Sign in to follow this  
Followers 0

ადოლფ ჰიტლერი

222 posts in this topic

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.

1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადამიაში მისარები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარ პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.

1909 წელს, 20 წლის ასაკში ჰიტლერი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად გაეცნო კიდეც ცნობილი რასისიტის და ანტისემიტის იორგ ლანც ფონ ლიბენფელსის ფსევდომეცნიერულ და ნეორელიგიურ ნაშრომებს. იგი მოხიბლული იყო საყოველთაო გერმანული მოძრაობის ლიდერის რაინდ გეორგ ფონ შიონერერის და ქ. ვენის ბურგომისტრის კარლ ლუეგერის პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჰიტლერის მანია “არიული რასის” უპირატესობის შესახებ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. მიუხედავად პოლიტიკისადმი მისი დიდი ინტერესისა ახალგაზრდა ადოლფ მეორე უფრო დიდი ჰობი ჰქონდა. მისი მაშინდელი მეგობრის აუგუსტ კუბიცეკის მიხედვით იგი ტოტალურად გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერის ოპერებით.

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.

ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: “ ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”

1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული

ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას

ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.

გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნები ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც თავის მხრივ გადამწყვეტი ომისათვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის შემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.

დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმც იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.

1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უნდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაში "ვოლფშანცეში" გრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

თემა ჰიტლერზე საინტერესო ჩანს.. :)

თურმე ხატავდა, მაგრამ ისეთი გამორჩეული ნიჭის პატრონიც არ იყო... :lol: ლექტორს თურმე დაუმახსოვრა ცუდი ნიშანი და ფიურერი რომ გახდა, თავისთან დაუბარებია და მგონი "იქითაც" გაუშვა <_<

ნამდვილი გვარი ჰიტლერისა არ მახსოვს.. :( ძაან გრძელია....

0

Share this post


Link to post
Share on other sites

kevana

შიკლგრუბერია ნამდვილი გვარი. მაგარი კაცი იყო:) ეხლა "მაინ კამფის" წაკითხვას ვაპირებ, ძაან მაინტერესებს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იგი ასევე გამოირჩეოდა თავისი მუსიკალური მონაცემებით, რაც დავაჟკაცების შემდეგ აღმოაჩინა. დამაჯერობლობისათვის იხილეთ ვიდეო მასალა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

chikotilo

კაი ეხლა ეგ უკვე ჯღანაობაა :D

ჰიტლერისა მე რაც მაოცებს, ესაა რომ მან I მსოფლიო ომისგან დაქცეული გერმანია 4-5 წელიწადში ეკონომიურად ისე წასმოწია, რომ საომრად გაამზადა. თან როგორ! :o

0

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც ჟირინოვსკი იტყოდა "პლოხა კონჩილ"

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ეხლა ვკითხულობ დოკუმენტურ მასალას ჰიტლერზე,მორე მსოფლიო ომის და ნიუნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობია.თქვენ წარმოიდგინეთ და ჰიტლერი მისტიკით ყოფილა გატაცებული და თავის ყველა გადაწყვეტილებას ზეციურ მოვლენას უწოდებდა.საინტერესო და საშიში პიროვნება იყო,დაუნდობელი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეხლა "მაინ კამფის" წაკითხვას ვაპირებ, ძაან მაინტერესებს.

ხო საინტერესოა:)

ამერიკელმა ბრალმდებელმა ჯეკსონმა ნიუნბერგის პროცეზზე თქვა:"ჰიტლერის აგრესიული გეგმები ისეთივე "საიდუმლოება" იყო,როგორც წიგნი "ჩემი ბრძოლა",რომელიც ექვს მილიონზე მეტი ტირაჟით გამოვიდა...ბრალდებულებმა ეს წიგნი აქციეს დოქტრინად და მოქმედების იარაღად.ამ წიგნს სტენიდნენ თვალში ახალგაზრდებს ყველგან-სკოლაში,უმაღლეს სასწავლებელში,ბიბლიოთეკა'ში.იგი მიღებული იქნა როგორც საღვთო წერილი.."

