Sign in to follow this  
Followers 0

სამზარეულო და კურიოზები

68 posts in this topic

რადგანაც ნოდარიკომ დამითმო თავისივე იდეა, გავხსნი მაშინ.

აქ მოგვიყევით თქვენს კულინარიულ "მიღწევებსა" და "შედევრებზე" :D
მაგალითად, პირველი კერძი, პირველი ნამცხვარი, მჭადივით გამხმარი ტორტი თუ სხვა.

კურიოზებს რა დალევს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],

:*
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b], კოცნა უშველის ამხელა თემას? :D სადაა შენი კურიოზი, რომ გვპირდებოდი?

ჩემს ერთ ამბავს მოგიყვებით. სტუდენტობისას. არა, ახლაც კი სტუდენტი ვარ, მაგრამ სტუდენტობას იმას ვუძახი მაინც, თბილისში რომ გავატარე.

მოკლედ, მე და ჩემი დეიდაშვილები ქირით ვიყავით მთელი სტუდენტობის განმავლობაში თბილისში და დამიჯერეთ, ოჯახის გარეთ სტუდენტობას სულ სხვა გემო აქვს. დამწვარ ლობიოსაც, ახლა რომ მოგიყვებით :D

ახალი გამოზაფხულებული იყო, დამთბარი, ისე რომ სარაფნების ამარა გავბედეთ უკვე ეზოში ჯდომა. მზეს ვეფიცხებით, ვლაქლაქებთ. ცხოვრება გვიხარია. თან ამ სიხარულს ლობიოს სიხარულიც ემატება, ქურაზე რომ თუხთუხებს. შეფ-მზარეული მე გახლავართ, ჩემს თავზე ავიღე იმ დღის სადილი.
მოკლედ, გავერთე ამ ქაქანში და მეზობლის განწირული კივილი რომ არა (სასწაული ქალია სასწაულითვე ხმით :D ), ლობიო სულ აღარ გამახსენდებოდა. შევვარდი სამზარეულოში და რას ვხედავ, წყალი სულ დამშრალი აქვს ლობიოს. ნახევარი ერთიან მასად ქცეულა და ქვაბის ძირზე მიმხმარა, ნახევრის გადარჩენა კი ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, შებოლილის მსუბუქი არომატი თან დაჰყვებოდა.
მომხსნეს თანამდებობიდან და ჩემმა დეიდაშვილმა გადაიბარა ლობიო და ოჯახის დაპურება. ანუ, ის ნახევარი სხვა ქვაბში გადავიტანეთ, წყალი დავასხით და ხელახლა დავიწყეთ ხარშვა.

ის ნახევარი ისე დაიწვა, რომ ქვაბიანად გადავაგდეთ ნაგავში. საშვლიშვილოდ ჩაკვდომოდა ლობიო ქვაბის ძირს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641885']
სადაა შენი კურიოზი, რომ გვპირდებოდი?
[/quote]
ერთხელ ტაფა დამრჩა გაზზე დადგმული და ისე წავედი უნივერსიტეტში.

კაი ხნის მერე მოვედი და მაგარი სანახაობა დამხვდა, ჩანახშირებული საჭმელი და წითელი ტაფა.
რასაც ქვია წითელი, ლამის მიმდნარი.


იმ დღის მერე მშობლები ისე არ გადიან სახლიდან მზა საკვები არ დამიტოვონ.
ვოტ :დ
1

Share this post


Link to post
Share on other sites
კიდევ ერთი ილეთი ჩემგან.

ისევ მე და ჩემი დეიდაშვილები. მორიგეობით დავდიოდით ხოლმე ხაშურში, გარდა დღესასწაულებისა ან არდადეგებისა. ხოდა, ერთ წასვლაზეც ჩემი ერთი დეიდაშვილი წავიდა და დავრჩი მეორე დეიდაშვილთან ერთად მარტო. რამდენიმე ლარიღა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ გადავრჩებით მის ჩამოსვლამდე. ჩამოვა ნატო და ჩამოგვიტანს ფულს.
მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს რამდენიმე ლარი აუცილებელ საქმეში დაგვჭირდა და დავრჩით სრულიად უფულოდ. ცოტა მაკარონი გვაქვს და ცოტა მჭადის ფქვილი. პურის ფული არ გვაქვს :D
გადავწყვიტე მჭადით "ოჯახის" დაპურება. მაგრამ საუბედუროდ იმდენი წყალი ჩამესხა ჯამში, რომ სუპი თუ გამოვიდოდა მისგან. ზამთრის პერიოდი იყო და ღუმელი გვენთო. შეშის ღუმელში გვქონდა გაზის მილი შეყვანილი. ვიფიქრე და გენიალური რამ მოვიფიქრე! ამ წყალს სითბოთი ავაორთქლებ-მეთქი და მჭადის ცომს დავაშრობ-თქო. დავდგი ჯამი ღუმელის ქვეშ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, რა დააშრობდა და ააორთქლებდა იმდენ წყალს. შაბათ-კვირა წყლის დაშრობისა და ნატოს მოლოდინში გავატარეთ. ორშაბათს წყალი თავის ფქვილიანად ონკანში გადავუძახე.

