Sign in to follow this  
Followers 0

ლიბერთი ბანკის ანაბარი "პატრიოტი"

11 posts in this topic

[font="Arial Black"][size="5"]პატრიოტი[/size][/font]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/o/demxi.gif[/img][/url]

მოთხოვნამდე ანაბარი ლარში, რომელიც გთავაზობთ ყველაზე მაღალ სარგებელს და მოქნილ პირობებს

განათავსეთ პატრიოტზე ნებისმიერი ოდენობის თანხა ლარში თქვენთვის სასურველი ვადით და მიიღებთ ყველაზე მაღალ სარგებელს - წლიური 10%

ამასთან, ლიბერთი ბანკი საჩუქრად გადმოგცემთ მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშს და ლიბერთი ქარდს
პატრიოტზე სარგებლის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ თქვენ მიერ განთავსებულ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ პროცენტებზეც
პატრიოტი გთავაზობთ მოქნილ პირობებს – თანხის ან/და დარიცხული სარგებლის გატანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკომისიოს გარეშე
პატრიოტზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით
პატრიოტის გახსნა და მომსახურება უფასოა

[font="Arial Black"][size="5"] პატრიოტი ქომაგი - კალათბურთი[/size][/font]
ერთად ვუქომაგოთ ქართველ კალათბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე!

ანაბრის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი წლიური 14%
ანაბარს ვადა ეწურება 2012 წლის 18 სექტემბერს (12 თვეში ევროპის ჩემპიონატის ფინალის დღიდან)

რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება თქვენს ანაბარს
ჯგუფში ერთი მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +2% ჯამში წლიური 16%
ჯგუფში ორი მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +4% ჯამში წლიური 18%
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +6% ჯამში წლიური 20%
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +10% ჯამში წლიური 24%

პრემია საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს

თქვენი სახელით ლიბერთი ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს გადასცემს პრემიას. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა.

მაგალითად: ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მოიგო ერთი თამაში და შეგროვილი ანაბრების თანხამ შეადგინა 20 მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში, ლიბერთი ბანკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ხარჯით გადასცემს შეგროვილი თანხის 1%-ს, 200 ათას ლარს.
ანაბრის პირობები
ანაბრის გახსნა და მომსახურება: უფასო
ანაბრის ვალუტა: ლარი
მინიმალური შენატანი: 200 ლარი
ანაბრის გახსნის ბოლო თარიღი: 2011 წლის 30 აგვისტო

ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ლიტვაში 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი სარგებლის გატანა შესაძლებელია ვადაზე ადრე ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე; ამ შემთხვევაში დამატებით სარგებელს გამოაკლდება ანაბრის 1%


[font="Arial Black"][size="5"]პატრიოტი ქომაგი - რაგბი[/size][/font]

ერთად ვუქომაგოთ ქართველ მორაგბეებს მსოფლიო თასზე!

ანაბრის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი წლიური 14%
ანაბარს ვადა ეწურება 2012 წლის 23 ოქტომბერს(12 თვეში მსოფლიო თასის ფინალის დღიდან)

რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება თქვენს ანაბარს

ჯგუფში ერთი მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +3% ჯამში წლიური 17%
ჯგუფში ორი მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +7% ჯამში წლიური 21%
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +12% ჯამში წლიური 26%
მსოფლიო თასისი მოგების შემთხვევაში: საბაზისო საპროცენტო განაკვეთს +25% ჯამში წლიური 39%

პრემია საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს

თქვენი სახელით ლიბერთი ბანკი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს გადასცემს პრემიას. რაც მეტი შეგროვდება ანაბრის თანხა, მით მეტი იქნება პრემიის მოცულობა.

მაგალითად: ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მოიგო ერთი თამაში და შეგროვილი ანაბრების თანხამ შეადგინა 20 მილიონი ლარი, ამ შემთხვევაში, ლიბერთი ბანკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ხარჯით გადასცემს შეგროვილი თანხის 1%-ს, 200 ათას ლარს.
ანაბრის პირობები
ანაბრის გახსნა და მომსახურება უფასო
ანაბრის ვალუტა: ლარი
მინიმალური შენატანი: 200 ლარი
ანაბრის გახსნის ბოლო თარიღი: 2011 წლის 8 სექტემბერი

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ჯგუფური თამაშების განრიგი:

14 სექტემბერი საქართველო - შოტლანდია

18 სექტემბერი საქართველო - ინგლისი

28 სექტემბერი საქართველო - რუმინეთ

2 ოქტომბერი საქართველო - არგენტინა

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/m/vufrb.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Geo soldier' post='638779']
რაც უფრო წარმატებულად იასპარეზებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე, მით უფრო მეტი დამატებითი სარგებელი დაერიცხება თქვენს ანაბარს

[/quote]
ვაიმე დედა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა შუაშია პატრიოტი ბანკთან, სესხთან, ფულთან.

ახლა რასაც ვიტყვი, ამ განყოფილებას არ ეხება, მართალია, მაგრამ რაღაცეები უნდა განიმარტოს:

ღირებულებები ღირებულებით ჩაანაცვლეს და ეს პროცესი ყოველ დღე გრძელდება და თავის კალაპოტში მიედინება. იქნებ, ისიც იცის ლიბერთი ბანკმა, ერთი პორცია პატრიოტიზმი რა ღირს?

ან მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ არამატერიალური მატერიალურით შეფასდეს, ან იმდენად უნიჭოები არიან, რომ ვერ ხვდებიან, ბანკსა და პატრიოტიზმს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b]პატრიოტი ქომაგი - კალათბურთი
პატრიოტი ქომაგი - რაგბი[/b][/size]


აქ პატრიოტული და ბანკი ხო არაფერშუაშია მარა ეს სახელია [b]პატრიოტი ქომაგი[/b] ანაბარს ქვია საშინელება არაფერია და არც უნიჭოება.....


[u][i][b] უბრალო ანაბრის სახელია.[/b][/i][/u] Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="LaSHaa"][/b],
ანაბრის სარეკლამო ლოგოს შეხედე და მერე მიხვდები ჩემი კრიტიკის მიზეზს. რაც შენ დაწერე, ეგ მხოლოდ დაკონკრეტება და განვრცობაა შემდეგ.

საკითხი უფრო ღრმად დგას, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1307367197' post='638794']
[b][member="LaSHaa"][/b],
ანაბრის სარეკლამო ლოგოს შეხედე და მერე მიხვდები ჩემი კრიტიკის მიზეზს. რაც შენ დაწერე, ეგ მხოლოდ დაკონკრეტება და განვრცობაა შემდეგ.

საკითხი უფრო ღრმად დგას, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია.
[/quote]
და რა არის იქ კატასტროფა? რა სახელიც ქვია ანაბარს იმის სურათები დევს. Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კამათის ხალისი არ მაქვს, მართალი გითხრა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1307367403' post='638799']
კამათის ხალისი არ მაქვს, მართალი გითხრა
[/quote]
;) Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
ანაბრების რაოდენობის 10%-ს ლიბერთი ბანკი საკუთარი სახსრებით გადასცემს რაგბის და კალათბურთის ეროვნულ ნაკრებებს ანუ ვინც ხსენებულ ანაბარს გახსნის ის ავტომატურად დაეხმარება ქართულ სპორტს
1

Share this post


Link to post
Share on other sites
რატომღაც ცდილობენ თუ ისე გამოდის, რომ მორალური ღირებულებების გაუფასურება ხდება.

რა შუაშია მართლაც პატრიოტიზმი ანაბართან..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა ბანაკი პატრიოტი საერთოდ არაფერ შუაში არაა პატრიოტიზმთან


[size="5"] გთხოვთ მხოლოდ სახელწოდებაზე ნუ ვისაუბრებთ,გასაგებია რომ არასწორედ შეურჩიეს სახელი,მაგრამ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბროთ აჯობებს[/size]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0