Sign in to follow this  
Followers 0

Supernatural ......

108 posts in this topic

პერსონაჟებისთვის მსახიობებია ძალიან კარგად შერჩეული, მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია შეფარდზე უკეთ ვის უნდა ეთამაშა კროული ან სიკვდილის როლი კიდე სხვას, ვგიჟდები სიკვდილის ტიპაჟზე და მაგრადაც ასრულებს რიჩინგსი თუ რაღაც ამდაგვარი გვარი აქვს მგონი იმ მსახიობს.

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i051.radikal.ru/1105/74/0b02877c268e.jpg[/IMG][/URL]

აი შეხედავ და ტიპი სიკვდილია ყველა ჟესტით სახით გამომეტყველებით უემოციობით და ყველაფრით. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]ურიელი ....[/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s56.radikal.ru/i153/1105/86/b7c7ede11345.jpg[/IMG][/URL][/center]

კასტიელის მეგობარი და "მეწყვილე". ურიელი უფრო სასტიკია კასტიელთან შედარებით რის გამოც თითქმის ყოველთვის კამათობენ მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ორი ანგელოზი განუყრელია.
ურიელს სძულს ადამიანები და მათ ბინძურ მაიმუნებად მოიხსენიებს, ბრაზობს იმის გამო რომ ღმერთი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ზრუნავს ადამიანებზე. ლუციფერის გათავისუფლების შემდეგ ურიელი მის მხარეს იბრძვის და მოკვლით ემუქრება ვინჩესტერებს,კლავს ანგელოზებს რომლებიც არ გადადიან ლუციფერის მხარეს. ამ მიზეზით უპირისპირდება კასტიელს და არ იხევს უკან მის მოსაკლავადაც თუმცა ანა მილტონი ახერხებს კასტიელის გადარჩენას და კლავს ურიელს.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s012.radikal.ru/i321/1105/39/fa22c0698b8d.jpg[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]ანა მილტონი ....[/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s004.radikal.ru/i206/1105/86/8ed66616c67f.jpg[/IMG][/URL][/center]

დინის ფავორიტი ჟღალთმიანი ანგელოზი. ანა დაცემული ანგელოზია რომელიც მრისხანებისა და სიკეთის უკმარისობის გამო განდევნილ იქნა ზეციდან და ხელახლა დაიბადა დედამიწაზე ადამიანთა შორის. მას დაკარგული აქვს მეხსიერება და არ ახსოვს რომ ანგელოზია როცა ვინჩესტერებთან ხვდება. ანას გამუდმებით ესმის საუბრები რაც მეხსიერების დაკარგვის გამო შიზოფრენია ჰგონია და ფსიქიატრიულს საავადმყოფოში ხვდება, თუმცა ეს მხოლოდ მისი შემორჩენილი უნარია მოუსმინოს ანგელოზთა საუბარს.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i024.radikal.ru/1105/58/865683dcfef1.jpg[/IMG][/URL][/center]

დემონები დაინტერესებულნი არიან ანას პოვნით თუმცა რუბის დახმარებით ვინჩესტერები ასწრებენ მის პოვნას. ჰიპნოზის დახმარებით ანა იხსენებს წარსულს და იწყებს დედამიწაზე მასთან ერთად ჩამოვარდნილი საკუტარი ანგელოზის ძალაუფლების პოვნას რომლისგანაც იმ ადგილას სადაც ჩამოვარდა ზეციდან უზარმაზარი ხე წარმოიქმნა. კასტიელისა და ურიელის თხოვნის მიუხედავად ვინცესტერები არ კლავენ ანას და ეხმარებიან მას დაიბრუნოს საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა დინ ვინჩესტერს გრძნობებიც უჩნდება მომხიბვლელი ანგელოზის მიმართ და ვნებიან რამეს ატარებს მასტან საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i024.radikal.ru/1105/a0/7613d50591df.jpg[/IMG][/URL][/center]

ანა ახერხებს ძალაუფლების დაბრუნებას და წარსულსიც მიემგზავრება ახალგაზრდა ჯონ და მერი ვინჩესტერების მოსაკლავად. მისი აზრით ესე თავიდან აიცილებს სემისა და დაინის დაბადებას და მომავალ აპოკალიფსს, თუმცა ვინჩესტერების დასახმარებლად თავად მთავარანგელოზი მიქაელი ჩამოდის ზეციდან და ანა მილტონს კლავს.
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s44.radikal.ru/i106/1105/7b/5f53279124b3.jpg[/IMG][/URL][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='637188']
აი შეხედავ და ტიპი სიკვდილია
[/quote]
ჰაჰა, ხო ეგრეა.
კარგად აქვთ ტიპაჟები შერჩეული.
[quote name='E madame' post='637188']
მე ვერ წარმომიდგენია შეფარდზე უკეთ ვის უნდა ეთამაშა კროული ან სიკვდილის როლი
[/quote]
ვის და მურმან ჯინორიას, არაჩვეულებრივად შეასრულებდა სიკვდილის როლს :laugh:
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s40.radikal.ru/i090/1105/b2/30737526489e.jpg[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b] კასტიელი ...[/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s010.radikal.ru/i311/1105/02/45a1d382556f.jpg[/IMG][/URL][/center]

თავდაპირველად კასტიელის პერსონაჟი მხოლოდ 6 ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო , მაგრამ მიშა კოლინზმა იმდენად შთამბეჭდავი და ზუსტი სახე შექმნა არაამქვეყნიური არსების რომ მოულოდნელი ძალიან დადებითი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის, რამაც კიდევ უფრო დახვეწა და სერიალის ერთერთი მტავარი ფიგურა გახადა კასტიელის პერსონაჟი. კასტიელი წარმოდგება სახელისაგან "კასიილ" რომელიც მოიაზრება ცრემლისა და მარტოობის ანგელოზად როგორც მას კროული უწოდებს კიდეც.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i037.radikal.ru/1105/d9/c49c926d4301.jpg[/IMG][/URL][/center]

კასტიელი როდესაც პირველად ჩნდება სერიალში უბრალო ანგელოზია. ადამიანი ვის სხეულსაც კასტიელი იყენებს ვინმე ჯიმი ნოვაკია რომელსაც ჰყავს ცოლი და არასრულწლოვანი გოგონა. კასტიელს ხშირად უწევს ადამიანთა სამყაროში დედამიწაზე ყოფნა ვინჩესტერებთან რომელთა წყალობითაც უფრო ახლოს ეცნობა ადამიანტა სამყაროს და განცდებსა და ემოციებს რომელთა შესახებაც აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, უფრო სწორად საშუალება პირველად მიეცა თავად განეცადა ისინი. კასტიელი ანგელოზია რომელიც აცნობიერებს თავისუფალი ნების არსს და აზროვნებს, ამის შემდეგ ის ბრმად აღარ ასრულებს ვალდებულებებს , გარკვეული პერიოდი იტანჯება მუდმივი შინაგანი ბრძოლით თუ რა წარმოადგენს ჭეშმარიტებას და რა არა, არის თუ არა მისი საქციელი სწორი ხომ არ არის ამის მიზეზი ის რომ კასტიელი უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობამ დაასუსტა როგორც ანგელოზი. თუმცა მას ყოველთვის ხიბლავს დინ ვინჩესტერში საკუთარი თავის რწმენა და ცდილობა მანაც გააცნობიეროს რა არის ეს, საბოლოოდ კასტიელი პოულობს საკუტარ თავს და ხშირად ვინჩესტერების გადასარჩენად რომელთაც თავიანთ მეგობრად და ოჯახის წევრებად სთვლის , საკუტარ მოძმეებსაც კი სწირავს არ ერიდება ზეცისა და ანგელოზთა წინააღმდეგ წასვლას და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას მათ გადასარჩენად. იქედან გამომდინარე რომ ანგელოზებს არ აქვთ განცდის უნარი , ხოლო კასტიელი დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ეჯაჭვება ემოციურად ადამიანთა სამყაროს და თავს დინ ვინჩესტერის მფარველ ანგელოზად თვლის, მას აქვეითებენ კიდეც იმ მიზეზით რომ ემოციები მას ზედმეტად ჰუმანურს გახდის და როგორც ანგელოზი ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s07.radikal.ru/i180/1105/07/b3e603031249.jpg[/IMG][/URL][/center]

კასტიელი ერთადერთი ანგელოზია რომელიც ადამიანის სულს არ უყურებს მხოლოდ როგორც ენერგიის წყაროს როგორც სხვა ზეცის ბინადარნი თვლიან . კასტიელს ამოჰყავს დინ ვინჩესტერი ჯოჯოხეთიდან და მას შემდეგ რაც ღმერთი და ზეცა სწირავს კაცობრიობას აპოკალიფსისთვის , ერთადერთია ზეციდან ვინც ადამიანთა მხარეს იბრძვის და არ წყვეტს ღმერთის ძებნას რომელმაც უბრალოდ მიატოვა ზეცაც და ადამიანებიც. ვინჩესტერებთან ერთად ის აპოკალიფსის შეჩერების მცდელობისას იღუპება ლუციფერის ხელით, თუმცა ღვთის ნებით კვლავ აღსდგება და ამჯერად არა როგორც უბრალო ანგელოზი, არამედ როგორც მთავარანგელოზი და ზეცის ახალი ხელმძღვანელი. ზეცაში დაბრუნების შემდეგ ის ცდილობს იქ მყოფ სხვა ანგელოზებსაც შთაუნერგოს თავისუფლებისა და თავისუფალი ნების არსი, მაგრამ ზეცაში სამოქალაქო ომს იწყებს მთავარანგელოზი რაფაელი ხელახალი აპოკალიფსისა და ლუციფერისა და მიქაელის გათავისუფლების მომხრეებთან ერთად. კასტიელი უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე და სათავეში უდგება რაფაელის მოწინააღმდეგე ანგელოზთა არმიას. თუმცა ის რაფაელთან შედარებით ზალიან სუსტია და აუცილაებლად ესაჭიროება დახმარება და გაძლიერება.
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i004.radikal.ru/1105/45/ab602ff22c00.jpg[/IMG][/URL][/center]

მეექვსე სეზონში კასტიელის პერსონაჟი სულ უფრო და უფრო იდუმალი ხდება. მისი დავალებით ბალთაზარი შორეულ წარსულში მიემგზავრება და დაღუპვისგან იხსნის ტიტანიკს რითიც კასტიელმა დამატებით ათასობით სული და ენერგია უნდა მიიღოს რაც საშუალებას მისცემს დაამარცხოს რაფაელი , მაგრამ ტიტანიკის გადარჩენა განარისხებს ბედისწერას, რომლის განადგურებაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს კასტიელისთვის, თუმცა ბედისწერის ძაფს სამი მკაცრი და დაუნდობელი და განაგებს მათ ერთდროულად განადგურებას კასტიელი ვერ მოახერხებს და ერთერთი მათგანი მაინც აასრულებს მუქარას და მოკლავს ვინჩესტერებს. კასტიელი დაუფიქრებლად ირჩევს მისი მეგობრების სიცოცხლეს და ტიტანიკის ჩაძირვის ნებას აძლევს ბედისწერას.

სასოწარკვეთილი კასტიელი ამაოდ ეძებს ღმერთს .... მოგვიანებით ის კროულისთან შეთანხმებით განსაწმენდელის ძებნას იწყებს რათა იქ არსებული სულებით შეძლოს სათანადო ენერგიის მიღება და ომში გამარჯვება. კროულისთან მისი ალიანსის შესახებ გაგების შემდეგ ვინჩესტერები მას მოღალატედ თვლიან და კასტიელი ამაოდ ცდილობს ახსნას და სთხოვს მოუსმინონ მაინც თუმცა ვინჩესტერები საბოლოოდ ამბობენ მასზე უარს . კასტიელიც ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს ისინი რომ ის ჯერ კიდევ მათი მეგობარი კასტიელია რომელიც საკუთარ ოჯახად თვლის ვინჩესტერებს და ყველაფერს გააკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად და რაფაელის გასანადგურებლად თუნდაც ამისთვის დემონთან გარიგება მოუწიოს. არ იხევს უკან გასწიროს საკუთარი თავი იმ ზღვა ენერგიისათვის რასაც ის მიიღებს და სავსებით შესაძლებელია რომ უბრალოდ ვერ დაიტიოს და გადაიწვას , სამუდამოდ განადგურდეს მაგრამ ეს ერთადერთი შანსია ომის მოსაგებად. უკანასკნელად ითხოვს მათგან მოსმენასა და მხარდაჭერას თუმცა ამაოდ. ის ანგრევს სემის ქვეცნობიერში სიკვდილის მიერ აგებულ კედელს მასსა და ჯოჯოხეთს შორის და საშუალებას აძლევს სემს საბოლოოდ გათავისუფლდეს ჯოჯოხეთისაგან და ძმებს სთხოვს ნუ შეუშლიან ხელს განსაწმენდელის გახსნაში.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i060.radikal.ru/1105/e9/7bda62f2c4f7.jpg[/IMG][/URL][/center]

განსაწმენდელის პოვნის შემდეგ ერთი ხელის გაქნევით ნაფლეთებად აქცევს რაფაელს და საბოლოოდ უცრუვდება იმედი როცა სემი მთავარანგელოზის მახვილს ურტყამს ზურგში სანამ დინი მონანიების მონოლოგით ცდილობს მისი ყურადღების მოდუნებას. მაგრამ კასტიელის მოკვლა უკვე შეუძლებელია რადგან ის უკვე ღმერთია და საბოლოოდ წაუყენებს ულტიმატუმს ვინჩესტერებს ან კეთილი ინებონ და აღიარონ მისი ძალაუფლება ან გაანადგურებს მათ.

[center] [URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i001.radikal.ru/1105/b1/9c8623224744.jpg[/IMG][/URL][/center]




უფ დავიღალე.... შემდგომში დემონებსაც გავეცნობით :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=c3OdH9lHWdQ&feature=related[/media] Edited by nodariko1991
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე ზოგ ეპიზოდში ძაან გააბლატავეს ვინჩესტერები, ლამის პალაჟენია დაამყარეს ანგელოზებზე.
ადამიანები არიან ბოლო-ბოლო, "დაპატარავდნენ" ცოტა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b], რეალურად მაგათმა არიეს თავისდროზე ყველაფერი და თუ რაღაცა გაფუჭდა კიდე იმიტორო არ დაუჯერეს სხვას.ხოდა დასვამს ეხლა კასტიელი იმედია თავის ადგილზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],


[quote name='E madame' post='637276']
რეალურად მაგათმა არიეს თავისდროზე ყველაფერი
[/quote]
ხო ეგრეა, მაგრამ მთლაც ეგრეც არა.
მაინც მოხდებოდა მოსახდენი, ესენი უბრალოდ თანამონაწილეები გახდნენ და თავისი დადებითი თუ უარყოფითი წვლილი შეიტანეს.



ერთი რაღაც ვერ გავიგე სერიალში, დემონი რომ უსახლდება ადამიანს სხეულში, ის ხომ მაინც ცოცხალია.
ანუ განდევნის შემდეგ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
რამოდენიმე სერიაში შელოცვით განდევნეს და გადაარჩინეს პიროვნება, მაგრამ ძირითადში სულ იმ დანით ხოცავენ, ანუ უდანაშაულო ადამიანებსაც წირავენ.
ვერ გავიგე რატომ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b], არა დემონი ან ცოცხალ ადამიანში სახლდება ან შეიძლება მკვდარი ადამიანის სხეულიც ჰქონდეს მაგალითად კროული დემონია საუკუნეებია მაგრამ მის სხეულს ამოთხრიან ძვლებს სემი და დინი შანტაჟს რომ უწყობენ და დაწვით ემუქრებიან. დემონი როცა ცოცხალი ადამიანის სხეულში სახლდება მისი დატოვების შემდეგ კვდება ეს ადამიანი . ბობი ახერხებს გადარჩენას მაგრამ ინვალიდდება. მეგ მასტერსი თუ გახსოვს მეშვიდე სართულიდან ვარდება და არ კვდება რადგან დემონია მის სხეულში მაგრამ ეგზორციზმის სეანსის შემდეგ როცა დემონი ტოვებს ტკივილებისგან და ტრამვებისგან კვდება. ზოგადად დემონის მიერ სხეულის დატოვების შემდეგ იღუპება ის ადამიანი ყველა ვარიანტში.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],


[quote name='E madame' post='637288']
დემონი როცა ცოცხალი ადამიანის სხეულში სახლდება მისი დატოვების შემდეგ კვდება ეს ადამიანი
[/quote]
ხო ალბათ მაგიტომ.
უბრალოდ რამოდენიმე სერიაში სხვანაირად მოხდა და დამაბნია.




წიგნი გაქვს ზებუნებრივის?
შელოცვები და რაღაცეები წერია, პახოდუ გვაფრთხილებს მოქმედი შელოცვებიაო :laugh: Edited by nodariko1991
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არა მაგ დონეზე არ გადავვარდნილვარ შიგ :D უბრალოდ სერიალი მომწონს :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
არც დემონების მახეები დაგიხატავს კატის სისხლით?????






:laugh:
ვხუმრობ : D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=5][b]დემონები [/b][/size]




[center][size=4][b][u]ევა [/u][/b][/size]

[url="http://www.radikal.ru"][img]http://s001.radikal.ru/i194/1105/6e/18194945e049.jpg[/img][/url]
[/center]

დემონთა დედა... მან შვა ყველა დემონი და ბოროტი ძალა, კროულიზე განრისხებული ევა ჩამოდის დედამიწაზე,რადგან აღშფოთებულია მისი შვილების წამების ფაქტებით. კროული განსაწმენდელის პოვნის მიზნით ათასობით დემონს აწამებს რაც მათი მშობლის განრისხებას იწვევს. ევას დასამარცხებლან ვინჩესტერებს კასის დახმარებით შორეულ წარსულში უწევთ მოგზაურობა ფენიქსის ფერფლის მოსაპოვებლად რადგან ის ერთადერთი საშუალებაა ევას გასანადგურებლად.


[size=4][b][u]ლუციფერი[/u][/b][/size]


[url="http://www.radikal.ru"][img]http://i063.radikal.ru/1105/0d/ab9646eab277.jpg[/img][/url][/center]

დაცემული მთავარანგელოზი. დემონთა ღმერთი რომელმაც მისცა მათ ფორმა და დაუსახა მიზნები. ფილმში ლუციფერი გამოყვანილია როგორც დაცემული ანგელოზი რომელსაც გაუჩნდა კითხვები და წინააღმდეგობა რისთვისაც განდევნილ იქნა ზეციდან , დემონი რომელიც ყველაზე მეტად არის მიჯაჭვული ღმერთთან და მტავარანგელოზებთან, დემონი რომელსაც სძულს ადამიანტა მოდგმა. ანგელოზური წარმოშობის გამო ლუციფერსაც ესაჭიროება სხეული იქედან გამომდიანრე რომ სემი მას უარს ეუბნება ლუციფერი ვინმე ნიკის სხეულს იყენებს რომელიც დროთა განმავლობაში ცვდება.

განდგომილი ლუციფერი მისმა ძმამ მტავარანგელოზმა მიქაელმა ქვესკნელის საპყრობილეში გამოკეტა საიდანაც მან თავისი ერთგული ვასლების დახმარებით თავის დაღწევა მოახერხა და აპოკალიფსი დაიწყო , თუმცა ვინჩესტერებმა და კასმა მოახერხეს მისი შეჩერება და კვლავ უკან საპყრობილეში გამოკეტვა ამჯერად საკუთარ ძმასთან მიქაელტან ერთად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]აზაზელი[/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i051.radikal.ru/1105/ac/622e69c0731e.jpg[/img][/url][/center]


ყვითელთვალება დემონი, აზაზელი თავს ესხმის "განსაკუთრებულ ბავშვებს" საბავშვო ოთახში და ნათლავს მათ თავისი სისხლით ხოლო მათი დედები ხელის შეშლის მცდელობისას სასტიკი სიკვდილით იფერფლებიან ცეცხლის ალში. აზაზელი ლუციფერს მიმართავს როგორც მამას ხოლო ლუციფერი მას როგორც შვილს. ლუციფერისან ის იღებს დავალებას იპოვოს ლილიტი რომელიც ჯერ კიდევ ჯოჯოხეთშია, შეკრიბოს "განსაკუთრებული ბავშვები" და მათ შორის ბრძოლაში გამარჯვებული იქნება სხეული ლილიტის მოკვლისა და უკანასკნელი საკეტის გახსნის შემდეგ გათავისუფლებული ლუციფერისათვის.

აზაზელის სრული შესაძლებლობები და ზალაუფლება უცნობია, ის სახლდება სხვადასხვა ადამიანტა სხეულებში და მისი ცნობა მხოლოდ ყვითელი თვალებსი მეშვეობით არის შესაძლებელი. სხვა დემონებისაგან განსხვავებით ის პრაქტიკულა დაუმარცხებელია ერთადერთი მისი მოკვლის საშუალება არის კოლტი.

ყვითელთვალება დემონთან შეტაკებისას იხსნება ჯოჯოხეთის კარიბჭე რაც იყო კიდეც მიზანი აზაზელის, გახსნილი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან გათავისუფლებული ჯონ ვინჩესტერის სულის დახმარებით დინი ახერხებს კოლტით მის მოკვლას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]ლილიტი[/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s54.radikal.ru/i144/1105/65/dad94343e227.jpg[/IMG][/URL][/center]

ლუციფერის საყვარელი პირველი დემონი მის მიერ შექმნილი. თეთრი თვალებითა და ბავშვის სხეულით. ლილიტს ძალიან უყვარს ახალდაბადებული ბავშვების სისხლი. ძირითადად სახლდება პატარა გოგონას სხეულში და სიამოვნებით ხოცავს მისი ოჯახის ყველა წევრს. გამოჩენიდან ნადირობს ვინჩესტერებზე. საბოლოოდ სემი კლავს და ათავისუფლებს ლუციფერს.



[center][size="4"][b]ალასტერი[/b][/size]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s59.radikal.ru/i166/1105/1d/350517385fbb.jpg[/IMG][/URL][/center]


ჯოჯოხეთის მთავარი ჯალათი თეთრი თვალებით რომელსაც დემონი რუბი სამართებლიან პიკასოს უწოდებს. ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე ანა მილტონის შესაპყრობად ამოდის და ვინჩესტერების წინააღმდეგობას აწყდება. ალასტერზე არ მოქმედებს სპეციალური დემონთა დანა რომლის მეშვეობითაც დემონებს ხოცავენ. ალასტერი 30 წელიწადი აწამებდა დინს ჯოჯოხეთში და სტავაზობდა ყოველ ჯერზე წამების შეწყვეტის სანაცვლოდ მონაწილეობა მიეღო სხვების წამებაში, საბოლოოდ დინი თანხმდება და მომდევნო 10 წელი მასტან ერთად აწამებს სხვა სულებს. ალასტერს სემ ვინჩესტერი კლავს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]მეგ მასტერსი [/b][/size]

[url="http://www.radikal.ru"][img]http://s013.radikal.ru/i324/1105/58/94dce526ad02.jpg[/img][/url][/center]

დემონი რომელიც ნადირობს ჯონ ვინჩესტერზე მისთვის კოლტის წართმევის მიზნით. მას შემდეგ რაც მისი მეგობრების ხოცვას იწყებს ჯონი თანხმდება მეგს გადასცეს კოლტი მაგრამ აძლევს არა ნამდვილს არამედ სპეციალურად დამზადებულ კოლტის ასლს, რისი აღმოჩენის შემდეგად მეგი იტაცებს მას. მამის ძებნაში ვინჩესტერები მეგს გადაეყრებიან და შეიტყუებენ დემონთა ხაფანგში ადგენენ მამის ადგილსამყოფელს და ეგზორციზმის სეანსით მეგის სხეულს დემონისგან ათავისუფლებენ.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i029.radikal.ru/1105/a3/27126951dd7e.jpg[/img][/url][/center]

მომდევნო სეზონებში მეგი ბრუნდება ახალი სხეულით შურისძიებისთვის.მეექვსე სეზონში ეხმარება ვინჩესტერებს კროულის პოვნაში . არ არის გულგრილი ანგელოზის კასტიელის მიმართაც :D
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s012.radikal.ru/i321/1105/de/11de210a9115.jpg[/img][/url][/center]



[center][size=4][b]რუბი [/b][/size][/center]
[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s010.radikal.ru/i311/1105/45/c195ded4e523.jpg[/img][/url][/center]

14-ე საუკუნეში რუბი ჯადოქარი იყო რომელმაც სული მიჰყიდა ძლევამოსილ ჯადოქარს და სიკვდილის შემდეგ დემონად იქცა. როგორც დემონი რუბი სუსტია, მაგრამ ძალიან კარგად ფლობს შავ მაგიას და აქვს მაგიური დანა რომელსაც შეუძლია დემონის მოკვლა.

მოსწონს სემი და ეხმარება ვინჩესტერებს , თუმცა რეალურად მაინც დემონია ,დიდი ხნის მანძილზე კვებავს სემს თავისი სისხლით და ასწავლის მისი დემონური ძალების გამოყენებას რასაც საბოლოოდ ლილიტის მკვლელობა და ლუციფერის გათავისუფლება მოჰყვება რის გამოც დინი კლავს რუბის მისივე დანით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]კროული [/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i013.radikal.ru/1105/cd/b9cc506c7329.jpg[/IMG][/URL][/center]


გზაჯვარედინის მეფე , როგორც ის უწიდებს საკუთარ თავს. კროული გზაჯვარედინების დემონობიდან იწყებს და საბოლოოდ ქვესკნელის გამგებელიც ხდება. გაიძვერა და მატყუარაა თუმცა საკმაოდ ჭკვიანი. ლუციფერის ხელახლა დატყვევების შემდეგ დემონები მას თავიანთ ხელმძღვანელად თვლიან და დააწინაურებენ, ის უფრო ძლევამოსილი ხდება და ფაქტიურად მეორე ლილტი ხდება.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s54.radikal.ru/i145/1105/a9/16d1bb93b6d1.jpg[/IMG][/URL][/center]

კროული დემონი სიკვდილის შემდეგ გახდა. ვინმე შოტლანდიელი ფერგუს მაკლეოდი იყო დედამიწაზე ადამიანთა შორის. ისევე როგორც კასტიელი ატარებს ყოველთვის მკაცრად განსაზღვრულ სტილს, მაგრამ შავ ტანისამოსს. რეალურად ერთადერთი დემონია რომელიც არასოდეს მოქმედებს ბრმად ვინმეს განკარგულების მიხედვით და ინერციით. ყოველთვის საკუთარი გეგმისა და საჭიროებისდა მიხედვით მოქმედებს. მხოლოდ კროული და კასტიელი ეს ორი პერსონაჟია ზებუნებრივი არსებებიდან რომლებიც აზროვნებენ ... აქედან კროული ყველაზე ძლევამოსილი დემონია სეზონის ბოლოსკენ ხოლო კასტიელს ცოტაღა აკლია დაცემამდე. ესეთი იყო თავისდროზე ლუციფერიც რომელიც საბოლოოდ ჯოჯოხეთში იქნა გადასროლილი როგორც დაცემული და განდგომილი ანგელოზი.
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s51.radikal.ru/i131/1105/34/08930dfacc1d.jpg[/IMG][/URL][/center]

კროულის კარგად ესმის რომ ადამიანთა მოდგმის განადგურების შემდეგ ლუციფერი დემონებსაც მისდგება ამიტომ სპეციალურად ავრცელებს ინფორმაციას კოლტზე რომ ვინჩესტერების ყურამდე მიაღწიოს და აძლევს კიდეც მათ იარაღს საბოლოოდ. კროული აპოკალიფსის მხედართა ბეჭდების მოპოვებაშიც ეხმარება ვინჩესტერებს, დებს გარიგებას ბობ სინგერთან სიკვდილის ადგილსამყოფელის გარკვევის სანაცვლოდ და რადგან კარგად იცის ამ გარიგების გამო ვინჩესტერები არ აცოცხლებენ, თავის დაზღვევის მიზნით ბონუსის სახით ბობს უბრუნებს სიარულის უნარს. საბოლოოდ ბობი ახერხებს კროულისათვის შანტაჟის მოწყობით და მისი ზვლების დაწვის მუქარით უკან დაიბრუნოს საკუთარი სული.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s002.radikal.ru/i197/1105/6e/900ef29ea4a2.jpg[/IMG][/URL]
[/center]

კროულის ამოჰყავს სემი ჯოჯოხეთიდან აპოკალიფსის შეჩერების შემდეგ, თუმცა ისევდაისევ თავის დაზღვევის მიზნით მის სულს ჯოჯოხეთში ტოვებს. აწარმოებს სხვადასხვა დემონების დაკითხვა წამებას განსაწმენდელის პოვნის მიზნით და იკვლევს მათ. მას შემდეგ რაც ვინჩესტერები იგებენ რომ კროულის არ შეუძლია სემს უკან დაუბრუნოს სული მის საჭიროებას ვერ ხედავენ და წვავენ მის ძვლებს თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდება კროული ცოცხალია და ამჯერად კასტიელთან ერთად კვლავ ცდილობს იპოვოს განსაწმენდელი.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i052.radikal.ru/1105/ec/5bdf2a8f33ed.jpg[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]Originally Jensen Ackles auditioned for the role of Sam Winchester[/b]. When Jared Padalecki came in and read for Sam a slight recasting was done. Producers called Jensen and asked if he'd rather use his charm for Dean, saying he was the Han Solo character of the duo and what kid didn't grow up wanting to be Han Solo? Jensen accepted. It became known that he was previously interested in that role, because Dean was funny.

ჰეჰ...

[quote name='E madame' post='637736']
ალასტერი
[/quote]
ალასტერს ძაან მაგარი ხმა აქვს,

[media]http://www.youtube.com/watch?v=U4s6lFDYYgE&feature=related[/media]

3:00 წუთებიდან ნახეთ :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=wnhAIFplS4g[/media]

[media]http://www.youtube.com/watch?v=BAOYlS1SeAk[/media] Edited by nodariko1991
0

Share this post


Link to post
Share on other sites
<iframe width="560" height="349" src="http://www.youtube.com/embed/oZpjTl9RuPQ" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

<iframe width="560" height="349" src="http://www.youtube.com/embed/7FJ3ZKim_eU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

:laugh:

ნუ რავქნა მიყვარს ძალიან კასი :)

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s40.radikal.ru/i087/1106/a2/331d82cd55d7.gif[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაღაც მომენტებში და პაწია ნიუანსებში ჰაუსს მაგონებს და კიდე უფრო ძალიან მიყუარს... :yahoo:

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i062.radikal.ru/1106/5f/c13aa4565927.gif[/IMG][/URL]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i022.radikal.ru/1106/21/3648a9bab92c.gif[/IMG][/URL]

[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i080.radikal.ru/1106/6f/d00170650933.gif[/IMG][/URL]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სასიამოვნო ირონიული იუმორი ახასიათებს კროულის...:დ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეხლა ვუყურებ მეექვსე სეზონს განმეორებით ორიგინალში და მოკლედ, კასტიელი მაგრად იხმარეს ძმებმა რა. :D
ღირსები არიან რაც კასმა უჩალიჩა. :დ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სულ მინდოდა ამ სერიალის დაწყება მარა ვერადავერ მოვაბი თავი. Game of thrones-ის ყურებას რო დავამთავრებ მერე დავიწყებ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0