Sign in to follow this  
Followers 0

ადოლფ ჰიტლერი

222 posts in this topic

fu3nu5h10cup8z2yfuz7.jpg

ასეთი ასაკის იყო ჰინდენბურგი და მაინც ჯარისკაცული "სტოიკა".

სუფთა იუნკერი რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ნაცისტების ქცევა უფრო მეტად ძალადობრივი გახდა. ერთ ერთ სხდომაზე, 167-მა ნაცისტმა 57 კომუნისტი დეპუტატი სასტიკად სცემა რაიხსტაგში და ძალით გააძევა შენობიდან. მებრძოლი რაზმები სოციალისტებსაც უსწორდებოდნენ. სილეზიაში ახალგაზრდა კომუნისტს ბილიარდის კიით თვალი ამოთხარეს და დედის თავლწინ სასტიკად ცემეს. ამგავრმა ქცევებმა მრავალი გერმანელი ააღელვა და 1932 წლის ნოემბრის არჩევნებში ნაცისტების მხარდაჭერა დაეცა. კომუნისტებისა კი გაიზარდა და მათ 100 ადგილი მიიღეს. ეს კი ჰიტლერმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დ დაიწყო განცხადებები რომ იწყებოდა გერმანიის გაწითლება და ბოლშევიკური რევოლუცია და რომ მხოლოდ ნაცისტებს შეეძლოთ ამის თავიდან აცილება.

ბოლშევიკური რევოლუციით დაშინებულმა მეწარმეთა ჯგუფმა პეტიცია გაუგზავნა ჰინდენბურგს რომ მას დაენიშნა ჰიტლერი კანცლერად. ჰინდენბურგმა მიიღო მათი რჩევა და 43 წლის ასაკში ჰიტლერი გახდა კანცლერი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა რომ ჰიტლერს გერმანიის მოსახლეობის გარკვეული ფენები უჭერდა მხარს, მას არადროს მოუპოვებია უმრავლესობის მხარდაჭერა. ნაცისტების შედეგი 1932 წლის არჩევნებში იყო მოსახლეობის 37.3% ის მხარდაჭერა. როცა ჰიტლერი 1933 წლის იანვარში გახდა კანცლერი, რაიხსტაგში ნაცისტებს ადგილების მესამედი ყავდათ. კანცლერად დანიშვნის შემდეგ ჰიტლერმა ახალი არჩევნები დანიშნა. ჰერმან გერინგი შეხვდა მსხვილ მეწარმეებს და პირდაპირ განუცხადა რომ ეს არჩევნები გერმანიის ისტორიაში შეიძლება ბოლო არჩევნები ყოფილიყო. ასევე თქვა რომ ნაცისტებს გამარჯვებისთვის ჭირდებოდათ ფული. 3 მლნ რაიხსმარკა. იოსებ გებელსი ჟოსეპჰ Gოებბელს ამ პერიოდზე შემდეგ წერდა: რადიო და პრესა ჩვენია მაგრამ მხოლოდ ფული გვაკლია.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პარალელურად გერინგი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, იწყებს პოლიციაში ნაცისტების მოყვანას და აყალიბებს ცნობილ გესტაპოს Gestapo. მან პარტიის მებრძოლი ჯგუფებიდან Sturm Abteilung (SA) 50 000 კაცი მოიყვანა უწყებაში. გერინგმა რეიდი მოაწყო კომუნისტების პარტიაში და განაცხადა რომ გამოაშკარავა სახელმწიფო შეთქმულების გეგმა. კომუნისტების ლიდერები დააპატიმრეს. არავითარი დაკითხვა არ ჩატარებულა რომ გერინგის ბრალდება დაემტკიცებინათ. მან ასევე განაცხადა რომ გამოააშკარავა კომუნისტების ფარული გეგმა რომლის მიხედვითაც გერმანიის რძის მარაგი უნდა მოეწამლათ.

