Sign in to follow this  
Followers 0

საბჭოთა კავშირი

20 posts in this topic

[img]http://images.wikia.com/gtawiki/images/2/27/USSR-flag.png[/img]

[img]http://i376.photobucket.com/albums/oo202/balrog_07/Lenin.jpg[/img]
[img]http://ww2worldwar2.com/wp-content/uploads/2010/12/soviet-joseph-stalin-2.jpg[/img]


დანარჩენები ტუტუცები იყვნენ


[color="#FF0000"] * აზერბაიჯანულად - Совет Сосиалист Республикалары Иттифагы
* ბელორუსულად - Саюз Савецкых Сацыялiстычных Рэспублiк
* ესტონურად - Nõukogude Sotsialistlike Vabariikide Liit
* თურქმენულად - Совет Социалистик Республикалары Союзы
* ლატვიურად - Padomju Sociālistisko Republiku Savienība
* ლიტვურად - Tarybų Socialistinių Respublikų Sąjunga
* მოლდავურად - Униуня Републичилор Совиетиче Сочиалисте
* რუსულად - Союз Советских Социалистических Республик
* სომხურად - Սովետական Սոցիալիստական Հանրապետությունների Միություն (sovetakan sotsialistakan hanrapetutyunneri miutyun)
* ქართულად - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
* ტაჯიკურად - Иттиҳоди Ҷумҳуриҳои Шӯравии Сосиалистӣ
* უზბეკურად - Совет Социалистик Республикалари Иттифоқи
* უკრაინულად - Союз Радянських Соціалістичних Республік
* ყაზახურად - Советтік Социалистік Республикалар Одағы
* ყირგიზულად - Советтик Социалисттик Республикалар Союзу[/color]


საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).


საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (1990 წლის მონაცემებით – 78%) შედგებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისგან, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის ცარისტული იმპერიის ტერიტორიაზე დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთის ფედერაციის სახით მის იურიდიულ მემკვიდრედ დარჩა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დომინირების გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მსოფლიოში, მეტწილად კი დასავლეთში, ძირითადად როგორც ”რუსეთს” იცნობდნენ.


საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა ”დემოკრატიულად” არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას.
სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. ”გარდაქმნის” პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას სახელმწიფოში არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოებრივი ფუნქცია ჰქონდა, არამედ მის ეკონომიკასაც განაგებდა. ქვეყნის ყველა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ინსტიტუციები.

80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.

1) სახელისუფლებო ძალაუფლება, 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭო – ეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.

პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).

სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.

საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.

1977 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას გააჩნდა ფედერალური სტრუქტურა, რომელიც თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს გარანტირებდა (მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ საკითხებში).

პრაქტიკაში კი - თითოეული სახელმწიფო ორგანოს უმეტეს ამოცანებს წყვეტდა ერთადერთი ლეგალური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სსრკ-ის კომპარტია).

კომპარტია იღებდა უმთავრეს ფუნდამენტალურ და პოლიტიკურ ორიენტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ხელისუფლება, თავად რამის დაკანონების გარეშე, ამ გადაწყვეტილებებს ასრულებდა.

მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.

აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.

მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.

ხშირად ამ თავჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.

1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.

უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.

სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='627155']
დანარჩენები ტუტუცები იყვნენ
[/quote]


კიი ხოოომ? :D

ნეტა რა ძალა გედგა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Monroe"][/b],

მარქსი ენგელსი და იდეების ფრთების შემსხმელი ლენინ სტალინი. ოთხი უდიდესი გენია

[img]http://www.pugliantagonista.it/4GRANDI.JPG[/img]

გორბაჩოვი სუსტი იყო. ვერ გაუძლო ამერიკის ზეწოლას და დაიშალა საბჭოთა კავშირი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' timestamp='1302987557' post='627185']
[b][member="Monroe"][/b],

მარქსი ენგელსი და იდეების ფრთების შემსხმელი ლენინ სტალინი. ოთხი უდიდესი გენია

[img]http://www.pugliantagonista.it/4GRANDI.JPG[/img]

გორბაჩოვი სუსტი იყო. ვერ გაუძლო ამერიკის ზეწოლას და დაიშალა საბჭოთა კავშირი
[/quote]

მე მიძღვნი? :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='sashka' post='627185']
ოთხი უდიდესი გენია
[/quote]
ლენინი გამოაკელი მაგათ, არაფერი გენია მაგაში არ იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],

სტალინში მითუმეტეს

20 მილიონი მკვდარი ჯარისკაცი ორი მაგდენი დასახიჩრებულ-დაინვალიდებული... ესაა მაგის მოგებული ომი
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b], [quote name='ლებუ' post='627273']
ლენინი გამოაკელი მაგათ, არაფერი გენია მაგაში არ იყო.
[/quote]
ლენინი უფრო სახელი იყო მარა რომ არა ლენინი ვერ შედგებოდა საბჭოთა კავშირი


[b][member="Parseltongue"][/b], [quote name='Parseltongue' post='627274']
20 მილიონი მკვდარი ჯარისკაცი ორი მაგდენი დასახიჩრებულ-დაინვალიდებული... ესაა მაგის მოგებული ომი
[/quote]
სტალინი არც ყოფილა მეომარი. მარა არ დაგავიწყდეს როგორ ჩაიბარა რამხელა სახელმწიფო და როგორ დატოვა. ჩერჩილმა სწორი თქვა, თოხით და ბარით ჩაიბარა ამხელა სახელმწიფო და ატომური იარაღით შეიარაღEბულმა დატოვა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="sashka"][/b],

როგორ ფიქრობა ამხელა ადამიანური და ტექნიკურ-ტექონოლოგიური უპირატესობით, რაც საბჭოთა კავშირს გააჩნდა, 6 (4) წელი უნდა გაექაჩა გერმანიას?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Parseltongue"][/b],

არც გერმანიას ქონდა ნაკლები ტექნიკა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="sashka"][/b],

ხო მარა, რაოდენობრივად ვისი ჯობდა? დღევანდელობაში რაოდენობა შეიძლება არაფერია, მაგრამ მაშინ 20 000 ტანკით 3400-ის წინააღმდეგ 4 წელი ბრძოლა სირცხვილი იყო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Parseltongue"][/b],

[quote name='Parseltongue' post='629681']
ხო მარა, რაოდენობრივად ვისი ჯობდა? დღევანდელობაში რაოდენობა შეიძლება არაფერია, მაგრამ მაშინ 20 000 ტანკით 3400-ის წინააღმდეგ 4 წელი ბრძოლა სირცხვილი იყო
[/quote]
ნწ. არ იყო სირცხვილი. რატო იყო სირცხვილი? :D თან მარტო საბჭოთა კავშირი ხო არ იყო მაშინ სხვა ქვეყნებიც იბრძოდნენ. მერე კიდე ამხელა ტერიტორიების უკან დახევით სვლას დრო უნდა. ეგრე ადვილად ვერ მიხვალ მიზნამდე. მეორეც კიდე გერმანიას 3400 ტანკი კი არა მეტი ტანკი დაკარგა გაცილებით.

ამერიკასაც ქონდა პერლ ჰარბორი :D რასაც ამერიკამ ატომური ბომბით უპასუხა სხვა გზა რო აღარ ქონდა :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=1ObK3CUM994[/media]


აი ამას უსმინე

[media]http://www.youtube.com/watch?v=NxpGzI90g3o[/media]
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საბჭოთა კავშირი მართლაც ძლიერი მექანიზმი იყო სტალინის დროს უფრო
რაც სტალინი გარდაიცვალა იმის მერე ნელნელა დაინგრა აღარც პერესტროიკამ უშველა პრინციპში ეგრეა ვერ უძლებენ დროს ასეთი დიდი "სახელწიფოები" ...[quote]მარა არ დაგავიწყდეს როგორ ჩაიბარა რამხელა სახელმწიფო და როგორ დატოვა[/quote]+1
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='takome' post='630887']
რაც სტალინი გარდაიცვალა იმის მერე ნელნელა დაინგრა აღარც პერესტროიკამ უშველა პრინციპში ეგრეა ვერ უძლებენ დროს ასეთი დიდი "სახელწიფოები" ...
[/quote]
იმიტომ რომ სისტემა არ განახლდა. სტალინმა ლენინის მერე ძAლიან შეცვალა ქვეყანა. ზე თანამედროვე გახადა. სტალინის მერე არ მოხდა ეს ცვლილება და ქვეყანა დროს ჩამორჩა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ისადა საბჭოთა კავშირზე ყველაფერ ცუდს რომ წერ ადმინ კარგს რატომ არ წერ? იცი რომ საბჭოთა კავშირის დროს იყო სკოლებში სწავლა უფასო, წიგნებს ურიგებდნენ ბავშვებს, უმაღლესებიც უფასო იყო, ასევე ადამიანს შეეძლო ბინის მიღება 2 წლიადი სამსახურის შემდეგ. საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდნენ მათხოვრები. აბა დღეს გაიხედე ერთი გარეთ, უკეთესი სიტუაციაა???? :beee:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
1941 წელს გერმანიას უკვე დაპყრობილი ყავდა პოლონეთი,საფრანგეთი,ჰოლანდია,ბელგია,დანია,ჩეხეთი და ავსტრია ანუ არანაკლები ადამიანური რესურსი იყო მის ხელში და არანაკლები ბუნებრივი რესურსების მფლობელი იყო.შეიარაღებას რაც შეეხება ვერმახტს უზარმაზარი და იმ დროისთვის უმაღლესი ხარისხის შეიარაღება ქონდა,გერმანიის ლუფტვაფეს ბადალი არ ყავდა,უძლიერესი ფლოტი ყავდათ და ძალიან დისციპლინირებული ჯარისკაცები რაც სსრკ-ზე ნაკლებად ითქმის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საბჭოთა კავშირი პირველი ქვეყანა იყო სადაც სოციალიზმის მშენებლობა დაიწყო რომ არა საბჭოთა კავშირი ინგლისი და ამერიკა ჩემ ფეებს იზამდნენ გერმანიის წინააღმდეგ და ომ არა სსრკ დღეს ჩვენ ქართველები კი არა გერმანელები ვიქნებოდიტ მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე სანამ სტალინი იყო მერე კომუნისტები ნამდვილი კომუნისტები არარ იყვნენ ისინი ნამდვილ კაპიტალისტებად იქცნენ და დაღუპეს ქვეყანა
-1

Share this post


Link to post
Share on other sites
რომ არა ქართველები,ჩემს ფეხებს მოიგებდნენ ომს თუ კაია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მიუხედავად იმისა რო ქართველები ვართ არ შეილება ვიყოთ ეგოისტები მიუხედავად იმისა რო ჩვენც დიდი სისხლი დავღვარეთ არ შეილება დავივიწყოთ რუსების უკრაინელების თუ სხვა ხალხის მიერ დაღვრილი სისხლი რომელიც ჩვენზე არანაკლები იყო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0