Sign in to follow this  
Followers 0

გმირი vs გმირი

1 post in this topic

თავდაპირველად გამოქვეყნდა [url="http://leningradcowboysgoamerica.wordpress.com/"]ჩემს ბლოგზე[/url].

[url="http://pix.ge/"][img]http://b.pix.ge/z/umapv.jpg[/img][/url]

დღევანდელ ცხოვრებაში რამდენი ადამიანის გმირია აქილევსი, ჯორდანო ბრუნო, აინშტაინი და ა.შ. ათასობით შეიძლება მსგავსი ადამიანების ჩამოთვლა. ინფორმაციულ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ამაზე აღარავინ დავობს. მედია მეოთხე ხელისუფლებიდან პირველისკენ მიემართება. ადამიანები დაავადებულნი არიან ახალი ამბებით.

ალბათ, განვითარების იმ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც ამ ყველაფერს გულისხმობს. ტელევიზია კონვეირის ფუნქციას ასრულებს: აცხობს გმირებს, გვიყვება ტრაგედიების შესახებ, ვიგებთ ცნობადი სახეების ინტიმურ ფაქტებს და ა.შ. ჩვენ ეს ყველაფერი მოგვწონს, ვიღებთ, ვამუშავებთ და სხვებს ვუზიარებთ. ასე იქმნება ერთი დიდი ქსელი, რომელიც ინტერნეტამდე იყო. ეს ვერბალური კომუნიკაციაა, რომელიც მითოლოგიიდან დაწყებული, პერფომანსებით დამთავრებული ყველაფერს მოიცავს.

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რა შუაშია ამხელა წინათქმა ფილმისთვის. სავსებით სამართლიანია ეგეც, მაგრამ როდესაც ხედავ, ამერიკულ ფილმში, რომელიც 1992 წელს არის გადაღებული და გრძნობ აბსოლუტურ ანალოგიას იმის, რაც ხდება დღევანდელ შენს ქვეყანაში, ამის შემდეგ არაფერია გასაკვირი.

ფილმის (“[url="http://www.imdb.com/title/tt0104412/"]Hero[/url]“) სიუჟეტია ასეთია: საზოგადოებისთვის, ოჯახისთვის ყოვლად არასასარგებლო ბერნარდი (დასტინ ჰოფმანის გმირი) გადაარჩენს ადამიანებს ავიაკატასტროფის შემდეგ. ამ ყველაფერზე ნიჭიერი რეპორტიორი გეილი (ჯინა დევისის გმირი) გააკეთებს ისეთ სიუჟეტს, რომ მთელ ამერიკას აატირებს (ცოტა დაფიქრება და პირველი რაც გაგახსენდებათ, ქართულ არხებზე გასული სიუჟეტებია, რომელიც კლონებივით ჰგავს ერთმანეთს). თავად სწორედ ბერნარდის წყალობით გადარჩება. ბოლოს კი ჯონი (ენდი გარსიას გმირი), რომელიც ამ გმირობას მიითვისებს და გახდება ამერიკის ნაციონალური გმირი. დადის საავადმყოფოებში, ხვდება ვიეტნამის ომის ვეტერანებს, დახმარების ხელს უწვდის მთელს კაცობრიობას.

ფილმში ოსტატურად არის ნაჩვენები ტელევიზიის როლი ადამიანების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ აატირონ მაყურებლები და მიაჯაჭვონ ეკრანებთან. გადახედეთ დღევანდელ სიტუაციას, მსგავსება იმდენად დიდია, რომ ვერ დაინახო შეუძლებელია. საქართველოს იმდენი უცნობი გმირი გამოუჩნდა ამ ბოლო დროს, რომ თითო ჩვეულებრივ მოსახლეზე თითო გადამრჩენელი მოდის.

ახლა მედლის მეორე მხარე ვნახოთ, როდესაც საზოგადოებასთან ურთიერობის სპეციალისტები ყველაფერისგან სკანდალს ქმნიან. აბსოლუტურად ყველაფერის გაყიდვა შეუძლიათ. ფილმში არის სცენა, როდესაც ადამიანი თავს იკლავს, ხტება მაღალი შენობიდან. ოპერატორი გახარებულია, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ის გადაიღო, დაცემამდე ფოკუსში ჰყავდა. რაღაც ძალიან ნაცნობია კვლავ ჩვენთვის, როდესაც ქართველი ჟურნალისტები ყველგან და ყველაფერში ძვრებიან, მათთვის ეთიკა ისეთივე უცხოა, როგორც ჩემთვის უმაღლესი მათემატიკა. ერთს კი ნამდვილად მივხვდი, რომ დასავლური ინფორმაციული ნარკომანია საქართველოს დროზე ადრე შეხვდა. ჩვენი ქვეყანა არ იყო მზად ამისთვის. იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთში ტელევიზიების ბუმი იყო, ჩვენ ველური დასავლეთი გვქონა რუსთაველის გამზირზე (გადავხედოთ 90-იანებს). გარკვეული დროის შემდეგ ჩვენც იმ ქვეყნების რიგში აღმოვჩნდით, სადაც მოხუცის გზაზე გადაყვანიდან დაწყებული, ომში დაღუპული ჯარისკაცით დამთავრებული ყველა გმირია. განსაკუთრებით შეგვიყვარდა საკუთარი ისტორია და უცხოელებთან ნარცისიზმის პიკს ვაღწევთ.

რამდენად ლოგიკურია ჩვენი ქმედება?! ტელევიზიამ ხომ არ ჩაგვინერგა გმირები, მოვლენები, ქცევები და ა.შ. მათი შემოძახილის შემდეგ ხომ არ მივაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება?! რამდენად სწორად გვაწვდიან ინფორმაციას?! ყველა არხი ერთ აზრზე რატომ არის გამუდმებით?! რატომ აწყობენ ტელევიზიები რევოლუციას?!

ხედავთ რამდენი კითხვაა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. პასუხი თავად ტელევიზიის შემქმნელებსაც არ აქვთ, რადგან ინერციით მიყვნენ დინებას, რომელიც რომელ ოკეანესთან მიგვაერთებს არავინ იცის.

“Why does a dog wag its tail? Because a dog is smarter than its tail. If the tail were smarter, the tail would wag the dog.”

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად სხვისი ცხოვრება, განსაკუთრებით კი ინტიმური დეტალები აინტერესებს. ომი, არეულობა, კატასტროფები ეს ის თემებია, რომლებიც ყველას აერთიანებს.

მომავალი ჟურნალისტებისთვის ხომ არის must read წიგნები, მოვლენები, რომლებმაც ჟურნალისტიკა დღევანდელობამდე მოიყვანეს (“უოტერგეიტის საქმე” და მისთანები), უნდა იყოს ასევე სანახავი ფილმები, რადგან მათი ნახვის შემდეგ დაფიქრდნენ და სხვა, უკეთესი პროფესია აირჩიონ. სანახავ ფილმებში კი აუცილებლად “[url="http://www.imdb.com/title/tt0120885/"]Wag the Dog[/url]“-ს შევიყვანდი. ჩემი უნივერსიტეტის სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი მეორე კურსზე გვაჩვენეს. 50 კაცში (ნახევარს რუსული არ ესმოდა) რამდენად შესაძლებელია ამ ფილმიდან რამე დაგამახსოვრდეს, მაგის გარკვევა თქვენთვის მომინდვია. როგორ ხდება ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი ამბებიდან, რას აკეთებს მედია ამ დროს, რამდენი “პრობლემა” ჩნდება ამ ყველაფრის ფონზე, რა ხერხებით ამუშავებენ მაყურებლების ტვინებს, ეს ყველაფერი 97 წუთიან ფილმშია ჩატეული.





[url=http://www.ireporter.ge/2011/08/30/%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-vs-%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98/]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0