Football Club Barcelona

923 posts in this topic

[img]http://b.pix.ge/b/snhwf.jpg[/img]

1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – [b][size="3"]ჰანს გამპერმა[/size][/b], თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.. ალბათ მაშინ ვერასოდეს წარმოიდგნდენენ რომ ბარსელონა, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააერთიანებდა.
კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს “ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლებისკ, ხალხის თვითმყოფადობის პირველი გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები.---უბრალოდ,[size="6"][size="4"][b] [size="4"][color="#FF0000"]Mas[/color] [color="#0000FF"]Que[/color] [color="#FF0000"]Un [/color][color="#0000FF"]Club[/color][/size]
[/b][/size][/size]
[img]http://farm1.static.flickr.com/48/148440795_ca178e58ab.jpg[/img]

[size="3"][b]საკლუბო ფერები[/b][/size] შემდეგი პრინციპით შეირჩა : ლურჯ-წითელი შვეიცარიული ”ექსელსიორის” ფერები გახლავთ,რომელშიც თავის დროზე ჰამბერი თამაშობდა,ყვითელ-წითელი კი - კატალონიისა.გერბად ქალაქ ბარსელონას გერბი აირჩიეს.1910 წელს გადაწყვიტეს,რომ კლუბის საკუთარი გერბი სჭირდებოდა და კონკურსი გამოაცხადეს. გაიმარჯვა უცნობ დიზაინერთა გუნდის ნამუშევარმა რომელიც დღემდე ”ბარსელონას” ემბლემად რჩება.იმავე წელს ”ბარსამ” იპრველად მოიგო ესპანეთის თასი,კლუბის თანამშრომელთა რიცხვმა კი რეკორდულ რაოდენობას 560 ადამიანს მიაღწია.
........ჰანს გამპერი კლუბს 25 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. დიდი გაჭირვების მიუხედავად, მან მაინც მოახერხა წარამტებისთვის მიეღწია."ბარსას" 3 წლის მანძილზე არაფერი აღარ ჰქონდა მოგებული და ფინანსურადაც ცუდ მდგომარეობაში იყო. 1909 წელს გუნდი [b]"კარერ ინდუსტრიაზე" [/b]გადაბარგდა, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევდა. გამპერმა კლუბის გაფართოვება დაიწყო და 1922 წლისთვის წევრების რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია.გამპერმა გუნდში მოიყვანა აწ უკვე კლუბის ლეგენდად ქცეული პაულინო ალკანტარა, . [b]1917 წელს გამპერის მოწვევით "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ინგლისელი ჯეკ გრინველი გახდა, რამაც ბევრ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი.[/b] ჰანს გამპერის ხელმძღვანელობის პერიოდში "ბარსელონამ" 11-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, 6-ჯერ ესპანეთის სამეფო თასი და 4-ჯერ "პირენეის თასი"
ეს ის წლ ებიიყო როდესაც ფეხბურთი სამოყვარულო დონიდან პროფესინალურზე გადადიოდა და ბარსელონას პოპულარობაც უფრო და უფრო იზრდებოდა
[img]http://www.fcbarcelona.com/web/thumbnails/199_150/Imatges/club/historia/GAMPERFUTBOLISTA.jpg[/img] (გამპერი)

1923-39 წლებში კლუბს ბევრი არასპორტული პრობლემა ქონდა.პრიმო დე რივერას დიქტატორობის პერიოდში, კლუბის სტადიონზე გამართულ ერთ-ერთ მატჩზე მაყურებლები ესპანეთის სამეფო მარშს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ, რის გამოც სტადიონი 6 თვით დაიხურა. შემდეგ ეს სასჯელი 3 თვემდე შემცირდა, მაგრამ საბოლოოდ ამის გამო დათმო გამპერმა პრეზიდენტის პოსტი ,რის შედეგადაც დეპრესიაში ჩავარდა და 1930 წლის 30 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1937 წელს კლუბი მექსიკასა და ამერიკაში იყო ტურნეზე, სადაც ესპანეთთან მებრძოლთა ელჩად მიიღეს. ......1938 წელს ფაშისტებმა "ბარსას" ერთ-ერთი ოფისი დაბომბეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. მალე ბარსელონა ფაშისტების სრულ ოკუპაციაში მოექცა და გუნდს უფრო გაუჭირდა. ეს კლუბის წევრების რაოდენობაზეც აისახა, რომელიც 4000-მდე დაეცა., სულ მალე კი სამოქალქო ომიც დაიწყო - კატალანური ენა და დროშა აიკრძალა და კლუბებსაც აიძულებდნენ არაესპანური სახელები არ გამოეყენებინათ.[b]თავისი ნამდვილი სახელი "Football Club Barcelona". კლუბმა მხოლოდ 1974 წელს დაიბრუნა[/b]
......1943 წელს "ლეს კორტს"-ზე ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი თამაშის წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ფრანკოს ხელისუფლების უშიშროების ორგანოს ხელმძღვანელი დახვრეტით დაემუქრა, რის შედეგადაც "რეალმა' ის მატჩი 11:1 მოიგო[/u]

1974 წლიდან ბარსელონას ერთგვარი აღმავლა იწყება.ეს ბარსელონას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო პრეზიდენტის[b][size="4"][size="5"]-ხოსეპ ლუის ნუნიესის[/size][/size][/b] ერაა.პირველ რიგსი მან “ნოუ კამპის” სტადიონს რეკონსტრ უქცია ჩაუტარა და იგი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონად აქცია
სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოვიდა გუნდში მომავალი ლეგენდა-[b][color="#0000FF"][size="5"]იოჰან[/size][/color][/b] [size="5"][b][color="#FF0000"]კრუიფი[/color][/b][/size],რომელიც "ბარსელონაში" თამაშის მანძილზე ორჯერ ზედიზედ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად.სწორედ კრუიფმა ჩამოაყალიბა ის ლეგენდარული გუნდი, რომელსაც გულშემატკივარმა “ოცნების გუნდი” შეარქვა და რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი 1992 წელს.
[img]http://www.fcbarcelone.org/images/johan-cruyff.jpg[/img]

1996 კლუბს [b][size="3"]ბობი რობსოი[/size][/b] ედგა სათავეში,თუმცა წარუმატებლობის გამო მანდ თანამდებობა დატოვა. ახალი პრეზიდენტი ხუან გასპარი გახდა, ხოლო სამწლიანი უსახური მოღვაწეობის შემდეგ გასპარი იძულებული იყო პოსტი დაეთმო [size="5"][b][color="#FF0000"]ხუან[/color] [color="#0000FF"]ლაპორტა[/color][/b][/size]სთვის, რომელიც 2003 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.

ლაპორტამ კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა.მასთან ერთად გუნდში მოვიდა ახალგაზრდა მწვრთნელი [size="2"][b]ფრანკ რაიკარდი [/b][/size]და უმაღლესი დონი ფეხბურთელები: რონალდინიო, დეკუ, ლიონელ მესი და სამუელ ეტო'ო. ასევე გამოცდილი ჰენრიკ ლარსონი, რაფაელ მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი, რომელბსაც კლუბში დახვდათ კარლეს პუიოლი და ხავი. ამ შემადგენლობით "ბარსელონამ" უკვე ბევრ წამატებას მიაღწია.კლუბმა დაიწყო ახალი სოციალური პროგრამების განვითარება, ხოლო კლუბის წევრთა რაოდენობამ 172,000 მიაღწია. ლაპორტას პრეზიდენტობა გამოსარჩევი არის ასევე სპორტული თვალსაზრისითაც – პირველი სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ორი ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, რომელიც “ბარსელონას” ფეხბურთელებმა 2006 წელს მოიპოვეს პარიზში გამართულ ფინალში.

[b][size="5"]2005-2006 [/size][/b]წლები ბარსეონას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო იყო,"ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.


მას უკვე წარუმატებელი 2006-07 წლების სეზონი მოჰყვა. ლაპორტამ, რომელიც გადაყენებას ძვლივს გადაურჩა, ბარსელონას აღმასრულებელ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინთან სარისკო ნაბიჯი გადადგა და 2008 წელს მწვრთნელად ბარსას წარსულში ლეგენდარული ნახევარმცველი , [size="5"][b][color="#FF0000"]პეპ[/color] [color="#0000FF"]გუარდიოლა[/color][/b][/size] მოიწვია . გუარდიოლას სამწვრთნელო გამოცდილებას მხოლოდ და მხოლოდ "ბარსელონა ბს" მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა , ამიტომ ეს ნაბიჯი კრიტიკის საბაბი გახდა .გუარდიოლას მოსვლისთანავე გუნდი დატოვეს ჯანლუკა ძამბროტამ , დეკუმ , ედმილსონმა და რონალდინიომ . ამის შემდეგ ნათელი გახდა რომ ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელებით აპირებდა გუნდის გაძლიერებას . დაახლოებით €90 დაიხარჯა სეიდურ კეიტაზე , ხერარდ პიკეზე , მარტინ კასერსზე , დანი ალვეშსა და ალექსანდრ გლებზე.
გუნდმა წარუმატებელი სტარტი აიღო თუმცა გვარდიოლას შეგირდებმა მალევე მოახერხეს კრიტიკოსების გაჩუმება.
[img]http://www.inthestands.co.uk/wp-content/uploads/2010/05/Pep-Guardiola-001.jpg[/img]

სულ მალე ბარსა ყველა ტურნირის მთავარი ფავორიტი გუნდი გახდა, რომლის თამაშიც უბრალოდ აღფრთოვანაბს იწვევდა.ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურიდან მოყოლებული, კატალონიელები შეუჩერებელნი გახდნენ.მათ მოიგეს ორივე "კლასიკო (2:0 და 6:2), დაეუფლნენ ესპანეთის ჩემპიონის თასს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა - ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსამ" ბილბაოს "ატლეტიკი" 4:1 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უშანსოდ დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი". რომის ფინალში მოგებით, "ბარსელონა" გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც სეზონში სამივე ტიტულის მოგება მოახერხა. წარმატებული სვლა გვარდიოლას არც მოდევნო სეზონში შეუჩერებია. ესპანეთის სუპერთასზე კატალონიელებმა ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 5:1, ევროპის სუპერთასზე დონეცკის "შახტარს" სძლიეს 1:0, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, "ესტუდიანტესს" მოუგეს 2:1. საკლუბო მუნდიალის მოგებით "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც კალენდარული წლის მანძილზე ყველა, ექვსივე ტიტული მოიგო.

არ დაგვავიწყდეს 2010 წლის 29 ნო მებრის კლასიკო, მადრიდელები 6-2-სგან მიღებული შოკისგან ჯერ არ იყვნენ გამოსულები და ბარსლეონამ მეტოქე უბრალოდ გაანადგურა ანგარიშით[size="4"][b] 5-0[/b][/size],მათ მადრიდელებს შანსი არ დაუტოვეს,ეს იყო [b]კლასიკური რბევა[/b] როგორც მას ჯურნალისტებმა შეაქრვეს
[img]http://a.pix.ge/z/33fwy.jpg[/img]

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერთან მარხს თუ არ ჩავთვლით (რომელსაც თავისი ობიექტურ სუბიექტური მიზეზები ქონდა )გვარდიოლას გუნდი დღემდე უდავოდ საუკეთესოა მთელ მსოფლიოში. სულ რაგაც გუშინ , მათ[b] ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერი დაამარცხეს 3-1. და ლიგის თასი მეოთხეთ აღმართეს.[/b]


[size="7"][b][color="#0000FF"]კამპ[/color] [color="#FF0000"]ნოუ [/color][/b][/size]

[img]http://s004.radikal.ru/i208/1010/b3/ad5d4e8a4310.jpg[/img]

1953 წლის ნოემბერში “ბარსელონას” პრეზიდენტი ფრანცისკ მირო–სანსი გახდა. თანამდებობაზე მოსვლისთანავე მან განაცხადა, რომ მისი მუშაობის პრიორიტეტი ახალი, თანამედროვე სტადიონის აგება იქნება. ამ ისტორიულ განცხადებას ადგილი 1954 წლის 28 მარტს, 60 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით ჰქონდა. სტადიონის მშენებლობაზე პირველი ქვის დადება იყო მისი ბარსელონას არქიეპისკოპოსის, გრეგორიო მოდრეგოს მიერ კურთხევა. ამჟამად ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ “კამპ ნოუს” დაპროექტებაზე კი მუშაობა ხოსეპ სოტერაუს მაურიმ და ფრანცესკ მიტჯანს მირომ (პტეზიდენ მირო–სანსის ნახევარძმა) ლორენცო გარსია ბარბონას მეთაურობით დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ ცნობილიხდება, რომ სტადიონის მშენებლობა 66 მილიონი პესეტა დაჯდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ სტადიონის აშენება წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. გარკვეული დროის შემეგ კი ცხადი ხდება, რომ აღნიშნული თანხა მშენებლობას არ ჰყოფნის და კლუბიც დიდ მსხვერპლზე მიდის: კლუბის აქციების გარკვეული ნაწილი 100 მილიონ პესეტად იყიდება, კიდევ 60 მილიონ პესეტას კი ბანკი კრედიტის სახით დებს მშენებლობაში. საერთო ჯამში ახალი სტადიონი 288 მილიონი პესეტა დაჯდა და მშენებლობის ვალებს “ბარსელონა” კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ისტუმრებდა.
კამპ ნოუ ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი არა მარტო ესპანეთში არამედ მთელ ევროპაში.სწორედ აქ მართავს საშინაო მატცებს ბარსა,კატალონისს ნაკრები. სტადიოდნი სხვადასხვა ღონისძიებებსაც ხშირად მასპინძლობს. [b]კაპ ნოუზე ბარსელონა დაუმარცხებელია,საოცარო ატმოსფერო,საოცარი გულშემატკივრები და ულამაზესი და ფეხბურთი, რომელსაც ოცნების გუნდი გვთავაზობს დღეს.[/b]


[size="6"][b]ლიონელ მესი [/b][/size]

[img]http://d.yimg.com/eur.yimg.com/ng/sp/dessousport/20090107/16/916281505-leo-messi-what-else.jpg[/img]
ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი წლებია ბარსელონას უდავო და შეუცვლელად ლიდერად იქცა. მას გამოსდის აბსოლუტურად ყველაფერი სტადიონზე,ის გვთავაზობს თამაშს, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს გულგრილს ვერ დატოვებს.
........მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოს სამხრეთში. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შეტავაზა - უმკურნალებდნენ დაავადებას მესის, ოღონდ თუ კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს.
........16-17 წლის ასაკში მისი თამაში ყველას ხ იბლავდა, ნიჭიერი არგენტინელი არც რაიკაარდს გამორჩენია და სულ მალე მესიმ მოახერხა ბარსელონას ძირითად შემადგომადლებაში ადგილის დამკვიდრება.[b]მესის, როგორც “ბარსელონას” პირველი გუნდის უცვლელ წევრად გადაქცევას ადგილი 2005–2006 წლების სეზონში ჰქონდა[/b], რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა გამპერის თასზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი თამაშით დაიწყო. მესი ასევე მონაწილე გახდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” მიერ 3:0 მოგებული შეხვედრისა. ასევე, “სტემფორდ ბრიჯზე”, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “ჩელსის” წინააღმდეგ გამართული თამაშისა. სამწწუხაროდ მესის სეზონის ბოლომდე ჩამთავრება ტრავმამ არ დააცადა. იმ სეზონში ლიონელმა ესპანეთის ჩემპიონატში 17, ჩემპიონთა ლიგაში 6 და ესპანეთის თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და მთლიანობაში 8 გოლის გატანა მოახერხა.
2008 წელს,მესიმ მთელი მსოფლიო განაცვიფრა, გაიტანა რა [b]''მარადონას გოლი'' “ხეტაფეს” კარში[/b] ესპანეთის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ - 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა - 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან. ბრწყინვალე გოლი და გაოგნებული მაყურებლები
მიუხედავად იმია, რომ 2006–2007 წლების სეზონში “ბარსელონა” ტიტულის გარეშე დარჩა, მესი ფიფას ვერსიით მაინც გახდა მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე წელს, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაზე მესიმ მესამე ადგილი დაიკავა. არგენტინელ ფეხბურთელს არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს პროგრესირება და 2007–2008 წლების სეზონში ჩატარებულ 40 შეხვედრაში თავი 16 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩნა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” კვლავ უტიტულოდ განაგრძობდა გამოსვლა, [u][b]2008 წელს მესიმ ზედიზედ მეორედ დაიკავა მეორე ადგილი ფიფას მიერ წლის ფეხბურთელის გამოსავლენად გამართულ ცერემონიალზე.[/b][/u]
(რაგაც გული მიგრძნობს ზედიზედ მესამედ ცნობას ექნება ადგილი მალე ;) )


გვარდიოლას შეგირდებზე ხშირად ამბობენ რომ, რომ ის ბარსა, რომელიც მათ შექმნეს ოცნების გუნდზე მეეტია. ბარსას ფილოსოფია რომელსაც არასოდეს ღალატობენ, ფეხბურთი რომელსაც აღფრთოვანაბასი მოყავს ხალხი და სანახაობა, რომლითაც უნდა დატკბე .
ეს არის ''მეტი ვიდრე გუნდი'' .
[img]http://a.pix.ge/m/ody0h.jpg[/img]
2

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას, წელსაც მსოფლიოში პირველი გუნდია ბარსელონა, იმედია, შემდეგ წელს მანჩესტერის მცდელობა, ტიტულის შეცილებისა, უფრო ხარისხიანი და ძლიერი იქნება.


რაც შეეხება სხვა გუნდების წარმომადგენლებს, ნეტაი თქვენ რომ 15 წელი ოცნებებით ვერ დაიღალეთ.

ჰოდა, ისა კიდე, მანჩოს თავი რომ დავანებოთ, არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგის თასს თუ ეღირსებიან, დაიძახე, ერთად აღვნიშნოთ.

ეს მაგარი იციან, მანჩესტერზე დაგრუზულები ბარსელონათი რომ 'ბლატაობენ', დაყენდით ჭირიმე თქვენი.


კიდევ ერთი რამ, ბარსას შეეძლო უფრო მეტი გოლი გაეტანა, ბოლო წუთებში თითქმის აღარც თამაშობდა, რომ შეეტიათ, კიდევ გაიტანდნენ.

იამაყეთ ასეთი გუნდის გულშემატკივრები რომ ხართ, ისინი მართლაც იმსახურებენ ამას. ამ საუკუნის ფეხბურთის მოვლენაა ასეთი ბარსელონა, იმედია, დიდხანს ითამაშებენ ასე. წარმატებებს გისურვებთ.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="JoY"][/b],

როგორ მიყვარს შენნაირი გულშემატკივრები რა :)

მადლობა მადლობა
:popcorn:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='637606']
როგორ მიყვარს შენნაირი გულშემატკივრები რა

მადლობა მადლობა
[/quote]

შენ გაიხარე, ახლა რომ ნეიტრალური გულშემატკივარი ვიყო, ბარსელონას ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მეთოთხმეტე წელია, რაც მანჩესტერის ლოგოს არ ვაშორებ თვალს, მიუხედავად ცუდი თუ კარსი სეზონისა და არც ვაპირებ, რომელიმე გუნდის დიდების გამო, დავტოვო ოლდ ტრაფორდის ტრიბუნები. : )

ჩემთვის მაინც ჯერ ინგლისია შემდეგ ესპანეთი, შესაბამისად, მანჩესტერი და მერე ბარსელონა. ფინალში ბარსასთან თამაში ძალიან სასიამოვნოა, მოგებას ფასი ეკარგება, შემთხვევით მოხვედრილ მეტოქესთან რომ მოგიწიოს თამაში.

მოკლედ, დღეს თქვენ გაიხარეთ და იქითა წელს თუ 'გატრაკების' თავი გვექნა, ჩვენ 'გავატრაკებთ' :D
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='JoY' post='637608']
იქითა წელს თუ 'გატრაკების' თავი გვექნა, ჩვენ 'გავატრაკებთ' :D
[/quote]
:lol:


სიმარტლე რო გითხრა ბარსა თუ ვერ აიღებს ოდესმე თასს , გულით ვ უგულშემატკვირებ არსენ ვენგერს, ეს კაცი ისმახურებს ლიგის თასს
მანჩეს რაც შეეხება ინგლისელები არასოდეს მევასებოდნენე, ლივეპრული მიყვარდა მარტო ესეც ადრეული ასაკიდან : :D

ასე რომ შემდეგ ფინალში დაგელოდებით, ან ნახევარ ფინალძე ან სადმე

:P
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='637610']
არსენ ვენგერს
[/quote]
უჰუ, ძალიან კარგი მწვრთნელი და მგონია,რომ კარგი პიროვნებაცაა. პატივს ვცემ მას, თავის გუნდთან ერთად.



ბარსა ვის შეძენას აპირებს ან რა პოზიციის ხალხი უნდა? ახლაც იქნება ფაბრეგასზე 'ჩალიჩი' ? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='JoY' post='637613']
ახლაც იქნება ფაბრეგასზე 'ჩალიჩი' ? :D
[/quote]


ჯერ არ მინდა ფაბრე
და
რავიცი რავიცი
:)

ამ ეტაპზე ეს შემდაგლობა იდეალურად მიმაჩნია
და
საერთოდ არავინ იყიდონ

არ მჭირდება :D

აფელაი მომწონს ჩემი სიმაპტიური
მაგას დრო უნდა და ძაან აკრგა გააკეტებს ყვეალფერს

[quote name='JoY' post='637613']
უჰუ, ძალიან კარგი მწვრთნელი და მგონია,რომ კარგი პიროვნებაცაა. პატივს ვცემ მას, თავის გუნდთან ერთად.
[/quote]
:yes:

მეც
რაგაც გული მეწვის მაგ კაცზე
:(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='JoY' post='637613']
ახლაც იქნება ფაბრეგასზე 'ჩალიჩი' ? :D
[/quote]
მოდის ამ ზაფხულს...

აქაც გილოცააააააავთ, აპინეთ სექტემბრამდე, თუ შეიძლება :P
[url=http://pix.ge/][img]http://b.pix.ge/h/e08gf.jpg[/img][/url]

[quote name='JoY' post='637604']
იამაყეთ ასეთი გუნდის გულშემატკივრები რომ ხართ, ისინი მართლაც იმსახურებენ ამას. ამ საუკუნის ფეხბურთის მოვლენაა ასეთი ბარსელონა, იმედია, დიდხანს ითამაშებენ ასე. წარმატებებს გისურვებთ.
[/quote]
გაიხარე, ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ბარსას მოვესწარი...
მადლობა მანცესტერს, რირსეული თამაშისათვის... აი მართლა ღირსეულად ითამაშეს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მეოთხე თასს და ახალ თემას გილოცავთ :*
1

Share this post


Link to post
Share on other sites
გილოცავთ დამსახურებულ ჩემპიონობას, გაგვიმართლა რო ასეთი გუნდის თამაშს ლაივში ვუყურებთ და არა მონაყოლებიდან ვიგებთ :) ბრავო.
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მიხარია რომ ბარსას ფანი მანამდე გავხდი სანამ ესე დაიწყბდნენ თამაშს ;დ

წარმომიდგენია გუშინდელის მერე რამდენი ''ფანი'' შემოგვემატა
1

Share this post


Link to post
Share on other sites
<iframe width="640" height="390" src="http://www.youtube.com/embed/NS0UPtzVfy4" frameborder="0" allowfullscreen></iframe> Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='637681']
მიხარია რომ ბარსას ფანი მანამდე გავხდი სანამ ესე დაიწყბდნენ თამაშს ;დ

წარმომიდგენია გუშინდელის მერე რამდენი ''ფანი'' შემოგვემატა
[/quote]
+1 :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' timestamp='1306701221' post='637681']
მიხარია რომ ბარსას ფანი მანამდე გავხდი სანამ ესე დაიწყბდნენ თამაშს ;დ

წარმომიდგენია გუშინდელის მერე რამდენი ''ფანი'' შემოგვემატა
[/quote]
რათქმაუნდა შეემატებოდა, მარა თუ მე მიგულისხმე ცდები,მაგ ამბავში მე ვიყავი ვარ და ვიქნები ''ბავარიელი'' :drinks: უბრალოდ ასეთი ფეხბურთი ყველას მოწონს ვისაც ესმის ზოგადად ფეხბურთი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='martini' post='637794']
მარა თუ მე მიგულისხმე ცდები
[/quote]

არა შენ ვიცი
ისეთი ფანი რო ხარ ბავარიის როგორც მე ბარსასი :D

საერთოდ რატო მგოივიდა ეგ აზრი თავშI :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არვიცი ჩემი პოსტის მერე იყო და... მოკლედ ყველაპერი გარკვეულია :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nakani"][/b],

[b]კუბალა რა უყავი ქალო:)
პირველ პოსტში :P

ხო აი ეს უნდა ვიცოდეთ:
28 მაისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რამდენიმე ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება. გთავაზობთ, ამ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.
• ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა ერთპიროვნული ბომბარდირის წოდება. აქამდე, ზედიზედ 3-ჯერ ბომბარდირობა გერდ მიულერმა მოახერხა, მაგრამ მესამე ჯერზე, მან საუკეთესოს წოდება ედუარდ მარკაროვთან გაიყო;
• “მანჩესტერის” კარის აღებით, ლიონელ მესიმ გაიმეორა რუდ ვან ნისტელროის მიერ დამყარებული რეკორდი, რაც ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან დღემდე) ერთ სეზონში 12 გოლის გატანას გულისხმობს. ჩემპიონთა თასის ისტორიაში, ამაზე მეტი, 14 გოლი მხოლოდ ჟოზე ალტაფინის აქვს გატანილი;
• 2010/11 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, მესის ანგარიშზე 53 გოლია, რაც რონალდუს მაჩვენებელთან ერთად, ესპანური ფეხბურთის რეკორდია;
• “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, რომელმაც ფინალურ მატჩში 2-ჯერ მოახერხა საჯარიმოს გარედან დარტყმით გოლის გატანა;
• “უემბლიზე” გამართულ შეხვედაში, “ბარსელონას” მხრიდან, გოლი სამივე თავდამსხმელმა გაიტანა, ხოლო სამივე ნახევარმცველმა თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა;
• “ბარსელონას” კარის აღებით, რუნიმ ჩემპიონთა ლიგაზე 24-ე გოლი გაიტანა, რაც პოლ სკოულზის შედეგთან ერთად, ინგლისელ ფეხბურთელებს შორის, საუკეთესო მაჩვენებელია;
• “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროტურნირებზე 900 გოლის გატანა მოახერხა;
• ლიონელ მესიმ პირველად მოახერხა ინგლისში გამართულ მატჩში გატანა, ხოლო უეინ რუნიმ პირველად აიღო ესპანური კლუბის კარი;
• ევროტურნირების ფინალში, “ბარსელონა” ინგლისურ კლუბს მეშვიდედ შეხვდა და კატალონიელებმა მეექვსედ მოიგეს;
• მოგებული ჩემპიონთა თასების რაოდენობით, ესპანეთმა იტალიას გადაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა. ამჟამად, ესპანელებს 13 თასი აქვთ მოგებული, იტალიელებს კი – 12;
• მხოლოდ პირველ ტაიმში, ხავიმ 79 გადაცემა გააკეთა, რაც 58 პასით მეტია “მანჩესტერელთა” მხრიდან ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ფეხბურთელის მაჩვენებელზე;
• “ბარსელონა” გახდა მე-3 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში, ერთი და იმავე გუნდს მეორედ სძლია. აქამდე, “რეალს” - “რეიმსი”, ხოლო “მილანს” “ბენფიკა” ჰყავდათ ორ-ორჯერ დამარცხებული.
წყარო: worldsport.ge[/b]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1306669698' post='637638']
მოდის ამ ზაფხულს...

[/quote]
სიმართლე რომ გითხრა არ სჭიდება ბარსას ვერავის ვერ ამოაგდებს და ტყვილა სკამისთვის ცოდოა თუ ტრამვაა აფელაია.


VIVA BARCA VIVA CATALONIA!!!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='dato_984' post='639267']
სიმართლე რომ გითხრა არ სჭიდება ბარსას ვერავის ვერ ამოაგდებს და ტყვილა სკამისთვის ცოდოა თუ ტრამვაა აფელაია.

[/quote]
3 წელია ეჩალიჩებიან. ე.ი. სჭირდებათ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' timestamp='1307483353' post='639353']
3 წელია ეჩალიჩებიან. ე.ი. სჭირდებათ
[/quote]
იმიტომ ეჩალიჩებიან რომ ძველი ფეხბურთელის დაბრუნება უნდათ ისე არაფერში სჭირდებათ თან ფეხბურთელების და გულშემატკივრების დაჟინებული ტხოვნაა რომ დაბრუნდეს თორემ ისე არაფერში გამოადგებათ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='dato_984' timestamp='1307621915' post='639811']
იმიტომ ეჩალიჩებიან რომ ძველი ფეხბურთელის დაბრუნება უნდათ ისე არაფერში სჭირდებათ თან ფეხბურთელების და გულშემატკივრების დაჟინებული ტხოვნაა რომ დაბრუნდეს თორემ ისე არაფერში გამოადგებათ
[/quote]
ჯერ ერთი ეგრე არარის როგორც შენ ფიქრობ. ხავი არის 31-30 ზუსტად არმახსოვს ეს ერთი მეორე სადღაც 2-3წელში წავა ხავი ხოდა ამიტომაც ყიდულობენ რო გუნდს შეეცყოს და აყვეს თამაში. და აფელაი უფრო შემტევი იგროკია Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='LaSHaa' post='639833']
ჯერ ერთი ეგრე არარის როგორც შენ ფიქრობ. ხავი არის 31-30 ზუსტად არმახსოვს ეს ერთი მეორე სადღაც 2-3წელში წავა ხავი ხოდა ამიტომაც ყიდულობენ რო გუნდს შეეცყოს და აყვეს თამაში. და აფელაი უფრო შემტევი იგროკია
[/quote]
ფაბრეს გადმოსვლის შემთხვევაში ხავის შესვემების საშუალება გვექნება. წელს შეეტყო, რომ საჭიროა უკვე.
პლუს ამას, ამის, პუის და დანარჩენების ტრავმები რომ დაემთხვა, კი ვნახეთ შარშან რაც დაგვემართა.
პ.ს. ფაბრე თუ წამოვა, ჩვენზე კარგად ეცოდინება, რომ რაღაც პერიოდი სკამზე მოუწევს ჯდომა :)

არც როსელია ისეთი შტერი, მოიყვანოს ის ვინც არ სჭირდება....
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე ვხედავ
ხავის ინიესტას და ფაბრეგასს ძირითადში ერთად.
ეს ალბათ ჩემი ბუსეკცსისადმი ზიზღით აიხსნება მაგრამ მაინც ვხედავ.
ხავისაც და ფაბრეგასსაც აქვთ გამოცდილება საყრდენზე თამაშის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='' Vincent' timestamp='1307636612' post='639866']
მე ვხედავ
ხავის ინიესტას და ფაბრეგასს ძირითადში ერთად.
ეს ალბათ ჩემი ბუსეკცსისადმი ზიზღით აიხსნება მაგრამ მაინც ვხედავ.
ხავისაც და ფაბრეგასსაც აქვთ გამოცდილება საყრდენზე თამაშის
[/quote]

ბუსკეცის ადგილას ვერდადგება ფაბრეგასი იმიტო რო ბუსკეცი ჩამშლელია. ინიესტა მარცხნივ წინ და ხავი და ვაბრეგასი ერთად

მარა ცოტა არარეალური იქნება იტოკში ვიღაც უკან ჩაიწევს ან მემგონი მაშერანოს უკვე მცველად გამოიყლენებენ... ბუსკეცს ჩამშლელად რავი მე არავინ მირჩევნია

[quote name='Serafit' timestamp='1307635340' post='639858']
ფაბრეს გადმოსვლის შემთხვევაში ხავის შესვემების საშუალება გვექნება. წელს შეეტყო, რომ საჭიროა უკვე.
პლუს ამას, ამის, პუის და დანარჩენების ტრავმები რომ დაემთხვა, კი ვნახეთ შარშან რაც დაგვემართა.
პ.ს. ფაბრე თუ წამოვა, ჩვენზე კარგად ეცოდინება, რომ რაღაც პერიოდი სკამზე მოუწევს ჯდომა :)

არც როსელია ისეთი შტერი, მოიყვანოს ის ვინც არ სჭირდება....
[/quote]

ხო დებილი არარის ჩემი და შენი თხოვნით არიყიდის :D და მესსისიც კიდე :D Edited by LaSHaa
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting