Sign in to follow this  
Followers 0

Google Search

95 posts in this topic

[b][color="#FF00FF"][size="3"][url="http://seoforgeorgians.com/საძიებო-სისტემა-და-მისი-ე/"]სტატია[/url][/size][/color][/b]
http://www.youtube.com/watch?v=D6ADZBh1vGM&feature=player_embedded
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კარგი სტატიაა მარა შეგეძლო გადმოგეკოპირებინა და წყარო მიგეწერა:

[b]კონკრეტული ფრაზის მოძებნა (“Something”) ასევე ეწოდება Phrase ძებნა.

სიტყვის ბრჭყალებში ჩასმით, თქვენ უთითებთ საძიებო სისტემას, რომ ძიებაში ამოაგდოს მხოლოდ ზუსტი სიტყვები, იმ თანმიმდევრობით, როგორც თქვენ შეიყვანეთ ძებნის დროს. მაგალითდ, თუ თქვენ ჩაწერთ “business blog” , საძიებო სისტემა არ ამოყრის გვერდებს რომელიბიც შეიცავენ business reality blog-ს არამედ მიიღებთ გვერდებს სადაც ეს სიტყვები (business blog) ზუსტი თანმიმდევრობით არის ნახსენები.

“business blog directory” -ის ძებნისას თქვენ Google მოგაწვდით შედეგებს სადაც ნახსენებია ფრაზა business blog directory ზუსტი თანმიმდევრობით.



მოძებნე ზუსტი ფრაზა (+)

Google ავტომატურად იყენებს სიტყვის სინონიმებს თქვენს მიერ მითითებულ ძებნაში, მაგალითად, ის პოულობს გვერდებს, რომლებიც შეეხება ბავშვთა მოვლას childcare, მაგრამ შედეგებში გიჩვენებთ სიტყვების ასეთ განლაგებასაც > child care . ან California history-ის ძებნისას შედეგებში იქნება > ca history . მიუხედავად იმისა, რომ ხშირად Google ამით გეხმარებათ, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში თქვენ სულ არ გინდოდეთ ამ სინონიმების გამოყენება და გჭირდებოდეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს რომელიმე კონკრეტულ ფრაზას. სიტყვის წინ + ნიშნის დაწერის შემთხვევაში, თქვენ ატყობინეთ Google-ს, რომ გიჩვენოთ მხოლოდ სიტყვების კომბინაცია, რომელიც თქვენ მიუთითეთ. (სიტყვის ბრჩყალებში ჩასმის შემთხვევაშიც თქვენ ზუსტად იგივე შედეგს მიიღებთ.)



ტერმინები, რომლებიც არ გინდათ ძებნაში მოხვდეს (-)

სიტყვის წინ მინუს ნიშნის დაწერის შემთხვევაში, თქვენ ატყობინებთ საძიებო სისტემას, რომ არ გინდათ გაჩვენოთ გვერდები, რომლებიც შეიცავენ ამ კონკრეტულ სიტყვას. მინუს ნიშანი უნდა დაწეროთ პირდაპირ სიტყვის წინ, მაგრამ ამ ნიშანს წინ უნდა უსწრებდეს „space“. მაგალითად, თუ თქვენ ჩაწერთ > anti-virus software ამ შემთხვევაში მინუს ნიშანი გამოყენებულია, როგორც დეფისი და საძიებო არ აღიქვამს ამას, როგორც გამონაკლის სიმბოლოს. მაგრამ ძებნა > anti-virus -software ამ შემთხვევაში საძიებო მოძებნის სიტყვებს ‘anti-virus’, მაგრამ შედეგებში არ იქნება ნაჩვენები სიტყვა software. ძებნის დროს თქვენ შეგიძლიათ გამოაკლოთ იმდენი სიტყვა, რამდენიც თქვენ გნებავთ, ყველა სიტყვის წინ მინუს ნიშნის დაწერით: jaguar -cars -football –os . ეს მეთოდი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გინდათ, საძიებო სისტემამამ ამოაგდოს ინფრომაცია რომელიმე კონკრეტული საიტიდან. მაგალითად თქვენ არ გინდათ ინფორმაცია nytimes.com ამისათვის საძიებოშ ჩაწერთ -site: nytimes.com



The OR operator

თუ თქვენ გინდათ, Google-მ ძებნისას გაჩვენოთ შედეგი ან ერთ ან მეორე სიტყვაზე, თქვენ ძებნა უნდა განახორციელოთ შემდეგნაირად: Travel agency italy or france მაგრამ თუ თქვენ ჩაწერთ Travel agency italy france მაშინ Google გაჩვენებთ შედეგს Travel agency-ზე იტალიაშიც და საფრანგეთშიც.



