Sign in to follow this  
Followers 0

1 ივლისიდან ახალი მარშუტკები ივლიან

115 posts in this topic

[quote name='Geo soldier' post='641569']
რა ალდაგებს?
[/quote]
[quote name='mako' post='641599']
თბილისი-რუსთავის მინი-ავტობუსებია
[/quote]


შარშან 1 ლარი ღირდა, წელს 30 თეთრით გააძვირეს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='641543']
ეგ იმიტომ ხდება,რომ ბევრს თოხვნა-ბარვას დაცვის პოლიციაში მუშაობა ურჩევია და საერთოდ ქართველები ზარმაცები ვართ რა,შრომას მათხოვრობა გვირჩევია თორე რატომაა თათრები რომ აშენდნენ სოფლის მეურნეობით და მეცხოველეობით?
[/quote]
არაა რა ეგრე. ახლა სულ რომ გარეცხა ბიძაჩემის მინდორი წვიმამ რა უნდა ქნან? სულ არ ეზარებათ მუშაობა, მაგრამ ახლა აღაც ფული ავთ და აღარც დროა, რამე დათესო....
თათრებს მეტი და უკეთესი მიწები აქვთ თუ გინდა იცოდე და ისინიც მუშაობენ ადგილობრივ საავადმყოფოებში, პოლიციაში და სხვ.

აქედან ჩანს მარტივი სოფლის ცხოვრება, მაგრამ არაა მასე.
ბიცოლაჩემი საქონელს უვლის, მიწას ბიძაჩემი, ბიძაშვილი მუშაობს, მაგრამ მაინც უჭირთ. ხან სეტყვა აფუჭებს ვენახს, ხან ირეცხება მინდორი და ნათესები, ბევრჯერ საქონელი მოუპარავთ...

ვალებს ისტუმრებენ თვიდან თვემდე... მარტო ფქივილის ფასი იკითხეთ, რა გახდა. იქ პურს აცხობენ.
ზაფხულში არა უშავთ, ზამთარში უარესია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641325']
მერე კიდევ, საქართველოს სახელმწიფო ვალუტაა ლარი.
[/quote]

ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის ფარგლებში, ეკონომიკური ჰარმონიზაციის რეფორმა ხორციელდება და ნელ-ნელა გვაჩვევენ რომ ევრო გახდება ეროვნული ვალუტა (მაასტრიხტის ხელშეკრულება ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს რომ ევრო გახდეს ძირითადი ვალუტა) :laugh: იქამდე არაფერი გვეტკინოს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
პოლონეთს და ჩეხეთს ჯერ კიდევ საკუთარი ვალუტა აქვთ. ბალტიისპირეთსაც. რომელიღაცამ შემოიღო წელს ევრო ამ სამიდან, აღარ მახსოვს, რომელმა.

დაახლოების პოლიტიკა არ ითვალისწინებს ინტეგრაციამდე ქვეყნის ეკონომიკის და ხალხის ბედის უკუღმა დაყენებას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესტონეთმა შეცვალა ევროზე გადავიდნენ კრონებიდან.
პოლონეთში ისევ ზლოტებია როგორც ვიცი, Xჩეხებსაც ჩეხური კრონიო აქვთ და არ უნდათ შეცვლა. სხვათა შორის ჩეხეთი ერთ ერთი ევროსკეპტიკია

ფასებმა მოიმატეს მაინც ესტონეთში ევროზე გადასვლისას. ოღონდ სადღაც 0,5-0,7 %. მეტი არა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
80 თეთრი რაამბავია. 50-ზე მაღლა არ უნდა ავიდეს.
მე არ ვმგზავრობ მარშუტკით არასდროს :D Metro 2033 მირჩევნია :beee:

[quote name='Geo soldier' timestamp='1308342143' post='641531']
აბა როგორ ცხოვრობენ სოფლად?დათესე კარტოფილი,ლობიო,კიტრი,მწვანილი და ა.შ მერე ქათამი ცალკე იყოლიე და ასე ნელ-ნელა გაამრავლო უნდა ყველაფერი და ოჯახსაც ეყოფა თორე თბილისში 200 ლარიანი სამსახურების ძებნაზე დროის კარგვა სისულელეა რა
[/quote]
მერე ჩავა ბაზრობაზე გაყიდის პამიდორს კიტრს კარტოფილს და ეგაა. ფულიც ექნება : )))
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='М é x x' post='641986']
მერე ჩავა ბაზრობაზე გაყიდის პამიდორს კიტრს კარტოფილს და ეგაა. ფულიც ექნება
[/quote]
ხო აბა რაა ხალხი მაგით არსებობს სოფელში.საერთოდ თუ სოფელი სუსტია ქალაქს უჭირს ცხოვრება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='М é x x' post='641986']

