Sign in to follow this  
Followers 0

ადოლფ ჰიტლერი

222 posts in this topic

ჰიტლერი გააგზავნეს ლანდსბერგის ციხეში. ბავარიაში. მას აძლევდნენ უფლებას ესეირნა ციხის ეზოში, მიეტანათ მისთვის საკვები, ტანსაცმელი, რაც აკრძალული იყო. მას იმის ნებაც დართეს, რომ საყვარელი ძაღლი ყოლოდა თან. ციხეში ის ბევრს კითხულობდა. შემედეგ თქვა რომ ეს იყო "უფასო განათლება სახელმწიფოს ხარჯზე". კითხულობდა გერმანიის ისტორიასა და ფილოსოფიას. ერთ ერთი პირველი ავტორის წიგნი რომელიც წაიკითხა იყო ჰენრი ფორდი. "ჩემი ცხოვრება და შრომა" ავტობიოგრაფიული წიგნი. ფორდის მეორე წიგნიც იყო "საერთაშორისო ებრაელობა" სადაც წერდა რომ ებრაელებს სურდათ მსოფლიოს გავლენის მოპოვება. ჰიტლერს მოეწონა ასევე ფორდის ანტიკომუნისტური აზრები.

მემგონი ფორდის ბიზნეს მენეჯერი იყო მაქს ამნანი, რომელმაც ჰიტლერს ურჩია თავადაც დაეწერა წიგნი. აქამდე ჰიტლერი უფრო ლაპარაკს იყო მიჩვეული და წიგნის წერის იდეა არ ქონდა.

ჰიტლერი დათანხმდა წიგნის წერას მხოლოდ მას უნდა ელაპარაკა და სხვას უნდა ჩაეწერა ეს საუბარი.

ციხის ადმინისტრაციამ დართლო ნება ჰიტლერის მძღოლ ემილ მოურისს რომ ის მისულიყო ციხეში და ეწერა.

ეს მძღოლი უფრო მეტად ჩხუბის სპეციალისტი იყო და წერისა არ ესმოდა ამიტომ ძირითადი საქმე გააკეთა რუდოლფ ჰესმა, რომელსაც ჰიტლერი კარნახობდა წიგნს. ჰესი მაშინ იყო ბავარიის უნივერსიტეტის სტუდენტი.

წიგნის ორიგინალური სახელი იყო: 4 წელი სიცრუესთან, სისულელესთან და ლაჩრობასთან ბრძოლაში.

დაბეჭდვისას მას მისცეს სხვა სათაური და მას ასე ვიცნობთ კიდეც: Mein Kampf, ჩემი ბრძოლა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

შემდეგ ნაცისტებმა შეცვალეს ეს ფაქტი და ამბობდნენ რომ ჰიტლერი სროლას იმიტომ გაერიდა რომ სურდა დაჭრილი ნაცისტი წაეყვანა საავადმყოფოშიო.

ჰო მეც ნაცისტური ვარიანტი მცოდნია დაჟე დაიცჰრა კიდეცო ასე ვიცოდი თან რაღაც მოდოკუმეტურო ფილმი ვნახე ჰიტლერზე ერთხელ ნუ მხატვრული ფილმი იყო მარა იფიცებოდა რეჟისორი ნამდვილ ფაქტებზეა აგებულიო და ამ კინოშიც მასე იყო ბოლომდე იდგა ჰიტლერი და დაჭრეს ხელშიც. რა ვქნა ახლა რომელ ვერსიას დავუჯერო ისე მხდალი ჰიტლერის ვერსია უფრო მაწყობს მე პირადად :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰიტლერი ციხიდან 1924 წლის 20 დეკემბერს გამოვიდა, ერთი წლის პატიმრობის შემდეგ. 1924 წლის გერმანია განსხვავდებოდა 1923 წლის გერმანიისგან. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფექტური აღმოჩნდა. ინფლაცია შეამცირეს და კონტროლოს დაუქვემდებარეს. მოსახლეობას დემოკრატიის მიმართ რწმენა გაუჩნდა და პრობლემის მოგვარებისას ემხრობოდა ისეთი ექსტრემისტული ლიდერის მოსაზრებებს როგორიც ჰიტლერი იყო. ჰიტლერმა ამჯერად რევოლუციის ნაცვლად გადაწყვიტა ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლა. იმავე წლის დეკემბერში ნაცისტები რაიხსტაგში მხოლოდ 14 კაცით შევიდნენ. სოციალისტებს ყავდათ 131 და კომუნისტებს 45.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ციხის მერე ჰიტლერი დასახლდა ბავარიის ალპებში, ბერხტესგარდენში. შემდეგ ისხენებდა რომ ეს იყო უბედნიერესი დრო მის ცხოვრებაში. აქ კითხულობდა, თავისი მერსედესით დადიოდა. რაც შეხება ქალებს მას ზედმეტი ემოციები არასდრს არ ქონია და შეიძლება ითქვას უბრალო ადამიანურიც. ნაკლებად აინტერესებდა. უყვარდა ქალბი რომელთანაც პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობდა. ერთხელ თქვა: მაღალინტელექტუალმა კაცმა უნდა მოიყვანოს პრიმიტიული და სულელი ქალი. ერთ ერთი მიზეზი ალბათ ეს იყო რომ მას მასთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა ქალები მოწონდა. პარტია მალავდა და ჰიტლერისთვისაც არასდროს არ იყო სალაპრაკო თემად სიყვარული. როგორც მან თქვა: მე გერმანელ ერზე დავქორწინდი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც ჩანს აქ ყველაზე მაგარი ხალხი იჩითება.