And Operator

თუ თქვენ გაინტერესებთ თუ რა დამოკიდებულებაა, რომელიმე ორ საძიებო სიტყვას შორის, მაგალითად, სიღარიბე და დანაშაული. თუ საძიებოში ჩაწერთ poverty And crime, მაშინ საძიებო გაჩვენებთ შედეგებს, სადაც საუბარია მოცემულ ორივე საძიებო სიტყვაზე.



Specific Document Types:

თუ თქვენ ეძებთ რაიმე კონკრეტული ტიპის ფაილს, თქვენ ძებნისას შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ტიპი. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ PowerPoint პრეზენტაციის მოძებნა, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ მარკეტინგთან, თქვენ ძებნისას მიუთითებთ:

“internet marketing” filetype:ppt

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ტექსტური ფაილების გაფართოებები:

.doc (Microsoft Word Document)

.docx (Microsoft Word Open XML Document)

. pdf (Portable Document Format)

.msg (Outlook Mail Message)



სიტყვის განმარტება

თუ თქვენ გნებავთ, ნახოთ რაიმე სიტყვის ან ფრაზის განმარტება, უბრალოდ გამოიყენეთ “define“ . მაგალითად: define:love



Wildcards – ჩანაცვლების ნიშანი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერულ მეცნიერებაში (*)

ამ ოპერატორის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ რაიმე სიტყვა მრავლობითი ფორმითაც ან ამ სიტყვის ფუძისგან წარმოებული სხვა სიტყვებიც. ეს ასევე არის ძალიან კარგი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ მოძებნოთ ინფორმაცია სიტყვებზე, რომლის წერაც ზუსტად არ იცით.

მაგალითად:

• sing* მოძებნის singing and sings

• theat* მოძებნის theater and theatre



author:

თუ თქვენ გინდათ, მოძებნოთ სტატია, რომელიც შეიცავს რაიმე კონკრეტულ სიტყვას და იცით ამ სტატიის ავტორი, თქვენ საძიებოში შეგიძლიათ მიუთითოთ საძიებო სიტყვა და ავტორის სახელი და გვარი ან Mail მისამართი. მაგალითად, გაინტერესებთ სტატია, რომელიც შეიცავს სიტყვას > children და დაწერილია John Doe-ს მიერ, მაშნ უნდა ჩაწეროთ:

children author:john author:doe ან

children author:doe@someaddress.com





location:

თუ თქვენ გაინტერესებთ სტატია, რომელიც შეიცავ თქვენს საძიებო სიტყვას და გინდათ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინფორმაცია, მაგალითად, გინდათ სტატია, რომელშიც იქნება საძიებო სიტყვა > queen და ეს სტატია უნდა იყოს კანადიდან, მაშინ ძებნის დროს ჩაწერთ: queen location:canada





weather:

თუ თქვენ გაინტერესებთ რომელიმე ქალაქის ამინდის პროგნოზი, მაშნ ძებნისას მიუთითეთ weather Sunnyvale CA



to გადამყვანი

თუ თქვენ გინდათ რომელიმე სიდიდე, მაგალითად კილომეტრი გადაიყვანოთ მილებში, მაშნ გამოიყენეთ to ოპერატორი. მაგალითი, 10 km to mile. იგივე მეთოდით შეგიძლიათ გადაიყვანოთ სხვა სიდიდეებიც:

5kg to pounds

11.4 $ to euro

14 year to days



SEO-oriented Operators

ძიება კონკრეტულ ვებ საიტზე (Something site:Something.com)

თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია business blog -ის შესახებ რომელიმე კონკრეტული საიტიდან, მაგალითად mashable.com-იდან , მაშინ საძიებოში ჩაწერთ business blog site:mashable.com და Google გიჩვენებთ გვერდებს mashable.com-იდან რომელებიც შეიცავენ keyword-ებს(ფრაზებს,სიტყვებს) > business, blog.

ხოლო თუ ზუსტად ამ ფრაზის (business blog) მოძებნა გვსურს ვიქცევით ასე:

“business blog” site:mashable.com

site:mashable.com -ძებნისას ვნახულობთ mashable.com-ის ყველა (დაინდექსებულ, გუგლის მიერ ნაპოვნ) გვერდს.

site:seoforgeorgians.com გვიჩვენებს ჩვენს ყველა გვერდს:



info:

თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია რაიმე საიტთან დაკავშირებით, მაგალითად amazon.com-ის შესახებ, საძიებოში მიუთითეთ info:amazon.com და გაჩვენებთ საიტის ღწერას, თუ რას შეეხება ის.



Host:

თუ თქვენ გაინტერესებთ თუ რომელი კომპანიის ჰოსტინგზეა განთავსებული ესა თუ ის საიტი, საძიებო სისტემაში მიუთითეთ host:disney.com



თუ გაინტერესებთ რომელიმე კონკრეტული საიტიდან გამავალი ლინკები, მაშინ საძიებოში ჩაწერეთ link:warriorforum.com და გაჩვენებთ ამ საიტიდან გამავალ ლინკებს.



intitle:

intitle:business blog ამ ოპერატორის გამოყენებით საძიებო სისტემა გიჩვენებთ საიტებსა და გვერდებს, რომლის”title tag” შეიცავს თქვენს მიერ მითითებულ საძიებო სიტყვებს, keyword-ებს.

allintitle:

თუ გინდათ მოძებნოთ საიტი ან გვერდი, რომელიც დომენის სახელში(ლინკში) ან meta description-ში(ახწერა) შეიცავს რომელიმე კონკრეტულ სიტყვას, მაგალითად, სიტყვებს ‘business’ და ‘blog’, ძებნის დროს მიუთითეთ:

allintitle:business blog რის შემდეგაც საძიებო სისტემა გამოიტანს ყველა იმ საიტს თუ გვერდს, რომელიც შეიცავს თქვენს მიერ ძებნაში შეყვანილ სიტყვებს. ასევე შეგვიძლია Phrase მოვძებნოთ > business blog:

allintitle:”business blog”. ამ შემთხვევაში თქვენს მიერ შეყვანილი ყველა საძიებო სიტყვა იქნება title tag-ში ზუსტი სიტყვათა თანმიმდევრობით.

Inurl:

Inurl:business blog მოვძებნით საიტებს რომლებსაც ლინკშია სიტყვები business, blog

allinurl:

allinurl:business blog ოპერატორის გამოყენებისას საძიებო სისტემა მოძებნის ყველა საიტს, რომლის ლინკი შეიცავს სიტყვებს: ‘business’ და ‘blog’.



Inanchor

Inanchor:”business blog” მოძებნის გვერდებს, რომლის შემავალი (inbound) ლინკები შეიცავს ყველა თქვენს საძიებო სიტყვას.

allinanchor:

მოძებნის გვერდებს, რომლის შემავალი (inbound) ლინკები შეიცავს ყველა თქვენს საძიებო სიტყვას. allinanchor:business blog მოძებნის გვერდებს, რომლიც შედგება ‘business’ and ‘blog’. Anchor არის მაგალითად ფორუმი



allintext:

allintext:business blog ოპერატორის გამოყენებით თქვენ მოძებნით დოკუმენტებს, რომლის ძირითადი ტექსტი შეიცავს სიტყვებს ‘business ’ და ‘blog ’.



თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ საიტების გაფართოება, მაგალითად:



business blog site:.gov მოძებნის მხოლოდ gov საიტების გვერდებს სადაც ნახსნებია Business, blog



“business blog” site:.edu მოძებნის მხოლოდ edu საიტების გვერდებს სადაც ნახსენებია business blog ზუსტი თანმიმდევრობით.



“business blog” powered by wordpress site:.edu – ვპოულობთ wordpress-ის ძრავის .edu ბლოგებს სადაც ზუსტი თანმიმდევრობით არის keyword > business blog



powered by vbulletin site:.edu – .edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)



powered by ipb site:.edu - .edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)



inurl:*.edu inurl:forum – .edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)



inurl:*.gov inurl:forum - .gov ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

inurl:*.gov inurl:blog guestbook – .gov ბლოგები (ჩანაწერის გასაკეთებლად)



inurl:*.edu inurl:blog guestbook – .edu ბლოგები (ჩანაწერის გასაკეთებლად)



site:.edu intext:”powered by phpbb” - edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)



site:.edu intext:”powered by IPB” - edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)



site:.edu intext:”powered by smf” – edu ფორუმები (წინ შეგვიძლია მივუწეროთ სასურველი keyword)