1933 წლის 27 თებერვალს დაიწვა რაიხსტაგი. დაიწყო დაპატიმრებები. დააპატიმრეს გიორგი დიმიტროვი, კომინტერის გენერალური მდივანი. საბოლოო ჯამში დიმიტროვი გაამართლეს მაგრამ ჰოლანდიელი კომუნისტი მარიანუს ვან დერ ლუბე Marianus van der Lubbe მოკლეს. ლუბე იყო ახალგაზრდა და გერინგის გამოძიების შედეგად სწორედ მას დაბრალდა ეს დანაშაული. მასვე ათქმევინეს რომ რაიხსტაგის დაწვა წარმოდგენდა კომუნისტების შეთქმულების ნაწილს. ჰიტლერმა გასცა ბრძანება რომ კომუნისტი ლიდერები დაეკავებინათ. ჰინდენბურგმა ამ ბრძანებას ვეტო დაადო. მიუხედავად ამისა მას მოწონდა ჰიტლერის მართვის დიქტატორული სტილი. კომუნისტების კანდიდატები დააპატიმრეს. გერინგმა განაცხადა რომ ნაცისტები გაწმენდნენ გერმანელ კომუნისტებს. კომინისტური და სოციალ დემოკრატიული პარტის ათასობით წევრი დააპატიმრეს და გაუშვეს საკონცენტრაციო ბანაკებში. ამ ბანაკებს ასე ეწოდა რადგან იქ „კონცენტრირებას“ უკეთებდნენ მტრებს. ჰიტლერმა ეს ტერმინი ბრიტანულიდან გადმოიღო. მემარცხენე პარტიის მიტინგებს ჰიტლერის მებრძოლი ჯგუფები არბევდნენ. Sturm Abteilung (SA) მრავალი კანდიდატი მოკლეს კიდეც. ის გაზეთები, რომლებიც სხვა პარტიებს ემხრობოდნენ დახურეს 1933 წლის არჩევნებისთვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კაპმანიის ჩატარების საშუალება არ ქონდათ, ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ მაინც ვერ მიაღწია იმ მიზანს რაც სურდათ – მათ ვერ მოიპოვეს სრული უმრავლესობის მხარდაჭერა. 1933 წლის 5 მარტს ნაცისტებმა მიიღეს 43.9% და 647 ადგილიან რაიხსტაგში მიირეს 288 ადგილი. მხარდაჭერა მოდიოდა სოფლის კათოლიკური მოსახლეობიდანაც, რომელსაც ეშინოდა ათეისტი კომუნისტებისა.

არჩევნების შემდეგ ჰიტლერმა მოინდომა მიეღო დიქტატორის ძალაუფლება და რაიხსტაგში ამისთვის საჭირო იყო ერთი მესამედი ხმა. კომუნისტების უმრავლესობა საკონცენტრაციო ბანაკებში იყო, ან იმალებოდა, ან გაიქცა ქვეყნიდან (60 000-მა კომუნისტმა დატოვა გერმანია ჰიტლერის კანცლერად გახდომიდან რამდენიმე კვირაში). თითქმის ასეთივე მდგომარეოობა ქონდა სოციალ დემოკრატიულ პარტიასაც. ჰიტლერს ჭირდებოდა კათოლიკების მხადაჭერა. Catholic Centre Party (BVP) რომ დიქტატორობის უფლება მისთვის რაიხსტაგს მიეცა. ჰიტლერმა მათ შესთავაზა: კათოლიკეები მას დაუჭერდნენ მხარს და ნაცისტური ხელისუფლება მისცემდა მათ კათოლიკური ეკლესიის უფლებების დაცვის გარანტიას. კათოლიკეებმა მხარი დაუჭირეს და კენჭისყრაზე მხოლოდ 94-მა სოციალ დემოკრატმა მისცა საწინააღმდეგოდ ხმა. (ეს კანონი იყო „ნებადამრთველი ბილი“ Enabling Bill ).

ახლა ჰიტლერი უკვე დიქტატორი იყო......

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მისი პირველი ნაბიჯი იყო სავაჭრო გაერთიანებების დამორჩილება. ორგანიზაციის ლიდერები საკონცენტრაციო ბანაკებში გაuშვეს ხოლო თვითონ ორგანიზაციები ნაცისტური პარტიის კონტროლს დაუქვემდებარეს. ამის შემდეგ კომუნისტური და სოციალ დემოკრატიული პარტია აკრძალეს. პარტიის წევრები რომლებიც გერმანიაში იყვნენ დააპატიმრეს. ერთი თვის შემდეგ ჰიტლერმა განაცხადა რომ მხოლოდ კათოლიკური ცენტრისტული პარტია, ნაციონალური პარტია the Nationalist Party, და ნაცისტები NSDAP იყვნენ ლეგალური პარტიები, სხვა დანარჩენი არალეგალურ პარტიად გამოაცხადა.