heil hitler!!!!!!!!!!!!

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი ძმა გიჟდება ჰიტლერზე !!! პროსტა აბაჟაეეეტ :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1927 წელს ჰიტლერს დაუკავშირდა ემილ კირდორფი, გერმანელი მეწარმე. ის ჰიტლერის იდეებს ემხრობოდა მაგრამ ისიც იცოდა რომ ნაცისტურ პარტიაში გრეგორ შტრასერის იდეა გერმანიის მრეწველობის გადანაწილების შესახებ მეწარმეებისთვის კარგი არ იქნებოდა. ეს ეხებოდა მუშათა კლასის მხარდაჭერას. ბუნებრივია რომ კირდორფს, როგორც მეწარმეს აღელვებდა ნაცისტური პარტიის დამოკიდებულება მუშათა კლასის მიმართ. ჰიტლერი არწმუნებდა მას რომ მუშათა კლასის მხარდაჭერა მას ხელისუფლებაში მოსასვლელად ჭირდებოდა და არ აპირებდა დაპირებების შესრულებას ხელისუფლებაში მოსვლისას. კირდორფმა შესთავაზა ჰიტლერს რომ დაეწერა პამფლეტი გერმანელი მეწარმეებისთვის რომ მათთვის გასაგები ყოფილიყო ნაცისტების გეგმა და მიეღო მათი მხარდაჭერაც.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰიტლერი დათანხმდა და 1927 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა პამფლეტი: გზა გამოფხიზლებსკენ. აქ ჰიტლერი წერდა რომ ის კერძო საკუთრების მომხრე იყო და არ აპირებდა გერმანიის სოციალური და ეკონომიკურის ტრუქტურის შეცვლას. კირდორფი და მისი მეგობრები რომლებიც გერმანიის მეწარმეები იყვნენ, სოციალ დემოკრატებისა და კომუნისტებისგან განსხვავებით ნაცისტურ პარტიას უფრო იმედიანად უყურებდნენ და მის იდეებს რომ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუშათა პროფკავშირებს შეავიწროვებდა სრულად ემხრობოდნენ. კირდორფი შეუერთდა ნაცისტურ პარტიას და დაიწყო მეწარმეების დარწმუნება რომ მხარი დაეჭირათ კაპიტალისტების მომხრე ჰიტლერისთვის. ჰიტლერსაც ბუნებრივია ფულის ძალიან დიდი წყარო გამოუჩნდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მაგრამ კირდორფმა ჰიტლერს ურჩია პარტიის მარცხენა ფრთა როგორიც იყვნენ გრეგორ შტრასი, ერნსტ როემი და გოტფრიდ ფედერი ძალაუფლებიდან მოეშორებინა. უარი მიიღო. მაშინ ის გამოეყო ნაცისტებს და დაუკავშირდა გერმანიის ნაციონალურ პარტიას, რომელსაც ალფრედ ჰუგენბერგი მეთაურობდა. 1928 წლის არჩვენებში 3%-ზე ნაკლები ხმა მიღო ნაცისტურმა პარტიამ. მათ მიიღეს 12 სკამი რეიხსტაგში. ეს იყო მცირე 1924 წლის შედეგებთან შედარებით. მაგრამ პარტიის წევრთა რიცხვი გაიზარდა : 1925 წელს იყო 27 000 და 1928 წელს გახდა 108 000.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

300px-Hitler7.JPG

ესეც ჩვენი ჰიტლერიიიიი

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰიტლერი აქ დგას თავის Sturm Abteilung (SA) რაზმის წევრებთან.

