Перейти к содержимому


რელიგიათმცოდნეობის ლექსიკონი


გამოხმაურებები თემაში: 3

#1 OFFLINE   muvahid

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 843 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:ოზურგეთი
  • ინტერესები:რაც საინტერესოა


აბატი - ლათინურენოვან სამყაროში მღვდლის, უფრო კი მონასტრის წინამძღვრის, საერთო სახელი. მომდინარეობს ებრაული სიტყვისაგან „აბ“ (მამა).

აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღი - ცათა სასუფევლის, სამოთხის სინონიმი. ებრაული და ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით სამოთხე პირველად აღნიშნულმა ადამიანებმა, პატრიარქებმა, დაიმკვიდრეს.

აბსოლუცია - ცოდვებისაგან გახსნა, გათავისუფლება (ლათ.).

აგაპე - სულიერი სიყვარული (ბერძნ.).

აგარიანი - აგარის (აბრაამის მხევლის, ისმაილის დედის) შთამომავალი; არაბების და, ზოგჯერ, მუსლიმების საერთო სახელი.

აგიოგრაფია (ჰაგიოგრაფია) - ქრისტიანი მოღვაწეებისა და მოწამეების ცხოვრებათა აღწერა („აგიოს“ წმინდა და „გრაფოს“ აღწერა, ბერძნ.).

აგრაფი - ქრისტეს გამონათქვამი, რომელიც ოთხთავში შესული არაა (შდრ. იოანე 21:25). ერთ-ერთი მაგალითია „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმე 20:35).

ადგილობრივი კრება - ქვეყნის, ოლქის, ქალაქის ან სოფლის ეკლესიის კრება, რომელზეც სხვადასხვა საეკლესიო საკითხები განიხილება.

ადეპტი - რომელიმე მოძღვრების, კონფესიის, თეორიის თავგამოდებული დამცველი.

ადვენტა - ლათ. „მოსვლა“. შობის წინა პერიოდის სახელწოდება.

ადონაი (ებრ. „უფალი ჩემი“) - ღვთის ერთ-ერთი ბიბლიური სახელი.

ავგაროზი - ავი თვალისაგან დამცავი საგანი. მომდინარეობს ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი მეფის აბგარის (ავგარის) სახელისაგან, რომელსაც, ძველი გადმოცემის თანახმად, ქრისტემ თავისი ხელთუქმნელი ხატი და ეპისტოლე გაუგზავნა.

ავტოკეფალია - თვითთავადობა, თავისი თავის მმართველობა (ბერძნ.)

ავტოკეფალური ეკლესია - მმართველობის საკითხში დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც იერარქიულად ცალკე ერთეულია.

ათეიზმი - ღვთის არსებობის უარყოფა.

ათი მცნება - თეოლოგიური და ზნეობრივი კოდექსი, რომელიც წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე გამოეცხადა (გამ. 1934).

აიაზმა - ნაკურთხი წყალი.

აკოლუთია - ბერძნული სიტყვაა და აწყობას, მიჯრით დალაგებას, ამ შემთხვევაში, - ერთმანეთის მიყოლებით წარმოსათქმელი ლოცვების ან საგალობლების ერთობლიობას ნიშნავს.

ალაჰი - ღვთის სახელი არაბულად.

ალი - ბოროტი სული, ეშმაკი (არაბ.).

ალილო - საშობაო ქართული ხალხური საგალობელი.

ალილუია - „ადიდეთ უფალი!“ (ებრ.). ქრისტიანულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში სამგზის წარმოითქმის, რადგან წმ. სამებას განეკუთვნება.

ამაღლება - ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება (შდრ. მარკოზი 16: 1419; ლუკა 24:3353; საქმე 1:311).

ამბა - მონასტრის წინამძღვარი (ნიშნავს „მამას“ ებრ.).

ამბიონი - ამაღლებული ადგილი ეკლესიაში, აღსავლის კარის წინ, სადაც სახარება და ქადაგება წარმოითქმის.

ამინ! - „ჭეშმარიტად!“ (ბერძნ.). დამადასტურებელი, დასკვნითი სიტყვა, რომელიც ლოცვის, ქადაგების და დაფიცების ბოლოს წარმოითქმის.

ანაბაოტისტები - ხელმეორედ მონათლულები; ძველი პროტესტანტული და რეფორმატორული ეკლესია. დაარსდა 1521 წ. გერმანიაში; დამაარსებელია მემაუდე ნიკოლოზ შტორხი.

ანათემა - ეკლესიისაგან განკვეთა, განყენება. სინონიმებია „შერისხვა“, „შეჩვენება“, „დაწყევლა“.

ანალოგია - დახრილი მაგიდა ეკლესიაში, რომელზეც სახარება ან ხატი დევს.

ანაფორა - 1) მოსასხამი, რომელსაც სასულიერო პირი ყოფაცხოვრებაში ატარებს; 2) წირვის დროს დარჩენილი პური და ღვინო, რომელთაც ღარიბებს ურიგებენ.

ანაქორეტობა - წუთისოფლისაგან განყენებულობა, განდეგილობა, მეუდაბნოეობა.

ანგელოზი - ზეციური არსება, უხორცო და გონიერი ძალა, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის, მაცნე (ბერძნ.).

ანგლიკანური ეკლესია (ანგლიკანობა) - გარდამავალი საფეხური კათოლიციზმსა და პროტესტანტობას შორის ტრადიციასთან მიმართების საკითხში; ჩამოყალიბდა 1534 წ.

ანდერძის აგება - საღვთისმსახურო რიტუალი („წესის აგება“); ლოცვავედრება მოცვალებულის იმქვეყნიური მდგომარეობის შემსუბუქებისათვის.

ანთროპომორფიზმი - ღვთაებისათვის ადამიანური თვისებების და სახის მინიჭება.

ანთროპოსოფია - სიტყვა-სიტყვით „სიბრძნე ადამიანის შესახებ“ (ბერძნ.). რელიგიურფილოსოფიური მოძღვრება და პრაქტიკა, დაარსებული 19121913 წწში რუდოლფ შტაინერის მიერ თეოსოფიური საზოგადოების საპირისპიროდ. ანიმიზმი - რწმენა, რომ ყველა საგანს სული აქვს (ლათ. ანიმა „სული“).

ანტიფონი - ორო გუნდის მონაცვლეობით გალობა.

ანტიქრისტე - 1) ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი; 2) ბოროტებით აღსავსე პიროვნება, რომელიც, აპოკალიფსის თანახმად, მეორედ მოსვლის და ქვეყნის აღსასრულის წინ მოვა, გამეფდება, მაგრამ მისი ხელმწიფება ქრისტეს მიერ შეიმუსრება.

აპოკალიფსი - ახალი აღთქმის ბოლო, 27-ე წიგნი, რომელსაც ქართულად გამოცხადება ეწოდება.

აპოკრიფი - ბიბლიური და არაბიბლიური, მაგრამ სასულიერო შინაარსის წიგნები, რომლებიც, ეკლესიის რწმენის თანახმად, სულიწმინდის მადლით აღვსილნი არ არიან. სინონიმებია „არაკანონიკური“ და „დაუბეჭდავი“. მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან, რომელიც დაფარულს, საიდუმლოს ნიშნავს.

აპოლოგეტიკა - ქრისტიანული მწერლობის დარგი, ჩამოყალიბებული II-III სს-ში, რომლის მიზანი ელინური ფილოსოფიისაგან ახალი აღთქმისეული დებულებების დაცვა იყო.

აპოლოგია - დაცვა (ბერძნ.).

აპოსტასია - საყოველთაო განდგომა რწმენისაგან.

არდაგი - სუდარა (ბერძნ.), რომელშიც იესოს გვამი გაახვიეს.

არიანელობა - მოძღვრება. რომელიც IV ს-ის 10-იან წლებში მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა; ძე ღმერთის (ქრისტეს) მამა ღმერთთან თანადაუსაბამობის უარყოფა და ქმნილებად მიჩნევა („იყო დრო, როცა მამას ძე არ ჰყავდა“). დაიგმო ნიკეისა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებებზე (325 და 281) და ერესად გამოცხადდა.

არმაგედონი - ბიბლიური ქალაქი, რომელმაც სახელი სისხლისმღვრელი ომებით გაითქვა. აპოკალიფსში იგი ბოლო ჟამის საშინელი მოვლენების, გადამწყვეტი ბრძოლის სახელწოდებაა.

არქიელი - მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი (ბერძნ.).

არქიერატიკონი - მღვდელმთავრისათვის განკუთვნილი წიგნი, რომელიც ქიროტონიის (ხელდასხმის) წესებიც მოიცავს.

არქიმანდრიტი - უმაღლესი საბერო წოდება და თანამდებობა (ბერძნ. „ზღუდის უფროსი“).

„არწივი“ - სამღვდელმთავრო ნოხი, რომელზეც ორთავიანი არწივია გამოსახული.

ასამაღლებელი - იგივე კვერექსი (ბერძნ.), სადიდებელი ლოცვები, რომლებიც ლიტურგიაზე მღვდლის ან დიაკონის მიერ საზეიმოდ წარმოითქმის.

ასკეტიზმი - სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ვარჯიშს (ბერძნ.), ქრისტიანული შინაარსით - ბერმონაზვნურ ცხოვრებას.

აქსიოს - „ღირსია?“ (ბერძნ.). ამ კითხვით მიმართავს მღვდელმთავარი ეკლესიას (სასულიერო და საერო პირთა კრებულს) იმ ადამიანის შესახებ, რომლის ხელდასხმას იგი აპირებს. ერთმაც რომ დაიძახოს - „ანაქსიოს!“ (არ არის ღირსი!), იმ ჟამს კურთხევა აღარ შედგება.

აღაპი - მიცვალებულის სულის შეწევისათვის 1) სხვადასხვა სახის შესაწირავი, 2) ლოცვავედრების ტექსტი და 3) საქველმოქმედო სუფრა (ტრაპეზი). მომდინარეობს სიტყვისაგან „აგაპე“ (იხ).

აღდგომა - უდიდესი საუფლო დღესასწაული (მათე 28:115; მარკოზი 16:18; ლუკა 24:18; იოანე 20:118). ქრისტიანი ღვთისმეტყველები მის წინასახედ ძველი აღთქმის პასექს მიიჩნევენ. მოძრავია. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის (დღეღამტოლობის) პირველი სავსე მთვარის მომდევნო კვირადღეს.

აღთქმა - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება (ებრ. „ბერეთ“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“).

აღმსარებლობა - რომელიმე სარწმუნოების აღიარება. იგივეა რაც კონფესია.

აღსავლის კარი - კანკელის შუა კარი, საკურთხეველში შესასვლელი.

აღსარება - შვიდთაგან ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოს, სინანულის, შემადგენელი ნაწილი, რომლის დროსაც მორწმუნე ცოდვებს ინანიებს, მღვდელი კი უფლის სახელით შეუნდობს (ლათ. კონფესიონი).

აღსაყდრება - მღვდელმთავრად ხელდასხმა (ბერძნ. ინტრონიზაცია).

ახალი ადამი - იესო ქრისტე.

ახალი აღთქმა - 1) ადამიანსა და ღმერთს შორის ახალი ურთიერთობა, რომლის შინაარსი ძირითადად საიდუმლო სერობის დროს გაცხადდა; 2) ბიბლიის მეორე ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მისი მოციქულების მოღვაწეობა. შედგება 27 წიგნისაგან.

ახალი იერუსალიმი- ქრისტეს ეკლესია. იგივეა, რაც ახალი ისრაელი.



ბაბილონის გოდოლი - ბაბილონის კოშკი, რომლის შენებას წარღვნის შემდეგ მიჰყვეს ხელი, მაგრამ ღმერთმა დაანგრია და მშენებლები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, რათა ერთმანეთის ვერაფერი გაეგოთ (დაბ. 11:19). გამოიყენება ამპარტავანი ტომისა და ქვეყნის სიმბოლოდ.