საკონცენტრაციო ბანაკებში მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მიყავდათ. გესტაპო აპატიმრებდა უპატრონოებს, პროსტიტუტებს, ჰომოსექსუალისტებს, ალკოჰოლისტებს და ყველას ვინაც მუშაობა არ შეეძლო. მიუხედავად იმისა რომ პატიმრებს აწამებდნენ, იმ პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში მოკვდნენ მხოლოდ ის პატიმები რომლებმაც გაქცევა სცადეს.

ჰიტლერის გერმანია გახდა ფაშისტური სახელმწიფო.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1934 წელს ჰიტლერმა რომის პაპთან პიუს IX-თან დადო ხელშეკრულება რომ ის არ ჩაერეოდა ეკლესიის საქმეებში თუკი ეკლესია არ ჩაერეოდა პოლიტიკურში.

ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ან დაიხურა ან ნაცისტებს დაუქვემდებარეს. გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, ყველა ადგილობრივი და საყოველთაო არჩევნები გააუქმეს. გებელსი აკონტროლებდა რადიოს, ტელევიზიას, წიგნებს და გერმანელებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია რომელიც გადიოდა ფაშისტური ცენზურის ქვეშ და სავსე იყო ფაშისტური იდეოლოგიით. დაიწყეს სკოლებში ფაშიზმის სწავლება. ჩამოყალიბდა სასკოლო ორგანიზაციები Hitler Youth...

მერე გავაგრძელებ შტურმავიკებსა და ესესელების დაპირისპირებებზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ისე მაგარი გამიკვირდა რო შემოვედი და თემა მამფალის გახსნილი როარ იყო :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1934 წლისთვის ჰიტლერი გერმანიას სრულად აკონტროლებდა, მაგრამ როგორც ყველა დიქტატორს მასაც ეშინოდა რომ უკვე ნაცისტურ პარტიაში არ გამოჩენილიყო ისეთი ვინც მის შეცვლას შეეცდებოდა. ამიტომ მან დაიწყო ნაცისტების ლიდერების გერინგის Hermann Goering, გებელსის, ჰიმლერის და როემის დაყოფა, ერთმანეთის წინააღმდეგ ჩუმად მომართვა რომ მათ პირველი ადგილისთვის კი არ ებრძოლათ, არამედ სხვა პოსტებისთვის.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ასეთი პოლიტიკის შედეგად ნაცისტი ლიდერები ძლიერდებოდნენ და ვითარდებოდნენ პოლიტიკურ არენაზე ისე რომ მათ ერთმანეთის სიძულვილი ეზრდებოდათ. ყველაზე მეტად სძულდათ როემი Ernst Roehm

8h7rueiu8hdufu3u.jpg ,

რომელიც ჰიტლერის მებრძოლ რაზმებს მეთაურობდა და პრაქტიკულად ყველაზე მეტი ძალა გააჩნდა და შეეძლო ყველა მოწინაააღმდეგე ფიზიკურად გაენადგურებინა. გერინგმა და ჰიმლერმა რიჰარდ ჰეიდრიხს Reinhard Heydrich- სთხოვეს შეედგინა როემის დოსიე.

mfvt7wtygjdjevz6xeh6.jpg

ჰეიდრიხსაც სძულდა როემი რადგან ეშინოდა მისი და შეადგინა როემის დოსიე რომლის "მიხედვითაც" მან აიღო ფრანგებისგან 12 მილინი მარკა ჰიტლერის ჩამოსაგდებად. ჰიტლერს მოწონდა როემი და თავიდან უარი თქვა დაეჯერებინა ჰეიდერიხის დოსიესთვის. როემი ჰიტლერის ერთ ერთი პირველი თანამოაზრე და მეგობარი იყო მოძრაობის ჩამოყალიბების დღიდან და მისი დახმარებით იყო რომ ჰიტლერი პარტიისთვის არმიიდან იღებდა ფიზიკურ დამხარე ძალას. სწორედ როემის მებრძოლებმა ითამაშეს ასევევ უდიდესი როლი 1932, 1933 წლებში ოპოზიციის განადგურებაში. მიუხედავად ამისა თავად ჰიტლერს გააჩნდა საკუთარი მიზეზები რის გამოც სურდა როემის მოშორება. მან იცოდა რომ როემისა ბევრს ეშინოდა და ზოგის შიში გამართლებულადაც მოეჩვენა. გენერლები ამბობდნენ რომ როემის მებრძოლი ჯგუფები რომელთა რიცხვი 1934 წლისთვის 3 მილიონს აღწევდა ბევრად ჭარბობდა გერმანიის არმიის რაოდენობას და იყო საფრთხე როემს გერმანიის ჯარზე სრული ძალაუფლება მოეპოვებინა.

