Перейти к содержимому


საქართველო და მსოფლიო


გამოხმაურებები თემაში: 72

#1 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
თემაში თავს მოიყრის ის მნიშვნელოვანი ინფორმაციები,
რაც ეხება საქართველოს ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დავდოთ მასალები, ახალი ამბები
გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ.


#2 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კატარში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კატარში ოფიციალური ვიზიტის შესახებ2011 წლის 20-21 თებერვალს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. ეს გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი კატარსა და ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში.

20 თებერვალს, ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები კატარის ენერგეტიკის მინისტრთან მუჰამედ სალეჰ ალ სადთან, კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის გენერალურ მდივანთან ისა აბუ ისასთან, კატარის საინვესტიციო საზოგადოების სოფლის მეურნეობის კომპანია "ჰასად ფუდის" ხელმძღვანელთან ნასერ მოჰამედ ალ ფუაიდ ალ ჰაჯრისთან და კატარის ავიახაზების აღმასრულებელ დირექტორთან აქბარ ალ ბაკერთან.

21 თებერვალს გაიმართა შეხვედრები კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისთან, პრემირ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ-თანისთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან აჰმედ ბინ აბდალა ალ-მაჰმუდთან, კატარის საინვესტიციო ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კატარში ოფიციალური ვიზიტის შესახებსაზოგადოების "კატარ დიარის" თავმჯდომარესთან ღანიმ ბინ საად ალ საადთან და კატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების ფონდის თავმჯდომარესთან მუჰამედ ფაზი ალ საუდთან.

შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები. კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.

საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, აჰმედ ბინ აბდალა ალ-მაჰმუდთან შეხვედრისას ხელი მოეწერა საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმს.

#3 OFFLINE   დინამო

    ღმერთი, სამშობლო, ადამიანი........

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5921 წერილები:
  • სქესი:Not Telling

ციტირება

კატარში
თუ ყატარში?
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს.
ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი!

#4 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში


საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში2011 წლის 17-18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ამერიკელ კოლეგასთან განიხილა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი. რეგიონული უსაფრთხოება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებთან.


2011 წლის 18 თებერვალი

#5 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი

ციტირება

თუ ყატარში?
რავიცი, ორივე ფორმას ვხვდები ხოლმე ოფიციალურ მასალებში.

მაგრამ სწორი, მგონი, ყატარია.


#6 OFFLINE   gege

    ღირსეული მოქალაქე

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5268 წერილები:
  • სქესი:კაცი

ციტირება

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კატარში ოფიციალური ვიზიტის შესახებ
ასრულდა ასრულდაააა
მოკლედ გასულ საუკუნეში იყო ამაზე საუბარი ერთ დროს დაგავყრუა პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში ყატარი ყატარს გაიძახდა კაი იქნება ინვესტიციები თუ შემოვა და ვიმეგობრებთ.
აბა ნახეთ ჩემი ფბიაის გოგოები პროფილში

#7 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველოს კურილის კუნძულებიც „სტკივა“

საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა რუსეთის მიერ კურილის კუნძულების ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს - ამის შესახებ განცხადება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. შოთა მალაშხიას თქმით, ის უკვე შეხვდა საქართველოში იაპონიის ელჩს და იაპონიის პარლამენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შესაძლო მხარდაჭერის შესახებაც ელაპარაკა. პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად დაძაბავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, რომლის ესკალაციის ალბათობა, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ღია მონაცემებით, ისედაც მაღალია.
საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ განხილული იქნეს როგორც იაპონიის პარლამენტში, ასევე საქართველოს პარლამენტში...

შოთა მალაშხიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეხვდა საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩს მასაიოში კამოჰარას და ორი ქვეყნის მტკივნეულ პრობლემაზე - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - ესაუბრა. მალაშხიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად საჭირო შესაძლო მიდგომებზე ილაპარაკეს. ქართველ დეპუტატს ეკუთვნის შემდეგი ინიციატივა:

„საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ განხილული იქნეს როგორც იაპონიის პარლამენტში, ასევე საქართველოს პარლამენტში. ამ საკითხის ინიცირებას მე, როგორც უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტში მოვახდენ; ანალოგიურად განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინიცირება იაპონიის პარლამენტში.“

შოთა მალაშხიას მსგავსად, იაპონიის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ კურილის კუნძულებზე იაპონიის სუვერენიტეტს, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც უჭერენ მხარს, თუმცა, როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რეზოლუციის მიღების საკითხი ჯერჯერობით პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.