ბაზილიკა - მოგრძო, ნავისებური ტაძარი.

ბაირაღი - საეკლესიო დროშა, რომელიც წუთისოფელზე გამარჯვების სიმბოლოა.

ბაპტისტერიუმი - ადგილი, სადაც ნათლისღების რიტუალი სრულდება წყალში შთაფლვით ან წყლის სხურებით.

ბართლომეს ღამე - ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მოაწყვეს კათოლიკეებმა პარიზში წმ. ბართლომეს ღამეს, 1572 წლის 24 აგვისტოს.

ბარტყულა - ბერმონაზვნის თავსაბურავი.

ბარძიმი - მაღალფეხიანი სასმისი, რომელიც ზიარების დროს გამოიყენება.

ბასილი დიდის წირვა - წირვის (ლიტურგიის) ის რედაქცია, რომელიც კესარიის მავარეპისკოპოსმა წმ ბასილმა (+379) შეიმუშავა.. მართლმადიდებელ ეკლესიაში დიდმარხვას, შობის წინა დღეს და 1 იანვარს, წმ. მამის ხსენების დღეს, სრულდება.

ბელზებელი - სატანა, ავი ძალებისა და დემონების მთავარი.

ბელიარი - ებრაული სიტყვა, რომელიც სატანის სინონიმია (2 კორ. 6:15).

ბერმონაზონი - მამრობითი სქესის სასულიერო პირი, რომელმაც წუთისოფლისეულ კეთილდღეობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი.

ბზობა - იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლა (მათე 21:111; მარკოზი 11:111; ლუკა 19:2944; იოანე 2:1317). ამ დროს მას ხალხი, ქართული ტრადიციით, ბზის (ბაიის) ტოტებს უფენდა.

ბიბლია - საღვთო წერილი, წმინდა წერილი. იხ ძირითად ტექსტში.

ბისონი - მღვდელმთავრის შესამოსელი ლიტურგიის დროს, წითელი ფერის ძვირფასი ქსოვილი, იმ შესამოსლის სიმბოლო, რომელიც მაცხოვარს წამების დროს წამოასხეს.



წმ. გადმოცემა - ქრისტიანული სარწმუნოების პირველწყარო (ბიბლიასთან ერთად), რომელსაც საფუძვლად მაცხოვრისა და მოციქულების ზეპირად გადმოცემული მოძღვრება უდევს.

გამოსვლათა - მოსეს ხუთწიგნეულის მე2 წიგნი, რომელშიც ეგვიპტიდან ებრაელების გამოსვლაა აღწერილი.

გამოცხადება - 1) აპოკალიფსი (იხ.); 2) ღვთის ნების ადამიანებისათვის წარმოჩენა.

„განიცადე“ - გალობა, რომელიც ღვთისმსახურთა ზიარების დროს სრულდება.

განცხადება - საუფლო დღესასწაული, რომელიც დაკავშირებულია მდ. იორდანეზე ქრისტეს ნათლისღებასთან და წმ. სამების წარმოჩენასთან (მათე 3:1317; მარკოზი 1:911; ლუკა 3:2122; იოანე 1:2934). იგივეა, რაც ქართ. ნათლისღება და ბერძნ.ლათ. ეპიფანია.

განკითხვის დღე - საყოველთაო სასამართლო, რომელიც ქვეყნის აღსასრულის და მეორედ მოსვლის დღეს აღესრულება. „საშინელი სამსჯავრო“.

განსაწმენდელი - კათოლიკეების რწმენა დროებითი ჯოჯოხეთის შესახებ. იგივეა, რაც სალხინებელი.

გაპატიოსნება - მოცვალებულის სულის მეოხებისათვის საეკლესიო წესის შესრულება.

გარდამავალი დღესასწაულები - აღდგომაზე დამოკიდებული, ე.ი. მოძრავი დღესასწაულები.

გარდამოხსნა - 1) ქრისტეს გვამის ჯვარიდან ჩამოღება; 2)ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ჯვარიდან ჩამოხსნის და საფლავად დადების სცენა.

გარდამოხსნის გადმოსვენება - საეკლესიო რიტუალი, რომელიც წითელ პარასკევს (ნახ.) აღესრულება და რომელსაც სამგლოვიარო ხასიათი აქვს.

გეენია - ჯოჯოხეთის ცეცხლი.

გნოსტიციზმი - მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ქრისტიანობის, იუდაიზმისა და წარმართობის ელემენტებს შეიცავდა (IIV სს.). სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მცოდნეობას“ (ბერძნ.). წარმოშობისთანავე რამდენიმე მიმდინარეობად დაიყო. არსებითი ნიშნებია: კაცობრიობის ორ ბანაკად დაყოფა: 1) ბუნებითად მცოდნეებად და მადლმოსილებად და 1) ბუნებითად არმცოდნეებად და მადლმოკლებულებად; ძველი აღთქმის იაჰვე და ახალი აღთქმის ღმერთი სხვადასხვაა, პირველი ბოროტია, მეორე - კეთილი; მატერიალური სამყარო ბოროტმა ღმერთმა შექმნა. ეკლესიამ ეს მიმდინარეობა II ს-ში ერესად გამოაცხადა და მისი მიმდევრები ანათემას გადასცა. მათ შორეულ მემკვიდრეებად თანამედროვე მკვლევარები ერაყში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფებს „მანდეისტებს“, იგივე „საბისტებს“, „იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ ასახელებენ.



დაბადება - 1) ბიბლიის პირველი წიგნის „შესაქმის“ სინონიმი; 2) ძველი აღთქმის სახელწოდება ქართულ ტრადიციაში.

დავითნი - „ფსალმუნნის“ სინონიმი

დასდებელი - მოკლე და ვრცელი საგალობლების, ოღონდ არა ფსალმუნნების, საერთო სახელი.

დაუჯდომელი - სადიდებელი ლოცვები და საგალობლები, რომლებსაც ფეხზე დგომით ისმენენ (ბერძნ. აკათისტო).

დაფარნა - ბარძიმის გადასაფარებელი.

დეიზმი - ბუნებისაგან ღვთის სრულად გამიჯნულობა, აბსოლუტურად ტრანსცენდენტულობა. იდეალისტურ-ფილოსოფიური თეორია და რწმენა, რომელიც შემოქმედი ღმერთის არსებობას აღიარებს, მაგრამ თვლის, რომ იგი შორსაა ქმნილებისაგან და მის ცხოვრებასა და არსებობაში აღარ ერევა.

დეკანოზი - წინამძღვარი (ბერძნ.), უფროსი მღვდელი; სამრევლოს, დიდი ეკლესიის ან, ძველი ტრადიციით, მონასტრის წინამძღვარი. ამ სახელით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხატის მსახურს და „საყმოს“ რელიგიურ ლიდერს მოიხსენიებენ.

დენომინაცია - სიტყვა ლათინურია და „გადარქმევას“ ნიშნავს, მაგრამ რელიგიათმცოდნეობაში ორი მნიშვნელობა აქვს: 1) ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის ზოგადი სახელი; 2) ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ეკლესიისა და სექტის შუალედურ რგოლს, ე.ი. გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს.

დიაკონი - იერარქიულად უქვემოეს საფეხურზე მყოფი სასულიერო პირი. ნიშნავს მსახურს (ბერძნ.).

„დიდაქე“ - 12 მოციქულის მოძღვრება. ქრისტიანული მწერლობის უძველესი ძეგლი, რომელიც აპოკრიფადაა მიჩნეული. ძველ ქართულ მწერლობაში ცნობილი არაა.

დიდი ოთხშაბათი - ვნების კვირის ოთხშაბათი, იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის დღე. ყოველი შვიდეულის ოთხშაბათს აღმოსავლეთის ეკლესიებში როგორც წესი, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, მარხვით აღნიშნავენ.

დიდი პარასკევი - ვნების პარასკევი; წითელი პარასკევი. ჯვარცმის დღე (მათე 27; მარკოზი 15; ლუკა 23; იოანე 17:2840); საეკლესიო წელიწადის ყველაზე მძიმე დღე. ძველი ტრადიციის ეკლესიებში ამ დღეს ჟამისწირვა არ სრულდება, ყოველი პარასკევი კი (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა) მარხვის დღეა.

დიდი შაბათი - ვნების შაბათი. საეკლესიო გადმოცემით, ამ დღეს იესო ქრისტე ჯოჯოხეთში შევიდა და იქიდან მართალთა სულები გამოიყვანა.

დიდი ხუთშაბათი - ვნების ხუთშაბათი. დღე, როდესაც იესო ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა, საპასექო კრავის ნაცვლად უსისხლო მსხვერპლი შეწირა და და წმ. ზიარების საიდუმლო (ნახ.) დააწესა, რის გამოც ეს დღე საიდუმლო სერობად იწოდება (მათე 26: 1730; მარკოზი 14:1226; ლუკა 22: 1421; იოანე 13:135).

დითეიზმი - ორღმერთიანობა; ორი ღმერთის რწმენა (ბერძნ.).

დიკასტერია - საეკლესიო სასამართლო.

დიოფიზიტობა - ორბუნებოვნობის დოგმატი, რომლის თანახმადაც განკაცებულ ღმერთს ორი ბუნება ჰქონდა: იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. ორივე ბუნება ერთ პიროვნებაში შეურევნელად, შეურწყმელად, განუყოფლად და დაუპირისპირებლად არსებობდა... მას რეალურად სციოდა, შიოდა და სტკიოდა. ეს დოგმატი IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წ.) ჩამოყალიბდა მონოფიზიტობის (ნახ.) საპირისპიროდ.

დიპტიქი - მოსახსენიებელი წიგნი, სიტყვა-სიტყვით „ორნაწილედი“ (ბერძნ.), განკუთვნილი მიცვალებულებისთვისაც და ცოცხლებისთვისაც. იქ პირველ რიგში პატრიარქების სახელები შეაქვთ.

დოგმატი - სიტყვა ბერძნულია და თავდაპირველი შინაარსით ნიშნავს ზოგადად მოძღვრებას, მაგრამ ღვთისმეტყველებაში მან უცვალებელი, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრების მნიშვნელობა შეიძინა. მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშია კოდირებული, მაგრამ გამოთქმით და წერილობით ისინი მოგვიანებით ეკლესიის წმ. მამებისა და კრებების მიერ ჩამოყალიბდნენ. თითოეული დოგმატი საღვთო წერილს ეფუძნება და რჯულის ამა თუ იმ მხარეს ფორმულების, დადგენილებების და განაწესების სახით გადმოსცემს. მათი წყალობით სარწმუნოების სფეროში თვითნებური და სუბიექტური განმარტებები უნდა აილაგმოს.

დოგმატური ღვთისმეტყველება - ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების სისტემური გადმოცემა.

დოკეტიზმი - გნოსტკური მიმართულება, რომლის თანახმად მაცხოვარი წუთისოფელში არარეალური, მოჩვენებითი სხეულით მოვიდა (დოკეო - „მოვაჩვენებ“, „წარმოვსახავ“, ბერძნ.).

დომინიკანელები - რომის ეკლესიაში 1208 წელს წმ. დომინიკეს მიერ დაარსებული ორდენი.

დუალიზმი - ორმაგობა, ორი დაუსაბამო საწყისის, კეთილისა და ბოროტის რწმენა. ცნობილია დუალისტური რელიგიები (იხ. ზემ. „ზოროასტრიზმი“).

დრაჰმა - ინდუსთა რელიგიურ-ეთიკური ცნება: მისაგებელი, ვალი, მოვალეობა.



ეგვტერი - მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც საზოგადო მსახურებისთვის არაა განკუთვნილი. შეიძლება დიდი ტაძრის ნაწილი იყოს, ანდა ცალკეც იდგეს. სახელწოდება წარმომავლობით ბერძნულია: „ევხე“ - ლოცვა. რუსეთში მას „ჩასოვნია“ შეესაბამება, ლათინურენოვან სამყაროში - „ორატორია“, „კაპელა“.