ამავე დროს მეწარმეებიც, როგორებიც იყვნენ Albert Voegler, Gustav Krupp, Alfried Krupp, Fritz Thyssen და Emile Kirdorf, რომლებიც ნაცისტური პარტიის ფონდს აფინანსებდნენ, შეშფოთებულნი იყვნენ როემის სოციალისტური აზრებით. როემის მიხედვით სოციალური რევოლუცია უნდა მომხდარიყო. ნაცისტურ პარტიაში ასევე ბევრი იყო უკმაყოფილო იმით რომ როემი და მებრძოლი რაზმების მრავალი მეთაური ჰომოსექსუალისტები იყვნენ. ჰიტლერს ის აფიქრდებდა რომ რეალურად როემს მისი მოცილების ძალა გააჩნდა. ეს იცოდნენ გერინგმა და ჰიმლერმა და როემის შეთქმულების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამ ორმა ადამიანმა ამ საქმეში ჩართო მათთვის ასევე მოწინააღმდეგე გრეგორ შტრასერი

Gregor Strasser,

ta8zwna858iin8efgs6.jpg

რომელიც პირადად ჰიტლერსაც სძულდა. ჰიმლერისა და გერინგის გეგმის მიხედვით შტრასერი როემის შეთქმულების ერთ ერთი მთავარი ფიგურა იყო.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ჰიტლერმა ვიესში სასტუმრო ჰანსელბაუერში Hanselbauer Hotel შეხვედრაზე მოიწვია მებრძოლი რაზმების ყველა ლიდერი. პარალელურად გერინგმა და ჰიმლერმა შეადგინეს სია იმ ადამიანებისა რომლებიც მებრძოლ რაზმებში არ ივყნენ მაგრამ რომელთა მოშორება სურდათ თავად. სიაში ჩაწერეს შტარსერი Gregor Strasser, კურტ ფონ შლეიხერი Kurt von Schleicher ( კანცლერობისას ის ჰიტლერის მომხრე იყო) და გუსტავ ფონ კარი Gustav von Kahr რომელმაც ლუდის პუტჩი ჩაშალა.

1934 წლის 29 ივნისს ჰიტლერი ვიესში მივიდა ესესელებით დაცული Schutz Staffeinel (SS), და მან პირადად დააპატიმრა როემი. შემდეგი 24 საათის განმავლობაში დააპატიმრეს 200 ზე მეტი SA ოფიცერი. მრავალი მათგანი დაკავებისთანავე დახვრიტეს, ხოლო როემს ჰიტლერმა თავიდან აპატია წარსული დამსახურების გამო. მაგრამ ჰიმლერისა და გერინგის ზეწოლის შემდეგ ჰიტლერი დათანხმდა მოეკლათ როემი. მას შესთავაზეს თავი მოეკლა, მაგრამ როცა ამაზე როემმა უარი თქვა, ორმა ესესელმა ის დახვრიტა.

როემი ჩაანაცველს ვიქტორ ლუცით Victor Lutze, რომელიც სუსტი კაცი იყო და მებრძოლმა რაზმებმა ნელ ნელა დაკარგეს თავიანთი გავლენა. ამის პარალელურად ჰიმლერის Schutz Staffeinel (SS) ძლიერდება და ის თავისი გავლენითა და ძალით ანაცვლებს SA-ს.

