Sign in to follow this  
Followers 0

რუსი ჟურნალისტი ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულებაში

7 posts in this topic

რუსი ჟურნალისტი ქართულ სპეცრაზმში
13:44 21-03-2011
რუსეთის მსგავს იმპერიაზე გამარჯვების მცდელობა სასაცილოა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს "კომერსანტ ვლასტი" სპეციალურ რეპორტაჟს , რომელიც რუსული გამოცემის ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ქართულ ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმში ერთკვირიანი მივლინების შემდეგ მოამზადა.
კორესპონდენტი თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქართული სამხედრო დანაყოფის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ყაზარმაში, დაესწრო მათ თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსებს. სოლოვიოვი წერს, რომ სპეცრაზმის დისლოკაციის ადგილზე საქართველოში ბევრმა არაფერი იცის.
"ბორცვი თბილისის განაპირასაა, ქვევით ქალაქია, ზევით კი მთები. ქალაქში მებრძოლები დათხოვნის დღეებს ატარებენ, მთებში კი ისვრიან. ჯერ არ უთქვამთ, ოდესმე პირიქით მომხდარა თუ არა. ისე, როგორც ამ ბაზას იცავენ, ალბათ არაფერს უფრთხილდებიან ქვეყნის დედაქალაქში, გამონაკლისი მხოლოდ საპრეზიდენტო სასახლეა, განსხვავება ისაა, რომ ყველამ იცის, მიხეილ სააკაშვილი სად ზის, სპეცრაზმის წევრების ადგილმდებარეობის შესახებ კი ბევრმა არაფერი იცის", _ აღნიშნავს "კომერსანტ ვლასტის" ჟურნალისტი.
სოლოვიოვი წერს, რომ სტატიაში ყველა სამხედრო პირის სახელი და გვარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, შეცვლილია. ჟურნალისტისთვის ერთ-ერთ კაპიტანს უკითხავს, როგორ მოხვდა ქართულ სპეცრაზმში.
"ერთი კითხვა მაქვს: როგორ მოხვდით აქ. არა თუ რუსი, ქართველი ჟურნალისტებიც კი არასდროს ყოფილან აქ", _ უთქვამს კაპიტანს სოლოვიოვისთვის.
კორესპონდენტი წერს, რომ სპეცრაზმის წევრების ყაზარმა სამვარსკვლავიან სასტუმროს უფრო ჰგავს, სადაც სამხედროების ყოველნაირი კომფორტი აქვთ შექმნილი.
"ნოყიერი საუზმის შემდეგ ერთი ჯგუფი სასროლეთში წავიდა, მეორე კი ძველი, 1987 წელს გამოცემული საბჭოთა რუქებით ტოპოგრაფიის შესწავლას შეუდგა. ამ რუქებზე აფხაზური ტბა რიწა ჯერ კიდევ ქართული ღირსშესანიშნაობადაა აღნიშნული. ფოტოები, სადაც ქართველი სამხედროები ტოპოგრაფიას სწავლობენ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ფლეშკიდან ამოგვაშლევინეს. რატომ? _ ეს ქართულ სამხედრო საიდუმლოდ დარჩა", _ წერს სოლოვიოვი.
კორესპონდენტის თქმით, სპეცრაზმში არაფერია დარჩენილი საბჭოთა სამხედრო სისტემიდან.
"მაიორი გეგეშიძე საბჭოთა არმიაშიც მსახურობდა, სადაც ყველაფერი "ადამიანური" იყო _ დედოვშინა, შეღებილი მდელო... ახლა კი ქართველი სამხედროები ერთმანეთს ხელს ართმევენ და წესდებით გაუთვალისწინებელ ურთიერთობებს უწევენ კულტივაციას _ ერთმანეთს კოცნიან", _ წერს სოლოვიოვი.
ჟურნალისტთან საუბრისას მაიორი გეგეშიძე ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრიც კი ართმევს ხელს სამხედროებს და აღნიშნავს, რომ ეს ბევრს უცნაურად მიაჩნია, განსაკუთრებით მათ, ვინც საბჭოთა არმიაში მსახურობდა.
გეგეშიძე რუს კორესპონდენტთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ ქართველი სამხედროებისათვის ფული მთავარი არ არის.
"ბევრი აქ იმ დროიდან მსახურობს, როცა ხელფასი სულ 60 ლარი იყო და ამასაც ნახევარი წლით აგვიანებდნენ, ასე რომ, ფული მთავარი არ არის. მთავარი სამშობლოა და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პრეზიდენტი", _ თქვა გეგეშიძემ.
სოლოვიოვი წერს, რომ ბოლო სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მაიორ მაისურაძის ბატალიონი იღებდა მონაწილეობას, "სამხრეთ ოსეთის ომი იყო 2008 წლის აგვისტოში".
"მაიორი იქ ერთ-ერთი პირველი შევიდა, მიიღო კანტუზია და შემდეგ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო _ გორგასლის II ხარისხის ორდენი. პირველ ხარისხს, ძირითადად, სიკვდილის შემდეგ ანიჭებენ, ასე რომ II ხარისხის გამო მაიორს ალბათ ნაკლებად დაწყდა გული. მისი ხელმძღვანელობით მებრძოლმა ბატალიონმა ერთი ჯარისკაცი დაკარგა, 55 კი დაიჭრა. მაიორი აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა და იმედს არ კარგავს, რომ იქ დაბრუნდება. მაიორ გიორგი გეგეშიძისთვის 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი ერთი დღე გაგრძელდა... ომს, რომელშიც საქართველო რუსეთთან დამარცხა, კაპიტანმა ჰოსპიტალში ტელევიზორით უყურა", _ წერს სოლოვიოვი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდნენ თუ არა ქართველმა სამხედროებმა, რომ სამხრეთ ოსეთში შესვლით რუსეთთან ომი დაიწყებოდა, კაპიტანმა გეგეშიძემ უპასუხა:
"ეს პოლიტიკოსებისთვის დასასმელი კითხვაა, ჩვენ კი ჯარისკაცები ვართ. ეცადო, რუსეთის მსგავს იმპერიაზე გაიმარჯვო, სასაცილოა. მაგრამ მაშინ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო. სულ ესაა", _ თქვა კაპიტანმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, გაუჭირდათ თუ არა ქართველ სამხედროებს რუსებთან ომი, კაპიტანმა უპასუხა:
"მე არ დავიწყებ ჩვენი და თქვენი სამხედროების უნარების შედარებას. ჩვენ დავალება შევასრულეთ _ შევაღწიეთ სიღრმეში. ჯავამდე სულ რამდენიმე კილომეტრი გვრჩებოდა. სამხრეთ ოსეთის დაკავება ჩვენ ფიზიკურად ვერ შევძელით. ძლიერად გვბომბავდნენ. და, საერთოდაც, როცა ჩვენ შევედით, რუსები იქ უკვე იყვნენ. გესმის? ისხდნენ კარგად გამაგრებულ ადგილებში. რუსეთს მრავალწლიანი საომარი კულტურა აქვს, ჩვენ კი სულ ახლა დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა", _ თქვა კაპიტანმა და თან დაამატა, რომ საქართველო და რუსეთი არ უნდა მტრობდნენ ერთმანეთს.
ვლადიმერ სოლოვიოვის ქართული სპეცრაზმის დისლოკაციის ადგილას ყოფნის ბოლოსწინა დღეებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებდა დანაყოფის მონახულებას.
"სააკაშვილის ვიზიტის შესახებ ცნობამ ბატალიონი გრაფიკიდან ამოაგდო და პრაქტიკულად განაიარაღა. დილიდანვე სირბილის ნაცვლად მებრძოლები ოთახებიდან იარაღს და საბრძოლო მასალებს საწყობებისკენ ეზიდებოდნენ. თუ ყველაფერს ისე დატოვებდნენ, როგორც იყო, ძაღლი, რომელიც პრეზიდენტის ვიზიტამდე მისი უსაფრთხოების წევრებმა ყაზარმის შესამოწმებლად მოიყვანეს, გადაირეოდა ასეთი რაოდენობის სახიფათო სუნის გამო. კიდევ კარგი, რომ ყაზარმა დასალაგებელი არ იყო: დამლაგებელი ქალბატონები (სამოქალაქო პირები) მტვერსასრუტებით დერეფნებსა და ოთახებში რეიდს აწყობენ", _ წერს სოლოვიოვი.
"კომერსანტ ვლასტი" წერს, რომ სააკაშვილი ნაწილში 5 წლის ნიკოლოზთან ერთად შემოიჭრა,
"ენერგიულმა მხედართმთავარმა ბატალიონის ერთ-ერთ ასეულთან ერთად პოლიგონზე გაირბინა, შეიხედა სპორტულ დარბაზში, სადაც ინსტრუქტორი მებრძოლებს მიუთითთებდა, თუ სად უნდა გადაეჭრათ მოწინააღმდეგის არტერია, ისადილა ჯარისკაცებთან და მიზანმიმართულად დატოვა იქაურობა...
მეორე დღეს საქართველოში დასვენების დღე იყო _ ყველა დედის დღეს აღნიშნავდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც 2008 წელს დაღუპულ სამხედროთა მემორიალია გახსნილი, გამოცოცხლებაა. იქ რეგულარული არმიის 33 ჯარისკაცი განისვენებს (სულ საქართველომ 170 სამხედრო და პოლიციელი დაკარგა 2008 წლის ომში). მებრძოლების საფლავებით მემორიალის ოთხი ნაწილის მხოლოდ ერთი ნაწილია სავსე, სამი კი ცარიელია. კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული ასეთი წინდახედულობა, კაპიტანმა გეგეშიძემ ასე მიპასუხა:
_ ეს ომები ჩვენთან ოლიმპიადებს ჰგავს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გვაქვეს", _ ვრცელ რეპორტაჟს ქართულ სპეცრაზმზე ვლადიმერ სოლოვიოვი სწორედ ასე ასრულებს.

http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/163231-qkomersantiq-rusethis-msgavs-imperiaze-gaimarjvebis-mcdeloba-sasaciloa.html" onclick="window.open(this.href);return false;


ორიგინალი თავისი ფოტოებითურთ, დიდი გაფართოებისას კი ყიდის
http://www.kommersant.ru/Doc/1600839" onclick="window.open(this.href);return false;


ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ ომზე ლაპარაკიც არაა..
0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ მჯერა მაგ ჟურნალისტის
0

Share this post


Link to post
Share on other sites
უცნაური სტატიაა
0

Share this post


Link to post
Share on other sites
rom ara ramdenime ateulobit nagavi adamiani rusetshic da saqartveloshic,rusuli da qartuli kultura dgemde gverdigverd mshvidad idgeboda. rusi eri sulac ar mimachnia cudad magram bedis ironiaa rom sul aseti mtavroba yavt da xalxzec mizanmimartulad zemoqmedeben.sustebi xart ruseboooo
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაღაც ნაბოდიალევს გავს
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ზოგი დეტალი დავაზუსტე და ემთხვევა სიმართლეს, როგორც ჩანს მართლა იყო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯერ ერთი ვინც ეგ იქ შეუშვა ის არის დასახვრეტი, მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელს იქ რა უნდოდა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0