რომ ასეთ მძიმე პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი, მაესტროს უხელმძღვანელებს ბაჩო კიკაბიძე და ეკა აკობია ამ ორ ადამიანს 100 პროცენტით ვენდობი, აქვე გამოვთქვამ სურვილს რომ კახა ბექაური დაბრუნდეს მაესტროში თუნდაც ისიც მრჩევლად ტუ გვიკადრებს :) არ მინდა შექმნილი ვითარების გამო მაესტროს ჩემი უკვე ზოგისთვის საეჭვო რეპუტაციით ჩრდილი მივაყენო, გადაწყვეტილება საბოლოოა, აქვე დავამატებ რომ პასუხისმგებლობას არაფერზე ვიხსნი, მორჩა აღარც ეროსი აღარც მამუკა მაესტრო თავისუფალია. მამუკა ღლონტი.[/b][/i][/u]

სუფთაა თუ რაცაა, ამ კაცმა შექმნა ეს არხი და მოიყვანა კბილებით აქამდე... :ს
გამიტყდა. :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აი ჩემი ვარაუდი გამართლდა :D ეროსი ანგარიშებს აბარებს ვიღAცას :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შეიძლება ეროსისაც შეთავაზეს რაღAც და ეროსი არ წამოვიდა. მთლად გაგდება არამგონია სდომოდათ.ვხვდები რო მოიცილებდნენ თAვიდან ეროსის. მაგრამ არ ვიცოდი როდის


[quote name='Serafit' post='662696']
ჯერ ელჩად წავიდა :D
"ერასტის ასე ეგონა, ჩინს მომცემენ, ტემლაკებსა,
იმდენი მამა უცხონდა, რამდენიც იმას მისცესა"

[/quote]
მოდი ასე ვთქვათ წავიდა არა გაუშვეს. ანუ გაუჩალიჩეს. შევარდნაძის გადაგდების დროს რუსთავი ორმა დიდი წვლილი შეიტანა. რამდენად დიდი არ ვიცი მარა ხალხში ეგრე გამოჩნდა. ხო და ასეტი ტელევიზიის პატრონის პირდაპირ მოხსნა ან სადმე გადაგდება რთულია. ამიტომ ეგრე აახიეს რაა. გააყიდინეს და გაუშვეს პოლიტიკაში.

არა და მეცოდება ეროსიც. ბუნჩულა პატიოსანი კაცია. მარა ბეყეა და დებილი.წადი რაა ფული გაქ საქმეს მიხედე. ეხლა სულ გაიფუჭა საქმე


http://maestro.ge/?address=uc&id=27455&page=1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='662700']
მოდი ასე ვთქვათ წავიდა არა გაუშვეს. ანუ გაუჩალიჩეს. შევარდნაძის გადაგდების დროს რუსთავი ორმა დიდი წვლილი შეიტანა. რამდენად დიდი არ ვიცი მარა ხალხში ეგრე გამოჩნდა. ხო და ასეტი ტელევიზიის პატრონის პირდაპირ მოხსნა ან სადმე გადაგდება რთულია. ამიტომ ეგრე აახიეს რაა. გააყიდინეს და გაუშვეს პოლიტიკაში.
[/quote]
კი რა თქმა უნდა.
[quote name='sashka' post='662700']

არა და მეცოდება ეროსიც. ბუნჩულა პატიოსანი კაცია. მარა ბეყეა და დებილი.წადი რაა ფული გაქ საქმეს მიხედე. ეხლა სულ გაიფუჭა საქმე

[/quote]
ან ცოლისგან ისწავლოს ცოტა ეშმაკობა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორ შეაფასებდით ახლანდელ მდგომარეობას? "ნათელი მოეფინა" ყველაფერს ამ საქმეში და თქვენთვის დამთავრდა ეს ისტორია თუ გაქვთ კითხვები ერთ ან მეორე მხარესთან, რომლებზე პასუხსაც პირველ წყაროდან მოისმენდით?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
როგორ შეაფასებდით ახლანდელ მდგომარეობას? "ნათელი მოეფინა" ყველაფერს ამ საქმეში და თქვენთვის დამთავრდა ეს ისტორია თუ გაქვთ კითხვები ერთ ან მეორე მხარესთან, რომლებზე პასუხებსაც პირველწყაროდან მოისმენდით?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='662855']
"ნათელი მოეფინა"
[/quote]
ჩემთვის ბნელი დარჩა :ს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], მეც მასე მგონია, რომ ჯერ კიდევ ბნელია.

თუმცა, საშკამ ამოხსნა ეს განტოლება :დ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
გარკვეულწილად კი :D
მაგრამ რეალურად მაინც რა მოხდა, მაგათ იციან :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღეს ჩემ სკოლაში შემოვარდა მაესტრო :D :D რამიშვილი სამასწავლებლოში შევარდა და ჩემ მუსიკის მასწავლებელს თხოვდა იმღერეო :D :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Rafa"][/b], აქ სხვა პრობლემას ეხება თემა ;)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b], ა, ანუ ამისთვის ცალკე გამეხსნა თემა? :D :D :D :D
უბრალოდ მაესტროსთან დაკავშირებული თემა დავინახე და )))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მაკა ასათიანი: პრობლემის სათავე მოპარული 500 ათასი დოლარია [/b]

ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო არსებულ დაპირისპირებაში დღეს, 5 დეკემბერს, კიდევ ერთი ინფორმაცია გაჩნდა. ამჯერად „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება გააცნო საზოგადოებას შპს სტუდია „მაესტროსა“ და მისი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. მაკა ასათიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიში დაპირისპირება ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის მიერ მოპარულმა 500 ათასმა დოლარმა განაპირობა. შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის კომპანია ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის უფლებით სარგებლობდა. თავად ეროსი კიწმარიშვილი მაკა ასათიანის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ ყველა საკითხს ახლა სასამართლო და პროკურატურა განიხილავს. ამასთან, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს წერილობით მიმართეს და მათთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე რეაგირება სთხოვეს.

