თვითმფრინავის ბიჭები

143 posts in this topic

ალბათ დამეთანხმებით,რომ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში თვითმფრინავის გატაცების ამბავი ერთ-ერთი ტრაგიკული ფაქტია ყველასათვის.სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს ამ ამბის შესახებ,მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიური საუბარი წავიდა ამ თემასთან დაკავშირებით.აჩვენეს ზაზა რუხაძის დოკუმენტური ფილმი "ბანდიტები",მიდიოდა განხილვა და კამათი იმის შესახებ,თუ ვინ არიან თვითმფრინავის გამტაცებლები....მოდით,ჩვბენც გამოვეხმაუროთ ამ თემას,თქვენი აზრით არიან ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები,თუ უბრალო კრიმინალები,რომლებიც ტერორიტებად უნდა გამოცხადნენ?უნდა დაესაჯათ ისინი უმაღლესი სასჯელის ფორმით?

მოდით შევაფასოთ ეს ისტორია 20წლის შემდეგ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოდით შევაფასოთ ეს ისტორია 20წლის შემდეგ

შეფასება არ ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს დავწერ

აჩვენეს ზაზა რუხაძის დოკუმენტური ფილმი "ბანდიტები",მიდიოდა განხილვა და კამათი იმის შესახებ,თუ ვინ არიან თვითმფრინავის გამტაცებლები

ვთვლი, რომ ბანდიტები ნამდვილად არ არიან. ბანდიტი ცოტა სხვა მნიშვნელობით მესმის მე.

რაც შეეხება გმირებს, არც გმირები არინ ჩემთვის ისინი, უბრალოდ არიან ადამიანები , რომლებსაც სურდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და ამის ძალიან ცუდი ფორმა აირჩიეს, ჩააგდეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში.

ისე ჩემთვის პირადად გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის.

უნდა დაესაჯათ ისინი უმაღლესი სასჯელის ფორმით?

მაგ პერიოდში უეჭველად დასჯიდნენ, ვერავინ იხსნიდა მაშინ, იმიტომ რომ ეგეთი კანონები იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dio21

გეთანხმები ლევან ბატონო, სავსებით... ბანდიტები კი არა სულელები იყვნენ... :angry: რამდენი გაქცეულა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ ა სეთი არაადამიანური ფორმით არა...

გმირები არა ფლავი, რა... აბა შენ იყო თვითმრინავში და შენ დაგადონ იარაღი საფეთქელზე.. მინდი მერე და გმირი ეძახე ტერორისტს... Fუჰჰჰ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა შენ იყო თვითმრინავში და შენ დაგადონ იარაღი საფეთქელზე.. მინდი მერე და გმირი ეძახე ტერორისტს

კი, სწორე ხარ

იდეა თავის თავად მისაღებია, რომ საბჭოეთიდან გაქცევა სურდათ , მაგრამ ფორმა ყოვლად მიუღებელია

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა,ეს ადამიანები არც ბანდიტები არიან,არც გმირები და იმ მოსაზრებასაც არ ვეთანხმები რომ ტერორისტები იყვნენ.ტერორისტი ძალიან ფართო ცნებაა და მისი მიზანია ადამიანებს მიაყენონ ზიანი..ამ შემთხვევაში ამ ადამიანები სმიზანი ეს არ ყოფილა....სამართლებრივი შეფასება რომ მოვახდინოთ ეს არის დანაშაული,რომელიც ჩადენილია პირდაპირი განზრახვით მაგრამ დაუდევრობით.ამ ბიჭებს გააზრებული არ ქონდათ ის,რომ მათი საქციელი არამართლზომიერი იყო,შესაბამისად სიკვდილით დასჯას არ იმსახურებდნენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ბიჭებს გააზრებული არ ქონდათ ის,რომ მათი საქციელი არამართლზომიერი იყო,შესაბამისად სიკვდილით დასჯას არ იმსახურებდნენ

