Sign in to follow this  
Followers 0

A Song of Ice and Fire / ყინულისა და ცეცხლის სიმღერა..

28 posts in this topic

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s39.radikal.ru/i086/1106/93/60f70b9deaa8.jpg[/IMG][/URL][/center]


ჯორჯ მარტინის მისტიკური ჟანრის ნაწარმოების "A Song of Ice and Fire" (ყინულისა და ცეცხლის სიმღერა) პირველი წიგნის ეკრანიზაციაა. თავად ნაწარმოები შედგება შვიდი წიგნისაგან, აქედან გამოსულია მხოლოდ ოთხი: [center][b] [list]

[*]A Game of Thrones
[*]A Clash of Kings
[*]A Storm of Swords
[*]A Feast for Crows
[/list][/b] [/center]
[center]უახლოეს მომავალში იხილავს დღის შუქს მეხუთე წიგნი :[b][list]

[*]A Dance with Dragons[/b][/list]

ხოლო დანარჩენი ორი :


[center][list]

[*][b]The Winds of Winter
[*]A Dream of Spring[/b]
[/list]
[/center]
ჯერ მხოლოდ სამომავლო პროექტია[/center]

[indent]სატელევიზიო სერიალის Game of Thrones -ს პირველი სეზონი მოიცავს 10 ეპიზოდს, პრემიერა შედგა 2011 წლის აპრილში ხოლო მეორე სეზონის პრემიერა 2012 წლის გაზაფხულში იგეგმება. ეკრანიზაციის გაკეთებას წინ ხანბრძლივი მოლაპარაკებები უძღვოდა წიგნის ავტორთან, რადგან მარტინი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა აღნიშნულ პროექტს მისი ნაწარმოების სატელევიზიო სტანდარტებისაგან განსხვავებულობის გამო. 2007 წელს HBO-მ მოახერხა მოეპოვებინა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ეკრანიზაციის უფლება.[/indent]

[indent]ნაწარმოები მისტიკასა და ფანტეზის ჯანრს განეკუთვნება, მაგრამ მისტიკა ამ შემთხვევაში უფრო დამატებითი სიუჟეტური ხაზია ვიდრე ძირითადი.სპეციალურად სერიალისათვის შეიქმნა ახალი ენა დოთრაკიელთათვის. რაც შეეხება ბიუჯეტს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ერთი სეზონი 50-60 მილიონი უჯდება HBO-ს.[/indent]

[indent]ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ რომ ვესტეროსი (სადაც სიუჟეტი ვიტარდება) პროტოტიპია რომელიმე კონკრეტული ეპოქისა და სამყაროსი მაგრამ რაც უფრო მეტედ ეფლობი და ერთვები ვესტეროსის სამყაროში ხვდები რამდენად თვითმყოფადია.
ეს არის სამყარო მუდმივი სიცივისა და სისასტიკის, ფერადი და ხალასი მუდმივი ზაფხულის, ლეგენდები მეფეებსა და ლორდებზე, მებრძოლებსა და გმირებზე,მაგებსა და მკვლელებზე რომლებიც ერთად შეკრიბა უძველესმა წინასწარმეტყველებამ, ღალატის, ბრძოლების, გამარჯვებისა და დამარცხების ,ტრაგედიებისა და ინტრიგების სასტიკი სამყარო...
[/indent]

[center][i][b]ცოტა რამ სინოფსისზე:[/b][/i]

შვიდი სამეფოს მეფე რობერტ ბარატეონი, მთავარი კანცლერის გარდაცვალების შემდეგ საუკეთესო მეგობარს ედარდ სტარკს სთხოვს დახმარებას და მის მთავარ მრჩეველად ნიშნავს. წინამორბედის საიდუმლო ვითარებაში გარდაცვალება და ეჭვები აიძულებს ედარდს დაიწყოს გამოძიება მეფისა და სამეფოს დასაცავად.
დედოფლის ნათესავები ლანისტერები თავის მხრივ ცდილობენ სამეფო ძალაუფლებას დაეპატრონონ , ხოლო ზღვის იქეთა მხრიდან უკანასკნელი წარმომადგენლები ტარგარიენთა დინასტიის, რომელიც დამარცხებული და ჩამოგდებული იქნა ტახტიდან ბარათეონთა მიერ, პოულობენ საჭირო კონტაქტებს და დამხმარე ძალით მოემართებიან შვიდი სამეფოს გვირგვინის დასაბრუნებლად.
მოახლოვდა ზამთარი ხანგრძლივი 10 წლიანი ზაფხულის შემდეგ და არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება იგი,ზამთართან ერთად იღვიძებს ლეგენდად ქცეული ბოროტება "სხვები" "თეთრი მოხეტიალეები", როგორც მათ ვესტეროსის მკვიდრნი მოიხსენიებენ...
ომისა და პოლიტიკური დაპირისპირების ჟამს მხოლოდ პატარა ღამის გუშაგთა გაერთიანება რჩება უზარმაზარ ყინულის კედელზე ადამიანთა სამყაროსა და მომავალ ბოროტებას შორის....[/center]


[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s001.radikal.ru/i194/1106/4c/81a89b5423b0.gif[/IMG][/URL][/center]

[center][url="http://www.imdb.com/title/tt0944947/"] სერიალის ლინკი IMDB _ ზე[/url]

[url="http://allshares.ge/download.php?id=170FB85567"]წიგნები "A Song of Ice and Fire" რუსულად (FB2) [/url]

[url="http://allshares.ge/download.php?id=21D9AD1367"]წიგნები "A Song of Ice and Fire" ინგლისურად (PDF)[/url][/center]

[center][url="http://serialebi.net/?page=detail&get_id=263&category=105"]ონლაინში შეგიძლიათ უყუროთ აქ...[/url]
[/center]

[center]ან :


[b]Episode 01 - Winter Is Coming[/b]

http://share.ge/download.php?id=20D427794

[b]Episode 02 - The Kingsroad[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=EDB63CC55[/i]

[b]Episode 03 - Lord Snow[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=BB4180C74[/i]

[b]Episode 04 - Cripples, Bastards, and Broken Things[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=8E67DE3C5[/i]

[b]Episode 05 - The Wolf and the Lion[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=03437D184[/i]

[b]Episode 06 - A Golden Crown[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=1EE6F23A4[/i]

[b]Episode 07 - You Win or You Die[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=06A47EFF4[/i]

[b]Episode 08 - The Pointy End[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=57DF28415[/i]

[b]Episode 09 - Baelor[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=F0582AFC5[/i]

[b]Episode 10 - Fire and Blood
[/b]

[i]http://share.ge/download.php?id=9374AE9B4[/i][/center]


[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s003.radikal.ru/i202/1106/23/4db72a52d5e7.jpg[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][center][b]ვესტეროსი[/b][/center][/size]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s57.radikal.ru/i156/1106/8f/c69949b4ffe8.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]აღმოსავლეთი ვესტეროსი (შვიდი სამეფო) [/b]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i082.radikal.ru/1106/4e/1e70e33200ba.jpg[/IMG][/URL]


[b] დასავლეთი ვესტეროსი (ესოსი)[/b]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s45.radikal.ru/i109/1106/4c/f268d2124c85.jpg[/IMG][/URL][/center]


