Sign in to follow this  
Followers 0

კრისტოფერ ნოლანი

5 posts in this topic

[center][url="http://www.radikal.ru"][img]http://i042.radikal.ru/1103/3e/e24dd39d091c.jpg[/img][/url][/center]
ანგლო-ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ,ცნობილი თავისი ფსიქოლოგიური ტრილერებით, დაიბადა ლონდონში 1970 წლის 30 ივლისს ინგლისელი სარეკლამო აგენტისა და ამერიკელი ბორტგამცილებლის ოჯახში. თითქმის მთელი ბავშვობა ინგლისსა და ამერიკას შორის მგზავრობაში გაატარა სრულწლოვნობის მიღწევასთან ერთად მიიღო ორივე ქვეყნის მოქალაქეობა. ნოლანი დალტონიკია ის ვერ არჩევს მწვანე და წითელ ფერს, ჰყავს მეუღლე ემა ტომასი და სამი შვილი. კინემატოგრაფიით 7 წლის ასაკიდან დაინტერესდა, მისი პირველი სამოყვარულო კამერით დაგაღებული ფილმის პერსონაჟები თავისივე სათამაშო ჯარისკაცები იყვნენ.

განათლება ლონდონის უნივერსიტეტში მიიღო ლიტერატურის ფაკულტეტზე, პარალელურად იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს. პირველი ფილმი [b]Larceny (1996)[/b] კემბრიჯის კინოფესტივალზე უჩვენეს. მომდევნო წელს გადაიღო მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი[b] Doodlebug (1997)[/b]ჯერემი ტებალდით მთავარ როლში რომელმაც ასევე შეასრულა მთავარი როლი ნოლანის პირველ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმში [b]Following (1998)[/b].

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის Following -ის შესაქმნელად ნოლანმა დაარსა კომპანია [b]Syncopy Films[/b] რომლის სათავეშიც მისი მეუღლე ემა ტომასი დგას დღესდღეობითაც. ფილმმა მიიქცია არამარტო კინომოყვარულთა არამედ ჰოლივუდის მსხვილი სტუდიების ყურადღებაც, მაგალითად ისეთების როგორიცაა [b]Newmarket Films[/b] რომლის პროდუსერობითაც გამოვიდა ნოლანის პირველი მცირებიუჯეტიანი მაგრამ მომავალში რეჟისორის საკულტო ფილმი [b]Memento[/b] საიდანაც იწყება ნოლანის წარმატებული და საინტერესო სარეჟისორო კარიერა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center][b][size="5"]Memento[/size][/b]

[url="http://www.radikal.ru"][img]http://s54.radikal.ru/i145/1103/ec/a23f8d1dadfb.jpg[/img][/url]
[/center]

ფილმი გადაღებულია რეჟისორის ძმის ჯონათანის ერთერთი ნაწარმოების " Memento Mori"-ს მიხედვით. პირველად ფილმი უჩვენეს ვენეციის კინოფესტივალზე სადაც კინოკრიტიკოსთა აღიარება და უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა .

ფილმის მთავარ გმირია ლეონარდ შელბი, სადაზღვევო სააგენტოს ყოფილი გამომძიებელი რომელიც ვინმე ტედისთან და ნატალისთან ერთად მთელი ფილმის მანძილზე ეძებს საკუთარი მეუღლის მკვლელს. შელბის მთავარი პრობლემა მისი წარსულის ტრამვა და მეხსიერებაა, ცოლის მკვლელობის დღეს გადატანილი თავის ძლიერი ტრამვის გამო მას ახსოვს ყველაფერი რაც მოხდა ამ მოვლენამდე, მაგრამ ტრამვის შემდეგ მომხდარი მოვლენები არ შეუძლია დაიმახსოვროს, ამიტომ მისი მომავალი ცხოვრება დამოკიდებულია იმ სურათებზე, მინიშნებებსა და ტატუებზე რითიც ის ცდილობს შეიქმნას წარმოდგენა ყველაფერზე რაც მის გარშემო ხდება და 10 წუთის შემდეგ უკვე აღარ ემახსოვრება.