ეს უფრო მწარე მოგონებას ჰგავდა, ვიდრე კურიოზს :D

(ამიტომ არ უნდა ასწავლო ქალს ფიზიკა რა)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:D ერთი ჩემი და ჩემი დეიდაშვილის სივაჟკაცე გამახსენდა.

შუა ღამისას მოგვინდა ხინკალის გაკეთება. სადღაც 11 საათია. მე მაინც და მაინც თავი არ მომაქვს ჩემი კულინარული შესაძლებლობებით და გადავწყვიტე რასაც დეიდაშვილი მეტყოდა უსიტყვოდ შემესრულებინა. ინგრედიენტებს შორის დროჟიც ჩამოთვალა და იქ გაგვიჭირდა. :D სახლში დროჟი არ აღმოჩნდა და უახლოესი მარკეტები შუაღამისას დროჟის ძებნაში რომ შემოვირბინე და გამარჯვებული დავბრუნდი უკან ეს კიდევ არაფერი. ცომში რომ ჩავყარეთ, დროჟიანი ხინკალიც რომ ვჭამეთ, კარგად გადავრჩით და მერე მშობლებს მოვუყევით ეგ იყო ფინალი. თითით დაგვცინეს და იმის მერე ყველა ეგრე გვეკაიფება. ხინკლის სპეცები და რაღაც მსგავსი ზედმეტ სახელები მოგვენიჭა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აჰა, შემოგიერთდით :D

ლობიოსთან დაკავშირებულია ჩემიც: პატარა ვიყავი მაშინ ასე 12 წლის. ვინაიდან დედა მუშაობდა, მაშინ ხშირად მე ვაკეთებდი სადილს, ან მიტოვებდა დედა რაიმეს, რომ მიმეხედა. ერთ-ერთი ასეთი იყო ლობიო. რამდენჯერმე გავხედე, იხარშებოდა თავისთვის.
მერე ავიღე წიგნი (ზამთრის არდადეგების პერიოდი იყო) და ისე გავერთე კითხვაში, სანამ დამწვრის სუნი არ მომივიდა არც გამხსენებია ის საწყალი ლობიო :D
მოკლედ, დანახშირდა ძირში, მაგრამ ქვაბი გადავარჩინე და ლობიოს დიდი ნაწილიც :D ქვაბის ხეხვა კი მომიწა, იცოცხლე :(

მეორე რაც მახსენდება, ისევ პატარაობის ამბებია. მოკლედ ვიპოვე კარამელის რეცეპტი და გადავწყვიტე გაკეთება. მოვამზადე მასა, ჩავასხი ქვაბში და დავდგი ასადუღებლად. იმ ოხერ რეცეპტში არ ეწერა რამდენ ხანში ადუღდებოდა და მეც არ ვიცოდი ნამდვილად.
მეზობელმა დამირეკა, სკამები გვათხოვეო. გავატანე, მივეხმარე. შევბრუნდი სამზარეულოში და რას ვხედავ - ამ ჩემი კარამელის ქვაბში ჭიაკოკონა ანთია :( :comando:
რანაირად წაეკიდა ცეცხლი, არ ვიცი, გაზქურა არ იყო მაშინ, დენის ქურაზე ვაკეთებდი :X
გამისკდა გული, ქვაბიც თუ ვიმსხვერპლე მეთქი. მაგრამ მადლობა ღმერთს ემალი არ დაიწვა და ის მიმწვარი შაქარიც ადვილად გადნა.

