Sign in to follow this  
Followers 0

10 აგვისტო – გია ყანჩელის დაბადების დღე

2 posts in this topic

[url="http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2011/08/34e326a83c2b6991_landing.jpeg"][img]http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2011/08/34e326a83c2b6991_landing-300x261.jpg[/img][/url]გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი (გია) ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
1963 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პროფესორ იონა ტუსკიასთან).
1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია.
1970 წელს მუშაობს სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად.
1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, ხოლო 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
კომპოზიტორი მუშაობს უპირველესად სიმფონიურ, აგრეთვე, თეატრის, კინოსა და საესტრადო მუსიკის დარგში. მისი სიმფონიები გამოირჩევა ამაღლებული ლირიკით, დინამიურობით და თვითმყოფადი დრამატურგიით.
გია ყანჩელის შემოქმედებითი მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა “და არს მუსიკა” (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962წ); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963წ); `სევდა ნათელი~ _ ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985წ);
მუსიკა სპექტაკლებისთვის: “ხანუმა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები).
მუსიკა კინოფილმებისთვის: “არ დაიდარდო’, “ქვევრი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “მიმინო”, “შერეკილები”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “როცა აყვავდა ნუში” და სხვა.
გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.









[url=http://www.ireporter.ge/2011/08/10/10-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91/]წყარო[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='თათია' post='649204']
გია ყანჩელი დღესაც ეწევა აქტიურ შემოქმედებით მუშაობას.
[/quote]
და იმედია კიდევ დიდი ხანი დაგვატკბობს საკუთარი შემოქმედებით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0