Sign in to follow this  
Followers 0

ქართული რაგბი

421 posts in this topic

<object id="flowplayer" width="452" height="380" data="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" type="application/x-shockwave-flash"><param name="flashvars" value="config=http://embed.myvideo.ge/flv_player/flowconfig.php?video_id=1467600.mp4" /><param name="movie" value="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" /><param name="allowfullscreen" value="true" /></object>

ახალი ვიდეოა გორგოძილაზე, უყურეთ და იამაყეთ სპორცმენის ეტალიონია რა საქართველოში. . .
0

Share this post


Link to post
Share on other sites
26-3 ვუგებთ უკრაინის ნაკრებს ავჭალაში, ძალიან ლამაზ და კარგი რაგბით. ამით ერთა თასის ჩემპიონები გავხდებით. ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ. :)
0

Share this post


Link to post
Share on other sites
33-3 მოვიგეთ ბევრი საიუბილეო მომენტი იყო. ერთა თასი მოვიგეთ, 400 ლელო გავითანეთ დაარსებიდან, მაჩხანელმა ლელოების რაოდენობით 22, გაასწრო გოგორგოძეს(21). და ა.შ. თან ახალგაზრდული გუნდი,მესამე შემადგენლობა და ა.შ. იყო მცირე წუნი მაგამ ეს მოდუნებით და მეტოქის სისუსტით იყო გამოწვეული.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუსეთი 9-23 საქართველო 23.02.2013 სოჭი, რუსეთი

ჩვენმა გუნდმა უკვე 150-ე თამაში ჩაატარა. აქედან 17 რუსეთთან.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მშვენიერია.
[b][member="დინამო"][/b],
რუმინეთთან ამ შაბათს არის?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="მირო"][/b], [quote name='მირო' post='702878']
რუმინეთთან ამ შაბათს არის?
[/quote]
არა. ჯერ ეპანეთია და მერე რუმინეთი


9 მარტი
საქართველო - ესპანეთი


16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
0

Share this post


Link to post
Share on other sites
ესპანეთსაც მოვუგეთ, როგორც გავიგე, 61:18 !

ვულოცავ ქართველ რაგბისტებს და საქართველოს ამ წარმატებას!

ვინმე მიმოოხილვას თუ გააკეთებს, გამახარებს ძალიან: როგორი თამაში იყო და ა.შ.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
9 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ერთა თასის IV ტურის შეხვედრა ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ანგარიშით 61:18 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ ამ მატჩში "ბორჯღალოსნებს" ჯგუფში ლიდერობის შენარჩუნება-გამტკიცებისთვის პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, ესპანელებთან შარშანდელი მარცხისთვის რევანშის აღებაც სურდათ. ამასთან, ეს ნაკრებიდან რეკორდსმენი კაპიტნის ირაკლი აბუსერიძის გაცილების მატჩი იყო...

ერთი სიტყვით, მილტონ ჰეიგის შეგირდებს ჯგუფის ბოლოადგილოსან ესპანელებთან მოტივაცია არ აკლდათ.

შეხვედრის დებიუტი ესპანელების იყო - მეექვსე წუთზე დანიშნული პირველივე საჯარიმო კორი სიმპსონმა ზუსტად დაჰკრა და თავისიანები დააწინაურა, თუმცა ორიოდე წუთში საპირისპირო მხარეს დანიშნული ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გაათანაბრა - 3:3.

12-ე წუთზე კვლავ სიმპსონმა გაიყვანა ჯარიმით სტუმრები წინ, 22-ეზე კი "მეკომ" ისევ აღადგინა წონასწორობა - 6:6.

ამის შემდეგ შესვენებამდე სტუმრებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს, სამაგიეროდ "ბორჯღალოსნებმა" გაილაღეს. ჯერ 25-ე წუთზე ირაკლი აბუსერიძისა და დავით კაჭარავას კონტრიერიში დიმიტრი ბასილაიამ მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელოს დადებით დაასრულა, შემდეგ კი 28-ე წუთზე თამაზ მჭედლიძესა და კოტე მიქაუტაძესთან ერთად განხორციელებული იერიშის შემდეგ ბურთი მერაბ შარიქაძემ დაამიწა.