მესამე და ყველაზე გულდასაწყვეტი: მე და ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულში სოფელში მოვინდომეთ ტოლმის გაკეთება. 14 წლის ის იყო, 13-ის მე.
ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ, გავთუთქეთ კომბოსტო, დავაQერით მაგარი ნაწილი, გავატარეთ ხორცი, შევანელეთ ბრინჯით და როგორც წესია, გავახვიეთ, დავაჭერით პამიდორი და დადგა ჩემმა ბიძაშვილმა მოსახარშად...
ცოტა ხანში დადგა დამწვრის სუნი :D
წყლის დასხმა დაგვავიწყდა :notme:

რა თქმა უნდა დაასხა მერე პაპიდაჩემმა წყალი და მოიხარშა. მიმწვრის გემო სად წავიდოდა :D იმ გემოიანადაც კი გემრიელი იყო, მაგრამ რომ დაგვესხა წყალი, ხომ იქნებოდა უკეთესი. დღესაც მწყდება გული : D

[quote name='meocnebe' post='641902']
ცომში რომ ჩავყარეთ, დროჟიანი ხინკალიც რომ ვჭამეთ, კარგად გადავრჩით და მერე მშობლებს მოვუყევით ეგ იყო ფინალი
[/quote]
აფუებულ ცომში როგორ გაახვიეთ? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვაიმე, თითით კი არა, ორი ხელით ვიცინი. დროჟი საიდან მოაფიქრდა :D :D :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='641909']
ა რას ვხედავ - ამ ჩემი კარამელის ქვაბში ჭიაკოკონა ანთია
[/quote]
:rofl: ვაიმე...

[quote name='Serafit' post='641909']
წყლის დასხმა დაგვავიწყდა
[/quote]
თქვენ რა ეთერი კაკულიასავით მოგსვლიათ :D

[quote name='Serafit' post='641909']
აფუებულ ცომში როგორ გაახვიეთ?
[/quote]
ვინ აცალა აფუება? ვეცით ველურები და უნახავები :D :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ამ ჩემი კარამელის ქვაბში ჭიაკოკონა ანთია[/quote]
:laugh:
პატარაობაში კარგი ტიპი ყოფილხარ. კიდევ გექნება გუდაში ამბები :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ხვალ მოგიყვებიტ :(

ეხლა გამოცდები გმაოცდები :ს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="meocnebe"][/b], [b][member="Serafit"][/b], თქვენ გაიხარეთ! რა გამამხიარულეთ ამ შუაღამეს :D :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემი არადა, ჩემი ნაცნობის კურიოზი გამახსენდა: რეცეპტის მიხედვით გამოაცხო ნამცხვარი, უფრო სწორად აპირებდა. ხოდა არ ეწერა ფქვილი, იგულისხმებოდა თავისთავად. ამან კი რაც ეწერა ისინი ჩაყარა ჯამში, აურია დაასხა ჟარონაზე და შედგა...
ელოდება გამოცხობას. შეიხედა ცოტა ხანში და ჰიო საოცრებავ - მისი ნამცხვარი დუღს! :D

არადა ქმართან მინდოდა მარიაჟობაო, ახალი გათხოვილი იყო მაშინ და იმასაც დღემდე გული სწყდება, ჩემი ტოლმის არ იყოს :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]მისი ნამცხვარი დუღს![/quote]

აღარ შემიძლია :laugh: :laugh: :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641911']
დროჟი საიდან მოაფიქრდა
[/quote]
პურთან დააკავშირა, ალბათ :D :D ეავი... :D

ისე მარტო მე და დეიდაშვილი კი არა დეიდაც მაგარი გვყავს :D
დაწვაზე გამახსენდა
არ არსებობს რძე წამოადუღოს რომ არ გადმოუვიდეს და არ დაეწვას. დამწვრის სუნზე ვხვდებით ხოლმე, რომ სახლში რძე იყო :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='641912']
თქვენ რა ეთერი კაკულიასავით მოგსვლიათ :D
[/quote]
ეგ არ ვიცი, მაგას რაზე დაავიწყდა წლის დასხმა? :D

[quote name='meocnebe' post='641912']
ვინ აცალა აფუება? ვეცით ველურები და უნახავები
[/quote]
და იყო მჟავე ხო? :D
[quote name='mako' post='641914']
პატარაობაში კარგი ტიპი ყოფილხარ. კიდევ გექნება გუდაში ამბები :D
[/quote]
ისეთი არაფერი მახსენდება, ძირითადად ვართმევდი თავს ამ საქმეს :D

ყველაზე საშინელება რაც შეიძლება ნამცხვრის ცხობისას დაგავიწყდეს: სოდა უქნა და ძმარი არა :D
ჩემი კონდიტერობის ერთ-ერთი პირველი მცდელობა ეგრე დამთავრდა :D
მერე დედამ მასწავლა ერთად გახსნა და მას მერე ყველაფერი რიგზე იყო.
ახლა საფუარზე გადავედი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აუ, კიდე გამახსენდა :D :D

