Sign in to follow this  
Followers 0

სამზარეულო და კურიოზები

68 posts in this topic

[quote name='meocnebe' post='641938']
თევზეული ისე მიყვარს ვაბოდებ, მაგრამ თევზს რომ ვჭრი და ვასუფთავებ ტოქსიკური შეტევები მაქვს ისეთი 1 დღე სამზარეულში ვერ ვიხედები :D
[/quote]
მეც :D თან თევზი, მწვადი და ოსტრი ქალის საქმე არააო, მამამ იცის თქმა და...
მაგ პროდუქტების მხოლოდ ჭამა ვიცი :D

[quote name='mako' post='641941']
გემო არ შეუცვლია ფერს. რას ვიზამდით, გამოვაცხვეთ წითელი ნაზუქები. გული დაზოლილი ჰქონდა წითლად. როგორც დედაჩემმა გვითხრა შემდეგ, იმ ქილაში ტორტის ფერი ანუ საღებავი ეყარა თურმე : D

[/quote]
ჰუჰ კაი იყო :D
[quote name='mako' post='641941']
ერთხელ დამაძალეს, ხომ უნდა ისწავლო როდესღაც ქათმის გამოკუჭვაო. ხოდა, ნაღვლის ბუშტიც გავუხეთქე და დავამწარე ქათამი და ნაწლავებიც დავხვრიტე დანის წვერით, ისე რომ ყარდა საწყალი. ძლივს გარეცხეს და გაასუფთავეს : D
[/quote]
დეიდაჩემი მაძალებდა სოფელში... გამოგაგდებს დედამთილი სახლიდანო :D თან ახლად დაკლული ქათამი ჩაუშვა მაგ მომენტში მდუღარეში და რეფლექსები აქვს ქათამს, ფხარკალებს, ხმას გამოსცემს, მოკლედ გეგონება ცოცხალიაო :(
გავპუტე და გამოვკუჭე კი არა, მას მერე 2 წელი არანაირ ხორცს არ ვჭამდი :ს

[quote name='meocnebe' post='641944']
რა კაი თემა გამოვიდა, ძალიან გავმხიარულდი ამ შეჭირვების ჟამს
[/quote]
+1 :D

მადლობა ნოდარს :*

ადრე ვაკეთებდი ხოლმე მოხარშულ კვერცს ვაწყობდი მაინოეზის საწებელში.
ხოდა ერთეხლ მეგობარმა მთხოვა მასწავლეო. ნუ ავუხსენი როგორ უნდა შეეზავებინა მაიონეზი და ვუთხარი, რომ კვერცხი ბოლოს უნდა ჩაედო.
გააკეთა ყველაფერი და კვერცხი რადგან არ დავუკნოკრეტე, რომ მოხარშული უნდა ჩაედო, გადაწყვიტა, რომ უმი უნდა ჩაესხა და მერე მოეხარშა :D
კვერცხის ჩახოხბილის მაგვარი რაღაც მიიღო :D
თავადაც მაგრად ხალისობს ხოლმე ამაზე, და მაიგიტომ ვწერ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]კვერცხი რადგან არ დავუკნოკრეტე, რომ მოხარშული უნდა ჩაედო, გადაწყვიტა, რომ უმი უნდა ჩაესხა და მერე მოეხარშა :D
კვერცხის ჩახოხბილის მაგვარი რაღაც მიიღო [/quote]
:D :D კარგი იყო

არ ვიცი, რამდენად ნიჭი უნდა მზარეულობას, მაგრამ რაღაც გაგება და ალღო უნდა გქონდეს ალბათ, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვა. ამ ტიპის შეცდომები არასდროს მომსვლია (კვერცხის გაუტეხავად ტაფაზე დახლა და შეწვა ან მურაბის უცეცხლოდ მოხარშვა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641963']
არ ვიცი, რამდენად ნიჭი უნდა მზარეულობას, მაგრამ რაღაც გაგება და ალღო უნდა გქონდეს ალბათ, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვა. ამ ტიპის შეცდომები არასდროს მომსვლია (კვერცხის გაუტეხავად ტაფაზე დახლა და შეწვა ან მურაბის უცეცხლოდ მოხარშვა)
[/quote]
+1