0

Share this post


Link to post
Share on other sites
თქვენ წარმოიდგინეთ და ჰიტლერი მისტიკით ყოფილა გატაცებული და თავის ყველა გადაწყვეტილებას ზეციურ მოვლენას უწოდებდა

წარმოიდგინეთ კი არა ზუსტად ეგრე იყო

ასევე ფართოდ იყენებდა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს, სათავისოდ რა თქმა უნდა,

ინდურ, ვიკინგურ და ასე შემდეგ მითოლოგიას და სიმბოლიკას:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

dio21

განსაკუთრებით დიდი გავლენა ტიბეტურმა მისტიკამ მოახდინა და თვითონაც ამბობდა რომ მთელ თავის მოღვაწეობას ერთი ტიბეტური ლეგენდა დაედო საფუძვლადო.მგონი ეს ლეგენდა გერმანიაში ჩამოიტანა ჰაუსჰოფერმა,რომელიც რამდენჯერმე იყო ტიბეტში და თურმე ჰიტლერის დავალებით გაეცნო მოგვთა სასწაულმოქმედებას(უფ რას არ მოიგონებენ:D)

ჰიტლერი ხშირად ხვდებოდა ბერლინში მცხოვრებ ტიბეტელ ლამას,დალაი-ლამას გამოუგზავნია ტიბეტური ბიბლიის ასი ტომი.რადიოკავშირიც დაუმყარებიათ ტიბეტსა და გერმანიას შორის

რას გაიგებ,უცნაური კაცი იყო ჰიტლერა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ამას რუსები ეძახიან "გაზეტნაია ობრაზოვანიე". აი რას მივიღებთ, როცა სისტემურ განათლებას არ მივიღებთ (ვა , კალამბური გამოვიდა აი).

0

Share this post


Link to post
Share on other sites
რას გაიგებ,უცნაური კაცი იყო ჰიტლერა

გერმანელი ლამა იყო რა

ამას რუსები ეძახიან "გაზეტნაია ობრაზოვანიე". აი რას მივიღებთ, როცა სისტემურ განათლებას არ მივიღებთ (ვა , კალამბური გამოვიდა აი).

ვე მივხვდი ?

რას გულისხმობ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

პირველკლასელ ბავშვს წერა კითხვა რომ დარვინის სახეთა წარმოშობით (თუ რაც ქვია) ასწავლო, წარმოიდგინე ის ბავშვი რა აზრებს გადმოაფრქვევს შემდეგში. ალოიზიჩს ჯერ ყველაზე მარტივიდან უნდა დაეწყო თუნდაც ძველი ბერძნული ფილოსოფიის შესწავლით (თუმცა არც ესაა მთლად მარტივი). როგორ მოგწონს ტიპი არისტოტელეს გაგებაში არაა და ვიღაც იორგ ლანც ფონ ლიბენფელსის(ფუჰ რანაირი გვარებია ენას მოიტეხავს კაცი) ნაბოდვარს გაიგებდა?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

chibukha

შეურაცხყოფებს არ ვიყოთ :D

რაო მაშ ჰიტლერმა? ან მოდი გაგვირჩიე რომელი ფაქტი უნდა მივიღოთ სერიოზულად და რომელი არა ...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იდეის კაცი იყო რა გინდა

რწმენა თუნდაც ეშმასი შესაშურია ასეთი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო საინტერესოა:)

ამერიკელმა ბრალმდებელმა ჯეკსონმა ნიუნბერგის პროცეზზე თქვა:"ჰიტლერის აგრესიული გეგმები ისეთივე "საიდუმლოება" იყო,როგორც წიგნი "ჩემი ბრძოლა",რომელიც ექვს მილიონზე მეტი ტირაჟით გამოვიდა...ბრალდებულებმა ეს წიგნი აქციეს დოქტრინად და მოქმედების იარაღად.ამ წიგნს სტენიდნენ თვალში ახალგაზრდებს ყველგან-სკოლაში,უმაღლეს სასწავლებელში,ბიბლიოთეკა'ში.იგი მიღებული იქნა როგორც საღვთო წერილი.."