არ იმსაუხურებდნენ ერთია და მაშინდელი პერიოდი კიდევ მეორე, მაშინ ეგრე არ იყო , რომ ეთქვათ შენი საქციელი არამართლზომიერია და ამიტომ შეგიწყალებთო , ეგ მაშინ გამორიცხული იყო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dio21

არა,უბრალოდ სწორად უნდა გამოეძიათ საქმე.ფაქტიურად ეს არავის უცდია.თუ არ ვცდები ის გამომძიებელი,რომელიც ამ საქმეს იძიებდა ციხეში ჩასვეს

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ ბიჭებს გააზრებული არ ქონდათ ის,რომ მათი საქციელი არამართლზომიერი იყო,შესაბამისად სიკვდილით დასჯას არ იმსახურებდნენ

მოიცა, არ მესმის, რას ქვია არ გააზრებული არ ჰქონდათ? :o რამდენი წლისანი იყვნენ, ჩვილები ხომ არა.. კარგი რა... თუ დააკვირდები ყველანი შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ....

ტერორიზმი განმიმარტეთ მაშინ.... თან საჰაერო ტერორიზმი და როგორ სჯიან ამგვარ დანაშაულს უცხოეთში ან საბჭოთა კავშირში ან პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოიცა, არ მესმის, რას ქვია არ გააზრებული არ ჰქონდათ? რამდენი წლისანი იყვნენ, ჩვილები ხომ არა.. კარგი რა... თუ დააკვირდები ყველანი შეძლებული ოჯახის შვილები იყვნენ....

გააზრებული არ ქონდა ის,რომ ასეთი შედეგით დამთავრდებოდა მათი ქმედება,არა აქვს მნიშვნელობა ასაკს და ოჯახს...ეგონათ რომ ყველაფერი ადვილად მოხდებოდა,მაგრამ ისე სადაა როგორც ჩვენ გვიდა

ტერორიზმი განმიმარტეთ მაშინ.... თან საჰაერო ტერორიზმი და როგორ სჯიან ამგვარ დანაშაულს უცხოეთში ან საბჭოთა კავშირში ან პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში

ამ ადამიანებს მთლად ტერორისტებს ვერ ვუწოდებთ,მიუხედავად იმისა რომ თვითმფრინავის გატაცება მძიმე დანაშაულია...რა ვქნა არ ვთვლი ამ ადმაიანებს ტერორისტებად და მომკლით

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

ვერ მოგკლავ.. სიბერემდე მჭირდები და ვერ გაგიმეტებ :D

მაშინ სად შეიძლება ეგ მოვნახოთ, კოდექსის ეგ პუნქტი? გუგლიაში რომ ავკრიფო მერე, გამოაგდებს ვითომ? ვცდი...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაშინ სად შეიძლება ეგ მოვნახოთ, კოდექსის ეგ პუნქტი? გუგლიაში რომ ავკრიფო მერე, გამოაგდებს ვითომ? ვცდი...

რომელი კოდექსისი რომელი მუხლი გინდაა :D

სიკვდილით დასჯა დღეს აღარ მოქმედებს საქაართველოში

0

Share this post


Link to post
Share on other sites
კი, სწორე ხარ

იდეა თავის თავად მისაღებია, რომ საბჭოეთიდან გაქცევა სურდათ , მაგრამ ფორმა ყოვლად მიუღებელია

ეხლა არ თქვა კომუნისტურ რეჟიმს გაურბოდნენო, რაღაც ექნებოდათ მაგათ მიქარული :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეხლა არ თქვა კომუნისტურ რეჟიმს გაურბოდნენო, რაღაც ექნებოდათ მაგათ მიქარული

რამე რომ ქონოდათ მიქარული უცებ გამოუჩხრიკავდნენ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