წმენდა საიდუმლოდ შეინახეს, სანამ 13 ივლისს ჰიტლერმა ხმამაღლა არ განაცხადა. ამ გამოსლისას ჰიტლერმა მომხდარს უწოდა „გრძელი დანების ღამე“, ცნობილი ნაცისტური სიმღერიდან აიღო ტექსტი. კანცლერის მიხედვით 61 დახვრიტეს, 13 აყვანის დროს წინააღდეგობისას მოკლეს, სამმა თავი მოიკლა. სხვა მონახემებით 400-მდე ადამიანი დახვრიტეს. თავის გამოსვლაში ჰიტლერმა ახსნა თუ რატომ არ მოინდომა სასამართლოს ჩარევა ამ შეთქმულებასა და მისი წევრების დასჯაში: „იმ საათებში მე ვიყავი პასუხისმგებელი გერმანელი ერის წინაშე და მე გავხდი გერმანელი ერის უმაღლესი მოსამართლე. მე გავეცი ბრძანება, ამ შეთქმულების ლიდერების დახვრეტაზე.”

გრძელი დანების ღამე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჰიტლერისთვის. ჰიტლერმა ყველას დანახა რომ ის გერმანიის უმაღლესი მმართველია და აქვს უფლება და ძალა იყოს მსაჯული, განსაზღვროს ვინ იცხოვროს და ვინ მოკვდეს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

927vmtwk2vubjnu1dwza.jpg bi55wcjvn79138zyl7.jpg

როემი, ჰიტლერი და ძველი შტურმავიკები

0

Share this post


Link to post
Share on other sites

n4bm95zvhyvcrz8o319g.gif

აქ თავის SA-სთან მოძრაობს

6beuylgnt98ny3xmpu0.jpg

ეს კი კარიკატურაა თუ რას უშვება ჰიტლერი თავის ძველ "მეგობრებს". ლიუცი მის მეხებთანაა და გერინგი კიდე გვერდზე

0

Share this post


Link to post
Share on other sites

უძლიერესი მართველი, მაგრამ ბოლომდე ვერ შეინარჩუნა ტავისი ხასიათის სიმტკიცე, ის ბოლო პერიოდში რეალობის შეგრძნებას კარგავს და ხდება სასტიკად ეწვიანი ტავისი გარემოცვის მიმართ, მაგრამ მე მას ვაფასებ დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქვეყანა ერთმუსჰტად შეკრა და გაამთლიანა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Чем больше я узнаю людей, тем больше я люблю собак.

ადოლფ ჰიტლერი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Коммунизм – это гораздо большее, нежели просто беснующаяся толпа на немецких улицах. Это – наступление абсолютного азиатского царства

ადოლფ ჰიტლერი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

hitlercubancigars01.jpg

ჰიტლერის საკოლექციო სიგარა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ვინ იყო ჰიტლერი? დიდი ადამიანი გერმანელი ერისთვის და უდიდესი ტირანი დანარჩენი მსოფლიოსთვის...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

რავიცი იძახიან ჰიტლერს ორეულები ყავდაო მე პრიციპში ვეთანხმები ამ აზრს იმიტომ რომ ჰიტლერს 16 ჯერ დაესხნენ თავს და ვერც ერთხელ ვერ მოკლეს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც თავად ამბობდა ვერ იტანდა ჩინოვნიკებს,.................<=რადგან მამამისი იყო წარმომადგენელი. . .

და არქიტექტორობაზე ოცნებობდა.............. პრინციპში ისტორიაში ბევრი საინტერესო "ძეგლი" დატოვა.......................................! თუკი მისი ცხოვრებისეული დეტალები აინტერესებს ვინმეს........................... მივაწოდებ ინფორმაციას............................... ^_^

საოცარია ის, რომ ეს კაცი პატარა გოგონებს უყვარდათ......მათ შორის ღვიძლ დის შვილს.............................................რომელმ

0

Share this post


Link to post
Share on other sites

SuiciD......GotH.

როგორც თავად ამბობდა ვერ იტანდა ჩინოვნიკებს,.................

+1

,,მსურდა ,,რაღაც" გამოვსულიყავი, რა თქმა უნდა, ჩინოვნიკის გარდა! " (ადოლფ ჰიტლერი)

Edited by pikuna
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საოცარია ის, რომ ეს კაცი პატარა გოგონებს უყვარდათ......მათ შორის ღვიძლ დის შვილს.

ამ წინადადებამ პარფიუმერიდან გამახსენა კულმინაციური ეპიზოდი..................................

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ წინადადებამ პარფიუმერიდან გამახსენა კულმინაციური ეპიზოდი..................................

..............................მე ფროიდი. . . :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ოიდიპოსის კომპლექსზე პირველ რიგში ოიდიპოსი....მაგრამ ეს კიდევ სხვა თEმაა.......... :P

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0