თუ გაინტერესებს ჰიტლერის შესახებ კარლ იუნგის 1935 წელს გამოქვეყნებული წერილი მაქვს ”დიქტატორების დიაგნოსტირება”. საკმაოდ სიღრმისეული ანალიზი აქვს როგორც ჰიტლერის, ისე სტალინისა და ბენიტო მუსოლინის მოტივაციებისა და ზოგადად პოლიტიკური კურსის. ჰიტლერის ძალაუფლება 99% მითოსურ სქემაზე იყო აგებული. უბრალოდ ძალიან შორს წავიდა, განსაკუთრებით არიული რასის წარმოშობის შესახებ ლაპარაკზე, როდესაც ზეკაცის თეორიაზე დაყრდნობით არიული რასა ელვასთან ერთად მოვლენილ რასად გამოაცხადა. აქედან არის სწორედ ესესის ნიშანი - ორი ელვა. სვასტიკაზე აღარაფერს ვამბობ:) და ტიბეტურ ისტორიას რაც ეხება, აბსოლუტურად მართალია - ის ვინც ბატონობს ტიბეტში, ბატონობს მთელს მსოფლიოზე - ასე ამბობდა ჰიტლერი და ამისთვის უამრავი არქეოლოგი მიავლინა ტიბეტში 30-იან წლებში.

არანაკლებ საინტერესოა ჰიტლერისა და სტალინის გატაცება გურჯიევის თეორიებით და მისი მოძღვრებით. თუ მოიძიებთ ამის შესახებ ინტერნეტით მასალას, ძალიან საინტერესო საკითხავია:) სამწუხაროდ, მე არ მაქვს კომპში. მაინ ქამფფის მხოლოდ წინგად მაქვს და ფაილი არა. ეგეც საინტერესო ანალიზია. მართალია ცოტა გაგიჭირდებათ ბოღმისა და ლოგიკის გარჩევა, მაგრამ გერმანიაში იმდროინდელ ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სემიტური ჯგუფების მიერ ამის ბერკეტების საკმაოდ საინტერესო ანალიზი აქვს.

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ის ვინც ბატონობს ტიბეტში, ბატონობს მთელს მსოფლიოზე - ასე ამბობდა ჰიტლერი

აი რატომ არ თმობს ტიბეტს ჩინეთი

0

Share this post


Link to post
Share on other sites
იდეის კაცი იყო რა გინდა

რწმენა თუნდაც ეშმასი შესაშურია ასეთი

მერე ეგ "იდეა" რაზე იყო დაფუძნებული? საძირკველი როცა მრუდეა კედელიც მრუდე გამოდის.

პ.ს. მე არ მშურს. შენ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

180px-Adolf_Hitler.png

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.

გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.

დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმც იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.

1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უნდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაში "ვოლფშანცეში" გრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

150px-Adolf_Hitler_in_Yugoslavia_crop.JPG

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომელის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორთავემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს,დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდ. ელბაში იქნა გადაყრილი.

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ყველაზე მაგარი რაც მახსოვს, განსაკუთრებით ფილმებიდან - 1933 წელი, ე.წ. გრძელი დანების ღამე :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
მერე ეგ "იდეა" რაზე იყო დაფუძნებული? საძირკველი როცა მრუდეა კედელიც მრუდე გამოდის.

პ.ს. მე არ მშურს. შენ?

და მერე რა რო არასწორ რამეს მისდევდა და სჯეროდა?

აკი ვთქვი მშურს თუ არა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

Мать Гитлера, будучи им беременной, чуть не сделала аборт, но ее врач уговорил ее от этого шага воздержаться.

ფუი ზოგსა რა ბედი აქვს რა

0

Share this post


Link to post
Share on other sites

HITTLER_BIG.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites

nhitler22.jpg

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0