„ვეძებთ მხარდამჭერებს აგრესორთან ბრძოლაში და ვეძებთ იმ ხალხებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ვფიქრობ, რომ ორმაგი სტანდარტი არც ჩვენი მხრიდან უნდა იყოს, როცა საუბარია კურილის კუნძულების მითვისებაზე რუსეთის მხრიდან. თუმცა ამ საკითხს აქვს გარკვეული ქვედა შრეები, ამიტომ პარლამენტის პოზიციის შესახებ საბოლოო პასუხზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღის შემდეგ“, - უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის მიღება არასტაბილურობის მორიგ კომპონენტს შეიტანს რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაში, რომელსაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის 16 თებერვლის ანგარიშიდან ირკვევა, ისედაც არ აკლია სიმწვავე და არასტაბილურობა:

„მოსკოვის სამხედრო ყოფნა და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობა, ჰქონდეს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთან ჩრდილო კავკასიაში, ასევე ახდენს გავლენას ამ დაძაბულობაზე.“

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის უკიდურეს გაუარესებაზე მეტყველებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც დმიტრი მედვედევმა, სოჭის ოლიამპიადის სამზადისის კონტექსტში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა და საქართველო ღიად დაადანაშაულა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობაში:
დმიტრი მედვედევის ვიზიტი კურილის კუნძულებზე

„თქვენც კარგად გესმით, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელ საქართველოსთან. ამიტომ საჭიროა მომეტებული ყურადღება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რათა ნებისმიერ პროვოკაციას სათანადო ხერგილი დავახვედროთ.“

თუმცა, ბრალდების პასუხად, საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არანაირი ფარული გეგმა არ მუშავდება. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, საქართველოს სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შემდეგი ორი საკითხი აღელვებს:

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ღორღის გატანა, რაც იწვევს აუნაზღაურებელ ეკოლოგიურ ზიანს. ასევ არის მეორე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩერქეზთა გენოციდთან. ესეც სრულიად ღია თემაა და არანაირი საიდუმლოების ბურუსი მას არ ფარავს. ჩერქეზებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, განხილვები მიმდინარეობს და, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში აღიარების საკითხი გადავა ძალიან აქტიურ ფაზაში, ანუ საქართველო არც ერთ არაკანონიერ ძალისხმევას არ მიმართავს და არ გამოიყენებს იმისათვის, რომ რაიმე სახით სოჭის ოლიმპიადას შეექმნას საფრთხე“, - უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.

ნუგზარ წიკლაური ასევე არ იზიარებს აზრს, თითქოს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მოსკოვის გვერდის ავლით მეგობრული ურთიერთობა გააბას ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში ვითარებას ძაბავს და რუსეთსაც ყველაზე მეტად აღიზიანებს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა, ასევე სეპარატისტული რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადება.
http://www.radiotavi...le/2314395.html

#8 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია 2009-2012 წლებისთვის

#9 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
ვაშაძე: "არ მესმის, რა კავშირი აქვს იდეალიზმს საგარეო პოლიტიკასთან"

#10 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
2011 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება


ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებია:

ავსტრია
გერმანია
ნიდერლანდები
ბელგია
საბერძნეთი
პოლონეთი
ბულგარეთი
უნგრეთი
პორტუგალია
კვიპროსი
იტალია
რუმინეთი
ჩეხეთი
ლატვია
სლოვაკეთი
ესტონეთი
ლიტვა
სლოვენია
ფინეთი
ლუქსემბურგი
ესპანეთი
საფრანგეთი
მალტა
შვედეთი

* სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.
* ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღების ვადა არის 10 კალენდარული დღე. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში ან შემცირდეს 2 დღემდე.
* 12 კატეგორიის პირები თავისუფლდება სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებლისაგან, მათ შორის:

o ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;
o ახლო ნათესავები - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;
o მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;
o საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;
* 13 კატეგორიის პირთათვის მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უკვე საკმარისია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, მათ შორის:
o ახლო ნათესავებისთვის - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:
- მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;
o მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის და თანმხლები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით:
- მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;
o საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:
- წერილობითი მოთხოვნა წევრ სახელმწიფოთა მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;
* 11 კატეგორიის პირს შეუძლია მიიღოს 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზა, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა.
o იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
o პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
o სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვილითი პროგრამების ფარგლებში;
o პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;
o და სხვა

* შესაძლებელი იქნება გარკვეული გარემოებების არსებობისას პირდაპირ გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.

შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

#11 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

#12 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2011 წლის 4 მარტს დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, რიგით მე-15 რაუნდთან დაკავშირებით

2011 წლის 4 მარტს დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების მე-15 რაუნდი.

მე-15 რაუნდის ფარგლებში შედგება ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეები ინდივიდუალური ფორმით იქნებიან წარმოდგენილნი. მოლაპარაკებები გაიმართება გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თავმჯდომარეობით, მას დაესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატებიდან. მომავალ რაუნდში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან ერთად.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქართული მხარე სამ ძირითად საკითხს წამოწევს.

პირველი, რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. რუსეთის საოკუპაციო ძალების, ასევე სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას რუსეთმა უნდა უპასუხოს მსგავსი ვალდებულების აღებით საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს ამგვარი დაპირება, რომელიც აგრეთვე გამოხატულ იქნა პრეზიდენტის გაეროს, ეუთოსა და ნატოს გენერალური მდივნების, ასევე ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს და აშშ-ს პრეზიდენტებისადმი მიწერილ წერილებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად, წარმოადგენს ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას. ქართულ მხარეს სურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნოს, რომ რუსეთის განცხადებები, ერთის მხრივ, თბილისს, და, მეორეს მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე მიზნად ისახავს მხოლოდ მარიონეტული რეჟიმების სამართლებრივ ლეგიტიმაციას და წარმოადგენს უსუსურ მცდელობას თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე. საქართველოს მიერ ცალმხრივი ვალდებულების აღების შემდეგ, დადგა დრო რუსეთმაც აიღოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი დაამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს და ის არ აპირებს ახალი აგრესიის განხორციელებას სუვერენული მეზობელი-ქვეყნის წინააღმდეგ.

მეორე საკითხი, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები დააყენებენ, არის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების აუცილებლობა. რუსეთის გადაწყვეტილების გამო გაეუქმებინა გაეროსა და ეუთოს მისიები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, და ხელოვნური დაბრკოლებების გამო, რომლის შედეგადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ოკუპირებულ რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ამ რეგიონებში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ნაკლებობს განიცდის. უსაფრთხოების ზომები, რაც საერთაშორისო მშვიდობისმყოფელებს და საპოლიციო ძალებს მოიცავს, დაასტაბილურებენ სიტუაციას ოკუპირებულ რეგიონებში, ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველ სტაბილურობას უფრო ფართე რეგიონში და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო დაბრუნების პირობას შექმნის. ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურს ხაზი გაუსვას, რომ თბილისი ყურადღებით ეკიდება ნიუ იორკში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვიღებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციას სურს გააუქმოს გაეროს ამჟამინდელი გუნდი დაფინანსების იმ მექანიზმის დაბლოკვით, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ქართული მხარე მზადაა ჩაერთოს დაილოგში რუსეთის ფედერაციასთან და გაეროსთან იმისათვის, რომ მოინახოს გაეროს ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში მონაწილეობის გაგრძელების გზები. დიდი დანაკლისი იქნება ჟენევის პროცესისთვის და ნდობის აღდგენის პროცესისთვის ზოგადად, თუ რუსეთი თავის მიზანს მიაღწევს და ამით კიდევ ერთხელ შეამცირებს საერთაშორისო ჩართულობას სამშვიდობო პროცესში.

მესამე საკითხი, რომელიც მაგიდაზე დაიდება და, რომელზეც ჯერ არანაირი პროგრესი არაა მიღწეული რუსეთის უხალისობის გამო ჩაერთოს ამ პროცესში, არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. რუსეთი ბლოკავს დაბრუნების პროცესს სხვადასხვა მიზეზების გამო. ამჯერად, ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი გზას გაუხსნის პროცესს და საგნობრივი განხილვები გაიმართება დაბრუნების მოდალობებზე დისკრიმინაციის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყველა ნაწილში.

ჟენევის მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოსთხოვენ რუსულ მხარეს სრულ თანამშრომლობას საქართველოს ტერიტორიაზე 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული აფეთქებების სერიის გამოძიების საქმეში. ყველა მნიშვნელოვანი მასალა რუსულ მხარეს მიეწოდა, როგორც თბილისში აკრედიტირებული შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, ასევე 2010 წლის დეკემბრის ჟენევის მეთოთხმეტე მოლაპარაკებების გვერდით შეხვედრებზე. თუმცა, ჯერ-ჯერობით რუსული მხრიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. საგანგაშოა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი ხელს აფარებს გარკვეულ პირებს, რომლებიც ახლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებიან და, რომლებიც, როგორც ჩანს, ტერორისტული აქტების მთელი სერიის ორგანიზებაში არიან ჩართული.

