Sign in to follow this
Followers 0

თბილისი / Tbilisi

2 posts in this topic

[b]თბილისი[/b](1936 წლამდე [b]ტფილისი[/b], კოორდ. 41°43′N 44°47′E), [b]საქართველოს[/b] დედაქალაქი; 1922—1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

[b]თბილისი[/b] კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.
0

Share this post

Link to post
Share on other sites

ფოტოები აკლია :)

[url=http://pix.ge/][img]http://a.pix.ge/w/6whmu.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=uIIGhD510nE][img]http://a.pix.ge/q/jfuqu.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=uIIGhD510nE][img]http://a.pix.ge/y/frxy1.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=nZXKCPkSxLU][img]http://b.pix.ge/b/koxoi.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=nZXKCPkSxLU][img]http://b.pix.ge/w/fp4ae.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=O4Dl1zOE6wY][img]http://b.pix.ge/s/6w6jd.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=O4Dl1zOE6wY][img]http://b.pix.ge/q/gxchj.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=Hulu0p2JHR0][img]http://b.pix.ge/r/2vk9e.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=Hulu0p2JHR0][img]http://b.pix.ge/m/yoh6h.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=Hulu0p2JHR0][img]http://a.pix.ge/c/tvzmk.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=nZXKCPkSxLU][img]http://b.pix.ge/x/r3dwr.jpg[/img][/url]

[url=http://www.youtube.com/watch?v=nZXKCPkSxLU][img]http://a.pix.ge/f/lj17y.jpg[/img][/url]

0

Share this post

Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this
Followers 0