Sign in to follow this  
Followers 0

ფედერიკო ფელინი

119 posts in this topic

ზოგს ჰონია რომ ფელინი კლასიკოსი კი არა "პაპსაა".

მე კი მგონია რომ ფელინი დიდი ძალიან დიდი რეჟისორია, მიყვარს მის ფილმებში პარადიგმულად დაყენებული უკიდურესობები, მისი თვალით დანახული პრობლემები, და "სინათლე გვირაბის ბოლოს" რომელსაც არე გააფთრებით ეძებს ხოლმე.

მოკლედ დააფიქსირეთ თქვენი აზრები და მეც შემოგიერთდებით :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

"ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.

უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას.

მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც." "ტკბილი ცხოვრების" ჩვენების დროს ფეენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნე, რომ ფელინი "ბოლშევიკია".

"ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა- მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე."

"მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან" უთხრა მან ერტხელ რეპორტიორს, მაგრამ სულ არ ეტყობოდა რომ რამის ეშინოდა. :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჯულიეტა მაზინი...

გენიალური მსახიობი ქალი და გენიოსი რეჟისორი ქმარი.. ფელინის ფილმებზე სულ მეტირება.... "კაბირიას ღამეები" ან "ჯამბაზები".... :( :( :(

კლასიკაა... :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

"ორკესტრის რეპეტიცია"?!

როგორ აქვს წარმოჩენილი პიროვნების დაშლის პროცესი. ადამიანის აგდებუ;ლი და უდიერი დამოკიდებულება კულტურისადმი, და მოსალოდნელი კატასტროფა კულტურის მსხვრევის და სულიერი დეკანასის გამო. რაც მაღალი იდეების არქონის შედეგია, როცა ადამიანი არარაობამდე ჩამოდის.

ან "ამარკორდი" სადაც იგივე პრობლემაა დაყენებული-იდეის უქონლობა, ინივიდუალიზმის არქონა.

უF გენიოსი იყო რა ეს კაცი :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ადამიანის აგდებუ;ლი და უდიერი დამოკიდებულება კულტურისადმი, და მოსალოდნელი კატასტროფა კულტურის მსხვრევის და სულიერი დეკანასის გამო.

:) ეგ მოსალოდნელიც იყო.. კულტურის მსხვრევა... თუ გახსოვს "ევროპის დაისის" შესახებ.. :( უბრალოდ ფელინიმ მარტივად დაგვანახა.. ასე ვთქვათ, დაღეჭა სათქმელი...

იჰ, შემოვალ კიდე ამ თემაში :mellow:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჰოდა მეც მაგას ვამბობ ფელინი ცხვირწინ აფარებს ხალხს პრობლემებს, ფარდას ხდის ყველაფერს და გამოსავალს ამ გზით ეძებს.

წაიკითხე ჩემი პირველი პოსტი?!

მიყვარს ფედერიკო :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

სტურუას ბოლო დადგმა გაიხსენეთ. მე მგონი ბევრი მსგავსებაა. თუნდაც დარბაზის რეაქციის მხრივ

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სტურუას ბოლო დადგმა გაიხსენეთ. მე მგონი ბევრი მსგავსებაა. თუნდაც დარბაზის რეაქციის მხრივ

აჰა ზუსტად, რობიკოც მიყვარს ძაალიან :rolleyes:

ცუდია, რომ ფელინის თემაში არ აქტიურობენ :mellow:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფედერიკო ფელინი უძლიერესი რეჯისორია... ხალხნო შემოდით და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, მართლა კაი თემაა ;)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იყო რეჟისორი-დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ იყო-გენიალური რეჟისორი-ეს უკვე უდიდესი ბედნიერებაა...

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ჯულიეტა მაზინი...