ამათი მეთაური იყო ერნსტ როემი.

მოკლედ ამათძე მერე დავდებ მასალებს :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დარწმუნებული ხარ რომ ეგენი მოიერიშეები sa არიან?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დარწ,უნებული რომ არ ვიყო არ დავწერდი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
დარწმუნებული ხარ რომ ეგენი მოიერიშეები sa არიან?

ყავისფერი მაგათ ეცვათ არ შეგეშლება. სს შავი ფორმით დადიოდა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ss-house-flag001.jpg

ეგ მეც ვიცოდი რომ ss ჰქონდა შავი ფორმა და saს ყავისფერი მაგრამ საიდანაც გადმოვწერე იქ ეწერა სს და მაგიტომ დავეჭვდი ;) ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ინტერნეტის ინფორმაციას ბრმად ნუ ენდობი :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პარტიის ერთ ერთი ახალი წევრი იყო იოსებ გებელსი Joseph Goebbels . ჰიტლერი მას პირველად შეხვდა 1925 წელს. ორივე მოიხიბლა ერთმანეთით. გებელსი შემდეგ აღწერდა პირველ შეხვედრას: „მართმევს ხელს, როგორც ძველი მეგობარი. და მისი დიდი ლურჯი თვალები როგორც ვარსკვალები. ის მოხარულია ჩემი ნახვით. მე სამოთხეში ვარ. ამ კაცს ყველაფერი აქვს რომ იყოს მეფე.“

პარტიის კიდევ ერთი ახალი წევრი იყო ჰაინრიხ ჰიმლერი Heinrich Himmler. ჰიტლერი მოხიბლული იყო ჰიმლერის ფანატიკური ნაციონალიზმითა და ებრაელებისადმი სიძUლვილით. ჰიმლერს სჯეროდა რომ ჰიტლერი იყო მესია რომელსაც გერმანია ელოდა. ჰიტლერმა ის თავისი პირადი დაცვის Schutzstaffeinel (SS) უფროსად დანიშნა.

48f4e9880aa0.jpg

ესეც Heinrich Himmler

99546b48635a.jpg

იოსებ გებელსი Joseph Goebbels

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გაგრძელება:

გერმანიის ეკონომიკა იზრდებოდა, უმუშევდრობა მცირდებოდა და ასეთივე ტენდენცია ქონდა ნაცისტების მომხრეებსაც. 1928 წელს მათ 14 ადგილი მიიღეს რაიხსტაგში. მაგრამ ნაცისტების საბედნიეროდ მათ Uშველა 1929 წელს, დაწყებულმა კრიზისმა, რომელიც დიდი დეპრესიის სახელით შევიდა ისტორიაში. გერმანიის ეკონომიკა ამერიკისაზე ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული ამიტომაც ევროპაში გერმანია იყო ის სახელმწიფო რომელიც ამ კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. კრიზისამდე უმუშევარი იყო 1.25 მილიონი გერმანელი. 1930 წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი უკვე 4 მილიონი გახდა. ჰიტლერმა 1928 წელს განაცხადა მომავალ ეკონომიკურ კრიზისზე და როცა კრიზისი მართლა დაიწყო ხალხს გაუჩნდა აზრი რომ თუკი ის იმდენად ჭკვიანია რომ შეძლო კრიზისის წინასწარმეტყველება, ალბათ გზაც ეცოდინება როგორ დაძლიოს იგი. 1930 წლის არჩევნებში ნაცისტებმა უკვე 107 ადგილი მიიღეს რაიხსტაგში....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

