Posted 18 Jan 2012 · Report post ცალკე თემა უნდა გავხსნა რა ჩემთვის და ამ ბიწისთვის :დ [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s018.radikal.ru/i504/1201/10/1ae37145ed62.jpg[/IMG][/URL] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Feb 2012 · Report post [b]ერთი ფრანგული კომედიის ფრანგული ვერსია[/b] [img]http://s017.radikal.ru/i438/1202/bd/7485cb46b2cd.jpg[/img] "ჟაკლინი, ბერნარდის ცოლი, დედასთან აპირებს წასვლას, ხოლო ბერნარდი საყვარელს, სუზანას, ელოდება. სუზანას დაბადების დღე აქვს და ამიტომ ბერნარდმა ვახშამი შეუკვეთა პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც სუზეტა ჰქვია. თუმცა ჟაკლინი არსადაც არ მიდის, რადგანაც ამ დროს რობერი ჩამოდის. რობერი ბერნარდის მეგობარი და ჟაკლინის საყვარელია... სპექტაკლის ბოლოს კი ჟორჟი გამოჩნდება. ვერაფერი გაიგეთ, არა?" - იგრძნობოდა მცირე იუმორი მომავალი პრემიერის ანონსში, რომლის ბოლოსაც ზემოთ მოყვანილი "გაუგებრობის" გასარკვევად თეატრში გვიხმობდნენ. პრემიერა გუშინ საღამოს შედგა. დამწყები რეჟისორი სანდრო ელოშვილი ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე ფრანგი დრამატურგი მარკ კამოლეტის პიესით "ღამის პერანგი ექვსისთვის" წარსდგა. სიმართლე რომ ვთქვათ, რთული, ამოსახსნელი ანდა გაუგებარი არც არაფერი ყოფილა. დამწყებ რეჟისორს განსაკუთრებული სირთულეები ამჯერად არ დაუსახავს. სპექტაკლში დააკავა ილიას უნივერსიტეტის თეატრის მიმართულების სტუდენტები და მხოლოდ ერთი გამოცდილი მსახიონი ბაჩო დოღონაძე, რომელსაც მაყურებელი "თეატრალური სარდაფების" სპექტაკლებიდან იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობენ სტუდენტები, რეჟისორულ ჩანაფიქრს არც არაფერი დაუკარგავს, რადგანაც ბულვარული კომედებისთვის დამახასიათებელი დრამატურგიული სიმარტივისთვის არავის არაფერი შეუმატებია. ანდა რა უნდა შეემატებინათ, ამ ჟანრის ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა სცენაზე უმარტივესი და ყველასთავის სასაცილო ტექსტის მაქსიმალური სამსახიობო ოსტატობით, იმპროვიზაციებითა და მაქმანებით შესრულებაში მდგომარეობს. ამ მაქმანების, იმპროვიზაციისა და ოსტატობის საუკეთესო შუალედის მონახვა კი სტუდენტებისთვის ბუნებრივია დაძლებული ვერ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ვოდევილის ჯადოსნობა მაინც დარჩა წინა პლანზე და მაყურებლის დიდმა ნაწილმა ბევრი, ზოგმა კი ბევრზე ბევრი იცინა. ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი მარკ კამოლეტი მსოფლიოში სახელგანთქმული თავისი ფრანგული ვოდევილების წყალობით გახდა. განსაკუთრებული წარმატება კი კომედიამ "B" მოუტანა, რომელიც 10 000-ზე მეტჯერ ითამაშეს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე და ამით ავტორი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული კომედიის ავტორი. მარკ კამოლეტის სხვა პიესების მსგავსად "ფრანგული გარნირი", ანუ როგორც მას ორიგინალში ჰქვია "ღამის პერანგი ექვსისთვის", ტიპური ბულვარული კომედიაა. თუ გავითვალისწინებ დრამატურგის სიუჟეტის აგების ოსტატობასა და მაყურებლის სიცილის რეცეპტორებზე მოქმედების ძალას, კამილოტის ტექსტი ილიას თეატრის სცენაზე დიდხანს დარჩება. ისე როგორც რჩება და რჩებოდა თბილისის მცირე სცენებზე უბრალოდ უბრალო კომედიები და თუკი დღესაც ამოცანა მხოლოდ დარბაზების გავსებაზე დგას, როგორც ეს მძიმე 90-იან წლებში იყო, მაშინ აქ უნდა დავასრულოთ. თუკი შემოქმედებით ჯგუფისთვის ანდა მათი პედაგოგებისთვის თეატრი ცოტა უფრო მეტია, მაშინ სხვა რამეც უნდა ვთქვათ. განვითარებისა და დაოსტატების რომელ ეტაპზე შეიძლება რეჟისორმა ანდა მსახიობმა თავს