გენიალური მსახიობი ქალი და გენიოსი რეჟისორი ქმარი.. ფელინის ფილმებზე სულ მეტირება.... "კაბირიას ღამეები" ან "ჯამბაზები".... :( :( :(

კლასიკაა... :)

'კაბირიას ღამეები' :). არ დამავიწყდება ჩემი ემოციები ამ ფილმის ყურების შემდეგ.რა კარგია მაზინა მაგ ფილმში.

ეს კადრი მთელ ფილმად ღირს :)

524d7b9ac13a.jpg

bc339787e0fa.jpg

26e7447b2a56.jpg

'ჯეინჯერი და ფრედი' მიყვარს ეს წყვილი ზალიან :D

bb47e0543ce9.jpg

ფელინის 'რომი' ვინმეს გააქვთ ნანახი?ვერსად ვერ ვნახე რომ გადმოვწერო

0

Share this post


Link to post
Share on other sites
1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

"ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.

უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას.

მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც." "ტკბილი ცხოვრების" ჩვენების დროს ფეენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნე, რომ ფელინი "ბოლშევიკია".

"ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა- მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე."

"მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან" უთხრა მან ერტხელ რეპორტიორს, მაგრამ სულ არ ეტყობოდა რომ რამის ეშინოდა. :rolleyes:

ოღონდ პალმის ტოტი კი არა - პალმის რტო:)

საინტერესოა ;) მეც დავპოსტავ ფელინიზე, ოღონდ, მომიტევეთ, კოფი-ფეისთით გავაკეთებ სხვა კინოფორუმიდან, თორემ ხელახლა ამის წერას გადავყვები:) მოკლედ, ასე:

თავის დროზე პაზოლინიმ ჰკითხა, როგორია ეს ნამდვილი არისტოკრატიული ღრეობა, ორგია და ფელინის უთქვამს, მე საიდან უნდა ვიცოდეო. კი, მაგრამ, ფილმებში ისე დეტალურად იღებ ხოლმეო და ახლა მეუბნები, რომ წარმოდგენა არ გაქვსო?.. ფელინის ბანალური რამ უპასუხა - ნატო ია ი რეჟისორ, ჩტობი საზდავატ ა ნე კანსტატირავატ :)

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამახსენდა, რომელსაც ხშირად შეხვდებით მის ფილმებში - ცირკს. ბავშვობაში ბრადიაჩი ცირკთან ერთად გაიპარა, რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი უნდოდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.

ხო, ნამდვილად გადავერთე ფელინიზე აშკარად. კიდევ გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ალბათ უფრო გარემოება. ოთხი რეჟისორია, რომელიც ეკლესიურობის (და არა ზოგადად რელიგიის) მეტ-ნაკლებ დესტრუქციულობაზე საუბრობს თავის ფილმებში: ბუნუელი, ბერგმანი, ფელინი და ალმოდოვარი... აქედან სამი - ალმოდოვარი, ბუნუელი და ფელინი სასულიერო აკადემიაში სწავლობდნენ, ხოლო ბერგმანზე ალბათ ყველამ იცით - მამა ჰყავდა პასტორი.

ფელინი ყველაზე ნაკლებად ამჟღავნებს ეკლესიისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ მაინც ჩანს, რომ მისთვის ეკლესია ეს არის ავტორიტარული სისტემა, რომელიც თრგუნავს ინდივიდს, შემოქმედს. ახლა, ფელინისთვის, ვფიქრობ თითქმის მიუღებელი იყო ღმერთისა და მის შორის შუამავალი.

სტუდენტობის პერიოდში ძალიან მომწონდა ფელინი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვიყინებოდი, მაგრამ მაინც ჯიუტად წიგნს წიგნზე ვკითხულობდი. ყველაზე საინტერესო, რაც კი შემხვედრია - ბაჩელისის წიგნი იყო "ფელინი". წიგნში ფელინის შემოქმედების სიღრმისეული ანალიზი და საინტერესო რეცენზიები იყო გამოქვეყნებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო, რომ ამ ძველ წიგნის პირველივე ფურცლებს შორის აღმოვაჩინე ფელინის ინტერვიუ "კაზანოვა, რომელიც მძულს".

