Sign in to follow this  
Followers 0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი

170 posts in this topic

[i]იმ დროს, როდესაც საქართველოში არც შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები არსებობდა, ხოლო კულტურის პოლიტიკა ქვეყნის განვითარების შესაბამისობიდან შორს იყო, თბილისში რუსთაველის პროსპექტზე ახალი თეატრი, "თეატრალური სარდაფი” გაიხსნა. იგი ახალგაზრდა რეჟისორების, მხატვრებისა და მსახიობების ძალისხმევისა და ინიციატივის შედეგად დაარსდა. მისი შემოქმედებითი და ორგანიზაციული მოდელი სიახლე იყო და პრეცენდენტი არ გააჩნდა. მოძრაობას სათავეში რეჟისორები ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, გოგი მარგველაშვილი, მხატვარი შოთა გლურჯიძე, კინოპროდიუსერი გიორგი ხარაბაძე და მათი თანამოაზრეები ედგნენ.
"თეატრალური სარდაფი” ოფიციალურად 1997 წლის 31 მარტს გაიხსნა. ეს არის თავისუფალი შემოქმედებითი სივრცე, სადაც სპექტაკლის დადგმა შეუძლია ყველა პროფესიონალ რეჟისორს. რეპერტუარს კი, ძირითადად ლევან წულაძისა და ოთარ ეგაძის სპექტაკლები ქმნიან.
თეატრალური სარდაფი "თეატრალური ორშაბათების” ინიციატორია - ახალგაზრდა დრამატურგების პიესების კითხვა, ახალი წიგნების პრეზენტაციები, გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, მხატვრებთან ორშაბათობით იმართებოდა თეატრის სცენასა და ფოიეში. "სამგროშიანი ოპერა”, "ორთა ბოდვა”, "ბლეზი”, "მარიო და ჯადოქარი” საოცარი პოპულარობით სარგებლობდა ეს სპექტაკლები თბილისელ მაყურებელთა შორის.
თეატრის დაარსებიდან დაახლოებით 3-4 წელიწადში რეპერტუარი საკმაოდ გაიზარდა, ისევე როგორც შემოქმედებითი განვითარების
შესაძლებლობები. თეატრისთვის გამოყოფილი სარდაფი რუსთაველზე არ იძლეოდა სრული შემოქმედებითი განვითარების საშუალებას. სწორედ ამიტომ თბილისში გაჩნდა ახალი შენობა - "თეატრალური სარდაფი ვაკეში”.
"თეატრალური სარდაფი” წარმოდგენებს ყოველ დღე მართავს (ორშაბათის გარდა). პრემიერების რიცხვი აქ დაახლოებით 9-დან 14-მდეა. 1997 წლიდან დღემდე თეატრმა 50 პრემიერა წარმოადგინა.
სარდაფის სპექტაკლები მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებზე, ინგლისში, გერმანიაში,პოლონეთში, რუსეთში, იტალიაში, იუგოსლავიაში, ბულგარეთში. თეატრი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს და ყალიბდება როგორც საკუთარი ხელწერისა და სახის თეატრი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს გაიხსნა. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული თეატრი პირველად ჩამოყალიბდა.
თეატრი გახლავთ ანტერპრიზის შესაბამისი შემოქმედებითი სივრცე. აქ მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა რეჟისორები სხვადასხვა სამსახიობო დასთან ერთად.
[/i]
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/n/5t3yl.jpg[/img][/url]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
თეატრალური სარდაფმა ოდნავ სახე იცვალა და 2010 წელს ჩამოყალიბდა როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი. აქ მუშაობენ სხვადასხვა რეჟისორები სხვადასხვა მსახიობებთან ერთად.

ამასთანავე თეატრი ღიაა ახალგაზრდული სათეატრო ინიციატივების განხორციელებისათვის. სცენა მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა სფეროებისადმი მიძღვნილ მასტერკლასებს, რომელთა ფარგლებშიც გამოცდილების გასაზიარებლად მოწვეულნი იქნებიან ცნობილი პიროვნებები.

თეატრი ახალი ინიციატივიტაც გამოდის და მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდებს სპექტაკლების რეპეტიციების მიმდინარეობას.