საინტერესო და შთამბეჭდავია თავად ფილმის და სიუჟეტის განვითარების სტილი. სიუჟეტის ერთი ნაწილი შავთეთრია მეორე ფერადი. ერთი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უჩვენებს მოვლენების განვითარებას მეორე კი საპირისპირო მიმართულებით დასასრულიდან დასაწყისისკენ , რაც მაყურებელს ზუსტად იგივე გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებს რა მდგომარეობაშიც ფილმის მთავარი გმირია. ბოლოს შავთეთრი და ფერადი სიუჟეტი ერთ საერთო წერტილში ერთიანდება და შავთეთრი კადრები ფერადდება, რითიც მაყურებლისთვის უკვე ცხადი ხდება სიუჟეტი.

თავად ნოლანი ფილმის შესახებ წერს: ეს არის ძიება საკუთარ თავში და საკუთარ რეალობაში, ბრძოლა საკუთარ თავთან. იმ ადამიანის შეხედულება და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ვისი მიდგომა და საშუალება რეალობის აღქმისა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოდ მიღებულისგან. Memento ერთი შეხედვით ეს არის უფრო ღრმად ჩახედვა საკუთარ სულში, მაგრამ ამავე დროს ის გაძლევს შესაძლებლობას შეხედო სამყაროს სხვა ადამიანის თვალით.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]მომდევნო ფილმმა კიდევ უფრო გაამყარა ნოლანის წარმატება და პოპულარობა.
[b][size="5"]Insomnia( 2002)[/size][/b]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s39.radikal.ru/i084/1103/c0/6f1bdfc7bfa2.jpg[/img][/url][/center]

ფილმი დეტექტიური ჟანრისაა და ამავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ნოლანისეული რიმეიქია. ორი დეტექტივი, ერთი ასაკოვანი გამოცდილი დორმერი და მისი ახალგაზრდა მეწყვილე ალიასკაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის გამოსაძიებლად ჩადის. ერთ–ერთი დევნის დროს ნისლში, დორმერის მიერ ბოროტმოქმედისთვის ნასროლი ტყვია შემთხვევით მისსავე მეწყვილეს ხვდება და კლავს. რადგან იმ მომენტისთვის რეალურად არავინ არ არის ამ ფაქტის მოწმე გამოცდილი გამომძიებელი დუმილს არჩევს, თუმცა არსებობს ადამიანი ვინც მისდაუნებურად მოწმე გახდა მკვლელობის , გაქცეული ბოროტმოქმედი რომელიც ყოველ ღამით აშანტაჟებს დორმერს...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]2005 წელს ნოლანი მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერში გადაწყვეტს ბედი სცადოს და [b]Warner Bros[/b] – თან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს ფილმით :
[size="5"][b]Batman Begins[/b] [/size]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s41.radikal.ru/i093/1103/5d/eb14ed45e4b6.jpg[/img][/url]
[/center]
ტრილოგიის პირველი ნაწილი გადაღებული საყოველთაოდ ცნობილი კომიქსის მიხედვით გოტემის მცველზე ბეტმენზე. პროექტზე დაახლოებით 130 მილიონი დაიხარჯა რამაც იმ დროისათვის ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად აქცია ფილმი. ნოლანი საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამოცანას და ფილმი ერთ–ერთი წარმატებულ, პოპულარულ და კრიტიკოსთა მიერ დადებითად შეფასებულ პროექტადაა აღიარებული. Edited by E madame
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[center]2006 წელს გამოდის ნოლანის კიდევ ერთი საკულტო ფილმი [size="5"][b]The Prestige[/b][/size]
[url="http://www.radikal.ru"][img]http://s008.radikal.ru/i306/1103/56/8e39c2685894.jpg[/img][/url][/center]

ფილმი კრისტოფერ პრისტის ამავე სახელწოდების ფსიქოლოგიური დრამის ეკრანიზაცია. სცენარზე ნოლანი ძმასთან ერთად მუშაობდა და ბევრი რამ იქნა შეცვლილი, მაგალითად წიგნში ფილმისაგან განსხვავებით ჯეკმანისა და ბეილის პერსონაჟები ერთმანეთს არ იცნობენ მანამ, სანამ კონკურენტები არ გახდებიან.

ფილმი მოგვითხრობს ორი ბრიტანელი ილუზიონისტის ენჯერისა და ბორდენის ისტორიას. ისინი მეგობრები არიან სანამ ბორდენის გამო არ იღუპება ენჯერის მეუღლე ერთერთი ნომრის შესრულებისას. ამის შემდეგ მტრები ხდებიან და მიდიან ყველაფერზე ერთმანეთის გასანადგურებლად,თუმცა ბრძოლაში ორივე კარგავს თითქმის ყველაფერს რაც მათთვის ძვირფასია...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0