სულ მიკვირდა, რატომ არის მისი კაზანოვა ასეთი, შეიძლება ითქვას, არაკინემატოგრაფიული და პასუხიც ვიპოვე. თავად ფელინის ინტერვიუში ასეთი რამ წერია:

"ძალიან ვინანე, რომ ფილმის დადგმაზე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიკითხე კაზანოვას მემუარები. გული ლამის ამერია... ყველაფერი გამოგონილია, არავითარი მე-18 საუკუნის რომანტიკული სულისკვეთება და სიყვარული. მისი მემუარები უფრო სტატისტიკოსის სიას, ან კიდევ სატელეფონო ცნობარს მაგონებს. იმთავითვე მინდოდა კაზანოვასგან დისტანცირება და ეს მგონი შევძელი კიდეც. ამ ანტიგმირისაგან დამატებითი გაუცხოებისათვის ფილმი ინგლისურად გადავიღე - იმ ენაზე, რომელიც თითქმის არ მესმის. ამით კიდევ ერთი ნაბიჯით გავემიჯნე მას. "კაზანოვა" ანტიკინემატოგრაფიული ნაწარმოებია. ის მექანიკური ბალეტია ცვილის ფიგურების მუზეუმში..."

იქვე წერს, რომ ფილმის სცენარისტმა ბერნარდო ზაპონიმ შეახსენა, რომ "სატირიკონის" შემთხვევაშიც ასე მოხდა - მან ჯერ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ წაიკითხა პეტრონიუსი. "მართალია, - წერს ფელინი, - ასე იყო, მაგრამ პეტრონიუსის წაკითხვის დროს დადებითად განვეწყე და ეს ფილმსაც ეტყობა. კაზანოვას შემთხვევაში კი მხოლოდ ავტომატიზმი და მისი პირუტყვული არსი დავინახე".

იცით თუ არა, რომ ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა? თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა და სწორედ ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. ახლოს მივიდა, კარიკატურა შეუქო, ფელინიც შეათვალიერა და ახალგაზრდა (თუ არ ვცდები, 25 წლის იყო) მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში "რომი ღია ქალაქია".

დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი შესაძლოა ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.

საინტერესოა, რომ ფელინის ”გზას” ძირითადად იტალიური კრიტიკა დოსტოევსკის ნაწარმოებებს ადარებდნენ. თავად ფელინის კი - ფიოდორ დოსტოევსკის. თუმცა პრესამ ფილმი მაინც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. იბეჭდებოდა ისეთი შეურაცხმყოფელი რეცენზიები, სათაურით - ”სახარება იდიოტისაგან” და ”თავადი მიშკინი”...

თავისთავად, ასეთი სათაურებით კრიტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ფელინისა და დოსტოევსკის ”ნათესაურ” კავშირს.

როდესაც სტუდენტობის პერიოდში სადიპლომოს ვწერდი ბერგმანზე, ბერგმანის წიგნში ფელინის შესახებ საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე.

ბერგმანი წერს, - ”ვფიქრობ, ყველა რეჟისორებიდან, რომელიც ოდესმე შემხვედრია, ჩემს შემოქმედებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ფელინი იმყოფება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ფედერიკომ ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა...”

თავის წიგნში ბერგმანი არ აღნიშნავს იმას, რომ მას და ფელინის პროდიუსერებმა დაუკვეთეს ერთობლივი ფილმი - ”იესო”, რომელიც შემდგომ იმავე პროდიუსერების გადაწყვეტილებით ფრანკო ძეფირელიმ გადაიღო...

სხვა ინტერვიუებში ბერგმანი წერს, რომ ”საკმაოდ საინტერესო კინოილუსტრაცია გამოვიდა, მაგრამ მე ფილმს სულ სხვა მუხტით გადავიღებდი”.

ფელინის ფანებს კიდევ ერთ დეტალს შევახსენებ: თავისი კინოტრილოგიის (”გზა”, ”თაღლითები” და ”კაბირიას ღამეები”) ბოლო ფილმის ”კაბირიას ღამეების” გადაღების დაფინანსებაზე ერთბაშად 11 პროდიუსერმა თქვა უარი! მეგობრები აფრთხილებდნენ ფელინის, რომ ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯია, რადგან მან ერთი ფილმი უსაქმურებზე, მეორე თაღლითებზე, ხოლო მესამეს მეძავეებზე იღებს...

თუმცა კრიტიკის მძვინვარების მიუხედავად პროგნოზი არ გამართლდა - ამ ფილმმა მაზინას ჯერ კანის ”პალმის ოქროს რტო”, ხოლო შემდეგ ”ოსკარი” მოუტანა.

და ბოლოს. ამაზე ყველაზე მეტად ვხალისობდი რომში ”ტკბილი ცხოვრების” პრემიერის შემდეგ ერთ-ერთმა მაყურებელმა ფელინი დუელზე (?) გამოიწვია, ხოლო კინოდარბაზის დატოვებისას ქალებმა ფელინის რატომღაც ”ბოლშევიკი” უწოდეს...

0

Share this post


Link to post
Share on other sites

მეც დავაკოპირე gol.ge დან ოღონდ ჩემი პოსტი რათქმაუნდა.:)

არ მიპლაგიატია :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

:)gol.ge-ზე ამავე ნიკით ხარ?

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არა იქ coldplay ვარ:)

"სალომე" ეს ისე, ოფიციალურად :rolleyes:

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არა იქ coldplay ვარ:)

"სალომე" ეს ისე, ოფიციალურად :rolleyes:

:lol: მერე არ უნდა მითხრა?! :) ამდენი ხანია თანაფორუმელს ვესაუბრები და არ უნდა ვიცოდე. გეთქვა მაინც, ვა, კალატოზიკ, აქაც შენ ხარ:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
:lol: მერე არ უნდა მითხრა?! :) ამდენი ხანია თანაფორუმელს ვესაუბრები და არ უნდა ვიცოდე. გეთქვა მაინც, ვა, კალატოზიკ, აქაც შენ ხარ:)

ჰოო რავიცი აბა, მეთქი არ იფიქროს ნაცნობი მნახა და მეტაკაო.... :rolleyes: :unsure::lol:

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ფელინისა და ტარკოვსკის შემოქმედებას ერთი რამ კრავს. ორივე რეჟისორის შემოქმედება იმ რეალობის აუთენტურია, რომელშიც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამას არაერთი კინოკრიტიკოსი თუ ზოგადად მაყურებელი აღნიშნავდა. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მათი ფილმი ავტობიოგრაფიულია. პირადად მე სწორედ ეს მიჩენს იმის განცდას, რომ ყველა ფილმში რეჟისორის ნაწილი, ან ნაწილაკი დევს:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
სტურუას ბოლო დადგმა გაიხსენეთ. მე მგონი ბევრი მსგავსებაა. თუნდაც დარბაზის რეაქციის მხრივ

ამაზე ცოტას ხომ ვერ განავრცობდით? :)

0

Share this post


Link to post
Share on other sites
ამაზე ცოტას ხომ ვერ განავრცობდით? :)

სტურუა "თეატრის"თემაში განავრცე:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი უსაყვარლსეი რეჟისორია. "კაბირიას რამეები" და "გზა" უმაგრესია. საერთოდ ჯულიეტა მაზინაც უძლიერესი ქალია:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

არ მევასება

0

Share this post


Link to post
Share on other sites
არ მევასება

ჰოო მაგრამ რატომ???

ესაა საინტყერესო, თორემ მარტო "არ მევასება" და "მევასება" ეგ ყველას შეუძლია:)

0

Share this post


Link to post
Share on other sites

იმიტომ რომ არ მომწონს მაგისი ფილმები :D

0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0