კვირიკაშვილს არცერთ შემთხვევაში გაუფუჭებია რეალიზაცია, რასაც 33-ე წუთზე კიდევ ერთი საჯარიმოც მიამატა - 23:6.

მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "აბუმ" გაიბრწყინა - ფეხით ბრწყინვალედ გადაჰკიდა ფრთაზე, სადაც სამი ქართველი მორაგბის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ესპანელი იდგა... სტუმარი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდა, ლევან ხმალაძემ კი შეხვედრაში მესამე ლელო დადო. კვირიკაშვილმა კვლავ ზუსტად გარდასახა და ტაიმი 30:6 დასრულდა.

ქართველი მორაგბეების უპირატესობა შესვენების შემდეგაც თვალსაჩინო იყო და აი, 46-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" მეოთხე ლელოც მიითვალეს, რომელიც პრემიალურ ქულებს იძლევა. მარცხენა ფრთიდან ქართველთა იერიში ირაკლი მაჩხანელმა დაასრულა.

აქ კი სულ მთლად აირია ესპანეთის ნაკრები და კიდევ სამ წუთში ლევან დათუნაშვილის პასით ნაკრებს მეხუთე ლელო ვასილ კაკოვინმა მოუტანა.

"მეკომ" რეალიზაცია ორივე ჯერზე გააცუდა, თუმცა გული ალბათ არავის დასწყდებოდა, რადგან სხვაობა ამ დროისთვის უკვე ისედაც შთამბეჭდავი იყო - 40:6.

ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს მატჩის სადავეები ცოტა ხნით დაუთმეს და ესპანელებმაც 60-ე წუთზე ლელო დაგვიდეს - თავი მატიას ტუდელამ გამოიჩინა. სტუმრებმა გარდასახვაც გამოიყენეს - 40:13.

და აი, 63-ე წუთზე მოედნიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი გავიდა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარა.

67-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" "ლომებს" კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუტარეს - კვირიკაშვილმა, შარიქაძემ და ხმალაძემ ბურთი გაითამაშეს, შეტევის დასრულება კი დიმიტრი ბასილაიას მიანდეს, რომელმაც მატჩში მეორე ლელო მიითვალა. "მეკომ" ამჯერად გარდასახა - 47:13.

ხუთიოდე წუთში ესპანელებმა ჩვენ ჩათვლის მოედნის სახლოვეს დანიშნული შერკინებიდან იყოჩაღეს და თავიანთ მონაგარს კიდევ ერთი ლელო შემატეს. თუმცა მასპინძლებს სხვაობის კიდევ უფრო გასაზრდელად წუთზე ცოტა მეტი დასჭირდათ - მორიგი იერიში ლელოდ თამაზ მჭედლიძემ აქცია. ბექა წიკლაურმა კი გარდასხვა ზუსტად შეასრულა - 54:18.

მატჩის ბოლო წუთზე ქართველთა იერიშს მეტოქის ჩათვლის მოედანთან ხუთ მეტრში შერკინება მოჰყვა. მასპინძლებმა იძალეს და თამაზ მჭედლიძემ თავის მეორე, საქართველოს ნაკრებისთვის კი მერვე ლელო დადო. ბექა წიკლაურმა რეალიზაცია ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 61:18.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა და მორაგბეებმა ნაკრებიდან რეკორდსმენი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეს გაცილება მოუწყვეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრას კი რუმინეთის ნაკრებთან, ერთი კვირის შემდეგ, ბუქარესტში გამართავს, სადაც გადაწყდება კიდეც 2013 წლის ევროპის ერთა თასის გამარჯვებულის ვინაობა.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b] საქართველოს მორაგბეები ევროპის ერთა თასს დაეუფლნენ
[/b]
16.03.2013
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების გამარჯვებულია. გადამწყვეტ მატჩში ქართველი სპორტსმენები დღეს ბუქარესტში შეხვდნენ მასპინძელი ქვეყნის - რუმინეთის ეროვნულ გუნდს. მატჩი დასრულდა ანგარიშით 9:9, რაც ქართველი მორაგბეებისთვის საკმარისი იყო ერთა თასის მოსაპოვებლად. დღეს დამთავრებული ტურნირი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ასპარეზობის პირველი ეტაპიც არის. შესაბამისად, საქართველოს მორაგბეები ამ შეჯიბრებაშიც ლიდერობენ.

http://www.radiotavisupleba.ge/content/georgia-wins-rugby-cup/24930720.html

ძალიან მაგარია!
კიდევ ერთ გამარჯვებასა და წარმატებას ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს. სულ წარმატების გზით ევლოთ!
0

Share this post


Link to post
Share on other sites
დღევანდელი შეხვედრა შედგა უკვე? თუ როგორაა საქმე?
რა ანგარიშით დამთავრდა?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],

ბრძოლა წესების გარეშეს გულისხმობ?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="GeeG"][/b], რატომ? მოხდა რამე?
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[b][member="mako"][/b],

[b]"ვიტო კოლელიშვილი ყელში წვდა მეტოქეს - ჩხუბი საქართველო-კანადის მატჩზე" [/b]

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sporti/37643-vito-kolelishvili-yelshi-tsvda-metoqes-chkhubi-saqarthvelo-kanadis-matchze.html
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რა პონტია მუშტების ბრაგუნი


კაი გამოტვინებულები არიან ისე ...
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რაგბში მოსული პონტია ჩხუბი, მაგრამ კოლელიშვილმა მართლა მიქარა.. Edited by GeeG
0

Share this post


Link to post
Share on other sites
19:15 დამთავრდა საბოლოოთ თამაში. მიხარია ჩვენების წარმატება.
კოლელიშვილის გავეშება მართლა არასასიამოვნო ფაქტი იყო. თანაც, პირველი არ არის მისთვის ჩხუბიო. მოთოკოს, ბიძია, ნერვები.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მალადეც ბიჭებო,,,,, მევასება ეგ გულიანი და ჟილკიანი ბიჭები,,რო თავს არ ზოგავენ ასახელონ საქართველო.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
რუმინელებს მოვუგეთ 22-9 და ერთა თასი მოვიგეთ.
ნოემბერში ირლანდიას ვეთამაშებით ამხანაგურად
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='დინამო' timestamp='1394988169' post='715197']
რუმინელებს მოვუგეთ 22-9 და ერთა თასი მოვიგეთ.
ნოემბერში ირლანდიას ვეთამაშებით ამხანაგურად
[/quote]

კარგი თამაში იყო. მანამდე რუსებსა და ესპანელებს გავუწიეთ გადასარევი მეტოქეობა. ესპანეთთან კი იყო რაღაც უსწორ-მასწორობები, მაგრამ მაინც.
ღირს ამ სპორტში ფულის ჩადება (ფეხბურთისაგან განსხვავებით).
0

Share this post


Link to post
Share on other sites
მიხარია, რომ ეს ყველაზე წარმატებული გუნდი ქართულ სპორტში იმ გერბით გამოდის (ბორჯღალი), რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის და აუცილებელია მისი დაბრუნება.
0

Share this post


Link to post
Share on other sites
[quote name='mako' timestamp='1395091503' post='715246']

ღირს ამ სპორტში ფულის ჩადება (ფეხბურთისაგან განსხვავებით).
[/quote]
ნამდვილად
0

Share this post


Link to post
Share on other sites
You are commenting as a guest. If you have an account, please sign in.
Reply to this topic...

×   You have pasted content with formatting.   Remove formatting

Sign in to follow this  
Followers 0