Sign in to follow this  
Followers 0

ქალაქის ნომერებს დაემტება ციფრი 2

11 posts in this topic

[b]საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტთა საყურადღებოდ ![/b]
[b]განცხადება
[/b]
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” თანახმად, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები.
ქ.თბილისში იმოქმედებენ-შვიდ ციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში კი ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება ციფრი ”2” ხოლო დანარჩენი ციფრები კი უცვლელნი დარჩებიან, მაგალითად : ქ.თბილისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 99-99-99 შეიცვლება ნომრით 299-99-99, ხოლო ნომერი 79-99-99 შეიცვლება ნომრით 279-99-99. ქ.ბათუმის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქ.ქუთაისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ქსელის ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, ქ.გორის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.
სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება მხოლოდ ქ.რუსთავში, სადაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -”1” შეიცვლება ციფრით - ”2”, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან, მაგალითად : სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. აქვე განმარტავთ, რომ ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 შემდეგ რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტის ახალი ნომერი, რომელიც ციფრი ”2”-ით დაიწყება.
ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი, ისევე როგორც ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დამყარების არსებული წესები უცვლელნი რჩებიან, მაგალითად : რომელიმე ერთი ქალაქის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტებს შორის ადგილობრივი კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი სააბონენტო ნომერი (ქ.თბილისში შვიდციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი - 2XX XXXX, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ექვსციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი 2X XXXX). საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან ქ.თბილისში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX; ქ.თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.ბათუმში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ,შემდეგ ქ.ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX ); ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.რუსთავიდან ქ.სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ქ სამტრედიის ახალი კოდი-411 და ქ.სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).
ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომერი (მაგალითად: ქ. თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX).
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს : +, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად : საზღვარგარეთიდან ქ.ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ.ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX).
ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მოქმედებაშია საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტების ადმინისტრაციული ცენტრების მხოლოდ ახალი სატელეფონო კოდები.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო საცნობარო სამსახურებს.

- კომპანია ”სილკნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 100-100.
- კომპანია ”ახალი ქსელების” და ”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ.თბილისი-75 -75-75; 13-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-2-00-00.
- კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ.რუსთავი- 508;
- კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) - 17-00-00; ქ. თბილისი - 17-00-00,
- კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე (ჯეოსელი და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი - 77-01-77 .
- კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე - 0611; ქ. თბილისი -
20-06-11.

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა შემდგომი ეტაპების და ქსელების ნუმერაციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ იქნება დამატებით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა გადააკეთებს ამდენ კონტაქტებს :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაო?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b],
რაო და შენი სახლის ნომერი თუ იყო სიტყვაზე 33-22-33 ახლა გახდება 233-22-33
იდიოტობაა :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ოო ეს რაღა მოიგონეს რა საჭირო იყო ეხლა ფუF
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა ვიცი, არკვიე ახლა ქალაქების კოდები თავიდან :@
და ნახევარი სანაცნობო მე დამირეკავს, ვიცი. ახალ ქსელებს ან სილქნეტს კი არა :უსერ: :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ვა, რა მაგარია :D

:laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='637084']
ვა, რა მაგარია :D

:laugh:

[/quote]
ჩემი ნომერი კი დამახინჯდება სახლის :შ ტფუ :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჩემი გალამაზდება :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[i]ო, მართლა რა მოიგონეს რა, ამდენი ხნის დაზეპირებულ/დაზუთხულ ნომრებში უნდა ავიხლართო :|[/i]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0