ეგზარქატი - საეგზარქოსო, ე.ი. ტერიტორია, სადაც ეკლესიას ეგზარქოსი განაგებს.

ეგზარქოსი - წარმომავლობით ბერძნულია (ექსარხოსი) და სიტყვა-სიტყვით „გარემთავარს“ ნიშნავს. ამ სახელით ძველი ბერძნები იმ მეფისნაცვლებს იხსენიებდნენ, რომლებიც კოლონიებს მართავდნენ. აღმოსავლეთის ეკლესიებში ეგზარქოსი იმ მღვდელმთავარს ნიშნავს, რომელიც მეზობელი ეკლესიის სამღვდელმთავრო სინოდის მიერაა დანიშნული და ამავე სინოდის წინაშეა ანგარიშვალდებული. ასეთი მღვდელმთავარი რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა საქართველოს ეკლესიაში მაშინ მოავლინა, როდესაც ამ ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა (1811).

ეგზეგეტიკა - სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც ბიბლიის ცალკეული მუხლების, თავების და პასაჟების შინაარსობრივ განმარტებას მოიცავს. მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „ექსეგესის“ - განმარტება, ძველი ქართულით - თარგმანება.

ეგზორცისტი - ადამიანი, რომელიც ლოცვის ძალით ბოროტ სულებს დევნის.

ედემი - ღვთის მიერ სამყაროს შუაგულში გაშენებული ბაღი, წალკოტი, სადაც დაასახლა ადამი და მისი ცოლი ევა (დაბ 2:78).

ევანგელიონ - კეთილი ამბის უწყება, სახარება.

ევანგელური ეკლესია - იმ პროტესტანტული ეკლესიების საერთო სახელი, რომლებიც მთლიანად უგულვებელყოფენ საღვთო გადმოცემას და საეკლესიო ტრადიციას.

ევანგელისტი - კანონიკური სახარების ავტორი. ევანგელისტები არიან: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.

ევლოგია - დალოცვა (ბერძნ.); საეკლესიო პრაქტიკაში უწოდებენ სეფისკვერს, რომელსაც დატეხენ და წირვის დამთავრების შემდეგ მორწმუნეებს დაურიგებენ.

ევქარისტია - ზიარება. სიტყვა-სიტყვით მადლობის შეწირვას ნიშნავს. შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომელიც იესო ქრისტემ ძველი აღთქმისეული პასექის (სისხლიანი მსხვერპლის) ნაცვლად დააწესა. ესაა რიტუალი, რომელიც პურის ჭამით და ღვინის დალევით მთავრდება. ძველი და ტრადიციული ეკლესიების რწმენით, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია, არატრადიციული და პროტესტანტული რწმენით - სიმბოლური. ევქარისტია ჟამისწირვის შემდეგ სრულდება.

ეკლესია - მომდინარეობს ძერძნული სიტყვისაგან „კალეო“, რაც მოხმობას ნიშნავს. ქრისტიანთა შორის „ეკლესიას“ სამი მნიშვნელობა აქვს: 1) თანამორწმუნეთა საზოგადოება, კრება, ერი (არა ნაციის გაგებით); 2) ადგილი (შენობა), სადაც ეკლესიის წევრები იკრიბებიან და 3) თეოლოგიური - ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო (1 კორ. 3:1617). მოცემული ქვეყნის ეკლესია მოცემული ქვეყნის სახელს ატარებს (საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლების საზოგადოებას „საქართველოს ეკლესიის“ სახელით მოვიხსენიებთ).

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) - იმ ეკლესიების თანამეგობრობა, რომლებიც იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად აღიარებენ. შეიქმნა ამსტერდამში 1948 წელს. თავიდან მის ძირითად ფუნქციას ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სოციალისტური რეჟიმის მიერ დაჩაგრული ქრისტიანების დაცვა წარმოადგენდა. ამის გამო სტალინის დიქტატურის დროს ემსს საქმიანობას სსრ-კში უნდობლად და მტრულად ეკიდებოდნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მასში 1962 წელს გაწევრიანდა. 1978-1982 წწ-ში მისი თანაპრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო. ამ ეკლესიამ ემსს რიგები 1997 წელს დატოვა ქვეყანაში ანტიეკუმენურ განწყობილებათა მოძალების გამო.

ეკლესიასტე - ძველი აღთქმის კანონიკური წიგნი, რომლის ავტორად წინასწარმეტყველი სოლომონი ითვლება.

ეკლესიის მამები - დიდი წმინდანები და მოღვაწეები, რომლებსაც მართლმადიდებლური მოძღვრების (თეოლოგიის, დოგმატიკის), კანონიკისა და ლიტურგიკული პრაქტიკის ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. ასეთები არიან: ათანასე ალექსანდრიელი (+373), ბასილი დიდი (+379), გრიგოლ ღვთისმეტყველი (+390), იოანე ოქროპირი (+407), კირილე ალექსანდრიელი (+444), მაქსიმე აღმსარებელი (+662), იოანე დამასკელი (+749), თეოდორე სტუდიელი (+826), სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1032) და სხვა.

ეკლესიოლოგია - მოძღვრება ეკლესიაზე.

ელი (ელოაჰიმ) - ღვთის ერთ-ერთი სახელი ძველ აღთქმაში; ნიშნავს „სიმტკიცეს“.

ელიობა - ძველი აღთქმის ერთ-ერთი დიდი წინასწარმრტყველის, წმ. ელიას (ილიას) ხსენების დღე - 20 ივლისი (ახ. სტ. 2 აგვისტო), რომელიც საქართველოში ფართო მასშტაბით აღინიშნება. ტაძრები უფრო ხშირად მაღალ ადგილებზე, მთის თხემებზეა აგებული. ეწყობა ღამის თევა, იკვლება საკლავი, იშლება საერთო ტრაპეზი და ეწყობა სპორტული შეჯიბრებები.

ემანუელ - ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი!“ ესაა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველური სახელი, რომლის შესახებ ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული; შობს ძეს და სახელად ემანუელს უწოდებენ“ (ეს. 7:14).

ემბაზი - ქვის, ხის ან ლითონის ჭურჭელი, რომელშიც წყალი ასხია და ნათლისღებისათვის არის განკუთვნილი. სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს: „შესვლა“, „ჩასვლა“. იგულისხმება ქრისტეს ეკლესიაში შესვლა, რაც ნათლისღების გზით და ემბაზის მეშვეობით ხორციელდება.

ენკენია - ტაძრის განახლების დღესასწაული (ქართულად „სატფურება“), რომელიც დასაბამს იერუსალიმის დიდი ტაძრის განახლებიდან იღებს.

ენქერი - მღვდელმთავრის შესამოსლის ნაწილი, გვერდზე ჩამოსაკიდი, რომელიც ღვთიური ენერგიის, სულიერი მახვილის სიმბოლოა.

ენციკლიკა - რომის პაპის ვრცელი და საყოველთაო წერილი რელიგიის, მორალის, პოლიტიკის და სხვა საკითხებზე. სიტყვა ლათინურია და ნიშნავს: ციკლური, პერიოდული. ძველ ქართულში მას „მრგვლიადმოსავლელი ეპისტოლე“ შეესატყვისება.

ეპარქია - ტერიტორიული ერთეული (ოლქი), რომლის ეკლესიებს ეპისკოპოსი განაგებს. იგივეა, რაც ლათ. „დეოცეზი“.

ეპისკოპოსი - სიტყვა-სიტყვით „ზედამხედველს“ ნიშნავს (ბერძნ.). უმაღლესი რანგი სამღვდელო იერარქიაში. მის პრეროგატივაში შედის ეპარქიის მართვა, მირონის მოხარშვა და მღვდელდიაკონთა კურთხევა.

ეპისტოლე - წერილი, გზავნილება (ბერძნ.).

ეპიტაფია - სიტყვა-სიტყვით: „საფლავსა ზედა“. 1) წარწერა საფლავის ქვაზე; 2) დაკრძალვაზე წარმოთქმული ლექსი ან ქადაგება.

ეპიფანია - იგივეა, რაც განცხადება.

ერესი - მომდინარეობს ძერძნული ზმნიდან „ჰაირეო“, რაც პიროვნულ არჩევანს ნიშნავს. ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში მან პიროვნული აზრის, ახირების, აკვიატების შინაარსი შეიძინა და იმასვე ნიშნავს, რასაც ქართ. „წვალება“, „მწვალებლობა“.

ერესიარქი - ამა თუ იმ ერეტიკული მოძღვრების, მწვალებლობის დამაარსებელი.

ერეტიკოსი - ერესის მიმდევარი, მწვალებელი.

ერთდღიანი მარხვები - 1) ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი (გარდა ხსნილისა), 2) ნათლისღების წინა დღე - 5 (ახ. სტ. 18). .I, 3) იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა - 29.VIII (11.IX), 4) ჯვართამაღლება 14 (27). IX.

ესქატოლოგია - (ბერძნ.) მოძღვრება უკანასკნელი დღის შესახებ.



ვარნა - სანსკრიტზე ნიშნავს ფერს. იგივეა, რაც „კასტა“ (იხ. „ინდუიზმი“).

ვატიკანი - რომის უბანი, სადაც მდებარეობს წმ. პეტრეს საფლავი და პაპის რეზიდენცია - წმ. საყდარი. 1929 წლიდან ლატერანის კონკორდატის (ხელშეკრულების) ძალით, რომელიც წმ. საყდარსა და მუსოლინის მთავრობას შორის გაფორმდა, იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ვნება - 1) ტანჯვა, წამება (ძვ. ქართ.), 2) სექსუალური ლტოლვა.

ვნების კვირა - აღდგომის წინა და დიდმარხვის ბოლო შვიდეული, როდესაც ეკლესია იესო ქრისტეს ვნებანს (ტანჯვაწამებას) მოიხსენიებს.

ვნების მარხვა - ყველაზე მძიმე და მკაცრი მარხვა (ვნების კვირას).

ვულგატა - ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც ნეტარმა იერონიმუსმა 386-406 წლებს შორის შეასრულა. ნიშნავს საყოველთაოს, საერთო-სახალხოს.



ზატიკი - წარმოშობით ძველი სპარსული სიტყვაა და საზეიმო დღეს ნიშნავს. აქვს რამდენიმე მნიშვნელობა: 1) კრებული, რომელშიც წარმოდგენილია ლიტურგიკული მასალა აღდგომიდან სულიწმინდის მოფენამდე და ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე, 2) აღდგომის სინონიმი, 3) აღდგომის მომდევნო კვირა, ახალკვირა, კვირაცხოვლობა, 4) 50 დღიანი საზეიმო ციკლი (ძვ. ქართ. ერგასეული) აღდგომიდან სულთმოფენობამდე, არსებობს წიგნი „მცირე ზატიკი“, რომელშიც აღდგომის მომდევნო კვირის, ბრწყინვალე შვიდეულის, საკითხავ-საგალობლებია მოთავსებული.

ზედაშე - ყურძნის სუფთა წვენისაგან დამზადებული წითელი ღვინო, რომელიც წმ. ზიარების დროს გამოიყენება.

ზეთისცხება - შვიდიდან ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც ეკლესიაში პერიოდულად სრულდება და მაკურნებელ ძალას შეიცავს (შდრ. მარკოზი 6:13; იაკობი 5:1415). არსებობს ზეთის კურთხევის წესი.

ზესკნელი - ანგელოზთა სამყოფელი.

ზიარება - წმ. საიდუმლო, რითაც მორწმუნე ღმერთთან კავშირს ამყარებს. იხ. ევქარისტია

ზოდიაქო - მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „ზოდიაკოს“, რაც „ცხოველისეულს“ ნიშნავს. ბერძნები ამა თუ იმ თანავარსკვლავედს (ვარსკვლავთა წრეს) ამა თუ იმ ცხოველს ამსგავსებდნენ და შესაბამის სახელს არქმევდნენ. ისინი მათ აკვირდებოდნენ და მისნობდნენ.

ზორვა - კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა (ძვ სპარს.).

ზოროასტრიზმი - იგივე მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა.



თალმუდი - ებრაელთა რელიგიურზნეობრივი და სოციალურ-სამართლებრივი კანონების კრებული; ძირითადად ძველი აღთქმის კომენტარები; მრავალტომიანი წიგნი, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა (ძვ. წ. IVახ. წ.V), შემდეგ კი ჩაიწერეს.

თეატინელები - კათოლიკე ბერების ორდენი, რომელიც თეატირის ეპისკოპოსმა (საფრანგეთი) XVI ს-ში დაარსა.

თეიზმი - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ღვთის არსებობას აღიარებს.

თემიდა - მართლმსაჯულების ქალღმერთი ძველ საბერძნეთში. გამოხატავდნენ თვალახვეულს, რომელსაც ერთ ხელში სასწორი უჭირავს, მეორეში - მახვილი.

თეოგონია - ბერძნ. „ღმერთების წარმოშობა“. ნიშნავს: 1) მითებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნენ ღმერთები და 2) ელინურ ღვთისმეტყველებას.

თეოდემოკრატია - იეზუიტების მოძღვრება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხალხის ძალაუფლებას აღიარებს, მაგრამ საღვთო კანონებს უპირატესობას, ეკლესიას კი კონტროლის ფუნქციას ანიჭებს.

თეოდიცეა - ღვთის გამართლება (ბერძნ.). რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ლაიბნიცმა ჩამოაყალიბა. მიზნად ისახავს, რომ ღვთის იდეასთან მიმართებაში უსამართლობისა და ბოროტების რეალურ არსებობას ახსნა-განმარტება მოუძებნოს.

თეოკრატია - ეკლესიის მიერ სახელმწიფოს მართვა.

თეოლოგია - ღვთისმეტყველება.

თეოსოფია - „ღვთის სიბრძნე“ (ბერძნ.). თვითშემეცნების რელიგიურ-მისტიკური მოძღვრება და პრაქტიკა. „თეოსოფიური საზოგადოება“ დააარსეს ე. ბლავაცკაიამ და ჰ. ოლკოტმა 1975 წელს.

თესევსი - მითოლოგიური გმირი, ათენელი, რომელმაც მინოტავროსი (საზარელი ცხოველი) მოკლა და ბევრი სხვა საგმირო საქმე ჩაიდინა.

თვენი - საგალობელთა 12 ტომოვანი კრებული წელიწადის 12 თვის მიხედვით. ბერძნულიდან ქართულად თარგმნა და ორგინალური მასალითაც შეავსო გიორგი მთაწმინდელმა (+1065).

თორა - 1) ძველი აღთქმის პირველი ხუთი წიგნი, რომელსაც ებრაელები რჯულის წიგნს უწოდებენ და თაყვანს სცემენ. ტექსტი, რომელსაც სინაგოგაში კითხულობენ, დაწერილია ეტრატის (პერგამენტის) გრაგნილზე და სინაგოგაში ინახება.

თეურგია - „ღვთისმიერი საქმე“ (ბერძნ.). ნიშნავს სულებთან კონტაქტის დამყარებას და ამ გზით საოცრებათა მოქმედებას.

თომიზმი - კათოლიკური ფილოსოფია, რომელიც თომა აქვინელმა (12241274) ჩამოაყალიბა.

თორმეტი სახარება - სახარების თორმეტი მონაკვეთი, რომლებშაც ქროსტეს ტანჯვა-წამებაა აღწერილი. იკითხება ვნების მარხვაშო, დიდ ხუთშაბათს.



იადგარი - საგალობლების კრებული, რომელიც აღმოსავლეთის ეკლესიებში XI სმდე გამოიყენებოდა. ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემონახულია ქართული თარგმანით.

იაჰვე - ძველებრაული ტეტრაგრამატონის „იჰვჰ“ს თანამედროვა გახმოვანება; ვარიანტები - „იეჰოვა“ და, დამახინჯებული ფორმა, „იეღოვა“; ღვთის ერთ-ერთი სახელი, რაც ნიშნავს: მყოფი, არსებული, ჭეშმარიტი, ძვ. ქართ. თარგმანით - „მე ვარ, რომელი ვარ!“ (გამ. 3:14).

იბაკო და იკოსი - მცირე ფორმის საგალობლები.

იერარქია - სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება „წმინდა მთავრობა“. არსებობს როგორც საღვთო ანუ ზეციური იერარქია (მთავრობა), ისე საეკლესიო იერარქია. პირველი ანგელოზთა დასებს გულისხმობს, მეორე - სამღვდელოთა ხარისხებს.

იკონოგრაფია - ხატწერის თეორია, კანონიკა და პრაქტიკა.

ინდულგენცია - ლათ. „წყალობის სიგელი“, რომელსაც შუა საუკუნეებში რომის პაპები გასცემდნენ ამა თუ იმ ერისკაცის ცოდვების მიტევებისათვის. საფუძვლად უდევს კათოლიკური რწმენა წმინდანთა ჭარბი მადლის შესახებ.

ინიციაცია - ლათ. „განდობა“, „თანაზიარება“, სულიერი კიბის გარკვეულ საფეხურზე ასვლა და ხელდასხმა.

ინკვიზიცია - ლათ. „გამოძიება“. საგამომძიებლოსასამართლო ორგანო, ტრიბუნალი კათოლიკურ ეკლესიაში, რომლის მიზანი ერეტიკოსებისა და ჯადოქრების გამოვლენა და დასჯა იყო (XIII-XVIII).

ინტრონიზაცია - სიტყვა ბერძნულია და „აღსაყდრებას“ ნიშნავს.

ისაგოგიკა - შესავალი (ბერძნ.). იხმარება ბიბლიის მისამართით და „ბიბლიოლოგიის შესავალს“ ნიშნავს.

ისიქაზმი - სამონასტრო-ასკეტური ცხოვრების წესი, რომელიც XIV ს-ში ათონის მთაზე ჩამოყალიბდა და სხვა მონასტრებშიც გავრცელდა. დამაარსებლად ბერი გრიგოლ პალამა (XIII-XIV) ითვლება. იგი ამტკიცებდა: ნათელი, რომელიც მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს, შეუქმნელი და მარადიულია; მისი განჭვრეტა კი მხოლოდ მდუმარებითაა შესაძლებელი. ამის თაობაზე სახელწოდება მიგვანიშნებს: „ისიქაზმუს“ - მდუმარება, სიწყნარე.

ისმაილიტები - 1) აბრაამის პირველი ვაჟის, ისმაილის, შთამომავლები; 2) მუსლიმთა საერთო სახელი; 3) ერთ-ერთი ისლამური სექტის (ისმაილიტ-მულიდების, ასასინების, ქართ. - ალმუთელების) სახელწოდება.

ირმოლოგიონი - ნახ. „ძლისპირნი და ღვთისმშობლისანნი“.

იუპიტერი - რომაულ მითოლოგიაში ცის, სინათლისა და წვიმის ღმერთი. ბერძნულ მითოლოგიაში მას ზევსი შეესაბამება.

იურისდიქცია - სივრცე (ტერიტორიული თუ სულიერი), რომელიც ამა თუ იმ მღვდელმთავრის სამართლებრივი მოქმედების ასპარეზს შეადგენს.

იღუმენი - მართლმადიდებელი მონასტრის წინამძღვარი.



კაბალა - ებრაული წიგნი, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა („კაბბალაჰ“ ძვ. ებრ. გადმოცემას, თქმულებას ნიშნავს).

კაბალისტიკა - 1) კაბალაზე დაფუძნებული რელიგიურ-მისტიკური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი; 2) ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.

კათაკმეველი - მოსანათლად გამზადებული.

კათალიკოსი (კათოლიკოსი) - აღმოსავლეთის ქვეყნების ეკლესიათა უპირატესი ეპისკოპოსი. სიტყვა ბერძნულია და საყოველთაოს ნიშნავს.

კათარზისი - განწმენდა (ბერძნ.).

კათედრა - 1) შემაღლებული ადგილი, საიდანაც ქადაგებენ; 2) ეპისკოპოსის რეზიდენცია.

კათოლიკე - 1) საყოველთაო და მსოფლიო ეკლესიის საერთო სახელი; 2) რომის კათოლიკური ეკლესიის წევრი.

კალანდობა - საახალწლო ზეიმი (უფრო დასავლეთ საქართველოში).

კანდელი - ეკლესიის ჭერზე ან ხატის წინ ჯაჭვით ჩამოკიდებული ლამპარი, რომელშიც ზეთი ანთია.

კანონი - 1) საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტი, იურიდიული ნორმა, წესი; 2) „დაბეჭდილი“, ე.ი. კანონიკური ბიბლია; 3) ცხრა გალობისაგან შემდგარი საგალობელი, რომელიც ცისკარზე სრულდება.

კანონიზაცია - სარწმუნოებისათვის თავდადებული ან ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნების წმინდანად აღიარება.

კანონიკა - 1) საეკლესიო ცხოვრების იურიდიული მხარე; 2) სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც კანონიკურ ლიტერატურას შეისწავლის.

კარდინალი - პაპის შემდეგ უმაღლესი სასულიერო თანამდებობა რომის ეკლესიაში. იგივეა, რაც ბერძნულენოვან სამყაროში მიტროპოლიტი.

კასტა - იხ. ვარნა.

კატაკომბები - ვრცელი მიწისქვეშა გალერეები, სადაც პირველ ხანებში დევნილი ქრისტიანები აფარებდნენ თავს.

კატეხიზმო - დარიგება (ბერძნ.); ქრისტიანული მოძღვრების მოკლე გადმოცემა კითხვაპასუხის სახით.

კელია - ბერის საცხოვრებელი სენაკი.

კერპი - წარმართულ ღვთაებათა სკულპტურული გამოსახულება.

კვაკერები - პროტესტანტული ეკლესია; შეიქმნა 1649 წ. ინგლისში. დამაარსებელია გრაფი ფოტსი. უარყოფენ ყოველგვარ საეკლესიო წესსა და პიროვნული სიწმინდის წყაროდ „შინაგან ნათელს“ სახავენ.

კვართი - პერანგი. იხ. საუფლო კვართი.

კვეთა - იხ. პროსკომიდია.

კვეთებული - ლოცვა სულიერი ავადმყოფისათვის.

კვერექსი - ასამაღლებელი; გარკვეული თანმიმდევრობით წარმოსათქმელი მოკლე ლოცვები საზოგადო და კერძო ღვთისმსახურებაზე.

კვერთხი - მღვდელმთავრის ან ბერის ყავარჯენი (არგანი).

კლერიკალიზმი - სიტყვა ლათინურია („საეკლესიო“) და ორი მნიშვნელობა აქვს: 1) საეკლესიო იდეოლოგია ზოგადად და 2) ეკლესიის დიქტატი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

კონგრეგაცია - 1) ერთი და იმავე წესდების მქონე მონასტრების გაერთიანება რომის ეკლესიაში; 2) რომის პაპთან არსებული ადმინისტრაციული ორგანო.

კონდაკი - 1) ჯოხი, რაზეც დახვეულია ეტრატი; 2) სასულიერო პირებისათვის განკუთვნილი წიგნი, რომელშიც საზოგადო ღვთისმსახურების (მწუხრის, ცისკრის, ჟამისწირვის) ტექსტებია მოცემული; 3) მცირე ფორმის საგალობელი.

კონკორდატი - ხელშეკრულება (ლათ.), რომელსაც ვატიკანი სხვადასხვა სახელმწიფოებთან დებს.

კონსისტორია - ლათ. „შეკრების ადგილი“. 1) კარდინალთა თათბირი რომის პაპის მეთაურობით; 2) საეპარქიო ორგანო რუსეთის ეკლესიაში.

კონფესია (ლათ.) - აღმსარებლობა.

კონფირმაცია - 1) მირონცხების საიდუმლო, რომელიც ლათინური წესის ეკლესიებში ნათლისღების შემდეგ, მოწიფულ ასაკში, აღესრულება; 2) ეკლესიის წევრად მიღების წესი იმ პროტესტანტულ ეკლესიებში, სადაც ჩვილებს არ ნათლავენ. სიტყვა ლათინურია და „განმტკიცებას“ ნიშნავს.

კონფუციანობა - ტრადიციული რელიგია ჩინეთში; კონფუცის მოძღვრება.

კოსმოლოგია - მოძღვრება სამყაროს შესახებ (ბერძნ.).

კულტი (ლათ.) - 1) ზოგადად: თაყვანისცემა, მსახურება, რელიგია; 2) რელიგიური ორგანიზაციის ფორმა, რომელსაც ლიდერის გაფეტიშება და გაკერპება ახასიათებს. მას ხშირად ტოტალიტარულ სექტასაც უწოდებენ.

კურია - რომის პაპის მმართველობის ორგანო.

კრეაციონიზმი - მოძღვრება სამყაროს შექმნის შესახებ (ლათ. კრეაცია „შექმნა“).

კრიალოსანი - მძივებიანი ძაფი. მძივების რაოდენობა „კირიე ელეისონის“ ანუ, ქართ. „უფალო შეგვიწყალენის“ იმ რაოდენობას შეესაბამება, რაც მლოცველმა ერთ ჯერზე უნდა წარმოთქვას.

კურთხევა - 1) ქიროტონია; 2) დალოცვა.

კურთხევანი - სამღვდელო წიგნი კერძო მსახურებისათვის (ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხ.).



ლაბირინთი - ბერძნულ მითოლოგიაში: მრავალი დახლართული შესასვლელისა და გამოსასვლელის, აუარებელი ოთახის შემცველი ძნელად გასაგნები შენობა, რომელიც დედალოსმა მეფე მინოსს კუნძულ კრეტაზე აუგო.

ლაზარეთი - სამხედრო ნაწილთან არსებული პატარა საავადმყოფო. დაკავშირებულია იმ ლაზარეს სახელთან, რომელიც ავად იყო, მოკვდა და ქრისტემ გააცოცხლა (იოანე 11:125).

ლავრა - დიდი მონასტერი.

ლამა - ბუდისტი ბერი. სიტყვა ტიბეტურია: უზენაესი, ციური.

ლამაიზმი - ბუდიზმის განშტოება. აღმოცენდა ჩვ. წ. VIIს-ში; გავრცელებულია ჩინეთში, მონღოლეთსა და იაპონიაში.

ლარნაკი (ბერძნ.) - ლანგარი (თეფში), რომელზეც წმ. ნაწილებს აწყობენ.

ლეგატი - რომის პაპის მოციქული, ელჩი, მის მიერ გაგზავნილი (ლათ.).

ლეგენდა - ზეპირად გავრცელებული ამბავი, რომელიც რელიგიურ შინაარსს მოიცავს. აქვს სხვა, არარელიგიური მნიშვნელობებიც. სიტყვა ლათინურია და ასე ითარგმნება: „ის, რაც უნდა წაიკითხონ“.

ლევიტელები - იაკობის შვილის, ლევის, შთამომავლები, რომლებსაც ძველი აღთქმის ეკლესიაში ღვთისმსახურების უფლება ჰქონდათ.

ლექციონარი - ლიტურგიკული კრებული, რომელიც დღესასწაულებისათვის განწესებულ ბიბლიურ საკითხავებს შეიცავს.

ლიმონარი - VI-VII სს-ის სირიელი მამის იოანე მოსხის აგიოგრაფიულდიდაქტიკური კრებულის სახელწოდება (ბერძნ.), რაც მდელოს (სამოთხეს) ნიშნავს.

ლიტანია (ბერძნ.) - საყოველთაო ლოცვა, რომლის დროსაც ეკლესიას გარს უვლიან; იმართება დიდი დღესასწაულის, განსაკუთრებული მოვლენის ან საერთო განსაცდელის დროს.

ლიტია - მოკლე ლოცვა მიცვალებულის სულის საოხად.

ლიტურგია - იგივეა, რაც ევქარისტია, ჟამისწირვა, უსისხლო მსხვერპლის შეწირვა (ეტიმოლოგიურად: „ერის საქმე“, ე.ი. საერთო მსახურება).

ლიტურგიკა - ლიტურგიისა და ლიტურგიკული ტექსტების შემსწავლელი მეცნიერება.

ლიფანალი - მიცვალებულის სულთან დაკავშირებული ცერემონიალი სვანეთში.

ლოგოსი (ბერძნ. „სიტყვა“) - წმ. სამების მეორე პირი, ღვთის ძე, რომელიც განკაცდა (იოანე 1:15).

ლოცვა - ღმერთთან საუბარი.

ლუციფერი (ლათ.) - ჯოჯოხეთის მბრძანებელი; ეშმაკი, სატანა.



მაგია (ბერძნ.) - ჯადოსნობა; კეთილი ან ბოროტი ძალების მომადლიერება.

მადლი - წყალობა, რომელიც ინდივიდს ღვთის მიერ პიროვნული დამსახურების გარეშეც ენიჭება.

მაზდეანობა - იგივე ზოროასტრიზმი (იხ.).

მათუსალა: მათუსალას ხნისა - იტყვიან ძალიან ხნიერ ადამიანზე. იგულისხმება კაცთა მოდგმის ერთ-ერთი წინაპარი მათუსალა, რომელმაც 969 წელი იცოცხლა (დაბ. 5:27).

მაკაბელთა წიგნები - ძველი აღთქმის ოთხი არაკანონიკური წიგნი, რომლებშიც აღწერილია ებრაელთა ბრძოლა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის.

მაკროკოსმოსი - დიდი კოსმოსი (ბერძნ.).

მამონა - არამეულ-ბერძნული სიტყვაა და სიმდიდრეს ნიშნავს; 1) ძველი აღმოსავლეთის ზოგ ხალხში სიმდიდრის ღვთაება; 2) ზოგადად: ანგარება, ვერცხლისმოყვარეობა.

მანანა - ციური საჭმელი, რითაც ღმერთი ებრაელებს უდაბნოში ასაზრდოებდა.

მანდეიზმი - ქრისტიანულგნოსტიკური კონფესია; იგივე „საბაიზმი“, „იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანები“, რომელიც ჩვ. წ. I სში ახლო აღმოსავლეთში აღმოცენდა. მისი მიმდევრების რიცხვი ამჟამად ნახევარ მილიონს არ აღემატება. „მანდა“ არამეული ენის მანდეურ დიალექტზე ცოდნას ნიშნავს.

მანიქეველობა - ერესი, ფილოსოფიურ-მისტიკური მოძღვრება, რომელიც III ს-ში ახლო აღმოსავლეთში სპარსელმა რეფორმატორმა მანიმ ჩამოაყალიბა. ქრისტიანობისა და მაზდეანობის კონგლომერატს წარმოადგენდა.

მანტრა (სანსკ.) - სიტყვა, ლოცვა.

მარა (სანსკ.) - ბოროტი, მომაკვდინებელი სული ბუდიზმში.

მასონი (ფრანგ. „კალატოზი“) - რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც XVIII ს-ში ინგლისში შეიქმნა და საიდუმლო საზოგადოებათა სახით ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

მარონიტები - წმ. მარონის მიმდევრები; ძველი ტრადიციის ეკლესია ლიბანში, რომელიც XIII ს-ში რომის ეკლესიას შეუერთდა, მაგრამ თავისებური წეს-განგება შეინარჩუნა. დღეისათვის 6000-მდე მიმდევარი ჰყავს. ვარაუდობენ, რომ ისინი მონოთელიტების შორეული მემკვიდრეები არიან.

მარტვილია - ყველა მოწამის ხსენების დღე (სულიწმინდის მოფენის შემდგომი კვირადღე).

მარტვილობა (ბერძნ.) - 1) ზოგადად: დამოწმება, დადასტურება; 2) ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ტანჯვაწამება და ამ გზით ჭეშმარიტების დადასტურება.

მარტირიკა - მარტვილთა ცხოვრების კრებული.

მარტიროლოგი - „წამებათა“ აღმწერი.

მარხვა - დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც მორწმუნე პიროვნული განწმენდისათვის განსაკუთრებით ზრუნავს (თავს იკავებს ცხოველური საკვებისაგან და ა.შ.).

მარხვანი - ლიტურგიკული კრებული, რომელიც აღდგომის წინა მარხვის (დიდმარხვის) საგალობლებს შეიცავს.

მაჰატმა (სანსკ.) - დიდი სული; ღვთაებრივი პიროვნება.

მედავითნე - ის, ვინც ეკლესიაში დავითნს (ფსალმუნნს) კითხულობს.

მედიტაცია (ლათ.) - მჭვრეტელობა. ლოცვის მნიშვნელობითაც იხმარება.

მეთოდისტები - პროტესტანტული ეკლესია; შეიქმნა 1729 წ. ინგლისში; მოითხოვენ ანგლიკანური ეკლესიის წესების ზუსტ („მეთოდურ“) შესრულებას.

მენონიტები - პროტესტანტული ეკლესია, რომლის დამაარსებელია მღვდელი მენო სიმონსი (1536 წ.).

მეორედ მოსვლა - უკანასკნელ ჟამს ქრისტეს მეორედ მოსვლა.

მესია - ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: ცხებული (ბერძნ. ქრისტე).

მეტანია - მუხლდადრეკით ლოცვა.

მეტანოია (ბერძნ.) - სინანული; სიტყვა-სიტყვით: „გონების განახლება“.

მეტაფიზიკა (ბერძნ.) - „ფიზიკის შემდეგ“; იგულისხმება: მატერიალური სამყაროს მიღმა არსებული სამყარო და მისი შემეცნების არაემპირიული მეთოდი.

მეტაფრასი (ბერძნ.) - წმინდანის ძველი „ცხოვრებისა“ თუ „წამების“ განახლებულ-გამშვენებული რედაქცია.

მეტაფრასტი - მეტაფრასტის ავტორი.

მეუდაბნოე - უდაბნოში (უკაცრიელ ადგილზე) მცხოვრები ბერი.

მითი და მითოსი (ბერძნ. „გადმოცემა“, „თქმულება“) - 1) ძველი თქმულებები ღმერთებსა და გმირებზე, სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე; 2) გადატანით: მონაჭორი, ტყუილი რამ.

მიკროკოსმოსი - „პატარა კოსმოსი“ (შემოსაზღვრული სივრცე).

მირონი - 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან დამზადებული ზეთი, რომელიც სხვადასხვა პიროვნებისა თუ საგნის კურთხევის დროს გამოიყენება.

მირონცხება - იხ. კონფირმაცია.

მირქმა - საუფლო დღესასწაული (ძვ. ქართ. „მიქუმა“, გულზე მიკონება) (წყარო: ლუკა 2:2930).

მისანი - მკითხავი.

მისია (ლათ. „გაგზავნა“) - მივლინება რაღაც მიზნისათვის.

მისიონერი - ეკლესიის მიერ სარწმუნოების გასავრცელებლად წარგზავნილი მქადაგებელი.

მისტერია (ბერძნ. „საიდუმლოება“) - 1) საეკლესიო რიტუალი, რომლის ქმედითი ძალა ადამიანის თვალისათვის დაფარულია; 2) საღვთო მნიშვნელობის მოვლენა (მაგ. ჯვარცმა - გოლგოთის მისტერია).

მისტიკოსი - სულიერი სამყაროს მჭვრეტელი.

მიტრა (ბერძნ.) - მაღალი თანამდებობის სასულიერო პირების თავსარქმელი, რომელსაც მღვდელმსახურების დროს იხურავენ. იგივეა, რაც ლათ. „ტიარა“.

მიტროპოლიტი - ეპისკოპოსის უმაღლესი კატეგორია.

მიურიდიზმი - მუსლიმთა გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანი ურწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლაა (არაბ. „მიურიდი“ მოწაფე, შეგირდი).

მიძინება (ზეცად აღყვანება) - საღვთისმშობლო დღესასწაული (15.VIII).

მნათე - ეტიმოლოგიურად: ის, ვისაც ეკლესიაში სანთლების ანთება ევალება.; ზოგადად: ვინც მღვდელმსახურს ეხმარება (რეკს ზარს და ა.შ.).

მოგვი - წარმართი ღვთისმსახური.

მოლა (არაბ. „ბატონი“) - მუსლიმთა ღვთისმსახური.

მონაზონი - 1) ზოგადად: ბერი, „მარტომყოფელი“ (ბერძნ.); 2) მონასტრის მკვიდრი ქალი.

მონოთეიზმი (ბერძნ.) - რელიგია, რომელიც ერთ ღმერთს აღიარებს.

მონოთელიტობა - ერესი, რომელიც VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო (680681). ამტკიცებდა, რომ ქრისტეს ორი ბუნება, მაგრამ ერთი ნება ჰქონდა (ბერძნ. მონო „ერთი“ და თელემა „ნება“).

მონსინიორი - მაღალი იერარქიის სასულიერო პირის აღმნიშვნელი სიტყვა რომის ეკლესიაში. იგივეა, რაც ქართ. „მეუფე“.

მოციქული - აპოსტოლი (ბერძნ.). ეს სახელი, როგორც წოდება, ეკლესიამ ქრისტეს 12 მოწაფეს მიანიჭა.

მრევლი - ეკლესიის იმ წევრთა კრებული, რომლებსაც სასულიერო ხარისხი არა აქვთ; ერისკაცები.

მრწამსი - სარწმუნოების სიმბოლო (ნახ.), რომელიც იწყება სიტყვით: „მრწამს...“

მსგეფსი - დროის ის მონაკვეთი მაგ. აღდგომის შემდეგი შვიდეული), როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია.

მუფთი - მუსლიმთა იურისტღვთისმეტყველი, ყურანის განმმარტებელი; უმაღლესი სასულიერო პირი.

მღვდელი - საეკლესიო იერარქიის მეორე საფეხური (ქვემოდან ზემოთ).

მღვდლობა - შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი; ღვთისმსახურად ხელდასხმა.

მწვალებლობა - ერესი (ნახ.).

მწირი - 1) წმ. ადგილთა მომლოცველი; 2) ზოგადად: მიუსაფარი და უპოვარი.

მწუხრი - დაისი, საღამო, როდესაც მორწმუნეები საერთო ლოცვისათვის იკრიბებიან.

მწყემსი - მოძღვარი, სასულიერო პირი ზოგადად.



ნათლია - პიროვნება, რომელმაც მეორე პიროვნებას ნათლისღების გზაზე ხელი გაუმართა. მეორენაირად, ძველი ქართულით, „მიმქუმელი“ ეწოდება.

ნათლისღება - 1) ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (ნახ. განცხადება); 2) შვიდთაგან ერთ-ერთი საიდუმლო; 3) პიროვნების ეკლესიის წევრად გახდომა, რაც წყლის სხურებით ან წყალში შთაფლვით აღესრულება.

ნათლული - ის, ვინც ნათლიის თანადგომით მოინათლა.

ნამაზი (სპარს.) - მუსლიმთა ლოცვა, რომელსაც დღეში ხუთჯერ ასრულებენ.

ნეოფიტი - იხ. პროზელიტი.

ნესტორიანობა - ერესი, რომელიც კონსტანტონოპოლის პატრიარქმა ნესტორიმ ჩამოაყალიბა. ამტკიცებდა, რომ მარიამმა შვა კაცი, რომელსაც ღვთაება მერე შეუერთდა, ე.ი. იესო ქრისტეშა ერთი არსება ორ პირს მოცავდა. დაგმო III მსოფლიო საეკლესიო კრებამ (431 წ.).

ნიმფა - ბერძნულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვანი ქალღმერთი.

ნომოკანონი (ბერძნ.) - რჯულისკანონი.

ნუნციუსი (ესპ.) - რომის პაპის წარმომადგენელი (ელჩი, დესპანი) რომელიმე სახელმწიფოს მთავრობასთან.



ობსკურანტი (ლათ. „ბნელი“) - განათლებისა და მეცნიერების მტერი, წყვდიადის მსახური; ბნელეთის მოციქული.

ოდიკი - ოთხკუთხა ქსოვილი, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის საფლავად დადება, ხოლო კუთხეებში - ოთხი მახარებელი. დევს საკურთხეველზე; შლიან წირვის დროს და უსისხლო მსხვერპლის შეწირვას მასზე ასრულებენ. სიტყვა ბერძნულია და მომდინარეობს სიტყვისაგან „ოდოს“ (გზა). იგივეა, რაც ბერძნული და ლათინური ტრადიციის სხვა ეკლესიებში „ანტიმენსი“.

ოდინი - უმაღლესი ღვთაება ძველ სკანდინავიელთა მითოლოგიაში.

ოთხთავი - ოთხი კანონიკური სახარება.

ოკულტიზმი (ლათ. ფარული, საიდუმლო) - მისტიკურ მოძღვრებათა და ქმედებათა საერთო სახელი.

ორაკული (ლათ.) - 1) წინასწარმეტყველება, რომელსაც ძველ საბერძნეთსა და რომში წინასწარმეტყველი ქალები (სიბილები) წარმოსთქვამდნენ; 2) ადგილი, ტაძარი, სადაც ქურუმები წინასწარმეტყველებდნენ.

ორატორია (ლათ.) - იგივეა, რაც ეგვტერი (ნახ.).

ორგია (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთსა და რომში ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს (ბახუსის) დღესასწაული.

ორდენი (ლათ.) - 1) კათოლიკე ბერების საზოგადოება, რომელსაც გარკვეული წესდება აქვს (მაგ. იეზუიტთა ორდენი); 2) კათოლიკე რაინდთა საზოგადოება ნახევრად სასულიერო ხასიათისა; 3) ჯილდო.

ორთოდოქსია (ბერძნ.) - 1) მართლმადიდებლობა, როგორც კონფესია; 2) რაიმე მოძღვრების განუხრელად მომდევრობა; რაიმე შეხედულებათა ურყევი თანმიმდევრობა.

ორმუზდი - იხ. „ზოროასტრიზმი“.

ოსანა - ღვთის სადიდებელი შეძახილი ებრაულად.

ოქტოიხოსი (ბერძნ. რვა ხმა) - საეკლესიო კრებული, რომელშიც საგალობლები დალაგებულია ხმათა მიხედვით.



პაგანიზაცია (ლათ.) - რომელიმე გაქრისტიანებული ეთნოსის (მაგ. ქართველი მთიელების) კვლავ წარმართობისაკენ მიდრეკა.

პანაღია - ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ეპისკოპოსს გულზე ჰკიდია. მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „პან ჰაგიონ“ (ყოვლადწმინდა).

პანაშვიდი (ბერძნ.) - ლოცვა მიცვალებულის სულის შემწეობისათვის.

პანდორა - ბერძნულ მითოლოგიაში: მშვენიერი ქალი, რომელსაც ზევსმა ადამიანის ყველა უბედურებით სავსე ყუთი მისცა; ცნობისმოყვარეობის გამო მან ყუთს თავი ახადა და განთავისუფლებული უბედურებანი ქვეყანას მოედვნენ. აქედან: „პანდორას ყუთი“ - ყოველგვარი უბედურების წყარო.

პანთეიზმი (ბერძნ.) - ღმერთი ბუნებაში და ბუნება ღმერთში.

პანთეონი (ბერძნ. „ყველა ღმერთი“) - 1) ძველ საბერძნეთსა და რომში ყველა ღმერთის სახელზე აგებული ტაძარი; 2) (გადატ.) სასაფლაო, სადაც გამოჩენილი ადამიანები განისვენებენ.

პაპი (ლათ.) - იგივეა, რაც პატრიარქი (იხ.).

პარაკლისი (ბერძნ.) - ლოცვა ნუგეშისათვის.

პასექი (ებრ. „ფესახ“ გამოსვლა) - 1) მონობის ქვეყნიდან, ეგვიპტიდან, ებრაელთა გამოსვლის დღესასწაული; 2) ქრისტეს აღდგომა.

პასქალია - აღდგომის დღეთა კალენდარული სქემა.

პატრიარქი (ბერძნ. მამათმთავარი) - 1) ავტოკეფალური ეკლესიის უპირატესი ეპისკოპოსი, მეთაური; 2) ებრაელი ერის, ანდა ნებისმიერი ერის ან, ზოგადად, კაცობრიობის წინაპარი.

პატრისტიკა - ეკლესიის მამათა მოძღვრების სისტემური კურსი. იგივეა, რაც პატროლოგია.

პეშიტო (ფეშიტო) - ძველი აღთქმის სირიული თარგმანი.

პირველშეწირულის ლიტურგია - აღესრულება დიდმარხვაში. ავტორია რომის პაპი გრიგოლ დიდი, დიალოგონი (დიოლოღოსი) (VI-VII). ასე ეწოდება, რადგან გამოიყენება წინა დღით ბასილი დიდის ლიტურგიაზე შეწირული ტარიგი (პური, სეფისკვერი).

პოლითეიზმი - რელიგია, რომელიც მრავალ ღმერთს აღიარებს; მრავალღმერთიანობა.

პორფირი - რომის იმპერატორების წითელი მოსასხამი. ასეთივე მოსასხამი ბიზანტიურ ეპოქაში ეპისკოპოსებმაც გამოიყენეს.

პოსეიდონი - ზღვის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.

პრესვიტერი (ბერძნ.) - მღვდელი, ხუცესი.

პროზელიტიზმი - 1) ზოგადად: ამა თუ იმ სარწმუნოებაზე მოქცევა; 2) ღონისძიება სხვა სარწმუნოების მიმდევართა გადმობირებისათვის.

პროსკომიდია - ლიტურგიის შესავალი, როდესაც მოაქვთ სეფისკვერი და ამტვრევენ. აქედან წარმოდგება სახელწოდება, რაც ბერძნულია და „პირველმოტანილს“ ნიშნავს.

პროტესტანტობა (ლათ.) - 1) ზოგადად: დაპირისპირებულობა, დისიდენტობა; 2) ქრისტიანული რელიგიის განშტოება, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ტრადიციას დაუპირისპირდა. იგი თავის მხრივ რამდენიმე მიმართულებად დაიყო.



ჟამნი - საგალობელთა კრებული, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური საზოგადო მსახურებისათვის.



რაბი (ებრ.) - მოძღვარი.

რაბინი - სინაგოგის (იხ.) წინამძღვარი.

რამაზანი (არაბ.) - მუსლიმთა მთვარის კალენდრის მეცხრე თვე, როდესაც ისინი ყოველდღიურად, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, მარხვას ინახავენ.

რელიკვია (ლათ. „ნარჩენები“) - ზოგადად: ძვირფასი სახსოვარი; ეკლესიაში: თაყვანისცემის საგანი - წმინდანთა ნაწილები, ტანსაცმელი და სხვ.

რეფორმაცია - ლათ. „ახალი ფორმის მიცემა“. რეფორმატორული ეკლესიები იგივე პროტესტანტული ეკლესიებია.

რიტუალი (ლათ.) - სარწმუნოებრივი შინაარსის მოქმედება.



საბაოთი - ღვთის ერთ-ერთი სახელი ძველ აღთქმაში.

სადიაკვნე - საკურთხევლის სამხრეთი ნაწილი (კუთხე, ოთახი), რომელშიც საეკლესიო ჭურჭელს და შესამოსალს ინახავენ.

სადუკევლები - პოლიტიკურ-რელიგიური მიმდინარეობა იუდეველთა შორის. არ ჰქონდათ ანგელოზების, სულის უკვდავებისა და მკვდრეთით აღდგომის რწმენა.

სადღესასწაულო - ლიტურგიკული კრებული, რომელშიც წარმოდგენილია საეკლესიო საკითხავსაგალობლები.

საეპისკოპოსო - იხ. ეპარქია.

საერონი - ეკლესიის არასასულიერო წევრები.

საზოგადი ღვთისმსახურება - ყველა მორწმუნისათვის განკუთვნილი ღვთისმსახურება: წირვა, მწუხრი და ცისკარი. ნახ. ლიტურგია.

საიდუმლო სერობა - უფლის ბოლო სერობა (ვახშმობა), როდესაც მან ზიარების საიდუმლო დააწესა.

საიქიო - სულის სამყოფელი გარდაცვალების შემდეგ.

საკრალური - ის, რაც წმინდა და ღვთაებრივია (ლათ. „საკერ“ წმინდა).

საკრამენტი - 1) სიწმინდე ზოგადად; 2) საეკლესიო საიდუმლო.

საკურთხეველი - ტაძრის საკრალური ნაწილი, სადაც უსისხლო მსხვერპლი იწირება.

საკურთხი - 1) შესაწირავი ზოგადად; 2) მიცვალებულის სახელზე მომზადებული საჭმელი.

სალოსი (ბერძნ.) - „ქრისტესთვის სულელი“; ასკეტური ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა - „ღვთის გლახა.“

სამება - ერთარსებასამება, ტრიადა (ბერძნ.).

სამკვეთლო - საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული მაგიდა, რომელზეც კვეთა სრულდება.

სამოთხე - მართალთა განსასვენებელი საიქიოში.

სამოციქულო - ლიტურგიკული კრებული, რომელშიც შესულია საქმე მოციქულთა, პავლეს 14 და 7 კათოლიკე ეპისტოლეები.

სამრეკლო - კოშკი ზარითურთ.

სანაწილე - ყუთი, რომელშიც წმ. ნაწილები ინახება.

საპატრიარქო - პატრიარქის რეზიდენცია და კანცელარია.

სატანა - ბოროტი სული, ღვთის მტერი.

სატრაპეზო - მონასტრის სასადილო.

საუფლო კვართი - ქრისტეს პერანგი, რომლის შესახებ სახარებაში ნათქვამია: „უკერველი იყო; თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“; მასზე ჯარისკაცებმა წილი იყარეს, რითაც წინასწარმეტყველება აღსრულდა (იოანე 19: 2324). ძველი საეკლესიო ტრადიციის თანახმად, იგი ქართველმა ებრაელებმა მცხეთაში მოიტანეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.

საყდარი - 1) ტახტი; 2) გადატანით: ეკლესია, ტაძარი.

საწინასწარმეტყველო - ლიტურგიკული კრებული, რომელიც ძველი აღთქმისეულ საკითხავებს მოიცავს.

სახარება - ევანგელიე (ნახ.).

სენაკი - მონაზონის პატარა ოთახი.

სეპტუაგინტა (სეპტანტა, ქართ. სამოცდაათისეული) - ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, რომელიც ძვ. წ. 270 წელს ალექსანდრიაში 72 მთარგმნელმა შეასრულა.

სერაფიმები - ანგელოზთა უზემოესი დასი.

სეფისკვერი (პროსფორა) - ზიარებისათვის განკუთვნილი პური.

სექტა - ეკლესიასთან და ქვეყნის ზოგად ტრადიციებთან დაპირისპირებული ჯგუფი. სიტყვა ლათინურია და გამოყოფას, ჩამოჭრას, მოკვეთას ნიშნავს, მეორეული აზრით - სკოლას, მიმდინარეობას.

სიბილა (ბერძნ.) - ძველ საბერძნეთსა და რომში წინასწარმეტყველი ქალი.

სიმბოლო სარწმუნოებისა - სარწმუნოების ძველი ფორნულები, მისი რეზიუმეს სახით გადმოცემა; რჯულის კონსპექტი. ცნობილია რამდენიმე სიმბოლო. მათგან ყველაზე სრული ის სიმბოლოა, რომელიც ნიკეისა (325) და კონსტანტინოპოლის (381) კრებებმა ჩამოაყალიბეს. იხ. მრწამსი.

სინაგოგა (ბერძნ.) - იუდეველთა 1) საკრებულო და 2) სალოცავი სახლი.

სინანული - ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლო. იხ. მეტანოია.

სინედრიონი - იუდეველი მღვდელმთავრების კრებული.

სინოდი - 1) მღვდელმთავართა კრება; 2) საეკლესიო კრება ზოგადად.

სინოპტიკური სახარებები - ამბავთა თითქმის ერთნაირად აღმწერი სახარებები (მათე, მარკოზი, ლუკა).

სიონიზმი - ებრაელთა რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 1897 წელს შეიქმნა და ებრაელთა სახელმწიფოს აღდგენას ისახავდა მიზნად.

სპირიტიზმი (ლათ. სპირიტუს „სული“) - მიცვალებულთა სულების გამოძახებისა და მათთან დაკავშირების რწმენა და რიტუალი.

სპირიტუალიზმი (ლათ. „სულიერი“) - რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება სულის პირველადობის შესახებ.

სტიქარი (ბერძნ.) - იმ პირთა კაბა, რომლებიც ეკლესიაში ღვთისმსახურებს ემსახურებიან. აქედან - სტიქაროსანი.

სტიქიონი (ბერძნ. ელემენტი) - ბუნების ძირითადი ელემენტები: ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი.

სტოიკოსი (ბერძნ.) - 1) ძველ საბერძნეთში ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლის, სტოიციზმის, მიმდევარი; 2) გაჭირვებისა და განსაცდელის მტკიცედ ამტანი ადამიანი.

სულთმოფენობა - მოციქულებზე წმ. სულის გარდამოსვლის დღესასწაული (საქ. მოც. 2:141).

სუნა (არაბ.) - წმ. გადმოცემა ისლამში.

სუნიტები - ისლამის ერთ-ერთი განშტოება; სუნას მიმდევრობა.

სუფიზმი (არაბ.) - მისტიკურასკეტური მიმდინარეობა ისლამში, რომელიც მე-8 ს-ში წარმოიშვა.

სქიზმა (ბერძნ. გაყოფა) - საწესჩვეულებო და კანონიკურ საფუძვლებზე ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა. იგივეა, რაც რუს. რასკოლი.

სქოლასტიკა (ბერძნ. მოძღვრება) - 1) სისტემაში მოყვანილი საეკლესიო დოგმატიკა; 2) ფორმალური, ცხოვრებასა და პრაქტიკას მოწყვეტილი ცოდნა; უსაგნო მსჯელობა, ასოკირკიტობა.



ტარტაროზი - ბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის უბნელესი ადგილი, იგივე ჯოჯოხეთი.

ტაძარი - საყდარი (ნახ.).

ტაძრად მიყვანება - საღვთისმშობლო დღესასწაული, 21 ნოემბერი.

ტელეპათია (ბერძნ.) - მოვლენებისა და აზრების შორი მანძილიდან აღქმა.

ტიპიკონი (ბერძნ.) - ღვთისმსახურების სახე, წესი, თარგი. იგივეა, რაც ლათ. რიტი. ცნობილია რამდენიმე სახის სამრევლო და საერო ტიბიკონი.

ტოტემიზმი - გვარის ან ტომის წინაპრად რომელიმე ცხოველის ან მცენარის აღიარება („ტოტემი“ ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენაზე გვარს ნიშნავს).

ტრაპეზი (ბერძნ.) - საკურთხევლის მაგიდა, რაზეც უსისხლო მსხვერპლი იწირება.

ტრიადა - იხ. სამება

ტრიფტიქი (ბერძნ.) - სამად მოსაკეცი ხატი (ქართ. სამკარედი).

ტროპარი (ბერძნ.) - სხვადასხვა დანიშნულების მცირე ფორმის საგალობელი.



უდაბნო - უკაცრიელი ადგილი, სადაც მონასტერია.

უნია (ლათ. „კავშირი“) - კათოლიკური და არაკათოლიკური ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით.

უსისხლო მსხვერპლი - იხ. ევქარისტია.

უცომობის დღესასწაული - იხ. პასექი.



ფალოსი (ბერძნ.) - მამაკაცის სასქესო ორგანოს, როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს, გამოსახულება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები. აქედან - „ფალოსის კულტი“.

ფანატიზმი (ლათ. გაშმაგება) - რაიმე რწმენით (რელიგიით და სხ.) უკიდურესად გატაცება; ბრმადმორწმუნეობა.

ფარისევლები - იუდეური სექტა, რომელიც ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე მოქმედებდა; ყურადღებას ძირითადად რჯულის გარეგან მხარეზე ამახვილებდნენ.

ფატალიზმი (ლათ. „ფატალის“ საბედისწერო) - წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდაუვალობის რწმენა.

ფერისცვალება - ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (მათე 17:17; მარკოზი 9:29; ლუკა 9:2836).

ფეტიშიზმი (პორტ. „ფეტიშე“ გაკეთებული) - უსულო საგნების თაყვანისცემა, ნივთების გაიდეალება.

ფეშხუმი (ბერძნ.) - დაბალყელიანი თევში, რომელზეც ბარძიმი დევს.

ფეხთბანვა - რიტუალი, რომელის მაცხოვრის მიერ მოწაფეების ფეხის დაბანას ასახიერებს (იოანე 13:110); სრულდება დიდ ხუთშაბათს.

ფიდეიზმი (ლათ.) - იდეალისტური მოძღვრება, რომლის თანახმადაც რელიგიურ რწმენას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მეცნიერულ ცოდნას.

ფილეტიზმი (ბერძნ. „მეტომეობა“) - ერთგვარი ეკლესიოლოგიური ერესი; ეკლესიების ეროვნული პრინციპით ორგანიზება (ქართველების ეკლესია, რუსების ეკლესია და ა.შ.); ზოგადად ნაციონალიზმი ეკლესიაში.

ფილიოკვე - კათოლიკური ფორმულა წმ. სულია ძისაგანაც გამოსვლის შესახებ.

ფორტუნა (ლათ.) - 1) ბედიღბლის ღვთაება რომაულ მითოლოგიაში; 2) ბედნიერი შემთხვევა, იღბალი.

ფსალმუნი (ებრ.) - 1) ინსტრუმენტი; 2) საგალობელი, რომელიც ამ ინსტრუმენტზე სრულდებოდა.

ფსალმუნნი - ფსალმუნთა კრებული; ძვ. აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, რომლის ავტორია წინასწარმეტყველი დავითი, რის გამოც მას ქართულად „დავითნსაც“ უწოდებენ.

ფსკვნილი - თოკისაგან მოქსოვილი კრიალოსანი (ნახ.).

ფრესკა (იტ.) - წყლის საღებავით დახატული სურათი ახლად შელესილ (ჯერ კიდევ სველ) კედელზე, ჭერზე. ზოგადად - კედლის მხატვრობა.



ქადაგება (ბერძნ. „ჰომილია“) - სარწმუნოებაში განსწავლული პირის სამოძღვრო სიტყვა, რომლის შინაარსს საღვთო წერილის ესა თუ ის მონაკვეთი განსაზღვრავს.

ქერუბიმი - ანგელოზთა იერარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი დასი.

ქვესკნელი - ჯოჯოხეთი.

ქილიაზმი (ბერძნ. ათასი) - ესქატოლოგიური ერესი (II-V სს.), რომლის თანახმად მეორედ მოსვლის წინ ქვეყანაზე ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო დაარსდება. ერესიარქია მონტანი, რის გამოც მას მონტანიზმსაც უწოდებენ.

ქირომანტია (ბერძნ.) - ხელისგულზე მკითხაობა.

ქიროტონია - იგივე ქიროთესია. ბერძნულია და ნიშნავს: ხელდასხმა (იხ).

ქორეპისკოპოსი - სიტყვა-სიტყვით: სახლის (კარის) ეპისკოპოსი; მდივან-ეპისკოპოსი. იგივე, რაც სხვა ეკლესიებში „ვიკარი“.

ქორონიკონი (ბერძნ.) - დროის აღრიცხვის 532 წლიანი სისტემა; საქართველოში VIII ს-ში დაინერგა.

ქორწინება - ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლო.

ქრისტე (ბერძნ.) - ცხებული (მესია); განკაცებული ღმერთის სახელი.

ქტიტორი (ბერძნ.) - პიროვნება, რომელიც ეკლესიას მატერიალურ დახმარებას უწევს.



ღვთისმეტყველება - მოძღვრება ღმერთზე და მის შემოქმედებაზე. იგივეა, რაც თეოლოგია.

ღვთისმშობელი - ქალწული მარიამი, რომელმაც იესო ქრისტე შვა.

ღვთისმშობლისანი - საგალობლის ბოლო ტროპარი.

ღვთისმშობლის შობა - საღვთისმშობლო დღესასწაული (8.IX).

ღმერთი - ხილული და არახილული სამყაროს შემოქმედი.

ღმერთკაცი - იესო ქრისტე.



ყადი (არაბ.) - მუსლიმთა სასულიერო მსაჯული, მოსამართლე.

ყველიერი - დიდმარხვის წინა კვირა მართლმადიდებელ ეკლესიაში; მარხვა ყველით და კვერცხით.



შავი სამღვდელოება - სასულიერო პირები, რომლებიც ბერმონაზვნები არიან.

შაითანი (სპარს.) - ავი სული, ეშმაკი.

შამანი (მანჯ.ტუნგ. „შამან“ ექიმი) - ზოგ ხალხში: კულტის მსახური, ჯადოქარი, ექიმი.

შამანიზმი - ავი და კეთილი სულების კულტი.

შანდალი - სასანთლე.

შარავანდედი (ნიმბი, დიადემა) - ნათელი, რომელიც წმინდანებს ადგათ თავს ფერწერულ ტილოზე.

შარიათი (არაბ.) - ისლამური სამართლის კოდექსი; რჯულის კანონი, რომელსაც „ისლამურ ქვეყნებში“ სახელმწიფო სამართლის სტატუსი აქვს.

შაჰსეივაჰსეი (სპარს.) - მუსლიმთა (შიიტთა) რიტუალი, თვითგვემა, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთი ხალიფას შვილის ჰუსეინის სიკვდილთან.

შეიხი (არაბ.) - მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი და სამართალმცოდნე.

შენდობის კვირა - დიდმარხვის წინა კვირადღე, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს ცოდვებს მიუტევებენ და შენდობასაც ითხოვენ.

შერაცხვა - იხ კანონიზაცია.

შერისხვა - იხ. ანათემა.

შესაქმე - 1) ძვ. აღთქმის პირველი წიგნი; 2) ღვთის შემოქმედებითი აქტი.

შიიზმი (არაბ. „შია“ პარტია) - ისლამის განშტოება, რომელიც რჯულის პირველწყაროდ მხოლოდ ყურანს აღიარებს და სუნას უარყოფს.

შობა - საუფლო დღესასწაული (მათე 2:111; ლუკა 2:120) (25.XII).



ჩანდრა - მთვარის ღვთაება ინდურ მითოლოგიაში.

ჩიჩილაკი - საშობაო სამკაული ქართულ ხალხურ რელიგიურ პრაქტიკაში; ჯოხი ბურბუშელასნაირი ანათლებით, მორთული ტკბილეულობითა და ხილით. სიმბოლურად წმ. ბასილი დიდის წვერს აღნიშნავს.

ჩხიბვა - ჯადოქრობა.



ცელიბატი (ლათ.) - სასულიერო პირთა დაუქორწინებლობის პრინციპი.

ცერერა (ლათ.) - რომაულ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების

ქალღმერთი (ბერძნულ მითოლიგიაში მას შეესაბამება დემეტრა).

ცეცხლთაყვანისმცემლობა - იხ. მაზდეანობა.

ცისკარი - დილის ღვთისმსახურება, რომელსაც არასამონასტრო ეკლესიებში ჩვეულებრივ მწუხრს მიაყოლებენ.

ცოდვა - ღვთის ნების საწინააღმდეგო სვლა, მცნებათა დარღვევა.

ცხონება - საუკუნო სიცოცხლე სამოთხეში.



ძალნი - ანგელოზთა ერთ-ერთი დასი.

ძველი აღთქმა - 1) ძველი კავშირი ღმერთსა და ისრაელს (ზოგადად: კაცთა მოდგმას) შორის; 2) ბიბლიის პირველი ნაწილი (ძველი ტრადიციით 22 წიგნი).

ძველი აღთქმის რჯული - იგივე მოსეს რჯული, რომელიც ღმერთმა ისრაელიანებს სინას მთაზე გამოუცხადა.

ძლისპირი - მცირე ფორმის საგალობელი; გალობის პირველი ტროპარი, რომელიც მომდევნო სტრიქონების ხმას (ძალს, მელოდიას) განსაზღვრავს.



წანდილი - კოლიო, საკურთხი.

წარმართობა - ბუნებითი რილიგია, ბუნებითი რჯული (რომ. 2:14), კერპთაყვანისმცემლობა, მრავალღმერთიანობა.

წარღვნა - სასჯელი, რითაც ღმერთმა ცოდვილი კაცობრიობა დასაჯა.

წითელი პარასკევი - ვნების კვირის პარასკევი, როდესაც მორწმუნეები ქრისტეს ვნებას და ჯვარცმას იხსენებენ.

წინადაცვეთა - რიტუალი, რითაც ადამიანი ებრაელი ან მუსლიმი ხდება; ჩუჩის მოჭრა, რაც პირველად აბრაამმა გააკეთა (დაბ. 17:1011).

წინადაცვეთა უფლისა - ყრმა იესოს წინადაცვეთა და მისთვის სახელის დარქმევა; საუფლო დღესასწაული (ლუკა 2:21) (1.I).

წინასწარმეტყველნი - რჩეული ისრაელიანები, რომლებიც წმ. სულის შთაგონებით მხსნელის მოვლინებას წინასწარმეტყველებდნენ.

წირვა - იხ. ევქარისტია.

წმინდანები - განსაკუთრებული სულიერი ძალის და მადლის მქონე ადამიანები, რომლებიც უკვე, საყოველთაი სამსჯავრომდე, ცათა სასუფეველში განისვენებენ.



ჭინკა - ქართულ ხალხურ რელიგიაში: მაცთური, ალი, ქაჯი.

ჭონა - ქართული ხალხური ჩვეულება: აღდგომის წინა დღეს საგანგებო სიმღერით, რომელსაც „ჭონა“ ეწოდება, კარდაკარ სიარული და წითელი კვერცხის თხოვნა.



ხალენი - იხ. კვართი.

ხალიფა (არაბ. ნაცვალი, მოადგილე) - მუჰამედის, როგორც მოციქულის, საქმის გამგრძელებელნი საერო და სასულიერო დარგში.

ხარება - საუფლო დღესასწაული ანგელოზის მიერ მარიამისთვის სულიწმინდით დაორსულების იწყებასთან დაკავშირებით (ლუკა 1:2638) (25.III).

ხატი - იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულებისა და წმინდანების კანონიკური წესებით გამოსახვა.

ხატმებრძოლობა - ერესი, რომელიც აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში VIIVIII სსში მძვინვარებდა; დაგმო VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787; ქ.ნიკეა).

ხატწერა - იკონოგრაფია (ნახ.).

ხელდასხმა - პიროვნების ამა თუ იმ სასულიერო ხარისხში აღყვანება. იხ. ქიროტონია.

ხემნწიფებანი - ანგელოზთა ერთ-ერთი დასი.



ჯაინიზმი - ერთ-ერთი ტრადიციული რელიგია ინდოეთში.

ჯამე (არაბ. შესაკრებელი) - მუსლიმთა მდიდრული სალოცავი.

ჯვართამაღლება - საუფლო დღესასწაული, რომელიც იმ ჯვრის აღმოჩენასთანაა დაკავშირებული, რომელზეც ქრისტე ევნო (14.IX).

ჯვარი - ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდე; საშუალება, რითაც ქრისტემ სოტეროლოგიური (გამომხსნელობითი) მისია აღასრულა.

ჯოჯოხეთი -ცოდვილთა სულების სამუდამო სატანჯველი.



ჰაგიოგრაფია - იხ. აგიოგრაფია.

ჰაზავათი (ღაზავათი) - წმ. ომი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ისლამის მტერთა წინააღმდეგ ცხადდება.

ჰაჯი (არაბ.) - მექის მომლოცველი მუსლიმის ტიტული.

ჰიმნი (ბერძნ.) - ხოტბა, საგალობელი.

ჰიმნოგრაფია - ჰიმნების შემსწავლელი მეცნიერება.

ჰიჯრა (არაბ.) - გადასახლება.

ჰომილეტიკა - სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც ქადაგების ხელოვნებას და ქადაგებათა ტექსტებს სწავლობს.

ჰომილია (ბერძნ.) - ქადაგება.

ჰიპოსტასი (იპოსტასი) - პიროვნება, პირი, სახე, ძვ. ქართ. გვამი, რომლებიც თეოლოგიაში სამების თითოეული წევრის მისამართით გამოიყენება.

ჰუგენოტები - იგივე კალვინისტები, რომლებსაც XVIXVII სსში კათოლიკე ეკლესია და საფრანგეთის მთავრობა სდევნიდა. იხ. „ბართლომეს ღამე“.



წყარო: "რელიგიები საქართველოში" თბილისი 2008

დადებული სურათი

#2 OFFLINE   აპოლოგეტი

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 95 წერილები:

გამოხმაურების ნახვაmuvahid (13 March 2011 - 22:38) писал:


წყარო: "რელიგიები საქართველოში" თბილისი 2008

დადებული სურათი
muvahid

ორი შეკითხვა მაქვს შენთან თუ შეიძლება.

1. ამ წიგნის ელექტორნული ვერსია არსებობს?

2. ვინაა ამ წიგნის ავტორი ხომ არ იცი?

აპოლოგეტი თქვენს განკარგულებაში

#3 OFFLINE   muvahid

    მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 843 წერილები:
  • სქესი:კაცი
  • მდებარეობა:ოზურგეთი
  • ინტერესები:რაც საინტერესოა

გამოხმაურების ნახვააპოლოგეტი (21 March 2011 - 05:08) писал:

muvahid

ორი შეკითხვა მაქვს შენთან თუ შეიძლება.

1. ამ წიგნის ელექტორნული ვერსია არსებობს?

2. ვინაა ამ წიგნის ავტორი ხომ არ იცი?


წიგნის ელექტრონული ვერსია არსებობს ოღონდ მხოლოდ ტექსტი სურათების გარეშე :(

ლინკი


წიგნი გამოცემულია სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან. რაც შეეხება ავტორს მას არ ჰყავს ერთი ავტორი თემები სხვადასხვა ავტორების მხრიდანაა მომზადებული. ასევე მინდა დავსძინო, რომ წიგნში მოცემული თემების ნახევარი მაინც ეყრდნობა თვითონ იმ რელიგიის აღმსარებლების მიერ გადმოცემულ ინფორმაციებს, მაგალითად ისლამის შესახებ ბათუმში ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლებმა მოუმზადეს და ვფიქრობ რომ სხვა რელიგიებზე შრომისასაც იგივენაირად მოიქცეოდნენ. წიგნის რედაქტორია ნუგზარ კიკნაძე

#4 OFFLINE   აპოლოგეტი

    საპატიო სტუმარი

  • წევრი
  • პიპპიპპიპ
  • 95 წერილები:
muvahid


მადლობ.
აპოლოგეტი თქვენს განკარგულებაში




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი