Sign in to follow this  
Followers 0

გარე და შიდა ტურები

6 posts in this topic

ანუ ამ თემაში მე , და სასურველია თQვენს
დავწერ(თ) ინფორმაციას სხვადასხვა ტურების შEსახებ

რომელიც ტარდება როგორც საქართველოს შიგნით , ასევე მის გარეთ, ფასებს მდოგმაროებას საკონტაკტო მონაცემებს და ასე შემდეგ
ამასტან დაკვშრებულ საიტებს, ტ ურისტულ სააგენტოებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

მოკლედ ასე თU ისე მხივდით ეხლა რა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პირველი რაც მე მომხვდა

..........
38 ლარად თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა იხილოთ IX-X საუკუნეების უნიკალური ქართული ტაძრები, რომლებიც ვახტანგ გორგასალს დაუარსებია.

[b]მარშრუტი - თბილისი - ახტალა - ალავერდი - სანაჰირი - ქობაირი - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგძლიობა: 11 -12 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით - 170 კმ.
კვება : ერთჯერადი (პიკნიკი ბუნებაში)[/b]
[b]ღირებულება: 38 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)
გასვლა - 3 ივლისი, 10 ივლისი.[/b]

სანახაობები

[b]1. ახტალა -[/b] ახტალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიც საქართველოს ეკუთვნოდა, აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაურსები თუმცა იმ დროინდელი ტაძრისა არაფერი არა შემორჩენილა, მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

[b]2. ალავერდი -[/b] ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII ს-ში. 1770 წ. ლორის ოლქში დასახლდა ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წ. დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წ. ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1938 წ. მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდან კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.

[b]4. სანაჰინი [/b]( Sanahin) - სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე - 10 საუკუნეში ლორის გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ეს უფრო ძველია ვიდრე ის", სავარაუდოდ „ის“ - ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “. ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

[b]5. ქობაირის მონასტერი [/b]ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).
[b][i]
3. ჰაგფატი[/i][/b] - იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორის პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათის ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდითია კედლებს. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 307- 007
ან მოგვწერეთ: info@goodtravel.ge

http://www.goodtravel.ge/index.php/world-tours/somxetis-turi.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]IX-X საუკუნეების უნიკალური ქართული ტაძრები, რომლებიც ვახტანგ გორგასალს დაუარსებია.[/quote]

ჰე?... :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='644629']
ჰე?... :D
[/quote]

აუ მაგას კი არ დავკვირვებივარ :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გთავაზობთ საუკეთესო ტურისტული კომპანიების ჩამონათვალს რომლებიც მომხმარებლებმა დაასახელეს სოციალური ქსელებში

[url="http://turistulikompania.info/"]ტურისტული კომპანიები[/url] Edited by lasha7777
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url="http://turebi.com"]ყველა ტური ერთ საიტზე[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0