საქმეზე მიდიხარ და გააზრებული არა გაქვს? კაი რა. ჯიბგირმაც კი იცის სხვის ჯიბეზე რომ დაიჭირონ რამდენს მიუსჯიან და მაგათმა არ იცოდნენ მაგ სახის დანაშაულზე როგორი სასჯელი იყო? რა სს კოდექსია რ იშოვებოდა თუ რა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თქვენი აზრით არიან ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები,თუ უბრალო კრიმინალები

არავითარ შემთხვევაში არც კრიმინალები და მითუმეტეს ტერორისტები არ ყოფილან. არამედ გონება გახსნილი და თავისუფლების მოყვარულნი, სხვადასხვა ინფორმაცია მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით წაკითხული და როგორც მახსოვს თითოეულ მათგანს შეეძლო უცხოეთში წასვლა უპრობლემოდ, მაგრამ ეს იქნებოდა მხოლოდ " ბოროტების იმპერიის" დატოვება ყველანაირი პროტესტის გარეშე. თვითმფრინავის გატაცება იყო იმ ადამიანური ემოციის, გონებრივი შესაძლებლობის და თავისუფლების შეგრძნების ამოფრქვევა რაც საბჭოთა კავშირში თაობების მანძილზე იყო ჩაკლული ტერორის, დახვრეტის და სხვა ძალადობრივი ხერხების საშუალებით. ამ ფაქტით მსოფლიოს უნდა შეეტყო რომ საბჭოთა კავშირში ხალხი თავისუფლების ძიებაში იყო, ეს უნდა ყოფილიყო ფაქტი იმისა რომ ეს "უძლეველი" სტალინისტური მანქანა ძალას კარგავდა და ისტორიის ფურცლებში თავის საბოლოო სისხლიანი სიტყვების ჩაწერას ცდილობდა. სამწუხაროდ და საუბედუროდ ამ არაჩვეულებრივი ბიჭების და 9 აპრილს დაღვრილი უდანაშაულო სისხლით. კომუნისტური წყობის შენარჩუნების უსუსური მცდელობა და სამარცხვინო საქციელი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეხლა არ თქვა კომუნისტურ რეჟიმს გაურბოდნენო, რაღაც ექნებოდათ მაგათ მიქარული

რავიცი, რაღაც რომ ჰქონოდათ მიქარული არამგონია საქმის ჩაწყობა გასჭირვებოდათ:)

ისეთი ოჯახებიდან იყვნენ ეგენი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგარი საცოდაობა იყო :(

0

Share this post


Link to post
Share on other sites
საქმეზე მიდიხარ და გააზრებული არა გაქვს? კაი რა. ჯიბგირმაც კი იცის სხვის ჯიბეზე რომ დაიჭირონ რამდენს მიუსჯიან და მაგათმა არ იცოდნენ მაგ სახის დანაშაულზე როგორი სასჯელი იყო? რა სს კოდექსია რ იშოვებოდა თუ რა?

+1

სამწუხაროდ და საუბედუროდ ამ არაჩვეულებრივი ბიჭების და 9 აპრილს დაღვრილი უდანაშაულო სისხლით.

და 9 აპრილი რა შუაშია, ვერც კი შეადარებ,

0

Share this post


Link to post
Share on other sites

brother of fate

თვითმფრინავის გატაცება იყო იმ ადამიანური ემოციის, გონებრივი შესაძლებლობის და თავისუფლების შეგრძნების ამოფრქვევა რაც საბჭოთა კავშირში თაობების მანძილზე იყო ჩაკლული ტერორის, დახვრეტის და სხვა ძალადობრივი ხერხების საშუალებით.

მიმიფურთხებია მასეთი თავისუფლების გამოხატვისგან..... ვითომდა სისხლიანი ტერორის წინააღმდეგ გამოდიხარ და სინამდვილეში შენც იგივეს სჩადიხარ.. თვითმფრინავში სროლის ატეხვა და უდანაშაულო ხალხის ფსიქიკის დანგრევა რითაა საბჭოთა კავშირის ტერორზე უკეთესი? ამიხსენით ერთი....

და 9 აპრილს რატომ ადარებ, ვერ გავიგე :unsure:

არაჩვეულებრივი ბიჭების

ჰმ! ვისთვის როგორ.... <_<

0

Share this post


Link to post
Share on other sites

chibukha

საქმეზე მიდიხარ და გააზრებული არა გაქვს? კაი რა. ჯიბგირმაც კი იცის სხვის ჯიბეზე რომ დაიჭირონ რამდენს მიუსჯიან და მაგათმა არ იცოდნენ მაგ სახის დანაშაულზე როგორი სასჯელი იყო? რა სს კოდექსია რ იშოვებოდა თუ რა?

გააზრებული ის არ ქონდათ,რომ ხალხის დახოცვა მოუწევდათ,რაღაც ძალიან მარტივი ეგონათ ყველაფერი...თავისთავად რა თქმა უნდა ეს ადამიანები დამნაშავეები არიან,ამაზე არ უნდა ვიდავოთ,მაგრამ ტერორისტებადაც არ მოვნათლოთ რა

ადამიანი,როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს უფლება აქვს სასამართლოზე დაიცვას თავი.სამართლიანად ჩატარდეს გამოძიება და სასჯელიც სამართლიანად მიესაჯოთ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
chibukha

გააზრებული ის არ ქონდათ,რომ ხალხის დახოცვა მოუწევდათ,რაღაც ძალიან მარტივი ეგონათ ყველაფერი...თავისთავად რა თქმა უნდა ეს ადამიანები დამნაშავეები არიან,ამაზე არ უნდა ვიდავოთ,მაგრამ ტერორისტებადაც არ მოვნათლოთ რა

ადამიანი,როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს უფლება აქვს სასამართლოზე დაიცვას თავი.სამართლიანად ჩატარდეს გამოძიება და სასჯელიც სამართლიანად მიესაჯოთ

იარაღს რომ იდებ ჯიბეში და თვითმფრინავის გატაცება გაქვს ჩაფიქრებული, ესე იგი გააზრებული გაქვს (თუ მთლად დებილი არ ხარ) რომ ვიღაცის მოკვლა მოგიწევს. თვითმფრინავის გატაცება ნებიემიერი ქვეყნის კანონით საჰაერო მეკობრეობა და ტეროროზმია. მაინტერესებს ეგეთი ადამიანი თავს როგორ დაიცავდა სასამართლოზე. "დეიდებო ბიძიებო ეს ერთი მაპატიეთ მეტს არ ვიზამ დედას გეფიცები' (ნამტირალევი ხმით რა თქმა უნდა).

პ.ს. 1)ისე სასამართლო პროცესი ლატარიას გავს. ბევრი რამაა დამოკიდებული ადვოკატზე და მის მოხერხებულობაზე, პროკურორზე, მოსამართლეზე, საზოგადოებრივ აზრზე თუ გნებავს.

2)გამოძიება _ თითქმის ყველგან ერთნაირი მეთოდებია

3) სასჯელი სამართლიანი კი არ არის არამედ ისეთი როგორიც სს კოდექსში წერია და ნაკლებს ვერც ერთი მოსამართლე ვერ მიუსჯის ძაანაც რომ უნდოდეს, ვერც პროკურორი მოითხოვს კოდექსით გათვალისწინებულზე მეტს და ვერც ადვოკატი მიაღწევს კოდექსით გათვალისწინებულზე ნაკლებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
იარაღს რომ იდებ ჯიბეში და თვითმფრინავის გატაცება გაქვს ჩაფიქრებული, ესე იგი გააზრებული გაქვს (თუ მთლად დებილი არ ხარ) რომ ვიღაცის მოკვლა მოგიწევს. თვითმფრინავის გატაცება ნებიემიერი ქვეყნის კანონით საჰაერო მეკობრეობა და ტეროროზმია. მაინტერესებს ეგეთი ადამიანი თავს როგორ დაიცავდა სასამართლოზე

ეხლა ჩევნ ვსაუბრობთ ვიღაცეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,ამიტომ გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია.მე ვთქვი ჩემი აზრი,იქედან გამომდინარე რა ინფორმაციაც მაქვს,ასე მგონია,რომ იარაღი მხოლოდ გასატაცებლად და არა მკვლელობისთვის სჭირდებოდათ

პ.ს. 1)ისე სასამართლო პროცესი ლატარიას გავს. ბევრი რამაა დამოკიდებული ადვოკატზე და მის მოხერხებულობაზე, პროკურორზე, მოსამართლეზე, საზოგადოებრივ აზრზე თუ გნებავს.

2)გამოძიება _ თითქმის ყველგან ერთნაირი მეთოდებია

3) სასჯელი სამართლიანი კი არ არის არამედ ისეთი როგორიც სს კოდექსში წერია და ნაკლებს ვერც ერთი მოსამართლე ვერ მიუსჯის ძაანაც რომ უნდოდეს, ვერც პროკურორი მოითხოვს კოდექსით გათვალისწინებულზე მეტს და ვერც ადვოკატი მიაღწევს კოდექსით გათვალისწინებულზე ნაკლებს

სასამართლო პროცესი არგუმენტების შეჯიბრია,ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა დანნაშავე ხარ თუ ანგელოზი... .მე საერთოდ არ ვარ მომხრე სიკვდილით დასჯის და ამის აცილება სწორად რომ გამოძიებულიყო საქმე შეიძლებოდა.მართლაარის დამოკიდებული ადვოკატის მოხერხებულობაზე ბრალდებულის განაჩენი,ანუ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის შემსუბუქება ყველა ვარიანტში შეიძლება.უბრალოდ ვფიქრობ,რომ ეს ადამიანები ამ ყველა ვარიანტში უნდა დსჯილიყვნენ,მაგრამ არა ამ გზით.სამართალი ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლის გარეშე უზნეობა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ninikela

საინტერესო მსჯელობაა :) რა მაინტერესებს, ნინ, ხომ აეროპორტიდან აიყვანეს? ანუ ფაქტზე წაასწრეს, ხომ? რაღა აცილება გამოვიდოდა....

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს ადამიანები დამნაშავეები არიან,ამაზე არ უნდა ვიდავოთ,მაგრამ ტერორისტებადაც არ მოვნათლოთ რა

დღეს ეგეთებს ტერორისტებს ეძახიან:) აბა გაიტაცე თვითმმფრინავი თუ ტერორისტი არ დაგიძახონ:)

ადამიანი,როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს უფლება აქვს სასამართლოზე დაიცვას თავი.

რომელ სასამართლოზე, საბჭოთა სასამართლოზე?

სამართლიანად ჩატარდეს გამოძიება და სასჯელიც სამართლიანად მიესაჯოთ

ეხლა რაღა აზრი აქვს სასამართლოს ჩატარებას? ვინ უნდა დასაჯონ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ninikela

საინტერესო მსჯელობაა :) რა მაინტერესებს, ნინ, ხომ აეროპორტიდან აიყვანეს? ანუ ფაქტზე წაასწრეს, ხომ? რაღა აცილება გამოვიდოდა....

ფაქტი რას მიქვიან ტიპებმა პილოტი ვერ დაიყოლიეს საზღვარი გადაეკვეთა და სტამბოლში დამჯდარიყო, პილოტმა ისევ თბილისში დასვა ლაინერი, მერე კი სპეც დანიშნულების რაზმმა აიყვანა,

ჩემი აზრით ეს ნაბიჯი ყველაზე გაუმართლებელი იყო, ხმელეთიდან უფრო შესაძლებელი იქნებოდა საზღვრის გადაკვეთა ვიდრე საჰაერო გზით, ბოლო ბოლო პარტია მთლიან პასაჟირებით სავსე ლაინერს ჩამოაგდებდა, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში,

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting