Sign in to follow this  
Followers 0

ტომი ემანუელი

7 posts in this topic

[url="http://www.youtube.com/watch?v=lwdgjgnxnhk"][img]http://i1.ytimg.com/vi/lwdgjgnxnhk/default.jpg[/img][/url] [url="http://www.youtube.com/watch?v=4x0QHUTWDFA"][img]http://i1.ytimg.com/vi/4x0QHUTWDFA/default.jpg[/img][/url] [url="http://www.youtube.com/watch?v=lmfCn9j-ebk"][img]http://i1.ytimg.com/vi/lmfCn9j-ebk/default.jpg[/img][/url] [url="http://www.youtube.com/watch?v=aPufrEGVkRI"][img]http://i2.ytimg.com/vi/aPufrEGVkRI/default.jpg[/img][/url] [url="http://www.youtube.com/watch?v=OsiqIinwlhE"][img]http://i4.ytimg.com/vi/OsiqIinwlhE/default.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გიტარ ინთერნეშნლ (Guitar International)
Little by Little ინტერვიუ ტომი ემანუელთან. (2011. 4 მარტი)
________________________________________

ავსტრალიელმა გიტარისტმა, ტომი ემანუელმა, აკუსტიკური გიტარის ერთერთი საუკეთესო შესრულება აჩუქა მსოფლიოს პლანეტის დასამშვენებლად. იგი ინტენსიური საკონცერტო ტურების მქონე მუსიკოსია, რომელიც ბრწყინავს სცენაზე საკუთარი უნარით ალერსით, მოფერებით და დროდადრო კი სლეპით შეასრულოს აკუსტიკური არანჟირებები თავის ”გალახულ” ”მეიტონი”-ს (Maton) გიტარებზე. ტომი ემანუელი ატყვევებს აუდიტორიებს თავისი იუმორით, მსოფლიო კლასის შესრულებითა და პერკუსიული ილეთების მრავალფეროვნებით ექვს სიმზე.

სტუდიაში დაბრუნებული ტომი ემანუელი ალბომს ალბომზე უშვებს. მისი ბოლო ალბომი Little By Little არის ორმაგი გამოცემა, რომელიც მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს პოპ-მუსიკის, ბალადებისა და სხვა თრეკების მიქსს, გიტარის ინსტრუმენტულ ნამუშევრებს მსუბუქი ”აფეთქებებით”.

10 წლის ასაკში ტომი ემანუელს უკვე მოვლილი აქვს მშობლიური ავსტრალია გასტროლებით. ამის შემდეგ, ის უსმენს გიტარისტს ნეშვილიდან, ჩეტ ატკინსს, და ასე ნახულობს ტომი საკუთარ მოწოდებას ცხოვრებაში.

ტომი ემანუელის სოლო ალბომები და DVD გამოცემები განსაკუთრებულია და ერთგვარად ჯადოსნურიც. მას გამოშვებული აქვს სამი ცოცხალი საკონცერტო DVD, სამი სასწავლო DVD და წელიწადში 300 დღე მოგზაურობს გასტროლებით დაუღლელად.
________________________________________


რიკ ლენდერსი: რამდენიმე წლის წინ გნახეთ კარნეგი ჰოლში ლეს პოლის 90 წლის საიუბილეო საღამოზე.
ტომი ემანუელი: ო, დიდებული საღამო იყო!

რიკ ლენდერსი: რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
ტომი ემანუელი: დიდებული მოგონებები მაქვს. არტისტთა ოთახში ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ხოსე ფელიციანო, ბაკი პიზარელი; ლესთან ერთად ყოფნის გამო ჩვენ ყველას ძალიან კარგი განწყობილება გვქონდა. შესანიშნავი საღამო იყო!

რიკ ლენდერსი: ამასწინათ, მე ვესაუბრე რასტი პოლს და მან მითხრა, რომ შენ და ლესმა ერთად ”მაგრად” დაუკარით და რომ, ”მამა აღტაცებულიც კი იყო” თქვენით.
ტომი ემანუელი: იგი იყო როგორც მამა ჩემთვის. ყოველთვის, როცა კი დამინახავდა ცდილობდა ტუჩებზე ეკოცნა ჩემთვის.

რიკ ლენდერსი: (იცინის) და გაკოცათ?
ტომი ემანუელი: (იცინის) ის მეუბნებოდა: ”მაკოცე ერთი შვილო!”

რიკ ლენდერსი: ის ძალიან კარგი ადამანი იყო. ორჯერ მქონდა საშუალება ინტერვიუ ამეღო მისგან, ის საკმაოდ მხიარული და, უნდა ითქვას, კარგი ხუმარაც იყო.
ტომი ემანუელი: მას თავისებური მწვავე ხუმრობა უყვარდა, მაგრამ ძალიან კეთილი გულის მქონე ადამიანი იყო.

რიკ ლენდერსი: მე ვიცი, რომ თქვენ თითქმის ყოველთვის საკონცერტო ტურში ხართ.
ტომი ემანუელი: ხვალიდან კვირა დღის ბოლომდე ვიქნები ელიზაბეტთაუნში, კენტუკი, ”ტომიფესტ”-ზე. შემდეგ ორი საღამო ბალბოა თეატრში სან დიეგოში (Balboa Theatre in San Diego), რის გამოც მართლა ვღელავთ. საქმე იმაშია, რომ ”ფი-ბი-ეს” (PBS, Public Broadcasting Service) აპირებს გადაიღოს თავისი ქსელისათვის ეს კონცერტები და შემდგომ გამოსცეს DVD ”ტომი და მეგობრები”. ეს გამოყენებული უნდა იყოს ეთერში უკვე ივნისიდან. ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი ბიძგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე, ყველა ჩემი სტუმრისათვის.

რიკ ლენდერსი: მოგვიყვებით ვინ იქნება თქვენთან ერთად, თუ უნდა დაველოდოთ კონცერტებს?
ტომი ემანუელი: ო, რა თქმა უნდა! ფრენკ ვინოლა არის ჩემი სტუმარი გიტარისტი. ის და ვინი ერთად უკრავენ და ჩვენ გამოვალთ ტრიოში. მე მყავს ბრწყინვალე მომღერალი და სიმღერების ავტორი, პემ როუზი ნეშვილიდან. ასევე, ჩემი სტუმარია ახალგაზრდა ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ენტონი სნეიპი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოსმენას; ის შესანიშნავია.

რიკ ლენდერსი: ბოლო ალბომში Little By Little შესულია ის ნამუშევრები, რომელსაც მე პირარად ვუწოდებ ”ემანუელის სტანდარტებს” The Jolly Swagman, Finger Lakes, Countrywide და სხვა. ამ ალბომში 24 თრეკია და თუ არ მეშლება, წინა ალბომშიც Center Stage 24 თრეკია. ჩემი კითხვა ასეთია: ეს სიყვარულის შრომები ხომ არ დაემსგავსება საბოლოოდ მხოლოდ შრომას?
ტომი ემანუელი: (იცინის) ამ ალბომისათვის მე მართლა დიდი სურვილი მქონდა ყველა ეს ნაწარმოები შესულიყო მასში. მე არ მინდოდა, რომ მუსიკალურ გამომცემლობას მოეთხოვა ”ჩვენ გვინდა მხოლოდ 12 ნაწარმოები”. მოხარული ვარ, რომ ”სონი” ავსტრალიაში დამეთანხმა მე და გამოსცა ორმაგი ალბომი. Favored Nations აღფრთოვანებულია ალბომით. ჩემი ლეიბლის მენეჯერია სტივ ვაი. მან გამომიგზავნა შესანიშნავი წერილი თუ როგორი ყურადღებით მოუსმინა ალბომის თითოეულ თრეკს, მან გამიზიარა საკუთარი ემოციები და შეხედულებები აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს იყო ძალიან დეტალური და სასიამოვნო წერილი.

რიკ ლენდერსი: თუ არის რაიმე ახალი თქვენს საშემსრულებლო ტექნიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც აღმოაჩინეთ და/ან შეიმუშავეთ და, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისათვის?
ტომი ემანუელი: ვფიქრობ, რომ საინტერესოა ამ მხრივ მოუსმინოთ ალბომის ბოლო თრეკს The Trails, მის პირველ ნაწილში არის საინტერესო ინტერვალები ნოტებს შორის, როდესაც მე ვცდილობ ფლეიტის ჟღერადობის იმიტაციას.

რიკ ლენდერსი: მე ვიცი, რომ თქვენი ”მეიტონ” გიტარები ცოტა ”გალახული” გყავთ, ხშირად თავად შევსწრებივარ ამას. ეს ხანდახან მაგონებს უილი ნელსონის ტრიგერს. ეს ერთერთია თქვენი საყვარელი ”მეიტონ” გიტარებიდან?
ტომი ემანუელი: დიახ! ეს არის გიტარა, რომელიც გამოიყურება როგორც ყველაზე ”ძველი”. მასზე დაკვრა მართლა ზეციური სიამოვნებაა.

რიკ ლენდერსი: რამდენი ხანია რაც უკრავთ ამ ინსტრუმენტზე?
ტომი ემანუელი: 2003 წლიდან. როდესაც გიტარა მივიღე, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ დეკას ავაძრე ნაკაწრებისაგან დამცავი და გადავხეხე ლაქი ინსტრუმენტზე.

რიკ ლენდერსი: საინტერესოა! მე ვიცი, რომ ჯონ ლენონმა საღებავი გადააძრო თავის პირველ რიკენბეკერს. არ ვიცი ცდილობდა თუ არა ამით განსხვავებული ჟღერადობის მიღწევას.
ტომი ემანუელი: ყველას გვაქვს თავისებურებები. მახსოვს, წლების წინ, როდესაც მე განვქორწინდი, ყველაფერი ირგვლივ და მე თვითონაც ძალიან მოწყენილი ვიყავი ყოველივე ამის გამო, დავიწყე ჩემს გიტარაზე წერა რამაც ერთგვარად გამოაკეთა ჩემი მდგომარეობა. არ ვიცი რატომ. რაღაცეებს ვწერდი გიტარაზე რის შედეგადაც ინსტრუმენტი ძალიან გადატვირთულად გამოიყურებოდა ბოლოს და ამიტომ სულ გადავხეხე წარწერები და დავიწყე წერა თავიდან. (ორივე იცინის).

რიკ ლენდერსი: ბოლოს ჩვენ შევხვდით ალექსანდრიაში, ვირჯინია. მე მგონი თქვენ იქ მიიღეთ ძველი გიბსონი თქვენი ფანებისაგან. თუ ატარებთ ამ ინსტრუმენტს საკონცერტო ტურებზე?
ტომი ემანუელი: დიახ, აუცილებლად! ეს იყო 1934 წლის Kalamazoo, შესანიშნავი პატარა ინსტრუმენტი.

რიკ ლენდერსი: სხვა სიახლეები ამ მხრივ?
ტომი ემანუელი: მაქვს ახალი ”ქოლინგსი” (Collings), მაგრამ ტურებზე ჯერ არ ვატარებ მას. მაქვს, ასევე, ახალი ”მეიტონი”, ზუსტად ისეთი როგორც ძველი, იგივე ოსტატის მიერ და იგივე ხის მასალისაგან დამზადებული, ის უკეთესიც კია. სასწაული გიტარაა.

რიკ ლენდერსი: სხვა ინსტრუმენტებზე თუ უკრავთ?
ტომი ემანუელი: ვუკრავ ბასზე და დრამზე. მქონდა მცდელობა ფორტეპიანოსა და მანდოლინაზე დაკვრის. ცოტა მწყრალად ვარ მათზე.

რიკ ლენდერსი: 12-სიმიან გიტარაზე თუ უკრავთ?
ტომი ემანუელი: მაქვს ერთი 12-სიმიანი გიტარა, ეს არის ძველი ”მეიტონი”, ძალიან კარგი გიტარაა, მაგრამ მე ხშირად არ ვუკრავ 12-სიმიან გიტარაზე, ნაკლებად ვარ მისით დაინტერესებული.

რიკ ლენდერსი: ამდენი გასტროლებისათვის კარგი იქნებოდა სამოგზაურო მოსაკრებლის მიღება. ხომ არ გაქვთ სამომავლო გრძელვადიანი სტრატეგია, რის შედეგადაც დასახლდებოდით რომელიმე კურორტზე, ხოლო თქვენი ფანები კი მოვიდოდნე თქვენს სანახავად?
ტომი ემანუელი: (ორივე იცინის) იცით რა შევნიშნე? დღეს ჩემი სახლიდან ნოლენსვილში (Nolensville) მანქანით მოვდიოდი ქალაქში და დავინახე, რომ აშენებენ ახალ დარბაზს. ვიფიქრე, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ მომიწევს იქ დავუკრა ყოველ შაბათს და ყველანი კი მოვიდნენ ჩემთან სტუმრად ისე, როგორც ლეს პოლი აკეთებდა ამას (ორივე იცინის).

რიკ ლენდერსი: მეც ეს გავიფიქრე. ვიცი, რომ ზოგიერთი არტისტი მიდის ლას-ვეგასში და სახლდება იქ გარკვეული დროით.
ტომი ემანუელი: მე შემომთავაზეს ცხოვრება პალმ სპრინგსში (Palm Springs). ყველაფერი, რაც იქ უნდა გავაკეთო არის ის, რომ უნდა ვიყო ერთიანი წარმოდგენის ნაწილი და უნდა დავუკრა მხოლოდ 20 წუთი ყოველ საღამოს. შემოთავაზების პირობები მართლა შესანიშნავია - საკუთარი ბინა, მანქანა და ა.შ. არ ვიცი მივიღებ თუ არა ამ წინადადებას, რადგან ეს არის ექვსი კვირა ერთი და იგივე ადგილას გამოსვლა, არ ვიცი ეს მართლა მომეწონება თუ უბრალოდ შევიშლები.

მაგრამ ახლა მე ვარ ახალგაზრდა და მხნე, ცერებზე მდგომი მზად ვარ როკისათვის. ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ თავს საკუთარ სხეულსა და სულში და მინდა დავუკრა ხალხისათვის მთელს მსოფლიოში. უბრალოდ მინდა ვიყო ყველგან და ვუკრავდე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://farm5.static.flickr.com/4032/4575050224_7bcec20f33_z.jpg[/img][img]http://farm5.static.flickr.com/4033/4561575980_c56212effa_z.jpg[/img][img]http://farm2.static.flickr.com/1165/1216814356_dcdb33029e_z.jpg[/img][img]http://farm6.static.flickr.com/5202/5252608812_7df635a84b_z.jpg[/img]

[img]http://farm5.static.flickr.com/4106/4985533996_35d9e444c3_z.jpg[/img][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][url="http://www.youtube.com/watch?v=XlhR10FasQA"][img]http://i1.ytimg.com/vi/XlhR10FasQA/default.jpg[/img][/url][/center]
[center]ავსტრალიის არაოფიციალური ეროვნული ჰიმნი Waltzing Matilda, ცნობილი ავსტრალიელის შესრულებით.[/center]

ბალადის მთავარი გმირია Jolly Swagman, სამუშაოს მოხეტიალე მაძიებელი ადრინდელ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 'მატილდა', ანუ ზურგჩანთა (როგორც წესი, დახვეული ლოგინის ქვეშაგები) - სვეგმენის ერთადერთი ქონება.
ბალადა დაწერილია 1895 წელს. ლექსის ავტორია ბანჯო პატერსონი, მუსიკის ავტორი - კრისტინა მაკფერსონი.

[center][center][img]http://farm3.staticflickr.com/2085/2083160997_cdf517cd1a_b.jpg[/img]
[img]http://farm1.staticflickr.com/104/288389350_16dd50b1e8_b.jpg[/img]
[img]http://farm1.staticflickr.com/129/395084015_5cbafff885_b.jpg[/img][/center][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][center]Antonella's Birthday[/center][/b]
[center][url="http://www.youtube.com/watch?v=Zek1vROh08Q"][img]http://i3.ytimg.com/vi/Zek1vROh08Q/default.jpg[/img][/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][url="http://www.youtube.com/watch?v=gcDV9tGR77E"][img]http://i4.ytimg.com/vi/w81WqA0Caxw/default.jpg[/img][/url] [b]Just An Old Fashioned Love Song[/b]

[b]Dixie McGuire[/b] [url="http://www.youtube.com/watch?v=w81WqA0Caxw"][img]http://i4.ytimg.com/vi/gcDV9tGR77E/default.jpg[/img][/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][img]http://sphotos-g.ak.fbcdn.net/hphotos-ak-prn1/154163_10151260044798650_1355705767_n.jpg[/img][/center]
[center][img]http://sphotos-e.ak.fbcdn.net/hphotos-ak-prn1/525554_10151212817750771_2000801616_n.jpg[/img][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0