Sign in to follow this  
Followers 0

1 ივლისიდან ახალი მარშუტკები ივლიან

115 posts in this topic

უკვე გული მიწუხს, აღარ შემიძლია აქ ცხოვრება... :(
წავიკითხე ახლა სტატია პალიტრა.გე-ზე :(

1-დან გამოდიან ხაზზე ახალი მარშუტკებიო, არადა შემდგომიდანო, ამბობდნენ :|
ეგრევე არ გაძვირდებაო, მაგრამ დაგვპირდნენ რომ 80 თეთრამდე გაიზრდებაო....
ვეღარ გასკდნენ :@ :cry: ჩემიდან მხოლოდ ორი ავტობუსი დადის, ერთი ბარათაშვილის ხიდამდე (საიდანაც გადავეშვები ერთ დღეს სავარაუდოდ) და მეორე მეტრო დელისამდე. საბურთალოზე მხოლოდ მარშუტკები დადიან....

ესეც სტატია:
[b]პირველი ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას კომპანია "თბილლაინში" არ ადასტურებენ.[/b] ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას 1-ელი ივლისიდან მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. მგზავრობის ფასი დამოკიდებულია საწვავის ფასისი ზრდაზე, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული ტარიფი", - ნათქვამია განცხადებაში.


პირველი ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირება კომპანია "თბილლაინის" ხელმძღვანელმა, დავით ასანიძემ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხვა.

[b]"ივლისიდან ხაზებზე ახალი "მარშრუტკები" გავლენ, რაც შეეხება მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას, ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს სავარაუდოდ ასეც იქნება", - აცხადებს ინტერვიუში ასანიძე.[/b]
ინტერვიუში ასანიძე ახალ სამარშრუტო ტაქსებზე დასაქმებული მძღოლების მხრიდან გარკევულ გარანტიებზეც საუბრობს.

"უმუშევარი არც ერთი მძღოლი არ დარჩება, მთავარია, მათ ჩვენი პირობები შეასრულონ. ისეთ მძღოლს კი, ვისაც არაფერი გააჩნია პირადობის მოწმობის გარდა, სამსახურში ნამდვილად არ ავიყვან და 30 000 დოლარის ღირებულების მანქანაზე არ დავსვამ", - აღნიშნავს ასანიძე. საუბარია მძღოლების მხრიდან 500 ევროს გადახდაზე, რომელსაც კომპანიაში საგარანტიო თანხას უწოდებენ.

"მძღოლმა თუ მოძრაობის წესები დაარღვია ან საგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადმოაგდო, საჯარიმო ქვითარი ჩემთან მოვა და არა მასთან. მე რატომ უნდა გადავიხადო ჯარიმა? ამიტომ ვითხოვ საგარანტიო თანხას",-აცხადებს ასანიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" მძღოლებმა განუცხადეს, ახალი პირობების მიხედვით, იმისთვის, რომ მუშაობა დაიწყონ ახალ სამარშრუტო ტაქსზე, კომპანიის ანგარიშზე უნდა გადარიცხონ 500 ევრო. გარდა ამისა, მათთვის დაწესებულია ყოველდღიური შენატანი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე, რაც 18 ევრომდეა. მძღოლები ამბობენ, რომ მათთვის აღნიშნული პირობის შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან 500 ევრო ძალიან დიდი თანხაა, რომლის გადახდის საშუალებაც არ აქვთ.

http://partia.ge/ekonomika/115-taksebi-gzavrebis-pasebs
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ღმერთო ჩემო, მართლა სად ვცხოვრობთ!

[quote]პირველი ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის გაზრდას კომპანია "თბილლაინში" არ ადასტურებენ. ამასთან დაკავშირებით კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.[/quote]
[quote]პირველი ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირება კომპანია "თბილლაინის" ხელმძღვანელმა, დავით ასანიძემ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხვა.[/quote]

ერთი და იგივე კომპანია ორ სხვადასხვა აზრს ავრცელებს. ჯერ შიგნით მოაგვარონ კომუნიკაციის პრობლემა და მერე აფრქვიონ აზრები.

მერე კიდევ, საქართველოს სახელმწიფო ვალუტაა ლარი. რატომ ითხოვენ ევროებში გადასახადს, თანაც იმხელა თანხას, რომელიც მართლა რომ შეუძლებელია. ვალუტის კურსიც ყოველ დღე იცვლება. ზოგს მეტის გადახდა მოუწევს, ზოგს ნაკლების. რა სიგიჟე და სიყ....-ა. ფუ, ამათი პატრონი ვატირე გულამოსკვნით!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
80 თეთრი იმენა ბევრია....