მზარეულს და IT-ის ალღო და ლოგიკა სჭირდება :D

ნინო დარასელს ეწერა ადრე, კვერცხი მთლიანად დავდე ტაფაზეო... :D

ამ ზამთარს მე დამემართა: ნამცხვრის კრემში მეტი მომივიდა ფქვილი ცოტა, მაგრამ დაერხა - ვხარშე, ვხარშე და არ გაუქრა ფქვილის გემო :@
ჯერ ახალი წლის, სამზარეულოს და ტკბილეულს მოვუკითხე მომგონი. მერე რომ დავმშვიდდი ცოტა, მეთქი რა ვქნა. ჩემმა ბიძაშვილა აიჩემა წყალი დაუმატეო.
მეთქი უარესი იქნება. მერე გავხსენი ისევ რძის ფხვნილი წყალში, გავაკეთე რძე მოკლედ და დავუმატე ძალიან, ძალიან ნელა, რომ არ აჭრილიყო...
უშველა და იმდენიც გამოვიდა, 2 ნამცხვარს ეყო :D თან ძაალიან გემრიელი იყო. ვოტ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b]
აუ მაკო,ეს თემა ჩემთვის გაგიხსნია რა :D


ლობისთან დაკავშირებით მეც გამახსენდა რაღაც :)
ნინევია ხომ იცით ყველამ,ხოდა ჩემთან უნდა ჩამოსულიყო.მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ,რომ ლობიანები დაგვეხვედრებინა.მოკლედ საღამოა და დაიწყო დედაჩემმა ლობიანების გამოცხობა,ველოდებით ანას.გვიან ღამე უნდა ჩამოსულიყო,მაგრამ დარეკა რომ ხვალ დილით მოვდივარო.მე,როგორც დიდმა კულინარმა დედაჩემს შევთავაზე,რაც დაგრჩა გამოსაცხობი იმას ხვალ დილით მე თვითონ გამოვაცხობთქო.დილით დედაჩემი სამსახურში იქნებოდა და ვერ მოასწრებდა.ნუ მოკლედ ეს ლობიო და ცომი შევინახეთ მაცივარში.მეორე დილით ავდექი და დავიწყე ცხოვრებაში პირველად ლობიანის გამოცხობა :D სამწუხაროდ ცომი ვერ გავაბრტყელე და ეს მრგვალი ფორმა ვერ მივეცი,ამიტომ სასწაული მოვიფიქრე.ავდექი და კარტოფილის ღვეზელის ფორმის ლობიანები დავაცხვე,რაც მთავარია გაუბრტყელებელი,სქელი ცომით.უF,ისე დავბრაწე,რომ შეხედავდი ნერწყვი მოგადგებოდა :)
მოვიდა ანა და გამოვიტანე ეს ჩემი ლობიანები,დავჭერი და რას ვხედავ,გარედან დაბრაწულია,შიგნით კიდე ცომია :D თან ყველა არც ერთი ლობიანი არ იყო ნორმალური :D
ნუ ჯოის და ანას მეტი რა უნდოდათ და კარგად,გემრიელად დამცინეს :D სამაგიეროდ ჯოის ძმაკაცმა ლობიანის დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამო 1ცალი შეჭამა,მერე კი მაბრალებდა კინაღამ მომკალიო,მაგრამ მთავარია რომ შეჭამა:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ninikela"][/b], ამაზე იცინოდით ხოლმე ჩუმ-ჩუმად? :D გაცხადდა საიდუმლო :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
უF, კიდევ 96768 რაღაც ჩამიდენია სამზარეულოში :D

ერთხელ ჩემს დაქალს სთხოვა დედამისმა თანამშრომლებისთვის ტორტი გამომიცხვეო,მართლა გემრიელ ტორტს აცხობს.მოუტანეს მთელი მასალები რავიცი რაცაა საჭირო.ნუ მეც მიოვედი ამასთან,თან გაგართობ და შენ კიდე თქვიფე ეგ ტორტითქო :D ჩემი დაქალი რაღაცეებს ხლაფორთობს ამ ტორტზე,მე ვლაპარაკობ და ვალაპარაკობ.მოკლედ ენა არ გამიჩერებია რა და ხო ამბობენ ტორტს სიწყნარე უყვარსო :D მეოცნებესი არ იღოს მწვანე,მახინჯი ტორტი გამოუვიდა და იძულებული გახდა თავიდან დაეცყო ცხობა,ოღონ მე სახლიდან გამაგდეს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ninikela"][/b] საკონდიტროშია შენი ადგილი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
ხო,ვიღაცას კარგად გავაკოტრებდი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]თქვენ გაიხარეთ, რამდენი ვიხალისე, ადუღებულ ნამცხვარზე, განსაკუთრებით :laugh:
რაც შემეხება მე, მომზადების დროს კურიოზები ნაკლებად იმიტომ, რომ არ/ვერ ვამზადებ :D
კურიოზი კი ისაა, რომ ჩემს სამზარეულოში, აგერ მაგალითად, ნინიკელა რომ შეუშვათ, ის უკეთ გეტყვით სადაა ზეთი, მარილი, სოდა და ა.შ. [/b] :parting:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაიმე გაიხარეთ მართლა ვიხალისე მეც და გამახსენდა ჩემი ტანჯვები :D მე ძირითადად ამ ბოლო პერიოდებში მემართება. რაც მარტო დავრჩი და დიდი სახლის პატარა დიასახლისის წოდება მივიღე ოფიციალურად.

