Sign in to follow this  
Followers 0

World Stray Animals Day

2 posts in this topic

[b]დრო[/b]
2011 წლის 04 04, ორშაბათი · 13:00 - 15:00
[b]მდებარეობა[/b]
ვაჟა ფშაველას ძეგლთან მიმდებარე სკვერი
ვაჟა ფშაველას გამზირი



ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. 4 აპრილი - უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა - http://www.strayanimalsday.org/

მსოფლიოში 1 000 000 000 უპატრონო ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება.ძაღლებს, კატებს, ცხენებსა და ვირებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატ...რონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, უჭმელობა. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სასტიკი და არაჰუმანური დამოკიდებულება.

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.

2011 წლის 4 აპრილს, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები: ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA, ”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია” და ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” ცხოველთადამცველებს და ცხოველთამოყვარულ ადამიანებს გიხმობთ აქციაზე. მოგიწოდებთ და თხოვნით მოგმართავთ, რომ გამოიჩინოთ კეთილი ნება და ამ დღეს მსოფლიოს სხვა ხალხებთან ერთად პატივი მივაგოთ ჩვენს ოთხფეხა უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ! შევკრიბოთ საკვები, მედიკამენტები, ინვენტარი და მზრუნველობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. აქციაზე კეთილი ადამიანების მიერ შემოწირული თანხები, საკვები და სხვა საშუალებები გადანაწილებული იქნება ამ ორგანიზაციების თავშესაფრებზე უპატრონო ცხოველების დახმარებისათვის.

2011 წლის 4 აპრილს 14:00 საათზე, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების: ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-ს , ”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”-ს და ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”-ის ხელმძღვანელთა თეიმურაზ წიქორიძის, თამაზ ელიზბარაშვილისა და ვახტანგ მამალაძის მხრიდან გაფორმდება ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აქციის მონაწილეთა მხრიდან ხელმოწერილი იქნება მიმართვა (პეტიცია).

აქციაზე მოეწყობა თავშესაფრების ბინადართა და სხვა უპატრონო ცხოველთა ფოტოგამოფენა. შეკრებაზე მოყვანილნი იქნებიან თავშესაფრებიდან და ქუჩიდან უპატრონო ცხოველები მათი გაჩუქების მიზნით.

მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ 4 აპრილს გამოვიჩინოთ კეთილი ნება და დავეხმაროთ უპატრონო და უსახლკარო ცხოველებს!

http://www.strayanimalsday.org/
http://www.gspsa.org.ge/
http://www.arpd.org.ge/
http://www.vet-express.ge/
1

Share this post


Link to post
Share on other sites
მაგრად მეცოდებიან უპატრონო ცხოველები,საქართველოში მაგ მხრივ საშინელი მდგომარეობაა,ძაღლებს ყურადღებას არ აქცევენ და თუ მიაქციეს იჭერენ და კლავენ...თავშესაფარში კიდევ ცუდად აჭმევენ და თითქმის ყველა ენტერიტით კვდება:( საშინელი სანახავია რააა,რამე ხომ შეიძლება მოხერხდეს და ეშველოთ რააა:(
1

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0