ამ საკითხთან ერთად, საქართველოს მხარე თანა-თავმჯდომარეების ყურადღებას მიიპყრობს იმ მიუღებელ მტრულ განცხადებებზე, რომლებიც მოსკოვიდან გაჟღერდა ბოლო კვირების განმავლობაში. ზოგიერთმა რუსმა კანონმდებელმა წამოაყენა უსაფუძვლო, აბსურდული, მაგრამ საგანგაშო ბრალდებები თითქოს საქართველო დგას დომოდედოვოს ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის უკან. ასეთი განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ახლანდელი რუსული რეჟიმი ამჟამად იმყოფება საქართველოსგან მტრის ხატის შექმნის პროცესში იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი უძლურება და წარუმატებლობა თავის საშინაო და საგარეო საქმეებში.

უფრო მეტიც, თბილისის დელეგაციის წარმომადგენლები შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ყურადღებას მიიპყრობენ ზოგიერთ შემაშინებელ ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის დეკემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ. ასეთი ფაქტებია საკუთრების უფლების ის უხეში დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორივე ოკუპირებულ რეგიონში და ეგრეთ წოდებული მოსახლების აღრიცხვის კამპანიის დაწყება, რომელიც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელდა, რაც აშკარა ლეგიტიმაციის მცდელობაა იმ შედეგებისა, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მოსკოვმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა საზარელი დანაშაულებებისა და ეთნიკური წმენდის სახით განახორციელეს. საკუთრების უფლებები განხილული იქნება როგორც დღის წესრიგის ცალკე საკითხი მეორე სამუშაო ჯგუფში და თბილისის დელეგაციის წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პოლიტიკაზე უარის თქმას.

მეორე საკითხი, რომელსაც კიდევ ერთხელ წამოწევს ქართული მხარე იქნება ყველა დაკავებული პირის გათავისუფლების აუცილებლობა, რომელიც ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ, როდესაც რაღაც პროგრესი მიღწეული იქნა ამ მიმართულებით ბოლო დროს, ზოგიერთი პირი კვლავ დაკავებულია და მათი გათავისუფლება სავალდებულოა.

მეთხუთმეტე რაუნდის განმავლობაში ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ოკუპირებულ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის ფაქტებთან დაკაშირებით და მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ უფრო აქტიურად იქნან ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონტროლის პროცესში.

#13 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
ჟენევის მოლაპარაკებების მე–15 რაუნდი დასრულდა

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა 4 მარტს, მე–15 რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს ჩაერთოს არსებით განხილვაში და ძალის არგამოყენების ვალდებულება აიღოს.

"სამწუხაროდ არცერთ საკითხზე პოზიციის ფუნდამენტური ცვლილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რაუნდზე არ შეინიშნა,“– განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ რადიო "თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, “ანუ ისინი არ აპირებენ, მათი განცხადებით, საქართველოსთან ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებას“.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. რუსეთი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და სანაცვლოდ, მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან "ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს“ მოაწეროს ხელი.

“ასევე არ არის კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით,“– განაცხადა კაპანაძემ, "ისინი ამ ეტაპზე ეწინააღმდეგებიან სერიოზულ საერთაშორისო ყოფნას ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული პროგრესი უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს მომდევნო რაუნდებზე“.

მან იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე შესაძლოა მიღწეულ იქნას გარკვეული პროგრესი “გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე საოკუპაციო ხაზზე“.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება, ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ პიერ მორელმა განაცხადა, რომ მონაწილეთა შორის ფუნდამენტალური უთანხმოებების მიუხედავად, ყველა მათგანმა გამოთქვა სურვილი ჟენევის დისკუსიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამუშაო მეთოდები დაიხვეწა და უფრო კონსტრუქციული და ქმედითი გახდა.

მორელმა ასევე აღნიშნა, რომ ის და დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე ეუთოდან და გაეროდან განწყობილი არიან პროგრესს მიაღწიონ ძალის არგამოყენების საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, დისკუსიების მთავარ თემას წარმოადგენს.

ჟენევის დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიედრიუს ჩეკუოლისმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დასრულდა მზადება რამოდენიმე პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც აგვისტოს ომით დაზარალებული რაიონების მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას ითვალისწინებს.

თუმცა, პროგრესი ვერ იქნა მიღწეული გაზის მიწოდების საკითხში, განაცხადა ჩეკუოლისმა, რომელიც თანათავმჯდომარეებს იანვარში შეუერთდა მას შემდეგ, რაც მისმა ქვეყანამ ყაზახეთისგან ეუთოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. საქართველომ ახალგორის რაიონს გაზის მიწოდება იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ არ სურს იქ დისლოცირებული რუსი სამხედროების მომარაგება.

მოლაპარაკებების მომდევნო, მე–16 რაუნდი ჟენევაში 7 ივნისს გაიმართება.
http://www.civil.ge/...le.php?id=23736




''Fitch Ratings''

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings" განაახლა საქართველოს IDR (Issuer Default Ratings) მაჩვენებელი, რის შედეგადაც ქვეყნის "B+" რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

"Fitch's Sovereign Group"-ის დირექტორის განცხადებით, პოზიტიური ცვლილება განპირობებულია საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებით, მიმდინარე ანგარიშისა და საბიუჯეტო დეფიციტების შემცირებით, საფინანსო სექტორში ვითარების გაუმჯობესებითა და პოლიტიკური რისკების შემცირებით. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზებით, საქართველოს მშპ-ს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება და 2011 წელს 5,0%-ს ხოლო 2012 წელს 6,0% შეადგენს.

2011 წლის 4 მარტი

#14 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
Грузия не меняет условий для вступления России в ВТО, заявляют в Тбилиси
07 марта 2011

Тбилиси. 7 марта. INTERFAX.RU - Тбилиси поддержит вступление России во Всемирную торговую организацию (ВТО), если Москва согласится на контроль со стороны Грузии таможенных пунктов в Абхазии и Южной Осетии, заявил председатель парламентского комитета по внешним связям Акакий Минашвили журналистам в понедельник.

"Главный принцип, которым руководствуется эта организация (ВТО - ИФ) - прозрачная торговля между странами и, соответственно, мы требуем, чтобы у нас была возможность следить на участках Абхазии и Цхинвали какие товары ввозятся и вывозятся из региона", - сказал А.Минашвили. "Кто осуществит наблюдение, это уже предмет переговоров, возможно, ими будут и грузинские таможенники", - добавил он.

9 марта в Берне, как ожидается, начнутся переговоры представителей Тбилиси и Москвы о вступлении РФ в ВТО.

http://www.interfax....s.asp?id=180289

#15 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
2011 წლის 7 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია შვეიცარიის კონფედერაციას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან მიშელინ კალმი-რეისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშ...რომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე.

#16 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველო რუსეთის მოლაპარაკებების რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე:
• საქართველოს პოზიცია: კომპრომისზე წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კონტროლს დააწესებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა ქართული მხარე რუსეთს სთავაზოვს დნესტრისპირეთის ვარიანტის გამოყენებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგს სეპარატისტულ რეგიონზე.
რუსეთის პოზიცია: საქართველოს მოთხოვნები რუსეთისთვის მიუღებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი უნდა მოელაპარაკონ არა რუსეთს, არამედ აფხაზეთსა და სამხ. ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.
• ამერიკა საქართველოს მოუწოდებს არ შეუშალოს ხელი რუსეთს ვმო–ში გაწევრიანებაში. ამის შესახებ პუტინთან შეხვედრის დროს ბაიდენმა განაცხადა.
• რუსეთის ვმოში გაწევრიანება სარგებლის მომტანია ასევე ამერიკისთვისაც. ობამა და ბაიდენი ამ პროცესს აქტიურად უჭერენ მხარს. ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს დაეხმარება გააუმჯობესოს ეკონომიკური ურთიერთობები როგორც ამერიკასთან, ისე მთელს მსოფლიოსთან, – ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა.

#17 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
საქართველომ გვინეა–ბისაუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა
10 მარ.

საქართველომ დასავლეთ აფრიკის ქვეყანასთან, გვინეა–ბისაუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

შესაბამის ოქმს 9 მარტს ნიუ–იორკში ხელი მოაწერეს გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ და მისმა კოლეგამ გვინეი–ბისაუდან, იტყობინება საქართველოს მისია გაეროში.

ანალოგიურ ოქმებს წელს ასევე მოეწერა ხელი კონგოსთან, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, მავრიტიუსთან, სომალისთან, ჰონდურასთან და ტუვალუსთან. ამ უკანასკნელს საქართველოს მთავრობამ გასული წლის სექტემბერში ფინანსური დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარი გამოუყო.