დაქალებმა ტორტის გამოცხობა განვიზრახეთ. ერთ-ერთმა ბისკვიტი აიღო თავზე ,,ისპალნიწელი'' ვარო და ჩვენც მეტი რა გვინდოდა. :D
მე მოსართავ მასალას ვამზადებდი :D გავამზადე, მაგრამ ლამის ყურებზე ჩამოვიკიდე. მსგავსი ბისკვიტი ცხოვრებაში თუ მენახოს უსინდისო ვიყო :D მწვანე, პატარა და გაპრტყელებული :D :D სირცხვილით ვეღარც ვაგდებდით, ვინმემ არ დაგვინახოს რომ ჩვენი ნაჩალიჩარიაო :D
კარგი იყო სკოლის პერიოდი რა... : )))))))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='641922']
ეგ არ ვიცი, მაგას რაზე დაავიწყდა წლის დასხმა?
[/quote]
ეგ მურაბას აკეთებდა. რეცეპტში, ფქვილის ამბავივით, დაქალს დავიწყნია რომ ეთქვა რომ ცეცხლზე უნდა შემოედგა. ამას ჩაუყრია ყველა ინგრედიენტი და შემოუდგავს... ოღონდ მაგიდაზე ( და არა ქურაზე) და ეეეელოოდება თურმე :D :D :D ნუ მერე თქვენც მიხვდებით რაც მოხდებოდა :D [quote name='Serafit' post='641922']
და იყო მჟავე ხო?
[/quote]
ვერ შევნიშნე :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგდა გეხსომებათ. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ერთ სახლში გვქონდა ნაქირავები ოთახები. სხვა ბევრიც ცხოვრობდა კიდევ იქ.
ხოდა, მაგდა მაგარი წიგნის ჭია იყო. ან მღეროდა ან კითხულობდა. ყავას სვამდა დღეში რამდენჯერ, არ ვიცი. რადგანაც ბევრი სტუდენტი ცხოვრობდით ერთად, განრიგის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სისუფთავის დაცვა. მორიგეობით ვალაგებდით სამზარეულოს და მაგდასთან ყველას პრობლემა ჰქონდა: ახალ გაწმენდილ ქურაზე მაგდა დადგამდა ორი წუთის ყავას და გავიდოდა ოთახში. ეს ყავა გადმოვიდოდა და ააოხრებდა ნაშრომ-ნაწვალს. მერე აიძულეს, თავს დაადექი ხოლმე და ისე მოადუღე ხოლმეო. ვერც ამან უშველა. თავზე კი ადგა ყავას, მაგრამ ხელში წიგნი ეკავა და მის იქით ვერაფერს ამჩნევდა :D
ორჯერ იდუღებდა ყავას, რომ ერთი ჭიქა გამოსულიყო :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='641924']
მსგავსი ბისკვიტი ცხოვრებაში თუ მენახოს უსინდისო ვიყო :D მწვანე, პატარა და გაპრტყელებული :D :D
[/quote]
ავყირავდი :rofl:

ჩემი მეგობარი მირეკავს ერთხელ და განწირული ხმით მეკითხება ქათამი ქვაბში როგორ უნდა ჩავდოო. ჯერ მეგონა მეღადავებოდა.
მაგრამ თურმე მთლიან ქათამს ხარშავდა და ფეხებით დებდა :D არ იდებოდა ცოცხალი თავით :D

[quote name='mako' post='641928']
თავზე კი ადგა ყავას, მაგრამ ხელში წიგნი ეკავა და მის იქით ვერაფერს ამჩნევდა :D
[/quote]
ეს მეც დამმართნია :უსერ:
ახლა კი ისეთი გაზია, წიგნის კითხვას კი არა დილის ჰიგიენას ვასწრებ, სანამ ადუღდება ყავა. ტო ესტ, სანამ ადუღებამდე მივა. :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641928']
მაგდა გეხსომებათ
[/quote]
[quote name='mako' post='641928']
ხელში წიგნი ეკავა და მის იქით ვერაფერს ამჩნევდა
[/quote]
:rofl: ჩემი მაგდუ

ის ფილმი გამახსენდა. რუსული, შურიკა რომ თამაშობს. ეგ და გოგო რომ გამოცდისთვის ემზადებიან და მთელ ქალაქს გადაჭრიან წიგნის კითხვაში.

[quote name='Serafit' post='641930']
მთლიან ქათამს ხარშავდა და ფეხებით დებდა არ იდებოდა ცოცხალი თავით
[/quote]
:rofl: :rofl: :rofl: ვაიმე!!! აწამა ქათამი! კიდევ კარგი მკვდარი იყო უკვე თორე ვერ გაუძლებდა საცოდავი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='641931']

:rofl: :rofl: :rofl: ვაიმე!!! აწამა ქათამი! კიდევ კარგი მკვდარი იყო უკვე თორე ვერ გაუძლებდა საცოდავი
[/quote]
და კიდევ კაი გასუფთავებული იყო :D

ხშირად გამოსაკუჭი იყიდება და პატარა გოგომ კი არა გამოცდილმა დიასახლისმა, ჩემმა მეზობელმა პირდაპირ ჩაუშვა ქვაბში :(
რა მოხდებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ :შ

ისე, ქათმის გამოკუჭვა არ ვიცი და ვერც ვიზამ ვერასოდეს :D
გაუმარჯოთ გასუფთავებულ, გარეცხილ ქათმებს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='641936']
ისე, ქათმის გამოკუჭვა არ ვიცი და ვერც ვიზამ ვერასოდეს
[/quote]
+1
თევზეული ისე მიყვარს ვაბოდებ, მაგრამ თევზს რომ ვჭრი და ვასუფთავებ ტოქსიკური შეტევები მაქვს ისეთი 1 დღე სამზარეულში ვერ ვიხედები :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაც მაგდას ემართებოდა, "ეს მეც დამმართნია" არ იყო :D პერმანენტულად, ყოველ ჯერზე, დღეში რამდენჯერმე :D


ვაი, კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა.

ცხონებული ბებიაჩემი ცოცხალი იყო. ერთ დილით ვიღვიძებ, ყველა წასულია ზოგი სკოლაში, ზოგი სამსახურში. მხოლოდ მე და ბებია ვართ. გავედი ოთახში და ვხედავ, ფქვილი აქვს გამზადებული დიდ ჯამზე და რეცეპტი უდევს გვერდით. მეთქი, რას აპირებ? ხო დამეხმარებიო. ახალი რეცეპტი უსწავლია ნაზუქის, გაზის ღუმელში ცხვებაო (მანამდე დედაჩემის დედასთან ვაცხობდით ყოველთვის ნაზუქს, თონეში. მმმ...). კარგი მეთქი. კი მეუცნაურა შუა ზამთარში ნაზუქის გამოცხობა, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, გამოვა თუ არა, რომ სააღდგომოდ გვქონდეს ნაზუქიო. ბებია შეუდგა ცომის მოზელას, მე სანელებლებით ვამარაგებ. ყველაფერი ვნახეთ, მხოლოდ მიხაკ-დარიჩინი არ ჩანს. დედაჩემსაც არ ვურეკავთ, რომ გავიგოთ, სად ინახავს სანელებლებს. გვინდა, ოჯახს სურპრიზი დავახვედროთ. რაღაცას მივაგენი სამზარეულოში, პატარა შუშუს ქილაშია, სასიამოვნო სურნელიც აქვს. გამოვუტანე ბებიას და ბლომად ჩავუყარე ცომში, რომ კარგი შენელებული ნაზუქი გამოგვივიდეს. არაფერი არ უნდა აკლდეს! ნელ-ნელა ცომმა ვარდისფერი, შემდეგ იისფერი და ბოლოს წითელი ფერი მიიღო. გადავხედეთ ერთმანეთს და გავიფიქრეთ, სასწაულის მოწმენი ვართ! სააღდგომო ნაზუქს რომ ზამთარში გამოაცხობ, ასე დაგემართება, რაღაცის ნიშანიაო :D გემო არ შეუცვლია ფერს. რას ვიზამდით, გამოვაცხვეთ წითელი ნაზუქები. გული დაზოლილი ჰქონდა წითლად. როგორც დედაჩემმა გვითხრა შემდეგ, იმ ქილაში ტორტის ფერი ანუ საღებავი ეყარა თურმე :D

[quote]ისე, ქათმის გამოკუჭვა არ ვიცი და ვერც ვიზამ ვერასოდეს :D
გაუმარჯოთ გასუფთავებულ, გარეცხილ ქათმებს :D [/quote]

ერთხელ დამაძალეს, ხომ უნდა ისწავლო როდესღაც ქათმის გამოკუჭვაო. ხოდა, ნაღვლის ბუშტიც გავუხეთქე და დავამწარე ქათამი და ნაწლავებიც დავხვრიტე დანის წვერით, ისე რომ ყარდა საწყალი. ძლივს გარეცხეს და გაასუფთავეს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641941']
იმ ქილაში ტორტის ფერი ანუ საღებავი ეყარა თურმე
[/quote]
პატიოსანმა ქალმა არ უნდა წაიკითხო რასა ჰყრი შიგნით? :D :D

რა კაი თემა გამოვიდა, ძალიან გავმხიარულდი ამ შეჭირვების ჟამს :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0