ამჟამად, თეატრში იდგმება შემდეგი სპექტაკლები:

,,ჭკუისა მჭირს'' რეჟისორი: ოთარ ეგაძე

,,ოპერა მაფიოზო'' რეჟისორი: გაგა გოშაძე

,,რომეო და ჯულიეტა'' რეჟისორი:ოთარ ეგაძე

,,ძრავა'' რეჟისორი:ოთარ ეგაძე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/m/wiwxn.jpg[/img][/url]
[b]
დროსა და სივრცეში მოგზაურობა იწყება
[/b]

როდესმე შენთვის მიღალატია? ავერლოკში გავჭედილვარ? კალაპოტიდან გადმოვსულვარ? - კითხულობს პეტერსონის ელექტროინდუსტრიული ძრავა, რომელიც უმუშევარ და გამათხოვრებულ ფეხსაცმლის მკერავ ედი ლეჰნერს დროსა და სივრცეში მოგზაურობაში ეხმარება. აღნიშნულ პერსონაჟებს დათო გიგოლაშვილი და დათო ველიჯანაშვილი ოთარ ეგაძის ახალ სპექტაკლში ასახიერებენ. იური ზოიფერის პიესის მიხედვით განხორციელებული დადგმის, სახელწოდებით "ძრავა", პირველი საპრემიერო წარმოდგენა გუშინ 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართა. ჩვენ კი წინა დღეს, პრესისა და კრიტიკოსებისთვის გამართულ სპეციალურ ჩვენებაზე ვიხილეთ.

მსახიობები სცენაზე ავიდნენ თუ არა, რეჟისორმა ჟურნალისტებისთვის ჩვენება მოაწყო, რომელსაც ვესწრებოდით. სპექტაკლი ბოლომდე არ გვინახავს, რამდენადაც უკანასკნელი სცენები დადგმული არ იყო. თუმცა, გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგვექმნა სპექტაკლზე, რომელზეც ოთარ ეგაძე ეტაპობრივად მუშაობდა და რომლის ხილვაც მაყურებელს ამიერიდან საკმაოდ ხშირად შეეძლება.

ახალი დადგმა პერსონაჟების სხვადასხვა მეცნიერებთან შეხვედრის სცენებზეა აგებული. ედი ლეჰნერი ჯერ ელექტრობის აღმომჩენ გალვანს ხვდება, შემდეგ გალილეო გალილეის, ქრისტეფორე კოლუმბს, იოჰან გუტენბერგს და ბოლოს ღმერთს, რომლის კანცელარიაშიც ადამიანის შექმნის მომენტს დაესწრება. ყველა ცნობილ მეცნიერს კახა გოგიძე განასახიერებს. უკვე ნახსენები მსახიობების გარდა, სპექტაკლში თამთა ცინცაძე, სოსო მჭედლიშვილი, მაკა ძაგანია, თათია ბუაძე, მეგი ჯამასპიშვილი და მაგდა ხურციძე მონაწილეობენ. მათ შორის რამდენიმე ოთარ ეგაძის მიერ ილიას უნივერსიტეტის თეატრში განხორციელებულ ექსპერიმენტში (დანიელ ხარმსის ნოველებისგან შექმნილი წარმოდგენა ფოიეში გათამაშგა) იყო ჩართული. ახალ დადგმაში გამოყენებულია ეკრანი, რომლის ფონზეც სცენაზე "მისტიური ძრავა" მოძრაობს და სხვადასხვა დანიშნულებას იძენს. მხატვრობა ბექა სადაღაშვილსა და თამუნა ჭავჭანიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია - არჩილ სოლოღაშვილს, კომპოზიტორია ნიაზ დიასამიძე.

დაუსრულებელი სპექტაკლის შეფასებისგან თავს შევიკავებთ. პირველი კითხვა, რომელიც რეჟისორის მისამართით გამიჩნდა, იყო: რატომ შეაჩერეთ ყურადღება იური ზოიფერის პიესაზე? (ზოიფერი - ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, ვისი ოჯახიც რუსეთიდან ემგირაციაში 1918 წელს წავიდა. როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1934 წლის 3 თებერვალს მონაწილეობდა ვენის მუშათა აჯანყებაში ფაშიზმის წინააღმდეგ. 1938 წელს გამოიცა მისი კრებული "ლექსები და რეპორტაჟები", მოგვიანებით რომანი "ასე მოკვდა ერთი პარტია", რომლის ხელნაწერიც გესტაპომ გაანადგურა, მაგრამ კომუნისტური პარტიის ჟურნალში არალეგალურად მაინც იბეჭდებოდა. მწერლის კარიერა ავსტრიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში ცნობილ პოლიტიკურ კაბარეებთან არის დაკავშირებული. ავტორი 1939 წელს გარდაიცვალა). ოთარ ეგაძემ მიპასუხა: - "ზოიფერი ჰიტლერმა ავსტრიაში შესვლისთანავე დახვრიტა. ის მხოლოდ 27 წლის იყო, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აზროვნებდა.

ჩვენი თეატრი ახალგახსნილია, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ვამზადებდით სპექტაკლებს, რომელთა პრემიერებიც გაიმართება. ეს წარმოდგენა, ასევე დაუმთავრებელი, შემოქმედებითი ჯგუფის ოჯახებისთვის ვითამაშეთ, მაგრამ მაყურებლისთვის არ გვიჩვენებია. ახლა მისი სამი მთავარი გმირი შეიცვალა და, პრაქტიკულად, პრემიერაა.

- პირველივე სცენებიდან ჩანს, რომ თეატრი ტექნიკურად გაძლიერებულია. ამაზე რას გვეტყვით?

- მართლი ბრძანდებით. ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხი საპრემიერო წარმოდგენაში კიდევ უფრო გამოჩნდება, როდესაც ყველაფერი უფრო დაზუსტებული და დამუშავებული გვექნება. მაყურებელი სამივე ეკრანზე სხვადასხვა გამოსახულებას დაინახავს.

- ამ წარმოდგენაშიც მთავარ როლებს ისინი განასახიერებენ, რომლებთან ერთად ხარმსის ნოველებზე იმუშავეთ. ამით ერთგვარი დასი ხომ არ ჩამოყალიბდა?

- ვცდილობ, დასი არ ავიყვანო და შევინარჩუნო თავისუფალი სივრცე, სადაც რეჟისორები თავიანთი გამზადებული პროდუქციით მოვლენ, გაივლიან რეპეტიციებს და ითამაშებენ. აქედან გამომდინარე, ყველა რეჟისორი იმ მსახიობთან იმუშავებს, რომელთანაც გაუხარდება. ამ არტისტებთან მუშაობა ძალიან მომწონს, რაღაცნაირად შევეჩვიეთ ერთმანეთს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ სხვა დადგმებისთვის სხვები შევარჩიო. ჩვენი მომავალი სპექტაკლი იქნება ილიას უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის მსახიობების სადიპლომო ნამუშევარი, სადაც ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" და ბიოგრაფია გავაერთიანეთ. მოსალოდნელ პრემიერას რომ დავუბრუნდეთ, ძალიან კარგი მუსიკა დაგვიწერა ნიაზ დიასამიძემ...

სპექტაკლის თემის აქტუალობას და შემოქმედებითი ჯგუფის ნამეშევარს მაყურებელი შეაფასებს.

თამარ კიკნაველიძე (c) 24 საათი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]თეატრალური სარდაფი უნივერსიტეტში[/b]

ალბათ კარგად გვახსოვს დრო, როცა თეატრალური სარდაფის ფენომენი თუ ცნება მის ერთგულ მაყურებელს გაუორდა. გაჩნდა მეორე, შვილობილი - ვაკის თეატრალური სარდაფი, თუმცა მასშტაბითა და რესურსებით, სივრცით თუ გეგმებით ნამდვილად ვერ დავარქმევდით შვილობილს. თეატრალური სივრცე, რომელსაც ვაკის სარდაფი წარმოადგენდა, მეტად საინტერესო პერსპექტივებს გვპირდებოდა. თუმცა, გასაგები და გაუგებარი მიზეზების გამო, თეატრალური ძიების, ექსპერიმენტებისა და აღმოჩენების ხანა, მოკლედ ნათელი მომავალი ამ სივრცეში ბოლომდე მაინც არ დამდგარა. ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმებისა და სისტემური ცვლილებების ფონზე, [b]სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს შეერწყა და ამჟამად თეატრალური სარდაფი უკვე ილიას უნივერსიტეტის ფარგლებში და სისტემაში მოიაზრება, ისე როგორც ილიას უნივერსიტეტში პარალელურად ჩამოყალიბებული უმაღლესი პროფესიული (სამწლიანი) საფეხური თეატრის განხრით.[/b]

აღსანიშნავია, რომ თეატრს არ ყავს მუდმივი დასი და ყოველი პროექტი და ყოველი რეჟისორი საკუთარ არჩევანს აკეთებს, რამაც შესაძლოა მაყურებელი კიდევ უფრო დააინტერესოს. თეატრის ხელმძღვანელი ოთარ ეგაძე საუბარში აღნიშნავს, რომ ერთი უცნაური ჩანაფიქრიც აქვთ. მაყურებელს აჩვენონს სპექტაკლი მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. პიესის კითხვისას, მისი განხორციელების პროცესში და სულ ბოლოს - სრულყოფილი. ფიქრობენ, რომ ამ გზით მაყურებელი ლაბორატორიული მუშაობის ნაწილი გახდება და მისთვის ბევრად უფრო გასაგები და მისაღები გახდება სათეატრო ხელოვნება. არ ვიცი, რამდენად ერთგული იქნება ამ მეთოდისადმი თეატრალი, თუმცა, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს პროცესი უდავოდ შემეცნებითი და საინტერესო უნდა გახდეს.

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/e/05sxo.jpg[/img][/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
10.06.11 (პარასკევი) ვ. სტანილოვი

[b]”ოპერა მაფიოზო”[/b]

რეჟისორი: გაგა გოშაძე


11.06.11 (შაბათი) ა.ცაგარელი

[b],,ჭკუისა მჭირს’’[/b]

რეჟისორი: ოთარ ეგაძე.


12.06.11 (კვირა)უ.შექსპირი

[b],,რომეო და ჯულიეტა’’[/b]

რეჟისორი: გურამ ბრეგაძე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='639240']

”ოპერა მაფიოზო”

რეჟისორი: გაგა გოშაძე
[/quote]


როგორც ჩანს აქ მივდვიართ

სიამოვნებით სიამოვნებით :დ

ჩემი თეატრთან დამოკიდებულება იცით
და იქნებ როგორმე დავ იწყო ახლიდან :D
მოგებულს მაინც სხვა მუღამი აქვს რა

:დ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nakani"][/b], იეს, იეს :D

[quote name='nakani' post='639483']
და იქნებ როგორმე დავიწყო ახლიდან
[/quote]
ყველა იმსახურებს მერე შანს. :D განსაკუთრებით თეატრი :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კადრები სპექტაკლიდან ,,ოპერა მაფიოზო''

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/c/bt2nb.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/j/tg2er.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/q/0ema8.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/g/df17l.jpg[/img][/url]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/k/ljpd7.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/x/pvvdw.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/j/l7k3f.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/y/zi7jj.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/z/5j2ep.jpg[/img][/url]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/k/zqh89.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/b/hidtd.jpg[/img][/url]

[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/o/xsapr.jpg[/img][/url]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
ფოტოები მშვენიერია, აბა შთაბეჭდილებები მოყევით ახლა ;)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შთაბეჭდილებები ამ თემაში
თუ იმ თემაშI
სპეიცლურად ამსითვის რო გააკეთეთ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სპეციალურ თემაში ჯობია რომ არ აირიოს თან იქ სხვა თეატრზე ვინ იქნება ისინიც დაწერენ და წავა გარჩევა სად ვინ როგორ და რატომ თამაშობს :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' timestamp='1307733152' post='640033']
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/k/zqh89.jpg[/img][/url]
[/quote]
:tender:
მმ კაქი იყო "ოპერა მაფიოზო", რამდენი ვიცინე... ლორიაააა უკომენტაროდ!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]რომეო და ჯულიეტა[/b]

[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_e834206e.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_370ade4e.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_52d3bde5.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_40bf4dce.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_6c7c304f.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_c7276581.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_f36604d3.jpg[/img]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='GeoGirl' timestamp='1307914910' post='640318']
[b]რომეო და ჯულიეტა[/b]

[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_e834206e.jpg[/img]
[/quote]
ჩიმი სსსიკვტილი! სად გამიგზავნია ეს ბაღანა?! :იმერულიმოძახილი: :ლოყისჩამოკაწვრა: :D

ეს რარაც აშკარად ნამეტნავად ახალი თვალით დანახული რომეოები არიან :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' timestamp='1307915135' post='640321']
ჩიმი სსსიკვტილი! სად გამიგზავნია ეს ბაღანა?! :იმერულიმოძახილი: :ლოყისჩამოკაწვრა: :D
[/quote]
:D
დეამ გვითხრა რა პორნო სპექტაკლზე მომიყვანეთო :D

[quote]ეს რარაც აშკარად ნამეტნავად ახალი თვალით დანახული რომეოები არიან :D[/quote]
ნამდვილად :D
რომეო-სნეგუროჩკა, თეთრი ქუდით :laugh:

____

[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_e911796f.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_d85bb3e8.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_0ec0297b.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_5e6b5a7b.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_03afa227.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_c624fc54.jpg[/img]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
არა მართლა კარგი იყო :)


2 საათი ვიცინოდი
თან ცენტრში პირველ რ იგში :X

ჩემ თვალწინს რო კარგავდა ჯულეიტა ქალიშვილობას :დ



არა მართლა კარგი იყო

სულ რო ვე რმოვიგო ბილეთს მაინც ვიყიდი ხოლმე და წავალ :X


ასე მოგნია ვეღარ გავძლებ რო არ წავიდე :დ

კი არადა ვერ გავზლებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_123e15a5.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_37c85ec1.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_de5d1590.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_bfa2375f.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_7e0fb920.jpg[/img]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
აქვე ერთი შენიშვნა:
რომ არ გამეზიარებინა არ შემეძლო.
ამ თემიდან სურათები კოპდება ილიაუნის FB-ის გვერდზე. მოტივაცია გაქვთ :D ასე, რომ აბა თქვენ იცით დააფიქსირეთ უკვდავი კადრები :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="meocnebe"][/b],
უყურე შენ ^^
ახლა ვნახე, შენი გადაღებული ფოტოები უდევთ : )) Edited by GeoGirl
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='640337']
FB-ის გვერდზე.
[/quote]


მიმიკოპირე რა

:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თხოვნა იყო ილიაუნის თეატრიდან და გადატანილი აქვთ სურათები იმედია ამის გამო არავინ არ არის ნაწყენი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='GeoGirl' timestamp='1307914910' post='640318']
[b]რომეო და ჯულიეტა[/b]

[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_e834206e.jpg[/img]
[img]http://cs5951.vkontakte.ru/u48848292/136524488/y_370ade4e.jpg[/img]

[/quote]

ყველაფერი ასე დაიწყო.. :yahoo:
წინა რიგში პატარა ბავშვები ისხდნენ და ასეთი სცენების დროს ყურებზე იფარავდნენ ხელს თვალებზე კი არა.. :D :D

ვერონაში ჯინსებიანი რომეოების დიდი არჩევანი ყოფილა.. :D
ნოვატორული,კომიკური და სანახაობრივი სპექტაკლია..სადაც მამაო ტატუს უკეთებს გოგონას,წვეულებაზე ცეკვავენ ჰიპ-ჰოპს და ა.შ.
არანაირი ვილიამი..არანაირი შექსპირი.. :D
ეს უნდა ნახოთ..! :yes:
სოაცრებაა..არაჩვეულებრივი ქორეოგრაფია და მუსიკალური გაფორმება..

ჯულიეტა: ჩემი რომეო..
დედა: რომეო..
რომეო: ჩემი დედა..

:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Eli..' post='640358']
ჯულიეტა: ჩემი რომეო..
დედა: რომეო..
რომეო: ჩემი დედა..
[/quote]

ძალიან დამინტერესა : )))) მომავალზე უეჭველი იქ ვარ :D

[quote name='alex staff.ge' post='640352']
თხოვნა იყო ილიაუნის თეატრიდან და გადატანილი აქვთ სურათები იმედია ამის გამო არავინ არ არის ნაწყენი
[/quote]
პირიქით :) საყვედურებს მემგონი არავინ გამოთქვამს. მეტი მოტივაციისთვის ასე უფრო უკეთესიცაა :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0