როგორც შპს სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის წერილიდან ირკვევა, მან სტუდია „მაესტროს“ წილი 2011 წლის აპრილში იყიდა გიორგი გაჩეჩილაძისგან, თუმცა ტელეკომპანიის დაფინანსება უფრო ადრე, 2010 წლის აგვისტოში, დაიწყო. 2011 წლის აგვისტოში მაკა ასათიანმა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ მიერ სტუდია „მაესტროსთვის“ გადარიცხული თანხების ანგარიში-შედარება მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც შპს სტუდია „მაესტროს“ მმართველი ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელი იყო, სხვადასხვა დროს, ინვესტირებული თანხების გაბერვით, 500 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა ჰქონდა მოპარული.

”აღმოჩნდა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში, ინვესტირებული თანხების გაბერვით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 ათასი დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც მან აღიარა და შეჰპირდა დამფუძნებლებს და კონკრეტულად მაკა ასათიანს, რომ ამ თანხებს დააბრუნებდა უახლოეს მომავალში”, - თქვა დღეს, 5 დეკემბერს, შპს სტუდია „მაესტროსა“ და მისი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

იმისათვის, რომ „მაესტროს“ ფუნქციონირება არ შეწყვეტილიყო, მაკა ასათიანმა საკუთარი სახსრებით 3 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა „მაესტროში“, ხოლო ეროსი კიწმარიშვილი, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ხელისუფლებას შეეკრა, რათა არ დაებრუნებინა თანხები და განეხორციელებინა „იმედი 2“-ის სცენარი „მაესტროში“, ნათქვამია მაკა ასათიანის წერილში, რომელიც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააცნო დღეს საზოგადოებას:

”ეროსი კიწმარიშვილი და ხელისუფლება მიიღებდა თავისას: ეროსი აიცდენდა ფინანსურ და მოპარული ფულის უკან დაბუნების ვალდებულებას, ასევე მიღებდა ახალ თანხებს, რაზეც გაურიგდა კიდეც ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება ირიბად, შენიღბვით მიაღწევდა ტელეკომპანია „მაესტროს“ პარალიზებას.”

ეროსი კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ბრალდებას არ იზიარებს და ამბობს, რომ დაპირისპირება „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და მას შორის ახლა სასამართლოსა და პროკურატურის გასარჩევია და ამიტომ ყველა კითხვას პასუხი იქ გაეცემა, თუმცა მაკა ასათიანის საპასუხოდ მაინც დასძენს:

”მაკა ასათიანს არაფერი აქვს ტელეკომპანიაში ჩადებული, გარდა იმისა, რომ მან შეისყიდა წილი. ტელეკომპანიაში ფული ჩადებული აქვს შპს „მედიიის მართვის კომპანიას“. სხვა დანარჩენი მისი პირადი დახარჯული ფული მამუკა ღლონტის თუ სხვა დანარჩენი ადამიანების კომფორტზე - ეს არ არის სტუდია „მაესტროს“ დაფინანსება.”

დღესვე, 5 დეკემბერს, სტუდია „მაესტროს“ წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართეს თხოვნით, ეროსი კიწმარიშვილს არ მისცენ საშუალება „მაესტროს“ შენობიდან სატელიტის მეშვეობით გადაიცეს „მაესტროს“ სიგნალი. როგორც პაატა სალია, სტუდია „მაესტროს“ წარმომადგენელი და ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას პარტნიორი, ამბობს, ეროსი კიწმარიშვილი აწარმოებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ დახურული სიგნალის ტრანსლირებას, რაც აკრძალულია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ ვიდრე საკითხზე ამომწურავი პასუხი გაიცემა, მანამდე მხოლოდ შემდეგის თქმა შეიძლება:

”კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელებზე და ავტორიზებულ პირებზე და ბატონ ეროსის კომპანია არც ლიცენზიის მფლობელია და არც ავტორიზებული პირი და, შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება მის საქმიანობაზე. რაც შეეხება სატელიტით მაუწყებლობას, უნდა შევისწავლოთ ეს საკითხი და მოგვიანებით მექნება პასუხი.”

თავად ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ამჯერად სატელიტურ გადამცემს ტექნიკურად ამოწმებენ და ეს არის ის, რისი ტრანსლირებაც ხდება:

”ამჯერად საუბარი მიდის არა ეთერში გაშვებაზე, არამედ სიგნალის ტექნიკურ გასწორებაზე. ეს ყველაფერი დასრულდება რამდენიმე საათში, შემდეგ ეთერში გავა იმის მიხედვით, რომელი დროებითი არხის ჩართვის საშუალებაც მოგვეცემა. არის არხები, რომელთაც არ მგონია დიდი სალიცენზიო მოთხოვნები ჰქონდეთ.”

აქვე ვთქვათ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა დღესვე სახალხო დამცველს მიმართეს თხოვნით, რეაგირება მოახდინოს მათთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე. სახალხო დამცველის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
და ისევ მაკა ასათიანის წერილს რომ დავუბრუნდეთ: რამდენიმე დღეში „მაესტროს“ ჟურნალისტებს ახალი შენობა ექნებათ, უახლესი აპარატურით აღჭურვილი; მათ ასევე გაეზრდებათ ხელფასები, გაიზრდება „მაესტროს“ საშტატო ერთეულიც.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24412182.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0