თავდაპირველად ვესტეროსი ტყის შვილებითა და გიგანტებით იყო დასახლებული. არავინ იცის როდის მოვიდნენ ისინი და საიდან ვესტეროსზე. ტყის შვილები ზომით პატარები იყვნენ ბავშვის სიმაღლეს არ აღემატებოდნენ, ცხოვრობდნენ ტყეში ხეებზე და გამოქვაბულებში, ჰყავდათ თავიანთი ღმერთები რომელთა სახეებიც გამოკვეთილი იყო თოვლივით თრთრ და სისხლივით წითელი ფოთლებიან მაგიურ ხეებზე. ესენი იყვნენ ღმერთები: მიწის, წყლის, ქარისა და ქვის რომელთა სახელები საიდუმლოდ დარჩა. ტყის შვილები ფლობდნენ განსაკუთრებულ მაგიას, იცოდნენ ბუნებისა და ცხოველთა ენა.
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i064.radikal.ru/1106/32/1d1c6f2b7d0d.jpg[/IMG][/URL]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s008.radikal.ru/i306/1106/61/950dcab26bfe.jpg[/IMG][/URL][/center]
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i171/1106/ad/0a1de11385a6.jpg[/IMG][/URL][/center]
[center][i][b]მაგიური ხეები და მათზე გამოსახული ღმერთები[/b][/i][/center]

მოგვიანებით ვესტეროსზე პირველი ადამიანები ჩნდებიან. არსებობისა და ქალაქების აშენებისათვის ტყის ჩეხვას იწყებენ რასაც ტყის შვილებთან დაპირისპირება მოჰყვება. ხანგრძლივი ბრძოლისა და დაპირისპირების შემდეგ მხარეები შეთანხმებას აღწევენ და იქმნება მწვანეთა ორდენი რომელიც უზრუნველყოფს მხარეების მიერ შეთანხმების შესრულებას. ტყეები და მათი მაგიური ხეების უსაფრთხოების გარანტიები ტყის შვილებს ხოლო დანარჩენი ვესტეროსი ადამიანებს. მომდევნო ხანგრძლივი პერიოდი მშვიდობიანად თანაარსებობდნენ, ადამიანებმა თავიანთი ღმერთები უარვეს და ტყის შვილების ღმერთები აღიარეს, მაგრამ გამოჩდნენ თეთრი მოხეტიალეები და დაიწყო ხანგრძლივი ზამთარი, რომელიც "გრძელი ღამის" სახელითაა ცნობილი და მთელი ერთი თაობა გრძელდებოდა. ამ პერიოდში იწყება თეთრი მოხეტიალეებისაგან თავდაცვის მიზნით ჩრდილოეთის დიდი ყინულოვანი კედლის მშენებლობა ბრენდონ მშენებლის მიერ, გიგანტებისა და ტყის შვილების მაგიის დახმარებით. ბრენდონ მშენებელი საფუძველს უყრის სტარკების დინასტიას და ვინტერფელის მშენებლობას იწყება ჩრდილოეთის შემოერთება.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s003.radikal.ru/i202/1106/30/ce30700656f2.jpg[/IMG][/URL][/center]
[center][i][b]ჩრდილოეთის ყინულოვანი კედელი[/b][/i][/center]
მალევე ესოსიდან ანდალები გამოჩდნენ და მთელს ვესტეროსს მოედვნენ. დაიწყო ვალარიის იმპერიის აღმასვლა და პირველი ადამიანები მხოლოდ ჩრდილოეთში შემორჩნენ, ტყის შვილები და გიგანტები კი ჯერ ჩრდლოეთით შემდეგ კი კედლის იქით გაუჩინარდნენ. ეიგონ ტარგარიენი იწყებს შვიდი სამეფოს გაერთიანებას და იწყება ტარგარიენთა 300 წლიანი მმართველობა რომელსაც ბოლო აჯანყებამ მოუღო რობერტ ბარათეონის,ლორდ არენისა და ედარდ სტარკის მეთაურობით. მეფე აირისი მოკლეს , მის ვაჟს რეიგარს თავად რობერტ ბარათეონმა ჩაუნგრია გულმკერდი თავისი უროთი ბრძოლის ველზე ხოლო ფეხმძიმე დედოფალი პატარა ვაჟთან ერთად ჩუმად გააპარეს დრაკონის კუნძულზე. ტარგარიენთა გვართან ნათესაური კავშირის გამო ტახტზე რობერტ ბარათეონი ავიდა და დაიწყო ახალი ერა ბარათეონთა მმართველობით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]ვალარიის იმპერია [/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i006.radikal.ru/1106/2f/e5d34ef9ccd2.jpg[/IMG][/URL][/center]



მწყემსების მიერ ესოსის მიწებზე ნაპოვნი დრაკონების მოთვინიერებით ვალარიელებმა მთელი ესოსის დაპყრობა მოახერხეს. ვალარიელთა იმპერიის საზღვარი დოთრაკიული ზღვის სახელით ცნობილ სტეპებზე გადიოდა. ვალარიელთა წარჩინებული გვარი ტარგარიენების კი კუნძულზე "დრაკონის ქვა" დასახლდა. ნელნელა ესოსზე დამოუკიდებელი ქალაქების დაარსდა, ესეთები იყო : პენტოსი,ლორატი , მირი, ლისი, ქხვორი, ნორვოსი,ტიროში , ვოლანტისი და საიდუმლო ქალაქი ბრავოსი, რომელიც ვალარიელთა ოქროს შახტებზე მომუშავე გამოქცეულმა მონებმა დაარსეს და მისი არსებობა გასაიდუმლოებული იყო.

ვალარიელები გამოირჩეოდნენ ღია ფერის თეთრი ან ვერცხლისფერი თმითა და იასამნისფერი თვალებით. ფლობდნენ მაგიასა და ფოლადის წრთობის განსაკუთრებულ ტექნიკას. ვალარიული იარაღი საუკეთესო იყო. ვალარიელთათვის ინცესტი ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა და წლების მანძილზე სისხლის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით ოჯახის წევრებს ერთმანეთზე აქორწინებდნენ. უკანონოდშობილები იწოდებოდნენ ბასტარდებად, ისინი არ ატარებდნენ არც დედის არც მამის გვარს,ვალარიელ ბასტარდთა გვარს " უოთერსი" წარმოადგენდა.


ვალარიაში ნელნელა ეტაპობრივად გაქრა მაგია და დაიწყო მიწისძვრები და ვულკანური ამოფრქვევები რის შედეგადაც ვალარიის ნახევარკუნძული ესოსს გამოეყო და კუნძულად იქცა , ხოლო მათ შორის გაჩნდა ზღვა . რამოდენიმე ვულკანის ერთდროულად ამოფრქვევამ ვალარია გაანადგურა, ეს იმდენად მოულოდნელად დაატყდა თავს ვალარიის მკვიდრთ რომ მათ თავის დაცვა და გაქცევა ვერ შეძლეს ,დრაკონები და ვალარიის მკვიდრნი დაიღუპნენ თუმცა რამოდენიმე წარჩინებული გვარის წარმომადგენელმა მოახერხა გადარჩენა , ესეთები იყვნენ: ტარგარიენები,ვალერიონები და კვოხერისები. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]ვესტეროსის სამეფოს გვარები და ოჯახები:

(გერბები)[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i002.radikal.ru/1106/5b/3488c2068b22.jpg[/IMG][/URL][/center]

[center][b]თანმიმდევრობით: ბარათეონი,სტარკი,ლანისტერი,ტალი,ტარგარიენი,არენი,ფრეი,ტირელი,გრეიჯოი[/b][/center]

[center][b]ციხესიმაგრეები:[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s58.radikal.ru/i161/1106/2f/a9bdabbf8e9a.png[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]მიწები:[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i028.radikal.ru/1106/c2/22cc8cfec8bd.gif[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ცოტა ვრცლად თითოეულ გვარის ისტორიასაც დავწერ ნუ იმას რისი დაწერაც სპოილერის გარეშე შეიძლება რათქმაუნდა...