[quote name='mako' post='641325']
საუბარია მძღოლების მხრიდან 500 ევროს გადახდაზე, რომელსაც კომპანიაში საგარანტიო თანხას უწოდებენ.
[/quote]
500 ევრო რომ ქონდეთ მარშუტკაზე კი არ დაჯდებოდნენ.




რუსთავშიც გამიძვირებენ ალბათ კიდევ.

დედა ვატირე...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სოფლებში უნდა გავიქცეთ საცხოვრებლად :D :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641398']
სოფლებში უნდა გავიქცეთ საცხოვრებლად :D :laugh:

[/quote]
+1 :D

ქალაქი კი არა მარაზმია :ს
[quote name='mako' post='641325']
მერე კიდევ, საქართველოს სახელმწიფო ვალუტაა ლარი. რატომ ითხოვენ ევროებში გადასახადს, თანაც იმხელა თანხას, რომელიც მართლა რომ შეუძლებელია. ვალუტის კურსიც ყოველ დღე იცვლება. ზოგს მეტის გადახდა მოუწევს, ზოგს ნაკლების. რა სიგიჟე და სიყ....-ა. ფუ, ამათი პატრონი ვატირე გულამოსკვნით!
[/quote]
+11111
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641398']
სოფლებში უნდა გავიქცეთ საცხოვრებლად :D :laugh:

[/quote]
+1 :D

ქალაქი კი არა მარაზმია :ს
[quote name='mako' post='641325']
მერე კიდევ, საქართველოს სახელმწიფო ვალუტაა ლარი. რატომ ითხოვენ ევროებში გადასახადს, თანაც იმხელა თანხას, რომელიც მართლა რომ შეუძლებელია. ვალუტის კურსიც ყოველ დღე იცვლება. ზოგს მეტის გადახდა მოუწევს, ზოგს ნაკლების. რა სიგიჟე და სიყ....-ა. ფუ, ამათი პატრონი ვატირე გულამოსკვნით!
[/quote]
+11111

[b]orjer tavad daposta me arafer SuaSi var :([/b]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641398']
სოფლებში უნდა გავიქცეთ საცხოვრებლად
[/quote]
მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ მაგაზე,თუ არაფერი შეიცვალა ახლო მომავალში თბილისიდან აუცილებლად წავალ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='641411']
მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ მაგაზე,თუ არაფერი შეიცვალა ახლო მომავალში თბილისიდან აუცილებლად წავალ
[/quote]
ერთადერთი მიზეზის გამო არ მივდივარ, თორემ ჩემი ბინის ფასში სახლიც მომივიდოდა იქ და ნაკვეთიც.
მაგრამ იქაც კოშმარია ახლა - კახეთი სტიქიური უბედურების ზონაა წელს :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1308326308' post='641413']
ერთადერთი მიზეზის გამო არ მივდივარ, თორემ ჩემი ბინის ფასში სახლიც მომივიდოდა იქ და ნაკვეთიც.
მაგრამ იქაც კოშმარია ახლა - კახეთი სტიქიური უბედურების ზონაა წელს :(
[/quote]
წავალ იქ,ვიყიდი მიწის ნაკვეთს,დავამუშავებ და საჭმელადაც მეყოფა გასაყიდადაც დამრჩება.სოფელში ძალიან მაგარი სახლი მაქვს და ძაან ბევრი ბავშვობის ძმაკაცი მყავს იქ ასე რომ აქ არაფერი დამრჩენია.არ მინდა სოფელში ცხოვრება მაგრამ იძულებული ვხდები უკვე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Geo soldier"][/b],
ახლა როცა ინტერნეტი გაქვს, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს სად ცხოვრობ.
უჰ როდის მოვა აგვისტო, ერთი თვე გადავიკარგები ამ ჭუჭყიანი თბილისიდან :|
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]არ მინდა სოფელში ცხოვრება მაგრამ იძულებული ვხდები უკვე [/quote]
ასეთი ფრაზა მემგონი ჯერ ისტორიას არ ახსოვს :D

ვახ, რა ქვეყანაში ვართ!

მიწის ნაკვეთის დამუშავება და მისით თავის რჩენა რომ ადვილი იყოს, წელში გაწყვეტილები კი არ იქნებოდნენ ქართველი გლეხები :(

ას მილიონზე მეტი გამოუყვეს ახლა (თუ სწორად მახსოვს თანხა) ევროპაში გლეხებს იმ განადგურებული ბოსტნეულის ასანაზღაურებლად, რაც ვირუსის პანიკას მოჰყვა. საქართველოში ... ჩემს ფეხებს მისცემდნენ ამ შემთხვევაში გლეხებს.

ვაიმე, ბოდიში თემის ავტორს. უცებ სოფლის მეურნეობაში გადავვარდი. არადა, თემა "მარშუტკებზე" ყოფილა.

მაგრამ ისიცაა, რომ ერთ თემას კონტექსტის გარეშე ვერ განიხილავ. ყველაფერი ჯაჭვივით ჰკიდია ერთმანეთს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641451']
მაგრამ ისიცაა, რომ ერთ თემას კონტექსტის გარეშე ვერ განიხილავ. ყველაფერი ჯაჭვივით ჰკიდია ერთმანეთს.
[/quote]
კი :(

პლუს ამას, საქონლის დაკვლა აუკრძალეს სახლში :@
გასაყიდადაც რომ არ გინდოდეს, ანუ შენთვის რომ გინდოდეს დაკვლა, სასაკლაოზე უნდა წაიყვანო და იქ დაკლა. სახლში ღუ დაკალი, 5 000 ლარია ჯარიმა :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ერთი სამართლიანი და ტრ###ანი არავინ გამოჩნდა, რომ წინ აღუდგეს, ოპონირება გაუწიოს მთავრობას.



პროსტა რას გვიპირებენ, ბოსტნეულად უნდა გვაქციონ?!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641495']
პროსტა რას გვიპირებენ, ბოსტნეულად უნდა გვაქციონ?!
[/quote]
მერე ეკოლის ვირუსს შეგვყრიან :ს
და გაგვანადგურებენ, ვითარცა მავნე ბოსტნეულს :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' post='641451']
მიწის ნაკვეთის დამუშავება და მისით თავის რჩენა რომ ადვილი იყოს, წელში გაწყვეტილები კი არ იქნებოდნენ ქართველი გლეხები
[/quote]
ადვილი არაფერი არაა და მთლად უსაქმოდ ჯდომა არაფერს გამოგვიყრის,სოფელში კიდე შენთვის სამყოფ საჭმელს მაინც მოიყვან კაცი სხვა თუ არაფერი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Geo soldier"][/b],
[quote name='Geo soldier' post='641510']
სოფელში კიდე შენთვის სამყოფ საჭმელს მაინც მოიყვან კაცი სხვა თუ არაფერი
[/quote]
კი ბაზარი არაა, მარტო კაცი გაიტან თავს.

მაგრამ ოჯახი რო გყავს წამოკიდებული, რა უნდა ქნა აზრობ?!

ცოლ-შვილს რომ ვერ უზრუნველყოფ როგორც საჭიროა, მაგაზე უბედურება რა გინდა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641513']

ცოლ-შვილს რომ ვერ უზრუნველყოფ როგორც საჭიროა, მაგაზე უბედურება რა გინდა.
[/quote]
სოფელში ქათამი თუ გყავს, მშიერი არ ხარ, დამიჯერე :D
ნუ მოვლა უნდა იცოდე, ეგეთი ადვილი არაა, მაგრამ არც ისე რთულია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ალდაგებს არ მოემატოს და თბილიში ფეხით ვივლი :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641513']
მაგრამ ოჯახი რო გყავს წამოკიდებული, რა უნდა ქნა აზრობ?!
[/quote]
აბა როგორ ცხოვრობენ სოფლად?დათესე კარტოფილი,ლობიო,კიტრი,მწვანილი და ა.შ მერე ქათამი ცალკე იყოლიე და ასე ნელ-ნელა გაამრავლო უნდა ყველაფერი და ოჯახსაც ეყოფა თორე თბილისში 200 ლარიანი სამსახურების ძებნაზე დროის კარგვა სისულელეა რა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='641531']
აბა როგორ ცხოვრობენ სოფლად?
[/quote]
უმეტესობა სამსახურს ეძებს მაინც...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1308345808' post='641540']
უმეტესობა სამსახურს ეძებს მაინც...
[/quote]
ეგ იმიტომ ხდება,რომ ბევრს თოხვნა-ბარვას დაცვის პოლიციაში მუშაობა ურჩევია და საერთოდ ქართველები ზარმაცები ვართ რა,შრომას მათხოვრობა გვირჩევია თორე რატომაა თათრები რომ აშენდნენ სოფლის მეურნეობით და მეცხოველეობით?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='მამფალი' post='641526']
ალდაგებს არ მოემატოს და თბილიში ფეხით ვივლი
[/quote]
+1

ალდაგებს მოემატება და გადავალ ვაფშე, ქირით.

რაღა გზაში ვხარჯო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='641562']
ალდაგებს მოემატება
[/quote]
რა ალდაგებს?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თან ამ სიცხეში...
ვაბშე არ მინდა არც ალდაგი არც 96. დაილოცოს 1 რმკ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='641569']

რა ალდაგებს?

[/quote]
როგორც მივხვდი, თბილისი-რუსთავის მინი-ავტობუსებია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0