Sign in to follow this  
Followers 0

9 აპრილი

6 posts in this topic

[quote name='დინამო' timestamp='1302357316' post='623984']
[color="#FF0000"][size="6"]სირცხვილია! 9 აპრილის მოვლენებზე 1 პოსტიც არ დაწერილა დღეს![/size][/color]
[/quote]


[size="3"][b]9 აპრილის ტრაგედია[/b] [/size]მიუთითებს თბილისში 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან მოვლენებზე მომხდარს საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

[size="3"][b]ტრაგედიის წინაპირობა[/b] [/size]
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობსა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-31 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.

[size="3"][b]დაღუპულთა სია[/b] [/size]
ადამია აზა, 22 წლის
ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
გიორგაძე ნატო, 23 წლის
დოლიძე თამუნა, 28 წლის
ენუქიძე თინა, 70 წლის
თოიძე ნინო, 25 წლის
კიკვიძე ზაირა, 61 წლის
ლოლაძე მანანა, 33 წლის
მამულიშვილი თამარი, 50 წლის
მეტრეველი ვენერა,
ნოზაძე მამუკა, 22 წლის
სამარგულიანი ნანა, 41 წლის
ქვასროლიაშვილი შალვა,
ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
ჭოველიძე თამარი, 16 წლის
ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
მელქაძე მანანა 23 წლის
ქარსელაძე გია 25 წლის

[b]ასევე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს![/b] Edited by ლებუ
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='ლებუ' post='624003']
ასევე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
[/quote]

გილოცავთ :drinks:
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[media]http://www.youtube.com/watch?v=7AdXDJhCATU&feature=related[/media]
[media]http://www.youtube.com/watch?v=1Hx9Vk4rbOA&feature=related[/media]
1

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="di tanti palpiti"][/b], ამ სიმღერას ყოველთვის ვერ ვუსმენ. დღემდე მოქმედებს და მგონია რომ სულ იმოქმედებს :girlumbrage:

[quote name='ლებუ' post='624003']
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!
[/quote]
გილოცავთ
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='meocnebe' post='624050']
ამ სიმღერას ყოველთვის ვერ ვუსმენ. დღემდე მოქმედებს და მგონია რომ სულ იმოქმედებს
[/quote]

ჰო მარიტუნა მართლა ძნელია მშვიდად მოუსმინო. ყოველთვის ის ამბები გაგახსენდება
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="ლებუ"][/b],
მადლობა თემისთვის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0