ასეთი "მარტივი და ვულგარული" თამაშის უფლება მისცეს? - შეზღუდვები არ არსებობს. მაშინ ასე ვიტყვი, რისი მომცემია ბულვარული კომედიის სტილისგან სრულიად აცდენილი და მაინც ვერ დაძლეული თამაში დამწყებთათვის? პირადად მე ვფიქრობ, რომ არაფრის, გარდა შეძენილი ცუდი მანერებისა და უდროო ამბიციების. მაგრამ შეიძლება ვცდებოდე კიდეც... რაც შეეხება თეატრს, ის რომ თეატრის სცენა ღიაა ახალგაზრდებისთვის და ერთგვარ თავისუფალ სივრცეს ქმნის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ ეს თავისუფლებაც დამწყებთათვის დროებითი ფუფუნება მგონია და უნივერსიტეტის თეატრს და არა მხოლოდ მას, ადრე თუ გვიან, ბევრად სერიოზულ შედეგებზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავება მოუწევს, რაც მათ პროექტების უფრო მკაცრი სელექციის საშუალებას მისცემს. [url="http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2011-12-17/23341"]წყარო[/url] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 13 Feb 2012 · Report post [color="#000080"][b]კიდევ ერთი ისტორია რომეო და ჯულიეტას შესახებ [/b][/color] [img]http://s017.radikal.ru/i442/1202/5d/b0b73e61b01f.jpg[/img] "რომეო და ჯულიეტა" შექსპირის პირველი პიესაა. პიესა იწყებაროგორც უწყინარი კომედია, ფინალი კი ტრაგიკულია. უკვე ერთი წელია რაც „ილიას უნივერსიტეტის“ თეატრი სსცენაზე რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ მაყურებლისთვის არაერთხელ გააცოცხლა რომეო და ჯულიეტას მარადიული სიყვარულის ისტორია. მსახიობთა დასი ილიას უნივერდიტეტის კურსდამთავრებულებისგან შედგება. სპექტაკლი სხვა დადგმებისაგან განსხვავდება იმით, რომ ამასში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე თავისუფალი რომეოსა და ჯულიეტას ამბავია მოთხრობილი. სპექტაკლის შექმნის ისტორიას ბატონი გურამ ბრეგაძე მოგვითხრობს. [i]ბ–ნგურამ, რამდენად საპასუხისმგებლო იყო თქვენთვის რომეო და ჯულიეტას „გათანამედროვება“?[/i] პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. „გათანამედროვება“ თანამედროვე თეატრისთვის ნორმალურია. მიუხედავადიმისა, რომშექსპირსტექსტს არ ვუცვლი. [i]რითი არის თქვენს მიერ დადგმული სპექტაკლი რომეო და ჯულიეტა სხვებისგან განსხვავებული?[/i] მიჭირს იმაზე პასუხის გაცემა რითი არის ჩემი სპექტაკლი განსხვავებული. არასოდეს არ ვცდილობ დავდგა ისეთი რამ რაც ვინმესგან განსხვავებული იქნება. უბრალოდ ვცდილობ ამბავი მოვყვე. [i]რა ასაკის ადამინები დაინტერესდნენ ამ სპექტაკლით? [/i] ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანი დადის. უმეტესად ახალგაზრდები. ამას აქვს სოციალური მიზეზი. დღევანდელ პირობებში ჩვენს ქვეყანაში თეატრისთვის მოცლა უჭირს საზოგადოებას. [i]ჩემთვის ცნობილია, რომ უილიამ შექსპირი თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია. რატომ?[/i] ყველაზე ხშირად შექსპირის პიესებზე ვმუშაობ რადგან ძალიან მიყვარს ის. დავდგი შექსპირის „როგორც გენებოთ“, ახლა ვმუშაობ შექსპირის „ქარიშხალზე“. ქარიშხალს სულ მალე ყოფილ ვაკის სარდაფში მოვაწყობთ. რეჟისორ გურამ ბრეგაძის დადგმაში რომეო და ჯულიეტას სიყვარულის ისტორია „სკაიპში“ იწყება. მარიამ კვიტაიშვილი რომელიც ჯულიეტას როლს თამაშობს ამბობს რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა ამ როლის შესრულებაზე. „როცა სცენაზე საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ყოველთვის ჯულიეტა ვიყავი. ჩემდა საბედნიეროდ მართლა დაიდგა ეს სპექტაკლი და ჯულიეტას როლი მერგო. ძალიან რთული როლია და დიდ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობდი. ბევრს აქვს ეს როლი მორგებული. მე განსხვავებული გმირი მინდოდა შემექმნა. მე მგონი გამომივიდა. რაც შეეხება მსგავსებას, ალბათ, როგორც ყველა ახალგაზრდა ქალში, ჩემშიც არის რაღაც ჯულიეტასი. ის ძალიან მამაცია და სიყვარულისთვის ყველაფერზე მიდის. მე არ ვიცი რამდენად ძლიერი ვიქნებოდი მი სადგილას. “ რომეოს როლის შემსრულებელი ერეკლე კილაძე –„ეს ჩემთვის პირველი როლი არ ყოფილა, ვთამაშობდი ეგზიუპერის, „პატარაპრინცში“. ძალიან მინდოდა რომეოს როლის შესრულება. მის როლზე დამტკიცებამ ძალიან გამახარა, მაგრამ მაშინვე გავიაზრე რამხელა პასუხიმგებლობა დამეკისრა. სანამ პრემიერა შედგებოდა, ვფიქობდი, რომ ჩემ გმირს საერთოდ არ ვგავდი. მერე საკუთარ თავში ვიპოვე რომეოს ხასიათი. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟს ვგავარ. სპექტაკლში ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ჯულიეტას ძიძა იყო. რომლიც სცენაზე გამოჩენა მაყურებლებში დადებით ემოციას იწვევდა. როგორც ძიძას როლის შემსრულებელი თამარ შოშიაშვილი ამბობს, შექსპირის პიესაში ჯულიეტას ძიძა კოჭლი, შვილმკვდარი და ტრაგიზმით სავსე ქალია. ხოლო ამ დადგმაში მან ძიძას კომიკურ პერსონაჟად წარმოჩენა შეძლო. გულის სიღრმეში ის ყველაფერს განიცდის, მაგრამ ემოციას საპირისპიროდ გამოხატავს. პასუხიმგებლობას გრძნობდა, თუმცა ძიძას ხასიათი იმდენად ახლოს იყო მის პიროვნებასთან, რომ როლის მორგება არ გაუჭირდა. [url="http://myjournal.ge/index.php?option=com_content&view=article&id=140%3A2012-02-11-13-57-17&catid=43%3Aculture&Itemid=171"]წყარო[/url] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 29 Feb 2012 · Report post <iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/p3H4c8OP9I8" frameborder="0" allowfullscreen></iframe> 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 29 Feb 2012 · Report post <iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/BJQFsrCB-3M" frameborder="0" allowfullscreen></iframe> 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 16 Mar 2012 · Report post [b]კიდევ ერთი პრემიერა [/b] [img]http://s019.radikal.ru/i642/1203/ce/de554f95b507.jpg[/img] [url="http://www.facebook.com/media/set/?set=a.245219945548270.53136.100001808007578&type=1"]კადრები რეპეტიციებიდან [/url] [url="http://www.facebook.com/media/set/?set=a.277834532286811.59133.100001808007578&type=3"]კადრები რეპეტიციებიდან 2 [/url] 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 23 Mar 2012 · Report post ინსტიქტი დაიდო ბოლოსდაბოლოს ფრიან ნასიამოვნები გახლავართ ჩემი ჩუმბურიძე ხო ვნახე რაც მთAვარია ისე გამხდარა, ბლეზში უფრო ''მსუქანა'' იყო შემოთხელებულა მოკლედ დავტკბი ლუითი, და სხვებითააც 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 2 Apr 2012 · Report post [b]“ივან ვასილის-ძე” ქართულ ვერსიაში[/b] [img]http://s019.radikal.ru/i616/1204/c4/7cf114339b51.jpg[/img] [i]პრემიერა ილიაუნიში[/i] 22, 24, 25 და 29 მარტს 19 საათზე ილიაუნის თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა “სიზმრები სინანულისანი" მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი პიესა “ივან ვასილის-ძე”, სადაც ივანე მრისხანე საბჭოთა მოსკოვში ხვდება, ქართველმა დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა გადმოაქართულა და დავით აღმაშენებელი თანამედროვე განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე დროებით ჩამოასახლა. ცნობილი რუსი მწერლის, მიხაილ ბულგაკოვის პიესა “ივან ვასილის-ძე” დაიწერა 1931-34 წლებში და ეფუძნება მის ადრინდელ პიესას “ნეტარება”, რომელიც დაიწუნა მოსკოვის სატირის