გერმანიის სოციალ დეოკრატიული პარტია German Social Democrat Party რაიხსტაგში ყველაზე დიდი პარტია იყო მაგრამ მას არ ქონდა ყველა პარტიაზე ერთპიროვნული უმრავლესობა და იძულებული იყო სხვა პარტიასთან შეექმნა კავშირი სამართავად. პარტიის ლიდერი იყო ჰერმან მიულერი Hermann Muller მის პარტიას 577 კაციან რიახსტაგში ყავდა 87 დეპუტატი და კანცლერად დანიშნეს. რაიხტაგის სრული მხარდაჭერის არქონის გამო მას პოლიტიკის გასატარებლად დიდი ძალისხმევა უწევდა. ასეთი არამყარი ვიტარება გამოიყენა ჰიტლერმა და დაიწყო პარლამენტის დემოკრატების კრიტიკა რომ ისინი ვერ მUშაობენ, რომ მხოლოდ ჰიტლერი შეძლებდა ჩამოეყალიბებინა ძლიერი მთავრობა. ასეთი მოწოდებებით ჰიტლერი და ნაცისტები იწყებენ გერმანიის მოვლას მიტინგებითა და აგიტაციით. სოფლებში ის დაპირდა ფერმერებითვის გადასახადების დაწევას, მუშათა კლასში საუბრობდა მოგების სამართლიან განაწილებაზე. მეწარმეებთან საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე რომ უნდა გაენდაგურებინა კომუნიზმი და შეემცირებინა პროფკავშირების გავლენა. მისი სიტყვის მთავარი აზრი ის იყო რომ გერმანიის ეკონომიკის კრიზისი ვერსალის ხელშეკრულების ბრალი იყო. სხვა დანარჩენი როგორიც იყო რეპარაციების გადაუხდელობა ეს იყო უბრალოდ გზა რითაც მისი აზრით ეკონომიკა უნდა აღედგინათ.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

დასუსტებული რაიხსტაგის პირობებში პრეზიდენტის პოსტი უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა. 1931 წლის არჩევნებში ჰიტლერი კონკურენტი იყო პოლ ფონ ჰინდენბურგისა. ჰინდენდბურგი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და მაშინ 84 წლის იყო. ამომრჩეველი მოსახლეობის უმეტესობას ეშინოდა ჰიტლერისა და ჰინდენბურგს უმეტესობა ყავდა ელექტორატში.

შიში იყო რომ ჰიტლერი თავისი რაზმებით ისევ ეცდებოდა ძალაუფლების აღებას. ამ რაზმებს ისევ ერნსტ როემი მეთაურობდა. Ernst Roehm მაგრამ ახლა მათი რიცხვი უკვე 400 000 აღწევდა. ეს მაშინ როცა ვერსალის ხელშეკრულებით გერმანული არმია 100 000 კაცით განისაზღვრა. შეიცვალა კანცლერი და ის გახდა კათოლიკური ცენტრის პარტიის წევრი . ეს კაცი უფრო მეტი სიმპატიის იყო ნაცისტებთან რასაც მოყვა ნაცისტებისა და კომუნისტების ბრძოლები გერმანიის ქუჩებში.86 ადამიანი მოკლეს. კანცლერმა ფრანც ფონ პაპენმა მოიწვია ახალი არჩევნები რომ ახალ მთავრობას მეტი მხარდაჭერა ქონოდა. ჰიტლერს ახლა უკვე ქონდა მთავრობის ზემოთა შრეების მხარდაჭერა, ასევე საშუალო კლასების მხარდაჭერა და ნაცისტებმა 230 ადგილი მიიღეს, უმრავლესობა რაიხსტაგში. სოციალ დემოკრატებმა მიიღეს 133 და კომუნისტებმა 89.

ჰიტლერმა ისევ წამოაყენა თავისი კანდიდატურა კანცლერობაზე მაგრამ ჰინდენბურგმა უარი უთხრა და პოსტი მისცა გენერალ-მაირ კურტ ფონ შლეიხერს Kurt von Schleicher . ჰიტლერი გაცოფებული იყო და არა ფარავდა მისი პარტიის ექსტერემისტულ მიზნებს. ერთ ერთ სიტყვაში მან განაცხადა დემოკრატიის დასასრულზე და ეს სისტემა აღწერა როგორც: მართველობა სულელობისა, გაუბედაობისა, ლაჩრობისა, სისუსტისა და არაადეკვატურობისა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

twQhWiaekq.jpg

5npyvqul0si9w1u0z2z0.jpg

ჰიტლერი და ჰინდენბურგი

ეს ჰიტლერის კანცლერად დანიშვნის დღისაა...

ეს მეორე სურათი მაგრა მომწონს.

ამ ძველ გენერალს ყველა სახის რკინის ჯვარი აქვს მიღებული

თან მათ შუა გერმანელი ჯარისკაცი დგას

თითქოს, ძველი გენერალი ახალ კანცლერს აბარებდეს თავის ჯარებს, ამან კიდე ყველა დაღუპა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0