მემგონი აღარ გაგიჭირდებათ edu და gov ლინკების მოსაპოვებლად რესურსების პოვნა.[/b]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
:yes:
გადმოკოპირება არ იქნება კაი არც თქვენი ფორუმისთვის და არც შემი ბლოგისთვის :( Edited by Nino Rostomashvili
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Nino Rostomashvili"][/b], ფორუმისთვის კარგი იქნება იმ მხრივ რო ყველას შეეძლება აქვე წაიკითხოს, და შენი ბლოგისთვის კიდევ ლინკის ანუ წყაროს მითითებით ბექლინკი მაინც გექნებოდა.

რაც შეეხება საიტს საკმაოდ მომეწონა და მიხარია რომ ასეთი რამეები კეთდება დამწყებთათვის :) რჩევა მექნება რო მარჯვენა საიდბარში გამოიტანო კიდევ სხვადასხვა ინფორმაცია, როგორიცაა პოპულარული პოსტები, ბოლო კომენტარები და ა.შ. რაც გაქვს გამოტანილი ანუ ახალი პოსტები სულაც არაა საინტერესო იმიტო რო ისედაც ჩანს მთავარ გვერდზე რაა ახალი და რა ძველი.

ასევე SEO-ზე გაქვს საიტი შექმნილი და უნდა იცოდე რო ფუტერში ეს ტექსტი:

[quote]Designed by: http://backlinksindexer.com | Thanks to Mens Wallets, embedded systems testing and backlinks[/quote]

სადაც საკმაოდ ბევრი ლინკია გამოყენებული ავნებს შენ საიტს.

წარმატებები :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხოო ამ თემავ ვეწვალე და ვერ მოვაშორე ფუთერიდან გამავალი ლინკები :D მერე ვნახავ კოდებს.
Thanks to [color="#0000FF"]Mens Wallets[/color] რომ არის ფუთერში. Mens Wallets-ის ძებნისას პირველ პოზიციაზეა საიტი რომლის ლინკი ჩემს საიტზეა. ესეც თავისებური სეო ხრიკია, უფასო თემებს ფუთერში ძლიერად უსვავენ ხოლმე საკუთარ ლინკებს და ავრცელებენ ასეთ თემებს.

ვერ მოვიცალე ნორმალურად რომ მივხედო საიტს. ყველა ვიდეოს მინდა რომ თავის სტატია დავუწერო და სტატიაში განვვავრცო ის თემები რაც ვიდეოში ვილაპარაკე.
დიდი მადლობა რომ მოგეწონა. იმედია თქვენი ფორუმელები დაინტერესდებიან და თუ შეკითხვები გაუჩნდებათ დაპოსტავენ აქ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა ლინკებზეა საუბარი? განუმარტეთ ამ საკითხში გამოუცდელ ადამიანს რა :D
პ.ს. ჩორნა, დონალდგეიმსს რომ ეძებდნენ, ჩემთან ხვდებოდნენ ხშირად :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], საიტიდან ბევრი გამავალი ლინკი SEO-სთვის ცუდია მითუმეტეს ფუტერში რადგან ფუტერის ლინკები ყველა გვერდზე ჩანს.
რაც შეეხება დონალდეიმსს რო ეძებდნენ შენ იმხელა სტატია გქონდა მიძღვნილი რო ამოაგდებდა აბა რას იზამდა :D

[b][member="Nino Rostomashvili"][/b], ხო დავსერჩე და დაცული ქონია მაგ თემას ლინკები, მაგრამ რამის მოხერხება მაინც შეიძლება :D

P.S ქალი ამ საქმეში მემგონი პირველად ვნახე და ძალიან სასიამოვნოა :D Edited by ჩორნა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ჩორნა' post='652401']
Serafit, საიტიდან ბევრი გამავალი ლინკი SEO-სთვის ცუდია მითუმეტეს ფუტერში რადგან ფუტერის ლინკები ყველა გვერდზე ჩანს.
[/quote]
გასაგებია, მადლობა :*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ჩორნა"][/b], [quote name='ჩორნა' post='652401']
DonaldGames.Com - #1 თამაშების საიტი საქართველოში!
[/quote]
ხელმოწერა შეცვალე, ან საიტი ჩართე :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="დინამო"][/b], წავშალე :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0