Sign in to follow this  
Followers 0

Supernatural ......

108 posts in this topic

[size=4][center][b]Supernatural / ზებუნებრივი[/b][/center][/size]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s09.radikal.ru/i182/1105/68/d523d0bca293.jpg[/img][/url][/center]
[center][b]ჟანრი: მისტიკა,დრამა,საშინელებათა, სათავგადასავლო
სერიალის ავტორი: Eric Kripke
როლებში: Jared Padalecki , Jensen Ackles, Jim Beaver, Misha Collins, Jeffrey Dean Morgan, Mark Sheppard, Mark Pellegrino [/b]...[/center]

ზებუნებრივი დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული ამერიკული სარელევიზიო სერიალია მისტიკისა და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით. პირველი სეზონის პრემიერა შედგა 2005 წლის 14 სექტემბერს ხოლო 2011 წლის სექტემბერში დაგეგმილია სერიალის უკვე მეშვიდე და სავარაუდოდ ბოლო სეზონის პრემიერა.

სერიალი მოგვითხრობს ორი ძმის, სემისა და დინ ვინჩესტერების სახიფათო მოგზაურობისა და ზებუნებრივ ძალებთან ბრძოლის ისტორიას. მას შემდეგ რაც პატარა ძმების თვალწინ საშინელი და უცნაური სიკვდილით იღუპება მათი დედა „ყვითელთვალება დემონის“ ხელით ,ბიჭების მამა ჯონ ვინჩესტერი გადაწყვეტს გამოიკვლიოს მიზეზი, იპოვოს და გაანადგუროს დემონი რომლის მსხვერპლიც გახდა მისი მეუღლე მერი ვინჩესტერი. ის მონადირე ხდება და შვილებსაც ასწავლის პარანორმალურ მოვლენებსა და ზებუნებრივ ძალებთან გამკლავებას, თუმცა წლების ძიების შემდეგ ჯონ ვინჩესტერი მოულოდნელად იკარგება და სემი და დინი იძულებულნი არიან მამისა და მათი მტერის ყვითელთვალება დემონის ძებნას შეუდგნენ..... მოგზაურობა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდება , მათ მოუწევთ შეებრძოლონ უამრავ დემონსა და თავად ლუციფერს რომელიც მოახერხებს და საპყრობილიდან გამოდის აპოკალიფსის დასაწყებად.... ღიად დარჩენილი ჯოპჯოხეთის კარიბჭიდან ათასობით დემონი და ბნელი ძალა გათავისუფლდა, დედამიწაზე აპოკალიფსის ხუთი მაცნე : ომი, შიმშილი , ავადმყოფობა და თავად სიკვდილი გამოჩნდა ხოლო მეხუთე ლუციფერი კი ძალას იკრებს საბოლოო ბრძოლისათვის. ღმერთი არ ჩანს, ზეცა ფაქტიურად ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი, ანგელოზები თვლიან რომ ღმერთმა ისინი მიატოვა და სრული ქაოსი და პანიკა სუფევს...ძმები ახალი ამოცანის წინაშე აღმოჩდნენ , ერთერთი ანგელოზის კასტიელის დახმარებით მათ უნდა შეაჩერონ აპოკალიფსი....

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s51.radikal.ru/i134/1105/22/c25f37083c5d.jpg[/img][/url][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]აღჭურვილობა და იარაღი .....[/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s13.radikal.ru/i186/1105/4b/487c14a89f2f.jpg[/img][/url]

[url="http://www.radikal.ru"][img]http://i026.radikal.ru/1105/13/673a65684b16.jpg[/img][/url][/center]



სხვადასხვა სახის დემონებთან და მოჩვენებებთან გასამკლავებლად სემი და დინი სხვადასხვა ნივთებს და იარაღს იყენებენ.

[b]ჯონ ვინჩესტერის დღიური...[/b]

მთავარი გზამკვლევი სადაც ძმები პოულობენ წლების განმავლობაში მათი მამის მიერ შეგროვილ ინფორმაციას ამათუიმ დემონებზე და პარანორმალურ მოვლენებზე, მათთან გამკლავებისათვის აუცილებელ ნივთებზე და საშუალებებზე.

[b]საპონის[/b] დახმარებით ისნის სხვადასხვა შინაარსის მაგიურ ნიშნებსა და სიმბოლოებს ხატავენ რომელიც აუცილებელია ამათუიმ რიტუალისა და თავდაცვისთვის. [b]ნაკურთხი წყლის[/b] მეშვეობით სწრაფად ადგენენ არის თუ არა ადამიანში ჩასახლებული დემონი, რადგან ნაკურთხი წყალი მათზე ისევე მოქმედებს როგორც მწველი სითხე, თუმცა არსებობენ დემონები რომელთაც ნაკუღთხი წყალი ვერაფერს აკლებს. [b]მარილის ტყვიები[/b] .... მათი მეშვეობით დროებით ანეიტრალებენ დემონს , მარილი ასევე გამოიყენება როგორც ბარიერი, ფანჯრებთან და კართან დაყრილი მარილი დროებით უღობავს გზას დემონს. [b]ვერცხლი[/b] გამოიყენება ვამპირების, მაქციებისა და მსგავსი ღამის სახიფათო ბინადართა წინააღმდეგ.
[b]იარაღს [/b]რაც შეეხება , სემისა და დინის მანქანის , შავი Chevrolet Impala 1967 ის საბარგული სავსეა სხვადასხვა დროისა და წარმომავლობის თითქმის ყველა სახის იარაღით , და მათი ყველაზე ღირებული მონაპოვარი [b]კოლტი[/b] იარაღი რომელსაც შეუძლია მოკლას ნებისმიერი არსება , ის შექმნა სამოელ კოლტმა 1835 წელს. იარაღის ტარს ამშვენებს ლათინური წარწერა ამონარიდი 22 ე ფსალმუნიდან : Non Timebo Mala ( არ შევუშინდები ბოროტ ძალას), კოლტი შეიქმნა სპეციალურად ზებუნებრივ ძალებზე მონადირისათვის , თუმცა არსებობს ხუთი გამონაკლისი " 5 angels of life" და აქედან ერთერთი ლუციფერია.

გარდა ამისა ძმები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ნოუთბუქს რომლითაც ეძებენ და იღებენ საჭირო ინფორმაციას ქალაქში მომხდარ ამათუიმ საჭვო მოვლენასთან დაკავშირებით, მობილური ტელეფონი კი მათ ეხმარებათ შეამჩნიონ დემონები რომელთა თვალებსაც რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივია ადამიანთათვის, კამერაში ისინი უჩვეულოდ ელავს. გარდა ამისა მათ აქვთ ხელნაკეთი ხელსაწყო რომელიც აფიქსირებს ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებას ასევე რადიომიმღები რომლითაც მათ შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ პოლიციას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეს რაც შეეხებოდა ზოგადად სიუჟეტს. პერსონაჟებზე და სხვა დანარჩენზე ხვალ მივამატებ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
2სეზონი მაქვს ნანახი და ნორმალურია :)
ნუ ეხლა მე არ მიყვარს ეს ჟანრი და არ მომწონს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგარი ფანი ვარ ამ სერიალის..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ეხლა მოვრჩი მე-6 სეზონს და უკმაყოფილო ვარ..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე მომეწონა მეექვსე სეზონი დასასრული განსაკუთრებით :) ველოდები დიდის ამბით მომდევნო სეზონს.

[b][member="ninikela"][/b], მერე და მერე ბევრად უფრო საინტერესო ხდება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
შემოვიხედე თემაში
მეთქი ეს იყო და აქამდე როგორ გამომრჩა მეთქი :D


კარგია კარგი

მიყვაან ეს ბიჭები

ჩემი სიმპატიურიიიიიიიიიიიიიიიიიიი სემი :yahoo:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ძალიან მომიშალეს ნერვები ბოლო სეზონში. მე კასტიელი და კროული მიყვარს ყველაზე მეტად და კიდე სიკვდილი ძალიან მაგარი პერსონაჟია. ძმების პერსონაჟები საერთოდ არ მხიბლავს დიდად. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b][u]Dean Winchester / დინ ვინჩესტერი (Jensen Ackles)[/u][/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s009.radikal.ru/i307/1105/82/58024a76a963.jpg[/img][/url][/center]

[indent]სერიალის მთავარი გმირი, ჯონ და მერი ვინჩესტერების უფროსი ვაჟი სემ ვინჩესტერის ძმა. ცხოვრებაში მისთვის ყველაძე ძვირფასია ოჯახი თავისი მანქანა რომელიც მამისგან ერგო მემკვიდრეობით და კლასიკური როკი. სემისგან განსხვავებით დინს არასოდეს დასცდენია საყვედური მამის მისამართით იმის გამო რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მათ ფაქტიურად აღარ იციან რას ნიშნავს ადამიანური ბედნიერი ცხოვრება და იზრდებიან როგორც მონადირეები.

დინი საუკეთესოდ ისვრის, ფლობს ყველა სახის იარაღს და იცის თითქმის ყველაფერი სხვადასხვა დემონებსა და მოჩვენებებზე. დინი გამოირჩევა განსაკუთრებული იუმორის გრძნობით რომელიც ყველაზე მძიმე და კრიტიკულ მომენტებშიც კი არ ტოვებს მას, რაც სერიალს სახალისოს ხდის და მაყურებლისთვის არ ხდება გამაღიზიანებელი ზოგადად ის თემატიკა რაზეც აგებულია სერიალი. თუკი სემი ღიად საუბრობს საკუთარ გრძნობებზე და იმაზე რა აღელვებს, დინს არ შეუძლია საკუთარ გრძნობებზე საუბარი და ირონიით ცდილობს რეალური გრძნობების დაფარვას და არჩევს ეს ყველაფერი არ გამოიტანოს სააშკარაოზე.
[/indent]
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s53.radikal.ru/i142/1105/c0/777ae12b1d9f.jpg[/img][/url]
[/center]

[indent]სერიოზული პრობლემები ექმნება ყოველთვის კანონთან და პოლიციასთან. ვერ იტანს სისტემას და დადგენილ წესებს. საქმიანობის პროცესში ის და სემი ძირითადად ფედერალური ბიუროს აგენტებად ასაღებენ თავს, ვინაობის წარდგენისას დინი ძირითადად სხვადასხვა როკ მომღერლების სახელებს იყენებს. არის კინემატოგრაფიის მოყვარული განსაკუთრებით უყვარს ვესტერნები. ეშინია თვითმფრინავით ფრენის და ამიტომ მანქანით მოგზაურობას ამჯობინებს.

სერიალში მიუხედავად მისი კანონისადმი დამოკიდებულებისა დინი სამართლიანობისა და ოჯახის სიყვარულის სიმბოლოდაა გამოყვანილი. ოჯახის უსაფრთხოება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია , არ იხევს უკან მკვლელობაზეც სემის გადასარჩენად ხოლო მისი საყვარელი ქალის გადასარჩენად მეექვსე სეზონში კასტიელის დახმარებით საერთოდ ამოშლის საკუთარ არსებობას ლიზას მეხსიერებიდან რადგან მასთან ყოფნით ძალაუნებურად საფრთხეს უქმნის მათ. დინმა გადაარჩინა პატარა ძმა და გამოიყვანა ცეცხლმოკიდებული სახლიდან , ამის შემდეგ მიეჩვია ძმისთვის მამობის გაწევას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სემს არაფერი დაუშავდეს. არ ერიდება გზაჯვარედინის დემონთან გარიგების დადებასაც სემის გადასარჩენად. დინი ერთადერთია რომელსაც აქვს უფლება ძმას დაუძახოს "სემმი"...[/indent]
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s60.radikal.ru/i170/1105/6b/032faf058d88.jpg[/img][/url][/center]

[indent]დროთა განმავლობაში დინისათვის ცნობილი ხდება რომ ის უფლის ანგელოზების რჩეულია და მოსალოდნელი აპოკალიფსის ჟამს ლუციფერისა და მთავარანგელოზი მიქაელის უკანასკნელი ბრძოლის დროს ის მიქაელის ხორციელი ჭურჭლად არის არჩეული. რაზეც რათქმაუნდა ის უარს ამბობს რადგან ლუციფერმა თავის სხეულად სემი აირჩია. ის პირობას დებს მომაკვდავი მამის წინაშე რომ რადგან დემონები აუცილებლად ეცდებიან სემის გადაბირებას, ტუ ის ვერ შეძლებს შეცვალოს ძმის ბედი და გადაარჩინოს მაშინ უნდა მოკლას სემი. დინი თავად ტეხავს ლუციფერის საპყრობილის პირველ საკეტს 66-დან როდესაც ჯოჯოხეთში 30 წლის ტანჯვის შემდეგ თანხმდება დემონ ალასტარს თავად აწამოს სხვა სულები ტანჯვიდან გათავისუფლების სანაცვლოდ და 10 წელი სანამ ანგელოზი კასტიელი მას უკან ისევ დედამიწაზე არ დააბრუნებს , ჯოჯოხეთში გარდაცვლილთა სულებს აწამებს.[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s009.radikal.ru/i309/1105/22/5cfb2429ec1b.jpg[/img][/url][/center]

ის ვერ ახერხებს დროულად შეაჩეროს ძმა რომელიც კლავს ლილიტს და ამით ხსნის ჯოჯოხეთის საპყრობილის უკანასკნელ საკეტს და ლუციფერი თავისუფლდება, ხოლო გახსნილი ჯოჯოხეთის კარიბჭიდან ათასობით დემონი და ბოროტი ძალა გამოიჭრა. მთავარი მისია შესრულებულია დედის მკვლელი ყვითელთვალება დემონი აზაზელი მკვდარია მაგრამ თავისუფლებაზე გამოიჭრა მილიონობით ბოროტი ძალა და თავად ლუციფერი რამაც აპოკალიფსი გარდაუვალი გახადა და ის იძულებულია დაეხმაროს ანგელოზებს აპოკალიფსის შესაჩერებლად. დინი ახერხებს ძმასთან ერთად წარმატებით გაართვას თავი ამ მისიასაც თუმცა სემი ლუციფერთან და მიქაელთან ერთად ჯოჯოხეთში ლუციფერის საპყრობილეშია გამოკეტილი. მარტო დარცენილი დინი ასრულებს სემისთვის მიცემულ პირობას და ბრუნდება თავის საყვარელ ქალტან ლიზასთან და წლების მანძილზე მასთან ბედნიერი იჯახი აქვს სანამ ერთ დღესაც ჯოჯოხეთიდან დაბრუნებული სემი არ გამოეცხადება.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s016.radikal.ru/i335/1105/bc/f39b2261641e.jpg[/img][/url][/center]

[indent]მეექვსე სეზონში ხდება განზოგადება და განმარტება იმ ყველაფრის რაზეც წინა სეზონებში იყო საუბარი. აქცენტი გაკეთებულია ურთიერთობებზე , ოჯახზე, მეგობრობაზე , თავისუფალ ნებაზე , ადამიანის სულზე როგორც ენერგიის წყაროზე და ადამიანის სულზე როგორც საზრდოზე ინდივიდუალურობისა და ურთიერთობების საწყისზე ,რომელიც მექანიკური არსებისაგან განასხვავებს ადამიანს. დინი კასტიელს ეხმარება ზეცაში გაჩაღებული ომის მოგებაში თუმცა იგებს კასტიელისა და დემონ კროულის ალიანსის შესახებ და იძაბება ურთიერთობა ორ საუკეთესო მეგობარს შორის, საბოლოოდ დინი წირავს კასტიელს რომელიც განმეორებითი აპოკალიფსის შესაჩერებლად ცდილობს სულების და მათგან მიღებული ენერგიის საშუალებით დაამარცხოს მთავარანგელოზი რაფაელი და გადაარჩინოს კაცობრიობა კიდევ ერთ აპოკალიფსს. დინი ცდილობს საუბრით გადაიტანოს მისი ყურადღება სანამ სემი მთავარანგელოზის მახვილს ჩასცემს ზურგში კასტიელს... თუმცა კასტიელი უკვე იმდენად ძლიერია რომ მისი მოკვლა მთავარანგელოზის მახვილით შეუძლებელია...[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s57.radikal.ru/i157/1105/bd/e2e46cba0a7e.jpg[/img][/url][/center]

[center][size=4][b][u]Sam Winchester / სემ ვინჩესტერი ( Jared Padalecki)[/u][/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s004.radikal.ru/i205/1105/80/e4c3ee741616.jpg[/img][/url][/center]

სემი სერიალის ერთერთი მთავარი გმირია, ჯონ და მერი ვინჩესტერების უმცროსი ვაჟი, დინ ვინჩესტერის ძმა, მასზე 4 წლით უმცროსი.

სემი ძალიან პატარა იყო როცა დედა დაეღუპა, ამიტომ მას ყველაზე ცოტა რამ შემორჩა მეხსიერებაში ამ დღის შესახებ და ყველაზე მეტადაა დაინტერესებული დედის მკვლელის პოვნაში. ის ძალიან განსხვავდება დინისგან, ბნელ ძალებზე ნადირობა არასოდეს ყოფილა მისი სურვილი, მამასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ადამიანურად ცხოვრების სურვილით პროტესტის ნიშნად სახლიდან მიდის და სტენფორდის უნივერსიტეტში აბარებს, სადაც ხვდება თავისი ოცნების ქალს და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს სანამ დინი არ გამოჩნდება მამის გაუჩინარების შესახებ ცნობით. მას შემდეგ რაც მისი საყვარელი ქალიც ანალოგიური უცნაური სკიკვდილის მსხვერპლი ხდება სემი საბოლოოდ გადაწყვეტს დაეხმაროს ძმას დაკარგული მამისა და მათი მტავარი მტერის „ყვითელთვალება დემონის“ პოვნაში.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s39.radikal.ru/i085/1105/ba/b805e57b1ef3.jpg[/img][/url][/center]

სემი ფლობს ტელეკინეზისა და წინასწარმეტყველების უნარს. რაც მას ნერვიულობის სერიოზულ საბაბსაც უჩენს არ გადავიდეს ბოროტი ძალების მხარეს, ამიტომ ცდილობს დაეხმაროს რაც ჩეიძლება მეტ ადამიანს და შეცვალოს საკუთარი ბედი. ჯოჯოხეთის კარიბჭის გახსნის შემდეგ ის წინასწარმეტყველების უნარს კარგავს თუმცა იწყებს დემონის სისხლის სმას და შეიძენს ახალ უნარს ეგზორციზმის, ადამიანიდან დემონის გამოდევნისა და მისი ჯოჯოხეთში გაგზავნის უნარს, ლუციფერის აღდგომისა და განთავისუფლების შემდეგ ის შეძლებს ამ დამკიდებულებისაგან თავის დაღწევას და მხოლოდ იმისთვის სვამს დემონის სისხლს რომ შეებრძოლოს ლუციფერს და ისევ დააბრუნოს უკან საპყრობილეში.
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://i075.radikal.ru/1105/9a/b476d59f857a.jpg[/img][/url][/center]


[center][b]პერსონაჟის განვითარება :[/b][/center]

ერთი წლის სემი მისმა ძმამ დინმა გადაარჩინა და მასთან ერთად გამოიქცა ცეცხლმოკიდებული სახლიდან როდესაც ჯონ ვინჩესტერი ამაოდ ცდილობდა მეუღლის გადარჩენას.

22 წლის შემდეგ ის ძმასთან ერთად იწყებს მოგზაურობას მამის საპოვნელად, ხდება მონადირე და ებრძვის სხვადასხვა დემონებსა და ზებუნებრივ ძალებს, პირველი სეზონის დასასრულს მამასთან და ძმასთან ერთად ავარიაში ხვდება.

მეორე სეზონში სემი გებულობს რომ მასში დემონის სისხლია და ის უნდა გახდეს დემონთა არმიის წინამძღოლი, დინმა ან უნდა იხსნას ის ან უნდა მოკლას ეს არის ჯონ ვინჩესტერის პირობა რომელიც მან თავის ვაჟს დაადებინა სიკვდილის წინ. სემი კვდება და მისი ძმა დინი გარიგებას დებს დემონთან მისის სიცოცხლე და ჯოჯოხეთი სემის სიცოცხლის სანაცვლოდ , სემი ბრუნდება თუმცა უკვე სხვა ადამიანი.

მესამე სეზონში სემი ცდილობს იხსნას ძმა მოსალოდნელი ჯოჯოხეთისაგან დემონის რუბის დახმარებით თუმცა ლილიტი ახერხებს მის ცდუნებას და სიამოვნებით უყურებს როგორ ფლეთენ მის ძმას ჯოჯოხეთის ძაღლები.

მეოთხე სეზონში კარგად ჩანს სემის პიროვნების ცვლილება. დინი ჯოჯოხეთშია ის მარტო დარჩა. თუ აქამდე სემი დინზე მეტადაც კი აფასებდა და იცავდა კანონს, იყო უფრო რაციონალური , ცდილობდა ეპოვა გამოსავალი ძალადობისა და მზიმე შედეგებისათვის გვერდის ავლით, მეოთხე სეზონში ის დემონ რუბისთან აბამს რომანს და მიუხედავად გაფრთხილებისა რომ მისი ზებუნებრივი შესაძლებლობების ესე ხშირად გამოყენებით შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდეს, ის მთელი თავისი არსებით გადაეშვება ამ ყველაფერში ხდება უფრო ცივი, უემოციო, და თითქმის ყოველთვის იტყუება. ჯოჯოხეთიდან კასტიელს მიერ დაბრუნებული დინის თხოვნაც არ ჭრის და აპოკალიფსი იწყება.

მეხუთე სეზონში სემს საკუთარი ძმა აღარ ენდობა და ისინი წყვეტენ ერთობლივ საქმიანობას. თუმცა ამ სეზონში ნათელი ხდება რომ სემი არის ხორციელი ჭურჭელი ლუციფერისთვის ხოლო მისი ძმა დინი მთავარანგელოზი მიქაელისთვის მათი უკანასკნელი მთავარი ბრძოლისას. თუმცა თანხმობის გარეშე მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ძმების სხეულები ამიტომ სემი დინთან და კასტიელთან ერთად იწყებს აპოკალიფსის შეჩერებისათვის ბრძოლას. მთავარანგელოზი გაბრიელისაგან რომელიც ამავედროს მიქაელის ძმაა , იგებენ საშუალებას რითიც შეუძლიათ შეაჩერონ აპოკალიფსი და ლუციფერი, ვინაიდან იმ ხუთი გამონაკლისი ანგელოზიდან რომლის მოკვლაც კოლტს არ შეუძლია ერთერთი ლუციფერია ერთადერთი საშუალება ლუციფერის შესაჩერებლად მისი კვლავ საპყრობილეში შეტყუებაა, საიდანაც ძმების დაუდევრობით შეძლო თავის დაღწევა.საპყრობილის კარის გასახსნელად კი აუცილებელია აპოკალიფსის ოთხი მაცნის ბეჭედი ....

ამ სეზონში სემი თანხმობას აძლევს ლუციფერს ცასახლდეს მის სხეულში იმ იმედით რომ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს მას და გამოკეტოს საპყრობილეში. თუმცა ლუციფერი მაინც შეძლებს მასზე კონტროლის მოპოვებას და სემი კლავს კასტიელსა და ბობის მათ საუკეთესო მეგობარს და მონადირეს, და აპირებს მოკლას დინიც მაგრამ პატარა ჯარისკაცი მანქანის მინასთან რომელიც სემმა ბავშვობისას მოახერხა და ჩაჭედა ისე რომ სამუდამოდ დარჩა იქ ახსენებს მას ბავშვობას და საშუალებას აძლევს სემს საკუთარ სხეულზე ისევ დაიბრუნოს კონტროლი ,მიქაელთან და ლუციფერთან ერთად ჯოჯოხეთის მიწისქვეშა საპყრობილეში უჩინარდება.

მეექვსე სეზონიში უკვე ერთი წელია გასული რაც სემი ჯოჯოხეთშია თუმცა ეს დინისთვის. სინამდვილეში სემი მალევე ბრუნდება უკან, მას როგორც შემდეგ ირკვევა კასტიელი და კროული აბრუნებენ ჯოჯოხეთიდან თუმცა მხოლოდ ხორციელად , სემის სული კვლავ ჯოჯოხეთშია ლუციფერთან და მიქაელთან ერთად.სემი სულის გარეშე თითქმის ჩევეულებრივი სემია მოგონებებითა და ურთიერთობებით თუმცა მას არ აქვს გრძნობები. ის საუკეთესო ცივსისხლიანი მონადირეა რომელიც საკუთარ ძმასაც კი გასწირავს. სემი ჯოჯოხეთიდან დაბრუნების შემდეგ მასთან ერთად აღდგენილ ბაბუასთან მერი ვინჩესტერის მამასთან სამუელ კემბელთან და მის რამოდენიმე ნათესავტან ერთად იწყებს განსაწმენდელის ძებნას. სემს სურვილი აქვს დაიბრუნოს საკუთარი სული მაგრამ ის იმდენად დიდი ხანი იყო გამოკეტილი ჯოჯოხეთში ლუციფერთან და მიქაელთან ერთად რომ დაბრუნების შემთხვევაში სახიფათო და სასიკვდილო იქნება სემისა და ზოგადად კაცობრიობისთვის, ამის გაგების შემდეგ სემი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მისი სული არ დაბრუნდეს მას შემდეგ რაც გაიგებს რომ დინი სიკვდილთან მოსალაპარაკებლადაც კი არ იხევს უკან რომ ძმას სული დაუბრუნოს. სემი თითქმის კლავს ბობის რომელშიც მამამისის სისხლია რადგან მამის მკვლელობა ერთერთი იმ უმძიმესი ცოდვათაგანია რომლის გამოც სულს არარ შეუძლია სხეულში გაჩერება და სამუდამო ტანჯვისთვისაა განწირული. დინი ახერხებს დროულად დაბრუნებას და სიკვდილის დახმარებით სემს კვლავ უბრუნდება სული, თუმცა სიკვდილი აგებს კედელს სემის ქვეცნობიერში, ბარიერს ჯოჯოხეთსა და ჩვეულებრივ სემს შორის რომლის დანგრევის შემთხვევაშიც არავინ იცის გადარჩება თუ არა ის.

სემის სრული სახელია სემუელ ვინჩესტერი რაც ძალიან გავს დემონურ სახელს სამაელს ,როგორც იწოდება სიკვდილის ანგელოზი დემონოლოგიაში. აღნისნული სახელი ასევე ხშირად განიხილება როგორც ეშმაკის ნამდვილი სახელი დაცემამდე, როდესაც ის ჯერ კიდევ ანგელოზი იყო . რაც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე რომ მისი დაბადებიდან უკვე განსაზღვრული იყო რომ სემი ლუციფერის განსახიერება უნდა გამხდარიყო.

[center][size=4][b][u]John Winchester / ჯონ ვინჩესტერი ( Jeffrey Dean Morgan)[/u][/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s52.radikal.ru/i135/1105/fa/4c77e50d28b8.jpg[/img][/url][/center]

[indent]ყოფილი ამერიკის საზღვაო ძალების ჯარისკაცი, სემ და დინ ვინჩესტერების მამა. ჯონ ვინჩესტერი მოწმე ხდება საკუთარი მეუღლის სასტიკი მკვლელობის და ამაოდ ცდილობს მის გადარჩენას, რის შემდეგაც მარტო რჩება ორ პატარა შვილთან ერთად. მედიმისგან გებულობს რომ მერის მკვლელობაში ზებუნებრივი ძალებია ჩარეული და ჯონი იწყებს შესწავლას დემონოლოგიისას , წლების მანძილზე აგროვებს ინფორმაციას და იარაღს და პატარა შვილებსაც ასწავლის მათთან ბრძოლას.
[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i017.radikal.ru/1105/00/5a0e4fdeaa82.jpg[/img][/url][/center]

[indent]ჯონს დაძაბული ურთიერთობა აქვს სემთან რომელიც საყვედურობს მას იმის გამო , რომ დედის სიკვდილის შემდეგ ის არაფერზე არ ფიქრობს გარდა დემონებისა და ბოროტი ძალებისა და მათ დიდი ხანია აღარ აქვთ ოჯახი და აღარ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით. ჯონი წინააღმდეგია თუმცა სემი სახლინად მიდის. ჯონს ყოველთვის კარგი ურთიერთობა აქვს და განსაკუთრებულად უყვარს დინი რომელიც მასთან ერთად რჩება და მონადირე ხდება.
[/indent]
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://i005.radikal.ru/1105/b9/35db5d9b68a3.jpg[/img][/url][/center]

[indent]ერთერთ სეზონში ის საკუთარ სიცოცხლეს სწირავს კომაში ჩავარდნილი დინიდ გადასარჩენად და დემონთან დებს გარიგებას გზაჯვარედინზე და ჯოჯოხეთის ზაღლების მსხვერპლი ხდება. სიკვდილის წინ პირობას ჩამოართმევს დინს რომ ის ან გადაარჩენს ძმას ან მოკლავს მას. ჯონ ვინჩესტერის სული ჯოჯოხეთიდან მას შემდეგ თავისუფლდება რაც ძმები ყვითელთვალება დემონს აზაზელს გამოასალმებენ სიცოცხლეს და ხსნიან ჯოჯოხეთის კარიბჭეს. ჯონ ვინჩესტერს უნდა გაეტეხა პირველი საკეტი ლუციფერის საპყრობილის მაგრამ მან შეძლო აეტანა ჯოჯოხეთში ენითაუწერელი ტანჯვა არ დანებდა და უარი თქვა სხვა სულების წამებაზე, რაც სამწუხაროდ დინმა ვერ შეძლო და გახსნა პირველი საკეტი.
[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s003.radikal.ru/i203/1105/84/122e2e7fb626.jpg[/img][/url][/center] Edited by E madame
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]Bobby Singer / ბობი სინგერი (Jim Beaver)[/b][/size]
[/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i066.radikal.ru/1105/53/0fcd124090b5.jpg[/img][/url][/center]

[indent]ბობი სინგერი ჯონ ვინჩესტერის ნაცნობი და მონადირე. მას და ჯონს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო რატომღაც მზად არიან ერთმანეთი სიცოცხლეს გამოასალმონ. ბობიმ მოკლა საკუთარი ცოლი რომელსაც დემონი ჩაუსახლდა და ამის შემდეგ დაიწყო შესწავლა ზებუნებრივი ძლების. ის საუკეთესო მცოდნეა დემონოლოგიის. ჯონ ვინჩესტერის გარდაცვალების შემდეგ ძმებს მასტან შეხვედრა უწევთ ბობიც უანგაროდ ეხმარება მათ და დროტა განმავლობაში ისნი ერთად იწყებენ მუშაობას და ის ფაქტიურად მეორე მამა ხდება ვინჩესტერების. [/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i014.radikal.ru/1105/fd/a91374c2e7df.jpg[/img][/url][/center]

[indent]ერთერთ ეპიზოდში ბობის სხეულში დემონი სახლდება და ვინჩესტერების განადგურებას ლამობს თუმცა ბობი ახერხებს ფაქტიურად შეუძლებელს და საკუტარ სხეულს იმორჩილებს რის შემდეგაც სპეციალურ დანას ირტყამს და დემონს განდევნის საკუთარი სხეულიდან. როდესაც დემონი ადამიანის სხეულს ეპატრონება მისი დატოვების შემდეგ სხეულის პატრონი აუცილებლად კვდება, ბობი გადარჩა მაგრამ სამუდამოდ დაინვალიდდა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა , მაგრამ ერთერთ ეპიზოდში ის გარიგებას დებს კროულისთან რომელიც საჩუქრის სახით მისი სულის სანაცვლოდ ბობის აძლევს კიდევ ერთ შანსს ისევ გაიაროს. ბობი ახერხებს კროულის ხაფანგში მომწყვდევას და აიძულებს მას დაარღვიოს შეთანხმება რითიც დაიბრუნებს უკან საკუთარ სულსაც და ინვალიდის სავარძელსაც სამუდამოდ ემშვიდობება. მეხუთე სეზონში აპოკალიფსის დროს ბობის ლუციფერი კლავს თუმცა მას საიქიოდან აბრუნებს ღმერთის მიერ დაწინაურებული უკვე მთავარანგელოზი კასტიელი და მომდევნო სეზონში ის ისევ აგრძელებს ვინჩესტერებთან ერთად ზეცაში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში ტავისი წვლილის შეტანას [/indent]
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://i066.radikal.ru/1105/e7/c1d6ca7a5f1b.jpg[/img][/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]ღმერთი .....[/b][/size][/center]

[indent]ის მონაწილეობს თითქმის ყველა ეპიზოდში მაგრამ არასოდეს არ ჩანს.... თავის საქმიანობას ახორციელებს არა მარტო ანგელოზების არამედ ზებუნებრივ ძალებზე მონადირეთა ხელით. ლუციფერის განდგომის შემდეგ მისი ბრძანებით მიქაელი საკუთარ ძმას ქვესკნელში, საპყრობილეში კეტავს რომელსაც 600 ზემეტი საკეტი იცავს, აქედან 66 ის გახსნის შემთხვევაში ლუციფერს შეუძლია თავი დააღწიოს ტყვეობას. ნაწირნასწარმეტყველები აპოკალიფსის შესაჩერებლად ღმერთი არაფერს აკეთებს, ერთ დღესაც ის უბრალოდ ქრება და ზეცა და ქვესკნელი ამაოდ ეძებს მთელი მომდევნო ეპიზოდებში. არსებობს მხოლოდ ოთხი მთავარანგელოზი რომელთაც რეალურად უნახავთ ღმერთი : მიქაელი, ლუციფერი, გაბრიელი რაფაელი და ედემის ბაღის მცველი იეშუა რომელსაც არ უნახავს არასოდეს ის მაგრამ ესაუბრება მას და ვინჩესტერებს ეუბნება რომ ღმერთი დედამიწაზეა. დანარჩენი ანგელოზები ასრულებენ მის ნებას მაგრამ არასოდეს უნახავთ ღმერთი.მის ძებნაში კასტიელთან ერთად ვინჩესტერები პოულობენ ვინმე ჩაკს რომელიც წინასწარ აღწერს მომავალში განვითარებულ მოვლენებს თავის წიგნში ვინჩესტერების ცხოვრებაზე ჯერ კიდევ მერის სიკვდილიდან მოყოლებული, დასახელებით "ზებუნებრივი".თავდაპირველად დარწმუნებულნი არიან რომ ჩაკი ღმერთია მაგრამ კასტიელის მტკიცებით ის მხოლოდდამხოლოდ ღმერთის წინასწარმეტყველია. თუმცა აპოკალიფსი ჩაკის მონოლოგის პარალელურად ვითარდება, რის შემდეგაც ის აპოკალიფსის დასასრულის პარალელურად ასრულებს წიგნის წერას და საეჭვოდ ქრება... არის თუ არა ჩაკი ღმერთი მომდევნო სეზონებშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა .[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s57.radikal.ru/i155/1105/d2/bca5172cb972.jpg[/img][/url][/center]

[indent]პირველ საკეტს ხსნის ჯოჯოხეთში მოხვედრილი სამართლიანი ადამიანი რომელიც თანხმობას განაცხადებს გარდაცვლილთა სულების წამებაზე. ესეთი უნდა ყოფილიყო ჯონ ვინჩესტერი რომელმაც გაუძლო ყველანაირ განსაცდელს მაგრამ ვერ გაუზლო დინმა და პირველი საკეტი გაიხსნა. ღმერთის გაუჩინერების შემდეგ ზეცა არ უშლის ხელს აპოკალიფსის დაწყებას, რადგან დარწმუნებულები არიან იმასი რომ უკანასკნელ ბრძოლაში მიქაელი შეზლებს საკუთარი ძმის ლუციფერის შეჩერებას და ამას განიხილავენ როგორც კიდევ ერთ შთამბეჭდავ გამარჯვებას ქვესკნელზე. ერთერთი ანგელოზის კასტიელის დახმარებით ვინჩესტერები ახერხებენ აპოკალიფსის შეჩერებას მაგრამ ანგელოზთა მეთაური მიქაელი ქვესკნელშია ზეცაში ქაოსია , დაწინაურებული მთავარანგელოზი კასტიელი ამაოდ ეძებს ღმერთს და უდგება სათავეში ანგელოზთა არმიას აპოკალიფსის გამმეორების შესაჩერებლად რაფაელთან და მის მომხრე ანგელოზებთან გაჩაღებულ ბრძოლაში , კაცობრიობის გადასარჩენად და სამყაროს აღსასრულის თავიდან ასაცილებლად.

[/indent]

:heat: ჰუჰ..... დღეისთვის საკმარისია შემდგომში სერიალის პერსონაჟ ანგელოზებსა და დემონებზეც ვიტყვი ორ სიტყვას :) Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]ანგელოზები ...[/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s009.radikal.ru/i309/1105/bc/b5c5b0365dc8.jpg[/img][/url][/center]

თავდაპირველად ანგელოზების ცენტრალურ ფიგურებად შემოყვანა სერიალში განსაზღვრული არ იყო, ღმერთს თავისი საქმე მხოლოდ მონადირეთა ხელით უნდა ეკეთებინა მაგრამ იქედან გამომდინარე რომ სერიალში ფაქტიურად შეიქმნა დემონთა იმპერია რომლებზეც ნადირობდნენ ვინჩესტერები ,სიუჟეტმა მოითხოვა მეორე საპირისპირო ძალა , მასობრივი აჯანყება და შეტაკება, რისთვისაც საჭირო გახდა სერიალში ანგელოზთა შემოყვანა რითიც კიდევ რამოდენიმე სიუჟეტური ხაზი შეემატა სერიალს.

ადამიანთა სამყაროში ანგელოზები ღმერთის გაუჩინარების შემდეგ ჩნდებიან. ისინი შექმნილნი არიან იმისთვის რომ აღასრულონ ღვთის ნება და როგორც ერთერთი მათგანი კასტიელი ამბობს მათ ბუნებაში დევთ ბრმა მორჩილება უფლისადმი. ერთმანეთს ოჯახად თვლიან ხოლო ღმერთს მათ მეთაურად მიუხედავად იმისა რომ ოთხი მთავარანგელოზის მიქაელის , გაბრიელის, რაფაელისა და განდგომილი ლუციფერის გარდა ის არცერთ მათგანს არ უნახავს, გაუჩინარების შემდეგ კი ამაოდ იწყებენ მის ძებნას და აპოკალიფსის მოლოდინში არიან.

ანგელოზთა რეალური ფორმისა და სახის აღქმა ადამიანისთვის შეუზლებელია, ყველაზე მსუგუქ შემთხვევაში მათი სხეულის სინათლე ადამიანის სიბრმავეს იწვევს ხოლო ხმა სიყრუესა და ფსიქიკურ აშლილობას, ამიტომ დედამიწაზე ჩამოსვლისას ისინი ირჩევენ კეთილ და მორწმუნე ადამიანების სხეულს რომლებიც მათი ხორციელი ჭურჭლის ფუნქციას ასრულებენ. ანგელოზებს მხოლოდ სხეულის პატრონის თანხმობის შემდეგ შეუზლიათ ჩასახლდნენ და აკონტროლონ მათი სხეული და რეალურად ესეთი ჭურჭელი ადამიანის სახით დედამიწაზე თითოეული ანგელოზისთვის ერთადერთია, სხვა დანარჩენები უბრალოდ მხოლოდ მათ დროებით შემცვლელად გამოდგება.

ანგელოზები ძლიერი და მრავალფეროვანი შესაძლებლობების პატრონები არიან. ტელეკინეზთან ერთად მათ აქვთ უნარი მოკლან და განდევნონ ჯოჯოხეთში სხვადასხვა დემონები მათი სხეულის მფლობელის შუბლზე შეხებითაც კი. აქვთ დროის შეჩერებისა და მასში მოგზაურობის, საკუთარი და სხვისი ერთი ადგილიდან სხვაგან ტელეპორტირების უნარი. ანგელოზებს შეუძლიათ განაგონ დრო მაგრამ მათ არ შეუძლიათ განკარგონ ბედისწერა. ზეციდან განდევნილი ანგელოზი დროთა განმავლობაში კარგავს ყველა უნარს. გამონაკლისია მხოლოდ ლუციფერი და მთავარანგელოზი გაბრიელი რომელიც დედამიწაზე იმალება .


არსებობს სპეციალური ნიშნები რომელთა დახატვით კონკრეტულ ადგილებზე და დანიშნულებისამებრ გამოყენებით ,შესაძლებელია კონკრეტული ადგილი უხილავი გახდეს ანგელოზისათვის, შეუზლებელი გახდეს მისთვის შიგ შესვლა ან გადაისროლოს ის ძალიან შორს ზეცაში.

დაცემული ანგელოზი შეიძლება გახდეს ადამიანი და დაიბადოს დედამიწაზე ადამიანად ზეციდან გამოდევნის შემდეგ, თუმცა ეს საკმაოდ მტკივნეული და რთული პროცესია რომლის დროსაც ხდება ანგელოზის ზეციური და ადამიანური საწყისის გახლეჩვა , მისი ზეციური საწყისი და ძალაუფლებაც მასთან ერთად ვარდება დედამიწაზე და გარდაისახება რაიმე კონკრეტულში , რომლის პოვნის შემდეგაც ანგელოზს კვლავ შეუძლია დაიბრუნოს ზეციური ზებუნებრივი შესაძლებლობები.

ანგელოზები უკვდავები არიან თუმცა მათთვის დემონებს ზიანის მიყენება შეუძლიათ , და მათი მოკვლა შესაძლებელია მხოლოდ მთავარანგელოზთა მახვილით. ანგელოზის სიკვდილს თან სდევს უზარმაზარი ენერგიის გამოსხივება რაც სწვავს მათ ფრთებს და გარდაცვლილი ანგელოზისგან მხოლოდ მისი ფიზიკური ჭურჭლის სხეული და დამწვარი ფრთებისაგან დარჩენილი შავი კვალი რჩება მიწაზე.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i034.radikal.ru/1105/ef/7a877dc55312.jpg[/img][/url][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]დემონები .....[/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s41.radikal.ru/i092/1105/93/6d949df94a1e.jpg[/img][/url]
[size=2][i]აზაზელი[/i]
[/size][/center]
[indent]დემონები სერიალში წარმოადგენენ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განსახიერებას. ცივსისხლიანები და სასტიკები არიან. სიამოვნებას იღებენ ადამიანთა რანჯვით. მათი უმეტესობა გარდასახვას ახდენს ქალის სხეულში. არსებობს იერარქია გავლენიანი და კიდევ უფრო გავლენიანი დემონების. ემორჩილებიან ლუციფერის ვასლებს მისი დატყვევების შემდეგ. [/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s58.radikal.ru/i159/1105/98/454601612b63.jpg[/img][/url]
[size=2][i]ლილიტი[/i][/size]
[/center]

[indent]დემონები ჩნდებიან შავი კვამლის სახით, იმ შემთხვევაში თუ მათი განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მოემართება ძლიერი შავი ღრუბლისა და მეხის სახით. ისევე როგორც ანგელოზები დემონებიც ირჩევენ სხეულებს დედამიწაზე რომლის პატრონსაც მათი დატოვების შემდეგ აუცილებლად კლავენ ან უკვე მკვდარ სულებთან დადებული გარიგებით ეპატრონებიან გარდაცვლილთა სხეულებს. [/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s005.radikal.ru/i211/1105/3b/c541604ffec1.jpg[/img][/url]
[i]მეგი[/i][/center]

[indent]დემონები ფლობენ ანგელოზების მსგავსად ტელეკინეზისა და ტელეპორტის უნარს , მათ შეუძლიათ ანგელოზებსაც მიაყენონ ზიანი , შეებრძოლონ ჯოჯოხეთის მცველ ძაღლებს და გამოასალმონ სიცოცხლეს სხვა ძლევამოსილი დემონი სპეციალური დანით რომელიც დემონებს კლავს.
[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i025.radikal.ru/1105/0d/a7d8342bda11.jpg[/img][/url]
[i]რუბი [/i]
[/center]

დემონთა განადგურება შესაძლებელია მათი სხეულის პატრონის ძვლების დაწვით ან კოლტით. დროებით მათი განეიტრალება მარილის ტყვიებითა და ნაკურთხი წყალითაც შეიძლება თუმცა რაც უფრო ძლიერია დემონი და იერარქიით მაღლა დგას მით უფრო რთულია მასთან ბრძოლა და ნაკლები საშუალება მისი მოკვლის.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i066.radikal.ru/1105/ef/5a7de6e25eff.jpg[/img][/url]
[i]კროული [/i][/center]

ცალკე იერარქიაა გზაჯვარედინის დემონები რომელთა ერთადერთ საქმიანობას ადამიანებთან სულითა და სურვიებით ვაჭრობა წარმოადგენს. განსხვავებულია მათი თვალების ფერი იერარქიის მიხედვით. შედარებით უფრო ძლევამოსილების თვალები ყვითელი ან თეთრი ფერისაა როგორც მაგალითად ლილიტისა და აზაზელის, გზაჯვარედინების დემონებს წითელი ფერის თვალები აქვთ ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვან ჩვეულებრივ დემონებს შავი ფერის.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s012.radikal.ru/i321/1105/dc/4e91bb2b99fb.jpg[/img][/url]
[i]გზაჯვარედინების დემონი [/i][/center]

რჩეული ვასლების , აზაზელისა და ლილიტის მეშვეობით ლუციფერი ახერხებს მისი საპყრობილის ყველა საკეტის გახსნას და ტყვეობიდან თავის დაღწევას რის შემდეგაც იწყება აპოკალიფსი. დედამიწაზე ჩამოდის აპოკალიფსის ოთხი მხედარი : ომი , შიმშილი, ავადმყოფობა და სიკვდილი.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i028.radikal.ru/1105/14/33e799e3903a.jpg[/img][/url]
[i]ალასტერი[/i][/center]

აპოკალიფსის შეჩერების შემდეგ ისინი კვლავ აქტიურდებიან გამოკეტილი ლუციფერის გასათავისუფლებლად და აპოკალიფსის ხელახლა დასაწყებად.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i019.radikal.ru/1105/73/912fda9c77d9.jpg[/IMG][/URL]
[i]ლუციფერი [/i][/center] Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='E madame' post='636699']
ღმერთი .....
[/quote]
ღმერთი არ არის, წინასწარმეტყველია უბრალოდ, შუამავალი რა.

კარგი თემაა, ესენი შენი დაწერილია?


ამ სერიალს უკვე მეორედ ვუყურებ, პირველად რუსულ ენაზე, ეხლა ინგლისურად ორიგინალში.

მოკლედ მაგარი სერიალია, ეგ ბიჭები იმ საქმეს აკეთებენ რაც ყველაზე მეტად უყვართ და გამოსდით.
ცხოვრებაში ამას ვაფასებ ყველაზე მეტად, აკეთო შენი საქმე, ის რაც შენთვისაა, ის რასაც სხვა შენზე უკეთ ვერ გააკეთებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b], ხო არარი ღმერთი. იმედია მეშვიდეში მაინც გამოჩნდება მაგრამ მე მაინც მირჩევნია რომ ისევ ესეთ იდუმალ პერსონაჟად დარჩეს ვიდრე გამოჩნდეს რავი. :(

[center][size=4][b][u]მთავარანგელოზი მიქაელი ...[/u][/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i003.radikal.ru/1105/80/6db0f18ce617.jpg[/img][/url][/center]



[indent]ღმერთის რჩეული, ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მთავარანგელოზი, ლუციფერისა და გაბრიელის უფროსი ძმა. განდგომის შემდეგ ლუციფერი მხარდაჭერას ძმისგან ელის თუმცა ღმერთის ბრძანებით მისი ერთგული მსახური ქვესკნელის ბნელ საპყრობილეში ამწყვდევს ძმას. აპოკალიფსის დროს ის უკანასკნელად უნდა შეებრძოლოს საკუთარ ძმას ლუციფერს და დადგება ქვეყნის აღსასრული. მიქაელისათვის სხეული დინ ვინძჩესტერია რომელიც უარზეა ამიტომ მისი თანხმობის გარეშე მთავარანგელოზი მის სხეულს ვერ ეპატრონება.[/indent]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s59.radikal.ru/i164/1105/e7/0bb3810c5908.jpg[/img][/url][/center]

მიქაელის დედამიწაზე პირველი გამოჩენა ანგელოზის ანა მილტონის გამო ხდება რომელიც შორეულ წარსულში მიემგზავრება სადაც 1978 წელში , მიზნით გამოასალმოს სიცოცხლეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯონ და მერი ვინჩესტერები და ამით თავიდან აიცილოს სემისა და დინის ქვეყნად მოვლინება და მათ მიერ გამოწვეული აპოკალიფსი. ჯონ ვინჩესტერის თანხმობით მიქაელი მსი სხეულს იყენებს და მილტონის კვალდაკვალ მოსული ვინჩესტერებისა და კასტიელის წინაშე წარსდგება. მიქაელი კლავს ანა მილტონს ხოლო დანარჩენებს ისევ უკან აწმყოში აბრუნებს ხოლო დინს ეუბნება რომ მასაც სწორედ იმგვარად სურს საკუთარი ძმის მოკვლა როგორც თავად დინს სემის მაგრამ ის გააკეთებს ამას რადგან ეს სწორი ნაბიჯია და ესეთია უფლის ნება და ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს არანაირი თავისუფალი ნება და უკანასკნელი ბრძოლა აუცილებლად შედგება და დინ ვინჩესტერიც აუცილებლად განუცხადებს მას თანხმობას.
[center]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s11.radikal.ru/i183/1105/a9/424f3c063150.jpg[/img][/url][/center]

[indent]წინააღმდეგონის გამო მიქაელი ახალ გეგმას შეიმუშავებს დინის წინააღმდეგ და თამაშში შემოყავს ვინჩესტერების ნახევარძმა ადამი, რომელსაც შემდგომ იტაცებს ზაქარიას დახმარებით და ამით ცდილობს დინის მანიპულირებას. ძმის გადასარჩენად ის რათქმაუნდა ყველაფერზე მიდის და თანხმობას განუცხადებს მიქაელს თუმცა ახერხებს თავის დაღწევას ოტახიდან კასტიელის დახმარებით მაგრამ კვლავ ტყვეობაში რჩება ადამი რომლის სხეულსაც იყენებს საბოლოოდ მიქაელი ლუციფერთან შებრძოლებისას რომლის შედეგადაც ის ლუციფერთან და სემ ვინჩესტერთან ერთად ჯოჯოხეთის ბნელ საპყრობილეში აღმოჩნდება გამოკეტილი ხოლო ზეცას ღმერთის ახალი რჩეული , უკვე დაწინაურებული მთავარანგელოზი კასტიელი ჰყავს.[/indent]

>>>>>>>>>>>

[center][size=4][b][u]მთავარანგელოზი გაბრიელი ...[/u][/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i039.radikal.ru/1105/5d/099415cf9ca4.gif[/img][/url][/center]

მთავარანგელოზ მიქაელისა და ლუციფერის უმცროსი და ყველაზე ჭკუამხიარული ძმა.ის გამოიქცა ზეციდან რადგან მოსალოდნელი აპოკალიფსის გამო იცის კარგი დღე არ დაადგება არავინ იცის ზეცაში სად არის. დედამიწაზე ილუზიონისტის სხეულით იმალება და ხორციელი ცხოვრებით ტკბება. განსაკუთრებით უყვარს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით მომსახურეობა და სასმელი.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s42.radikal.ru/i096/1105/8b/0d93a0b71014.jpg[/img][/url]
[/center]
გაბრიელი მხიარული გართობის დიდი მოყვარულია ამიტომ ის ერთერთ სერიაში უბრალოდ ეთამაშება სემს და მთელი დღის განმავლობაში აიძულებს რამოდენიმეჯერ გაიაროს ერთიდაიგივე სამშაბათი დღე სადაც ყოველ ჯერზე მის თვალწინ სხვადასხვა მიზეზით იღუპება დინი თუმცა ბოლო ჯერზე შეცდომას უშვებს და სემი მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას ახერხებს. ძმები ილუზიონისტზე ნადირობას იწყებენ და აღმოაჩენენ რომ ის არც მეტი არც ნაკლები თავად მთვაარანგელოზი გაბრიელია.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s41.radikal.ru/i093/1105/c6/566aa25189a0.jpg[/img][/url][/center]

გაბრიელი ლუციფერის მსხვერპლი ხდება თუმცა სიკვდილის შემდეგ ძმებს მისგან საჩუქრად რჩებათ ვიდეო სადაც ის უხსნის მათ როგორ უნდა შეაჩერონ აპოკალიფსი , აიცილონ თავიდან უკანასკნელი ბრძოლა და შეიტყუონ ლუციფერი უკან საპყრობილეში. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' timestamp='1306442723' post='637096']


კარგი თემაა, ესენი შენი დაწერილია?

[/quote]

ჩემი და ვიკის ერთობლივი ნამუშევარია :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],
[quote name='E madame' post='637163']
იმედია მეშვიდეში მაინც გამოჩნდება
[/quote]
მეშვიდე სეზონი ალბათ მომავალ წელს გამოვა.

მეექვსეს ბოლო სერია ნახე?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size=4][b]ბალთაზარი ....[/b][/size][/center]

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s003.radikal.ru/i201/1105/44/3dbe6828a6bb.jpg[/img][/url][/center]

ერთი შეხედვით ტრანსვესტიტს უფრო ჰგავს მაგრამ სამოთხის ანგელოზია რომელიც კასტიელის მხარეს იბრძვის ზეცაში გამართულ სამოქალაქო ომში. საყოველთაო არეულობით სარგებლობს იპარავს ყველაფერს რაც ღირებულია ზეცაში და დედამიწაზე ადამიანებთან ვაჭრობს მოპარული ნივთებით მათი სულების სანაცვლოდ.
რჩევას აძლევს სემს რომელსაც არ სურს უკან დაუბრუნდეს მისი ჯოჯოხეთში ნატანჯი სული,დააბინძუროს ჭურჭელი ანუ საკუთარი სხეული იმგვარად რომ სული შიგ ვერ დაბრუნდეს ესეთი კი მიუტევებელი ცოდვა მამის მკვლელობაა.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i034.radikal.ru/1105/57/7609a53f1167.jpg[/img][/url][/center]

კაცტიელის დავალებით მიემგზავრება შორეულ წარსულში 1912 წელს და გადაარჩენს დაღუპვისგან ტიტანიკს,როგორც ვინჩესტერებს უხსნის მხოლოდდამხოლოდ იმის გამო რომ ვერ იტანს ამ ფილმს და სელინ დიონის გულის შემაღონებელ სიმღერას და ეზიზღება ბილი ზეინი, ამიტომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მომავალში არც ფილმი შექმნილიყო და არც სიმღერა, თუმცა ეს მხოლოდ საბაბია რეალური გეგმის შესანიღბად რომელიც მხოლოდდამხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობილი რაც ამ საქციელით ბედისწერას განარისხებენ, რომელსაც შრომატევადი საქმე გაუჩინეს აღადგინოს ბალანსი და გაანადგუროს ყველა ის მილიონობით შთამომავალი რომელიც გაჩნდა იმ ადამიანებისგან მომავალში რომლბიც ტიტანიკზე უნდა დაღუპულიყვნენ და ავტომატურად ზედმეტნი გახდნენ მომავლისათვის. კასტიელისა და განრისხებული ბედისწერის საუბრიდან ნათელი ხდება რომ მთავარი მიზეზი ის ათასობით სული და ენერგიაა რომელიც ამ ფაქტით კასტიელმა მიიღო ბრძოლაში რაფაელის დასამარცხებლად. მხოლოდ სემ და დინ ვინჩესტერების მოკვლის მუქარის შემდეგ თანხმდება კასტიელი ბედისწერას და ტიტანიკი კვლავ ეჯახება აისბერგს.

მეექვსე სეზონში , მას შემდეგ რაც ვინჩესტერები კასტიელისა და კროულის ალიანსის შესახებ იგებენ დახმარებისათვის ბალთაზართან მიდიან რომელიც ტანხმდება მათ იკისროს ორმაგი აგენტის ფუნქცია კასტიელსა და მათ შორის, იგებს ადგილსამყოფელს სადაც კასტიელი და კროული განსაწმენდელის კარს გახსნიან . ვინჩესტერები ვერ ახერხებენ კასტიელისათვის ხელის შეშლას თუმცა ბალთაზარს კლავს თავად კასტიელი ღალატისათვის.

[quote name='nodariko1991' timestamp='1306487740' post='637165']
[b][member="E madame"][/b],

მეშვიდე სეზონი ალბათ მომავალ წელს გამოვა.

მეექვსეს ბოლო სერია ნახე?
[/quote]
ეხლა გამოდის სექტემბერში თუ არ ვცდები არ ვიცი ზუსტად.

კი ვნახე მეექვსეს ყველა ეპიზოდი და კაკრაზ მაგიტომმაინტერესებს ბოლო სეზონი ძალიან :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],

[quote name='E madame' post='637166']
ეხლა გამოდის სექტემბერში თუ არ ვცდები არ ვიცი ზუსტად.
[/quote]
იმედია უფრო საინტერესო იქნება.

განსაკუთრებით კასტიელი მაინტერესებს რას იზამს.

მაგარი დაადო ძმებს :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b], გამეხარდა რომ დაადო. ვინჩესტერების ბოლო ქცევას ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე დებდნენ გარიგებებს დემონებთან თვითონ და კაცობრიობის გადასარჩენად დარჩენილი ბოლო შანსის გამოყენების გამო კასტიელის შემტხვევაში დაიპუტეს კიკინები და გამოიბეს ფრთები. რეალურად რომ დაუკვირდე კასტიელმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა ფაქტიურად რადგან ის ენერგია მისთვისაც სახიფათოა და ნებისმიერ წამს შეიძლება უბრალოდ გადაიწვეს :) ამათმა მოსმენითაც არ მოუსმინეს. ძალიან გამიტყდა. კროულისაც ბევრ რამეს უნდა უმადლოდნენ მიუხედავად იმისა რომ დემონია მაგრამ ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მხოლოდ დემონია თუ უბრალოდ ორმაგი აგენტი :D ყველაფერი ვინცესტერებმა დაიწყეს და გახვიეს ქაოსში და კიდე კასტიელთან რომ აქვთ პრეტენზიები :(

[center][size=4][b][u]მთავარანგელოზი რაფაელი[/u]....[/b][/size][/center]
[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i025.radikal.ru/1105/18/14e7fb15ee05.jpg[/img][/url][/center]

ის ერთერთია იმ ოთხი მთავარანგელოზიდან რომელიც თავად ღმერთმა შექმნა. ესეთები კი არიან მიქაელი, ლუციფერი, გაბრიელი და რაფაელი. რაფაელი წინასწარმეტყველი ჩაკის მთავარი მცველია. მას ვინჩესტერებთან ხშირად მოსდის კონფლიქტი სიკვდილის პირას მიჰყავს კასტიელი აპოკალიფსის შემდეგ თუმცა არ კლავს მას. ერთერთ ეპიზოდში ხაფანგში გამომწყვდეული რაფაელისგან ძმები იგებენ რომ ღმერთი მკვდარია თუმცა სიმართლეა თუ არა ეს არ ჩანს.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://s011.radikal.ru/i317/1105/f4/64e54e5f14e9.jpg[/img][/url]
[/center]
აპოკალიფსის და ლუციფერის დატყვევების შემდეგ ზეცაში სამოქალაქო ომი იწყება. ერთ მხარეს რაფაელი იბრძვის მის მომხრე ანგელოზებთან ერთად ლუციფერისა და მიქაელის გასათავისუფლებლად ახალი აპოკალიფსისთვის ხოლო მეორე მხარეს კასტიელი სამყაროს აღსასრულის თავიდან ასაცილებლად. რაფაელის სხეულს აზიანებს ბალთაზარი ერთერთი დაპირისპირების დროს იმ მარილის ნამსხვრევით რომელიც რათქმაუნდა ზეციდან მოიპარა და რომლითაც ლოტის ცოლი დაისაჯა ათასწლეულების წინ. რაფაელს სხეული აღარ აქვს და ახალი ჭურჭლის ძებნას იწყებს, მას ქალის სხეულში ცასახლება უწევს და კროულისა და ბალთაზარის დაცინვის საბაბი ხდება.

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i041.radikal.ru/1105/2f/576bf6d35ce9.jpg[/img][/url][/center]

ბოლო ეპიზოდებში ნაჩვენებია მიზეზი რატომ ხდებიან კასტიელი და რაფაელი მტრები და რატომ იწყება ომი. აპოკალიფსის შეჩერების შემდეგ მკვდარ კასტიელს ღმერთი კვლავ აღადგენს ოღონდ ამჯერად მთავარანგელოზად და ზეცის მეთაურად. კასტიელი ცდილობს ანგელოზებს შთაუნერგოს და გააცნოს თავისუფლებისა და თავისუფალი ნების არსი, მას აღარ სურს ისინი მხოლოდ სხვისი ნების ბრმა აღმსრულებლები იყვნენ. რაფაელი კი ვინაიდან ღმერთმა დაუშვა პირველი აპოკალიფსი მის შეჩერებას ღმერთის წინააღმდეგ ქმედებად თვლის, მისი აზრით აპოკალიფსით ანგელოზთა კონტროლი ხდებოდა და თუ ისნი ტავისუფალი ნების არსს ჩაწვდებიან მათი კონტროლი შეუზლებელი გახდება , მას საბოლოოდ სურს ღმერთის ნების აღსრულება და სამყაროს აღსასრულის დადგომა , ამიტომ კასტიელს ლუციფერისა და მიქაელის ისევ გათავისუფლების სურვილის შესახებ განუცხადებს და სთხოვს ან გაჰყვეს მას ან მოკვდეს. ამის შემდეგ კასტიელი ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ღცება იძულებულია კროულისთან ერთად იპოვოს განსაწმენდელი და მოიპოვოს ენერგია რომლითაც საბოლოოდ ხელის ერთი გატკაცუნებით შეძლებს რაფაელის განადგურებს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="E madame"][/b],

[quote name='E madame' post='637173']
კასტიელის შემტხვევაში დაიპუტეს კიკინები და გამოიბეს ფრთე
[/quote]
აბაა მართლა.

როგორ თხოვა დინს, რომ მისთვის გაეგო და მხარში დადგომოდა.
რამდენჯერ გადაარჩინა კასტიელმა ისინი, ერთხელ არ იმსახურებდა მოსმენას და მხარდაჭერას?!

ისე მოხდა, რომ ვინჩესტერებმა მაგრად გამოიყენეს კასი და ბოლოს სემმა ანგელოზების მომაკვდინებელი ხმალიც კი გაუყარა.

ძმობაში ჩაიჭრნენ მაგრად.

პ.ს. კასტიელი რომ არ ყოფილიყო სერიალი მესამე სეზონით დამთავრდებოდა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
სხვათაშორის კასტიელის პერსონაჯი მარტო სამ ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო მხოლოდ ისედაც მაგრამ იმდენად კარგი ტიპაჟი შექმნა მიშა კოლინზმა რომ აუცილებელი გახდა მისი პერსონაჟი და ფაქტიურად მისი დამსახურებაცაა მომდევნო სეზონების არსებობაო :yes: მიყვარს ძალიან ეგ და კროული ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი პერსონაჟები არიან იქ ლუციფერების და ძლევამოსილი დემონობის მიუხედავად.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][size="4"][b]ზაქარია ....[/b][/size][/center]

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i004.radikal.ru/1105/1d/ab3ad5755a26.jpg[/IMG][/URL][/center]

კასტიელის ხელმძღვანელი, მიქაელის ხელქვეითი. ის ცდილობს დაარწმუნის დინ ვინჩესტერი დაუთმოს სხეული მიქაელს. იმის დასამტკიცებლად რომ ძმებს მონადირეობა სულში აქვთ და ამისგან თავს ვერასოდეს დააღწევენ ზაქარია მათ სხვა რეალობაში გადასხამს სადაც ორივე ჩვეულებრივი ადამიანია ერთ კომპანიაში მუშაობენ და არ არიან ძმები, ერტი უბრალო თანამშრომელია ხოლო მეორე ხელმძღვანელი. დროტა განმავლობაში სემიც და დინიც პარანორმალურ მოვლენას აფიქსირებენ შენობაში და ბოლოს მაინც ერთად აღმოჩნდებიან მოჩვენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
[center]
[URL=http://www.radikal.ru][IMG]http://s46.radikal.ru/i112/1105/f7/df1f8acb8e5e.jpg[/IMG][/URL][/center]

ზაქარია ახალ ახალ საშუალებებს პოულობს დინის პროვოცირებისათვის , იმის გამო რომ გამოსტყუოს თანხმობა ვინჩესტერების ნახევარძმას ადამს პოულობს და ტყვედ მიჰყავს მიზნით ის გახდეს სხეული მიქაელისათვის. თუმცა კასტიელის დახმარებით ვინჩესტერები ახერხებენ გადამალული ძმისა და ზაქარიას პოვნას სადაც ზაქარია იღუპება.

[center][URL=http://www.radikal.ru][IMG]http://i032.radikal.ru/1105/50/527265802a73.jpg[/IMG][/URL][/center]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისე სამსახიობო ოსტატობის მხრივ ძალიან მაგრები არიან.

მარტო მთავარ გმირებზე არ ვამბობ, ეპიზოდურ როლებში ვინც გამოდიან, ისე ნატურალურად გამოსდით ყველაფერი, ნამდვილ ემოციას გადმოცემენ და არა ყალბს.
იძულებული ხდები გულგრილად არ უყურო, უნდა გაიზიარო მათთან ერთად.

რამდენი სერია მახსოვს მორჩენილა მე კიდე მონიტორის შავ ეკრანს მივშტერებოდი :laugh:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0