Sign in to follow this  
Followers 0

გვარდიის განყოფილების წ-ე-ს-ე-ბ-ი !

1 post in this topic

- [1] უაზრო, პროპაგანდისტული თემების გახსნა. მაგ.: "შოკში ვარ, რა ვქნა?" "მიშველეთ" და ა. შ. სათაური უნდა იყოს კონკრეტული, პირველი პოსტი კი ინფორმატიული. მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სამსჯელო თემა. წინააღმდეგ შემთხვევაში თემა გაუფრთხილებლად დაიხურება და წაიშლება! განმეორების შემთხვევაში მომხმარებელს მიეცემა სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ კი ვორნი!

- 2] დიდი რაოდენობით სმაილების გამოყენება პოსტში. ეცადეთ სათქმელი ჩამოაყალიბოთ სიტყვებით...

- [3] გვარდიაში სხვა web რესურსების ყველანაირი რეკლამირება!

- [4] რასისტული, შოვინისტური თემების გახსნა, უცენზურო სიტყვების წერა, ერთმანეთის ან მესამე პირის შეურაცხყოფა განსხვავებული პოლიტიკირი თუ რელიგიური შეხედულებების, ეთნიკური წარმოშობის გამო. კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვები და ნებისმიერი აღმსარებლობის სასულირო პირის უდიერად მოხსენიება! თუ მაინცდამაინც რამე სათქმელი გაქვთ, მაგისთვის PM არსებობს და ის გამოიყენეთ!

- [5] აკრძალულია თემის გაოფება, უაზრო და უშინაარსო პოსტები. თუ არ გაქვთ ჩამოყალიბებული აზრი საკითხის შესახებ, თავი შეიკავეთ დაპოტვისაგან.

- [6] დეზინფორმაციის გავრცელება. რაიმე მონაცემის მოყვანისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო.

- [7] ისეთი ინფორმაციის დადება, რომლის გავრცელების უფლებაც თქვენ არ გაქვთ. მაგ.: სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებები. საქართველოს არმიაზე და სპეცსამსახურებზე დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის დაწერა. მიუხედავად არსებული ოფიციალური წყაროებისა ნუ გამოვაქვეყნებთ რიცხოვნობას, ადგილმდებარეობას და ა.შ.

- [8] ნაციონალურ საკითხებზე უხეში, შეურაცხმყოფელი ან მუქარის ტონის შემცველი პოსტების დადება, სეპარატისტული იდეების გავრცელება, მსგავსი კამათის შეგნებული პროვოცირება. იმავე წამს მიიღებთ ბანს!!!

- [9] დისკუსიის წარმართვის არასამართლიანი საშუალებები, როგორიცაა:

საკუთარი გზავნილების ჩასწორება, წაშლა იმ მიზნით, რომ თავდაპირველი აზრის გადაკეთებული ფორმით წარმოჩენა ანაც დამალვა მოხდეს მას შემდეგ, რაც თემაში მათ გამოხმაურება მოჰყვება(მაგალითად თავხედური შეტყობინების წაშლა, რომელმაც გამოიწვია ანალოგიური პასუხების დაწერა).იმ გზავნილის წაშლა, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია, შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ანაც საკუთარი დანაშაულის აღიარების ან მობოდიშების შემდეგ.ამასვე მიეკუთვნება თემის არაკორექტული სათაურის გადაკეთებაც.

- [10] დემაგოგიის გამოვლინებები, კერძოდ თანამოსაუბრეების აზრის გადასხვაფერება, სხვისი აზრის მათზე მიკუთვნება და ასე შემდეგ.

- [11] ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს, კერძოდ:

ირიბი პროვოკაციისათვის, ანუ შეტყობინება, რომელიც ფორმალურად არ არღვევს ფორუმის წესებს, მაგრამ მაგალითისათვის შეიცავს სადავო მტკიცებას, გამოთქმულს უპირობო ფორმით

- [12] ახალი თემის გახსნამდე, ჩაათვალიერეთ განყოფილება, ან გამოიყენეთ ძებნის ზოგადი ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოდერატორი უფლებას იტოვებს ავტორის დაუკითხავად თემა მიუერთოს უკვე არსებულს.

- [13] თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ მოითმინოთ(გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, როცა მოდერატორი გაწმენდს თემას.თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ თქვენდამი მოდერატორი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს "მან პირველი დაიწყო".თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით გადარჩეს, თქვენ კი მიიღებთ ბანს. ამიტომ გთხოვთ იყავით ყოველთვის თავშეკავებული.

- {14} ვკრძალავ უცენზურო სიტყვების დაწერას

ზემოთ მოხსნებული ნებისმიერ წესის დარღვევაზე თქვენ ჯერ მიიღებთ სიტყვიერ გაფრთხილების და შემდეგ მიიღებთ 10% გაფრთხილებას!

მოდერს შეუძლია თავად განსაზღვროს სასჯელი წევრის მიმართ 10% გაფრთხილების მომატებისას...

მინიმალური 1 საათიდან - მაქსიმალური 3 დღემდე! (დანაშაულის მიხედვით)

გთხოვთ დაიცვათ ზემოთ მოყვანილი წესები

Edited by WALLTER
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0