თეატრმა. ბულგაკოვის სიცოცხლეში პიესა არ გამოქვეყნებულა და არ დადგმულა. ამ პიესის მიხედვით, 1973 წელს რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ გადაიღო ცნობილი კონოკომედია “ივან ვასილის-ძე პროფესიას იცვლის”. გაქართულებული ვერსია ცნობილმა დრამატურგმა ბასა ჯანიკაშვილმა სპეციალურად ილიაუნის თეატრისთვის შექმნა 2011 წლის ზაფხულში. ოთარ ეგაძემ 1984 წელს დაამთავრა დრამის რეჟისურის ფაკულტეტი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. მოღვაწეობდა რუსთაველის და კინომსახიობთა თეატრებში. 1997 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა “თეატრალური სარდაფი", 2002 წელს კი - “ვაკის სარდაფი". 2007 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეატრალური ცენტრის ხელმძღვანელი. მნიშვნელოვანი სპექტაკლები - “ხმაური სცენის მიღმა", “ორთა ბოდვა", “ძია ვანია", “ქრონიკები", “ჭკუისა მჭირს", “ხარმსი", “ინსტინქტი". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ასევე ახალბედა ხელოვანებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა ეუფლებიან ამ ურთულეს პროფესიას. თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპზე. ორ მოქმედებად დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობენ ნიკუშა გიორგაძე, მარი კალატოზიშვილი, ზუკა პაპუაშვილი, აკაკი ხიდაშელი, დათო ველიჯანაშვილი, კახა გოგიძე, ვასიკო ოდიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. წარმოდგენის მხატვარია გოჩა აგაშენაშვილი; კოსტუმების მხატვარი: ხატია ჩომახაშვილი; მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე; ქორეოგრაფი: გია მარღანია; სასცენო მოძრაობა: სოფო გვრიტიშვილი. წყარო (c) 24 საათი 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 6 Apr 2012 · Report post [b]ილიაუნის თეატრალური დასი კიშინოვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გამეგზავრა სპექტაკლით "არიქა დო ვარიქა". თეატრალიზებული კონცერტი სტუდენტურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.წარმოდგენა რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ფესტივალზე შვიდი ქვეყნის თეატრალური დასი წარსდგება მოლდოველი მაყურებლის წინაშე. წარმოდგენას ჩვენი მსახიობები 6 აპრილს ითამაშებენ. ილიაუნის თეატრის მსახიობები თბილისში 8 აპრილს დაბრუნდებიან. [/b] 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 22 Apr 2012 · Report post [b]ილიაუნის თეატრი ახალგაზრდულ ფესტივალზე [/b] ილიაუნის თეატრის ახალგაზრდული სპექტაკლი „არიქა დო ვარიქა“ ახლახანს დაბრუნდა კიშინიოვის თეატრალური და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალიდან. სპექტაკლის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების სიუჟეტზე გახლავთ აგებული, ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართველ სტუდენტებს ფესტივალის ფარგლებში ყველაზე დიდი და პრესტიჟურლი Ginta Latina-სცენა დაუთმეს. წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა, ქართული სიმღერებით და შესრულების მანერით მოხიბლულმა მაყურებელმა ახალგაზრდა მსახიობებს სპექტაკლის დასრულების შემდეგაც სთხოვა შეესრულებინა რამდენიმე სიმღერა და თეატრის წინ მათთან ერთად იმღერეს ქართული და მოლდავური სიმღერები, ხოლო წარმოდგენაზე მყოფმა სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური ფესტივალების წარმომადგენლებმა კი წარმოდგენის თავიანთ ქვეყანაში ხილვის სურვილიც კი გამოთქვეს. კიშინიოვის თეატრალური და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანია ახალგაზრდა შემოქმედების დაახლოება, გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, ენობრივი და გეოგრაფიული ბარიერების გადალახვა. ფესტივალში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ სლოვაკეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ახალგაზრდული დასები. არიქა დო ვარიქას შემდეგი წარმოდგენა ილიაუნის თეატრში შედგება 27 აპრილს. ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=730&info_id=6129. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 5 May 2012 · Report post <iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/AiNovG6mB4c" frameborder="0" allowfullscreen></iframe> 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 5 May 2012 · Report post <iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.com/embed/HRwGWhR7HXg" frameborder="0" allowfullscreen></iframe> როგორ მიყვარს ეს მომენტი : )) მადლობა ნინოს :* 2 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 9 May 2012 · Report post <iframe width="420" height="315" src="http://www.youtube.com/embed/RePH1zOz91g" frameborder="0" allowfullscreen></iframe> 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 17 May 2012 · Report post [img]http://s019.radikal.ru/i610/1205/3d/bcb88ff58256.jpg[/img] [url="http://georgiantheatre.ge/index.php?newsid=102"]"ხარმსი" ილიაუნის თეატრის სცენაზე [/url] 2010 წელს დადგმული სპექტაკლი თეატრის ფოიეში, მის ერთ პატარა კუთხეში იმართება. სრულიად უდეკორაციოდ, ღია თამაშის პრინციპით. მაყურებელთან უშუალო ურთიერთობისა და იმპროვიზაციის განზრახვით. როგორც აღვნიშნე, დასაწყისში რეჟისორი მაყურებელს ესაუბრება. თავიდან გგონია, რომ ეს რაღაც წინასწარი ტექნიკური პროცედურაა – „გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონების“ მსგავსი, მაგრამ მოგვიანებით ხვდები რომ ეს სპექტაკლის პროლოგი და წარმოდგენის შემადგენელი ნაწილია. სპექტაკლის მსვლელობისას, რეჟისორი საკუთარი შემოსვლითა და კომენტარებით კიდევ რამდენჯერმე „შეაჩერებს“ წარმოდგენას. ხან „ნაჩნიკის“ გადამწვარ ნათურას ცვლის და ამ შესაძლებლობით კმაყოფილი, ასეთი ტიპის სპექტაკლების უპირატესობაზე საუბრობს, ხანაც ცდილობს „შემთხვევით“ მწყობრიდან გამოსული ოყნა შეაკეთოს. მაყურებელი უთუოდ ეცდება გამოიცნოს სპექტაკლში ეს ჩართვები დადგმულია თუ მართლაც ამა თუ იმ საჭიროებით გამოწვეული იმპროვიზაცია. ამ შემთხვევაში სწორი პასუხის პოვნას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ინტრიგა, რომელიც ასეთი ტიპის ეჭვებსა თუ ვარაუდებს აღძრავს. თუმცა ეს ხდება არა ინტელექტუალური თეატრის ადამიანის რაციონალური აზროვნების გამოწვევაზე გათვლილი კონცეფციებით, არამედ იმ უბრალო თამაშობრივი ბუნების და ხერხების წარმოსაჩენად რაც საერთოდ ქმნის თეატრალურ ხელოვნებას. მთავარია სულ ვეძებდეთ სინამდვილისა და თამაშის საზღვარს, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა ისე ოსტატურად შეფუთა, რომ საზღვარიც აღარ ეთქმის. 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 15 Sep 2012 · Report post [color="#FF0000"][b]თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში [/b][/color] მიხაილ ბულგაკოვის პიესის [b]„ივან ვასილის-ძე“[/b] მიხედვით კომედია 2 მოქმედებად „ეს აინშტაინის თეორიის ნაწილია: დრო არ არსებობს და მასში გადაადგილებაც ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება“, რის დამტკიცებაც მეცნიერ-გამომგონებელმა მიხეილ გორგაძემ შეძლო და დიდი დავით აღმაშენებელი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ამოგზაურა. გაქართულებული ვერსიის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი რეჟისორი: ოთარ ეგაძე მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი კოსტუმების მხატვარი: ხატია ჩომახაშვილი მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე ქორეოგრაფი: გია მარღანია სასცენო მოძრაობა: სოფო გვრიტიშვილი ტექნიკური რეჟისორი: მარადია ცაავა სპექტაკლში გამოყენებულია სულხან ცინცაძის მინიატურები საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის შესრულებით, სოსო ბარდანაშვილის „ელეგია“ თელ-ავივის კამერული ორკესტრის შესრულებით და „ფსალმუნი 121“ ბუდაპეშტის ქალთა გუნდის შესრულებით. დეკორაცია დაამზადა გიორგი ურიდიამ მ ო ქ მ ე დ ი პ ი რ ნ ი დ ა შ ე მ ს რ უ ლ ე ბ ე ლ ნ ი: მიხეილ გორგაძე, მეცნიერ-გამომგონებელი - ნიკუშა გიორგაძე, გიორგი ჭუმბურიძე ეკატერინე გორგაძე, მსახიობი, მიხეილ გორგაძის მეუღლე - მარი კალატოზიშვილი დავით გიორგის-ძე ყივჩაშვილი, ამხანაგობის თავმჯდომარე - ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი) ნინო დელიძე, დავით ყივჩაშვილის მეუღლე - თამთა ცინცაძე გურამ გვილავა, შ.პ.ს. „ჯანმრთელი კბილის“ დირექტორი - დათო ველიჯანაშვილი ზაალ ციციშვილი, მძარცველი - დათო გიგოლაშვილი დავით IV გიორგის-ძე ბაგრატიონი, ერთიანი საქართველოს მეფე - ზუკა პაპუაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი) ოთარ სტურუა, კინორეჟისორი - კახა გოგიძე დედოფალი - თამთა ცინცაძე თეჯი, გადამწერი - ლევან მამნიაშვილი შირვანის ელჩი - კახა გოგიძე მოძღვარი - დათო ველიჯანაშვილი მონა-სპა, მუსიკოსები, დედოფლის თანმხლებნი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ზურაბ გაბუნია, ანი თალაკვაძე, მარი კალატოზიშვილი, თემურ კვარაცხელია, ნიკა ნანიტაშვილი, რევაზ ფიფია, გიგა ცერცვაძე, ზვიად ძულიაშვილი აკაკი ხიდაშელი, მსახიობი - აკაკი ხიდაშელი განსაკუთრებული მადლობა: გიო ცინცაძეს, სოსო ბარდანაშვილს, თამაზ კოჭლამაზაშვილს, ოთარ ჩუბინიშვილს, კონსტანტინე ვარდელს, ნოდარ ჟვანიას, თამაზ ბათიაშვილს. სპექტაკლი დაიდგა სს ბაზისბანკის ფინანსური ხელშეწყობით. წარმოდგენის ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი პრემეირა შედგა 2012 წლის 22 მარტს სპექტაკლი გაიმართება ორშაბათს, 17 სექტემბერს, 7 საათზე. ყველა საავტორო უფლება დაცულია. [b]დასწრება თავისუფალია[/b] 1 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 15 Sep 2012 · Report post თუ მოვახერხე აუცილებლად წავალ 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 15 Sep 2012 · Report post [b][member="kapucino"][/b], მე ვერ ვახერხებ და ჩემს მაგივრადაც უყურე : )) 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 15 Sep 2012 · Report post 7-ზე რომ ყოფილიყო ორშაბათს, წავიდოდი ნამდვილად, მაგრამ 5-ზე იწყება და მაგ დროს არ მცალია ილიაუნის თეატრმა მომწერა 5-ზეაო. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 20 May 2013 · Report post [b]ლევან მასპინძელაშვილი ილიაუნის სტუდენტებისათვის[/b] 22 მაისს, 18:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე ლევან მასპინძელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის იმღერებს. ახალგაზრდა მომღერალი პროექტ "საქართველოს ვარსკლავის" მონაწილე გახლავთ. ის ალტერნატიული მუსიკის მიმდევარია და სწორედ ამ ჟანრის სიმღერებს შეასრულებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. 0 Quote Share this post Link to post Share on other sites
Posted 1 Jun 2013 · Report post [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s41.radikal.ru/i093/1306/46/c821e9e70360.jpg[/IMG][/URL] 0 Quote Share this post Link to post Share on other sites