Sign in to follow this  
Followers 0

თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ისტორია

1 post in this topic

[url="http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2011/08/giorgi-saakadze.jpg"][img]http://www.ireporter.ge/wp-content/uploads/2011/08/giorgi-saakadze-234x300.jpg[/img][/url]სახელმწიფო მართვის სისტემაში თვითმმართველობის იდეა გამორჩეულია თავისი პროგრესულობითა და დემოკრატიულობით. ამ მხრივ თბილისს გარკვეული ტრადიციები გააჩნია, რაც ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების არსებობის ადრეულ ნიშნებზე მიუთითებს. თბილისის საქალაქო მმართველობა, ევროპის სხვადასხვა ქალაქთა მსგავსად,საკმაოდ ადრეულ საფეხურზე (X1 ს.) შეიცავდა თვითმმართველობის ელემენტებს, რამაც X1 ს-ის 40-იანი წლებიდან უკვე შედარებით გამოკვეთილი ფორმა მიიღო; 80-იანი წლებიდან 1222 წლამდე კი “ქალაქ-კომუნად”, “ქალაქ- რესპუბლიკად” ჩამოყალიბდა. ქალაქის გამგებლობა ამ დროს 12 კაცისგან შემდგარი “ ქალაქის ბერების”, “უხუცესთა საქალაქო კრებულის” ანუ როგორც ამას უცხოური წყაროები განმარტავენ ”თბილისის კეთილშობილთა ჯგუფის”, “თბილისის ხალხის” ხელში გადავიდა, რომლებიც რიგ-რიგობით, თითო თვე (“ქალაქის მთავარი”) მართავდნენ ქალაქს და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ. მათ ებარათ “ქალაქის კლიტენი” და ემორჩილებოდნენ “ციხენი ქალაქისანი”; ისინი წყვეტდნენ ომის გამოცხადების თუ ზავის დადების საქმეს, აწარმოებდნენ სამართალს მოქალაქეთა შორის, აწესრიგებდნენ საგადასახადო სისტემას, ჭრიდნენ მონეტას და სხვა. ერთი სიტყვით, იყვნენ უზენაესი ხელისუფალნი თბილისში. თვითმმართველობის იდეამ საქართველოში ვერ ჰპოვა შემდგომი განვითარება. “ქალაქ-რესპუბლიკას” ბოლო მოუღო დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამ და გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად მისმა გამოცხადებამ. ქალაქში ქართველი მეფის ხელისუფლება დამყარდა, რომელსაც მეფის მიერ დანიშნული მოხელე “ამირთ-ამირა”, “ტარუღა”,“მოურავი”მართავდა. ყველასათვის ცნობილია ცხინვალის, დვალეთისა და თბილისის მოურავი გიორგი სააკაძე. თბილისის უკანასკნელი მოურავები იყვნენ მამა-შვილი, თავადი დავით და ესტატე ციციშვილები.

1801 წლიდან რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, თბილისში შეიქმნა საქალაქო პოლიციის გამგეობა პოლიცმეისტერით სათავეში, რაც 1840 წელს სამოქალაქო მმართველობამ (“საქალაქო სათათბირო”- «дума») შეცვალა ქალაქისთავისა და ექვსი ხმოსნის შემადგენლობით. პირველი ქალაქისთავი იყო ივანე იზმიროვი.

გაგრძელება იქნება…
[url="http://www.lsg.ge/"]ძლიერი თვითმართველობა-ძლიერი საქართველო[/url]





[url=http://www.ireporter.ge/2011/08/16/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9b/]იხილეთ სრული სტატია[/url]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0