2010 წელს საქართველომ 22 ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გაეროში საქართველოს მისიის თანახმად, სულ საქართველოს გაეროს 152 წევრ ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

თითოეულ პრეს–რელიზში, რომელიც ამგვარი ოქმის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნდება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები ეფუძნება სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპს.
http://civil.ge/geo/...le.php?id=23750

#18 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივები

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკების დაწყების წინ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების შესახებაც ალაპარაკდნენ. კერძოდ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ აკრძალვის მოსახსნელად საჭიროა ქართულმა ღვინომ ”საკონტროლო ღონისძიებები” გაიაროს. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია, ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი ჯერ არ ჩქარობენ.

რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ რუსეთის მედიას განუცხადა, რომ თანახმაა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, ოღონდ სათანადო კონტროლის გავლის საფუძველზე. მან საქართველოს ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნი უწოდა და თბილისის წარმომადგენლებს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების პოლიტიზების გამო, უსაყვედურა. გენადი ონიშჩენკოს რუსმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პოზიცია ექნება მას, თუ მოლაპარაკებებზე რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხი დადგება. პასუხი იყო:
”მე არ ვარ მომლაპარაკებელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასე რომ, ეს იქნება თუ არა მოლაპარაკებათა საგანი, მე არ ვიცი, მაგრამ თუ იქნება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიების ბლოკი, საკითხების ბლოკი, რომელთა გადაწყვეტის შემდეგ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ.”

ონიშჩენკომ დასძინა, სახელგატეხილ ქართულ ღვინოს გულდასმით შევამოწმებთ და ნებართვას შემდეგ გავცემთო. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს 2006 წლის შემდეგ ერთხელაც არ მიუმართავს ბაზარზე პროდუქციის დაშვების თხოვნით.

5 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ღვინის აკრძალვა სანიტარული ნორმების დარღვევის მომიზეზებით განხორციელდა. მას წინ უძღოდა საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების სკანდალი. მალე, ქართული ღვინის მსგავსად, რუსეთმა „ბორჯომისა“ და სხვა ქართული პროდუქციის იმპორტირება შეაჩერა. ოფიციალური თბილისი მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება კონკრეტული კომპანიის საქმეს წამოადგენს. კომპანიებს კი ესმით, რომ ბაზრის ჩაკეტვა პოლიტიკური პრობლემაა და არა სანიტარული, ამიტომაც არ მიმართავენ ონიშჩენკოს უწყებას. ქართული ღვინის ერთ-ერთი მწარმოებელი ფირმის, ”თელიანი ველის”, ხელმძღვანელი შოთა ხობელია სიფრთხილით უყურებს რუსეთიდან წამოსულ წინადადებებს:

”კომპანიამ რომ გსაწიოს ხარჯები როგორც მარკეტინგული, ასევე შეავსოს ქსელი და რამდენიმე ხნის მერე გვითხრან, რომ თქვენი ღვინო მაინც არ არის კარგი და უნდა წახვიდეთ ბაზრიდან, ეს საკმაოდ სარისკოა.”

ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ღვინის კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანიის, ”შატო მუხრანის”, ხელმძღვანელიც. კომპანიების ასეთი სიფრთხილე იმითაცაა გამოწვეული, რომ მათმა უმრავლესობამ რუსეთის ბაზრის სრულფასოვნად ჩანაცვლება ჯერ კიდევ 2008 წელს მოახერხეს.

ონიშჩენკოს უწყების მიერ ქართული ღვინის აკრძალვის მომენტისთვის, 2006 წელს, რუსეთში ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 110 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. ეს საკმაოდ მცირე რიცხვია საქართველოს ეკონომიკისთვის, აღნიშნავენ ეკონომიკის ექსპერტები. მით უმეტეს, რომ რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში იქ ძველ მასშტაბზე გასვლისთვის ქართულ კომპანიებს დამატებითი ინვესტიციები დასჭირდებათ. რადიო ”ეხო კავკაზას” კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტმა, გია ჯანდიერმა განაცხადა:

”მე სხვა შეკითხვა მაქვს. რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთის ბაზრების გახსნა? იმიტომ რომ, როდესაც საქართველოსთვის ღვინის ბაზარი დაიხურა, საქართველოს ღვინის წარმოება გაიზარდა და ხარისხი გაუმჯობესდა. თუ რუსეთი ისევ დაუშვებს უხარისხო ღვინოს საქართველოდან, არა მგონია, ეს კარგი იყოს ჩვენთვის.”

გია ჯანდიერი ეჭვის თვალით უყურებს რუსეთის ბაზარზე ”ბორჯომის” დაბრუნების მიზანშეწონილობასაც, რადგან ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა პროდუქციით და მასში ადგილის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, მით უმეტეს, რომ ამ ძალისხმევის შედეგი ნაკლებად აისახება ქართულ ეკონომიკაზე. სხვაგვარად ფიქრობს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:

”თუ წლების განმავლობაში რუსეთის ბაზართან მიმართებაში ქართული ბიზნესისთვის მუშაობდა გაზარმაცების პრინციპი, დღეს ეს უკვე იქნება დამატებითი პლუსი ეროვნულ პროდუქტზე. ამიტომ რაიმე ღია კარის მტვრევას და უარყოფითი მომენტების ძებნას მე არ ვაპირებ, გარდა ერთისა, რომ მე ამას ამ ეტაპზე არარეალურად ვუყურებ.”

გიორგი ისაკაძე რუსეთის ბაზრის გახსნას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევს, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის აკრძალვასთან ერთად რუსეთმა მოლდავეთის ღვინის პროდუქციაც აკრძალა. მოგვიანებით მოლდავეთს კვლავ მისცეს ბაზარზე დაბრუნების უფლება, თუმცა ახლა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩნეკო აცხადებს, რომ შეიძლება მოლდავეთის ღვინო კვლავ აიკრძალოს. ახლახან ონიშჩენკოს უწყებამ 40 ათასი ლიტრი ღვინო უკან, მოლდავეთში, გააბრუნა. ასევე არ გაუმართლა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ექსპორტირებულ ღვინოს, რომელიც რუსეთის ბაზარზე საქართველოს ღვინის აკრძალვის შემდეგ გამოჩნდა. თებერვლის თვეში ”როსპოტრებნადზორმა” დაახლოებით 800 ათასი ლიტრი აფხაზური ღვინო უვარგისად გამოაცხადა.
http://www.radiotavi...le/2336287.html
____
რუსეთი რომ ვმო-ში შევიდეს, ისედაც მოუწევს ემბარგოს გაუქმება ქართულ პროდუქციაზე ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე (წევრ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან საქონელზე აკრძალვა).
ჰოდა, ახლა ამ ონიშენკოს 'ტინგიცი' ახლა ნამეტანი უადგილოა.


#19 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
რაც შეეხება, რუსეთ საქართველოს მოლაპარაკებებს ვმო-ში მის შეშვებასთან დაკავშირებით,
საქართველო არ იჩენს სიხისტეს ამ მოლაპარაკებებში და კატეგორიულ უარზე არაა,
სთავაზობს კომპრომისებს, რაზეც რუსეთი არ მოდის.

კარგია ის ფაქტი, რომ ვმო-ს თემით საქართველოს მანიპულირების საშუალება ეძლევა.
მაშინ, როცა ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთი არ თმობს 'რაღაც-რაღაცებს'
პალალეურად იმართება ბერნის მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსაც გააჩნია არადასათმობი საგანი.


#20 OFFLINE   deako

    extraordinary

  • წევრი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 13395 წერილები:
  • სქესი:ქალი
რამდენიმე დღის წინანდელი სტატიაა, მაგრამ საინტერესო.

