Sign in to follow this  
Followers 0

'სტატიები ' მედიცინასთან დაკავშირებით

17 posts in this topic

ამ თემაში დავდებ
და იმედია თქვენც დადებთ
სხვადასხვა საინტერესო სტატიებს მედიცინასთან დაკავშირებით
იქნება ეს დაავადეებზე, აფთიაქებზე, კვლევებზე თუ სხვა



აუცილებლად მიუთითეთ წყარო :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[size="5"][b][size="2"]ქართული მედიცინის ისტორია[/size][/b][/size]

ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.

ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება .

პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.

სამედიცინო საქმიანობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მითოლოგიური მასალის გაცნობა-შესწავლა. პირველყოფილი თემური წყობილების მედიცინა არ იყო მოკლებული რაციონალურ საფუძველს, რასაც გათხრების გარდა ადასტურებს ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, კერძოდ, "ამირანიანი" და "ხოგაის მინდია".

აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკასა" და საერთოდ კოლხეთსა და მედეაზე არსებულ ბერძნულ-რომაულ თქმულებებსა და მხატვრულ-ისტორიულ ნაწარმოებებში ასახულია ქართულ მედიცინასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტები. მათი შესწავლა, ცალკეული ფრაგმენტების ანალიზი ქართული მედიცინის ისტორიის ამ შორეული საუკუნეების გარკვეულ სურათს ქმნიან. კოლხიდა ისეთ ქვეყნადაა დასურათებული, სადაც სამედიცინო საქმიანობა და ცოდნა ემყარებოდა ახალ აღმოჩენებს, ცდებს, მცენარეთა სამკურნალო თვისებათა გამოვლინებას, შხამებსა და სამკურნალო საშუალებებზე დაკვირვებას. ლეგენდაში მედეა წარმოდგენილია, როგორც უაღრესად განსწავლული სამკურნალო ხელოვნებაში. ბერძნული წყაროების მიხედვით, მედეას დედამ და დამ ასწავლეს მკურნალობის ხელოვნება. აიეტის ცოლის ჰეკატეს ბაღში, რომელიც მდ. ფაზისის დაბლობში ყოფილა გაშენებული 40-მდე სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. მედეას სახელს უკავშირებენ ისეთ სამედიცინო-ბიოლოგიური ცნებებს, როგორიცაა "გაახალგაზრდავება" და "სისხლის გადასხმა". ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკურნალადაც გვევლინება. მედეას სახელთან დაკავშირებელი სამედიცინო საქმიანობა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია "CURA MEDIANA"- ს სახელწოდებით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს იდეები ჩაისახა, სამედიცინო-პრაქტიკული საქმიანობა არ შეიძლება მაღალ დონეზე არ მდგარიყო.

არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მრავალრიცხოვანი, საკმაოდ დახვეწილი ქირურგიული ინსტრუმენტი, დიდი ხელოვნებით შესრულებული მდიდრული ნაკეთობანი გველის გამოსახულებით, რომლებსაც ქირურგიული მანიპულაციებისა და ჰიგიენური დანიშნულებისათვის იყენებდნენ, ბრინჯაოსაგან დამზადებული სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკური საშუალებები, რომლებიც თავის დროზე წამლის მოსამზადებელი კომპონენტების შესანახად ყოფილა განკუთვნილი და სხვ. არქეოლოგიური მასალების რენტგენოლოგიურმა შესწავლამ გამოავლინა დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების შედეგად პათოლოგიურად შეცვლილი და ნამკურნალევი ძვლები, ტრეპანაციული თავის ქალები შემდგომი შეხორცებებით, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს თემური წყობილების დროინდელ საქართველოში საკმაოდ მაღალ სამედიცინო კულტურაზე.

როგორც ირკვევა, საქართველოში მინერალური წყლებს სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ მონათმფლობელური წყობილების (ძვ.წ.აღ.VI საუკ. და ახ. წ. აღ.V საუკ.) დროს იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ბორჯომში აღმოჩენილი უძველესი აბაზანის ნაშთები, აგრეთვე არმაზის აბანო, რომელიც სამკურნალო მინერალური წყლებით მარაგდებოდა. ამავე პერიოდს (ძვ. წ. აღ. III-IV საუკ.) მიეკუთვნება ახალციხეში მიკვლეული წამლის შუშა მალამოთი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქსნის ხეობის, კლდეეთის, არმაზის, ურეკის, ვანის სამაროვნებში (ძვ. წ. აღ. II - IV საუკ.) აღმოჩენილი ნივთების, აგრეთვე კომუნალურ ნაგებობათა და სანიტარულ-ჰიგიენური ტექნიკის ნაშთების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ეპოქაში მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეზე და , შესაბამისად, მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე.

ქართული მედიცინის საკითხებზე მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართული ჰაგიოგრაფია. კერძოდ: V საუკუნეში იაკობ ცურტაველის მიერ შექმნილ ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლი "შუშანიკის წამება" და VI საუკუნის ნაწარმოები "წმინდა ნინოს ცხოვრება". საქართველოში წმინდა ნინომ უმთავრესად მკურნალობით მოიხვეჭა სახელი. ამ ძეგლებიდან ირკვევა, რომ ამ დროს არსებობდნენ “მეცნიერნი კურნებისა”, “ხელოვანი მკურნალნი”, რომლებიც ავადმყოფს ყოველმხრივ სწავლობდნენ (“და შეისწავეს იგი ყოველთა...”), ცდილობდნენ სამკურნალო საშუალებათა სათანადოდ ძიება-შერჩევას, აღიარებდნენ დაავადებათა ეტიოპათოგენეზში გარემო პირობების, გეოგრაფიული და კლიმატური ფაქტორების მნიშვნელობას, აღნიშნავდნენ შრომისა და კვების ჰიგიენური ნორმების ცოდნის აუცილებლობას.

ამავე პერიოდს მიეკუთვნება პეტრე იბერიელის მოღვაწეობა და მის მიერ პალესტინაში, ხოლო დედოფალ ბაკურდახტის მიერ კი საქართველოში საავადმყოფოების დაარსება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო და საერო მედიცინა ყოველთვის ერთმანეთს ავსებდნენ და ისე იყვნენ ერთმანეთთან გადაჯაჭვულნი, რომ მათი ცალკე გამოყოფა თითქმის შეუძლებელია.

ადრეფეოდალური ხანის (VI-X საუკ.) პირველი საუკუნეებიდანვე აღინიშნებოდა სამედიცინო მომსახურების ის ძირითადი ფორმები, რომლებიც დამახასიათებელია, საერთოდ, ფეოდალური ფორმაციისათვს, კერძოდ, მოხუცთა და უძლურთა თავშესაფრები, საავადმყოფოები, სამედიცინო-კულტურული კერები სამეფო და სავაჭრო ქალაქებში, დიდ ფეოდალთა სარეზიდენციო ქალაქებსა და საეკლესიო-კულტურულ ცენტრებში. ქართული საავადმყოფოები არსებობდა ჯერ კიდევ V საუკუნიდან როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხანძთასა და საერთოდ ტაო-კლარჯეთის მონასტრების კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საექიმო საქმიანობას ეკავა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფის - ეპიფანეს საექიმო მოღვაწეობა. პრაქტიკული საქმიანობის გარდა აქ მნიშვნელოვან სამედიცინო-ლიტერატურულ და მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდნენ. მაგ. ხანძთის სავანეებში: იშხანსა და შატბერდში თარგმნეს ანატომიურ-ფიზიოლოგიური ტრაქტატი “კაცისა შესაქმე”, რომელიც მნიშვნელოვანი მასალაა ძველი ქართული სამედიცინო-ფიზიოლოგიური აზროვნების შესწავლისათვის.

ამ პერიოდში ასევე აღსანიშნავია საბაწმინდის (იერუსალიმი) ქართველთა ლავრისა დახანძთის სავანეების საექიმო საქმიანობა, ილარიონ ქართველისა და სირიელ მამათა საექიმო მოღვაწეობა.

მკურნალთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმითაა გადმოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და, საერთოდ, მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია, აღნიშნულია სრული ანამნეზის მიღების აუცილებლობა, განხილულია ავადმყოფის მიღებასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები და სხვ., რაც იმაზე მიუთითებს, რომ VI-X საუკუნეებში ქართული მედიცინა საკმაოდ მტკიცე ეროვნულ ნიადაგზე მდგარა.

განვითარებული ფეოდალიზმის (XI - XIX საუკ. 50-იანი წლები) მედიცინის ისტორია იწყება კლასიკური პერიოდით, რომელიც გამოირჩევა საექიმო-პრაქტიკული საქმიანობის, სამედიცინო აზროვნებისა და სამედიცინო ლიტერატურის განვითარებით, პროფესიული მედიცინის ჩამოყალიბებით, სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური მშენებლობით. ლიტერატურულ წყაროებში აშკარად ჩანს დიფერენცირებულად წარმოდგენილი პროფესიული მედიცინა: ქირურგი (ჯარა), თერაპევტი (აქიმი) და მეანი, იგრძნობა როგორც საეკლესიო-სამონასტრო, ისე სამოქალაქო-პროფესიული მედიცინის განვითარება. საავადმყოფოები იქმნებოდა როგორც ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში, ისე მონასტრებთან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთაც. განსაკუთრებით ცნობილი იყო საექიმო საქმიანობით ათონის ივერთა მონასტერი. XI საუკუნიდან მოყოლებული, იქ რამდენიმე საავადმყოფო შეიქმნა, მათ შორის სპეციალიზებული საავადმყოფო კეთროვანთათვის–ლეპროზორიუმი. მონასტრის ხელმძღვანელი ექვთიმე ჩორჩანელი-ხურსიძე იყო საექიმო საქმისა და საავადმყოფოთა მშენებლობის ორგანიზატორი. ამ პერიოდს ეკუთვნის პეტრიწონისა და გელათის მონასტრებთან საავადმყოფოების აშენება, ვარძიის აფთიაქისა და ვანისქვაბის მონასტრის სასნეულოს დაარსება. ამ პერიოდის მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლებია ეფრემ მცირეს მიერ თარგმნილი იოანე დამასკელის "გარდმოცემაი" და იოანე პეტრიწონელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ბუნებისათვის კაცთა", რომლებმაც დიდი სამსახური გაუწიეს ქართული ბიოლოგიური აზროვნების განვითარებას. ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ბრწყინვალე ძეგლებადაა აღიარებული სამედიცინო პრაქტიკული ხასიათის ძეგლები ქანანელის “უსწორო კარაბადინი” (XI საუკ.) და ხოჯაყოფილის “წიგნი სააქიმოი” (XIII საუკ.), რომლებიც იმ დროისათვის ღრმა მეცნიერული აზრითა და მედიცინის ზოგადი და პრაქტიკული საკითხების გაშუქებით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ძეგლებში იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითაა მოცემული ანატომიურ-ფიზიოლოგიური, პროფილაქტიკური, ჰიგიენური, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, დიეტეტიკური და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები.

XIII - XV საუკუნეებში გამუდმებული შემოსევების შედეგად საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიური და კულტური ცხოვრების დაკნინებასთან ერთად მოისპო და განადგურდა ბევრი სამედიცინო კერა და მედიცინის ისტორიაში, ისევე როგორც ქვეყნის ისტორიაში ეს ეპოქა დაცემის პერიოდის სახელწოდებით შევიდა.

აღდგენის პერიოდში (XVI - XVIII საუკ.) პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და ეკონომიური ცხოვრების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სამედიცინო მოღვაწეობის აღდგენასა და განვითარებას. ქართველ ფეოდალთა შეწირულობებით კვლავ ანახლებენ საექიმო საქმიანობას ათონის ივერთა მონასტერში. კერძოდ, აშენდა წმ. გიორგის საავადმყოფოს ახალი შენობა, ხოლო 1610 წელს-წმინდა მოდესტის საავადმყოფო, აგრეთვე ლეპროზორიუმი. აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორე დიდ ყურადღებას აქცევდა სამედიცინო საქმის განვითარებას, მფარველობდა კათოლიკე მისიონერებსა და ხელს უწყობდა მათ საექიმო საქმიანობას, იწვევდა უცხოეთიდან, კერძოდ კონსტანტინეპოლიდან გამოცდილ ექიმებს.

აღორძინების პერიოდის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ძეგლს მიეკუთვნება ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ”სამკურნალო წიგნი-კარაბადინი”, რომელშიც საოცარი სიზუსტითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო ძეგლები უნდა მივიჩნიოთ. ასევე აღნიშვნის ღირსია დავით ბატონიშვილის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "იადიგარ დაუდი", რომელიც მაშინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება. ამავე პერიოდს განეკუთვნება სულხან საბა ორბელიანის მოღვაწეობა. მისი ცნობილი ლექსიკონი მოიცავს 50-მდე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტერმინს, დაავადებათა 160-მდე სახელწოდებას, დაავადების სიმპტომთა აღმნიშვნელ 40-მდე სიტყვას, 140-მდე სამკურნალო მცენარის დასახელებას. "სიბრძნე სიცრუისა" და "სწავლანი" ეხება ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც საკუთრივ სამედიცინო წყაროებში არ გვხვდება და საშუალებას იძლევა გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ იმდროინდელი მედიცინის შესახებ. "მოგზაურობა ევროპაში" გადმოგვცემს იმ დიდ ინტერესს, რაც საბას გამოუჩენია სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ევროპაში მოგზაურობის დროს. აღსანიშნავია სულხან საბა ორბელიანის აღზრდილის, მეცნიერებისა და კულტურის დიდი ქომაგის, მეფე ვახტანგ VI -ის "სამედიცინო პარაგრაფები". ვახტანგის ღვაწლითა და მზრუნველობით შემორჩა ქართულ კულტურას ქართული მედიცინის უძვირფასესი ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ”სამკურნალო წიგნი -კარაბადინი”

XVI, განსაკუთრებით კი XVII საუკუნიდან ქართულ მედიცინაში აშკარად იგრძნობა ევროპული მედიცინის გავლენა ტერმინოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნლობის მეთოდების და სხვ. მხრივ, თუმცა აღდგენის პერიოდი უმთავრესად მაინც ძველი ქართული მედიცინის განახლების, ძველი ქართული სამედიცინო აზროვნების აღდგენის ხანად გვევლინება.

ქართული მედიცინის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია იოანე და დავით ბაგრატიონების სამედიცინო-ლიტერატურული მოღვაწეობა, კერძოდ, დავით ბაგრატიონის “სამკურნალო რეცეპტები”, "შემოკლებული ფსიქიკა", და იოანე ბაგრატიონის დიდი ენციკლოპედიური ნაშრომი "კალმასობა", რომელიც შეიცავს სამედიცინო ხასიათის ტექსტებს. მის კალამსვე ეკუთვნის რეფორმების -"სჯულდების" პროექტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ხასიათის ღონისძიებებს, კერძოდ, სამშობიაროს მოწყობის საკითხს.

XIX საუკუნის ქართული მედიცინა ხასიათდება სამედიცინო-სანიტარიული მომსახურების ორგანიზაციისა და სააფთიაქო საქმის განვითარებით, ეპიდემიების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, საკურორტო-ბალნეოლოგიური რესურსების ათვისება-გამოყენებით, ხალხური მედიცინის ტრადიციების გაგრძელებით.

ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია ისეთი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების დაარსება, როგორიცაა ქალაქის საავადმყოფო (მიხეილის საავადმყოფო 1868 წელს), სამშობიარო სახლი (1873წ), პასტერის სადგური, რომელიც მთელი კავკასიისათვის იყო განკუთვნილი და სხვ., ასევე, 1884 წლიდან სასოფლო-საექიმო ნაწილის მოწყობა სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელმაც ერთგვარი, "სამეცნიერო აკადემიის" როლი შეასრულა საქართველოში. უმჯობესდება ქართული სამედიცინო ლიტერატურის გამოცემის საქმეც, ქართველი მეცნიერები დიდ მუშაობას ეწევიან ქართული სამეცნიერო-სამედიცინო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. მეფის მთავრობა ვერ იჩენდა ხელგაშლილობას სახალხო ჯანმრთელობისათვის ხარჯების გასაღებად. ის მცირე და უაღრესად ნელი ზრდა-განვითარება სამედიცინო საქმისა, რომელიც ამ პერიოდში შეიმჩნევა, ძირითადად ქვეყნის მოწინავე პროგრესული ძალებისა თუ გამოჩენილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აქტიური საქმიანობის შედეგი იყო. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის არარსებობის გამო ამ პერიოდში მომუშავე თითქმის ყველა ქართველ ექიმს უმაღლესი განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. ამ პერიოდში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველ ექიმთაგან გამსაკუთრებით აღსანიშნავია პ. კლაპიტონაშვილი, ს.შარიმანაშვილი, ზ. ზუბალაშვილი, მ. ჩიგიანი, ს. ალექსი-მესხიშვილი და სხვები.

XX საუკუნის ქართული მედიცინის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბება (1918 წლის სექტემბერი), სადაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ პროფესორები: ვ. მოსეშვილი, ა. ნათიშვილი, ს. ამირეჯიბი, გ. მუხაძე, ა. ალადაშვილი და სხვ. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სამკურნალო დაწესებულებათა თვისობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებით, სამკურნალო-პროფილაქტიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მიმართულებების, სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განვითარებით. სამედიცინო მეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ექიმთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმატებულ საქმიანობას. ამ პერიოდის სახელგანთქმული ქართველი მეცნიერი-ექიმები იყვნენ: მ. წინამძღვრიშვილი, ვ. ასათიანი, კ. ერისთავი, ვ. ჟღენტი, ა. წულუკიძე, ავ. ზურაბაშვილი, პ. სარაჯიშვილი, ს. ხეჩინაშვილი და სხვები.

გასული საუკუნის ქართველმა მედიკოსებმა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც კლინიკური, ისე მეცნიერული მედიცინის განვითარებაში, მათი წარმატებული მოღვაწეობის საფუძველზე საქართველო მიჩნეული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო პოტენციალის მქონე ქვეყნად.

მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული სამედიცინო კულტურა მომავალი თაობისაგან სამართლიანად მოითხოვს მყარ ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი სამედიცინო მემკვიდრეობის ღირსეულ დაცვასა და მის შემდგომ გამდიდრებას.


















[size="5"][b]მედიცინა და რელიგია
[/b][/size]



საქართველოში მედიცინისა და რელიგიის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ვინაიდან წარმართული სარწმუნოება მკურნალობის ფუნქციას კისრულობდა, ქრისტიანულ სარწმუნოებასაც უნდა მიეღო იგი, რადგან ეს ხელს შეუწყობდა ახალი რელიგიის გავრცელება-პოპულარიზაციას. ამგვარად, სრულიად კანონზომიერად, ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთ დარგად მედიცინა მიიჩნია. სარწმუნოების გავრცელებას ხელს უწყობდა სასულიერო პირთა სამედიცინო განსწავლულობა. `ქართლის ცხოვრების~ გადმოცემით, მირიან მეფე სწორედ წმინდა ნინოს სამკურნალო საქმეებით მოიხიბლა. მემატიანე `სნეულთა მკურნალი ხელოვანის~ სახელით მოიხსენიებს ნინოს. საეკლესიო მედიცინის დასახასიათებლად საქართველოში მეტად მდიდარი ფაქტობრივი მასალები მოგვეპოვება მხატვრული და ისტორიული ძეგლების სახით. ამ ცნობებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონასტრებში ავადმყოფებს კურნავდნენ არა მხოლოდ რელიგიური რიტუალებით, არამედ რაციონალური სამკურნალო საშუალებებითაც. სამღვდელოება გვევლინებოდა არამარტო მკურნალად, არამედ დიდ როლს ასრულებდა მედიცინის განვითარებაში. მონასტრებთან არსებულ სამკურნალო და საგანმანათლებლო კერებში ავადმყოფთა მკურნალობასთან ერთად წარმოებდა სამკურნალო საქმის სწავლება. ძველი მონასტრების წესდებით სასნეულოები მონასტრის მშენებლობის გეგმაში იყო გათვალისწინებული. საექიმო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა ეკისრებოდა მონასტრის წინამძღვარს, რომელიც პრაქტიკულ ექიმობასთან ერთად სამედიცინო ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ესენი იყვნენ: პეტრე იბერი, მარტვირი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, გიორგი მთაწმინდელი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე პეტრიწი და სხვები. მონასტრის მოღვაწენი თარგმნიდნენ და წერდნენ ზოგად ბიოლოგიურ და ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტრაქტატებს. ისინი განიხილავდნენ სამყაროს, ბუნებისა და ადამიანის შექმნისა და გარემოსთან ადამიანის ურთიერთობის საკითხებს, ადამიანის სხეულის აგებულების, ცხოველმყოფელობის, სიჯანსაღისა და ავადმყოფობის არსს. ძველ საქართველოში თითქმის ყველა დიდ ტაძარს გააჩნდა სამედიცინო-კულტურული ცენტრები და საავადმყოფოები. უკანასკნელი გამოკვლევებით საბოლოოდ დადგენილია საქართველოში სატაძრო მედიცინის, სამედიცინო-კულტურული ცენტრებისა და საავადმყოფოების არსებობა ათონის ივერთა მონასტერში, საბაწმინდის ქართველთა ლავრაში, გელათის მონასტერთან, ტაო-კლარჯეთის საეკლესიო-კულტურულ ცენტრებთან და ა. შ. XIX საუკუნემდე საქართველოში სამკურნალო საქმე ძირითადად სამღვდელოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა და სამღვდელოება გვევლინებოდა არამარტო სულის, არამედ “ხორცის მკურნალადაც”.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]Tinatin Kondratenko' post='281646']
[b] ოსტეოქონდროზი[/b]

[b]ხერხემლის მალებს შორის დისკოს თიაქარი-იკურნება...

სტატიის ავტორი: კინეზეთერაპევტი ა. გ. კონდრატენკო
[/b]


ოსტეოქონდროზი ერთ ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ნერვიული სისტემის ვერტებროგენური დაავადებებიდან ამ ტიპის დაავადებებზე მოდის 50%-ზე მეტი და ისინი იწვევენ დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვას. ოსტეხონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა დისკოზი ანუ ხერხემლის მალებსშორისების თიაქარი. ამ დაავადების მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელია.

ხერხემალი წარმოადგენს რთულ მორფო-ფუნქციონალურ სისტემას, რომელიც შედგება მალებისაგან და მათ შორის განლაგებული ხრტილოვანი დისკების და სახსრებისაგან, რომლებიც შეერთებულნი და გარემოცულნი არიან მძლავრი კუნთოვანი და შემაკავშირებელი სისტემით. კუნთების ქსოვილების სიგრძის შემცირება იწვევს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მოშლილობას, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს უმტკივნეულოდ. ზრდასრული ადამიანების მალებს შორის დისკოებს არ გააჩნიათ სისხლძარღვები, ხოლო ნივთიერებათა ცვლა მიმდინარეობს დიფუზიის მეშვეობით. ელასტიკური ბირთვი ხელს უწყობს ამორტიზაციას და შეკუმშვის დროსაც კი შეიწოვს სითხეს. მალებისა და მალებსშორისი დისკოების კვება წარმოებს კუნთების მუშაობის ხარჯზე, ვინაიდან კვებითი ნივთიერებების მიწოდება ჩვენს ორგანიზმში ხდება კუნთების ქსოვილების საშუალებით. ჯამრთელ ორგანიზმში კუნთების ქსოვილი უნდა შეადგენდეს ადამიანი წონის 40%-ს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ ის უნდა მივაკუთვნოთ ადამიანის ფუნქციონალურ (დინამიურ) კონსტატას. კუნთების კონსტანტის მუდმივობის შენარჩუნებას ხელს უწყობს შეკუმშვისა და მოდუნების კანონი, ე. ი. სწორი ვარჯიში. თუ ამ წესს შევინარჩუნებთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაშინ კუნთების კონსტანტა შენარჩუნებული იქნება და ხელს შეუწყობს ნორმალურ რეჟიმში სატრანსპორტო ფუნქციას, ე. ი. ორგანიზმის გეომაგნიტიზმს.

თუ კონსტანტა ვერ შენარჩუნდება, ეს კი ხდება 2 მიზეზით:
ჰიპოკინეზით (დაძაბულობის უკმარისობა) და ჰიპერკინეზით, მაშინ წარმოიშვება შემდეგი პროცესები: კუნთების კონსტანტის დავარდნა 50%-დე, სატრანსპორტო ფუნქციის დარღვევით. ამრიგად კვების დარღვევა- დისტროფია წარმოადგენს ძირითად პათოლოგიურ რგოლს. ამის შედეგად წარმოიშვება კატაბოლური პროცესების პრივალირება (დაშლის პროდუქტების დაგროვება,) რაც თავის მხრივ იწვევს დეგენერაციულ და იშემიურ მოვლენებს, კერძოდ ოსტეოხონდროზს, დისკოზს, ართროზს, თიაქარს, მარილების დაგროვებას და სხვა არასახსროვან დაავადებებს.

თიაქარი წარმოიშვება დისკოს დეჰიდრაციის (გამოშრობის) შედეგად, რაც გამოწვეულია ამ დისკოს გარშემო არსებული ღრმა კუნთების უარის თქმით მოაწოდონ დისკოს წყალი (მისი რაოდენობა უნდა იყოს დისკოს 85%-დე), ამიტომ წარმოიშვება იშემია (მიკროცირკულაციის დარღვევა), ანთება, შესივება, ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნისას ტკივილი შეიძლება დროებით გაქრეს, მაგრამ დეჰიდრაცია დისკოს გარშემო ყველა ქსოვილების და თვით დისკოსიც გაძლიერდება. შემდგომში როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ტკივილი განახლდება, კლინიკური სურათი გაუარესდება, თუ შევქმნით პირობებს, რომ ღრმა კუნთებმა და მყესებმა ნორმალურად იმუშაონ, რაც თავის მხრივ შესაძლებელია სპეციალური კომპლექსური ვარჯიშებით, მაშინ თანდათან გაქრება იშემია, ე.ი აღდგება სისხლბრუნვა მალების გარშემო არსებულ ქსოვილებში, გაქრება შეშუპება, ანთება, ტკივილი. ასე რომ - ოპერაციას აზრი არა აქვს!

მე შემიძლია ეს დავამტკიცო, იმის საფუძველზე რომ 1997 წელს მე მქონდა თიაქარი ზომით 21.5*4.5 და დურალური ტომარა 60 % ით იყო მოჭერილი. თვენახევრის განმავლობაში მთლიანად დავკარგე მოძრაობოს უნარი, განვიცდიდი აუტანელ ტკივილებს. ყველა სპეციალისტი გამოსავალს მხილოდ ოპერაციაში ხედავდა, მაგრამ 3 თვის განმავლობაში ვივარჯიშე ს.მ. ბუბნოვსკის კინეზეთერაპიის ცენტრში, შედეგად განმეორებით გადაღებულ სურათზე თიაქარი აღარ აისახა. გავიდა უკვე 12 წელი და ამ წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მხრივ არავითარი პრობლემები აღარ მქონია. მინდა ავღნიშნო რომ ანალოგირ პაციენტებთან მუშაობისას მე ჩემი ავადმყოფობის ანალოგიური რთული შემთხვევა არ შემხვედრია, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია პაციენტები, რომლებსაც თიაქრის ოპერაცია 2-4 ჯერ ჰქონდათ გაკეთებული, იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ ერთი და იმავე ადგილზე ახალი თიაქარი ჩნდებოდა, რადგან ახალი თიაქარის წარმოშობის მიზეზი - გამომშრალი დისკოს ფრაგმენტები, რჩება და ნებისმიეი ოპერაციის შემდგომ მოძრაობები იწვევს მათ ახლიდან გამოვარდნას დურალურ სივრცეში, ანუ ახლიდან ყალიბდება დისკოზი. ხშირად, ოპერაციის შემდგომ, ახალი თიაქარი წარმოიქმნება მაღლა და დაბლა მდებარე მალებსშორის სივრცეებში, ამის დამადასტურებელი რენტგენული სურათები უამრავია, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია გადაიღონ საკონტროლო რენტგენის სურათი მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით, ოპერაციიდან 3-6 თვეში. გარდა ამისა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც თიაქარი არა აქვს ადამიანს, მაგრამ ზურგის ქვედა ნაწილში აღინიშნება ტკივილები. არის აგრეთვე შემთხვევები როდესაც ადამიანს თიაქარი აქვს, მაგრამ არ გააჩნია ტკივილები და ხშირად თიაქარის აღმოჩენა ხდება შემთხვევით რენტგენის სურათებზე. კანადელი ნეიროქირურგის ჰამილტონ ჰოლის მონაცემებით, ხერხემლის თიაქრით დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2 %-ს აღენიშნება დადებითი შედეგები ოპერაციის შემდეგ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციის შემდეგ ავადმყოფების უმნიშვნელო რაოდენობა გრძნობს უკეთესობას, იმასაც ცოტა ხნით, ხოლო შემდეგ მდგომარეობა ყოველთვის უარესდება. ავადმყოფი იმაზე უარესად გრძნობს თავს ვიდრე ოპერაციამდე გრძნობდა და რაც ყველაზე ცუდია - რეციდივები დისკოს თიაქრის უმეტყეს შემთხვევებში. ოპერაციას მივყავართ შრომის უნარიანიბის დაკარგვამდე და ინვალიდობამდე.

ყოველ წინამდებარედან გამომდინარე, აუცილებელია განვიხილოთ სხეულის ვარჯიში, როგორც ერთადერთი ნამდვილად სამკურნალო საშუალება, რომელიც კარგად იმართება გონებით (ან შეგნებით), ნებისმიერი ჩამქრალი ფუნქციის აღსადგენად ან დასუსტებული ორგანოს (სახსარის ) აღსადგენად ყოველი ავადმყოფის თავისებურებების გათვალისწინებით. ეს იმიტომ რომ სხვა შეგნებით მართვადი სტრუქტურა ადამიანის ორგანიზმში არ არსებობს. გარკვეული ვარჯიშების სამკურნალო ზემოქმედების შემეცნება საყრდენ –მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა ნაწილ-უბნებზე , შეიძლება გააზრებით იმისა, რომ ჩონჩხის კუნთების მოძრაობა-ვარჯიშის დროს ძლიერდება სისხლ-მიმოქცევა დატვირთულ (ვარჯიშით) მონაკვეთებში, შესაბამისად უმჯობესდება კვება დაზიანებული უბნის და ინტენსიური ნივთიერებათა ცვლის შედეგად ხდება პათოლოგიური პროცესის ალაგება, ანუ ხდება განკურნება.

დიდი რუსი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა რომ:” მოძრაობამ შეიძლება შეცვალოს ყველა წამალი, მაგრამ ვერც ერთი წამალი ვერ შეცვლის მოძრაობას”. ადამიანს გააჩნია 600-ამდე კუნთი, 400-ამდე სახსარი და შესაბამისი მყესთა რაოდენოდა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მათი ყოველდღიური დაძაბვა, ტრიალი, დაჭიმვა.

დაავადების შემთხვევაში, საჭიროა ეტაპობრივი ჩართვა დაზიანებული კუნთების, მყესების მოძრაობის და დატვირთვის პროცესში, იმისათვის რომ მკურნალობის დასასრულს ადამიანმა შეძლოს თავისი სხეულის მართვა და შეძლოს სამუშაო საქმიანობას დაუბრუნდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ჩემთან სამკურნალოდ მოდიან ავადმყოფები რომლებიც თვეობით და წლობით ცდილობენ ხერხემლის თიაქრისაგან განკურნებას სტაციონარებში ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ინექციებით, წამლებით, ფიზიოტერაპიით, ლაზერით, მაგნიტური ზემოქმედებით. აღსანიშნავია რომ,ეს ყოველივე არამარტო უსარგებლოა - არამედ ძალიან ხშირად საზიანოცაა. დროებითი გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფობა ისევ მძაფრდება, რემისიის პერიოდი სულ მოკლდება, გამწვავება სულ უფრო მტკივნეულია. წამლები შვების მაგიერ იწვევენ ალერგიებს, გვერდით ქმედებებს- ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის დარღვევას. ზოგიერთი სპეციალისტი თიაქარის მკურნალობისას ურჩევს კორსეტების ტარებას. ეს დიდი შეცდომაა, რადგან იწვევს ხერხემლის სეგმენტის ბლოკადას, რაც ხელს უწყობს მალთაშორის თიაქარის სხადასხვა ნაირსახეობების განვითარებას. გარდა ამისა კორსეტის ტარება იწვევს წელის კუნთების უფრო დიდ ატროფიას. ქრონიკული სისტემური დაავადებების მკურნალობა (რომლებსაც მიეკუთვნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებათა უმრავლესობა) შესაძლებელია და აუცილებელიცაა ბუნებრივი მედიცინის - კინეზეთერაპიის საშუალებით. კინეზოთერაპია დიდ დატვირთვას არ გულისხმობს, აქ ხდება ლოკალური და ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ახდენს სხეულის მდგომარეობის აღდგენას ხერხემლის დეკომპრესიამდე.

შაბოლოოდ, ზემოთ ნათქვამის შესაჯამებლად, გვინდა ერთხელ კიდევ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე რომ, ვერტებრალური გენეძის ტკივილის გამომწვევი მიზეზია ადამიანის მიერ კუნთოვანი მასის დაკარგვა. კუნთოვანი ქსოვილი ერთადერთი ქსოვილია ადამიანის ოგანიზმში რომელიც იმართება თავის ტვინით (არა ავტომატურად) სამუშაო რეჟიმში. მხოლოდ ამ ქსოვილთან შეიძლება ჩატარდეს ფაქიზი კორექციები, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას. კუნთოვანი სხეული ყოველთვის არსებობს და თუ ჩვენ შევქმნით პირობებს მისი რაციონალური გამოყენებისათვის ის აღადგენს ყველაფერს რაც მასზეა დამოკიდებული.

დადებითი მეტაბოლიზმი რბილ ქსოვილებში კუნთოვანი უჯრედების ზემოქმედების გარეშე შეუძლებელია. ამის ერთადერთი პირობაა – შეკუმშვა, მოშვება. ე.ი კუნთოვანი უჯრედი უნდა ჩავრთოთ მოძრაობით (ვარჯიშით) ზემოდან ბრძანებით (თავის ტვინით) . ამითაა დაკავებული კინეზეთერაპია, სადაც მთავარი კრიტერიუმია მოძრაობის კულტურა. მოძრაობა უნდა იყოს სწორი, ვინაიდან სწორი მოძრაობა -კურნავს, არასწორი – აზიანებს. კუნთების აქტიურ მუშაობაში ჩართვისას თავის ტვინის მუშაობაც აქტიურდება. იმ ცხოველებს რომლებიც ჩართეს აქტიურ ფიზიკურ დატვირთვებში თავის ტვინის სისხძარღვების ქსელი და ნერვიული სისტემა გაეზარდა, გაუხშირდა, იმ ცხოველებთან შედარებით რომლებმაც ასეთი დატვირთვა არ განიცადეს. სისხლძარღვების სკლეროზული შევიწროების ან წვრილი სისხლძარღვების დაცობისას კუნთში თუ მას რეგულარულად ჩავრთავთ მუშაობაში სისხლი იწყებს გზის გაკვლევას და ქმნის სისხლძარღვების უფრო ფართო ქსელს. ელექტრო ფიზიოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც ხანდაზმულ ადამიანებს ჩაუტარდა, ადასტურებენ იმას, რომ იმ ადამიანებს რომლებიც მისდევენ ფიზიკურ ვარჯიშებს, თავის ტვინის აქტივობის ტალღები შეესაბამებოდა ახალგაზრდა ადამიანებისას. სხვა სიტტყვებით ფიზიკური აჯამრთელებს არა მარტო სხეულს არამედ თავის ტვინსაც. ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს ორგანიზმის ყველა ორგანოების ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას. ფიზიკური დატვირთვების დროს, კუნტების აქტიური მუშაობის ხარჯზე, ადამიანის ტანი თბება და მისი ტემპერატურა მატულობს 0.5 გრადუსიდან 1 გრადუსით რაც აუმჯობესებს ათეროსკლეროზული წარმონაქმნების დაშლას.

კუნთები – ღმერთის მიერ ნაბოძები წამლების “ფაბრიკაა”. აქაა ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრეპრესიული, გამწმენდი წამლები – სხეულის წამლები. ამ დროს ასაკი არავითარ როლს არ თამაშობს, საჭიროა მხოლოდ დატვირთვების თანდათანობით და თანმიმდევრობით გაზრდა. თავისი ბუნების გამო ადამიანი არ უნდა ავადმყოფობდეს, რადგან იგი წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ და თვითაღდგენად სისტემას. ბუნება ძალიან ბრძნულად მოიქცა, როცა მოგვცა 8-10-მაგი საიმედობის ორგანიზმის სისტემები, რომლებიც ყოველთვისარიან ყველა დამაზიანებელ ფაქტორზე ძლიერნი. ამიტომ არაა საჭირო მას ხელი შევუშალოთ და ცოტათი უნდა დავეზმაროთ, მაგრამ გვახსოვდეს რომ ;
“ჯანმრთელობა ----- ესაა შრომა,
შრომა ------- ესაა მოთმინება,
მოთმინება ----- ესაა ტანჯვა
ტანჯვა ----- ესაა განწმენდა
განწმენდა ----- ესაა ჯანმრთელობა”
არცერთი ამ ადამიანური შეგრძნების ამოგდება ამ ჯანმრთელობის ალგორითმიდან არ შეიძლება” ( ს.მ. ბუბნოვსკი).

ვინაიდან ჯანმთელობა, როგორც ბრძანა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა მიშელ მონტენმა: ” ესაა განძი, თანაც ერთადერთი, რომლის გულისთვისაც არ ღირს დაიშურო დრო, ღონე, შრომა და ყველა სიკეთე. ამიტომ შესწირეთ მას ცხოვრების ნაწილი, ვინაიდან სიცოცხლე მის გარეშე ხდება აუტანელი და დამამცირებელი.”

ხერხემლი დაავადებების მკურნალობისას ავადმყოფის როლი საგრძნობლად იზრდება. მკურნალობის შედეგი 70 – 80 % -ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე, მონდომაზე და გარჯაზე. თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ჩვენი ხერხემლის..[/quote]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]რომელი პროდუქტები იწვევენ გამონაყარს (აკნეს) სახეზე?[/b]




[quote name='Beq@' post='196507']
როცა გამონაყარი სახეზე ახალგაზრდობის ასაკში ჩნდება, ეჭვი არ არის, რომ ეს გარდატეხის ასაკისა და ჰორმონების ბრალია, მაგრამ როცა მსგავს პრობლემას ზრდასრული ქალი გადააწყდება, მაშინვე ჩნდება კითხვა: რის გამო? მთელ რიგ შემთხვევებში ამის მიზეზი შეიძლება საკვები იყოს...
რატომ ჩნდება გამონაყარი საკვების გამო?

ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემა საოცარი რამაა. მას შეუძლია მოითმინოს "ჩიფსების", ორცხობილების მთა და ლიტრობით გაზირებული სასმელი. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქვს და ერთ მშვენიერ დღეს იგი ვეღარ ითმენს მისთვის ამდენ უსიამოვნო სიურპრიზს და შედეგიც სახეზეა! ანუ თქვენს სახეზე. რა თქმა უნდა საკვები ერთადერთი მიზეზი არ არის გამონაყარისა, მაგრამ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, უმჯობესია გამორიცხოთ.

გამონაყარი წარმოადგენს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებით წარმონაქმნს. ყოველ ჯირკვალს თავისი გამოსასვლელი მილი აქვს, რომლის მეშვეობითაც კანის ცხიმი გამოდის და რჩება მის ზედაპირზე. თუ გამოსასვლელი დახშულია, წარმოიქმნება ანთებითი გამონაყარი, ხოლო მიკრობების გამო იგი წითლდება და სივდება, რაც მთლიანობაში აუარესებს მდგომარეობას

მაშ ასე, კანისათვის საშიშია ორი რამ: განსაზღვრული პროდუქტების უკმარისობა და პირიქით, გადაჭარბება. ორგანიზმისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საკვების მრავალფეროვნება. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. მაგრამ მათი ბევრი რაოდენობით ჭამა, ასევე მრავალი ეგზოტიკური საკვების ჩართვა თქვენს მენიუში იწვევს იმ ფაქტს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა ვეღარ უმკლავდება მიღებულ საკვებს. მაგრამ თავისთავად იბადება კითხვა: ბევრი – ეს რამდენია? ერთი ადამიანისათვის კილოგრამი მარწყვი შეიძლება 100 მუწუკის ტოლფასი იყო, ხოლო მეორისათვის – მხოლოდ სიამოვნება. ასე რომ, კრიტიკული მაქსიმუმი ყველას თავისი აქვს და თქვენი ამოცანაა განსაზღვროთ იგი. მაგალითად, სცადეთ ორი კვირის განმავლობაში არ მიირთვათ ფუნთუშა და სხვა ცომეული, ან ფორთოხალი (თუ თქვენ მას დიდი რაოდენობით მიირთმევთ) – დაელოდეთ რეზულტატს.

როცა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლულები იკვლევდნენ გამონაყარისა და საკვების ურთიერთკავშირს, გამოირკვა, რომ ე.წ. "დასავლური" კვება, რომელიც შეიცავს ჩიფსებს, კარტოფილ ფრის და ბუტერბროდებს, ასტიმულირებს კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხოლო კვება ხილით, თევზით, ბრინჯით და ცხოველური წარმოშობის ხორცით პურისა და შაქრის გამორიცხვით – არა.
სახელდობრ რა ახდენს გამონაყარის პროვოცირებას?
ყავა

მილიონობით სტატიაა დაწერილი ყავის სარგებლიანობისა და ზიანის მოტანის შესახებ. ჩვენ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ იგი შეიძლება შეიტანოთ გამონაყარის გამომწვევ პროდუქტებს შორის. ყავა ასტიმულირებს ჰორმონ კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავებას, რომელიც სტრესზეა პასუხისმგებელი. ეს კი ერთ–ერთი მთავარი მიზეზია გამონაყარისა შუა ხნის ასაკში. განსაკუთრებით საშიშია ტკბილი ყავის პორცია უზმოზე – ამის გამო შეიძლება გაჩნდეს არა მხოლოდ ერთი გაწითლებული მუწუკი, არამედ უამრავი მსგავსი გამონაყარი. როგორია თქვენი მაქსიმუმი უცნობია – ეს შეიძლება იყოს სამი ფინჯანი დღეში, ხოლო შეიძლება მთელი ქილაც.
ტკბილეული და ცომეული

შაქარი, შოკოლადი, კანფეტი, ტორტი, ორცხობილა, ჩიფსები და ნაყინი იწვევენ გამონაყარს, ამავე სიაში შედის დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი წვენები. ამ პროდუქტებზე საერთოდ უარის თქმა ალბათ შეუძლებელია, და არც არის საჭირო. უმჯობესია კომპრომისი მოძებნოთ, მაგალითად, წვენები წყლით და ჩაით შეცვალოთ, ხოლო შაქარი – ჩირით და თაფლით.
რძის პროდუქტები

უცხიმო კეფირზე, ხაჭოზე ან რძეზე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ ყველისა და ნაყინის რაოდენობის შემცირება შეიძლება. რძის პროდუქტები აძლიერებენ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. თუ დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების გარეშე არ შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალ იოგურტს, რომელიც აცედოფილურ ბაქტერიებს შეიცავს, რისი წყალობითაც უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა.
ცხიმები

არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელზეც კარგად აისახება დიდი რაოდენობით შემწვარისა და ცხიმების მიღება. შეცვალეთ ცხოველური ცხიმები ცივი გამოწურვის შედეგად მიღებული მცენარეული ცხიმით. ასევე პირველხარისხოვანია ვიტამინი A, რომელსაც შეიცავს მუქი ნარინჯისფერი და მუქი მწვანე ბოსტნეული. ეს შეიძლება იყოს სტაფილო, ტკბილი კარტოფილი ან ისპანახი. თუ ამ პროდუქტებს რეგულარულად გამოიყენებთ საკვებში, რეზულტატი დიდხანს არ დააყოვნებს – რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი სახე უფრო ახალგაზრდა და სუფთა იქნება.

ვიტამინები E და A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანისათვის. E–ს შეიცავს კაკალი და ნუში, A–ს – მუქი მწვანე და მუქი ნარინჯისფერი ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო და ისპანახი.
თხილეული

შემწვარი, ხრაშუნა, ნედლი, გემრიელი თხილეული. ნუში და "ფისტაშკები", არაქისი და კაკალი – ეს ყველაფერი გამონაყარს იწვევს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ დიდი რაოდენობით მიიღებთ. ხოლო მათი ცოტა რაოდენობით მიღება – სასარგებლოა!
[/quote]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]დაბერების პროცესის სისწრაფე ადამიანის განათლებაზეა დამოკიდებული[/b]

კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ნაკლებად განათლებული ადამიანები უფრო სწრაფად ბერდებიან, იტყობინება BBC. სავარაუდოა, რომ განათლება აიძულებს ადამიანებს იცხოვრონ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, აცხადებენ ბრიტანეთის კარდიოლოგიური ასოციაციის მეცნიერები სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Behaviour and Immunity.
მკვლევარები დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ არსებობს კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სოციოეკონომიკურ სტატუსს შორის. მაგალითად, ღარიბი უბნების მაცხოვრებლები უფრო ხშირად ეწევიან თამბაქოს და ნაკლებს ვარჯიშობენ. გარდა ამისა, მათ არა აქვთ სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისებისადმი. ბოლო კვლევაში მეცნიერებმა განათლებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, იგი უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ადამიანის მიმდინარე შემოსავალი და სოციალური სტატუსი.
პროფესორ ჯერემი პეარსონის თქმით, განათლებულ ადამიანებს უფრო სწორი არჩევანის გაკეთების უნარი აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსპექტივების თვალსაზრისით. გარდა ამისა, შესაძლოა განათლებული ადამიანები უფრო ნაკლებად განიცდიან სტრესს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან უფრო ადვილად გამოდიან ამ მდგომარეობიდან.
კვლევის ხელმძღვანელმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა ენდრიუ სტეპტოიმ კოლეგებთან ერთად მოხალისეების გუნდს სისხლის ნიმუშები აუღო. მონაწილეების ასაკი 53-დან 75 წლამდე იყო. მკვლევარებმა ქრომოსომების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ რაც უფრო მოკლეა ტელომერის ზომა, მით უფრო სწრაფად ბერდება ადამიანი.
აღმოჩნდა, რომ დაბალი განათლების მქონე ადამიანებს უფრო მოკლე ტელომერები ჰქონდათ, ანუ მათი დაბერების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. ამავე დროს, არ გამოვლინდა რაიმე კავშირი ტელომერების სიგრძესა და სოციალურ, ან ეკონომიკურ სტატუსს შორის.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]მობილური ტელეფონების ნეგატიური ზემოქმედების შესახებ
[/b]
როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმზე მობილური ტელეფონების ზემოქმედების შესწავლის მიზნით გამოკვლევები არაერთხელ იყო ჩატარებული. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფიჭური აპარატები ხელს უწყობენ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას, ხოლო მეორენი, პირიქით, გვარწმუნებენ მობილური ტელეფონების უსაფრთხოებაში. შვედი მეცნიერების მიერ ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგები გვაიძულებენ სხვა კუთხით შევხედოთ ამ პრობლემას.
უკანასკნელ დრომდე მიაჩნდათ, რომ მობილური ტელეფონების გამოსხივების გამო ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა ხდება მათ მიერ ქსოვილების ლოკალური გახურებისა და შემდგომ, ქიმიური ნაერთების დაშლის შედეგად. აღმოჩნდა, რომ მუშაობის პროცესში ფიჭური ტელეფონების მიერ გამოყოფილი ენერგია ძალზე მცირეა მსგავსი ეფექტების განსავითარებლად. სამაგიეროდ, მათი გამოსხივების სიმძლავრე სავსებით საკმარისია სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) ნორმალური ურთიერთქმედების დარღვევისათვის.
სპეციალისტების აზრით, უჯრედები ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან მათში შემავალი წყლის მოლეკულების საშუალებით, რომლებიც ელექტრულ დიპოლებს წარმოადგენენ. ნორმალურ მდგომარეობაში ასეთი ურთიერთმოქმედების ძალა უმნიშვნელოა, თუმცა, როგორც გამარტივებულმა მათემატიკურმა მოდელირებამ აჩვენა, 859 მჰც სიხშირის მქონე გარეგანი ელექტრომაგნიტური ველის არსებობის შემთხვევაში (დაახლოებით ასეთ სიხშირეზე მუშაობს მობილური ტელეფონები) მიზიდულობის ძალა იზრდება 11-ჯერ. წყლის დიპოლები გარეგანი ველის ზეგავლენით განლაგდებიან მკაცრად განსაზღვრული მიმართულებით.
როგორც New Scientist აღნიშნავს, ერითროციტების ურთიერთზემოქმედების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარება, თრომბების წარმოქმნა და სხვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შვედი მეცნიერების კვლევის შედეგები შემდგომ დასაბუთებას მოითხოვს.

[b]სტრესი ანადგურებს ტვინს[/b]

როგორც ცნობილია, სტრესი, განსაკუთრებით ხშირი სტრესი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე დიდ როლს ასრულებენ გაცილებით უფრო საშიში დაავადებების განვითარებაშიც. კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარ ნერვულ ქსოვილს მიმართ აგრესიულობის, საფუძველი შეიძლება იყოს.



[b]ახალგაზრდები უჩივიან მეხსიერების გაუარესებას[/b]

ექიმები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ «კომპიუტერული თაობა» თანდათან კარგავს მეხსიერებას - ამ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი და ინგლისელი ექიმები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სულ უფრო იზრდება რიცხვი 20-დან 35 წლის ასაკში მყოფი იმ პაციენტებისა, რომლებსაც უჭირთ საკუთარი გეგმების, ვალდებულებების, მარშრუტებისა და უბრალოდ წაკითხული სიტყვების დამახსოვრება, ანუ უჩივიან მეხსიერების გაუარესებას. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთები ამ მიზეზით პრესტიჟულ სამუშაოსაც კი კარგავენ.
როგორც წერს The Sunday Times, მეცნიერებმა ჰოკაიდოს უნივერსიტეტიდან გამოიკვლიეს 20-დან 35 წლამდე ასაკის 150 ადამიანი, რომელთა 10%-ს აღმოაჩნდა მეხსიერების დარღვევა. «ისინი კარგავენ ახლის დამახსოვრების, ძველის გახსენების, მნიშვნელოვანისა და შემთხვევითის გარჩევის უნარს» - ამბობს ნეირობიოლოგიის დოქტორი ტოსიეკუ სავაგუჩი ახალგაზრდა თაობის შესახებ.
ექიმები ამ ფაქტს უკავშირებენ სხვადასხვაგვარი ელექტრონული «გარე მეხსიერების» განვითარებას (ორგანაიზერები, გაფართოებული კომპიუტერული სერვისი და ინტერნეტის შესაძლებლობები, საავტომობილო ელექტრონული ნავიგატორები და სხვ.) და მათი მოხმარების გაადვილებას. ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან კომპიუტერული სისტემების გარემოცვაში, აღარ ავარჯიშებენ საკუთარ მეხსიერებას, იმდენად, რამდენადაც «გარე მეხსიერება» სულ ხელთ აქვთ და ამავე დროს კარგავენ იმის შეფასების უნარს, რა ესაჭიროებათ და რა არა იმ ზღვა ინფორმაციიდან, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='633661']
კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ნაკლებად განათლებული ადამიანები უფრო სწრაფად ბერდებიან.
[/quote]
სიბერეზე არ გამიგია, მაგრამ როგორც ვიცი (უმეტეს შემტხვევაში) მამაკაცის სპერმის ხარისხი მისი ინტელექტუალური განვითარების ანაოგიურია. ეს დასკვნა ამერიკელმა ექიმმა გააკეთა ვიეტნამში მსახურის დროს ჯარისკაცების სპერმის შესწავლისას.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' post='634216']


გამოხმაურების ნახვაnakani said:
კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ნაკლებად განათლებული ადამიანები უფრო სწრაფად ბერდებიან.

სიბერეზე არ გამიგია, მაგრამ როგორც ვიცი (უმეტეს შემტხვევაში) მამაკაცის სპერმის ხარისხი მისი ინტელექტუალური განვითარების ანაოგიურია. ეს დასკვნა ამერიკელმა ექიმმა გააკეთა ვიეტნამში მსახურის დროს ჯარისკაცების სპერმის შესწავლისას.

[/quote]

პირველად გავიგე : :D

მმ
დადე ხოლმე შენც თუ იცი მსგავსი ინფოები


:P
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='634217']
დადე ხოლმე შენც თუ იცი მსგავსი ინფოები
[/quote]
მსგავსი სტატიები ლიტერატურაში არ არის, მე შემიძლია დავდო დაავადებებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ არავინ წაიკითხავს. ხოდა თუ ვინმეს დააინტერესებს მაშინ დავდებ. დიდი მასალაა და ტყუილად წერა მეზარება :( Edited by ლებუ
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b]ჰერპესული ინფექცია
[/b]

ჰერპესული ინფექცია – დაავადება, რომელიც განპირობებულია მარტივი ვირუსით; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.

[b]ეტიოლოგია, პათოგენეზი.[/b] გამომწვევი მიეკუთვნება ჰერპესის ჯგუფს, რომლებიც იყოფიან 6 ანტიგენურ ტაპად. განსაკუთრებით გავრცელებულია 1 ტიპი; მეორე ტიპის ვირუსს უკავშირებენ გენიტალური ჰერპესისა და ახალშობილთა გენერალიზებული ინფექციის წარმოშობას. ინფექციის კარია კანი და ლორწოვანი გარსები. ჰერპესის ვირუსი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლატენტური ინფექციის სახით და ორგანიზმის დასუსტებისას შესაძლებელია გადავიდეს კლინიკურად გამოხატულ ფორმებში.

[b]სიმპტომები, მიმდინარეობა.[/b] ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-12 დღე (ხშირად 4 დღე). გამოყოფენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: 1. კანის ჰერპესული დაზიანება (ლოკალიზებული და გავრცელებული); 2. პირის ღრუს ჰერპესული დაზიანება; 3. მწვავე რესპირატორული დაავადება; 4. გენიტალური ჰერპესი; 5. თვალის ჰერპესული დაზიანება (ზედაპირული და ღრმა); 6. ენცეფალიტები და მენინგოენცეფალიტები; 7. ვისცერული ფორმები (ჰეპატიტი, პნევმონია); 8. ახალშობილთა გენერალიზებული

ჰერპესი განსაკუთრებით ხშირია კანის ლოკალური ჰერპესული დაზიანებები, მათ ჩვეულებრივ თან ახლავთ რომელიმე სხვა დაავადება (მწვავე რესპირატორული დაავადება, მენინგოკოკური ინფექცია და სხვ.). ზოგადი სიმპტომები არ არსებობს ან შენიღბულია ძირითადი დაავადების გამოვლინებებით. ბუშტუკები ლოკალიზებულია პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ცხვირის ფრთებზე. ზოგ შემთხვევებში შესაძლებელია გავრცელებული ჰერპესული გამონაყარი. პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება ჩვეულებრივ მიმდინარეობს აფთოზური ჰერპესული სტომატიტის სახით. გენიტალური ჰერპესი, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით, ხშირად მიმდინარეობს ნეკროზული ცერვიციტის, საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ჰერპესული დაზიანების სახით. ეს ფორმა ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ორსულებში კი წარმოადგენს გარკვეულ საშიშროებას ნაყოფისათვის. თვალების ჰერპესული დაზიანება ხშირად მიმდინარეობს რქოვანას ზედაპირული და ღრმა დაზიანებების სახით. დაავადება მიდრეკილია ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობისადმი. შესაძლებელია გამოიწვიოს რქოვანას შემღვრევა. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ჰერპესული ენცეფალიტები, ხშირად მთავრდება ლეტალურად. ჰერპესის ვისცერული ფორმები ჩვეულებრივ წარმოიქმნება სხვადასხვა იმუნოდეპრესანტებით მასიური მკურნალობის ფონზე, ასევე შიდსით დაავადებულებში, ხშირად ვლინდება ჰეპატიტის, პნევმონიის, ენცეფალიტების სახით. ახალშობილთა გენერალიზებული ჰერპესი მიმდინარეობს ენცეფალიტის თანხლებით, კანისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით და ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის გარეშე ხშირად მთავრდება ლეტალურად. ჰერპესული ინფექციის დიაგნოსტიკა იოლდება კანისა და ლორწოვანი
გარსების დამახასიათებელი დაზიანების ნიშნებით. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გამოიყენება ვირუსის გამოყოფა სხვადასხვა მასალიდან.
[b]მკურნალობა.[/b] ჰერპესული ინფექციის ლოკალიზებული გაურთულებელი ფორმების დროს ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა; ადგილობრივად გამონაყრის ელემენტებს ამუშავებენ 1%-იანი მეთილენის ლურჯით ან ბრილიანტის მწვანით. ქერქების გაჩენისას გამოიყენება ტეტრაციკლინის და ერითრომიცინის მაზი. ინფექციის გენერალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კუნთებში შეჰყავთ ადამიანის იმუნოგლობულინი; ელემენტების დაჩირქების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები;

[b]პროგნოზი[/b] საეჭვოა გენერალიზებული ჰერპესის დროს, ჰერპესული ენცეფალიტების დროს. თვალის დაზიანების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი, მორეციდივე მიმდინარეობა, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დარღვევას. ინფექციის გენერალიზაციის პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ ადამიანის ნორმალური იმუნოგლობულინი.

[b]
ლიტერატურა[/b]

1.დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2.დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3.Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Ttaakkko o_0"][/b]
ჰერპესი ერთად ერთი ვირუსია რომლის სამკურნალოდაც მედიკამენტი არსებობს, ისიც განსაზღვრულ ჯგუფებზე.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Ttaakkko o_0' post='642026']
მკურნალობა. ჰერპესული ინფექციის ლოკალიზებული გაურთულებელი ფორმების დროს ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა; ადგილობრივად გამონაყრის ელემენტებს ამუშავებენ 1%-იანი მეთილენის ლურჯით ან ბრილიანტის მწვანით. ქერქების გაჩენისას გამოიყენება ტეტრაციკლინის და ერითრომიცინის მაზი. ინფექციის გენერალიზაციის თავიდან აცილების მიზნით კუნთებში შეჰყავთ ადამიანის იმუნოგლობულინი; ელემენტების დაჩირქების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები;

[/quote]
მარტივი ჰერპესული გამონაყარის დროს თუთიის მალამო "ცინკის მაზი" საუკეთესოა, დასაწყისიდანვე :)
გამოცდილია ათასგზის, ნურავის ნუ დაგაჭირვოთ ღმერთმა, მაგრამ იცოდეთ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nakani' post='634105']
როგორც ცნობილია, სტრესი, განსაკუთრებით ხშირი სტრესი, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. აღმოჩნდა, რომ ისინი ასევე დიდ როლს ასრულებენ გაცილებით უფრო საშიში დაავადებების განვითარებაშიც. კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარ ნერვულ ქსოვილს მიმართ აგრესიულობის, საფუძველი შეიძლება იყოს.

[/quote]
დამერხა, მუდმივი სტრესია ჩემი სამსახური :(
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამ სტატიას აქ დავდებ, თორემ თემა რომ გავხსნა, მერე დამბრალდება გარდატეხის ასაკში ხარო, არადა კარგა ხანია გავცდი :D

[b]გარდატეხის ასაკის ნევროზი[/b]


გარდატეხის ასაკში ორგანიზმში მიმდინარე რთული ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები პიროვნების ფსიქოემოციურ სფეროზეც აისახება. ამ ასაკში მოზარდი ყველაზე მწვავედ განიცდის, როცა მისი მისწრაფებები ჰარმონიულად ვერ ერწყმის რეალობას. დაუძლეველი წინააღმდეგობა გარდატეხის ასაკის ნევროზის წინაპირობას ქმნის. ფსიქოემოციური ძვრები განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს დედისერთა ბავშვებში, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ ოჯახში ერთადერთნი და განუმეორებელნი მეგობართა შორის ასეთივე ადგილს ვერ იმკვიდრებენ.

დამახასიათებელი ნიშნები
ყველაზე ხშირად ეს არის ზოგადი სისუსტე, ანუ ასთენიური სინდრომი, რომელიც გონებრივი და ფიზიკური შრომისას მომეტებული დაღლილობით, ფიზიკური და ფსიქიკური დისკომფორტის მუდმივი შეგრძნებით გამოიხატება. ასთენიური სინდრომი. მოზარდებს ხშირად და უმიზეზოდ ეცვლებათ გუნება, ტირილის სურვილი ეუფლებათ, უქვეითდებათ შრომის უნარი და ყურადღების კონცენტრაცია. ზოგი მეხსიერების დაქვეითებას უჩივის. შესაბამისად, იკლებს აკადემიური მოსწრების დონეც, რაც თვითდამკვიდრების მოსურნე მოზარდს კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას, უჩენს პესიმიზმს, არასრულფასოვნების შეგრძნებას, ურთულებს ურთიერთობას თანატოლებსა და ახლობლებთან. თავის ტკივილი - მრავალი მოზარდი უჩივის თავის მუდმივ ტკივილს, რომელსაც აქვს სხვადასხვა ლოკალიზაცია - შესაძლოა, მოიცვას შუბლი, წარბი, კეფა, მთელი თავი, - ხასიათით კი წნევითი, მოპულსირე ან მქაჩავია. გარეგანი გამღიზიანებლებისადმი მომატებული მგრძნობელობა - მოზარდები ძნელად იტანენ ხმაურს, სკოლის ზარი მათში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სინათლის, სუნის, შეხების მიმართ. ამ ფაქტორთა გავლენით უძლიერდებათ თავის ტკივილი, ოფლიანდებიან, უვითარდებათ სისხლძარღვოვანი რეაქციები. ძილის დარღვევა - ძილი ხანმოკლე და მშფოთვარე ხდება. ერთნი სწრაფად იძინებენ, მაგრამ მალევე იღვიძებენ და ხელახლა ჩაძინება უჭირთ, მეორენი კი ძნელად იძინებენ, გამოუძინებლები დგებიან, დღის პირველ ნახევარში მოთენთილები არიან და მხოლოდ მეორე ნახევარში ახერხებენ მობილიზებას. ბევრი ძილში ლაპარაკობს, თუმცა გამოღვიძების შემდეგ არ ახსოვს, რას ამბობდა. ხშირია ძილში სიარული. ზოგი დგება, მაგიდაზე ნივთებს ალაგებს, ჩანთაში აწყობს, რთულ მოძრაობებს ასრულებს. ზოგიერთს აღენიშნება ღამით შარდის შეუკავებლობა, რაც განსაკუთრებით ამძიმებს ისედაც არცთუ სახარბიელი მდგომარეობას. გულსისხლძარღვოვანი მოშლილობანი. გარდატეხის ასაკში ხშირია გულის არეში ტკივილი, არცთუ იშვიათად ტკივილს გულის ფუნქციური ცვლილებებიც ახლავს თან. ხშირდება მაჯისცემა, გულში იმატებს ფუნქციური ხმაური, არტერიული წნევა ხშირად იცვლება, ეს ყოველივე იწვევს განგაშის შეგრძნებას და ქმნის საიმისო ნიადაგს, რომ მოზარდს სიკვდილის ან სხვა სახის ფობია გაუჩნდეს. ამ დროს მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, მოზარდის თანდასწრებით არ ისაუბრონ გულის დაავადებებზე და ამ მიზეზით გამოწვეულ სიკვდილზე. საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოცენებული ცვლილებები - ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, მადის დაქვეითებით, დეფეკაციის დარღვევით. თავს იჩენს გარდატეხის ასაკის ანორექსია, რომელიც განსაკუთრებით ხშირია გოგონებში - ისინი თავს მსუქან და არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ და საკვებზე უარს ამბობენ, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ჭამა საერთოდ აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სურვილი უკვე აქვთ - ასეთებს სპეციალური მკურნალობა ესაჭიროებათ. ნევროზის დროს ხელსაყრელი გარემოს შექმნით მოზარდები ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოდიან მდგომარეობიდან, მაგრამ თუ ეს ცვლილებები გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგაც (18-20 წელი) შენარჩუნდა, აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა.


[b]ისტერია და აკვიატებული აზრები[/b]
მოზარდებში ხშირია ისტერიკის შეტევები, რომელთა მიზეზად სპეციალისტებს ყურადღების მიპყრობის სურვილი მიაჩნიათ. მოზარდი ყვირის, ტანსაცმელს იხევს, იგლეჯს თმას, ამტვრევს ჭურჭელს, იკბენს ხელებს, იფურთხება, თავს ესხმის უდანაშაულოს... შეტევის ხანგრძლივობა მაყურებელთა რაოდენობასა და რეაქციაზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია მაყურებელი და მეტ თანაგრძნობას გრძნობს მათგან მოზარდი, მით უფრო ხანგრძლივია შეტევა. ბევრი შეტევის შემდეგ აღარ იძინებს, იწყებს ჩივილსა და მოთქმა-გოდებას. ზოგიერთი შეტევის დროს რიტმულ განმეორებად მოძრაობებს ასრულებს. ისტერიული მოზარდებისთვის დამახასიათებელია დამბლები, კონტრაქტურები, მაგალითად, საწოლში ფეხებს თავისუფლად ამოძრავებენ, მაგრამ ვერ დგებიან, ვერ დადიან. თავს იჩენს ვეგეტატიური მოშლილობაც - ბრონქოსპაზმი, რომლის დროსაც არ შეუძლიათ ლაპარაკი, ყლაპვა, აქვთ კრუნჩხვითი ხველა, ისტერიული ღებინება, ჰაერის უკმარისობა, ასთმური შეტევა, სხეულის ტემპერატურის მატება და სხვა. ირღვევა მეტყველებაც. კერძოდ, ხშირია ისტერიული ენის ბორძიკი, რომელიც განსხვავდება ენაბრგვილობის სხვა ფორმებისგან, ისტერიული მუტიზმი - მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უქონლობა (მოზარდი მუნჯდება ან შერჩევითად ლაპარაკობს). ხშირია აკვიატებული აზრებით გამოწვეული პრობლემებიც - მოზარდი აიკვიატებს ხოლმე არარეალურ, აუსრულებელ სურვილს, რომლის შეუსრულებლობა მასში ძლიერ ფსიქოემოციურ განცდას იწვევს. გარდატეხის ასაკის ნევროზი ხშირად არასწორი აღზრდის შედეგია. მას ზოგჯერ თავად მოზრდილები - მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები ასტიმულებენ, რომლებიც იგნორირებას უწევენ მოზარდის თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ ამ ასაკის ფსიქოფიზიოლოგიურ თავისებურებათა ცოდნა და გათვალისწინებაა.




ეკა ჭავჭავაძე
0

Share this post


Link to post
Share on other sites
20 წლის ვხდები
მარა ეხლა რო მაქ
ეგრე ცხოვრებაში არ მქონიდა

( ნუ ღრმა ბავშვობაც თუ არ ჩAვთვლის სადაც ნევროზი არაასაკობრივი მიზეზბისდაგამო მქონდა )

და აი ისე ვარ ისე ვარ ისე ვარ რო ვერ გეტყვით
აბზაციდან აბზაცამდე ვერ ვკითუხლობ და გინდა წავიკითხო გინდა არა
აღAრ შემიძლია აი აღარ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nakani"][/b],
ხოდა გარდატყდები აწი მალე :*
მეც კაი აუტანელი ბავშვი ვიყავი :(
ეგეთი რაღაცები არა, მაგრამ აუტანელი ხასიათი მქონდა (ნუ მთლად ასაკს ვერ დავაბრალებთ... :D )
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote]ორსულ ქალს სულ რამდენიმე აუცილებელი რჩევა შეიძლება მისცე. უნდა მოერიდოს ყოველგვარი წამლის მიღებას. სამწუხაროდ, კონსულტაციის კაბინეტების ექიმებს ძველი სქემები აქვთ შემორჩენილი და უკეთებენ უაზროდ ბევრ არასაჭირო ანალიზს, ასმევენ არასაჭირო წამლებს, რაც არავითარ შედეგს არ იძლევა. საქართველოში პოლივიტამინის დანიშვნა სასაცილოა, რადგან უამრავი მწვანილი და ხილი გვაქვს. ხშირად იღებენ რკინის პრეპარატებს. ჰემოგლობინი ორსულობის დროს ისედაც იკლებს. თუ არ მიაღწევს მინიმალურ ზღვარს, რკინის პრეპარატის მიღება არ შეიძლება. ორგანიზმი გარედან, ზედმეტად მიწოდებულ რკინას მაინც არ იღებს. უამრავ პოლივიტამინს აწერია, რომ ორსულობის დროს მისი მიღება შეიძლება, მაგრამ შიგნით ბევრი ურთიერთგამომრიცხავი პრეპარატია. ეს კი კარგს არაფერს გვაძლევს. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ორსულმა თავის თავს და ბავშვს გაუკეთოს, წამლების არმიღებაა და მით უმეტეს – გადასხმების. [/quote]
დანარჩნი ბმულზე:
[url="http://janmrtelobainfo.ge/index.php?cmd=show_info&ct=false&show_id=144&det_show_info=324"]ზანგი თეთრი იბადება და რამდენიმე საათის მერე შავდება"[/url]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0