ნუ ხან გამომდის კარგად, ხან არა. ყველაზე კარგად ვერმიშელის გაკეთება ვიცი. ადრე ეგეც არ გამომდიოდა. რატომღაც სულ მეგონა უმი იყო. იმდენს ვხარშავდი სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებდი :D გაჭირვებისას ეგეც კი მიგვირთმევია :D მარილზე არაფერს ვამბობ. სულ მავიწყდება და თავს იმით ვიმართლებ, რომ მარილიანი საჭმელი არ მიყვარს. არადა საზიზღრობაა. კიდევ ჩემს დას ჩაშუშული პამიდორი უყვარს და რომ ვუკეთებ ხან კვერცხი მავიწყდება, ხან ხახვი და ხან მწვანილი. ამ ბოლოს მომივიდა ყველაზე ცუდი რაღაც :( ლობიოს ვაკეთებდა. ჩემმა დამ რაღაც სალათის რეცეპტი გამომიგზავნა, რომელიც კეთდება ლობიოს მარცვლებით და კიდევ რაღაცეებით მოკლედ და... ჰოდა ცოტა რომ მოიხარშა ამოვიღე ნახევარი. ვიფიქრე ამას დავტოვებ სალათისთვის და დანარჩენს შევაზავებ თქო. ჩემმა დამ გამაფრთხილა სალათისთვის ძალიან მოხარშული და ჩაშლილი არ უნდა იყოსო. მოკლედ ეს კი ამოვიღე და შევინახე, მაგრამ მერე ქვაბში რომ ჩავხედე და ვნახე არაა კარგად მოხარშული. იმის მერე 2 თუ 3 საათი ვხარშე კიდევ. როგორც იქნა ვნახე მოხარშულია თითქმის, მაგრამ ვაიმე მეთქი იმ სალათისთვის ხომ უმი იქნება თქო. გამოვიღე და ჩავყარე ის ნახევრად უმებიც ამ თითქმის მოხარშულებში. მერე სალათისთვის ამოკლებას აზრი აღარ ჰქონდა. ნახევრად ჩაშლილები იყო და სათითაოდ ხომ არ გავარჩევდი. მოკლედ რაღა გავაგრძელო საოცრება ლობიო გამოვიდა. ნახევრად უმი და ნახევრად მოხარშული. საცოდაობა იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='di tanti palpiti' post='645740']
მაგრამ ვაიმე მეთქი იმ სალათისთვის ხომ უმი იქნება თქო. გამოვიღე და ჩავყარე ის ნახევრად უმებიც ამ თითქმის მოხარშულებში.
[/quote]
:rofl: ააააააააააა
ვაიმე, შენც ჩვენ კლუბში გაწევრიანდი უკვე : D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="di tanti palpiti"][/b], სამზარეულოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ნუ უამრავი კურიოზი მქონია ამგრამ ერთი ამხსენდება ახლა :D
მოკლედ გადავწყვიტე რომ ცივი ყავა გავაკეთო არადა ერთი შეხედვით ადვილია ხო? აიღებ ყავას შაქარს წყალს ჩაასხავ შეანჯღრევ და ეგაა.. ხოდა ასე მეგონა მეც..
და ვანჯჯღრევ .. ბრახ ამოხეთქა სახეში შემესხა მეთქი რა ჭირს !! ნუ როგორც იქნა მაგრად დავიჭირე და ჩემ დაქალს გავუკეთე .. ახლა ჩემთვის ვიკეტებ და კიდევ ამოასხა (ყავის გასაკეთებელიდან) და გადავივლე უკვე ნერვები მომეთხარა და ამ დროს ჩემი დაქალი მეუბნება (უკვე დალია ყავა)გოგო რაღაც გაზიანი ყავა იყო მქონი... :|
ხოდა მოკლედ ბორჯომით ვაკეთებდი თურმე :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='takome' post='646012']
ხოდა მოკლედ ბორჯომით ვაკეთებდი თურმე :(
[/quote]
:D :D :D :D მაგასაც მოხერხება უნდა.

ისე, კოკა-კოლაში 1 ჩაის კოვზი ყავა და საერთოდ არ უნდა არც განჯღრევა და არც ბორჯომი. წამში მზადაა და გემრიელიცაა :) ზემოდან ნაყინიც შეგიძლია მოადო ;)

[quote name='mako' post='645743']
სამზარეულოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა
[/quote]
:D :D :D დაგშვენდებოდა ოოოო, რა რიგად დაგშვენდებოდა. ამ თემას ქვესათაური უნდა ჩავუწეროთ ეგეთი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხო ეგეც კაი აზრია :D


აუ ერთხელ კოშმარი გავაკეთე 3 წლის წინ :| (მეპატიება) მოკლედ გამოვიდე თავი სუპი უნდა გავაკეთო თქო და არჩევანი მაკარონის სუპზე შევაჩერე ხოდა მოვხარშე მაკარონი და მერე იმ მაკარონში ჩავასხი წყალი ჩავაგდე კუბიკი მოვურიე გამოვიდა რაღაც ბლანტი სითხე რომელშიც იყო მოტივტივე მაკარონი წამოვადუღე და მამაჩემს მივართვი
საწყალს სიტყვა არ დასცდენია :bad: :bad: ჭამა რა გზა ჰქონდა :cry:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='di tanti palpiti' post='645740']
მარილზე არაფერს ვამბობ. სულ მავიწყდება და თავს იმით ვიმართლებ, რომ მარილიანი საჭმელი არ მიყვარს. არადა საზიზღრობაა.
[/quote]
ვისთვის როგორ, მე არ მავიწყდება, შეგნებულად არ ვაყრი მარილს, უკვე 9 წელია. არაფერს ვუშვები საერთოდ და გადასარევად ვგრძნობ თავს, ყველაფერი მეგემრიელება :D

მე არაფერი მახსენდება ისეთი. რასაც ახლა მოვყვები, "ჰეფი ენდია" :D
საკმაოდ პატარა ვიყავი მაშინაც. ალბათ 14-15 წლის. დავრჩი სახლში მარტო, მივაგენი საყინულეში ფარშს და კატლეტს შევწვავ მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რადგან საკატლეტედ ცოტა ხორცი იყო გუფთის გაკეთება გადავწყვიტე. გავაკეთე სრული წესების დაცვით, არც მიმწვია, არც ჩაშლილა, არც ბრინჯი დამრჩენია უმი, მაგრამ საიდან მოვიტანე არ ვიცი და ტომატი ვუყავი. ალბათ იმიტომ მომივიდა თავში ეს იდეა, რომ პამიდორზე და მის ყველანაირ სახეცვლილებაზე ვგიჟდები. მარინადი იქნება ეს, მწვანე პამიდვრის მწნილი, თუ ტომატი :D ბუნებრივად ჩავთვალე ერთი სიტყვით ტომატი გუფთაში.
საღამოს მოვიდნენ ჩემები. სუნი მოეწონათ... მაგრამ ახადეს ქვაბს და ტომატიან სოუზში მოტივტივე გუფთები საეჭვოდ მოეჩვენათ :D
რა იყო ამაში საოცარი არ ვიცი, მაგრამ 15 წუთი ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რომ გაესინჯათ :D საბოლოოდ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და მას შემდეგ ჩემს ოჯახში გუფთა ერთი ინგრედიენტით გამდიდრდა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჰა ჰა რამდენი ვიხალისე :D :D ნუ სამზარეულოში საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს მაგრამ თავიდან კურიოზებიც იყო და მე ხო ხიფათა ვარ ყველგან :D მაგალიტად ერთხელ ზეთის გახსნას ვცდილობდი მაკრატლით და ხელში გავიყარე შრამი დღემდე მამშვენებს :D კარტოფილის გათლისას კარტოფილს მარცხენა ცერა თითიც ლამის მივაყოლე შრამი აქედანაც შემომრჩა :D მაგრამ პირველი სამზარეულოს კოშმარი ნამცხვარს უკავშირდება.დედა ხშირად გვიკეთებდა ხოლმე პეროგს ერთხელაც მოულოდნელად მოუწია გასვლა რაღაც პერიოდით პეროგი გაამზადა ქურაში შედო და მთხოვა რომ შემეხედა ხოლმე და რომ დაიბრაწებოდა გამეთისა. ნუ მე ბიძია თომას ქოხს ვკითხულობდი და სულ დამავიწყდა პეროგი არადა სპეციალურად ქურასთან ვზივარ. ბოლოს კვამლმა რომ სჰემაწუხა მერე გამახსენდა.... პეროგი კიარა რაღაც საოცრება გამოვიღე იქედან და დავახვედრე დედაჩემს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აჰა ცინცხალი კურიოზი... :( კექსი გამოვაცხვე და ხორცის საჭრელ დაფაზე დავდე რომ მაცივარში შემედო გასაგრილებლად. მანამდე იმ დაფაზე კერძისთვის მწვანილი დავჭერი და დამვიწყებია რომ გამერეცხა :( არ დამიხედავს და ეხლა მთელი ოჯახი რეჰანის არომატიან კექსს მიირთმევს :(
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='649484']
ეხლა მთელი ოჯახი რეჰანის არომატიან კექსს მიირთმევს
[/quote]
ეგრე შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე სიახლეებს.

იქნებ გაამართლოს რეჰანიანმა კექსმა? : D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მოკლედ ჩემი სამზარეულო და კურიოზები ძალიან მეგობრობენ. გადავწყვიტე სოუზის გაკეთება. ჩვეულებრივი სოუზი. ხახვი მოვშუშე, წყალი დავასხი და კარტოფილი ჩავყარე. რომ მოიხარშა დაჭრილი პამიდორი დავამატე, ნიორი და მწვანილები. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბევრი წყალი მომსვლია. ჩემი და ჭამს და თან გაოცებული მეკითხება ეს ნამდვილად სოუზიაო? სუპს უფრო ჰგავსო. მერე დაიკოს ნათლიამაც დააგემოვნა და აღმოვაჩინეთ, რომ სუპია მაკარონის გარეშე. ასე რომ დაერქვა ამ საჭმელს სუპისოუზი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='649436']
ჰა ჰა რამდენი ვიხალისე :D :D ნუ სამზარეულოში საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს მაგრამ თავიდან კურიოზებიც იყო და მე ხო ხიფათა ვარ ყველგან :D მაგალიტად ერთხელ ზეთის გახსნას ვცდილობდი მაკრატლით და ხელში გავიყარე შრამი დღემდე მამშვენებს :D კარტოფილის გათლისას კარტოფილს მარცხენა ცერა თითიც ლამის მივაყოლე შრამი აქედანაც შემომრჩა
[/quote]
დაახლოებით ეგეთი ხიფათები მომდის მეც და ყველაზე მაგარი ღადაობა იყო, ძმარს ისე მოუჭირა ერთხელ მამაჩემმა, ვერაფრით ვერ გავხსენი :ს სახლში მარტო ვიყავი. ხოდა თავი მოვაჭერი ბოთლს ბოლოს :D

ბოლო კურიოზი კი არა უბედური შემთხვევა იყო :(
მაკარონი როგორც წესი მალე იხარშება ხო. აი იმ დღეს დავდგი და 40 წუთი იხარშებოდა :ს ჯერ წამდაუწუმ დავრბოდი, დავტრიალებდი თავს და ა.შ.
ბოლოს კი მეორე ოთახში გასულს მიმავიწყდა ცოტა და დამწვრის სუნმა შემახსენა :(
კიდევ კარგი ძალიან ცოტა მიიწვა და დანარჩენი გადარჩა. გემრიელადაც შევანელე :P
უბრალოდ ქვაბის ხეხვისას ვიწყევლე თავ-ბედი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]უბრალოდ ქვაბის ხეხვისას ვიწყევლე თავ-ბედი [/quote]
ჩემ ანგარიშზე დახრუკული მწვანე ლობიოა :D :D

ისე დიდი კურიოზი არაფერი მომსვლია გარდა იმისა, რომ ჩემი სამზარეულოში რამის მოსამზადებლად შესვა უკვე კურიოზია :დ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუუ მე მიყვარს, მაგრამ მასალა უნდა მქონდეს რა :D

კურიოზია აბა რა, ჩინურად მინდოდა კომბოსტოს გაკეთება და მეგონა მქონდა ნიორი, მთავარი კომპონენტი.
თურმე აღარ იყო (მომარაგება მამას კომპეტენციაა და ვერ მოახერხა)
ხოდა უნივროდ ჩაშუშული კომბოსტო იყო რა პროსტა, კი მოეწონათ მაგრამ ის არ იყო :ს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1308428788' post='641881']
რადგანაც ნოდარიკომ დამითმო თავისივე იდეა, გავხსნი მაშინ.

აქ მოგვიყევით თქვენს კულინარიულ "მიღწევებსა" და "შედევრებზე" :D
მაგალითად, პირველი კერძი, პირველი ნამცხვარი, მჭადივით გამხმარი ტორტი თუ სხვა.

კურიოზებს რა დალევს.
[/quote]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კურიოზების რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთხელ მთაში ასანთი დამისველდა, არადა თევზი მქონდა დაჭერილი. რაღას ვიზამდი, ავდექი და უმად მივირთვი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0