საქართველო რუსეთს მსო-ს კარს უპირობოდ გაუღებს?
რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ჭიდაობა გრძელდება. ამ დროისთვის, რუსეთი ბერნში საქართველოს წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მოსკოვში კი - ამერიკის მაღალჩინოსნებთან. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ სანამ რუსეთი საქართველოს იურიდიულ საზღვრებზე თბილისის მიერ საბაჟო კონტროლს არ დათანხმდება, მანამდე ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ქართველების ხმას ვერ მიიღებს. ექსპერტები კი შიშობენ, რომ ამერიკის ჩარევით მთავრობამ შეიძლება რუსეთს ხმა მისცეს და მერე მოსახლეობას განუმარტოს, რომ ბიზნესის დასახმარებლად და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის შეტანის სანაცვლოდ გააკეთა. თუ ეს ასე მოხდა, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის გაწევრიანებას უპირობოდ დაეთანხმა, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა რუსეთს ემბარგოს მოხსნას ისედაც ავალდებულებს. კერძოდ, თუკი ორგანიზაციის რომელიმე წევრი ქვეყანა სხვა წევრ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებს შეწყვეტს ორგანიზაცია მას მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ასე რომ, ემბარგოს მოხსნას მსო-ს წესდება ისედაც ითვალისწინებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ბერნში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მოსკოვის თხოვნით განახლდა. “რუსეთის მხარიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მან. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის, აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, ქართული მხარე თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხოლოდ საზღვრების საკითხის განხილვის შემდეგ დათანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ირწმუნება, რომ საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს “მაქსიმალური სარგებლისა და საუკეთესო პირობების მიღების სანაცვლოდ დაუჭერს”. მისივე ინფორმაციით, “მოლაპარაკებების პროცესი უცხოელი პარტნიორების მაღალი პოლიტიკური ჩართულობით წარიმართება”. “დღეს რუსეთს მსო-ში გაწევრიანება ძალიან სურს, რეალობა კი ასეთია: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები მისი თაოსნობით შავ ხვრელებად იქცა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ნარკოტრანზიტის არსებობის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, იქ იარაღით უკანონოდ ვაჭრობასაც აქვს ადგილი. ბუნებრივია, რუსეთის მსო-ში გაწევრიანება ამ ყველაფრის აღმოფხვრის სანაცვლოდ უნდა მოხდეს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო მონაკვეთებზე საბაჟო კონტროლი უნდა აღდგეს, ხოლო ის, თუ ვინ განახორციელებს ამას - ქართველი მებაჟეები თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უკვე მოლაპარაკებების საგანია. მთავარია, ქართულმა მხარემ ამ პროცესში მისთვის საუკეთესო პირობებს მიაღწიოს”, - აღნიშნა წიკლაურმა. ბერნში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პარალელურად კრემლში შეხვედრებს მართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. იგი აცხადებს, რომ ამერიკის მიზანია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების “გადატვირთვა”. რუსეთში მყოფი ბაიდენის ერთ-ერთი მისია რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე მსჯელობაა. პრეზიდენტ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ მსო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რუსეთისა და საქართველოს ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ერევა, თუმცა მისთვის რუსეთის ამ ორგანიზაციაში შესვლა ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სურვილია აქცენტი ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე გააკეთოს ისე, რომ საკითხი “უფრო ფართო დებატის” საგანი არ გახადოს. ექსპერტის დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში საქართველოს ბოლომდე ხისტი პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდება. მისი შეფასებით, რუსეთის დიდი და მიმზიდველი ბაზრის დაკარგვა მართლაც სერიოზული იარაღია, რასაც მოსკოვი ეფექტიანად იყენებს კიდეც. “ოფიციალურად თუ არაოფიციალურად სხვადასხვა ქვეყნები ეცდებიან ჩვენთან მოლაპარაკებების გამართვას, რათა გარკვეული საკითხები დავთმოთ რუსეთთან მიმართებაში და ნაკლებად ხისტი პოლიტიკა ვაწარმოოთ რუსეთის მსო-ში მიღებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს ნარმანია. ნარმანიას აზრით, ქართველების მხრიდან საბაჟო კონტროლი სამართლიანი მოთხოვნაა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ქვეყნის ნებისმიერი საზღვრიდან რა პროდუქტი შემოდის. თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხმა დიდი ხანია პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, თუ საქართველო მხარს დაუჭერს მას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. “საქართველომ რუსეთის წინაშე მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი პოზიციები არ უნდა დათმოს. რუსეთისთვის ბევრი რამ გვაქვს მოსათხოვი. აუცილებელია, რუსეთი დათანხმდეს საზღვრების გახსნას კონფლიქტურ ზონებში და საქართველოს მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებას. თუმცა რუსეთი რომც დათანხმდეს ამ მოთხოვნას საქართველოს მთავრობამ მყარი გარანტია უნდა მიიღოს და მხარი შემდეგ დაუჭიროს. ყველასთვის კარგად ცნობილია, რუსეთი პირობებს როგორ ასრულებს”, - ამბობს დავით ნარმანია. იგივე პოზიციას იზიარებს ექსპერტი ლევან კალანდაძე. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვისაც მისაღებია რუსეთი მსო-ში გაწევრიანება, თუ მოსკოვი თბილისთან მიმართებაში უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. “მაგრამ არის კი რუსეთის მსო-ში წევრობა იმის გარანტია, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის პირობებს საქართველოსთან მიმართებაში დაიცავს? მე ამ გარანტიებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კალანდაძემ. ექსპერტთა განცხადებით, ემბარგოს მოხსნის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, რუსეთმა მიზეზად ფიტოსანიტარული ნორმები მოიმიზეზოს და ქართული პროდუქცია სრულიად თუ არა ნაწილობრივ მაინც აკრძალოს




გამოხმაურების დამატება


ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


  


1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მოქალაქე, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი