Sign in to follow this  
Followers 0

ამაზონ კინდლი

კინდელი   9 votes

  1. 1. გინდა ამაზონ კინდლი?

    • კი ძალიან აი ძალიან მინდა
      1
    • თუ მექნება კარგია
      6
    • არ მინდა წიგნი მირჩევნია
      1
    • საერთოდ არ მინდა
      1

Please sign in or register to vote in this poll.

31 posts in this topic

რატომ გადაირია ხალხი კინდლზე?

[img]http://www.thegreenhead.com/imgs/amazon-kindle-3-2.jpg[/img]

რა არის კინდელი?

როგორც მივხვდი კინდლი არის ელექტრო წიგნი რომელსაც ისეთი გრაფიკული გამოსახულება აქვს როგორიც წიგნს. განსხვავება არის გადაფურცვლაში. წიგნს ფურცლავ აქ ვერ ფურცლავ. ჩვეულებრივი წიგნისგან განსხვავებით შეგიძლიათ რამდემინე ათასი წიგნი ჩამოტვირთოთ ისე რომ ფიზიკურ ადგილს არ იკავებს. ანუ ჩამოტვირთე და გექნება. სატარებლადაც ადვილია. ელემენტები ერთი თვე ყოფნის . ნაუშნიკებსაც უერთებ და შეუძლია წიგნი წაგიკითხოს. ინგლისურ ენაზე რა თქმა უნდა.


ბევრმა შეიძლება არ იცოდეს მეორე ი რიდერის შესახებ. ესაა ცნობილი ამერიკული წიგნების მაღაზიის ბარნს ენ ნობელსის რიდერი ნოკ ბუქი.


[img]http://2.bp.blogspot.com/_NfXVuHIhOH8/TDKyWnhXP2I/AAAAAAAADSI/MShn8cO4Enw/s1600/nook_front.jpg[/img]

დაჟე ეს ფერადიცაა. ამის რევიუები არ წამიკითხია ვნახავ მერე რა რაზნიცაა.


აბა ვისაუბროთ კინდლზე.რატო ირევა ხალხი ნაღდად ვერ გავიგე. კარგია მარა არც ეგეთი გასაგიჟებელი რამე მგონია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
გასაგიჟებელი რავი, თუმცა ბევრი წიგნის კომპაქტურად აქეთ-იქით ტარების იდეა მხიბლავს...
ჩატვირთე და ატარე მთელი ბიბლიოთეკა :წუბ:

მეორე მხრივ, წიგნს სხვა ხიბლი აქვს: ფურცელი, ფერი, სუნი, ფორმა, გადაშლისას ხმა...

მექნებოდა, თუმცა რო დავფიქრდე ძალიანაც არ მინდა :)

მოვიფიქრე!! მაჩუქეთ ვინმემ :D :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დაუბრუნდეს ახალგაზრდა თაობა წიგნებს და კითხვას ზოგადად და რა საშუალებით და ტექნოლოგიით იქნება ეს მიღწეული მეორეხარისხოვანია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვიცი, რამდენად კარგია ან ცუდი, მაგრამ რაღაც ვერ მხიბლავს ეგ იდეა, მითუმეტეს როდესაც მეხსიერებიდან ერთ ერთი მხედველობითი მეხსიერებაა, თუმცა ეგ საკმადო კარგი რამ არის არა როგორც წიგნის წასაკითხად არამედ ტექნიკური (პროფესიული) ლიტერატურისათვის, ქმნი ბიბლიოთეკას და საჭიროების შემთხვევაში უცებ ეძებ იმ კონკრეტულ მონაკვეთს რომელიც გჭირდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დავფიქრდი და მომინდა რაღAც

მარა ძალიან არა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მომეწონა მშვენიერია. ტრანსპორტში შეგიძლია იკითხო მშვენივრად. თუმცა ტრანსპორტში ჩვეულებრივ წიგნსაც კომფორტულად ვკითხულობ. ნამდვილად ვერ შეედრება ჩვეულებრივ წიგნს, მაგრამ იმითაა კარგი, რომ ერთდროულად ბევრი გქნება. შეგიძლია სადმე წახვიდე, ერთი კინკლი თუ კინდლი წაიღო და მთელი ბიბლიოთეკა თან გაქვს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
საინტერესოა. თუმცა ჩვეულებრივ წიგნს ვერ შემიცვლის.
მაშინაა კარგი, როცა განსაზღვრული წონის ბარგი გაქვს წასაღები, წიგნები კი საკმაოდ მძიმეა. ამით გააკეთებ ეკონომიას
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ღამე ანათებს?>
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='627469']
ღამე ანათებს?>

[/quote]
ჰო ექნება დისპლეის განატება, აბა ისე დღისითაც ცუდი იქნება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b],

არა განათება არ აქ :D


მაქსიმალურად არის მიახლოებული ფურცელთან


ფურცელი ღამე ვერ გაანათებს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მე გავიგე, რომ საერთოდ არ ქონია განათება, ღამე ვერ წაიკიღხავ..

ნაჩნიკი უნდა დაანათო :D:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უფ უაზრობაა მაშინ :X
თუმცა მაგიტომაც ყოფილა პოპულარული, მონიტორიდან კითხვა მღლის, როგორც არ უნდა შევცვალო კონტრასტი და ფერები
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მთლად მასეც არ იქნება :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="nodariko1991"][/b],
სანამ რეალურად არ ვნახავთ, ვერაფერს დავასკვნით სწორად :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="Serafit"][/b], [quote name='Serafit' post='627571']
უფ უაზრობაა მაშინ :X
თუმცა მაგიტომაც ყოფილა პოპულარული, მონიტორიდან კითხვა მღლის, როგორც არ უნდა შევცვალო კონტრასტი და ფერები
[/quote]
სსაერთოდ არ აქვს სინათლე. გეგონება წიგნს კითხულობო. მაგის მუღამიც ეგაა რო წიგნთან რეალურად არის მიახლოვებული. ნოკ ბუქიც იგივეა თითქმის და სონის ი რიდერიც მარა ამაზონი პირველი იყო ამიტომ ყველაზე მეტად მაგას ეტანება ხალხი. მე მომწონს და ალბატ მერე ვიყიდი. ცოტა კიდე უფრო ნავაროჩენი გახდეს და ვიყიდი

და რაც მთავარია არანაირი შეგრძნება არაა იმის რო ეკრანი გიდევს წინ. პირიქით იმის შეგრძნებაა რო ჩარჩოში დევს ფურცელი და იმას კითხულობ. დღეს ვნახე მაღაზიაში. საცდელად ერთი ხუთი წუთი ჩაუჯექი.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="sashka"][/b],
ისა და ლათინურის გარდა სხვა შრიფტს არჩევს თუ იცი? და რა ღირს?

[quote name='sashka' post='627616']
რაც მთავარია არანაირი შეგრძნება არაა იმის რო ეკრანი გიდევს წინ
[/quote]
ხოდა მაგიტომ არ აქვს ეკრანის განათებაც
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ ვიყიდი, მაინც თაროზე უნდა შემოვდო :D:D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
აბა, რა ხდება, დაითრიეთ ვინმემ? :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='627661']
sashka,
ისა და ლათინურის გარდა სხვა შრიფტს არჩევს თუ იცი? და რა ღირს?
[/quote]
ყველას არჩევს

მარა ქართულ წიგნებზე რა გითხრა. ლიტ გეს ვკითხე და კინდლისთვის არ გვაქ წიგნებიო. ამიტომ ინგლისურად ან რუსულად უნდა წაიკითხოთ ხოლმე მარა ისე ყველა ფონტს არჩევს. + უფასო 3G რომელიც წიგნების გადმოსაწერად გამოდგება. არ ვიცი მანდ არის უფასო 3G ინტერნეტი?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Serafit' post='693977']
აბა, რა ხდება, დაითრიეთ ვინმემ? :)

[/quote]
დიდი წინააღმდეგი ვიყავი ამ იდეისა, მაგრამ ნელ-ნელა მომეწონა. ხოდა, იუბილეზე ფული რომ მაჩუქეს, ვიფიქრე, რამე ისეთი უნდა ვიყიდო, რაც დროს უძლებს-თქო. ხოდა, ვიყიდე ქინდლი.
ჩემსას განათება არ აქვს. თუმცა, გამოსულია მოდელები (უფრო ძვირები), რომლებსაც ინტეგრირებული განათება აქვთ და ღამითაც შეიძლება, ვთქვათ, ქუჩაში, პარკში, კითხვა. ჩემსას არ აქვს განათება, მაგრამ მაინც კაი ტიპია :)
მოსახერხებელია, რომ პატარა ზომისა და მსუბუქია. უცბად "წიგნის დახურვა" რომ მოგიწიოს, მერე იმ გვერდის ძებნა არ გიწევს, სად გაჩერდი. შესაძლებელია pdf. ფაილების გადატანა კომპიუტერიდან და კითხვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ძირითადად უნივერსიტეტის ლიტერატურა ელექტრონული ფორმით გვაქვს და ამობეჭდვა არ მიხდება უნიში წასაღებად. მაგრამ ყველა ფაილი მაინც ვერ გადამაქვს, რადგან ზოგი წიგნი ორი გვერდია ვთქვათ ერთ გვერდზე დასკანერებული და იმას ვეღარ აჩვენებს ნორმალურად. მარჯვნივ და მარცხნივ გაწევა-გამოწევა ტექსტისა საკმაო დროს და ნერვებს ითხოვს. ამიტომ რაღაცების ამობეჭდვა მაინც მიწევს.

საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ. თან ამაზონიდან კლასიკური ლიტერატურის გადმოწერა, დიდი ნაწილისა, უფასოა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],
ხო, ბევრს მოსწონს, მათ შორის გუკასაც. მე ვერ დავამუღამე და დავდივარ ისევ მამა-პაპური წიგნებით :D
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წიგნს ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებს, ეჭვი მაქვს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
წიგნების დიდი მკითხველი და ფანი არ ვარ, მაგრამ ვაფასებ და დიდი სიამოვნება მიმიღია მისით.

ხოდა ჩემი აზრით ეგ ტექნოლოგიური ნივთი ოდნავადაც ვერ ჩაანაცვლებს წიგნს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='nodariko1991' post='694055']

ხოდა ჩემი აზრით ეგ ტექნოლოგიური ნივთი ოდნავადაც ვერ ჩაანაცვლებს წიგნს
[/quote]
ჩემთვისაც ვერ ანაცვლებს, თუმცა, გამოსადეგია, მაშინ როცა ნაბეჭდი არ გაქვს ის წიგნი, რაც გინდა და გაქვს ელ. ვერსია.
მე მონიტორიდან კითხვა მიჭირს, შესაბამისად ქინდლი გამოსავალია...
ქართული "იოტა რიდერის" მუღამი მაქვს ისე, გასატესტად, შესადარებლად..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
კიდევ ერთი მინუსი ელექტრონული წიგნის წამკითხველისა:
ციტირება რომ გინდოდეს, ვერ იზამ, რადგან გვერდები არაა დანომრილი და რომც იყოს, ალბათ, ბეჭდური ვერსიისას არ დაემთხვევა. ხოდა, როცა ციტირება გჭირდება, მაგალითად:
ი.ვ. გოეთეს "ფაუსი", ...

გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და თარიღი, ასევე გვერდის ნომერი უცნობი რჩება.

თუ ვინმეს საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია, სიამოვნებით მივიღებ კონტრარგუმენტს.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0