მერე ჩავა ბაზრობაზე გაყიდის პამიდორს კიტრს კარტოფილს და ეგაა. ფულიც ექნება : )))
[/quote]
რომელი, წვიმამ რომ წაულეკათ ახლა? :D
ბაზრობაზე დადგომა რომ ფული ღირს? თან საკმაოდ ძვირი.

არაა სოფლის ცხოვრება ასე მარტივი... ქალაქს რა თქმა უნდა უფრო უჭირს, მაგრამ არც სოფელში სხედან ვარდის ფურცელზე :)
ახლა უფრო და უფრო დაუმძიმდათ ცხოვრება...
მე აქტიური შეხება მაქვს ჩემს სოფელთან და ვიცი.

ელემენტარულად - მამაჩემმა მირონივით საფერავი მოიყვანა შარშან, სუფთა ბიო ღვინო. ვერ გაყიდა, ლიტრი 5 ლარადაც არ უნდათ, საღებავი ურჩევნიათ 3 ლარად :)
სხვა შეხედავს იმ ვენახს და იტყვის - ვა რა მაგარია, დაწურავს ღვინოს და გაყიდის. :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='642081']
ლიტრი 5 ლარადაც არ უნდათ
[/quote]
რას ამბობ 5 ლარს ვინ გადაგიხდის
[quote name='Serafit' post='642081']
საღებავი ურჩევნიათ 3 ლარად
[/quote]
ან 3 ლარს ვინ იხდის?ძმაკაცი 1.5 ლარად ყიდის სუფთა ღვინოს სახლიდან [quote name='Serafit' post='642081']
სხვა შეხედავს იმ ვენახს და იტყვის - ვა რა მაგარია, დაწურავს ღვინოს და გაყიდის
[/quote]
სხვა რაღაც შეიძლება იყოს მომგებიან თუ გაგიმართლა მაგრამ დღევანდელ პირობებში ვენახი სისულელეა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მალე ველიკებით და მოპედებით დავიწყებთ მოძრაობას.
აი შნირ ქვეყნებში როგორცაა, ვიეტნამში და მალაიზიაში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='642100']
რას ამბობ 5 ლარს ვინ გადაგიხდის
[/quote]
ბიო ღვინო, თან [u][i][b]საფერავი [/b][/i][/u]19 ლარი ღირს მაღაზიაში :)

[quote name='Geo soldier' post='642100']
ან 3 ლარს ვინ იხდის?
[/quote]
საფერავზეა საუბარიიი[quote name='Geo soldier' post='642100']
ძმაკაცი 1.5 ლარად ყიდის სუფთა ღვინოს სახლიდან
[/quote]
საფერავს მთლად სუფთას და ვერც რქაწითელს ვერ გაყიდის ვერავინ 1.5 -. ან მეცენატია მაშინ :)

[quote name='nodariko1991' post='642109']
მალე ველიკებით და მოპედებით დავიწყებთ მოძრაობას.
აი შნირ ქვეყნებში როგორცაა, ვიეტნამში და მალაიზიაში.

[/quote]
გერმანიაშიც დადიან მგინი :თავისდამშვიდებისსმაილი: :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b],
საფერავი კი ღირს 3 ლარი და შეიძლება მეტიც მაგრამ მაგას ისეთი არაადამიანური შრომა უნდა რო 3 ლარი არაფერი არაა.რქაწითელს კი ნამდვილად ყიდიან 1.5 ლარად ეგ ზუსტად ვიცი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' timestamp='1308514001' post='642109']
მალე ველიკებით და მოპედებით დავიწყებთ მოძრაობას.
აი შნირ ქვეყნებში როგორცაა, ვიეტნამში და მალაიზიაში.
[/quote]
ყველაზე ძაან ეგ არ მინდა მოხდეს..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Geo soldier"][/b],
ხოდა მაგას ვამბობ მეც.
ძალიან იაფად ყიდიან მაშინ...
მაგრამ ისე არ იყიდება და რას იზამ :@ :ს

[quote name='М é x x' post='642136']
ყველაზე ძაან ეგ არ მინდა მოხდეს..
[/quote]
აი პროსტა პლატოზე მე ველო არ გამომადგება :D დაღართზე კი ჩაგორდები მაგრამ ამ აღმართზე რა აათრევს :O :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='641531']
აბა როგორ ცხოვრობენ სოფლად?
[/quote]
პლანი და ბირჟა...

ან ქალაქში ჩამოდიან და პლანი და ბირჟა ოღონდ ეს უკანასკნელი სადმე მეტროსთან...

იმ დღეს რუსთაველის მეტროსთან:

-იიიიიიი ნახე ბიჯო რა შავია
- ჰეჰე როგორი შავი ყ...ით იქნება გაკეთებული?
- მივიდე და ვკითხო , რა იყო შე შობელძაღლო აფრიკაში მამაშენი დედაშენს რო ტ...ავდა ხანძარი ქონდათო?

...

აი ძიებო სამწუხაროდ უმეტესწილად ასეა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Satevari' post='642321']
პლანი და ბირჟა...

ან ქალაქში ჩამოდიან და პლანი და ბირჟა ოღონდ ეს უკანასკნელი სადმე მეტროსთან...
[/quote]
მასეა, სოფლებში უფრი მეტი უსაქმურია. ბებია და ბაბუა შრომობს და შვილიშვილი ჭამს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Satevari' timestamp='1308630416' post='642321']
პლანი და ბირჟა...

ან ქალაქში ჩამოდიან და პლანი და ბირჟა ოღონდ ეს უკანასკნელი სადმე მეტროსთან...

იმ დღეს რუსთაველის მეტროსთან:

-იიიიიიი ნახე ბიჯო რა შავია
- ჰეჰე როგორი შავი ყ...ით იქნება გაკეთებული?
- მივიდე და ვკითხო , რა იყო შე შობელძაღლო აფრიკაში მამაშენი დედაშენს რო ტ...ავდა ხანძარი ქონდათო?

...

აი ძიებო სამწუხაროდ უმეტესწილად ასეა
[/quote]
ხოდა ეგეთი ჩომბლე თაობაა რას ვიზამთ

აბა შეხედე აზერებს,მუშაობენ დაუღალავად მთელი ოჯახი და ისე ცხოვრობენ შეგშურდება ანუ შესაძლებელია იშოვო თუკი იშრომებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Satevari' post='642321']

პლანი და ბირჟა...
[/quote]
აღარაა მასე :)
ბირჟას ვეღარ ნახავთ სოფელში, 13-14 წლის ასაკიდან და უფრო უმცროსებიც კი, მუშაობენ მინდვრებში თავაუღებლად. ძირითადად ბაღებს და ვენახებს უვლიან.

გეტყობათ, რომ კარგა ხანია არ გინახავთ კახეთი და რაც არ იცით, ნუ საუბრობთ და თემას ნუ უხვევთ ბოლოს და ბოლოს! :@
ცოტა პატივი ეცით სოფელს, ხოხბის პირდაპირი ნათესავები არც ერთი არ ხართ :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩმორი და მათხოვარი მთავრობა გვყავს : ( Edited by Bzz Bzz
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ძვირი უსაფრთხოება თუ იაფი დისკომფორტი[/b]

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ეტაპობრივად გაძვირდება

15 ივლისიდან თბილისის ქუჩებში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდება. მგზავრობის საფასური პირველ ეტაპზე 50 თეთრი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 80 თეთრი იქნებოდა. 10 ივლისამდე თბილისში 350 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა და მათ ხაზებზე მთელი თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაანაწილებენ.

მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, მგზავრობის საფასურის გაძვირება საწვავის ფასზე იქნება დამოკიდებული. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. მათი თქმით, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრამდე გაიზრდება.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობებიც მიუღებელია. მძღოლების თქმით, იმისთვის, რომ ახალ სამარშრუტო ტაქსიზე დაიწყონ მუშაობა, კომპანიის ანგარიშზე 500 ევრო უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, დაწესებულია ყოველდღიური შენატანიც - დაახლოებით 18 ევრო. მძღოლებისთვის ამ პირობების შესრულება შეუძლებელია, 500 ევრო მათთვის ძალზე დიდი თანხაა. გამოდის, მათ უმუშევრობა ემუქრება. არადა, თავდაპირველი პირობის თანახმად, ახალ სამარშრუტო ტაქსებზე მუშაობის სანაცვლოდ ისინი ყოველთვიურად ხელფასს მიიღებდნენ და არც ყოველდღიური შენატანი ევალებოდათ და არც წინასწარ ფულის გადარიცხვა.

ლავრენტი ალანია (საავტომობილო ტრანსპორტის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე):
- თბილისის ქუჩებში თავდაპირველად 350 ახალი სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდება. პირველ ეტაპზე შეიცვლება მანქანები ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ხაზებზე. ამ სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული გვაქვს. მათი მოთხოვნით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ხელშეკრულების ზოგიერთ მუხლში კორექტივებიც შეიტანეს. მაგალითად, მძღოლები ხელშეკრულებაში საშეღავათოOდღეების დაწესებას მოითხოვდნენ. წელიწადის განმავლობაში დაწესდა 28 საშეღავათო დღე, როდესაც მძღოლები ყოველდღიურ შენატანს კომპანიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ. გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან შევთანხმდით, რომ ყოველდღიური მოსაკრებლის დაწესება მძღოლებისთვის დიფერენცირებულად, კონკრეტული სამარშრუტო ხაზის, მისი დატვირთვისა და ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით მოხდეს. არის მარშრუტები, რომლებიც, ფაქტობრივად, სულს ღაფავენ და ძალიან მცირე შემოსავალზე მუშაობენ; არის მარშრუტები, რომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ. ამიტომ მძღოლებსა და კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

თავის მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები პირობას დებენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არ გაიზრდება გეგმის გადასახადი.

რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იმ პირობებში, როდესაც საწვავი გაძვირდა და მძღოლები ძალიან მცირე შემოსავალზე მუშაობენ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გრძელ მარშრუტზე მუშაობს, მგზავრობის საფასური 50 თეთრის ოდენობით შეუსაბამოა. ვფიქრობ, მგზავრობის საფასური ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და იმედი მაქვს, ამას მოსახლეობა გაგებით შეხვდება.

- ანუ ფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ტარიფი 50 თეთრიდან 80 თეთრამდე უნდა გაიზარდოს?

- ჯერ უნდა დავითვალოთ, რას გამოიწვევს სამარშრუტო ტაქსებში სალარო-აპარატების დამონტაჟება, შეღავათები მგზავრობაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, მოაკლდება თუ არა მგზავრთა ნაკადი და სხვ. სამარშრუტო ტაქსის ალტერნატიული ტრანსპორტი არის მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, ამიტომ არ არის გამორიცხული, მგზავრთა ნაკადმა სწორედ ამ საშუალებებზე გადაინაცვლოს და ამან რამდენიმე სამარშრუტო ხაზის გაუქმებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ პროგნოზირება იმისა, რამდენით გაიზრდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გადასახადი, ძნელია. ეს ქრონომეტრაჟისა და ხარჯების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ახლა ქრონომეტრაჟს ვერ დავითვლით რადგან ზაფხულია, მგზავრების ნაკადი იკლებს. 20 სექტემბრის შემდეგ დავთვლით, რომელ სამარშრუტო ხაზს საშუალოდ რა ბრუნვა და რა შემოსავალი აქვს.

- ე. ი. ზაფხულში მგზავრობა არ გაძვირდება?

- სატრანსპორტო კომპანიამ მგზავრობის გაძვირების შესახებ ერთი თვით ადრე უნდა მიმართოს მერიას. შესაბამისად, ზაფხულში მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, არ გაიზრდება.

- იმედია, მგზავრების რაოდენობის ზრდის მიზნით ახალ სატრანსპორტო საშუალებებშიც არ დაამატებენ სავარძლებს საერთო ფართობის შევიწროების ხარჯზე.

- ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსები აღჭურვილია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით, სავარძლებს შორის სტანდარტული დაშორება 65 სანტიმეტრია. ეს არის ტრანსპორტი, რომელიც საერთაშორისო ნორმებს პასუხობს, მგზავრი იქ კომფორტულად იგრძნობს თავს. [b]საერთაშორისო სტანდარტების საქალაქო ტიპის ტრანსპორტზე, რომელსაც აქვს ხელის მოსაკიდებელი სავარძელსა თუ ჭერზე მიმაგრებული, დასაშვები უნდა იყოს მგზავრის ფეხზე დგომაც. ამიტომ, თუ მოხდა ისე, რომ ფეხზე მდგომი მგზავრები ახალ სამარშრუტო ტაქსებში არ დაუშვეს, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში.

რაც შეეხება სავარძლების რაოდენობის ზრდას, ეს არის მანკიერი ფორმა, რომლის დროსაც მგზავრის უსაფრთხოება არ არის დაცული. ბევრი შემთხვევაა, როდესაც მანქანის დამუხრუჭების დროს ფეხზე მდგომი მგზავრები წაქცეულან და ეს იმის გამო, რომ სავარძლების სტანდარტულ განლაგებას მგზავრების რაოდენობის გაზრდისთვის თვითნებურად ცვლიან.[/b] ასეთი რამ საჯარიმო სანქციებით დაისჯება და შესაძლოა ტრანსპორტის კომპანიას ლიცენზიის ჩამორთმევის ფასადაც კი დაუჯდეს".

"კვირის პალიტრა" http://www.kvirispalitra.ge/deda-tbilisi/8391-dzviri-usafrthkhoeba-thu-iafi-diskomforti.html

აი, ამ გამუქებულ ადგილზე კი გამეცინა: ეს ახალი ტრანსპორტი იმიტომ შემოჰყავთ, რომ სტანდარტი იყოს დაცული და კომფორტული მგზავრობაც უზრუნველჰყოს. ფეხზე დგომა თუ ისევ გამართლებული იყო და ისევ გატენეს მანქანები მძღოლებმა, რა მნიშვნელობა აქვს ძველიდან ახალ მანქანებზე გადასვლას?! მერე იმას ამბობს ეს ტიპი, რომ თითქოს ჩამატებული სკამების ბრალი იყოს მგზავრების საფრთხის მიზეზი. რა უფრო უსაფრთხოა: სკამზე რომ ზიხარ თუ საკიდზე რომ კონწიალობ? :D

აეეე... ყველას კი არ უნდა ჩამოართვან ინტერვიუ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მარშუტკა ისედაც მეზიზღება და ეხლა 80 თეთრი იხადე კიდე უუF აღარ იციან მოკლედ როგორ დაგვაჭირონ წიხლი რაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ის პრინციპიც ვერ გავიგე, რითაც გაძვირების ოდენობას გამოითვლიან. ამბობენ, ზოგიერთი მარშრუტი ძალიან ცუდად მუშაობსო. ძოგი - ძალიან კარგადო. გაძვირებით მხოლოდ რამდენიმეს ხომ არ გააძვირებენ? ხომ უნდა იყოს ერთიანი ტარიფი. ხოდა, იმ ცუდ ხაზზე ვინმე ჩაჯდება კიდევ მარშუტკაში?

იმასაც ვერ მივხვდი, გრძელ მარშრუტებზე 50 თეთრი შეუსაბამოა. გრძელ მარშრუტზე უფრო მეტი ხალხი არ ჩადის და ამოდის? თავიდან ბოლომდე იშვიათად, ვინმე გაჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, არასდროს ყოფილა ერთი თავიდან მეორემდე მარშუტკა ერთი და იმავე მგზავრებით სავსე გასულიყოს. სულ იცვლებიან მგზავრები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
15 ივლისიდანო ახლა, ეტაპობრივადო. გვაპარებენ :D
[quote name='Geo soldier' post='645505']
მარშუტკა ისედაც მეზიზღება და ეხლა 80 თეთრი იხადე კიდე უუF აღარ იციან მოკლედ როგორ დაგვაჭირონ წიხლი რაა

[/quote]
მე ავტობუსიც მძულს :ს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დადგა 1-ლი ივლისი. გახდა 6.
ვერ ვამჩნევ სიახლეს. შეიცვალა რამე?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='646007']
დადგა 1-ლი ივლისი. გახდა 6.
ვერ ვამჩნევ სიახლეს. შეიცვალა რამე?
[/quote]
ხო აბა რავი სადაა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0