[size="5"][center][b]ტარგარიენი / Targaryen [/b][/center][/size]
[center][b][indent]გერბი: შავ ფონზე გამოსახული სამთავიანი დრაკონი[/indent]
დევიზი: Fire and Blood / ცეცხლი და სისხლი[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s50.radikal.ru/i128/1106/95/cad406df25e4.jpg[/IMG][/URL][/center]


ვალარიელთა წარჩინებული გვარი, რომელიც აღზევებას ვალარიის იმპერიის გაძლიერებასა და დრაკონის ქვის კუნძულზე გაბატონებით იწყებს. მათი ძალაუფლება დაკავშირებული იყო დრაკონებთან, მწყემსების მიერ ნაპოვნი დრაკონების მოთვინიერებით მათ შესძლეს ერთერთი ძლიერი იმპერია შეექმნათ და 300 წლის მანძილზე ტარგარიენთა გვარი მეფობდა 7 სამეფოში.

ვალარიელთა მთავარმა ტრადიციამ სისხლისა და გვარის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით ოჯახის წევრების ერთმანეთზე დაქორწინებამ და სისხლის აღრევამ (რაც წლების მანძილზე მათთვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა) საბოლოოდ სიშლეგე (ტარგარიენთა საგვარეულო დაავადება) გამოიწვია და იჩინა თავი ბოლო მმართველის მეფე აირის II -ში რომელსაც მეტსახელად "შლეგი მეფე" შეარქვეს.

აირისი ნელნელა საბოლოოდ კარგავდა საღად განსჯის უნარს და უმართავი და სახიფათო ხდებოდა გარშემომყოფთათვის, ხოლო მისმა ვაჟმა პრინცმა რეიგარმა ვინთერფელის პრინცესა ლიანა მოიტაცა რომელიც რობერტ ბარათეონზე იყო დანიშნული და დორნში გამოამწყვდია. ვინთერფალის ლორდის უფროსი ვაჟი ბრენდონ სტარკი წითელ ციხესიმაგრეში ჩავიდა სადაც ის რეიგარის გარნიზონმა დააპატიმრა. შლეგმა მეფემ კი რომელსაც გამკონტროლებელი უკვე აღარავინ ჰყავდა ( მთავარმა კანცლერმა ტაივინ ლანისტერმაც კი დატოვა თანამდებობა და გაერიდა მეფეს) დაპატიმრებულთა მშობლები გამოიძახა სასახლეში. ვინტერფელის ლორდი რიკარდ სტარკი [ედარდ(ნედ) სტარკის მამა ] სამეფო დარბაზში ჩამოჰკიდა და დაწვა ხოლო მისი უფროსი ვაჟი დაახრჩო, დანარჩენებსაც ვინც ბრენდონს ახლდა და მათ მშობლებს იგივე ბედი ეწიათ , გადარჩა მხოლოდ იტან გლოვერი.

ამის შემდეგ აირისმა რობერტ ბარათეონისა და ედარდ სტარკის თავები მოითხოვა ლორდი არენისაგან რომელიც მათი აღმზრდელი იყო. მეფის ეს კაპრიზი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და დაიწყო აჯანყება რომელსაც რობერტ ბარათეონი , ლორდი არენი და ედარდ სტარკი მეთაურობდნენ. აირისს ფაქტიურად გადამტერებული ჰყავდა მთელი სამეფო ამიტომ დახმარება ლანისტერებს სთხოვა, რადგან ტაივანის უფროსი ვაჟი ჯეიმი ლანისტერი სამეფო არმიაში მსახურობდა და მისი მდგომარეობა ამ ფაქტით მძევალის მდგომარეობას ნიშნავდა. აირისმა ალქიმიკოსებთან ერთად ქალაქის დანაღმვა და მისი დამარცხების შემთხვევაში მთლიანად აფეთქება განიზრახა რაც შეიტყო ჯეიმი ლანისტერმაც.

ტირელისა და დორნის პრინცის მარტელის დახმარებით ( რომელიც იძულებული იყო დახმარებოდა რადგან მისი და, დორნის პრინცესა აირისის ძის რეიგარის მეუღლე იყო) ტარგარიენმა არმია შეკრიბა და სამკაპასთან (ტრაიდენტი ,Трезубец) გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. სამეფო არმიას ბარისტანი ხელძღვანელობდა რომელიც გამეფების შემდეგ რობერტ ბარათეონმა სასახლის კარზე დატოვა არმიის მეთაურად. ბრძოლაში განადგურდა რეიგარ ტარგარიენის თითქმის მთელი არმია ხოლო თავად რეიგარი კი რობერტმა გამოასალმა სიცოცხლეს.აირის ტარგარიენს ახალი არმიის შეკრება აღარ შეეძლო და იძულებული გახდა ფეხმძიმე მეუღლე და ვაჟი ვიზერისი დრაკონის ქვის კუნძულზე გაეგზავნა, ხოლო თვად სასახლეში გამაგრებულიყო. თან დაიტოვა დორნის პრინცესა რომელიც დორნელთა სამართავად უნდა გამოეყენებინა რათა ისინი არ განდგომოდნენ.

დედაქალაქი სტარკის არმიას უნდა აეღო მაგრამ ლანისტერებმა დაასწრეს, ტაივან ლანისტერი მოულოდნელად გამოჩნდა არმიით სასახლესთან ,სადაც მათ მიერ მოსყიდული მეისტერ პიცელის დახმარებით მოახერხეს სასახლეში შეღწევა და ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს, ამოწყვიტეს ალქიმიკოსთა თითქმის მთელი გილდია და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი. წითელ ციხეკოშკში გამაგრებული მეფე კი ჯეიმი ლანისტერის მსხვერპლი გახდა რომელიც ოთახში შეიჭრა და ყელი გამოსჭრა აირისს . ამის შემდეგ ლანისტერებს მეფის მკვლელებს უწოდებენ.

სასახლე დაეცა , ტაივანის ვასალმა გრიგორ კლუგანმა (მთა) ჯერ გააუპატიურა და მერე მოკლა დორნის პრინცესა და სასტიკად გაუსწორდა მის პატარა შვილებს. მათი გვამები ტაივან ლანისტერმა ტარგარიენებთან ნათესაური კავშირის გამო ახალ მეფედ დანიშნულ რობერტ ბარათეონს მიართვა და გარანტიები და მისი კეთილგანწყობა მოიპოვა, რასაც მოჰყვა რობერტისა და სტარკის დაპირისპირება რომელიც მოითხოვდა პასუხი ეგოთ ლანისტერებს ჩადენილისთვის. ნედი დორნში დის გამოსახსნელად წავიდა თუმცა ლიანამ მის ხელში დალია სული, სამწუხაროდ სტარკმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

დრაკონის ქვის კუნძულზე გახიზნული აირისის ცოლის , მისი ვაჟის და უკვე დაბადებული ქალიშვილის დეინერისის ამოსახოცად რობერტმა თავისი ძმა სტანისი გაგზავნა. თუმცა სირ ვილემ დარრიმ (წლების მანძილზე აირისის ოჯახს პატრონობდა) მოახერხა და-ძმის ესოსზე გადამალვა.

ტარგარიენთა დინასტიის 300 წლიან მმართველობას ბოლო მოეღო და დაიწყო ბარათეონთა დინასტიის მმართველობა. კანცლერად ლორდი არენი დაინიშნა , რობერტ ბარათეონმა ცოლად ტაივანის ქალიშვილი სერსეა ლანისტერი მოიყვანა. დორნთან ურთიერთობა საბოლოოდ დაიძაბა მათი პრინცესის მკვლელობის გამო. დამარცხებულთა გვარები ამოჟლიტეს ან კედელზე გაგზავნეს ხოლო მათი მიწები ლანისტერებმა დაისაკუთრეს. დრაკონის ქვის კუნძული სტანის ბარათეონს ერგო , ქარიშხლის ზღვარის ციხესიმაგრე კი მეფის უმცროს ძმას რენლი ბარათეონს.

უკანასკნელი ტარგარიენები ვიზერისი და დეინერისი კი დარჩნენ ესოსზე გახიზნულები მომავალი ტრიუმფით დაბრუნების იმედით ....


[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s007.radikal.ru/i302/1106/93/861fc52447bb.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ვიზერისი[/b][/i]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s02.radikal.ru/i175/1106/ea/eea977838481.jpg[/IMG][/URL][/center]
[center][i][b]დეინერისი[/b][/i][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]სტარკი / Stark [/b][/size][/center]

[center][b][indent] გერბი: თეთრ ფონზე გამოსახული მგელი..[/indent]
[indent][indent]დევიზი: Winter is Coming ... / ზამთარი მოდის...[/indent][/indent][/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s004.radikal.ru/i207/1106/f1/4fa44a2eb26b.jpg[/IMG][/URL][/center]

სტარკების გვარი ერთერთი უძველესია ვესტეროსზე, ისინი პირველი ადამიანების შთამომავლები არიან რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ გამოჩდნენ როცა ვესტეროსზე მხოლოდ ტყის შვილები და გიგანტები ცხოვრობდნენ. პირველმა ადამიანებმა მიაღწიეს შეთანხმებას ტყის შვილებთან და მათთან ერთად თანაარსებობდნენ მშვიდად თეთრი მოხეტიალეების შემოსევამდე. მათ ააგეს კეილინის ზღუდე რომელიც შხამიანი გველებითა და სხვა ბინადრებით სავსე ჭაობების გასწვრივ ბაზალტით ნაგებ 20 ციხესიმაგრეს მოიცავდა და ფაქტიურად აუღებელი იყო მტრის მიერ. მოგვიანებით შემოჭრილმა ანდალება არაერთხელ სცადეს მისი აღება თუმცა უშედეგოდ, წლების მანძილზე ჩრდილოელების და შემდეგ სტარკების საკუთრებას წარმოადგენდა.

სტარკების გვარს საფუძველი ბრენდოდ მშენებელმა ჩაუყარა რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩრდილოეთის დიდი ყინულოვანი კედლის მშენებლობა "გრძელი ღამის" სახელით ცნობილი თეთრი მოხეტიალეების შემოჭრის შემდეგ. მოგვიანებით დაიწყო ვინტერფელის მშენებლობა და ჩრდილოეთის დამორჩილება. წლების მანზილზე ჩრდილოეთს სტარკები განაგებდნენ და ერთადერთი გვარი იყო რომელიც მეთვალყურეობდა ჩრდილოეთის კედელს, საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ გუშაგთა საძმოში , ედარდ სტარკის ძმა ბენჯენი კი ერთერთი იმათგანია, მოგვიანებით სტარკის ბასტარდი ჯონ სნოუც კედელზე მიდის და გუშაგი ხდება.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s006.radikal.ru/i213/1106/a3/c0533e0648f5.jpg[/IMG][/URL][/center]

მგელი ჰერალდიკაში ძირითადად ოჯახური ერგულებისა და ოჯახური ფასეულობების სიმბოლოა, სტარკების გერბზეც მგელია გამოსახული და სტარკების უმეტესობა ვარგებს წარმოადგენენ.(ვარგები არიან ადამიანები რომელთაც შეუძლიათ მგლებთან ტელეპატიური კავშირის დამყარება) წლების მანზილზე სტარკები მგლის ლეკვებთან ერთად იზრდებოდნენ და ჩრდილოეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ გრძელი ღამის ეპოქის შემდეგ ლუტავოლკები ანუ საშინელი მგლები რომლებიც ჩვეულებრივი მგელისაგან განსხვავებით სიმაღლით 2 მეტრს აღწევს და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა , თეთრ მოხეტიალეებთან ერთად სავარაუდოდ კედლის იქეთ გაუჩინარდნენ და მას შემდეგ ვინთერფელში ისინი აღარ გამოჩენილან.
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s05.radikal.ru/i178/1106/df/d6d8e93c1eb5.jpg[/IMG][/URL][/center]
უკანასკნელ ასეთ მგელს ნედი ვაჟიშვილებთან ერთად პოულობს მკვდარს ვინტერფელში, ხოლო მის ლეკვებს კი შვილებს აძლევს გასაზრდელად. რობ სტარკის _ grey wind; სანსა სტარკის _ Lady;(ლედი) არია სტარკის_Nymeria; ბრან სტარკის _Summer; რიკონ სტარკის _ Shuggydog ხოლო ჯონ სნოუსი _ ghost.

სტარკის შვილებიც ვარგები არიან თუმცა განსხვავებული ძალის მქონე ვარგები. ბრანი ყველაზე ძლიერია. ტელეპატიური კავშირი მგელსა და მის პატრონს შორის გამოიხატება "მგლის სიზმარში" , ამ დროს მგელი პატრონის გრძნობებს და ემოციებს განიცდის და პატრონს აქვს უნარი ძილში გარდაისახოს საკუთარ მგელში. ესეთი "მგლის სიზმარი" შესაძლებელია რამოდენიმე დღე გაგრძელდეს და ის სახიფათოა პატრონისთვის თუ არ მოხდა ვარჯიში. შესაძლებელია გამოიფიტოს ვარგის ორგანიზმი ან მგლის ცნობიერებამ დაჯაბნოს და სამუდამოდ დარჩეს საკუთარ მგელში და ესე გააგრძელოს არსებობა მომავალში. მგლებსა და მათ პატრონ სტარკებს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს ტელეპატიის გარეშეც, ისინი ყოველთვის პატრონების გვერდით არიან მაგალითად გოსთი სნოუსთან ერთად მიდის კედელზე და არაერთხელ გადაარჩენს თავის პატრონს , გრეი რობის მხარდამხარ იბრძვის ომში, სამერი გააფთრებული იცავს ავადმყოფ ბრანს და დაუნდობლად უსწორდება მის მოსაკლავად მოგზავნილს ...

სტარკები ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მთელს ვესტეროსზე. ნედი ერთადერთი იყო რომელმაც მხოლოდ დაკარგა და არაფერი მიუღია ტარგარიენთა წინააღმდეგ აჯანყებიდან რომელშიც რობერტთან ერთად მონაწილეობდა. სტარკის მამა და ძმა აირის ტარგარიენმა მოკლა, ხოლო მისი ვაჟის რეიგარის მიერ გაუპატიურებულმა და შემდგომ დატყვევებულმა დამ მის ხელში დალია სული. ნედი ასევე მხარში ედგა რობერტს გრეინჯოების აჯანყების ჩახშობაში რის შემდეგაც ტეონ გრეინჯოი თავისთან ვინტერფელში წამოიყვანა ტყვედ და გაზარდა. ნედს ცოლად ჰყავს ჰოსტერ ტალლის ქალიშვილი კეტლინ ტალლი , რომელიც მის გარდაცვლილ ძმაზე იყო დანიშნული მაგრამ ტარგარიენთა წინააღმდეგ აჯანყების დროს ტალლების გვარისა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხესიმაგრეების მათ განკარგულებაში ყოფნისთვის ნედმა კეტლინზე ხოლო ლორდმა არენმა მის დაზე ლიზაზე იქორწინა.

სტარკების მამულს ვინთერფელი წარმოადგენს სადაც ცხოვრობენ: ლორდი ედარდ სტარკი, მისი მეუღლე კეტლინ სტარკი (ტალლი), შვილები: რობი,სანსა, არია, ბრანი, რიკონი და ბასტარდი ჯონ სნოუ ( ჩრდილოელი ბასტარდების გვარია სნოუ), ნედის შვილობილი (რკინის კუნძულებიდან ტყვედ წამოყვანილი) ტეონ გრეიჯოი, მეისტერი ლუვინი, მოხუცი ნენი და მსახურები: გიგანტი ხოდორი და ველური ოშა რომელიც ტყეში ველურებთან შეტაკებისას აიყვანეს ტყვედ ახალგაზრდა სტარკებმა.
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s59.radikal.ru/i164/1106/e4/b54c1d912215.jpg[/IMG][/URL][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]ბარათეონი / Baratheon[/b][/size][/center]

[center][b]გერბი: ყვითელ ფონზე გამოსახული ირემი კისერზე სამეფო გვირგვინით...

დევიზი: Ours is the Fury .... / ჩვენ რისხვა! [/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s41.radikal.ru/i094/1106/94/4736f5b5884a.jpg[/IMG][/URL][/center]

ბარათეონთა გვარი ენათესავება ტარგარიენებს, გვარის დამაარსებელი ორისი ეიგონ ტარგარიენის უკანონო ძმა და მისი თანამებრძოლი იყო. ბარათეონთა სახლის მეთაური, მეფე რობერტ ბარათეონი ნედთან ერთად ლორდ არენის ოჯახში იზრდებოდა არენების ციხესიმაგრეში და დანიშნული იყო ნედ სტარკის დაზე რომელიც ტარგარიენის ვაჟმა მოიტაცა. ჰყავს ორი ძმა: სტანის ბარათეონი და რენლი ბარათეონი.
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s50.radikal.ru/i130/1106/fb/74d7c6cf96f8.jpg[/IMG][/URL]
[b]შვიდი სამეფოს დედაქალაქი, მეფის რეზიდენცია[/b][/center]
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s003.radikal.ru/i201/1106/b7/762b7500350c.jpg[/IMG][/URL]
[b]მეფე რობერტ ბარათეონი[/b]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s002.radikal.ru/i200/1106/92/94dbf0206ace.jpg[/IMG][/URL]
[b]რენლი ბარათეონი[/b][/center]

ხელმძღვანელობდა ტარგარიენთა წინააღმდეგ აჯანყებას,საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს რეიგარი სამკაპასთან ბრძოლაში და თავადაც მძიმედ დაიჭრა. ტარგარიენთა გვართან ნათესაური კავშირის გამო გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ადის, კანცლერად ჯონ არენს ნიშნავს ხოლო სამეფო არმიის მეთაურად ბარისტანი. დრაკონის ქვის კუნძული თავის ძმას სტანისს უბოძა ხოლო ქარიშხლის ღვარის ციხესიმაგრე რენლის. თავად სამეფო რეზიდენციის წითელ ციხესიმაგრეში დაბინავდა, ცოლად შეირთო ტაივან ლანისტერის ქალიშვილი სერსეა და ჰყავს სამი შვილი: ჯოფრი, მერცილა და ტომენი, ასევე რვა ბასტარდი რომელთა გვარია_ შტორმი. უყვარს დალევა , ნადირობა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.
ერთგული მრჩეველის ლორდი არენის საიდუმლო ვითარებაში დაღუპვის შემდეგ საუკეთესო მეგობარს ლორდ სტარკს ნიშნავს კანცლერად და მიჰყავს სასახლეში.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s05.radikal.ru/i178/1106/08/27f64ec105f0.jpg[/IMG][/URL]
[b]დედოფალი სერსეა ლანისტერი[/b][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან მაგარი სერიალიაა მაგრად ჩამითრია.
HDclub - იდან გადმოვწერე BD-Rip ხარისხში და მაგარი საყურებელია ძაან
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="М é x x"][/b], მე მეორე წიგნს ვკითხულობ უკვე :yes: სანამ ამის მეორე სეზონი გამოვა მანამდე უბრალოდ ვერ შევძელი არ დამეწყო კითხვა ისე მომეწონა და დამაინტერესა. მართლა ძალიან კარგია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]ლანისტერი / Lannister[/b][/size][/center]

[center][b]გერბი: წითელ ფონზე გამოსახული ლომი
დევიზი:Hear me roar ... / ისმინე ჩემი...
[/b][/center]
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s016.radikal.ru/i334/1106/5d/6863f9df72dc.jpg[/IMG][/URL][/center]
ლანისტერებიც სხვა გვარების მსგავსად ანდალების შთამომავლები არიან. დამახასიათებელია ღია ფერის თმა და მიდრეკილება ინცესტისაკენ. ერთერთი ძლევამოსილი გვარი და ანგარიშგასაწევი ძალაა ვესტეროსზე, ლორდის ტაივინ ლანისტერის დამსახურებით.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s004.radikal.ru/i208/1106/28/b93a37aeeebb.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ტაივინ ლანისტერი[/b][/i][/center]

ოჯახის მეთაურია ლორდი ტაივან ლანისტერი, ცოლად ჰყავდა თავისი ნათესავი (სავარაუდოდ ბიძაშვილი)ჯოანა ლანისტერი რომლისგანაც ჰყავს ორი ვაჟი: ჯეიმი ლანისტერი , ჯუჯა ტირიონ ლანისტერი და ქალიშვილი სერსეა ლამისტერი.ტაივანი გამოირჩევა განსაკუთრებული დაუნდობლობითა და სისასტიკით არა მარტო მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგეების არამედ საკუთარი შვილების მიმართაც. არის საკმაოდ კარგი პოლიტიკოსი,იოლად ხლართავს ინტრიგებს და მარცხიც კი შეუძლია თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i071.radikal.ru/1106/8f/9c89743a60c1.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ჯეიმე ლანისტერი[/b][/i][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i033.radikal.ru/1106/37/d658a29e6192.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ჯუჯა ტირიონ ლანისტერი[/b][/i][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s45.radikal.ru/i109/1106/da/4e54e3b3a4d2.jpg[/IMG][/URL]
[i][b]დედოფალი სერსეა ლანისტერი[/b][/i][/center]

ტაივანი შლეგი მეფის აირის ტარგარიენის კანცლერი იყო სამეფო კარზე,მაგრამ მას შემდეგ რაც ის უმართავი გახდა და ლანისტერისთვისაც ცხადი გახდა მისი მომავალი ბედი , ზურგი აქცია აირისს უარი თქვა თანამდებობაზე და სასახლე დატოვა. მისი უფროსი ვაჟი ჯეიმე ლანისტერი კი ტყვედ დატოვა სასახლეში. დაასწრო სტარკს და თავად აიღო ქალაქის სამეფო ციხესიმაგრე, მისი ბრძანებით გრეგორ კლუგანმა (ლანისტერების ვასალი) ჯერ გააუპატიურა ხოლო შემდეგ მოკლა დორნის პრინცესა რეიგარის მეუღლე და მისი პატარა შილები. მისმა შვილმა ჯეიმე ლანისტერმა კი სიცოცხლეს გამოასალმა მეფე აირისი რის შემდეგაც ლანისტერთა გვარს "მეფის მკვლელებს" უწოდებენ.
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i174/1106/37/eb63dd93c141.jpg[/IMG][/URL][/center]
აჯანყებისა და ტარგარიენთა ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ ტაივანი გარანტიებსა და მხარდაჭერას იღებს ახალი მეფისაგან რომელსაც ცოლად საკუთარი ქალიშვილი სერსეა შერთო და დაუნათესავდა. შემოიერთა ამოწყვეტილი დამარცხებული გვარების მიწები და სამეფოები.

დანარჩენი იხილეთ ფილმში :) Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]ტალლი / Tully[/b][/size]
[/center]

[center][b]გერბი: ლურჯ და წითელ ფონზე გამოსახული თევზი
დევიზი: Family Duty Honor.... / ოჯახი, მოვალეობა,ღირსება
[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i174/1106/ec/b65dedad869a.jpg[/IMG][/URL][/center]

ტალების ოჯახი ერთერთ მნისვნელოვანი ციხესიმაგრის რივერანის მფლობელია რომელის აღებაც მისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. ოჯახის მეთაურია ჰოსტერ ტალლი რომელსაც ჰყავს ორი ქალიშვილი კეტლინი და ლიზა და ვაჟი ედმარ ტალი მეტსახელად შავი თევზი. ტალლის ერთერთი ქალიშვილი კეტლინი დანიშნული იყო ვინერფელის ლორდის უფროს ვაჟიშვილზე რომელიც აირის ტარგარიენმა გამოასალმა სიცოცხლეს.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i016.radikal.ru/1106/e4/046340fd9eb4.jpg[/IMG][/URL]
[i][b]კეტლინი[/b][/i][/center]
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s006.radikal.ru/i214/1106/7b/6c0bb1274ad4.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ლიზა[/b][/i][/center]

ცნობილი ტარგარიენთა წინააღმდეგ აჯანყების დროს რივერანის მახლობლათ ტრაიდენთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ტალების მიწაზე, მათი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელი და საჭირო იყო მომავალში ამიტომ ედარდ სტარკმა ცოლად შეირთო კეტლინი ხოლო ლორდმა არენმა კი ლიზა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]არენი / Arryn[/b][/size][/center]

[center][b]გერბი: ლურჯ ფონზე გამოსახული არწივი და ნახევარმთვარე
დევიზი: As Hight as Honor ... / მაღლა როგორც ღირსება...[/b][/center]
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s61.radikal.ru/i171/1106/d3/89697a0fda97.jpg[/IMG][/URL][/center]

არენთა ციხესიმაგრე მდებარეობს მთვარის მთების სახელით ცნობილ, ერთერთ ყველაზე მაღალ მთაზე. ლორდი არენი რობერტ ბარათეონის კანცლერი და მისი აღმზრდელია. არენის ციხესიმაგრეში იზრდებოდნენ რობერტი და ნედ სტარკი. ლორდს ცოლად ჰყავდა ჰოსტერ ტალის ქალიშვილი ლიზა. ფილმი ლორდი არენის გარდაცვალებით იწყება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="5"][b]გრეიჯოი / Greyjoy [/b][/size][/center]

[center][b]გერბი: შავ ფონზე გამოსახული უზარმაზარი კალმარი
დევიზი: We do not Sow / ჩვენ არ ვთესავთ...[/b][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i013.radikal.ru/1106/8f/6fe38247b82e.jpg[/IMG][/URL][/center]

გრეიჯოების გვარი რკინის კუნძულების სახელით ცნობილი მიწების მფლობელია. მათი მტავარი ციხესიმაგრეა პაიკი რომელიც ერთერთ ასეთ კუნძულზე მდებარეობს. გრეიჯოები ხისტი და ფიცხი ხასიათით გამოირჩევიან. მათი ბარათეონტა წინააღმდეგ აჯანყებისას დაიღუპა ბეილონ გრეიჯოის ორი ვაჟი ხოლო მესამე ლორდმა სტარკმა თავისთან წაიყვანა ვინტერფელში ტყვედ და გაზარდა. ბეილონს ერთადერთი ქალიშვილიღა დარჩა თავისთან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]დოთრაკიელები[/b][/size][/center]

ესოსის მკვიდრი მომთაბარეები რომლებიც დოთრაკიის ზღვის სახელით ცნობილ სტეპებში ბინადრობდნენ. დოთრაკიელები ვალარიელთა განადგურების შემდეგ ჩნდებიან (მანამდე ვალარიელთა დრაკონების ეშინოდათ) და დაიწყეს ქალაქების და მიმდებარე მიწების აოხრება.
დოთრაკიელები ველურები არიან, აქვთ მუქი კანი და წვრილი თვალები. ატარებენ ტყავის ჟილეტებსა და ცხენის ძუისგან მოქსოვილ შარვლებს. საუკეთესო ცხენოსნები და მეომრები არიან. მამაკაცებს ამშვენებთ გრძელი ულვაში და კიდევ უფრო გრძელი ნაწნავი რაც მათი ვაჟკაცობის სიმბოლოა. რაც უფრო მეტი დაუმარცხებელი ბრძოლაა დოთრაკიელი კაცის კისერზე მით უფრო გრძელი ნაწნავი აქვს მას.
[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i029.radikal.ru/1106/47/d14879419053.jpg[/img][/url]
[i]კხალი დროგო[/i][/center]
დოთრაკიელები ცხენის კულტის თაყვანისმცემლები არიან, ცხენი მათთვის წმინდა ცხოველია, გარდა ამისა ასევე თაყვანს სცემენ მზეს და მთვარეს. მზედ იწოდება ქმარი ხოლო მთვარედ ცოლი. ცხენზე ჯდომა და ბრძოლა ყველა დოთრაკიელი მამაკაცისთვის უმთავრესია. ბავშვები ცხენზე ჯდომას მანამდე სწავლობენ სანამ ფეხზე გაივლიან, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებენ სამუდამოდ არიან განწირულნი ძაღლებისა და სხვა ცხოველების საჯიჯგნად. ცხენიდან ჩამოვარდნა სიკვდილის ტოლფასია, დოთრაკიელი რომელიც ერთხელ მაინც ჩამოვარდება ცხენიდან ვერასდროს გახდება მეთაური (კხალი).
[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i052.radikal.ru/1106/e1/48dad05a8603.jpg[/img][/url]
[i]კხალისი ერთერთი რიტუალის შესრულებისას[/i][/center]

ცხოვრობენ და გადაადგილდებიან ტომებად რომელიც შეიძლება ასიათასობით მეომრისგან და მისი ოჯახის წევრისგან შედგებოდეს. ესეთ ტომს კხალასარი ეწოდება ხოლო მის მეთაურს _კხალი, ცოლს _ კხალისი ხოლო მემკვიდრეს _ კხალაკა, მხედრებს რომლებიც ტომში არიან სისხლისმიერი მხედრები. ტომის ბელადის კხალის გარდაცვალების შემდეგ ერთგული სისხლისმიერი მხედრები თავს იკლავენ. ოჯახის წევრები და მთელი კხალასარი თან დაჰყვება მხედრებს ომშიც კი, ისინი სასტიკად უსწორდებიან დაპყრობილი მიწების მკვიდრთ, წვავენ მთელს მიწას მოჰყავთ ტყვეები ხოცავენ მოსახლეობას, ქალებს მთელი ტომი აუპატიურებს.
იკვებებიან ცხენის ხორცითა და თაფლით , სწამთ რომ ცხენის ხორცი მათ ცხენის სიძლიერეს მისცემს. ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მათთვის ღია ცის ქვეშ ხდება იქნება ეს ქორწილი, მშობიარობა თუ სხვა რამ... ესოსის მშრალი და ცხელი კლიმატის გამო აქ ზამთარი არასოდეს დგება ამიტომ ისინი კარვებში ცხოვრობენ.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s58.radikal.ru/i159/1106/f8/b415e6ac7446.jpg[/img][/url][/center]

დოთრაკიელთა წმინდა ქალაქია ვეის დოთრაკი სადაც სხვადასხვა მიწებიდან წამოყვანილი ტყვეებით ვაჭრობა ხდება , აქვეა გრძნეულთა სახლიც სადაც ხშირად ყოფილი კხალისები ბინადრობენ მაგებთან ერთად. ვეის დოთრაკში დაუშვებელია იარაღით სიარული და სისხლის დაღვრა.
დოთრაკიელების იარაღს მოღუნული ხმალი წარმოადგენს, ისინი არ ხმარობენ არანაირ დამცავ აბჯარს ან ფარს ეს მათთვის შეურაცხყოფაა. არასოდეს ურტყამენ ცხენებს და არასოდეს არქმევენ მათ სახელებს. ტყვეებს ყოველთვის თანაბრად ინაწილებენ მხოლოდ ცხენები იმას ეკუთვნის ვინც მისი პატრონი მოკლა. როგორც გაერთიანება კხალასარი არ არის მყარი, კხალის გარდაცვალების შემდეგ იფანტებიან და სხვა კხალასარებს უერთდებიან.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i078.radikal.ru/1106/e6/0080609e180c.jpg[/img][/url][/center]
დოთრაკიელები ვერ იტანენ ზღვას რადგან მის მარილიან წყალს ცხენი არ სვამს და მას მოწამლულად თვლიან, ამიტომ ზღვის იქითა ვესტეროსი საერთოდ არ აინტერესებთ.

სპეციალურად ამ სერიალისთვის შეიქმნა დოთრაკიელთა ენა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=5][u][b]დრაკონები[/b][/u][/size][/center]

დრაკონები და მაგია უძველესი დროიდან მისტიურად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ვესტეროსის კონტინენტზე. თავდაპირველად ვალარიელმა მწყემსებმა ისინი ესოსზე ცეცხლის მიწების სახელით ცნობილ მთებში აღმოაჩინეს სადაც 14 მოქმედი ვულკანი მდებარეობდა. მაგიის დახმარებით მათი მოთვინიერება მოახერხეს და მალე დრაკონების წყალობით ვალარია ერთერთ უძლიერეს იმპერიად იქცა ვესტეროსზე. გვარები რომლებიც დრაკონებს ფლობდნენსხვა გვარებზე აღმატებულები და პრივილეგირებულები იყვნენ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათ ხელში იყო ძალაუფლება დრაკონთა მეშვეობით. ესეთები იყვნენ ტარგარიენები.

ვესტეროსის დრაკონები ორფეხა არსებები იყვნენ უზარმაზარი ფრთებიტ, გრძელი კუდითა და ასევე წაგრძელებული კისრით რომელუიც თავიდან კუდის ბოლომდე დაფარული იყო კბილების მსგავსი რქოვანი წამონაზარდებით ხოლო მთლიანად მათი ტანი სხვადასხვა ფერის რქოვანი ქერცლით იყო დაფარული.

ეიგონ ტარგარიენმა სწორედ მისი სამი დრაკონის : ბალერიონის (შავი) ,მერაქსესის(თეთრი) და ვჰაგარის (მწვანე) დახმარებით გაიმარჯვა წითელ ველზე გამართულ ბრძოლაში და მოიპოვა შვიდი სამეფოს ტახტის გვირგვინი. დრაკონთა ხახიდან ამოფრქვეული ცეცხლი იმდენად მწველი იყო რომ ნებისმიერ ლითონს და ქვას ადნობდა, თავად დრაკონთა ძვლები კი ვალარიულ რკინას შეიცავდა რომლისგანაც საუკეთესო მშვილდები,დანები და სხვა იარაღი მზადდებოდა. თუმცა ცეცხლის ველზე ერთდროულად 14-ვე ვულკანის ამოფრქვევამ გაანადგურა დრაკონები და ვალარიის იმპერია. დრაკონების გაქრობასთან ერთად ნელნელა დასუსტდა მაგიაც, გადარჩენილი ვალარიული გვარები ამაოდ ცდილობდნენ გადარჩენილი დრაკონის კვერცხებისგან დრაკონთა გამოჩეკვას მაგიის დახმარებით. უკანასკნელი დრაკონის ეიგონ III -ის გარდაცვალების შემდეგ კი საბოლოოდ გაქრა მაგია დრაკონებთან ერთად. არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც დრაკონების დაბრუნებასთან ერთად მაგიაც დაბრუნდება ვესტეროსზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b]რაც შეეხება რელიგიურ კულტებს :[/b]

[b][u][color="#8B0000"]მაგიური ხეების კულტი[/color][/u][/b]
[/center]
[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i062.radikal.ru/1106/e7/12dd01f953ca.jpg[/IMG][/URL][/center]

უძველესი კულტია, პირველი ადამიანებისა და ტყის შვილების რელიგიაა, ღმერთები მიწის ,წყლის ,ქარის.... მათი სახეები გამოსახულია მაგიურ ხეებზე რომელთაც თეთრი მერქანი და ალისფერი ფოთლები აქვთ. მთელს ვესტეროსზე გაფანტულია პატარა სავანეები სადაც ესეთი მაგიური ხე დგას.

ადამიანებს სჯეროდათ რომ ამ ხეებზე გამოსახული სახეებით ღმერთები თვალყურს ადევნებდნენ სამყაროს. პირველმა ადამიანებმა ვესტეროსზე მოსვლისას, მას შემდეგ რაც ტყის შვილებთან შეთანხმება მოახერხეს საკუთარი ღმერთებნი უარყვეს და მათი რელიგია მიიღეს , ამიტომ ჩრდილოელები რომლებიც ძირითადად პირველი ადამიანების შთამომავლები არიან მაგიური ხეების კულტს მისდევენ, ასევე ამ რელიგიის მიმდევრები არიან კედელს იქით მაცხოვრებლებიც. სიუჟეტის განვითარების პარალელურად ცხადი ხდება რომ მართლაც მაგიური თვისებების მატარებლები არიან მსგავსი ხეები.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s016.radikal.ru/i337/1106/0e/43c8726afabe.jpg[/IMG][/URL]
[i][b]ერთერთი მაგიური სავანე ვინტერფელში[/b][/i][/center]

[center][b][u][color="#8B0000"]შვიდეულის კულტი[/color][/u][/b][/center]

ეს არის ახალი რელიგია რომელიც ფართოდაა გავრცელებული თითქმის მთელს ვესტეროსზე. შვიდეულის მიმდევრები აღიარებენ ღმერთის შვიდ განსახიერებას. სიმბოლოა შვიდქიმიანი ვარსკვლავი რომელიც შვიდეულის ერთიანობას გამოხატავს. ციფრი 7 კი ღვთიურ ციფრად ითვლება. ღვთისმსახურება ტარდება სპეციალურ შვიდკუთხა ტაძარში რომელსაც ეწოდება სეპტა, ხოლო აღმსრულებელს სეპტონი. ყველა სამეფოს აქვს თავისი სეპტა და ჰყავს სეპტონები. ღვთისმსახურება გამოიხატება სეპტაში საგალობლებისა და რელიგიური ტექსტების კითხვით. სეპტაში იარაღით შესვლა და სისხლისღვრა არ შეიძლება, აქ ხდება მხოლოდ კორონაცია და რაინდებად შერაცხვა.

სეპტონები შეიძლება იყვნენ როგორც მამაკაცები ასევე ქალებიც და მა შორის არანაირი უფლებრივი განსხვავება არ არის. სეპტონები მხოლოდ მსახურების აღსრულებისას იმოსებიან სპეციალური ტანისამოსით, სხვა შემთხვევებში ჩვეულებრივ საერო სმოსსაც ატარებენ, შეუძლიათ ჰქონდეთ პროფესიაც და ეკავოთ სხვადასხვა თანამდებობებიც სეპტონობის პარალელურად.

არსებობს იერარქია, კერძოდ ყველა სეპტა უმაღლეს ბეილორის სეპტასა და სეპტონს ემორჩილება, რომელიც სეპტონებისათვის სავალდებულო კრისტალის შვიდქიმიანი ვარსკვლავის გარდა სხვადასხვა ძვირფასი ქვებით მოჭედილ ტიარას და ბეჭედს ატარებს.

სეპტონები ატარებენ სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებს იქნება ეს დაქორწინება, წესის აგება, მონათვლა თუ სხვა რამ, ისინი ასევე ისმენენ აღსარებას მაგრამ არ აქვთ შენვობის უფლება , მხოლოდ რჩევებით შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს. ჩვეულებრივი სეპტონისაგან განსხვავებით უზენაეს სეპტონს შეუძლია გაათავისუფლოს ადამიანი ყოველგვარი პირობისა და აღთქმისაგან, ეს არ ვრცელდება მხოლოდ ღამის გუშაგობის აღთქმაზე რომელიც სიკვდილამდეა.

შვიდეული გამოისახებოდა შვიდი განსხვავებული სახით, ეს არ იყო შვიდი სხვადასხვა ღმერთი, ეს იყო ერთი ღმერთის შვიდი განსახიერება:

[b]მამა[/b] _ სამართლიანობისა და კანონის განსახიერება, მმართველთა და ბრძენთა მფარველი. გამოიხატება შუახნის გვირგვინიანი მამაკაცის სახით

[b]რაინდი [/b]_ რაინდთა და მეომართა მფარველი , გამოიხატება ხმლით ხელში მებრძოლი მამაკაცის სახით.

[b]მჭედელი[/b] _ გლეხების, უბრალო ადამიანების ,ხელოსნებისა და ყველა იმ ადამიანის მფარველი რომლებიც ფიზიკურ შრომას ეწევიან.ზოგადად შრომის განსახიერება. გამოხატავენ ტყავის ტანისამოსიანი მჭედელი მამაკაცის სახით რომელსაც ხელში ურო უჭირავს.

[b]დედა [/b]_ ოჯახის, ნაყოფიერებისა და დედობის განსახიერება , გამოხატავენ შუა ასაკის მომღიმარი ქალის სახით.

[b]ქალწული[/b] _ სილამაზისა და ქალწულებრივი სწმინდის სიმბოლო, ქალისვილებისა და შეყვარებულების მფარველი. გამოხატავენ თმაგაშლილი ქალიშვილის სახით, მთავარი სიმბოლო მისი არის ყვავილი კერძოდ ვარდი.

[b]მოხუცი დედაბერი[/b] _ ქალური მოთმინებისა და წლებთან ერთად შეზენილი სიბრძნის განსახიერება. გამოხატავდნენ მოხუცი დედაბერის სახით ხელში კვერთხითა და ლამპარით.

[b]შეუცნობელი [/b]_ მისტიკის , სიკვდილისა და ყოველივე შეუცნობელის განსახიერება, მას არ აქვს სქესი , გამოხატავენ მანტიაში გახვეულ ფიგურად მთავარი სიმბოლოთი ქვიშის საათით ...
[center]
[u][b]
[color="#8B0000"]რ'გლორის ცეცხლის ღმერთის კულტი[/color][/b][/u][/center]

გავრცელებული რელიგიაა ესოსზე. ვესტეროსზე კი შემოდის სტანის ბარათეონის მარჯვენა ხელისა და რგლორის აღმსარებლობის მიმდევარის "წითელი ქალის" მელისანდრას წყალობით ,მას შემდეგ რაც თავად სტანის ბარათეონი უარყოფს საკუთარ ღმერთს და აღიარებს ცეცხლის ღმერთის კულტს.

ყველაზე არაჰუმანური რელიგიაა, მისთვის უცხოა შემწყნარებლობა და სხვა რელიგიების მიმართაც მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. კულტის მიმდევრები სასჯელის სახით იყენებენ სარზე გასმას, ჯვარზე გაკვრასა და სხვა სასტიკ სასჯელებს. კულტის მიმდევარი ფანატიკოსები სერიოზული მაგიური ძალების მფლობელები არიან, წინასწარმეტყველებენ მომავალს და ნეკრომანტიითაც არიან დაკავებულნი.

[center][u][b][color="#8B0000"]დამხრჩვალი ღმერთის კულტი[/color] [/b][/u][/center]

ეს ძირითადად რკინის კუნძულების რელიგიური კულტია რომლის შესახებაც საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ამ ეტაპზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კანფეტ : )) საღოლ ავტორს :**

http://chronarda.ru/wiki/index.php/%D0%98%D0%B3%D1%80%D0%B0_%D0%9F%D1%80%D0%B5%D1%81%D1%82%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B2


გამოგადგებათ : )
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Sp@rk"][/b], [b][member="E madame"][/b], წიგნს ქართულად იასსნა ვერ გაცითავთ ეხლა არ იარსებებს და... რუსული აუდიოწიგნი არსადაა მაგი მაინც თუ იცით აბა ? ტორე 2012მდე რა მოიცდის , თან ან მოვესწრებით მაგას კიდე ან არა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Besso"][/b], აუდიო ეს არის მაგრამ ინგლისურია: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3591049 რუსული არ ვიცი :( წიგნების ლინკები კი დევს რუსულად.

გუშინ მოვრჩი მეორე წიგნს.... გაჟუჟა ტიპმა ნახევარი ვესტეროსი ორ წიგნში წარმომიდგენია რა იქნება დანარჩენებში. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა კარგ რაღაცას გადავაწყდი :)

[img]http://geektyrant.com/storage/post-images-2011/westeros_by_other_in_law-d38yn2d.jpeg[/img]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b], მოყევი ხოოო , მოყევი მე კიარ მაინტერესებს წაკითხვა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Besso"][/b], არაფერიც არ მომიყოლია ზედმეტი .... ის ზოგადი მოვყევი რაც მომაკვდინებელ სპოილერებს არ შეიცავს :beee: მესამე წიგნს ვიწყებ დღეს ...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i076.radikal.ru/1108/3d/f3385835cb57.jpg[/IMG][/URL]

იაკენი :)

http://winter-is-coming.net/2011/08/exclusive-tom-wlaschiha-is-jaqen-hghar/
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძაან მაგარი ფილმია,მაგრად მომეწონა,ნეტა როდის იქნება გაგრძელება Edited by vichy
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0