Sign in to follow this  
Followers 0

როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს "თბილისი"?

4 posts in this topic

[center][img]http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/12/print-5-copy-2.jpg[/img][/center]

საქართველოს სატახტო ქალაქი - თბილისი ძველ ქართულ წყაროებში ძირითადად სახელდებულია როგორც "ტფილისი".
საინტერესოა, როდის ეწოდა "ტფილისს" - "თბილისი".
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ასეა განმარტებული ტერმინი "თბილისი" - "თბილისი (1936 წლამდე ტფილისი)".
იმავე ენციკლოპედიის სხვა ტომში კი ასეა განმარტებული ტერმინი "ტფილისი" - "ქ. თბილისის სახელწოდება 1936 წლამდე".

ენციკლოპედია "თბილისში" ვკითხულობთ: "ძველქართულად ქალაქს "ტფილისი" ერქვა და ამ სახელწოდებიდან გავრცელდა იგი სხვა ხალხთა ენებში (რუსულსა და ევროპულში "ტიფლის"; არაბულ-სპარსულში - "თიფლის"; სომხურში - "ტფღის"; ბერძნულში - "ტეფილის")".

ზემოხსენებული განმარტებების გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ 1936 წლამდე საქართველოს დედაქალაქის აღსანიშნავად გამოიყენებოდა მხოლოდ "ტფილისი". ამის შემდეგ კი მის ნაცვლად "თბილისი" დამკვიდრდა.

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული ერთი საისტორიო საბუთი შესაძლებლობას გვიქმნის, ზემოთ მოყვანილი განმარტებანი გადავსინჯოთ.

1795 წლის 1-ელ მაისს, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1720-1798) მიერ მანკასარ თუშმალიშვილისადმი (დოკუმენტში იხსენიება "თუშმალოვად") ბოძებულ აზნაურობის წყალობის წიგნში, რომლის დედანიც დაცულია ზემოხსენებულ არქივში, ვკითხულობთ:

"წყალობითა ღვთისათა, ჩუენ, ყოვლისა საქართველოისა, კახეთისა და სხუათა და სხუათამან ირაკლი მეორემან, მეფემან, გიბოძეთ წერილი ესე და განვაცხადებთ, რომ შენ - მანკასარ სარდარ გვარად თუშმალოი ხარ, რომელიც გვარი საქართველოს კეთილშობილად აღრაცხილია და შენ შთამომავლობითურთ შენით შესაბამ ხარისხისა თისისა კეთილშობილად იცნობებოდე და პატივცემულ იყავ, ვითარცა სხვანნი საქართველოს აზნაურნი, რომელსა მოვაწერთ იელსა და დავჰბეჭდავთ სამეუფოთა ბეჭდითა ჩვენითა წელთა 1795, თვესა მაისა I, ხოლო ქართულსა ქორონიკონსა უპგ დაიბეჭდა ქალაქსა შინა თბილისს".

წყალობის წიგნს ერთვის მეფე ერეკლე II-ის ფაქსიმილე - "ერეკლე" (მარჯვენა კუთხეში). იმავე საბუთის მარცხენა კუთხეში დასმულია სამეფო ბეჭედი წითელი ფერის გოგირდზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე II-ის მიერ გაცემულ არაერთ საბუთში იხსენიება ტოპონიმი "ტფილისი". ეს გვაფიქრებინებს, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს "ტფილისი" და "თბილისი" პარალელურ ტერმინებს წარმოადგენდა.

საინტერესოა, რატომ იხსენიება ამ საბუთში თუშმალიშვილის გვარი "თუშმალოვის" ფორმით?
რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მფარველობაში შევიდა, ქართველ თავადაზნაურთა გვარები ზოგიერთ დოკუმენტში რუსული დაბოლოებით ფიქსირდებოდა. მაგალითად, თურქესტანიშვილი - "თურქისტანოვის", თუმანიშვილი - "თუმანოვის" ფორმით და სხვ.

ამრიგად, ზემოხსენებული საარქივო დოკუმენტი საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ტოპონიმი "თბილისი" ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს, ანუ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ხანაში იხსენიებოდა, როგორც "ტფილისის" პარალელური ტერმინი.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/history/7116-rodis-daerqva-chvens-dedaqalaqs-qthbilisiq.html

თქვენ იქნებ სხვა მონაცემებიც გაქვთ? როდიდან დაერქვა ტფილისს თბილისი?
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' post='625126']
თქვენ იქნებ სხვა მონაცემებიც გაქვთ? როდიდან დაერქვა ტფილისს თბილისი
[/quote]

მე ვფიქრობ ჩვენს დედაქალაქს სულ თბილისი ერქვა (თბი ლისი) რაც ცხელი წყლის და მიმინოს ამბავს უკავშირდება. და ტფილისი (ტბილისი) ეს უბრალოდ რუსული ვარიანტია, რადგან ამ ენაში თ არ არის

არც ერთ ქართულ ისტორიულ წყაროში მოხსენიებული არ არის "ტ"ბილისი...

ერეკლეს საბუთებს რაც შეეხება, მე მაინც რუსული ენის გავლენად მიმაჩნია : ) მაშინ ხომ ყველაფერი რუსული მოდაში იყო
2

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='Parseltongue' post='625769']
მე ვფიქრობ ჩვენს დედაქალაქს სულ თბილისი ერქვა
[/quote]
[quote name='Parseltongue' post='625769']
და ტფილისი (ტბილისი) ეს უბრალოდ რუსული ვარიანტია
[/quote]
მეც ასე მგონია
0

Share this post


Link to post
Share on other sites
თბილი-სი

( დო რე მი ფა სოლ ლა -სი- )
: )
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0